Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Автомобили (Грузия - Тендер #71413704)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: LEPL "Batumi boulevard"
Номер конкурса: 71413704
Дата публикации: 20-03-2026
Сумма контракта: 75 125


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT260005577
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 19.03.2026 17:16
Начало приема предложения 25.03.2026 00:00
Истекает срок принятия предложений 27.03.2026 12:00
Предполагаемая цена закупки 75`125.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 34100000-Автомобили
Коды классификатора
  • 34113000 - Автомобили с полным приводом
Срок подачи ავტოსატრანსპორტო საშუალებების მიწოდება უნდა განხორციელდეს ხელშეკრულების დადებიდან 120 (ას ოცი) კალენდარული დღის განმავლობაში.
Дополнительная информация
საქართველოს მთავრობის 2014 წლის 6 თებერვალის N121 დადგენილებით განსაზღვრული III კლასის მსუბუქი მაღალი გამავლობის სატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო შესყიდვა.
Количество и объём закупок 1 (ერთი) ერთეული
Шаг снижения цены 750.00 GEL
Размер гарантии 751 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: aleksandre bolkvadze :: 05.02.2026 15:20
  • Последнее исправление: maia bolkvadze :: 19.03.2026 17:16
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=671571&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

1.1.1 საქართველოს მთავრობის 2014 წლის 6 თებერვალის N121 დადგენილებით განსაზღვრული III კლასის მსუბუქი მაღალი გამაალობის სატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო შესყიდვა.

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

1.2.1. ავტომანქანის მინიმალური ტექნიკური მახასიათებლების/სპეციფიკაციის შესახებ ინფორმაცია იხილეთ თანდართულ ფაილში (დანართი N1);

1.2.2. შემოთავაზებული ავტომობილი უნდა იყოს ახალი, არაუადრეს 2025 წლის გამოშვების, მარცხენა საჭიანი, ექსპლუატაციაში არმყოფი (გარბენი არაუმეტეს 200კმ), ნივთობრივად და უფლებრივად უნაკლო და განბაჟებული. ამასთან, მიმწოდებელმა საკუთარი ხარჯებით უნდა უზრუნველყოს ავტომანქანების შემსყიდველზე გადაფორმება.

1.2.3. შემოთავაზებული სატრანსპორტო საშუალებები შეიძლება იყოს ნებისმიერი ფერის, გარდა შავისა.

1.2.4. პრეტენდენტი ვალდებულია დანართ N2-ში განაფასოს ავტომობილის ზღვრული ფლობის ღირებულება კომპონენტების მიხედვით (ავტომანქანის, ავტომანქანის სერვისის/ნაწილის და საწვავის ხარჯის ჯამი), რომელიც შემდგომში აისახება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებ(ებ)ში. ავტომობილის ფლობის ღირებულების ზღვრული ოდენობა დგინდება 150 ათას კილომეტრზე გარანტიის მოქმედების პერიოდში, შესასყიდი სერვისების/ნაწილების, ავტომობილისა და საწვავის ფასის ერთობლიობით.

1.2.5. სატენდერო წინადადების განფასებისას, პრეტენდენტი ვალდებულია გაითვალისწინოს, როგორც ავტომობილის ღირებულება, ასევე 150 000 კმ-ზე ავტომობილის ფლობის ღირებულებაში შემავალი სხვა კომპონენტების ღირებულებაც. ავტომობილის მიერ 150 000 კილომეტრ გარბენზე მოხმარებული საწვავის ხარჯს (შერეული წვის პირობებში), რომელიც დაანგარიშებულია წარმოდგენილი მწარმოებლის ოფიციალური საპასპორტო წვის მაჩვენებლისა (რომელიც უნდა ემთხვეოდეს მწარმოებლის ოფიციალურ ვებ-გვერდზე შესაბამისი სპეციფიკაციის მონაცემებს, ასეთის არსებობის შემთხვევაში) და ერთი ლიტრი საწვავის პირობითი ფასის - „1“-ის ნამრავლით 150 000 კმ-ზე. (ავტომობილის მიერ მოხმარებული საწვავის დასაანგარიშებელი ფორმულა: თუ ავტოსატრანსპორტო საშუალების საწვავის წვის (შერეული წვის პირობებში) საპასპორტო მაჩვენებელი 100 კმ-ზე წარმოადგენს პირობითად 8 ლიტრს, მისი დაანგარიშება 150 000 კმ-ზე განხორციელდება შემდეგნაირად: - 150 000/100*8*1=12 000). წინამდებარე ტენდერის ფარგლებში, ამ პუნქტით გათვალისწინებული საწვავის ხარჯის გადახდა მიმწოდებლისთვის არ ხორციელდება და მითითებულია მხოლოდ 150 000 კილომეტრ გარბენზე მოხმარებული საწვავის ხარჯის დაანგარიშების მიზნით.

1.2.6. პრეტენდენტმა თანდართული ცხრილის შესაბამისად უნდა წარმოადგინოს განფასება (წვის პარამეტრი, ერთეულის ფასი და ა.შ.) დანართ N2-ში, ავტოსატრანსპორტო საშუალების ფლობის ღირებულების კომპონენტების მიხედვით. პრეტენდენტი უფლებამოსილია დანართ N2-ში დაამატოს/ამოაკლოს მწარმოებლის მიერ განსაზღვრული გეგმიური ფლობის კომპონენტები, რომლის შესყიდვაც განხორციელდება საგარანტიო პერიოდის განმავლობაში.

1.2.7. მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს სატრანსპორტო საშუალებების უკან გაწვევა იმ შემთხვევაში, თუ სატრანსპორტო საშუალებების მწარმოებელი ქარხანა საწარმოო დეფექტის აღმოჩენის შემთხვევაში განახორციელებს შესაბამის ღონისძიებებს სატრანსპორტო საშუალებების უკან გაწვევის მიზნით.

1.2.8. 150000 კილომეტრზე ფლობის ღირებულების ფარგლებში, მიმწოდებელი ვალდებულია შემსყიდველს მიაწოდოს ხუნდები, საჭიროების შემთხვევაში, წინა სულ მცირე შვიდჯერ, ხოლო უკანა სულ მცირე ოთხჯერ.

1.2.9. ამ სატენდერო დოკუმენტაციის 1.2.8 პუნქტით განსაზღვრული ოდენობის ამოწურვის შემდგომ, ხუნდების ყოველი შემდგომი შესყიდვა ანაზღაურებული იქნება შემსყიდველის მიერ არა დადგენილი ფლობის ღირებულების ფარგლებიდან, არამედ ავტოტექმომსახურების დამატებით გაფორმებული ხელშეკრულების გათვალისწინებით.

1.2.10. მიმწოდებელი ვალდებულია უსასყიდლოდ განახორციელოს დადგენილი ფლობის ფარგლებში იმ კომპონენტების შეცვლა ან/და მომსახურება, რომელიც არ იქნება გათვალისწინებული დანართ N2-ით განსაზღვრულ ფლობის ღირებულებაში, თუმცა მწარმოებლის მიერ განსაზღვრულია საგარანტიო პერიოდში გეგმიური ფლობის კომპონენტ(ებ)ად, გარდა სწრაფცვეთადი ნაწილებისა და მასალებისა (ანტიფრიზი, ფრეონი, საბურავები, ელექტრონათურები, ელექტრომცველები, შუშის საწმენდი ჯაგრისები, გადაცემათა კოლოფის გადაბმულობის ქურო, გადაცემათა კოლოფის მომჭიმი საკისარი, გადაცემათა კოლოფის გადაბმულობის დისკი და საყრდენი დისკი).

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

1.4.1 ავტოსატრანსპორტო საშუალებების მიწოდება უნდა განხორციელდეს ხელშეკრულების დადებიდან 120 (ას ოცი) კალენდარული დღის განმავლობაში.
1.4.2. საგარანტიო-სერვისული მომსახურების გაწევა უნდა განხორციელდეს საგარანტიო პერიოდის განმავლობაში.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

1.5.1. სატრანსპორტო საშუალებების მიწოდების ადგილია ქ. ბათუმი, კ.გამსახურდიას ქ. N2;
1.5.2. სატენდერო დოკუმენტაციის 1.4.1 პუნქტში განსაზღვრულ ვადაში მიმწოდებელი საქონლის მიწოდებას უზრუნველყოფს საკუთარი ხარჯებით საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ყველა სახის გადასახადის, მოსაკრებლის ჩათვლით, მათ შორის, განბაჟებისა და სახელმწიფო რეგისტრაციის (შემსყიდველზე გადაფორმებისა და სტანდარტული ფასის სახელმწიფო სანომრე ნიშნების ჩათვლით) ხარჯების ჩათვლით.
1.5.3. პრეტენდენტმა თანმდევი საგარანტიო (გეგმიური) მომსახურების (ძრავის ზეთისა და ძრავის ფილტრის, წინა და უკანა ხუნდების, ჰაერის ფილტრის, კონდინციონერის ფილტრის, ძრავის ღვედი, ანთების სანთლები და სხვა.) გაწევა უნდა განახორციელოს ქალაქ ბათუმში, ხოლო სხვა საგარანტიო შემთხვევაში (არაგეგმიური). მიმწოდებელი უფლებამოსილია სატრანსპორტო საშუალება შეაკეთოს ქ. თბილისში. საგარანტიო შემთხვევაში სერვის-ცენტრამდე ტრანსპორტირების ხარჯებს აანაზღაურებს მიმწოდებელი.
1.5.4. პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს საკონტაქტო ინფორმაცია (მისამართი, სამუშაო საათები და ა.შ.) შემოთავაზებული სერვის ცენტრების შესახებ.

1.7.1 requirement related to guarantee period

1.7.1.1. ავტომანქანაზე გარანტია უნდა ვრცელდებოდეს მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 5 წელი ძირითად აგრეგატებზე (ძრავი, ხიდი, გადაცემათა კოლოფი), 3 წელი ან 150000 კილომეტრი (რომელიც ადრე შესრულდება) სრულ ავტომანქანაზე, გარდა სწრაფცვეთადი ნაწილებისა და მასალებისა (ანტიფრიზი, ფრეონი, საბურავები, ელექტრონათურები, ელექტრომცველები, შუშის საწმენდი ჯაგრისები, გადაცემათა კოლოფის გადაბმულობის ქურო, გადაცემათა კოლოფის მომჭიმი საკისარი, გადაცემათა კოლოფის გადაბმულობის დისკი და საყრდენი დისკი).
1.7.1.2. საგარანტიო პერიოდის განმავლობაში მიმწოდებელი ვალდებულია, ავტომობილზე გამოვლენილი ნებისმიერი საწარმოო დეფექტის აღმოფხვრა, შეკეთება ან საქონლის ახლით შეცვლა განახორციელოს საკუთარი სახსრებით, შემსყიდველის მიერ წერილობითი მოთხოვნიდან არაუმეტეს 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში. აღნიშნული ვადა, მხარეთა შეთანხმებით შესაძლებელია გაიზარდოს არაუმეტეს 30 (ოცდაათი) კალენდარულ დღემდე.
1.7.1.3. საგარანტიო პირობებით განსაზღვრული მოთხოვნები, ძალაშია მთელი საგარანტიო ვადის განმავლობაში, მიუხედავად სატრანსპორტო საშუალების შესყიდვის ხელშეკრულების მოქმედების ვადის ამოწურვისა. ამასთან, საგარანტიო პერიოდში ტექ-მომსახურების გაწევისას გამოყენებული სათადარიგო ნაწილები/საცხებ-საპოხი მასალები უნდა იყოს ახალი (ექსპლუატაციაში არმყოფი) და მწარმოებლის მიერ რეკომენდირებული.
1.7.1.4. თანმდევი საგარანტიო პირობების ფარგლებში, გეგმიური ფასიანი მომსახურების განხორციელება უნდა მოხდეს დანართი N2-ით წარმოდგენილ ცხრილში დაფიქსირებული ფასების შესაბამისად. მიმწოდებელმა გეგმიური მომსახურების ჩატარება უნდა უზრუნველყოს შემსყიდველის მოთხოვნიდან არაუგვიანეს 2 (ორი) სამუშაო დღის განმავლობაში.
1.7.1.5. თუ სატრანსპორტო საშუალების მიწოდებიდან 30 კალენდარული დღის ან 1 000 კმ. გარბენის შემთხვევაში (რომელიც უფრო ადრე დადგება), ავტომობილს აღმოაჩნდება საწარმოო დეფექტი ძირითად აგრეგატზე (ძრავა, გადაცემათა კოლოფი, ხიდი), მიმწოდებელი ვალდებულია სატრანსპორტო საშუალება შეცვალოს ახლით, საწარმოო დეფექტის დადგენიდან 90 (ოთხმოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში, თუ აღნიშნულ ავტომობილს არ გააჩნია საწარმოო დეფექტის გარდა სხვა დაზიანება (ბუნებრივი ცვეთის გათვალისწინებით).

technical requirements

2.1.1 requirement regarding the trademark, patent, model, source of origin and/or manufacturer of the object of procurement

2.1.1.1. პრეტენდენტი ვალდებულია დანართი N2-ში მოცემულ შესაბამის გრაფაში მიუთითოს ინფორმაცია შესყიდვის ობიექტის მწარმოებელი ქვეყნის, მწარმოებლის, ავტომანქანის მარკის და მოდელის შესახებ.
2.1.1.2. იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტი არ მიუთითებს მწარმოებელ ქვეყნას, მწარმოებელს, ავტომანქანის მარკას ან/და მოდელს დანართ N1-ში, პრეტენდენტი დაზუსტების გარეშე დაექვემდებარება დისკვალიფიკაციას. მწარმოებელი ქვეყნის, მწარმოებლის, ავტომანქანის მარკის და მოდელის შესახებ ინფორმაცია არ ექვემდებარება ცვლილებას და უნდა იყოს საბოლოო, წინააღმდეგ შემთხვევაში პრეტენდენტი ასევე დაექვემდებარება დისკვალიფიკაციას. ამასთან, თუ მწარმოებელი ქვეყნის,მწარმოებლის, ავტომანქანის მარკის ან/და მოდელის შესახებ წარდგენილი ინფორმაცია არასრულყოფილია ან შეიცავს უზუსტობებს, თუმცა პრეტენდენტის მიერ სატენდერო წინადადების სახით წარდგენილი დოკუმენტ(ებ)ის/ინფორმაციის ერთობლიობით, მათი შეფასების, ანალიზისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე შესაძლებელია შესყიდვის ობიექტის მწარმოებელი ქვეყნის,მწარმოებლის, ავტომანქანის მარკის ან/და მოდელის იდენტიფიკაცია, სატენდერო კომისია უფლებამოსილია მიმართოს პრეტენდენტს აღნიშნულის დაზუსტების მოთხოვნით.

2.3.1 requirement related to material and technical support of a tenderer

2.3.1.1. პრეტენდენტს უნდა გააჩნდეს შემოთავაზებული სატრანსპორტო საშუალების მწარმოებელის არანაკლებ 1 (ერთი) ავტორიზებული სერვის ცენტრი ქ. თბილისში. ასევე, უნდა გააჩნდეს სერვისცენტრი ქალაქ ბათუმში ან მის შემოგარენში (არაუმეტეს 30 კმ-ის ფარგლებში);
2.3.1.2. - 2.3.1.1 პუნქტში აღნიშნულის დადასტურების მიზნით, პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ინფორმაცია ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით, ასევე უნდა წარმოადგინოს საკონტაქტო ინფორმაცია (მისამართი, სამუშაო საათები და ა.შ.) შემოთავაზებული სერვის ცენტრების შესახებ.
2.3.1.3. პრეტენდენტმა თანმდევი საგარანტიო (გეგმიური) მომსახურების (ძრავის ზეთისა და ძრავის ფილტრის, წინა და უკანა ხუნდების, ჰაერის ფილტრის, კონდინციონერის ფილტრის, ძრავის ღვედი, ანთების სანთლები და სხვა.) გაწევა უნდა განახორციელოს ქალაქ ბათუმში ან მის შემოგარენში (არაუმეტეს 30 კმ-ის ფარგლებში), ხოლო სხვა საგარანტიო შემთხვევაში (არაგეგმიური). მიმწოდებელი უფლებამოსილია სატრანსპორტო საშუალება შეაკეთოს ქ. თბილისში. საგარანტიო შემთხვევაში სერვის-ცენტრამდე ტრანსპორტირების ხარჯებს აანაზღაურებს მიმწოდებელი.

2.7.1 requirement related to licensing, standards, accreditation, conformity of quality and other documentation

2.7.1.1. პრეტენდენტი უნდა იყოს, შემოთავაზებული სატრანსპორტო საშუალების ოფიციალური დილერი საქართველოს ტერიტორიაზე. ზემოაღნიშნულის დადასტურების მიზნით, პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ინფორმაცია ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით.
2.7.1.2. პრეტენდენტის მიერ დანართი #1-ით განსაზღვრული უსაფრთხოების დამადასტურებელი დოკუმენტის (ქრაშ ტესტის) შესახებ ინფორმაცია უნდა იძებნებოდეს დოკუმენტის გამცემი ორგანიზაციის ვებ-გვერდზე (NCAP (ევრო ქრაშ ტესტი) ან IIHS (ამერიკული ქრაშ ტესტი) ან JNCAP (იაპონური ქრაშტესტი). აღნიშნულის დასადასტურებლად, პრეტენდენტმა ერთიან ელექტრონულ სისტემაში უნდა წარმოადგინოს შესაბამისი ვებ-ბმული ან/და დოკუმენტი.

2.9 other additional requirements

2.9.1 იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტს პროფილში მითითებული არ აქვს ხელმძღვანელის სახელი, გვარი და სრული საბანკო რეკვიზიტები, პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს აღნიშნული ინფორმაცია დანართის სახით.

2.9.2 პრეტენდენტი ვალდებულია დანართები წარმოადგინოს იმ ფორმით რა ფორმითაც არის მითითებული სატენდერო დოკუმენტაციაში.

2.9.3 სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული ყველა დოკუმენტები წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე, დოკუმენტების უცხოურ ენაზე წარმოდგენის შემთხვევაში, მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი.

2.9.4 ტენდერში ამხანაგობის მონაწილეობის შემთხვევაში პრეტენდენტი ვალდებულია იმოქმედოს სახელმწიფო შესყდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანებით დამტკიცებული „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ 24-ე მუხლის მოთხოვნათა სრული დაცვით;

2.9.5 ტექნიკური დოკუმენტაციის განხილვისას უცხოენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის, პრიორიტეტი მიენიჭება ქართულ ენოვან დოკუმენტს.

2.9.6 სატენდერო დოკუმენტაციაში განსაზღვრულ შესასყიდ საქონელზე, სადაც მითითებული იქნება კონკრეტული სასაქონლო ნიშანი, მოდელი, წარმოშობის წყარო ან მწარმოებელი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) იგულისხმება „მსგავსი“ ან „ეკვივალენტური“.

2.9.7 სატენდერო წინადადებაში ფასი გამოსახული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა გადასახადის გათვალისწინებით. სატენდერო წინადადების საერთო და ერთეულის ფასის წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ ლარში.

2.9.8 პრეტენდენტს არა აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული სატენდერო წინადადება.

2.9.9 სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადასტურების მიზნით, სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში წარმოგენილ, უცხო ქვეყანაში შედგენილ დოკუმენტზე ხელმოწერები და ხელმომწერი პირების უფლებამოსილება დამოწმებული უნდა იყოს ნოტარიუსის ან შესაბამისი საჯაროსამართლებრივი უფლებამოსილების მქონე პირის მიერ, ხოლო ამ უკანასკნელის ხელმოწერა - ლეგალიზებული ან აპოსტილით დამოწმებული.

2.9.10. 2019 წლის 1 იანვრიდან შესყიდვებში მონაწილეობის მსურველები/პრეტენდენტები ვალდებულები არიან, სახელმწიფო შესყიდვებში ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთ ელექტრონულ დოკუმენტებზე შეასრულონ კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა ან/და ეს დოკუმენტები დაამოწმონ კვალიფიციური ელექტრონული შტამპით.

იხილეთ ინსტრუქცია

http://procurement.gov.ge.

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1.1 იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთება. ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთება უნდა მოხდეს სსიპ ,,აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო აკრედიტაციის ცენტრი’’-ს (https://gac.gov.ge/ka) მიერ აკრედიტებული ორგანიზაციის (პირი) დასკვნის საფუძველზე (დასკვნასთან ერთად ერთიან ელექტრონულ სისტემაში წარმოდგენილი უნდა იყოს აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტი), ან სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს (http://expertiza.gov.ge/) დასკვნით, ან აუდიტის დასკვნით (დასკვნას თან უნდა ახლდეს „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად უფლებამოსილი ორგანოს (https://saras.gov.ge/) მიერ გაცემული საექსპერტო ან/და აუდიტორული საქმიანობის განხორციელების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი), ან საშემფასებლო დასკვნით ან სხვა იმ პირის მიერ გაცემული დასკვნით, რომელშიც დასაქმებულია სერტიფიცირებული შემფასებელი. სხვა პირის მიერ გაცემული დასკვნაზე ან/და საშემფასებლო დასკვნაზე ხელი მოწერილი უნდა ჰქონდეს სერტიფიცირებულ შემფასებელს. საშემფასებლო ან/და ან სხვა იმ პირის მიერ გაცემული დასკვნაზე პრეტენდენტის მიერ, წარმოდგენილი უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის შესაბამის სფეროში უფლებამოსილების დამადასტურებელი სერთიფიკატი. (სერთიფიკატის გამცემი ორგანო აკრედიტებული უნდა იყოს სსიპ ,,აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო-აკრედიტაციის ცენტრი’’-ს (https://gac.gov.ge/ka) მიერ, სერთიფიკატში გარკვევით უნდა იკითხებოდეს თუ რომელ სფეროშია სერთიფიცირებული დასკვნის გამცემი პირი). ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტით უნდა დასტურდებოდეს (ტექსტობრივად მკაფიოდ უნდა იკითხებოდეს) ტენდერში პრეტენდენტის მიერ ატვირთულ საბოლოო ფასების ცხრილში (შესაბამისი ტენდერის უნიკალური ნომრის მითითებით) დაფიქსირებული ერთეული ფასებით და აგრეთვე ჯამური ღირებულებით წინამდებარე ტენდერით განსაზღვრული შესყიდვის ობიექტის მიწოდების შესაძლებლობა.

4.1.1.2 აღნიშნული დოკუმენტების წარმოუდგენლობა ან/და უარყოფითი დასკვნის წარმოდგენა გამოიწვევს შესაბამისი პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას. ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებაზე ვრცელდება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანების 28-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტებით განსაზღვრული პირობები.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

7.2.1 მხარეები ანგარიშსწორებას ახორციელებენ ლარებში, უნაღდო ანგარიშსწორებით;
7.2.2 მიმწოდებელი ანგარიშსწორებისას ვალდებულია წარმოადგინოს მოწოდებული შესყიდვის ობიექტის ღირებულება.
7.2.3 ანგარიშსწორება მოხდება შესყიდვის ობიექტების მოწოდების, მათი რეგისტრაცია-გადაფორმების შემდგომ შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების საფუძველზე.

7.3 time limits for step by step and/or final payment

7.3.1 ხელშეკრულების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტის გაფორმებიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღის ვადაში.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

მაია ბოლქვაძე, 577362596, mbolkvadze62@gmail.com

additional information/document

10.1 additional information/documents

პრეტენდენტმა უნდა უზრუნველყოს სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრული დოკუმენტების ატვირთვა სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში, შემდეგი თანმიმდევრობით:

10.1.1. შემოთავაზებული ავტომანქანის ტექნიკური მახასიათებლები დანართ N1-ის მიხედვით;
10.1.2. სატენდერო დოკუმენტაციის 1.3 პუნქტით (ფასების ცხრილი/ხარჯთაღრიცხვა) გათვალისწინებული ფასების ცხრილი დანართი N2;
10.1.3. სატენდერო დოკუმენტაციის 2.3.1 პუნქტით (მიუთითეთ პრეტენდენტის მატერიალურ-ტექნიკურ ბაზასთან დაკავშირებული მოთხოვნები) გათვალისწინებული მოთხოვნების დამადასტურებელი დოკუმენტები (უცხოურენოვანი დოკუმენტის წარმოდგენის შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებულია წარმოადგინოს ქართულად ნათარგმნი ნოტარიული წესით დამოწმებული დოკუმენტი);
10.1.4. სატენდერო დოკუმენტაციის 2.7.1 პუნქტის ( მიუთითეთ ლიცენზიასთან, სტანდარტებთან, აკრედიტაციასთან, ხარისხის შესაბამისობასთან და სხვ. დოკუმენტებთან დაკავშირებული მოთხოვნები) 2.7.1.1 ქვეპუნქტით მოთხოვნილი ინფორმაცია დილერობის შესახებ;
10.1.5 სატენდერო დოკუმენტაციის 2.7.1 პუნქტის ( მიუთითეთ ლიცენზიასთან, სტანდარტებთან, აკრედიტაციასთან, ხარისხის შესაბამისობასთან და სხვ. დოკუმენტებთან დაკავშირებული მოთხოვნები) 2.7.1.2 ქვეპუნქტით მოთხოვნილი ვებ-ბმული ან/და დოკუმენტი უსაფრთხოების დამადასტურებელი დოკუმენტის (ქრაშ ტესტის) შესახებ; (უცხოურენოვანი დოკუმენტის წარმოდგენის შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებულია წარმოადგინოს ქართულად ნათარგმნი ნოტარიული წესით დამოწმებული დოკუმენტი);
10.1.6. პრეტენდეტმა უნდა წარმოადგინოს შემოთავაზებული სატრანსპორტო საშუალების ფოტოსურათები (წინხედი, გვერდხედი და უკანა ხედი);
10.1.7 მწარმოებლის ან მისი უფლებამოსილი პირის მიერ გაცემული ოფიციალური საპასპორტო წვის (შერეული წვის პირობებში) მაჩვენებელი ან/და მწარმოებლის ოფიციალური ვებ-გვერდის ბმული, სადაც მითითებული იქნება აღნიშნული ინფორმაცია.

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2026, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru