დასაქმების ფორუმის ორგანიზება - ჩატარება
მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს:
1. ფორუმის ორგანიზება/ჩატარებისათვის თავისი ხედვა/კონცეფციის
წარმოდგენა ხელშეკრულების ხელმოწერის დღიდან 15 კალენდარულ დღეში;
2. დასაქმების ფორუმის ორგანიზება და ჩატარება ხელშეკრულების
ხელმოწერის დღიდან - 2026 წლის 15 ივნისის ჩათვლით (ზუსტი თარიღი
შემსყიდველთან შეთანხმებით), ხოლო ფორუმის ხანგრძლივობა არანაკლებ 4
საათისა.
(დასაქმების ფორუმის მიზანია ერთმანეთს დააკავშიროს აჭარის
ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიული ერთეულის ფარგლებში მოქმედი
ორგანიზაციები და სამუშაოს მაძიებლები).
შემსყიდველთან შეთანხმებით, დასაქმების ფორუმისათვის შესაბამისი
დარბაზის შერჩევა/ქირაობა. დარბაზში შესაძლებელი უნდა იყოს 80
ორგანიზაციის წარმომადგენლის განთავსება. დარბაზი უნდა იყოს
უზრუნველყოფილი ვენტილაციის სისტემით, ასევე შესაძლებელი უნდა იყოს
დარბაზის ბუნებრივი ვენტილაცია. შერჩეული დარბაზი უნდა პასუხობდეს
კანონმდებლობით დადგენილ უსაფრთხოების ნორმებს, გააჩნდეს ცალკ-ცალკე
შესასვლელ - გამოსავლელი კარები და დარბაზში შესვლამდე გამოყოფილი
უნდა იყოს სივრცე სადაც განთავსდება სარეგისტრაციო მაგიდები
სააგენტოს თანამშრომლებისათვის (სულ მცირე 4 ადამიანი), აღნიშნული
სამუშაო სივრცეები უზრუნველყოფილი უნდა იყოს ელექტრო მომარაგებით (სულ
მცირე ორ-ორი თითოეული დარბაზისათვის დამოუკიდებელი წყაროთი), მინიმუმ 4
დესკტოპით ან ლეპტოპით და 4 პრინტერით, მიმწოდებლის მიერ
გათვალისწინებული უნდა იქნეს ა4 ფორმატის ფურცლები რეზიუმების
ამოსაბეჭდათ. მიმწოდებელმა აუცილებლად უნდა წარმოადგინოს დარბაზის
სქემა, რომელშიც ნაჩვენები იქნება დამსაქმებელთა განთავსება
სფეროების გათვალისწინებით. სამუშაოს მაძიებელთათვის სივრცის
გამოყოფა მაგიდებით და კალმებით, CV-ის ფომრების შევსების
შესაძლებლობისთვის.
3. მიმწოდებელმა უნდა დაამზადოს და განათავსოს დარბაზთან მისასვლელზე
დასაქმების ფორუმის ნიშნულები, ასევე დარბაზისათვის უნდა დაამზადოს და
განათავსოს ნიშნულები საქმიანობის სფეროების და ორგანიზაციების
დასახელებით. მიმწოდებელმა, ასევე უნდა უზრუნველყოს ფორუმის ლოგოთი
არაუმეტეს 2 (ორი) ბანერის (მაქს. ზომა: 3*6 მ; ბანერის ზომა, ვიზუალი, დიზაინი
შესაძლოა დარედაქტირდეს არსებული ფართისა და შემსყიდველის მოთხოვნის
შესაბამისად) დამზადება და მისი განთავსება დროებით კონსტრუქციაზე
შემსყიდველის მიერ მითითებულ სივრცეში, ასევე უზრუნველყოფილი უნდა
იყოს ნიშნულები სარეგისტრაციო მაგიდისათვის. (ნიშნულების ზომა,
დიზაინი და განსათავსებელი ინფორმაცია შემსყიდველთან შეთანხმებით).
