ტექნიკური დავალება:
ტექნიკური დავალება მიზნად ისახავს შემსყიდველი ორგანიზაციის
მოთხოვნების შესაბამისი საპროექტო–სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის
მომზადებას, რომლის საფუძველზეც შესაძლებელი იქნება:
-სამშენებლო-ელ. სამონტაჟო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვაზე
ტენდერის გამოცხადება;
-ტენდერში გამარჯვებული ორგანიზაციებისათვის სამშენებლო-ელ.
სამონტაჟო სამუშაოების წარმოება;
-სამშენებლო-ელ. სამონტაჟო სამუშაოების მიმდინარეობის მონიტორინგის
განხორციელება. მომსახურების ხარისხი უნდა შეესაბამებოდეს
საქართველოში დადგენილ სტანდარტებს და ნორმებს.
შესყიდვის ობიექტის მიწოდების პირობები
ქალაქ თბილისში, დავით აღმაშენებლის გამზირზე №150-ში მდებარე შენობაში,
სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს სარგებლობაში არსებულ ფართებში:
სარდაფის, მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 სართულების ელექტრო მომარაგება
ხორციელდება მოძველებული და შეუსაბამო კვეთის ძალოვანი კაბელებით, რის
გამოც ხშირია საავარიო გამორთვები და ა.შ.
მიმწოდებლის მიერ უნდა დამუშავდეს სარდაფის სართულზე არსებული
ძალოვანი ელექტრო ფარების სადემონტაჟო და შესაბამისი სიმძლავრის
თანამედროვ სისტემების ელ. აპარატურის მოწყობის
საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია. ამავდროულად, აღნიშნული
საპროექტო დოკუმენტაცია უნდა მოიცავდეს სარდაფის სართულიდან მე-9, მე-10,
მე-11 და მე-12 სართულებზე ელ. შახტებით ამომავალი არსებული ძალოვანი ელ.
კაბელის სარეაბილიტაციო სამუშაოებს; აღნიშნული კაბელის ტიპის და
განივკვეთის დასადგენად პროექტანტმა უნდა მოახდინოს შესაბამის
სართულზე არსებული ელ. აპარატურის (კონდენციონერი, კომპ. ტექნიკის და
ა.შ.) ჯამურად მოხმარებული ენერგიის სიმძლავრის დადგენა. ყველა სართულზე
არსებულ ელექტრო შახტის ოთახში (სივრცეში) უნდა მოეწყოს სართულის
ინდივიდუალური ელექტრო ფარი, სადაც მოხდება სართულების არსებული
ელ.გაყვანილობის დაერთება. საპროექტო ფართებში არაა მოწყობილი
დამიწების სისტემა, შესაბამისად საპროექტო დოკუმენტაცია უნდა
ითვალისწინებდეს აღნიშნულის მოწყობას. საავარიო გათიშვის დროს შენობა
მარაგდება ალტერნატიული დენის წყაროთი (დიზელგენერატორის აგრეგატით),
რომელიც განთავსებულია შენობის მიმდებარედ, ეზოში (იხ. დანართი -
ორთოფოტო).
სართულზე არსებული ელ. აპარატურის ჩამონათვალს, ასევე სართულების
არქიტექტურულ ანაზომს (DWG, PLA ფაილში) შემსყიდველი მიმწოდოებელს გადაცემს
ხელშეკრულების გაფორმების ეტაპზე.
დანართის სახით მოცემულია სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს არსებული
სიტუაციის ამსახველი ფოტომოსალა.
მიმწოდებელმა საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია უნდა
წარმოადგინოს სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო
ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ან შესაბამისი აკრედიტაციის მქონე
ორგანოს (ასეთის შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებულია წარმოადგინოს
ორგანოს აკრედიტაციის მოწმობა) მიერ გაცემული დადებითი ექსპერტიზის
დასკვნით. აღნიშნული ექსპერტიზის ხარჯებს აანაზღაურებს
მიმწოდებელი;
საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია მომზადებული უნდა იყოს
საქართველოში მოქმედი სამშენებლო ნორმებით და სტანდარტებით. აქვე
ტენდერში გამარჯვებულმა პრედენდეტმა საპროექტო დოკუმენტაციის
მომზადების დროს უნდა გაითვალისწინოს ყველა ტექნიკური დოკუმენტაციის
მომზადების შესაბამისობა შემდგომში რეაბილიტირებული ქსელის უსაფრთხო
ექსპლუატაციისთვის. ხარვეზისა და წუნის გამოვლენის შემთხვევაში
მიმწოდებული ვალდებული იქნება გაითვალისწინოს აღნიშნული და
წარმოუდგინოს შემსყიდველს უსასყიდლოდ სრულყოფილი დოკუმენტაცია.
ა) მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებამდე მიმწოდებელი ვალდებულია
წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია:
ალბომის სახით ნაბეჭდი ვერსია A3 ფორმატზე 3-ეგზემპლარად.
ბ) CD - ვერსია (ელექტრონული) PDF, PLA (ARCHICAD), DWG (AUTOCAD) - ფაილის სახით 3- ეგზემპლარად.
გასაწევი მომსახურეობის აღწერა-ჩამონათვალი:
1. საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება.
2. საავტორო ზედამხედველობის გაწევა მშენებლობის პერიოდში.
მიმწოდებელი ვალდებული იქნება ადგილზე მოახდინოს შემსყიდველისგან
მიღებული მონაცემების: არსებული გეგმა–აზომვითი ნახაზის დაზუსტება.
საპროექტო დოკუმენტაციაში გათვალისწინებული სამუშაოები საშუალებას
უნდა იძლეოდნენ მინიმუმამდე იქნას დაყვანილი მათი მიმდინარე და
კაპიტალური შეკეთების (რემონტის) ხარჯები;
სამუშაოების, მასალების და ნაკეთობების შერჩევა უნდა განხორციელდეს
დამკვეთთან შეთანხმების საფუძველზე; პროექტირების დროს ყველა დეტალი
შეთანხმებული უნდა იყოს დამკვეთთან;
მიმწოდებლის მიერ მომზადებული რეაბილიტაციის სრული
საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია უნდა მოიცავდეს:
1) ელექტრობის პროექტს, რომელშიც დამუშავდება მინიმუმ შემდეგი
დოკუმენტაცია:
- საერთო განმარტებით ბარათი; რომელშიც დეტალურად იქნება აღწერილი
არსებული ელ. მომარაგების ქსელის და სარეაბილიტაციო ფართში
განთავსებული ცენტრალური აგრეგატების/დანადგარების ქსელის მუშაობის
პრინციპი და საპროექტო მოთხოვნებით მათი რეაბილიტაციის
არგუმენტაცია/დასაბუთება/პირობები.
- სართულის საპროექტო ძალოვანი ქსელების ნახაზები, წარმოდგენილი უნდა
იყოს ცენტრალური ძალოვანი კაბელის მონტაჟის სქემები შენობაში ან
შენობის გარეთ მდებარე სატრანსფორმატორო სადგურიდან ყველა
ზემოაღნიშნულ საპროექტო სართულზე;
- სართულის საპროექტო ელ-ფარ(ებ)ის სქემები.
- სართულის საპროექტო ფართის ელმომარაგების ქსელის სქემა (არა სართულის
შიდა ქსელი).
- ალტერნატიული ენერგიის (დიზელ-გენერატორის) მიმღების ქსელის სქემა.
- შემსყიდველის მიერ მიმწოდებლისთვის მიწოდებული
ხელსაწყოების/დანადგარების ტექნოლოგიურ მოწყობის/დაერთების სქემები
და ა.შ.
წარმოდგენილ უნდა იქნეს აკრედიტირებული ორგანიზაციის მიერ გაცემული
შესაბამისი დადებითი საექსპერტო დასკვნა (შეფასება);
2) სახარჯთაღრიცხვო ნაწილი, რომელშიც დამუშავდება მინიმუმ შემდეგი
დოკუმენტაცია:
- სახარჯთაღრიცხვო ნაწილის საერთო განმარტებითი ბარათი, რომელიც უნდა
მოიცავდეს სატიტულო სიას და ინფორმაციას დანარიცხების აანგარიშების
წესის შესახებ (გაუთვალისწინებელი ხარჯები, ზედნადები ხარჯები,
გეგმიური დაგროვება და სხვა).
- ლოკალური ხარჯთაღრიცხვები შესრულებული რესურსული მეთოდით.
- როგორც ლოკალურ, ასევე კრებსით და საობიექტო ხარჯთაღრიცხვებში
ცალ-ცალკე გამოყოფილი უნდა იყოს სამშენებლო მასალების ღირებულება,
მუშათა ხელფასი, მანქანა მექანიზმების ხარჯები, ზედნადები ხარჯები და
გეგმიური დაგროვება.
- ხარჯთაღრიცხვა შედგენილი უნდა იყოს საქართველოს ეკონომიკისა და
მდგრადი განვითარების მინისტრის 2012 წლის 12 ივლისის #1-1/1463 ბრძანებისა და
საქართველოს მთავრობის 2014 წლის 14 იანვრის #55 დადგენილების
გათვალისწინებით.
სამუშაოთა ხარჯთაღრიცხვები და სატენდერო სამუშაოთა მოცულობების
ცხრილები შედგენილი უნდა იყოს დამკვეთთან შეთანხმებული ფორმით
(რესურსული მეთოდით). წარმოდგენილ უნდა იქნეს აკრედიტირებული
ორგანიზაციის მიერ გაცემული შესაბამისი დადებითი საექსპერტო დასკვნა
(შეფასება); ხარჯთაღიცხვა უნდა შეესაბამებოდეს ექსპერტიზა გავლილ
დადებითად შეფასებულ პროექტს. ამის დასადასტურებლად უნდა
განხორციელდეს, პროექტისა და ხარჯთაღრიცხვის ერთმანეთთან
შესაბამისობის ექსპერტიზა.
საავტორო ზედამხედველობის გაწევა მშენებლობის პერიოდში მოიცავს:
- სამშენებლო პროცესების გეგმიურ და არაგეგმიურ ინსპექტირებას.
გეგმიური ინსპექტირების ჩატარების პერიოდულობა უნდა განისაზღვროს
პროექტის ავტორის მიერ, ხოლო არაგეგმიური ინსპექტირება ტარდება
შემსყიდველის მოთხოვნით.
- საავტორო ზედამხედველობის განხორციელებისას, საავტორო ზედამხედველი
ვალდებულია სამშენებლო პროცესების საპროექტო დოკუმენტაციასთან ყველა
შეუსაბამობა დაუყოვნებლივ აცნობოს დამკვეთს.
- სარეაბილიტაციო პროცესის დროს წარმოშობილი პრობლემების,
რეკომენდაციების და სპეციალური ტექნიკური დახმარების გაწევა, ასევე
ანალოგიურად სამშენებლო სამუშაოების მიღება-ჩაბარების პროცესში.
- წარმოდგენილი საპროექტო დოკუმენტაციის საფუძველზე ჩასატარებელი
სამუშაოების შესრულების პროცესში აღმოჩენილი
საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო ხარვეზების გამოსწორებას, დამატებითი
ანაზღაურების გარეშე უზრუნველყოფს მიმწოდებელი.