Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Полные или частичные строительные работы и публичные работы (Грузия - Тендер #71267590)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: Georgia Municipal Development Fund
Номер конкурса: 71267590
Дата публикации: 13-03-2026


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT) По прейскуранту
Номер заявки NAT260005045
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 13.03.2026 12:04
Начало приема предложения 11.04.2026 00:00
Истекает срок принятия предложений 16.04.2026 12:00
Предполагаемая цена прейскуранта 1`580`211.62 GEL
Контрактная цена объекта закупки 70`000`000.00 GEL
Заявка должна быть представлена Без НДС
Категория закупки 45200000-Полные или частичные строительные работы и публичные работы
Коды классификатора
  • 45200000 - Полные или частичные строительные работы и публичные работы
Срок подачи ხელშეკრულების გაფორმებიდან 2028 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით
Дополнительная информация
ერთი ხელშეკრულების ფარგლებში, Design-Build მეთოდით, საქართველოს ქალაქებისა და კურორტების განვითარების პროგრამის ფარგლებში, ქალაქ რუსთავში ტურისტული და ურბანული ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაციისათვის საპროექტო და სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა.

საგარანტიო ვადა: სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისა და საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 2 (ორი) კალენდარული წელი;
საგარანტიო ვადის პერიოდში დაკავებული იქნება შესრულებული სამუშაოების ღირებულების 2.5%/5%.

Public Procurement is announced by Municipal Development Fund of Georgia
Type of Procurement: Electronic Tender without Auction (NAT)
Tender Announcement Date: 13.03.2026
Acceptance of tender proposals starts on: 11.04.2026
Acceptance of tender proposals ends on: 16.04.2026
Source of Funds: State Budget (2026)
Estimate Cost of Price-Currents: 1,580,211.62 GEL (excluding VAT)
Contract Price: 70,000,000.00 GEL (including VAT)
Classificatory (CPV) Code and Classificatory Unit: 45200000-Works for complete or part construction and civil engineering works
Amount/Volume of Procurement: According to the tender documentation
Terms of delivery for detailed project and works: 31.12.2028
Price Discount Step: 15,802.00 GEL
Amount of Guarantee: 15,802.00 GEL
Guarantee Period: 160 days

Additional Information: Public procurement of Design-Build for Rustavi City;
Guarantee period: 2 calendar years from signing the act of acceptance;
There will be held of 2,5%/5% of the value of performed works during the guarantee period.
Количество и объём закупок გთხოვთ, იხილოთ სატენდერო დოკუმენტაციის 1.2 და 1.3 პუნქტები და ამავე პუნქტებში, დამოუკიდებელი დოკუმენტების სახით ატვირთული სატენდერო დოკუმენტაციის დანართები.
Шаг снижения цены 15`802.00 GEL
Размер гарантии 700`000 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: eka ezugbaia :: 13.02.2026 13:43
  • Последнее исправление: eka ezugbaia :: 13.03.2026 12:04
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=673062&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

ერთი ხელშეკრულების ფარგლებში, Design-Build მეთოდით, საქართველოს ქალაქებისა და კურორტების განვითარების პროგრამის ფარგლებში, ქალაქ რუსთავში ტურისტული და ურბანული ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაციისათვის საპროექტო და სამშენებლო სამუშაოების შესრულება.

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

ტექნიკური დავალება და სპეციფიკაცია განსაზღვრავს ძირითად მითითებებსა და მოთხოვნებს, რომელიც შეეხება სამშენებლო-სარეაბილიტაციო ობიექტებისთვის საპროექტო მომსახურების გაწევას და სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულებას.

მიმწოდებელი ვალდებულია საპროექტო მომსახურება გაწიოს და სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები შეასრულოს წინამდებარე ტექნიკური დავალებითა და სპეციფიკაციით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და მითითებების შესაბამისად.

სამუშაოები უნდა შესრულდეს საქართველოში მოქმედი და მიღებული საერთაშორისო სამშენებლო ნორმებისა და სტანდარტების შესაბამისად.

საპროექტო გადაწყვეტები და შესრულებული სამუშაოების ხარისხი უნდა უზრუნველყოფდეს სამშენებლო-სარეაბილიტაციო ობიექტებისა და მასთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურის ფუნქციონირებას, შესაბამისი სტანდარტებით განსაზღვრული, სრული საექსპლუატაციო ვადის განმავლობაში.

ტექნიკური დავალება და სპეციფიკაცია შემდგომში განისაზღვრება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილად.

შენიშვნა:
წინამდებარე პუნქტში 1.2 ატვირთულია ტექნიკური დავალება (სატენდერო დოკუმენტაციის დანართი N2), სპეციფიკაციები და კალკულაციები.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

შესყიდვის ობიექტის მიწოდების საერთო ვადაა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების გაფორმებიდან 2028 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

მომსახურების გაწევის და სამუშაოების შესრულების ფორმა:

მიმწოდებელი ვალდებულია, საპროექტო მომსახურება გაწიოს და სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები აწარმოოს ტექნიკური დავალებისა და სპეციფიკაციის, ასევე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი სამშენებლო და გარემოსდაცვითი ნორმებისა და წესების შესაბამისად.

სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებამდე მიმწოდებელმა უნდა წარმოადგინოს სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულების, შემსყიდველთან შეთანხმებული ფინანსურ-ხაზობრივი გეგმა-გრაფიკი. სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულების ფინანსურ-ხაზობრივი გეგმა-გრაფიკი შემდგომში განისაზღვრება როგორც სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების განუყოფელი ნაწილი.

სამუშაოების შესრულების ადგილი: ქ. რუსთავი.

1.6 guarantee period for the works to be performed

შესრულებული სამუშაოების სრული საგარანტიო ვადა შეადგენს 2 (ორი) კალენდარულ წელს:

1. სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოების საგარანტიო ვადა შეადგენს 2 (ორი) კალენდარულ წელს, საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტით გათვალისწინებული სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თარიღიდან;
2. არსებობის შემთხვევაში, გამწვანების სამუშაოების საგარანტიო ვადა შეადგენს 1 (ერთი) კალენდარულ წელს, საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტით გათვალისწინებული გამწვანების სამუშაოების დასრულების თარიღიდან.

სამუშაოების დასრულებიდან 2 (ორი) კალენდარული წლის განმავლობაში დაკავებული იქნება შესრულებული სამუშაოების ღირებულების 2,5%, ხოლო პრეტენდენტის მიერ, სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში დაფიქსირებულ სატენდერო წინადადების საბოლოო ფასსა (პრეისკურანტის შემოთავაზებული საბოლოო ჯამური ღირებულება) და წინამდებარე ელექტრონული ტენდერის პირობებით გათვალისწინებულ, პრეისკურანტის სავარაუდო ღირებულებას შორის 20%-ით ან მეტი ოდენობით სხვაობის შემთხვევაში, სამუშაოების დასრულებიდან 2 (ორი) კალენდარული წლის განმავლობაში დაკავებული იქნება შესრულებული სამუშაოების ღირებულების 5%.

შესრულებული სამუშაოების ღირებულების დაკავების პირობები განსაზღვრულია სატენდერო დოკუმენტაციის 7.2 მუხლით.

technical requirements

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

პრეტენდენტის გამოცდილების შესახებ მოთხოვნები განისაზღვრა შესასრულებელი სამუშაოების სპეციფიკის, მოცულობისა და სირთულის გათვალისწინებით. პრეტენდენტს, 2020 წლის 01 იანვრიდან წინამდებარე ელექტრონული ტენდერისთვის „წინადადებების მიღება დასრულებულია“ სტატუსის მინიჭების თარიღამდე პერიოდში, მიწოდებული უნდა ჰქონდეს:

კომპონენტი N1:
არაუმეტეს 5 (ხუთი) დასრულებული ხელშეკრულების ფარგლებში ჯამურად არანაკლებ 70,000,000.00 ლარის ღირებულების სამოქალაქო ან სამრეწველო დანიშნულების შენობა-ნაგებობ(ებ)ის მშენებლობის ან რეკონსტრუქციის ან რეაბილიტაციის (არ განიხილება მცირე სარემონტო სამუშაოები) სამუშაოები.

კომპონენტი N2:
მინიმუმ 1 (ერთი) დასრულებული ხელშეკრულების ფარგლებში კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლ(ებ)ის რესტავრაცია-რეაბილიტაციის სამუშაოები.

გასათვალისწინებელი გარემოება ამხანაგობის ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის შემთხვევაში:
1. ამხანაგობაში შემავალი პირები ერთობლივად უნდა აკმაყოფილებდნენ 2.2.1 პუნქტის ორივე კომპონენტით (კომპონენტი N1 და კომპონენტი N2) გათვალისწინებულ მოთხოვნას.
2. ამხანაგობის მონაწილეებმა მკაფიოდ უნდა განსაზღვრონ, თუ თითოეული მონაწილე კონკრეტულად რომელ ვალდებულებას შეასრულებს წინამდებარე ელექტრონული ტენდერით გათვალისწინებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების ფარგლებში. ამხანაგობამ, აღნიშნული ინფორმაცია უნდა წარმოადგინოს ტექნიკურ დოკუმენტაციასთან ერთად; წარმოდგენილი ინფორმაცია დამოწმებული უნდა იყოს ამხანაგობის ყველა (თითოეული) მონაწილის ხელმოწერით.

აღნიშნული ყველა დასრულებული ხელშეკრულების ფარგლებში, სამუშაოები სავალდებულოდ შესრულებული უნდა იყოს საქართველოს, ევროკავშირის (EU) ან ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) წევრ-სახელმწიფოთა ტერიტორიაზე, ამასთან არ განიხილება იმ ქვეყნების რეზიდენტი მიმწოდებლების (იგულისხმება წინამდებარე ელ. ტენდერში მონაწილე პრეტენდენტები) გამოცდილება, რომელთანაც შემსყიდველის ქვეყანას (საქართველო) არ გააჩნია დიპლომატიური ურთიერთობები.

პრეტენდენტის მიერ სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით წარმოსადგენი, გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია და ამავე დოკუმენტაციის წარმოდგენის პირობები:
1. იმ შემთხვევაში, თუ სამუშაოების შესყიდვა განხორციელებულია სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის გამოყენებით და სამუშაოების შესყიდვისა და მიწოდების დამადასტურებელი დოკუმენტები ატვირთულია სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში, შესაძლებელია წარმოდგენილი იყოს ინფორმაცია სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში შესყიდვის ნომრის (SPA, NAT, DAP, DEP, CMR) შესახებ.
2. იმ შემთხვევაში, თუ სამუშაოების შესყიდვა განხორციელებულია სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის გამოყენების გარეშე, წარმოდგენილი უნდა იყოს დასრულებული ხელშეკრულებები და ამავე ხელშეკრულებების ფარგლებში სამუშაოების მიწოდების დამადასტურებელი დოკუმენტები:
2.1. ხელშეკრულებები წარმოდგენილი უნდა იყოს შესასრულებელი სამუშაოების უწყისებთან (ხარჯთაღრიცხვა) ერთად;
2.2. შესასრულებელი სამუშაოების უწყისების (ხარჯთაღრიცხვა) ცვლილების შემთხვევაში, წარმოდგენლი უნდა იყოს საბოლოო სახის (კორექტირებული) ხარჯთაღრიცხვა, დამკვეთის მიერ დამოწმებული შესაბამისი ცვლილების (შეთანხმების აქტი) დოკუმენტთან ერთად;
2.3. წარმოდგენილი უნდა იყოს ხელშეკრულებების ფარგლებში შესრულებული სამუშაოების უწყის(ებ)ი (ე.წ. ფორმა N2);
2.4. ფორმა N2 არის პირობითი დოკუმენტი, შესაბამისად ფორმა N2-ის ნაცვლად შესაძლებელია წარმოდგენილი იყოს მოთხოვნილი ინფორმაციის მომცველი და შესრულების დამადასტურებელი ნებისმიერი დოკუმენტი;
2.5. ხელშეკრულებებითა და მისი დანართით (შესასრულებელი სამუშაოების საბოლოო სახის უწყისი (ხარჯთაღრიცხვა) და წარმოდგენილი ხელშეკრულების ფარგლებში შესრულებული სამუშაოების უწყისებით (ე.წ. ფორმა N2) უნდა იყოს შესაძლებელი ობიექტის დასახელებისა და შესრულებული სამუშაოების ურთიერთკავშირის დადგენა, ამასთანავე შესრულებული სამუშაოების უწყისებით (ე.წ. ფორმა N2) გათვალისწინებული სამუშაოების დასახელება, მოცულობა და ფასები არსებითად არ უნდა განსხვავდებოდეს ხელშეკრულებითა და მისი დანართით (შესასრულებელი სამუშაოების საბოლოო სახის უწყისი (ხარჯთაღრიცხვა) გათვალისწინებული შესაბამისი მონაცემებისგან.

სავალდებულოდ გასათვალისწინებელი შენიშვნები:
1. სატენერო პირობების თანახმად, შენობის რეკონსტრუქცია ნიშნავს შენობაზე ახალი სართულ(ებ)ის დაშენებას, აგრეთვე ნიშნავს მისი ნებისმიერი სართულის განაშენიანების ფართობის შეცვლას 1 კვ/მ-ზე მეტად, შენობის ფიზიკური, ხარისხობრივი და თვისობრივი განახლების მიზნით. არსებული სართულ(ებ)ის დემონტაჟის შემთხვევაში მხოლოდ შენობის ან მისი ნაწილის დემონტაჟი არ განიხილება რეკონსტრუქციად თუ სამუშაოები არ მოიცავს შენობის დემონტირებული ან ახალი ნაწილის მშენებლობის სამუშაოებს.
2. დასრულებული ხელშეკრულების განმარტება: ხელშეკრულება ჩაითვლება დასრულებულად, თუ კი შემსრულებლის მიერ, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები სრულად შესრულებულია; სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების ფარგლებში ნაკისრი ვალდებულებების შემთხვევაში, ხელშეკრულება ჩაითვლება დასრულებულად, თუ კი სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ფიქსირდება შემსრულებლის მიერ ნაკისრი ვალდებულებების სრულად შესრულების დამადასტურებელი ინფორმაცია, მიუხედავად იმისა ხელშეკრულებას მინიჭებული აქვს სტატუსი: „შესრულებული ხელშეკრულება“, თუ არა.
3. პრეტენდენტის მიერ გამოცდილების დასადასტურებლად წარმოდგენილი დოკუმენტაციით შესაძლებელი უნდა იყოს პრეტენდენტის გამოცდილების, სატენდერო დოკუმენტაციის 2.2.1 პუნქტით განსაზღვრულ მოთხოვნებთან თანხვედრის დადგენა. იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტები ფორმალურად შეესაბამება შემსყიდველის მიერ მოთხოვნილს, მაგრამ მათი შინაარსიდან ან წარმოდგენის ფორმიდან გამომდინარე, მათი მეშვეობით მკაფიოდ ვერ დგინდება ის მონაცემები, რომელთა დადგენის მიზნითაც იყო ისინი მოთხოვნილი, სატენდერო კომისია უფლებამოსილია, მოსთხოვოს პრეტენდენტს დამატებითი ინფორმაციის ან/და დოკუმენტების წარმოდგენა.
4. საზღვარგარეთ შესრულებული სამუშაოების გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენის შემთხვევაში, აღნიშნული დოკუმენტები დამოწმებული უნდა იყოს სათანადო წესით: ლეგალიზებული ან აპოსტილით დამოწმებული.
5. ამხანაგობის სახელით ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის პირობები რეგულირდება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანებით დამტკიცებული "ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესი"-ს 24-ე მუხლით.
6. ერთობლივი საქმიანობის (ამხანაგობის) ხელშეკრულების მოქმედების ვადა არ შეიძლება იყოს სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების მოქმედების ვადაზე ნაკლები, რომელიც მოცემულ შემთხვევაში განისაზღვრება 2030 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.

2.6.1 requirement related to financial capacities of a tenderer

პრეტენდენს უნდა გააჩნდეს ფინანსური მდგრადობა, მატერიალურ-ტექნიკური რესურსები, საწარმოო და მენეჯერული შესაძლებლობები რათა, წინამდებარე ელექტრონულ ტენდერში გამარჯვების შემთხვევაში, როგორც მიმწოდებელმა უზრუნველყოს შესყიდვის ობიექტის ხარისხიანი და დროული მიწოდება გადატვირთვის, სამშენებლო პროცესის შეჩერების ან მიმდინარე პროექტებზე ვალდებულებების დარღვევის გარეშე.

აღნიშნულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დასადასტურებლად პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს უტყუარი ინფორმაცია და დოკუმენტაცია. კერძოდ:

1. პრეტენდენტმა კომპანიის მაქსიმალური სიმძლავრის (MCC) დადგენის მიზნით, უნდა წარმოადგინოს:

ინფორმაცია კომპანიის 2023, 2024 და 2025 წლების საშუალო წლიური ბრუნვისა და კომპანიის მიერ წინადადების წარდგენის დღისათვის არსებული ვალდებულებების შესახებ:

ა) წლიური საშუალო ბრუნვის დადასტურების მიზნით:
1. ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.saras.gov.ge) რეგისტრირებული აუდიტორული კომპანი(ებ)ის მიერ აუდირებული ფინანსური ანგარიშგება (რომელიც უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას: ბალანსი, მოგება/ზარალის უწყისი, ფულადი სახსრების მოძრაობის შესახებ ანგარიში, შენიშვნები ფინანსურ ანგარიშგებაზე) ან/და
2. ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.saras.gov.ge) რეგისტრირებული აუდიტორული კომპანიის მიერ შეთანხმებული პროცედურებით (Agreed-Upon Procedures) დადასტურებული წლიური ბრუნვა ან/და
3. ყოველთვიური დღგ-ს დეკლარაციები.

ბ) არსებული ვალდებულებების დადასტურების მიზნით, ინფორმაცია ყველა მიმდინარე ხელშეკრულებაზე (მათ შორის კერძო სექტორში დადებული). ასევე, ინფორმაცია იმ ხელშეკრულებებზე, რომლებზეც წინამდებარე ელექტრონულ ტენდერში წინადადების წარმოდგენის დღისთვის მინიჭებული აქვს სტატუსი „გამარჯვებული გამოვლენილია“.
პრეტენდენტმა უნდა შეავსოს თანდართული ცხრილი - ინფორმაცია მიმდინარე ხელშეკრულებების შესახებ (დანართი N3).

MCC = წლიური საშუალო ბრუნვა x K - (შესასრულებელი სამუშაოების ღირებულების ჯამი* + წინამდებარე ელექტრონული ტენდერის საფუძველზე გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში 2028 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში შესასრულებელი სამუშაოების ღირებულება).
K - არის 1.5;
აღნიშნული მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით MCC უნდა იყოს დადებითი.

შენიშვნები*:
• შემსყიდველი ორგანიზაცია უფლებამოსილია საკუთარი რესურსებით და ხარჯებით გადაამოწმოს პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია.
• იმ შემთხვევაში, თუ ხელშეკრულებ(ებ)ის ფარგლებში დარჩენილი სამუშაოების შესრულების ვადა არ აღემატება 12 კალენდარულ თვეს, სრულად მოხდება დარჩენილი (შესასრულებელი) სამუშაოების ღირებულების გათვალისწინება.
• იმ შემთხვევაში, თუ ხელშეკრულებ(ებ)ის ფარგლებში დარჩენილი სამუშაოების შესრულების ვადა აღემატება 12 კალენდარულ თვეს, პრეტენდენტმა უნდა გაითვალისწინოს დარჩენილი (შესასრულებელი) სამუშაოების წლიური ღირებულება (დარჩენილი (შესასრულებელი) სამუშაოების ღირებულება გაყოფილი დარჩენილი თვეების რაოდენობაზე და გამრავლებული 12-ზე).
• იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტი არის ამხანაგობა, პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია თითოეული ამხანაგობის წევრისთვის.
• იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტი არის არარეზიდენტი პირი, პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს აუდირებული ფინანსური ანგარიშგებები, რომლებიც მომზადებული უნდა იყოს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.saras.gov.ge) რეგისტრირებული, ისეთ ქსელში შემავალი აუდიტის ან აუდიტორული კომპანიის მიერ, რომელსაც საქართველოში გააჩნია წევრი წარმომადგენლობა ან ფილიალი, რომელთანაც აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის მიერ განხორციელებულია ხარისხის კონტროლის სისტემის მონიტორინგი და მონიტორინგის შედეგების მიხედვით, მინიჭებული აქვს პირველი ან მეორე კატეგორიის დასკვნითი შეფასება.

2. პრეტენდენტის ფინანსური ლიკვიდობის შეფასების მიზანია დადგინდეს აქვს თუ არა პრეტენდენტს თავისუფალი ფულადი სახსრების საკმარისი ოდენობა ან/და ხელმისაწვდომი ფინანსური რესურსები, რათა უზრუნველყოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შეუფერხებელი შესრულება ფულადი სახსრების დეფიციტის წარმოქმნის გარეშე.

აღნიშნულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დასადასტურებლად პრეტენდენტმა საფინანსო ინსტიტუტებიდან უნდა წარმოადგინოს შემდეგი ინფორმაცია:

ა) ცნობა წინამდებარე ელექტრონული ტენდერის გამოცხადებამდე 12 თვის განმავლობაში ანგარიშებზე ფულადი სახსრების საშუალო თვიური ნაშთების შესახებ და
ბ) ცნობა მოქმედი საკრედიტო ხაზების შესახებ, კერძოდ: საკრედიტო ლიმიტის, გამოყენებული თანხისა და საკრედიტო ხაზის ვად(ებ)ის მითითებით (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

ლიკვიდობის შეფასების მეთოდიკა:
ლიკვიდობა = ანგარიშებზე ფულადი სახსრების საშუალო თვიური ნაშთი + ხელმისაწვდომი თავისუფალი საკრედიტო რესურსი.

პრეტენდენტი მიიჩნევა დასაშვებად, თუ ლიკვიდობის მაჩვენებელი აღემატება 6,000,000.00 ლარს.

2.8.1 requirements related to a sub-contractor

I) პრეტენდენტის მიერ, წინამდებარე ელექტრონულ ტენდერში წინადადებების წარდგენის ეტაპზე, წინარე შეთანხმების/ხელშეკრულების საფუძველზე შემოთავაზებული ქვეკონტრაქტორ(ებ)ის შესახებ მოთხოვნები:

1. პრეტენდენტის მიერ სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით წარმოსადგენია ქვეკონტრაქტორ(ებ)თან დადებული წინარე შეთანხმებ(ებ)ის/ხელშეკრულებ(ებ)ის ასლ(ებ)ი, შესასრულებელი სამუშაოების დასახელებისა და ღირებულების მითითებით.
2. შემოთავაზებულ ქვეკონტრაქტორს, 2020 წლის 01 იანვრიდან წინამდებარე ელექტრონული ტენდერისთვის „წინადადებების მიღება დასრულებულია“ სტატუსის მინიჭების თარიღამდე პერიოდში, დასრულებული ხელშეკრულებ(ებ)ის ფარგლებში შესრულებული უნდა ჰქონდეს წინარე შეთანხმებით/ქვეკონტრაქტით განსაზღვრული შესასრულებელი სამუშაოების ანალოგიური სამუშაოები, რის დასადასტურებლადაც პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს წინამდებარე ელექტრონული ტენდერის სატენდერო დოკუმენტაციის 2.2.1 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტაცია (შესასრულებელი სამუშაოების შესაბამისად), ამავე პუნქტით მოცემული პირობების დაცვით.


II) მიმწოდებლის მიერ, წინამდებარე ელექტრონული ტენდერის საფუძველზე გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების მიმდინარეობის ეტაპზე შემოთავაზებული ქვეკონტრაქტორ(ებ)ის შესახებ მოთხოვნები:

1. მიმწოდებელმა შემსყიდველს უნდა წარუდგინოს ქვეკონტრაქტორ(ებ)თან დადებული ხელშეკრულებების ასლ(ებ)ი, შესასრულებელი სამუშაოების დასახელებისა და ღირებულების მითითებით.
2. შემოთავაზებულ ქვეკონტრაქტორს, 2020 წლის 01 იანვრიდან წინამდებარე ელექტრონული ტენდერისთვის „წინადადებების მიღება დასრულებულია“ სტატუსის მინიჭების თარიღამდე პერიოდში, დასრულებული ხელშეკრულებ(ებ)ის ფარგლებში შესრულებული უნდა ჰქონდეს ქვეკონტრაქტით განსაზღვრული შესასრულებელი სამუშაოების ანალოგიური სამუშაოები, რის დასადასტურებლადაც მიმწოდებელმა შემსყიდველს უნდა წარუდგინოს წინამდებარე ელექტრონული ტენდერის სატენდერო დოკუმენტაციის 2.2.1 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტაცია (შესასრულებელი სამუშაოების შესაბამისად), ამავე პუნქტით მოცემული პირობების დაცვით.
3. წინამდებარე ელექტრონული ტენდერის საფუძველზე გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების მიმდინარეობის ეტაპზე შემოთავაზებული ქვეკონტრაქტორ(ებ)ის შესახებ მოთხოვნები და პირობები დეტალურად მოცემულია ხელშეკრულების პროექტის 7.1. პუნქტში.


სავალდებულოდ გასათვალისწინებელი შენიშვნები, რომლებიც მართებულია ზემოთ მოცემული ორივე (I და II) პუნქტისთვის:

1. შემოთავაზებული ქვეკონტრაქტორი არ უნდა იყოს რეგისტრირებული სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე არაკეთილსინდისიერ პირთა რეესტრში – „შავი სია“.
პრეტენდენტის მიერ, წინამდებარე ელექტრონულ ტენდერში წინადადებების წარდგენის ეტაპზე შემოთავაზებული ქვეკონტრაქტორის სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე არაკეთილსინდისიერ პირთა რეესტრში – „შავი სია“ ყოფნის შემთხვევაში მოხდება პრეტენდენტის დისკვალიფიკაცია წინამდებარე ელექტრონული ტენდერის პროცედურებიდან.
2. ქვეკონტრაქტორ(ებ)ის მიერ შესასრულებელი სამუშაოების ჯამური მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს წინამდებარე ელექტრონული ტენდერით გათვალისწინებული სახელშეკრულებო ღირებულების 50%-ს.
3. სამუშაოების ნაწილის ქვეკონტრაქტორ(ებ)ზე გადაცემით მიმწოდებელი არ თავისუფლდება ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებებისგან.

2.9 other additional requirements

პრეტენდენტის მიერ, სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით წარმოსადგენი დოკუმენტაციის ჩამონათვალი:

1) სატენდერო დოკუმენტაციის დანართი N1 (პრეისკურანტი).

სავალდებულოდ გასათვალისწინებელი შენიშვნები:
1. სავალდებულოა, წინამდებარე პრეისკურანტით განსაზღვრული ზღვრული ღირებულების შემდეგი, მარჯვენა სვეტის - "შემოთავაზებული ღირებულება (ლარი, დღგ-ს გარეშე)" განფასებულად წარმოდგენა. პრეტენდენტის მიერ განსაფასებელი სვეტის განუფასებლად წარმოდგენის შემთხვევაში ან თუ კი პრეისკურანტში განუფასებელი პოზიციების რაოდენობა აღემატება განსაფასებელი პოზიციების 5%-ს ან თუ კი პრეტენდენტის მიერ საერთოდ არ არის წარმოდგენილი პრეისკურანტი, მოხდება პრეტენდენტის დისკვალიფიკაცია შესყიდვის პროცედურიდან.
2. პრეტენდენტის მიერ შემოთავაზებული ღირებულებები (ერთეულის ღირებულებები) არ უნდა აღემატებოდეს პრეისკურანტით განსაზღვრულ ზღვრულ ღირებულებებს (ერთეულის ღირებულებებს), ხოლო პრეტენდენტის მიერ შემოთავაზებული ღირებულებების საერთო ჯამი არ უნდა აღემატებოდეს პრეისკურანტის სავარაუდო ღირებულებას. პრეტენდენტმა, საბოლოო პრეისკურანტის წარმოდგენისას, პრეისკურანტის თითოეულ პოზიციაზე ფასის კლება უნდა განახორციელოს, მინიმუმ, პრეისკურანტის სავარაუდო ღირებულებასა და პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებულ, პრეისკურანტის საბოლოო ღირებულებას შორის არსებული პროცენტული სხვაობის მიხედვით, შემსყიდველის მიერ სისტემაში ატვირთულ პრეისკურანტში განსაზღვრულ ფასებთან მიმართებაში. პრეტენდენტი ვალდებულია, პრეისკურანტში მითითებული ერთეულის ღირებულებები გამოსახოს და შესაბამისად გაიანგარიშოს ლარის მეასედის - თეთრების სიზუსტით (მძიმის შემდეგ ორი ციფრი).
3. სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების დადების შემდეგ, პრეისკურანტში სამუშაოს რომელიმე ერთეულის არარსებობისას, აღნიშნული ერთეულის ფასი, მისი შესყიდვის აუცილებლობისას, დადგინდება 2017 წლის 26 სექტემბრის N439 დადგენილებით დამტკიცებული „სამშენებლო სამუშაოების ხარჯთაღრიცხვის ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დადგენის მეთოდის“ მოთხოვნების შესაბამისად, სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო“-ს მიერ დადგენილი ფასის გათვალ

Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2026, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru