1.2.1. მიმწოდებელმა უნდა განახორციელოს სსიპ - საქართველოს შსს
მომსახურების სააგენტოს ქ. რუსთავში და ქ. თბილისში განთავსებულ
ადმინისტრაციულ შენობა-ნაგებობებსა და მიმდებარე ტერიტორიაზე
შესასრულებელი სარემონტო სამუშაოების ზედამხედველობა, აღნიშნული
მოიცავს: სამუშაოების მიმდინარეობის კონტროლს, სამუშაოების
შესაბამისობას, როგორც ხელშეკრულებასთან, ისე ხარჯთაღრიცხვასთან,
ასევე, საქართველოში მოქმედ სამშენებლო ნორმებთან და შესაბამის
წესებთან, ტექნიკური რეგულირების სხვა ნორმებთან.
1.2.2. მიმწოდებელი ვალდებულია განახორციელოს ზედამხედველობა,
სამუშაოების შესრულების ტექნოლოგიური პროცესის დაცვის ჩათვლით.
1.2.3. მიმწოდებელი ვალდებულია განახორციელოს ფაქტობრივად შესრულებული
სამუშაოების მოცულობების კონტროლი ხელშეკრულებით გათვალისწინებული
ხართჯთაღრიცხვასთან მიმართებაში.
1.2.4. მიმწოდებელი ვალდებულია აღრიცხოს, შეადაროს და დაადასტუროს
ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების მოცულობები და ფასები, როგორც
შუალედური და საბოლოო შესრულებულ სამუშაოების აქტებში (ფორმა N2), რაც
გულისხმობს შესაბამისი ინსპექტირების ანგარიშის მომზადებას (გარდა
სუსტი დენებისა).
1.2.5. მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს სამუშაოების შემსრულებელი
კომპანიის მიერ, მიღებაზე წარდგენილი შესრულებული სამუშაოების
აქტების დადასტურება და ინსპექტირების ანგარიშის წარდგენა
შემსყიდველისთვის, არაუგვიანეს 5 (ხუთი) სამუშაო დღის განმავლობაში,
მისთვის წარდგენილი შესრულებული სამუშაოების (შუალედური, საბოლოო)
აქტის (ფორმა № 2-ის) და მისი თანმხლები დოკუმენტაციის (ფარული
სამუშაოების აქტები, მასალების ხარისხის დამადასტურებელი
სერთიფიკატები, ლაბორატორიული კვლევის შედეგები და ა.შ.) მიღებიდან.
1.2.6. მიმწოდებელი ვალდებულია დაადასტუროს და დაამოწმოს ისეთი
სამუშაოებისა და კონსტრუქციული ელემენტების შესრულება, რომლებიც
დაიფარებიან შემდგომი სამუშაოების შესრულების შედეგად, რაც
გულისხმობს შესაბამისი აქტების შედგენას (ფარული სამუშაოების
აქტები).
1.2.7. განახორციელოს სამუშაოების შემსრულებელი კომპანიის მიერ,
ლაბორატორიული კვლევების ჩატარებისას (ასეთის საჭიროების არსებობის
შემთხვევაში) მათი კონტროლი, ნორმატიულ-ტექნიკური დოკუმენტების
შესაბამისად შესახებ.
1.2.8. აწარმოოს შესრულებული სამუშაოების აღრიცხვა და მუდმივი
ზედამხედველობა, ყოველდღიური ჟურნალში.
1.2.9. მიმწოდებელი ვალდებულია შემსყიდველისთვის ყოველთვიური ანგარიშის
მიწოდება წერილობითი ფორმით, ხელშეკრულებით განსაზღვრული
სამუშაოების მიმდინარეობის შესახებ, ასევე, გეგმა-გრაფიკთ
განსაზღვრული ვადებისა და ყველა ძირითადი კომპონენტის რეალური
ანალიზით, ამასთან, არაგეგმიურად, შემსყიდველის მოთხოვნის
შემთხვევაში, წარუდგინოს ზემოაღნიშნული დოკუმენტაცია/ინფორმაცია
მოთხოვნიდან არაუგვიანეს 2 სამუშაო დღის ვადაში.
1.2.10. მიწოდებელი ვალდებულია სამუშაოთა შეჩერების, შეფერხების ან/და სხვა
ნებისმიერი დამაბრკოლებელი გარემოების წარმოშობისთანავე
უზრუნველყოს შემსყიდველის ინფორმირება.
1.2.11. მიმწოდებელი ვალდებულია წარუდგინოს პრეტენზიები მშენებელ
ორგანიზაციას, ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობისათვის და
სამუშაოების უხარისხოდ შესრულებისათვის. საჭიროების შემთხვევაში
შეაჩეროს შესაბამისი სამუშაოები და შემდგომი რეაგირებისათვის
სათანადო ინფორმაცია (ხელშეკრულების პირობებისა და მოთხოვნების
დარღვევების დასაბუთებული აღწერით) 2 (ორი) სამუშაო დღის განმავლობაში
მიაწოდოს შემსყიდველ ორგანიზაციას.
1.2.12. ხელშეკრულებით განსაზღვრული სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის
ძირითადი სამშენებლო მასალების შედარება ფაქტობრივად გამოყენებულ
მასალებთან და საქართველოში არსებულ სტანდარტებთან.
1.2.13. მიმწოდებელი ვალდებულია მომსახურების გაწევის პერიოდის
განმავლობაში უზრუნველყოს ფაქტობრივად გამოსაყენებელი მასალების
შედარება ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პოზიციასთან, მათი
შემოწმება და შეთანხმება მშენებელ კომპანიასთან უნდა დასრულდეს
სამუშაოების დაწყებამდე, ისე, რომ არ მოხდეს სამუშაოების დაწყების
შეფერხება მასალების შეთანხმების გამო, ხოლო შეთანხმების პროცესში
აუცილებლად უნდა მოხდეს მასალის შესაბამისი, ფორმა #2-ის მიღების ეტაპზე
წარსადგენი დოკუმენტაციის მოგროვება, რათა არ გაჭიანურდეს
ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების ამსახველი ფორმა #2-ის დროული
წარდგენა შემსყიდველისთვის.
1.2.14. მიმწოდებელმა უზრუნველყოს სამუშაოების წარმოების პროცესში,
საქართველოში მოქმედი სამშენებლო კანონმდებლობისა და
მშენებლობისთვის საჭირო ნებართვის დადგენილი პირობების შესრულების
კონტროლი.
1.2.15. სამშენებლო კომპანიასთან ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში,
შემსყიდველის მოთხოვნიდან არაუგვიანეს 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში,
უზრუნველყოს შესრულებული სამუშაოების ინვენტარიზაცია და დარჩენილ
სამუშაოებზე ტექნიკური დოკუმენტაციის მომზადება, რომელშიც ასახული
უნდა იქნეს მათი ღირებულება და მოცულობა, როგორც ფაქტობრივად
შესრულებული სამუშაოების, ასევე შეუსრულებელი რაოდენობის
გათვალისწინებით.
1.2.16. უზრუნველყოს არაუგვიანეს 3 (სამი) კალენდარული დღის ვადაში,
შემსყიდველი ინფორმირება იმ გარემოების შესახებ, რამაც შესაძლოა
გამოიწვევს მშენებლობის პროცესში უარყოფითი ინსპექტირების ანგარიში
(შესაბამისი არგუმენტაციით) წარდგენა.
1.2.17. მიმწოდებელი ვალდებულია მომსახურების გაწევის ეტაპზე, უზრუნველყოს
თავისი პერსონალის მხრიდან ინტერესთა კონფლიქტის შემცველი
გარემოებების თავიდან აცილების უზრუნველყოფა, ასეთი გარემოების
გამოვლენის შემთხვევაში, უნდა განახორციელოს შესაბამისი პირის
ჩანაცვლება.
1.2.18. შემსყიდველის წერილობითი თანხმობის ან/და შესაბამისი შეთანხმების
გაფორმების გარეშე, მიმწოდებელი არ არის უფლებამოსი, შემსყიდველის
კონტრაქტორი გაათავისუფლოს ხელშეკრულებით აღებული ვალდებულებისგან,
ან დააკისროს მას დამატებითი ვალდებულებები, რომლებიც არ არის
განსაზღვრული ხელშეკრულებაში.
1.2.19. ნებისმიერი საარბიტრაჟო ან სასამართლო პროცედურის დროს პროექტის
მენეჯერი/ექსპერტი (ინსპექტირების განმახორციელებელი) მზად უნდა იყოს
არბიტრაჟის, დავების განმხილველი საბჭოს ან სასამართლოს წინაშე
შემსყიდველს გაუწიოს დახმარება, ამგვარი მოთხოვნის არსებობის
შემთხვევაში.
1.2.20. საჭიროების შემთხვევაში, სხვადასხვა სახის სამშენებლო მასალის
ან/და ექსპლუატაციაში გასაშვები სისტემების გამოცდის პროცესის
დაკვირვება და რეკომენდაციების გაცემა შესაბამის სფეროში არსებული
ნორმების შესაბამისად, ასევე, შესაბასმის აქტების შედგენაში
მონაწილეობის მიღება.