4. მიმწოდებელმა, წინასწარ შეთანხმებული დიზაინის შესაბამისად, უნდა
უზრუნველყოს შემდეგი მასალების დამზადება და ბეჭდვა: ბეიჯები-200 ცალი;
მაგიდის ნიშნულები ღონისძიების, კოპანიის და არსებული ვაკანსიებისა და
სამუშაო ადგილების დასახელებით - კომპანიების რაოდენობის და
საჭიროების შესაბამისად; ღონისძიების და სფეროების მიხედვით
ნიშნულები; დარბაზის სქემა და ვაკანსიების გზამკვლევის საინფორმაციო
ფურცლები - 500 ცალი; სამუშაოს მაძიბელთათვის დამსაქმებელთან
წარსადგენად წინასწარ შემუშავებული CV-ის ფომრების ბეჭდვა - 500 ცალი; 2
სახის ტრიპლეტი - 1000 ცალი; ბანერი 2 დიდი (3X6) და ერთი პატარა (2x4)
დამზადება/ბეჭდვა/მონტაჟი და დემონტაჟი; სტიკერები საჭიროებისამებრ -
ჭრით (არაუმეტეს A3 ფორმატის - 100 ცალი) ან სამაგრიანი ნიშნულები ბეჭდვით
ღია სივრცის შემთხვევაში.
5. მიმწოდებელმა შემსყიდველთან შეთანხმებით უნდა უზრუნველყოს
მარკეტინგული კამპანიის დაგეგმვა/განხორციელება.
6. დარბაზში მოწყობილი უნდა იყოს მონიტორი და პროექტორი, რათა
შესაძლებელი იყოს შემსყიდველის მიერ მოწოდებული ვიდეო რგოლების
გაშვება და ასევე სააგენტოს სერვისებისა და სხვა წინასწარ მომზადებული
საინფორაციო რგოლების გაშვება. მიმწოდებელმა დარბაზში უნდა
უზრუნველყოს დინამიკები გახმოვანებისათვის და არანაკლებ 3 (სამი) რადიო
მიკროფონი.
7. ფორუმზე მოწვეული თითოეული დამსაქმებლისათვის კომფორტული სამუშაო
გარემოს შექმნა.
8. თითოეულ დამსაქმებელს უნდა გამოეყოს მისი სამუშაო სივრცე,
ორგანიზაციის დასახელების მითითებით.
9. ორგანიზაციების განთავსება უნდა მოხდეს საქმიანობის სფეროების
შესაბამისად.
10. უნდა დამზადდეს ნიშნულები ორგანიზაციის და სფეროების მიხედვით,
ვინაიდან სამუშაოს მაძიებლებს გაუადვილდეს მათთვის სასურველი
ორგანიზაციის მოძიება;
11. ფორუმის მსვლელობისას, დამსაქმებლები და სამუშაოს მაძიებლები
უზრუნველყოფილნი უნდა იყვნენ ყველა საჭირო ინვენტარით (მაგიდა, სკამი,
საკანცელარიო ნივთები და ა.შ.).
12. მიმწოდებელმა, დამსაქმებლები და სამუშაოს მაძიებლები, დასაქმების
ფორუმის მსვლელობისას უნდა უზრუნველყოს სასმელი წყლით (წყალი
განთავსებული უნდა იყოს როგორც დამსაქმებელთათვის გამოყოფილ სამუშაო
ადგილებზე მინის ჭიკებთან ერთად, ასევე დარბაზშიც განთავსებული უნდა
იყოს მინიმუმ 2 ქულერი სასმელი წყლით (მიმწოდებელმა უნდა
გაითვალისწინოს ერთჯერადი ჭიკების რაოდენობაც). იმ შემთხვევაში, თუ
წყლის ქულერი არ იქნება განთავსებული დარბაზში, ამ შემთხვევაში
მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს სივრცის გამოყოფა ბოთლის წყლის
განთავსებისათვის, გათვალისწინებული უნდა იქნეს ერთჯერადი ჭიქების
რაოდენობა და ურნები გამოყენებული ჭიქებისათვის.
13. მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს ყავის შესვენება (ყავა და ერთი სახის
ტკბილეულობა ან ორცხობილა) დამსაქმებელთათვის (მინიმუმ 200
პიროვნებაზე).
დასაქმების ფორუმის ჩატარების ადგილის შერჩევა, დამსაქმებელთა
ორგანიზაციების ჩამონათვალი, ორგანიზაციის რაოდენობა, დარბაზის
ფართის, დარბაზის შესაბამისი მოწყობა და სხვა ღონისძიებები, რომლებიც
აუცილებელია დასაქმების ფორუმის ორგანიზება-ჩატარებისათვის უნდა
შეთანხმდეს შემსყიდველთან.
ფორუმი შემსყიდველის მოთხოვნის საფუძველზე შესაძლოა განხორციელდეს
ღია სივრცეში (80 კომპანია), რომელიც შერჩეული იქნება შემსყიდველის მიერ.
მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს შერჩეული ტერიტორიის ტექნიკური
მომსახურება: კარვების გაშლა/განლაგება, მაგიდების და სკამების
მოწყობა, ელექტრო სადენების მიყვანა სამუშაო სივრცეში, სარეგისტრაციო
კუთხის და ორგანიზაციების ადგილების მოწყობა, სამუშაოს
მაძიებელთათვის სივრცის გამოყოფა მაგიდებით და კალმებით, CV-ის ფომრების
შევსების შესაძლებლობისთვის.
შემსყიდველის მოთხოვნის საფუძველზე უზრუნველყოს თეთრი ფერის
კარვების (3*3მ) დაქირავება (არანაკლებ 15 და არაუმეტეს 40 კარავისა)ფორუმის
გახსნის ღონისძიებისათვის სივრცის (სცენის) მოწყობა შესაბამისი
აღჭურვილობით.
მიმწოდებელმა, წინასწარ შეთანხმებული დიზაინის შესაბამისად, უნდა
უზრუნველყოს შემდეგი მასალების დამზადება და ბეჭდვა: ბეიჯები-200 ცალი;
მაგიდის ნიშნულები ღონისძიების, კოპანიის და არსებული ვაკანსიებისა და
სამუშაო ადგილების დასახელებით - კომპანიების რაოდენობის და
საჭიროების შესაბამისად; ღონისძიების და სფეროების მიხედვით
ნიშნულები; დარბაზის სქემა და ვაკანსიების გზამკვლევის საინფორმაციო
ფურცლები - 500 ცალი; სამუშაოს მაძიბელთათვის დამსაქმებელთან
წარსადგენად წინასწარ შემუშავებული CV-ის ფომრების ბეჭდვა - 500 ცალი; 2
სახის ტრიპლეტი - 1000 ცალი; ბანერი 2 დიდი (3X6) და ერთი პატარა (2x4)
დამზადება/ბეჭდვა/მონტაჟი და დემონტაჟი; სტიკერები საჭიროებისამებრ -
ჭრით (არაუმეტეს A3 ფორმატის - 100 ცალი) ან სამაგრიანი ნიშნულები ბეჭდვით
ღია სივრცის შემთხვევაში.
მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს ყავის შესვენება (ყავა და ერთი სახის
ტკბილეულობა ან ორცხობილა) დამსაქმებელთათვის (მინიმუმ 200 პიროვნებაზე),
შესაბამისად მოწყობილ ტერიტორიაზე.
ფორუმის მსვლელობისას მონაწილეები უზრუნველყოფილი უნდა იყვნენ
სასმელი წყლით. სასმელი წყალი უნდა განთავსდეს როგორც დამსაქმებლების
მაგიდებზე ჭიქებთან ერთად ასევე, ტერიტორიაზე განლაგებული უნდა იყოს
არანაკლებ 2 წყლის დისპენსერი. მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს
ერთჯერადი ჭიქები.
დასაქმების მხარდამჭერი ღონისძიებების ორგანიზება. კერძოდ, მიზნობრივ
ჯგუფებთან საინფორმაციო შეხვედრების ორგანიზება, შესაბამისი ფართის
შერჩევა და შემსყიდველთან შეთანხმება. ხელშეკრულების გაფორმების
დღიდან - 2026 წლის 15 დეკემბრის ჩათვლით.
სულ ორგანიზებული იქნება 10 შეხვედრა (სააგენტოს მოთხოვნის საფუძველზე
შესაძლებელია შეხვედრების გაერთიანება).
შეხვედრის თემატიკა განისაზღვრება შემსყიდველის მიერ, მონაწილეთა
რაოდენობა არაუმეტეს 10 (ათი) პირისა. შეხვედრის ჩატარების დრო
განისაზღვრება შემსყიდველის მიერ და ეცნობება მიმწოდებელს სამი დღით
ადრე, ხოლო შეხვედრის ხანგრძლივობა არაუმეტეს 4 საათისა შესვენების
გარეშე.
შეხვედრის ჩატარების ადგილის შერჩევა - დაქირავებას ახორციელებს
მიმწოდებელი, შემსყიდველთან შეთანხმებით.
საინფორმაციო შეხვედრის ორგანიზება უნდა მოხდეს ეტაპობრივად,
ხელშეკრულების ხელმოწერის დღიდან - 2026 წლის 15 დეკემბრის ჩათვლით.
შეხვედრის მსვლელობისას, მიმწოდებელმა დამსწრეები უნდა უზრუნველყოს
ყველა საჭირო ინვენტარით (მაგ.: საწერკალამი, სამუშაო ფურცელი,
პროექტორი და ა.შ.).
შეხვედრების ჩატარებისას მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს ყავის
შესვენება (ყავა და ერთი სახის ტკბილეულობა ან ორცხობილა), ასევე
დარბაზში უნდა იყოს გათვალისწინებული სასმელი წყალი
მონაწილეთათვის.
მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს შეხვედრაზე დამსწრეთა
სწრებადობის აღრიცხვა წინასწარ შემუშავებული ფორმით; ფორმაში უნდა
მიეთითოს ჩატარების თარიღი, დამსწრეთა სახელი და გვარი და საკონტაქტო
ტელეფონის ნომერი.
მასობრივი გასაუბრების ორგანიზება - ჩატარება. ხელშეკრულების
გაფორმების დღიდან - 2026 წლის 15 დეკემბრის ჩათვლით.
ჯამში მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს, შემსყიდველის მოთხოვნის
შესაბამისად, 2 (ორი) მასობრივი გასაუბრებების ორგანიზება - ჩატარება.
გასაუბრების ორგანიზება - ჩატარებისათვის მიმწოდებელმა
შემსყიდველთან შეთანხმებით უნდა უზრუნველყოს შესაბამისი დარბაზის
შერჩევა/ქირაობა. დარბაზში შესაძლებელი უნდა იყოს მაქსიმუმ 10
ორგანიზაციის წარმომადგენლის განთავსება (ორგანიზაციის რაოდენობა
დაზუსტდება გასაუბრების ჩატარებამდე ერთი კვირით ადრე). დარბაზი უნდა
იყოს უზრუნველყოფილი ვენტილაციის სისტემით, ასევე შესაძლებელი უნდა
იყოს დარბაზის ბუნებრივი ვენტილაცია. დარბაზის შესასვლელთან
გამოყოფილი უნდა იყოს სივრცე, სადაც განთავსდება სარეგისტრაციო
მაგიდები სააგენტოს თანამშრომლებისათვის (სულ მცირე 4 ადამიანი),
აღნიშნული სამუშაო სივრცეები უზრუნველყოფილი უნდა იყოს ელექტრო
მომარაგებით (სულ მცირე ორ-ორი თითოეული დარბაზისათვის დამოუკიდებელი
წყაროთი), მინიმუმ 4 დესკტოპით ან ლეპტოპით და 4 პრინტერით.
გასაუბრებაზე მონაწილე ორგანიზაციები შეირჩევა სფეროების
შესაბამისად. მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს ორგანიზაციის
ნიშნულების დამზადება და მათი განთავსება სამუშაო მაგიდებზე.
გასაუბრების მსვლელობისას, ორგანიზაციები და სამუშაოს მაძიებლები
უზრუნველყოფილნი უნდა იყვნენ ყველა საჭირო ინვენტარით (მაგიდა, სკამი,
საკანცელარიო ნივთები და ა.შ.), ასევე, მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს
გასაუბრების მონაწილეები სასმელი წყლით (წყალი განთავსებული უნდა იყოს
როგორც ორგანიზაციებისათვის გამოყოფილ სამუშაო ადგილებზე, ასევე
დარბაზშიც განთავსებული უნდა იყოს მინიმუმ 2 ქულერი სასმელი წყლით.
(მიმწოდებელმა უნდა გაითვალისწინოს ერთჯერადი ჭიკების რაოდენობაც).
გასაუბრებების ჩატარების ვადა განისაზღვრება შემსყიდველის მიერ და
მიმწოდებელს ეცნობება 10 დღით ადრე.
მიმწოდებელის მიერ წარმოდგენილი სპეციალისტი საზოგადოებასთან
ურთიერთობის ან/და HR-ს კუთხით ვალდებულია: PR სტრატეგიის შემუშავებაზე,
ფორუმში ჩართვის მსურველთა დამსაქმებლების მოძიებასა და შერჩევაზე,
მათ მიერ მოწოდებული ინფორმაციის (რომელიც განთავსდება ვებგვერდზე)
დამუშავებაზე. დამსაქმებელი ორგანიზაციის რეგისტრაცია მოხდება
შემსყიდველთან ერთად. (რეგისტარციის ფორმები მიმწოდებელს გადაეცემა
შემსყიდველის მიერ).