Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Сельскохозяйственная продукция, продукция охотничьего и рыбного промысла (Грузия - Тендер #71279292)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: National Food Agency
Номер конкурса: 71279292
Дата публикации: 13-03-2026
Сумма контракта: 44 237


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT260005106
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 13.03.2026 17:33
Начало приема предложения 23.03.2026 00:00
Истекает срок принятия предложений 25.03.2026 12:00
Предполагаемая цена закупки 44`237.00 GEL
Заявка должна быть представлена Без НДС
Категория закупки 03300000-Сельскохозяйственная продукция, продукция охотничьего и рыбного промысла
Коды классификатора
  • 03340000 - Ушные бирки для животных
Срок подачи ხელშეკრულების გაფორმებიდან 60 კალენდარული დღე
Дополнительная информация
შინაური ბინადარი ცხოველებისთვის (ძაღლი) საიდენტიფიკაციო საყურეების (ბირკა/საჭდე) შესყიდვა.
Количество и объём закупок 43500 კომპლექტი
Шаг снижения цены 442.00 GEL
Размер гарантии 442 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: nato totiauri :: 17.02.2026 11:18
  • Последнее исправление: nato totiauri :: 13.03.2026 17:33
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=673475&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

შინაური ბინადარი ცხოველების (ძაღლი ) საიდენტიფიკაციო საყურეები (ბირკა/საჭდე)

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

1.2.1. შესყიდვის ობიექტის რაოდენობაა 43 500 კომპლექტი საიდენტიფიკაციო საყურე ნიშანი (საჭდე) (რომელსაც უნდა მოჰყვებოდეს 50 ცალი საყურის დასამაგრებელი ხელსაწყო - აპლიკატორი). კომპლექტი უნდა შედგებოდეს ლაზერით ამოტვიფრული (მარკირებული) ერთი და იგივე საიდენტიფიკაციო საყურე ნიშნისგან რომელიც განკუთვნილია ცხოველის ერთი ყურისათვის;
1.2.2. საყურე ნიშანი უნდა შედგებოდეს ყვითელი ფერის, ერთი და იგივე საიდენტიფიკაციო ნომრის მქონე, ერთმანეთთან შეერთებადი/ჩაკეტვადი დედალი და მამალი ნაწილებისაგან;

1.2.3. უნდა იყოს ელასტიური, დამზადებული თერმოპლასტიკური პოლიურეთანის მასალისაგან, რომელიც შესაძლოა, შეიცავდეს უჟანგავი ლითონის ჩანართებს, ან დაბოლოებებს. უნდა იყოს ერთჯერადი გამოყენებისა და მდგრადი მაღალი და დაბალი ტემპერატურის მიმართ;

1.2.4. უნდა იძლეოდეს მასზე დატანილი ინფორმაციის წაკითხვის შესაძლებლობას ცხოველის სიცოცხლის განმავლობაში:

1.2.5. საყურე ნიშანი დამაგრებისას არ უნდა საჭიროებდეს ცხოველის ყურის წინასწარ სავალდებულო დამუშავებას, დამაგრების შემდეგ არ უნდა იწვევდეს ტკივილს, ალერგიულ რეაქციებს, შეშუპებას, ანთე ბით პროცესებს, დაჩირქებას, ქსოვილის ნეკროზს და სხვა.

1.2.6. უნდა შეიცავდეს მწარმოებლის სამარკო ნიშანსა და დამზადების თარიღის შესახებ აღნიშვნას;

1.2.7. საყურის დიამეტრი უნდა იყოს - არანაკლებ 28 მმ - არაუმეტეს 30 მმ;

1.2.8. ცხოველის იდენტიფიკაციისათვის არ უნდა გააჩნდეს ასაკობრივი შეზღუდვა.

1.2.9. შეერთების/ჩაკეტვის შემდეგ დედალ და მამალ ნაწილებს შორის მანძილი უნდა იყოს არანაკლებ 7
მმ;

მარკირება:
1.2.10. საყურე ნიშნის ორივე ნაწილს უნდა გააჩნდეს ლაზერით შავად ამოტვიფრული ინფორმაცია;

1.2.11. საყურე ნიშნის ორივე ნაწილზე აღნიშნული უნდა იყოს ცხოველის საიდენტიფიკაციო 8 ციფრიანი ნომერი არაბული ციფრებით, დანართი #1-ით განსაზღვრული მარკირების სტრუქტურის შესაბამისად;

1.2.12. საყურე ნიშნები მარკირებული უნდა იყოს შემდეგი არაგანმეორებადი, მზარდი, თანამიმდევრული ნომერაციით:

1.2.13. GE 439 04001-დან GE 439 47500 ჩათვლით;

1.2.14. ამოტვიფრული სიმბოლოები უნდა იყოს გარჩევადი წყლით, ან თეთრი სპირტით სველი ჩვარით გაწმენდის შემდეგაც;

1.2.15. საყურე ნიშნის ორივე ნაწილზე მონაცემები უნდა იყოს იდენტური, ამოტვიფრული შავად დედალი და მამალი ნაწილის გარე ზედაპირზე;

1.2.16. უნდა იყოს ადვილად კითხვადი საველე პირობებში და დარჩეს უცვლელი ცხოველის სიცოცხლის განმავლობაში.


1.2.17. მარკირების სტრუქტურა მოცემულია დანართ #1-ში:


ხარისხი და გარანტია:

1.2.18. მწარმოებელი სერტიფიცირებული უნდა იყოს ISO 9001 სტანდარტით.

1.2.19. საყურე ნიშნები გამოყენებული უნდა იყოს არანაკლებ ერთ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილ ქვეყანაში: ევროკავშირის წევრი ქვეყანა, აშშ. კანადა, ავსტრალია, ახალი ზელანდია, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფო, შვეიცარია, ისრაელი, სამხრეთ კორეა, იაპონია, რაც დადასტურებული უნდა იქნას ზემოაღნიშნული ქვეყნებიდან არანაკლებ ერთი ქვეყნის კომპეტენტური ორგანოს/ორგანიზაციის მიერ გაცემული შესაბამისი დოკუმენტით, რომელიც ნათლად განმარტავს, რომ აღნიშნული საყურე ნიშნის მოდელი გამოიყენებოდა შინაური ცხოველების იდენტიფიკაციის მიზნით,
ან
საყურე ნიშნები სერტიფიცირებული უნდა იყოს ცხოველთა აღრიცხვიანობის საერთაშორისო კომიტეტის (ICAR) მიერ გაცემული სერტიფიკატით, რომელიც ადასტურებს, რომ აღნიშნული საყურე ნიშნის მოდელი გამოიყენება მსხვილფეხა საქონლის იდენტიფიკაციის მიზნით. მონაცემები დაფიქსირებული უნდა იყოს კომიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე: http://www.icar.org/ და სერტიფიკატის ასლი წარმოდგენილი უნდა იქნას ტექნიკურ დოკუმენტაციაში.


1.2.20. ნიმუშის სახით წარმოდგენილი საქონელი და ასევე, საბოლოო შესასყიდი პროდუქტი უნდა შეესაბამებოდეს ერთმანეთს და სატენდერო დოკუმენტაციას. შემსყიდველი უფლებას იტოვებს შეამოწმოს, როგორც ნიმუშის სახით წარმოდგენილი საქონელი, ასევე შესასყიდი პროდუქტი შესაბამის ლაბორატორიაში;

1.2.21. მწარმოებელმა უნდა გასცეს საგარანტიო წერილი, რომლითაც აიღებს ვალდებულებას, იგივე მარკირებით არ დაამზადოს საყურე ნიშნები სხვა დამკვეთისთვის. მიმწოდებელი ვალდებულია, უზრუნველყოს აღნიშნული საგარანტიო წერილის წარმოდგენა;

1.2.22. მომწოდებელი ვალდებულია, სააგენტოს მიაწოდოს ინფორმაცია ნებისმიერი ცვლილების შესახებ, რომელიც განხორციელდება ევროკავშირის წევრი ქვეყნების, აშშ. კანადა, ავსტრალია, ახალი ზელანდია, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფო, შვეიცარია, ისრაელი, სამხრეთ კორეა, იაპონიის კომპეტენტური ორგანოს მიერ აღიარებულ ან ICAR-ის მიერ სერტიფიცირებულ საყურე ნიშნების მოდელებზე.

აპლიკატორი:

1.2.23. საყურე ნიშნებს უნდა მოყვებოდეს შესაძენი საყურე ნიშნების შესაბამისი აპლიკატორი (საყურე ნიშნის დასამაგრებელი ხელსაწყო) - არანაკლებ 50 ცალი, სათადარიგო ლითონის წვერებით;

1.2.24. აპლიკატორი დამზადებული უნდა იყოს მსუბუქი, უჟანგავი მასალისაგან;

1.2.25. აპლიკატორს უნდა გააჩნდეს ორი „ტუჩი“, რომელთაგან, ერთი აღჭურვილი უნდა იყოს საყურე ნიშნის დედალი ნაწილის დასამაგრებელი ზამბარიანი დამჭერით, ხოლო, მეორე აღჭურვილი უნდა იყოს საყურე ნიშნის მამალი ნაწილის მოსათავსებელი წვერით;

1.2.26. აპლიკატორი უნდა უზრუნველყოფდეს საყურე ნიშნის ერთი მოქმედებით დამაგრებას;

1.2.27. აპლიკატორის ფორმას და გამოყენებას მინიმუმადე უნდა დაჰყავდეს ცხოველისთვის მიყენებული ტკივილისა და სტრესის რისკი. იგი არ უნდა უწყობდეს ხელს ცხოველსა და მის მომვლელში დაავადების გავრცელებისა და ინფექციის შეჭრას;

1.2.28. აპლიკატორის დიზაინმა არ უნდა დაუშვას საყურე ნიშნის არასრული ჩაკეტვა, არ უნდა დაუშვას დედალი და მამალი ნაწილების ერთმანეთთან აცდენა;

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

შესყიდვის ობიექტი მიწოდება უნდა განხორციელდეს ხელშეკრულების გაფორმებიდან 60 კალენდარული დღის ვადაში.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

1.5.1.საყურე ნიშნები დაკომპლექტებული და დაფასოებული უნდა იყოს საიდენტიფიკაციო ნომრების თანმიმდევრობის მიხედვით პირველად და მეორად შეფუთვაში;
1.5.2.პირველად შეფუთვაში დაფასოებული საყურე ნიშნების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 10 კომპლექტს;

1.5.3. მეორად შეფუთვაში დაფასოებული საყურე ნიშნების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 500 კომპლექტს;
1.5.4. შესაფუთ ყუთებს გარედან უნდა ეწეროს მათში დაფასოებული საყურე ნიშნების ნომრები/ნომერთა შორის დიაპაზონი არანაკლებ ორი მხრიდან.

1.5.6. საქონლის მიწოდება უდა განხორციელდეს ქ. თბილისში მისამართზე : ქ. თბილისი, მარშალ გელოვანის გამზ. #36 ა.

1.5.7.საქონლის საწყობებში დაცლა და დასაწყობება წარმოადგენს მიმწოდებლის ვალდებულებას.

1.7.1 requirement related to guarantee period

საგარანტიო ვადა განისაზღვრება საქონლის მიწოდებიდან არანაკლებ 2 წლით, რომლის განმავლობაშიც,შემსყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში, მომწოდებელი ვალდებულია უსასყიდლოდ შეცვალოს შეუსაბამო ხარისხის საყურე ნიშანი;

technical requirements

2.1.1 requirement regarding the trademark, patent, model, source of origin and/or manufacturer of the object of procurement

ინფორმაცია შესყიდვის ობიექტის მწარმოებელი ქვეყნის, მწარმოებელი კომპანიის და მოდელის შესახებ მითითებული უნდა იყოს პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილ ფასების ცხრილში;

2.7.1 requirement related to licensing, standards, accreditation, conformity of quality and other documentation

ა) მწარმოებლის ISO 9001 სერტიფიკატი;
ბ) ევროკავშირის წევრი ქვეყანის, აშშ. კანადის, ავსტრალიის, ახალი ზელანდიის, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს, შვეიცარიის, ისრაელის, სამხრეთ კორეის, იაპონიის, კომპეტენტური ორგანოს/ორგანიზაციის მიერ გაცემული შესაბამისი დოკუმენტაცია
ან
ცხოველთა აღრიცხვიანობის საერთაშორისო კომიტეტის (ICAR) მიერ გაცემული შესაბამისი მოქმედი სერტიფიკატის ასლი, რითაც დადასტურდება ტექნიკური დავალების 1.2.24 პუნქტის მოთხოვნასთან შესაბამისობა;
გ) საყურე ნიშნებისა და აპლიკატორის გამოყენების ინსტრუქცია;
დ) მწარმოებელის მიერ გაცემული საგარანტიო წერილი, რომლითაც იგი აიღებს ვალდებულებას, რომ იგივე მარკირებით არ დაამზადებს საყურე ნიშნებს სხვა დამკვეთისთვის.

2.9 other additional requirements

sample and/or expertise conclusion

3.1.1 requirements related to a sample and/or expertise conclusion

ა) პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს საყურე ნიშნების მარკირებული ნიმუშები რაოდენობით - არანაკლებ 20 კომპლექტი, შესაბამის აპლიკატორთან ერთად;
ბ) ნიმუშები მარკირებული უნდა იყოს შემდეგი არაგანმეორებადი, მზარდი, თანამიმდევრული ნომერაციით: GE 117 71671-დან GE 117 71690 ჩათვლით;
გ) სანიმუშე და ასევე, საბოლოო შესასყიდი პროდუქტი უნდა შეესაბამებოდეს ერთმანეთს და ტენდერით მოთხოვნილ პირობებს. შემსყიდველი უფლებას იტოვებს შეამოწმოს, როგორც სანიმუშე, ასევე, შესასყიდი პროდუქტი შესაბამის ლაბორატორიაში;

3.1.2 time limits for providing a sample and/or expertise conclusion

3.1.3 venue for providing a sample and/or expertise conclusion

ქ. თბილისი მარშალ გელოვანის #36ა, სურსათის ეროვნული სააგენტო;

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1.1 შესყიდვის სავარაუდო ღირებულებასთან მიმართებაში, საბოლოო ფასის 20%-ით ან მეტით კლების შემთხვევაში, ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დადასტურების მიზნით, პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს შესაბამისი უფლებამოსილების მქონე დამოუკიდებელი აუდიტორის ან აუდიტორული კომპანიის მიერ გაცემული დასკვნა, რომელიც დაადასტურებს, რომ შემოთავაზებულ ფასად, პრეტენდენტს სრულად და შეუფერხებლად შეუძლია ტენდერით გათვალისწინებული ვალდებულებებისა და მოთხოვნების შესრულება;
4.1.1.2. ტენდერის მიზნებისთვის, შესაბამისი კვალიფიკაციის და უფლებამოსილების მქონე პირად შემსყიდველი განიხილავს პირს - დამოუკიდებელ აუდიტორს ან აუდიტორულ კომპანიას, რომელიც რეგისტრირებულია ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის ოფიციალურ რეესტრში, ვებ გვერდზე: https://www.saras.gov.ge

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

terms of payment

7.1.1 amount of the sum to be paid in advance and terms for its payment

7.1.1.1. შესყიდვა ითვალისწინებს წინასწარ საავანსო ანგარიშსწორებას სახელშეკრულებო ღირებულების 100% ფარგლებში.
7.1.1.2. საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა ერთი თვით უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულების მოქმედების ვადას;
7.1.1.3. საავანსო საბანკო გარანტია გაცემული უნდა იყოს საქართველოში სათანადოდ რეგისტრირებული და შესაბამისი უფლებამოსილენოს მქონე საბანკო დაწესებულების მიერ;
7.1.1.4. უცხოური ბანკიდან საავანსო საბანკო გარანტიის წარმოდგენის შემთხვევაში მასთან ერთად მიმწოდებელმა უნდა წარმოადგინოს ზემოაღნიშნული გარანტიის საფუძველზე საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან გაცემული „კონტრგარანტია“ (ლარში). საბანკო გარანტია და მასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იქნას ქართულ ენაზე (დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი).

7.2 terms of step by step and/or final payment

7.2.1. ანგარიშსწორება მიმწოდებელთან განხორციელდება მხარეთა მიერ, შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდგომ.
7.2.2. საავანსო ანგარიშსწორების შემთხვევაში საბანკო გარანტიის წარმოდგენის შემდგომ.
7.2.3. ანგარიშწორება განხორციელდება ეროვნულ ვალუტაში - ლარში
7.2.4. ანგარიშსწორების ფრომა იქნება უნაღდო ანგარიშსწორება, თანხა ჩაირიცხება მომწოდებლის მიერ ხელშეკრულებაში მითითებულ საბანკო რეკვიზიტებზე.

7.3 time limits for step by step and/or final payment

7.3.1. ხელშეკრულების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტის გაფორმებიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღე.
7.3.2. საავანსო ანგარიშწორების მოთხოვნის შემთხვევაში საბანკო გარანტიის წარმოდგენიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღე

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

სალომებანძელაძე, 577080719, salome.bandzeladze@nfa.gov.ge

additional information/document

10.1 additional information/documents

10.1.1. სატენდერო წინადადების ფასში პრეტენდენტმა უნდა გაითვალისწინოს, ტექნიკური დავალების შესაბამისად, შემსყიდველისათვის საქონლის მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა ხარჯი (მათ შორის ტრანსპორტირება და დაცლა/დასაწყობება) და ყველა შესაბამისი გადასახადი გარდა დამატებული ღირებულების გადასახადისა (დღგ);

10.1.2. პრეტენდენტმა სატენდერო წინადადების ფასში არ უნდა გაითვალისწინოს დღგ მიუხედავად იმისა, არის თუ არა იგი დ.ღ.გ-ს გადამხდელი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;

10.1.3. თუ ხელშეკრულების დადების მომენტისათვის, პრეტენდენტი არის დამატებული ღირებულების გადასახადის გადამხდელი საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად, შემსყიდველი ვალდებულია ხელშეკრულების ღირებულებაში გაითვალისწინოს სატენდერო წინადადების საბოლოო ფაისის შესაბამისი დ.ღ.გ-ს ოდენობა (ანუ, დღგ-ს შესაბამისი თანხა დაემატება სატენდერო წინადადების საბოლოო ფასს);

10.1.4. ელექტრონულ ტენდერთან დაკავშირებული დოკუმენტები ან/და ინფორმაცია წარმოდგენილ უნდა იქნეს ქართულ ენაზე. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარმოდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი;

10.1.5. სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში (შემდგომში – სისტემა) პრეტენდენტის მიერ ატვირთული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია დამოწმებული უნდა იყოს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით ან კვალიფიციური ელექტრონული შტამპით, საქართველოს კანონის - „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“- შესაბამისად;
10.1.6. ფასების ცხრილი/ხარჯთაღრიცხვა ერთიან ელექტრონულ სისტემაში Excel-ის ფორმატით წარმოდგენისას აღნიშნული დოკუმენტი აღარ საჭიროებს დამოწმებას კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით ან კვალიფიციური ელექტრონული შტამპით,

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2026, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru