Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Работы по подготовке строительной площадки (Грузия - Тендер #71267501)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: LEPL "Batumi boulevard"
Номер конкурса: 71267501
Дата публикации: 12-03-2026
Сумма контракта: 374 201


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT260005006
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 12.03.2026 18:03
Начало приема предложения 28.03.2026 00:00
Истекает срок принятия предложений 02.04.2026 12:00
Предполагаемая цена закупки 374`201.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 45100000-Работы по подготовке строительной площадки
Коды классификатора
  • 45112723 - Ландшафтные работы на игровых площадках
Срок подачи ხელშეკრულების გაფორმებიდან ეტაპობრივად 120 (ასოცი) კალენდარული დღის ვადაში.
Дополнительная информация
ბულვარში ახალი საბავშვო კუთხის მოწყობის სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა.
Количество и объём закупок იხ. სატენდერო დოკუმენტაცია
Шаг снижения цены 3`742.00 GEL
Размер гарантии 3`742 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: aleksandre bolkvadze :: 26.02.2026 16:44
  • Последнее исправление: maia bolkvadze :: 12.03.2026 18:03
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=675215&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

1.1.1 ბულვარში ახალი საბავშვო კუთხის მოწყობის სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა.

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

ტექნიკური დავალება:

1.2.1. სამუშაოს შესრულების წესი:
1.2.1.1 შესასრულებელი სამუშაოების ჩამონათვალი და რაოდენობა განსაზღვრულია სატენდერო დოკუმენტაციის დანართი N2-ში;
1.2.1.2 გაუთვალისწინებელი სამუშაოების თანხის გამოყენება მოხდება მხოლოდ შემსყიდველი ორგანიზაციის ნებართვით, მიმწოდებლის მიერ დასაბუთებული და არგუმენტირებული წინადადებების განხილვისა და შეთანხმების საფუძველზე შემსყიდველი ორგანიზაციის სათანადო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.
1.2.1.3 პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი ფასების ცხრილი დანართი N2 შედგენილი უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით სამოქმედოდ დაშვებული დანარიცხების (ზედნადები ხარჯები, გეგმიური მოგება და სხვა) ნორმატიული ხარჯის დაცვით (2014 წლის 14 იანვრის საქ.მთავრობის დადგენილება N55);
1.2.1.4 ხარჯთაღრიცხვის დანართი N2-ის წარმოუდგენლობა, განუფასებლად წარმოდგენა ან თუ წარდგენილ ხარჯთაღრიცხვაში განუფასებელი პოზიცი(ებ)ის რაოდენობა აღემატება განსაფასებელი პოზიციების 5%-ს, აღნიშნული დაზუსტებას არ დაექვემდებარება და გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას;
1.2.1.5 სამუშაოების წარმოების პირობები უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ წესებსა და ნორმებს.
1.2.1.6 სამუშაოების შესრულების დროს აუცილებელია მოქმედი კანონმდებლობით ხელმძღვანელობა, შესრულება და დაცვა მათი მოთხოვნებისა შრომის დაცვასა და უსაფრთხოების ტექნიკაში.
1.2.1.7 ტენდერით გათვალისწინებული სამუშაოს შესრულებისას მომუშავენი უზრუნველყოფილი უნდა იყვნენ ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით.
1.2.1.8 მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს სამუშაოთა უსაფრთხოებისათვის საჭირო ყველა წესისა და ინსტრუქციის შესრულება, რათა შეძლებისდაგვარად აიცილოს უბედური შემთხვევები და მინიმუმამდე დაიყვანოს თავისი მუშაკების და სხვა ადამიანთა დაზიანება.
1.2.1.9 სამუშაო ტერიტორიაზე უნდა იყოს შესაბამისი ნიშნები და გაფრთხილებები.
1.2.1.10 სამშენებლო მასალები უნდა ინახებოდეს დახურული წესით, გარდა იმ მასალებისა, რომელიც ნორმების მიხედვით ინახება ღია ცის ქვეშ.
1.2.1.11 მიმწოდებელმა უნდა აწარმოოს ფარული სამუშაოების აქტები იმ სამუშაოებზე, რომლებზეც საჭიროა აღნიშნული დოკუმენტაციის წარმოება.
1.2.1.12 მიმწოდებელი ვალდებულია ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულების დროს, საჭიროების შემთხვევაში შეათანხმოს შესასრულებელი სამუშაოები შესაბამის სამსახურებთან.
1.2.1.13 მიმწოდებელმა უნდა განახორციელოს ყველა საჭირო ღონისძიება სამუშაო ტერიტორიაზე ელექტროენერგიის, სატელეფონო ხაზების და სხვა კომუნალური აღჭურვილობის დასაცავად და მათზე ზემოქმედების თავიდან ასაცილებლად. აღნიშნული კომუნიკაციების მისი ბრალეულობით დაზიანების შემთხვევაში მათი აღდგენის ვალდებულება სრულად ეკისრება მიმწოდებელს;
1.2.1.14 სატენდერო დოკუმენტაციის იმ ნაწილში (ტექნიკური პირობები, ხარჯთაღრიცხვა, დანართი და სხვა) სადაც მოცემული იქნება შესასყიდი მასალებისა და მოწყობილობის სასაქონლო ნიშანი, მოდელი, წარმოშობის წყარო ან მწარმოებელი, იგულისხმება „მსგავსი“ ან „ეკვივალენტური“.

1.2.2 სამუშაოს შესრულების დროს გამოყენებული მასალები:
1.2.2.1 მშენებლობის პროცესში გამოსაყენებლად განსაზღვრული მასალების ტექნიკური მახასიათებლები და სპეციფიკაციები მოცემულია თანდართულ დანართებში(.pdf ფაილები), რომელთა შესაბამისობის დაცვა სავალდებულოა მიმწოდებლისათვის.
1.2.2.2 ყველა მასალა, მოწყობილობები, საკომპლექტო ნაწილები, სამარაგო საგნები, მოწოდებული ხელშეკრულების ფარგლებში, უნდა იყოს ახალი, უხმარი, სტანდარტული, ხარისხიანი, საუკეთესო დონეზე დაპროექტებული და დამზადებული.
1.2.2.3 სამუშაოების შესრულების პროცესში გამოყენებული მასალებისა და მოწყობილობების ტიპი და ვიზუალურ-ტექნიკური მახასიათებლები (ხარისხი, ფაქტურა, ფერი და სხვა) თანხმდება შემსყიდველთან. იმ შემთხვევაში, თუ მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი მასალა ან მოწყობილობა ან შესრულებული სამუშაო არ შეესაბამება სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნებს, მიმწოდებელი ვალდებულია თავისი ხარჯებით გამოასწოროს, წარმოადგინოს სხვა, შემსყიდველისათვის მისაღები მასალა, მოწყობილობა ან/და სხვაგვარად შეასრულოს სამუშაოები.

1.2.3. სამუშაო ადგილის მომზადება, გარემოს დაცვა
მიმწოდებელი პასუხისმგებელია:
1.2.3.1 შეასრულოს სამუშაოები შრომის უსაფრთხოების პირობების დაცვით;
1.2.3.2 უზრუნველყოს სამუშაო ადგილის ფარგლებში გარემოზე ეკოლოგიური ზემოქმედების მინიმუმამდე დაყვანა;
1.2.3.3 მინიმუმამდე დაიყვანოს სამუშაოებთან დაკავშირებული ხმაურის, ვიბრაციის და მტვრის გავლენა გარემოზე;
1.2.3.4 ყველა სახის მოსამზადებელი სამუშაოების დაწყება შეათანხმოს შემსყიდველ ორგანიზაციასთან;
1.2.3.5 სამუშაოების დასრულების შემდგომ მიმწოდებელი ვალდებულია 3 (სამი) სამუშაო დღის ვადაში გაათავისუფლოს სამუშაო ადგილი სამშენებლო მოწყობილობა-დანადგარებისაგან, მასალებისაგან, დროებითი ნაგებობებისაგან და მოიყვანოს პირვანდელ მდგომარეობაში.

1.2.4 საბავშვო ატრაქციონები:
საპროექტო დოკუმენტაციით გათვალისწინებული საბავშვო ატრაქციონები დამზადებული უნდა იყოს შემდეგი მასალებით:

1.2.4.1 ბზრიალა:
კონსტრუქცია: - ცხელი გალვანზირების მეთოდით დამზადებული ფოლადი და შეღებილი ფხვნილური შეფრქვევის მეთოდით;
კონსტრუქციის ზედაპირი: - დაფარული ამინდის მიმართ მდგრადი ხის მასალისგან (აკაციის ხის ან სხვა გამძლე ხის მასალისგან);
მოაჯირები: - უჟანგავი ფოლადის;
ხრახნები: - უჟანგავი ფოლადის ან/და დაფარული პლასტმასის ქუდებით.

1.2.4.2 კოშკი კიბითა და სასრიალოთი:
კონსტრუქცია: - დამზადებული უნდა იყოს ამინდის პირობებისადმი მდგრადი ხის მასალისგან (აკაციის ან სხვა გამძლე ხის მასალისგან);
ჩამოსასრიალებელი: - დამზადებული უნდა იყოს უჟანგავი ფოლადის მასალისგან;
თოკები: - დამზადებული უნდა იყოს უჟანგავი ფოლადის მასალისაგან დაკავშირებული პოლიპროპილენის ლენტებით, უჟანგავი ფოლადის და/ან პლასტმასის ელემენტებით;
ჯაჭვები: - დამზადებული უნდა იყოს კალიბრირებული უჟანგავი ფოლადის მასილისაგან;
ხრახნები: - უჟანგავი ფოლადის ან/და დაფარული პლასტმასის ქუდებით.

1.2.4.3 აიწონა:
კონსტრუქცია: - დამზადებული უნდა იყოს ამინდის პირობებისადმი მდგრადი ხის (აკაციის ან სხვა გამძლე ხის მასალისგან) და უჟანგავი ფოლადის მასალისგან;
სახელურები: - დამზადებული უნდა იყოს უჟანგავი ფოლადისგან;
ხრახნები: - უჟანგავი ფოლადის ან/და დაფარული პლასტმასის ქუდებით.

1.2.4.4 ზამბარა:
კონსტრუქცია: - დამზადებული უნდა იყოს ამინდის პირობებისადმი მდგრადი ხისა (აკაციის ან სხვა გამძლე ხის მასალისგან) და ცხელი გალვანზირების მეთოდით და შეღებილი ფხვნილური შეფრქვევის მეთოდით დაფარული ფოლადი მასალისაგან;
ელემენტები: - ფერადი ელემენტები დამზადებული უნდა იყოს ამინდის პირობებისადმი მდგრადი, გამძლე HPL ფირფიტისგან;
რეზინის ელემენტები: - უსაფრთხო ტექსტილის გამაგრებით;
ზამბარები: - რკინის ფოსფორირებული და ფხვნილით დაფარული;
სახელურები: დამზადებული უჟანგავი ფოლადისგან;
ხრახნები: - დამზადებული უჟანგავი ფოლადისგან.

1.2.4.5 საქანელა ორ ადგილიანი:
კონსტრუქცია: - დამზადებული უნდა იყოს ამინდის პირობებისადმი მდგრადი ხისა (აკაციის ან სხვა გამძლე ხის მასალისგან) და გალვანიზირებული ფოლადის მასალისაგან;
სავარძლები: უსაფრთხო;
ჯაჭვები: - დამზადებული უნდა იყოს კალიბრირებული უჟანგავი ფოლადის მასილისაგან;
ფიტინგები: - უჟანგავი ფოლადის;
ხრახნები: - უჟანგავი ფოლადის ან/და დაფარული პლასტმასის ქუდებით.

1.2.4.6 ხის საფეხურები:
კონსტრუქცია: - დამზადებული უნდა იყოს ამინდის პირობებისადმი მდგრადი ხის (აკაციის ან სხვა გამძლე ხის მასალისგან) მასალისაგან;
ხრახნები: - უჟანგავი ფოლადის ან/და დაფარული პლასტმასის ქუდებით.

1.2.4.7 სასრიალო:
კონსტრუქცია: - დამზადებული უნდა იყოს ამინდის პირობებისადმი მდგრადი ხისა (აკაციის ან სხვა გამძლე ხის მასალისგან) და უჟანგავი ფოლადისგან დამზადებული სლაიდებით;
ხრახნები: - უჟანგავი ფოლადის ან/და დაფარული პლასტმასის ქუდებით.

1.2.4.8 ძელები:
კონსტრუქცია: - დამზადებული უნდა იყოს ამინდის პირობებისადმი მდგრადი ხის (აკაციის ან სხვა გამძლე ხის მასალისგან) მასალისაგან;
ხრახნები: - უჟანგავი ფოლადის ან/და დაფარული პლასტმასის ქუდებით.

1.2.4.9 ბილიკი ძელებზე თოკის დახმარებით:
კონსტრუქცია: - დამზადებული უნდა იყოს ამინდის პირობებისადმი მდგრადი ხის (აკაციის ან სხვა გამძლე ხის მასალისგან) მასალისაგან;
საფეხურები: - დამზადებული უნდა იყოს გამძლე მოცურების საწინააღმდეგო და წყალგაუმტარი HPL ფირფიტით;
თოკები: - დამზადებული უნდა იყოს უჟანგავი ფოლადის მასალისაგან დაკავშირებული პოლიპროპილენის ლენტებით, უჟანგავი ფოლადის და/ან პლასტმასის ელემენტებით,
ჯაჭვები: - დამზადებული უნდა იყოს კალიბრირებული უჟანგავი ფოლადის მასილისაგან;

1.2.4.10 საპროექტო დოკუმენტაციით გათვალისწინებული ატრაქციონების გაბარიტულ ზომებში დასაშვებია +/- 10 სმ სხვაობა

1.2.5 ექსპერტიზის დასკვნა შესრულებულ სამუშაოებზე:
1.2.5.1 მიმწოდებელი ვალდებულია ელექტრონული ტენდერით გათვალისწინებული სამუშაოების მიღება-ჩაბარებაზე, ანგარიშსწორების განხორციელებამდე, საკუთარი სახსრებით უზრუნველყოს სსიპ-ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ან სხვა აკრედიტებული პირის მიერ გაცემული დასკვნის წარმოდგენა შესრულებული სამუშაოს შესაბამისობაზე საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო და სატენდერო დოკუმენტაციით გათვალისწინებულ პირობებთან (აკრედიტებული პირის მიერ გაცემულ დასკვნასთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი).

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

1.4.1. ახალი საბავშვო კუთხის მოწყობის სამუშაოები მიმწოდებელმა უნდა განახორციელოს ეტაპობრივად ხელშეკრულების გაფორმებიდან 120 (ასოცი) კალენდარული დღის ვადაში.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

1.5.1 ახალ ბულვარის ტერიტორია.

1.6 guarantee period for the works to be performed

1.6.1 მიმწოდებლის მიერ შესრულებული სამუშაო და მოწოდებული შესყიდვის ობიექტების ხარისხიანობა უნდა პასუხობდეს და აკმაყოფილებდს ხელშეკრულებითა და ტექნიკური დავალებით გათვალისწინებულ პირობებს.
1.6.2 სამშენებლო სამუშაოების საგარანტიო ვადა სწორი ექსპლუატაციის პირობების დაცვით საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან უნდა შეადგენდეს არანაკლებ 36 (ოცდათექვსმეტი) თვეს, ხოლო ელექტროსამონტაჟო სამუშოებისა და გასანათებელი მოწყობილობების საგარანტიო ვადა არანაკლებ 1 (ერთი) წელს;
1.6.3 მოწოდებული საბავშვო ატრაქციონებისა და სინთეტიკური კაუჩუკის მოედნის საგარანტიო ვადა საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან უნდა შეადგენდეს არანაკლებ 2 (ორი) წელს;
1.6.4 სამუშაოების დასრულების შემდეგ, საგარანტიო ვადის განმავლობაში, რაიმე წუნის (ნაკლოვანებები, დეფექტი) აღმოჩენის შემთხვევაში, თუ დადგინდება რომ აღნიშნული წუნი (ნაკლოვანებები, დეფექტი) გამოწვეულია უხარისხოდ ან/და არაჯეროვანად შესრულებით, მიმწოდებელი ვალდებულია შემსყიდველის მიერ მითითებულ გონივრულ ვადაში აღმოფხვრას უხარისხოდ შესრულებული სამუშაოები საკუთარი ხარჯებით;
1.6.5. მიმწოდებელი ვალდებულია მოთხოვნისთანავე განახორციელოს წუნდებული ან დეფექტის მქონე შესყიდვის ობიექტის შეცვლა შემსყიდველის მხრიდან რაიმე დამატებითი დანახარჯის გაწევის გარეშე.

technical requirements

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

2.2.1.1 ტენდერში მონაწილე პრეტენდენტს 2023 წლის 01 იანვრიდან ტენდერის გამოცხადების თარიღამდე შესრულებული უნდა ჰქონდეს ტენდერით გათვალისწინებული ანალოგიური ხასიათისა და შინაარსის ბავშვთა გასართობი მოედნების მშენებლობა ან/და რეაბილიატაციის სამუშაოები საბავშვო ატრაქციონების მიწოდება-მონტაჟით ან/და სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები (შენობა/ნაგებობის ან/და სპორტული მოედნების ან/და პარკების/სკვერების სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები) საერთო ღირებულებით არანაკლებ 560`000.00 ლარის ოდენობით;
2.2.1.2. ინფორმაცია წარმოდგენილი უნდა იქნეს დანართი N3 შესაბამისად;
2.2.1.3 პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ტენდერით გათვალისწინებული ანალოგიური ხასიათისა და შინაარსის სამუშაოების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები, კერძოდ:
ა) ხელშეკრულების ასლები ხარჯთაღრიცხვით/ფასების ცხრილით;
ბ) მიღება-ჩაბარების აქტები ან/და სამუშაოს შესრულების ფორმა N2-ის ქსეროასლები. წარმოდგენილი დოკუმენტებით უნდა დასტურდებოდეს პრეტენდენტის მიერ შესრულებული სატენდერო დოკუმენტაციის 2.2.1.1 პუნქტით გათვალისწინებული სამუშაოების გამოცდილება (სამუშაოების შინაარსისა და ღირებულებების იდენტიფიცირება).
2.2.1.4 სახელმწიფო შეყიდვის შემთხვევაში თუ პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილ გამოცდილების შესახებ ინფორმაციის დანართი N3-ში მითითებული იქნება NAT/SPA/CMR ან სხვა ნომრები და ხელშეკრულების შესრულების მიმდინარეობის ანგარიშში ატვირთული იქნება "ა" და "ბ" ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ხელშეკრულების ასლები ხარჯთაღრიცხვით/ფასების ცხრილით, სამუშაოს შესრულების ფორმა N2-ის ან/და მიღება-ჩაბარების აქტების ქსეროასლები; ამ შემთხვევაში მათი დამატებით წარმოდგენა საჭიროებას არ წარმოადგენს.
2.2.1.5 იმ შემთხვევაში თუ პრეტენდენტი გამოცდილების სახით წარმოადგენს არასახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულებებსა და მათი შესრულების დოკუმენტაციას, გარდა "ბ " ქვეპუნქტით მოთხოვნილი დოკუმენტაციისა (სამუშაოს შესრულების ფორმა N2-ის ან/და მიღება-ჩაბარების აქტების ქსეროასლები;) პრეტენდენტი ვალდებულია დამატებით წარმოადგინოს შესრულებულ სამუშაოზე დადასტურებული საგადასახადო ზედნადების ან/და ანგარიშ-ფაქტურის ქსეროასლები;
2.2.1.6. იმ შემთხვევაში თუ პრეტენდენტი გამოცდილების სახით წარმოადგენს ქვეკონტრაქტის ფარგლებში შესრულებულ ხელშეკრულებებსა და მათი შესრულების დოკუმენტაციას (სამუშაოს შესრულების ფორმა N2, მიღება-ჩაბარების აქტები, დადასტურებული საგადასახადო ზედნადების ან/და ანგარიშ-ფაქტურის ქსეროასლები), აღნუშნული დოკუმენტაციის გარდა პრეტენდენტმა ასევე უნდა წარმოადგინოს შემსყიდველ ორგანიზაციასა და ძირათად კონტრაქტორ კომპანიას შორის გაფორმებული წერილობითი შეთანხმება ან/და სხვა რაიმე დამადასტურებელი დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება შემსყიდველისა და ძირათადი კონტრაქტორი კომპანიის შათანხმება ქვეკონტრაქტორი კომპანიის აყვანის შესახებ. თუ შემსყიდველ ორგანიზაციასა და ძირათად კონტრაქტორ კომპანიას შორის არ იქნება გაფორმებული წერილობითი შეთანხმება ქვეკონტრაქტორის კომპანიის აყვანის შესახებ ასეთ შემთხვევაში პრეტენდენტს ქვეკონტრაქტის ფარგლებში შესრულებული სამუშაო გამოცდილებად არ ჩეთვლება.
2.2.1.7 თითოეული დოკუმენტის ასლი წარმოდგენილი უნდა იქნეს სრულყოფილად (ყველა გვერდი და დანართი) გარკვევით და უნდა იყოს წაკითხვადი.

2.7.1 requirement related to licensing, standards, accreditation, conformity of quality and other documentation

2.7.1.1 ატრაქციონების მოწოდების დროს მიმწოდებელმა უნდა წარმოადგინოს მწარმოებელზე გაცემული შემდეგი სერთიფიკატები, კერძოდ: ISO 9001, EN1176 (დოკუმენტების უცხოურ ენაზე წარმოდგენის შემთხვევაში, მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი).
2.7.2.2 ატრაქციონებზე, რომელზეც გამოყენებულია ხის მასალა წარმოდგენილი უნდა იქნას მწარმოებელზე გაცემული FSC (დოკუმენტების უცხოურ ენაზე წარმოდგენის შემთხვევაში, მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი).

2.8.1 requirements related to a sub-contractor

2.8.1.1 მიმწოდებელმა წერილობით უნდა აცნობოს შემსყიდველს წინამდებარე ხელშეკრულების ფარგლებში ქვეკონტრაქტორის აყვანის შესახებ. მიმწოდებელს არა აქვს უფლება გადასცეს ქვეკონტრაქტორს თავისი უფლებები და მოვალეობები, შემსყიდველის თანხმობის გარეშე.
- ქვეკონტრაქტორი კომპანია არ უნდა იყოს რეგისტრირებული სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე არაკეთილსინდისიერ პირთა რეესტრში – „შავი სია“.
- შემსყიდველის თანხმობის გარეშე ქვეკონტაქტორის აყვანის შემთხვევაში, იგი უფლებამოსილია მიმწოდებელს შეუწყვიტოს ხელშეკრულება.
2.8.1.2. ქვეკონტრაქტორზე წარმოდგენილი იქნას შემდეგი სახის ინფორმაცია:
- ქვეკონტრაქტორის დასახელება და მისამართი;
- ქვეკონტრაქტორი ორანიზაციის გამოცდილება (ქვეკონტრაქტორს უნდა გააჩნდეს იგივე სფეროში გამოცდილება რაც სატენდერო დოკუმენტაციის 2.2.1 პუნქტით (მიუთითეთ პრეტენდენტის გამოცდილებასთან დაკავშირებული მოთხოვნები) არის მოთხოვნილი);
- შესასრულებელი სამუშაოების დასახელება და ღირებულება;
- ქვეკონტრაქტის ასლი.

2.9 other additional requirements

2.9.1 პრეტენდენტი ვალდებულია დანართები წარმოადგინოს იმ ფორმით რა ფორმითაც არის მითითებული სატენდერო დოკუმენტაციაში.

2.9.2 სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული ყველა დოკუმენტები წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე, დოკუმენტების უცხოურ ენაზე წარმოდგენის შემთხვევაში, მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი.

2.9.3 ტენდერში ამხანაგობის მონაწილეობის შემთხვევაში პრეტენდენტი ვალდებულია იმოქმედოს სახელმწიფო შესყდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანებით დამტკიცებული „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ 24-ე მუხლის მოთხოვნათა სრული დაცვით;

2.9.4 ტექნიკური დოკუმენტაციის განხილვისას უცხოენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის, პრიორიტეტი მიენიჭება ქართულ ენოვან დოკუმენტს.

2.9.5 სატენდერო დოკუმენტაციაში განსაზღვრულ შესასყიდ საქონელზე, სადაც მითითებული იქნება კონკრეტული სასაქონლო ნიშანი, მოდელი, წარმოშობის წყარო ან მწარმოებელი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) იგულისხმება „მსგავსი“ ან „ეკვივალენტური“.

2.9.6 სატენდერო წინადადებაში ფასი გამოსახული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა გადასახადის გათვალისწინებით. სატენდერო წინადადების საერთო და ერთეულის ფასის წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ ლარში.

2.9.7 პრეტენდენტს არა აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული სატენდერო წინადადება.

2.9.8 სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადასტურების მიზნით, სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში წარმოგენილ, უცხო ქვეყანაში შედგენილ დოკუმენტზე ხელმოწერები და ხელმომწერი პირების უფლებამოსილება დამოწმებული უნდა იყოს ნოტარიუსის ან შესაბამისი საჯაროსამართლებრივი უფლებამოსილების მქონე პირის მიერ, ხოლო ამ უკანასკნელის ხელმოწერა - ლეგალიზებული ან აპოსტილით დამოწმებული.

2.9.9. 2019 წლის 1 იანვრიდან შესყიდვებში მონაწილეობის მსურველები/პრეტენდენტები ვალდებულები არიან, სახელმწიფო შესყიდვებში ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთ ელექტრონულ დოკუმენტებზე შეასრულონ კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა ან/და ეს დოკუმენტები დაამოწმონ კვალიფიციური ელექტრონული შტამპით.

იხილეთ ინსტრუქცია

http://procurement.gov.ge.

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1.1 იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, შემსყიდველი ორგანიზაცია პრეტენდენტისაგან ითხოვს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებას, რაზეც პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნას სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს" ან სხვა აკრედიტირებული პირის მიერ გაცემული შესაბამისი დასკვნა (დასკვნასთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი), რომელშიც ტექსტობრივად მკაფიოდ უნდა იკვეთებოდეს, 2017 წლის 26 სექტემბრის საქართველოს მთავრობის N439 დადგენილებით განსაზღვრული ტექნიკური რეგლამენტის - „სამშენებლო სამუშაოების ხარჯთაღრიცხვის ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დადგენის მეთოდიკის“ მოთხოვნებთან დასკვნის შესაბამისობა. წარმოდგენილი დასკვნით უნდა დასტურდებოდეს პრეტენდენტის მიერ ატვირთულ სატენდერო ხარჯთაღრიცხვაში (სატენდერო წინადადების საბოლოო ფასის შესაბამისი ხარჯთაღრიცხვა (შესაბამისი ტენდერის უნიკალური ნომრის მითითებით) დაფიქსირებული ერთეულის ფასებით (თითოეულ ერთეულთან მიმართებით) და აგრეთვე ჯამური ღირებულებით ამავე ხარჯთაღრიცხვით განსაზღვრული სამუშაოების შესრულების შესაძლებლობა. ექსპერტიზის დასკვნას თან უნდა ერთვოდეს სატენდერო ხარჯთაღრიცხვა და რესურსული მეთოდით შედგენილი ხარჯთაღრიცხვა.

4.1.1.2 ექსპერტიზის დასკვნის წარმოუდგენლობა ან/და უარყოფითი დასვნის წარმოდგენა გამოიწვევს შესაბამისი პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას. ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებაზე ვრცელდება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანების 28-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტებით განსაზღვრული პირობები.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

guarantee for assurance of contract performance

6.1 guarantees for assurance of contract performance are requested

5

6.2 guarantees are requested in case of reduction of final value by 20% or more compared to estimated value

10

6.3 duration of guarantee

6.3.1. ხელშეკრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა 60 (სამოცი) კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების დასრულების ვადა.

6.4 terms and conditions of guarantee

6.4.1 ტენდერში გამოყენებული იქნება ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია, ხელშეკრულების საერთო ღირებულების 5%-ის ოდენობით. გარანტია წარმოდგენილი უნდა იყოს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან, ან ს.ს.ი.პ. „საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის" მიერ ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიიდან. უცხო ქვეყნის საბანკო დაწესებულებიდან წარმოდგენილი საბანკო გარანტია, გადაზღვეული უნდა იყოს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულების მიერ.
6.4.2 ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტია შემსყიდველ ორგანიზაციას უფლებას უნდა აძლევდეს პირველი მოთხოვნისთანავე გარანტიის გამცემი დაწესებულებისგან დაუყოვნებლივ, შემსყიდველის მოთხოვნის მიღებიდან, არაუგვიანეს 5 (ხუთი) სამუშაო დღისა მიიღოს გარანტიით გათვალისწინებული თანხა;
6.4.3 თუ ტენდერში ელექტრონული ვაჭრობის შედეგად გამარჯვებული პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტია, ხელშეკრულების საერთო ღირე

Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2026, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru