1. სამღებრო ფუნჯი - 40 ცალი
ფუნჯის ზომები - 75X5 მმ, პლასტმასის სახელურით, ბრტყელი, №3;
2. სამღებრო ფუნჯი - 40 ცალი
ფუნჯის ზომები - 80X39 მმ, პლასტმასის სახელურით, ბრტყელი, №8;
3. სამღებრო ფუნჯი - 5 ცალი
წყლოვანი საღებავებისათვის (კირწყლისათვის), შერეული ბეწვით;
სიგრძე - 0,02 მ; - სიგანე - 0,14მ;
4. სამღებრო ლილვაკი - 20 ცალი
წყალ-დისპერსიული და ქიმიური გამხსნელების ბაზიანი
საღებავებისათვის;
პოლიესტერის სახელურით; სიგანე 18 სმ; ბირთვის დიამეტრი 44 მმ;
5. სამღებრო ლილვაკი - 20 ცალი
წყალ-დისპერსიული და ქიმიური გამხსნელების ბაზიანი
საღებავებისათვის;
პოლიესტერის სახელურით; სიგანე 10 სმ; ბირთვის დიამეტრი 30 მმ
6. ცოცხი ოთახის - 150 ცალი
სტანდარტული ოთახის ცოცხი მაღალი ხარისხის (დამზადებული ბუნებრივი
მასალისგან), სიგრძე არანაკლებ 80სმ და არაუმეტეს 90სმ, მტკიცედ შეკერილი
(განსაკუთრებით შუა წელში) კაპრონის ძაფით. უნდა შედგებოდეს არანაკლებ 6-8
მმ დიამეტრის 25-30 ცალი ღეროსაგან, სიგრძე არანაკლებ 80 სმ და არაუმეტეს 95
სმ;
7. ცოცხი ეზოს - 40 ცალი
მრავალჯერადი გამოყენების, გამომშრალი ბუნებრივი მასალით
დამზადებული, შემდგარი 60-70 ღერისგან სიგრძით 35-40 სმ; შეკერილი არანაკლებ 4
(ოთხი) ადგილას, კაპრონის მტკიცე ძაფით;
8. აქანდაზი ცოცხით - 100 ცალი
აქანდაზი გრძელი ცოცხით, სიმაღლე - 95-120სმ, ნაგვის მოსათავსებელი ძირის
ზომა - 22-30სმ, აქანდაზის სახელური უნდა მაგრდებოდეს სახრახნისიანი
დაბოლოებით;
მასალა: აქანდაზი - პლასტმასი, ფუნჯი - პოლიპროპილენი;
9. უნიტაზის ჯაგრისი - 50 ცალი
პლასტმასის, ჩასადებით, სიმაღლე არანაკლებ 45სმ;
10. ჭურჭლის ღრუბელი - 800 ცალი
ჭურჭლის სარეცხი, ერთ მხარეს ქეჩით, ზომებით - არანაკლებ 4*7 სმ;
11. ჭურჭლის სახეხი მავთული - 100 ცალი
დამზადებული უჯანგავი ლითონისგან, ზომებით - არანაკლებ 7x7x3 სმ;
12. ფანჯრის ღრუბლისებრი საწმენდი რეზინით - 30 ცალი
მასალა: პლასტმასი, მეტალი, რეზინა; სამუშაო ნაწილის სიგრძე - 20 სმ;
სახელურის სიგრძე - 23 სმ;
13. მერხის და მინის საწმენდი ჩვარი - 400 ცალი
მიკროფიბრა. ზომებით - არანაკლებ 40X40სმ, ორმხრივი მუშა ზედაპირით;
14. იატაკის საწმენდი ჩვარი - 400 ცალი
ზომა არანაკლებ 50X80 სმ, ბამბის რბილი ნაჭერი;
15. იატაკის საწმენდი ჯოხი - 60 ცალი
სამუშაო პირის ზომა - არანაკლებ 40 სმ, სრული სიმაღლე - არანაკლებ 160 სმ,
მასალა - ხე;
16. დასუფთავების ფუნჯი ჯოხით - 50 ცალი
დასუფთავების ფუნჯს (რბილი ჯაგრისით) უნდა ქონდეს ტარი, რომელიც
გადაკრული იქნება სპეციალური წყალგაუმტარი მასალით, ტარის სიგრძე –
არანაკლებ 90 სმ;
17. დასუფთავების ფუნჯის ჯოხი - 50 ცალი
გადაკრული სპეციალური წყალგაუმტარი მასალით, ტარის სიგრძე – არანაკლებ
90 სმ;
18. იატაკის საწმენდი ჯოხი "მოპი" - 60 ცალი
სამუშაო ზედაპირი - 60 სმ; ტილოს ზომა 60X15 სმ, მასალა - მიკროფიბრა; ჯოხის ზომა
- 70 სმ (გაშლილ მდგომარეობაში 120 სმ), მეტალის, უნდა ჰქონდეს მოცურების
საწინააღმდეგო სახელური;
19. იატაკის საწმენდი მოპის ტილო - 120 ცალი
ზედაპირების ნოტიო და მშრალი დამუშავებისთვის, გამოიყენება სპეციალურ
დამჭერთან და ჯოხთან ერთად, თეთრი ფერის, ზომებით - 60X15 სმ, მასალა
მიკროფიბრა;
20. იატაკის საწმენდი მოპის ჯოხი - 60 ცალი
ლითონის, სიგრძე - არანაკლებ 120 სმ, უნდა ჰქონდეს მოცურების
საწინააღმდეგო კომფორტული სახელური და სტანდარტული სახრახნისი
მოპთან მისაერთებლად;
21. სანაგვე ყუთი - 30 ცალი
ნაგვის ყუთი პედალით, არანაკლებ 15 ლტ, მეტალის (ფერი დამკვეთთან
შეთანხმებით);
22. სანაგვე ყუთი - 30 ცალი
ნაგვის ყუთი, არანაკლებ 15 ლტ, პლასატმასის, მოძრავი თავსახურით (ფერი
დამკვეთთან შეთანხმებით);
23. საყვავილე ქოთანი სადგამით - 70 ცალი
არანაკლებ 10 და არაუმეტეს 15 ლიტრიანი;
დამზადებული უნდა იყოს შავი ან რუხი ფერის პოლიმერული მასალისაგან
სადრენაჟე ნახვრეტებით;
24. საყვავილე ქოთანი სადგამით - 60 ცალი
არანაკლებ 22 და არაუმეტეს 25 ლიტრიანი;
დამზადებული უნდა იყოს შავი ან რუხი ფერის პოლიმერული მასალისაგან
სადრენაჟე ნახვრეტებით;
25. ხელოვნური ბალახი - 100 კვ.მ
სინთეტიკური ბოჭკოსაგან (პოლიპროპილენი) დამზადებული, ეკოლოგიურად
სუფთა, მაღალი მდგრადობით; მწვანე ფერის, ზომებით: რულონის სიგანე - 2 მ;
ბოჭკოს სიმაღლე - არანაკლებ 7 მმ.
_______________________________
- იმ შემთხვევაში თუ სატენდერო დოკუმენტაციაში შესყიდვის ობიექტის
ტექნიკური და ხარისხობრივი მაჩვენებლების აღწერისას გამოყენებული
იქნება სასაქონლო ნიშანი, მოდელი, პატენტი ან მწარმოებელი კომპანია,
ასეთ შემთხვევაში აღნიშნული ტერმინები გამოყენებული არის
„მსგავსისა“ და „ექვივალენტურის“ მნიშვნელობით და პრეტენდენტი
ვალდებულია წარმოადგინოს ტექნიკური დოკუმენტაციით განსაზღვრული
შესყიდვის ობიექტის მსგავსი ან ექვივალენტური მახასიათებლების მქონე
საქონელი.
- ტექნიკურ დავალებაში მოცემული პარამეტრები არის შემსყიდველის მიერ
დადგენილი მინიმალური მოთხოვნები, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს
პრეტენდენტის მიერ შემოთავაზებული შესყიდვის ობიექტი და პრეტენდენტი
არ იზღუდება შემოგვთავაზოს უკეთესი (გაუმჯობესებული) მახასიათებლების
მქონე საქონელი. ამასთან, პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი უნდა იყოს
შემოთავაზებული საქონელის ზუსტი ტექნიკური პარამეტრები.
- “სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ფასების
ცხრილის/ხარჯთაღრიცხვის Excel-ის ფორმატის სახით განთავსებასთან
დაკავშირებით“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს 2023 წლის 03 თებერვლის
რეკომენდაციის შესაბამისად, პრეტენდენტი ვალდებულია ფასების
ცხრილი/ხარჯთაღრიცხვა ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთოს მხოლოდ
Excel-ის ფორმატის ცხრილის სახით, რაც არ საჭიროებს ხელმოწერას ან/და ბეჭედს
(მათ შორის, ელექტრონულ ხელმოწერას ან/და ელექტრონულ შტამპს).