Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Строительно-монтажные работы (Грузия - Тендер #71214112)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: JSC "Georgian Energy Development Fund"
Номер конкурса: 71214112
Дата публикации: 10-03-2026
Сумма контракта: 1 679 371


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT260004713
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 10.03.2026 16:02
Начало приема предложения 27.03.2026 00:00
Истекает срок принятия предложений 01.04.2026 18:00
Предполагаемая цена закупки 1`679`371.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 45300000-Строительно-монтажные работы
Коды классификатора
  • 45300000 - Строительно-монтажные работы
Срок подачи არაუგვიანეს 2026 წლის 30 სექტემბერი
Дополнительная информация
მთავრობის განკარგულების დაფუძველზე მცხეთა- მთიანეთის რეგიონში, კერძოდ დუშეთის მუნიციპალიტეტის ბარისახოს და უკანაფშავის ადმინისტრაციულ ერთეულებში ელექტროენერგიით უზრუნველყოფის მიზნით მზის პანელების სისტემის დამაგროვებლით შესყიდვა-მიწოდება-მონტაჟი.
Количество и объём закупок განსაზღვრულია ტექნიკური დავალებითა და სატენდერო პირობებით
Шаг снижения цены 6`720.00 GEL
Размер гарантии 16`794 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: maka berdzenishvili :: 23.02.2026 11:19
  • Последнее исправление: maka berdzenishvili :: 10.03.2026 16:02
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=674348&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

მცხეთა-მთიანეთის რეგიონში, კერძოდ დუშეთის მუნიციპალიტეტის ბარისახოს და უკანაფშავის ადმინისტრაციულ ერთეულებში 58 მოსახლის ელექტროენერგიით უზრუნველყოფის მიზნით მზის პანელების სისტემის დამაგროვებლით შესყიდვა-მიწოდება-მონტაჟი.

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

ტექნიკური მონაცემები
პროექტის ფარგლებში ჯამში უნდა დამონტაჟდეს 58 კომპლექტი მზის ფოტოელექტრული სისტემა, რომლებიც განთავსებული იქნება მიწის ნაკვეთებზე და არა შენობებზე. თითოეული სისტემა უნდა მოიცავდეს ენერგიის დაგროვების სისტემას და უზრუნველყოფდეს მუდმივი საცხოვრებელი კომლების ავტონომიურ ელექტრომომარაგებას.
ქვემოთ ჩამოთვლილი ტექნიკური მოთხოვნები განისაზღვრა პროექტის განხორციელების გეოგრაფიული და კლიმატური პირობების, off-grid რეჟიმში მუშაობის სპეციფიკისა და მოსახლეობის უსაფრთხო და უწყვეტი ელექტრომომარაგების უზრუნველყოფის საჭიროების გათვალისწინებით.
მზის ფოტოელექტრული სისტემა ენერგიის დაგროვების სისტემასთან ერთად უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ ტექნიკურ მოთხოვნებს:
1.2.1. სისტემის ზოგადი მახასიათებლები
 მზის ელექტროსადგური უნდა მუშაობდეს ავტონომიურ რეჟიმში (OFF-GRID SYSTEM);
 თითოეული მუდმივი კომლისთვის უნდა განთავსდეს არანაკლებ 4.5 კვტ (მუდმივი DC) დადგმული სიმძლავრის მზის ელექტროსადგური;
 თითოეული მუდმივი კომლისთვის უნდა განთავსდეს არანაკლებ 4 კვტ (ცვლადი AC) სიმძლავრის გარდამქმნელი (ინვერტორი);
 თითოეული მუდმივი კომლისთვის უნდა დამონტაჟდეს მინიმუმ 10 კვტ.სთ მოცულობის ენერგიის დაგროვების ბატარეა, რომელსაც უნდა შეეძლოს არანაკლებ 4 კვტ სიმძლავრით დამუხტვა და განმუხტვა;
 მზის პანელები და მაკომპლექტებელი მოწყობილობები უნდა შეირჩეს ზემოაღნიშნული ტექნიკური მოთხოვნების სრულად უზრუნველყოფის მიზნით.
1.2.2. ენერგიის დაგროვების სისტემის მოთხოვნები
 ენერგიის დაგროვების სისტემას უნდა გააჩნდეს შემდეგი სერტიფიკატები: CE, RCM, CEC, VDE 2510-50, IEC 62619, IEC 60730, UN 38.3 (აღნიშნულის დასადასტურებლად პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ტექნიკური პასპორტი, რომელშიც მითითებული იქნება შესაბამისი სერტიფიკატების შესახებ ინფორმაცია);
 ენერგიის დაგროვების სისტემას უნდა შეეძლოს მუშაობა გარე ტემპერატურის -10℃-დან +55℃-მდე პირობებში;
 ენერგიის დაგროვების სისტემა უნდა იყოს გარე დადგმულობის, არანაკლებ IP66 დაცვის რეიტინგით;
 ენერგიის დაგროვების სისტემის მოდულებში გამოყენებული უნდა იყოს ლითიუმის ტიპის აკუმულატორები;
 ენერგიის დაგროვების სისტემასა და გარდამქმნელს უნდა გააჩნდეთ კომუნიკაციის პორტი, რომელიც უზრუნველყოფს ინტერნეტის საშუალებით დისტანციურ, რეალურ დროში მონიტორინგს.
1.2.3 მზის პანელებისა და ინვერტერის მოთხოვნები
 მზის პანელები უნდა იყოს Tier 1 მწარმოებლის, N-Type ტექნოლოგიის, და უნდა გააჩნდეს შემდეგი სერტიფიკატები: ISO 9001:2015 (ხარისხის მართვის სისტემა), ISO 14001:2015 (გარემოს მართვის სისტემა), ISO 45001 (შრომის უსაფრთხოება);
 ინვერტერის პარამეტრები უნდა შეესაბამებოდეს ევროპულ ქსელურ სტანდარტებს და უნდა გააჩნდეს შემდეგი სერტიფიკატები:
 EN/IEC 62109-1, EN/IEC 62109-2.
1.2.4. მონტაჟი, ჩაბარება და დაკავშირება
 პრეტენდენტმა კომპანიამ უნდა უზრუნველყოს თითოეულ ობიექტზე პროექტის დასრულების შემდეგ შესრულებული სამუშაოების საშემსრულებლო ნახაზების წარმოდგენა;
 სამუშაოების შესასრულებლად საჭირო ყველა მასალის შეძენა და მონტაჟი წარმოადგენს მიმწოდებლის პასუხისმგებლობას;
 მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს მომხმარებლის (საცხოვრებელი სახლის) შიდა ელექტრო ქსელთან დაერთებისთვის საჭირო ღონისძიებების განხორციელება შესაბამისი მასალების გამოყენებით. გარდამქმნელი და ენერგიის დაგროვების სისტემა პრიორიტეტულად უნდა განთავსდეს საცხოვრებელ სახლში (დახურულ სივრცეში), რათა დაცული იყოს გარემო პირობების ზემოქმედებისგან (ყინვა, თოვლი, წვიმა და სხვა);
 მიმწოდებელმა მომხმარებლებისთვის უნდა უზრუნველყოს მზის პანელებისა და მასთან დაკავშირებული მოწყობილობების მოვლისა და ექსპლუატაციის ინსტრუქტაჟი წერილობითი ფორმით. (შესაბამისი დადასტურებით);
1.2.5. მიწაზე დასადგამი სამონტაჟე კონსტრუქციის მოთხოვნები
მზის ელექტროსადგურის მიწაზე დასადგამი სამონტაჟე კონსტრუქცია უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
 გათვლილი უნდა იყოს ადგილობრივ კლიმატურ პირობებზე (ქარისა და თოვლის დატვირთვა) და შეესაბამებოდეს ეროვნული სამშენებლო ნორმების მოთხოვნებს;
 პანელები მიმართული უნდა იყოს სამხრეთისკენ;
 პანელების დახრის კუთხე უნდა იყოს მინიმუმ 35° და მაქსიმუმ 50°;
 პანელის ქვედა ჩარჩო მიწის ზედაპირიდან უნდა იყოს არანაკლებ 1 მეტრისა;
 კონსტრუქცია უნდა იყოს დამზადებული ანტიკოროზიული დამუშავების მქონე მეტალისგან (ღრმა გალვანიზაცია ან შესაბამისი საფარი);
 კონსტრუქციის მიწაში დამაგრება უნდა განხორციელდეს ჩარჭობით, ჩახრახვნით ან ჩაბეტონებით, ამინდის შესაბამისი დატვირთვების გათვალისწინებით;
 კონსტრუქცია უნდა დამიწდეს დამიწების ეროვნული ნორმების შესაბამისად.
1.2.6. ელექტრული შეერთებები და კაბელების ტექნიკური მოთხოვნები
 მზის ელექტროსადგურის წრედების დაკავშირება გარდამქმნელთან და შესაბამის მოწყობილობებთან უნდა განხორციელდეს მუდმივი დენის სპეციალური კაბელით. მუდმივი დენის კაბელი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ სტანდარტებს: EN 50618, IEC 62930;
 მუდმივი დენის კაბელის შეერთება უნდა განხორციელდეს შესაბამისი კონექტორებით, რომლებიც უნდა აკმაყოფილებდეს IEC 62852 სტანდარტს და უნდა იყოს IP68 დაცვის კლასის;
 იმ შემთხვევაში, როდესაც მზის ელექტროსადგური დაშორებულია საცხოვრებელი სახლიდან, მზის ელექტროსადგურსა და სახლში განთავსებულ მოწყობილობებს (გარდამქმნელი, ენერგიის დაგროვების სისტემა) შორის დამაკავშირებელი კაბელი უნდა განთავსდეს შესაბამის გოფრირებულ მილში და ჩაიმარხოს მიწაში არანაკლებ 30 სანტიმეტრის სიღრმეზე. გოფრირებული მილი უნდა აკმაყოფილებდეს სტანდარტს IEC 61386-24.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

სამუშაოების სრულად შესრულების ვადა წარმოადგენს არაუგვიანეს 2026 წლის 30 სექტემბერს. რთული რელიეფური და მკაცრი კლიმატის გათვალისწინებით აღნიშნული მომსახურების დაწყების თარიღი დამოკიდებულია მეტეოროლოგიურ პირობებზე. მიმწოდებელმა სამუშაოების დაწყება უნდა უზრუნველყოს დაუყონებლივ, მას შემდეგ რაც შესაძლებელი იქნება ტერიტორიაზე გადაადგილება და სამუშაოების ჩატარება.
მათ შორის კალენდარული დღეების რაოდენობა,თითოეულ სამუშაოზე მითითებული უნდა იყოს გეგმა-გრაფიკშიც, რომელიც არ უნდა აჭარბებდეს - საბოლოო შესრულების ვადას - არაუგვიანეს 2026 წლის 30 სექტემბერს.
ვინაიდან მომსახურების დაწყების თარიღი დამოკიდებულია მეტეოროლოგიურ პირობებზე, თუკი საჭირო გახდება, გეგმა-გრაფიკში მითითებული სამუშაოების დაწყების თარიღის ცვლილება/დაკორექტირება შესაძლებელი იქნება გამარჯვებულ პრეტენდენტთან ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, როდესაც რეალურად ცნობილი იქნება სამუშაოების დაწყების თარიღი.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

საქონლის მიწოდებისა და მომსახურების შესრულების ადგილები განსაზღვრულია ტექნიკური დავალებით, რომელშიც მითითებულია დუშეთის მუნიციპალიტეტის ბარისახოსა და უკანაფშავის ადმინისტრაციულ ერთეულში 58 მოსახლის ფოტოელექტრული სისტემით მომარაგების თაობაზე.

1.6 guarantee period for the works to be performed

დამაგროვებლის მინიმალური გარანტია უნდა შეადგენდეს არანაკლებ 10 წელს;
პანელების დაზიანების გარანტია არანაკლებ 15 წელი;
გენერაციის გარანტია არანაკლებ 25 წელი;
ინვენტორი არანაკლებ 10 წელი.
ზემოთ ხსენებული ინფორმაცია უნდა მტკიცდებოდეს შესაბამისი დოკუმენტაციით - მწარმოებლის გარანტიით.

სამონტაჟო მომსახურების, შესრულებული სამუშაოს (ექსპლუატაციის) ვადა -2 წელი.
ექსპლუატაციის პროცესში რაიმე წუნის (ნაკლოვანებები, დეფექტი) აღმოჩენის შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებულია შეტყობინების მიღებიდან, შემსყიდველის მიერ განსაზღვრულ გონივრულ ვადაში, გამოასწოროს წარმოქმნილი ნაკლოვანება/დეფექტი საკუთარი ხარჯებით.(შეაკეთოს ან შეცვალოს დეფექტური საქონელი იგივე მოდელის საქონლით (ახალი).

technical requirements

2.1.1 requirement regarding the trademark, patent, model, source of origin and/or manufacturer of the object of procurement

პრეტენდეტმა თავის შეთავაზებაში უნდა წარადგინოს მზის პანელისა და ტექნიკურ დავალებაში მოცემული სხვა მასთან დაკავშირებული აღჭურვილობის (საქონლის) მოდელისა და მწარმოებლის შესახებ ინფორმაცია, რომელიც მითითებული უნდა იყოს ფასების ცხრილში. მოდელის/მწარმოებელი ქვეყნის არარსებობის შემთხვევაში პრეტენდენტმა უნდა მიუთითოს შესაბამისი კომენტარი (მოდელი/მწარმოებლის ქვეყანა არ გააჩნია).

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

შესყიდვაში მონაწილეობის მსურველ პირს 2023 წლის 1 აგვისტოდან ტენდერის გამოცხადების დღემდე საჭიროა ჰქონდეს შესრულებული არანაკლებ ჯამურად 600 000.00 (ექვსასი ათასი) ლარის ოდენობის ანალოგიური ხასიათის, სირთულის და შინაარსის სამუშაოები (მზის ფოტოელექტრული სისტემების მიწოდება და მონტაჟი).

აღნიშნულის დასადასტურებლად წარმოდგენილი უნდა იყოს შესაბამისი დოკუმენტაცია მაგ: ხელშეკრულებები და მიღება-ჩაბარების აქტები, ან სხვა სახის დოკუმენტაცია, საიდანაც ნათლად ჩანს, რომ წარმატებით შესრულდა ნაკისრი ვალდებულება და ასევე იკვეთებოდეს შესრულებული სამუშაოს ღირებულება და დასახელება (შინაარსი). ასევე შესაძლებელია მითითებული იყოს SPA/NAT/CMR ნომრები. ასეთ შემთხვევაში დამატებითი დოკუმენტაციის წარმოდგენა სავალდებულო აღარაა.

2.4.1 requirement related to the experience of the staff of a tenderer

კომპანიას უნდა ჰყავდეს მწარმოებლის მიერ სერტიფიცირებული მემონტაჟე, ან სხვა შემთხვევაში სახელმწიფოს მიერ უფლებამოსილი ორგანოს მიერ მინიჭებული უნდა ჰქონდეს შესაბამისი სერტიფიკატი. ხსენებულის დასადასტურებლად წარმოდგენილი უნდა იყოს კვალიფიკაციის (ცოდნის) დამადასტურებელი დოკუმენტაცია (ცნობა, სერტიფიკატი).

2.5.1 requirement related to the time limits for supplying goods/providing services/performing works (timeline)

პრეტენდენტმა ამავე პუნქტში მითითებული სამუშაოების ჩამონათვლის (ექსელის ფაილის შესაბამისად) გათვალისწინებით უნდა წარმოადგინოს დეტალური გეგმა-გრაფიკი, სადაც მითითებული იქნება შესასრულებული სამუშაოების შესრულების ვადა კალენდარული დღეების მითითებით სატენდერო პირობების 1.4 პუნქტის შესაბამისად.

2.7.1 requirement related to licensing, standards, accreditation, conformity of quality and other documentation

სტანდარტების თაობაზე სრულად ინფორმაცია მოცემულია ტექნიკური დავალების ფაილში, აგრეთვე მითითებულია სატენდერო პირობების 1.2 პუნქტში.

ენერგიის დაგროვების სისტემას უნდა გააჩნდეს შემდეგი სერტიფიკატები: CE, RCM, CEC, VDE 2510-50, IEC 62619, IEC 60730, UN 38.3 (აღნიშნულის დასადასტურებლად პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ტექნიკური პასპორტი, რომელშიც მითითებული იქნება შესაბამისი სერტიფიკატების შესახებ ინფორმაცია);
მზის პანელები უნდა იყოს Tier 1 მწარმოებლის, N-Type ტექნოლოგიის, და უნდა გააჩნდეს შემდეგი სერტიფიკატები: ISO 9001:2015 (ხარისხის მართვის სისტემა), ISO 14001:2015 (გარემოს მართვის სისტემა), ISO 45001 (შრომის უსაფრთხოება);
 ინვერტერის პარამეტრები უნდა შეესაბამებოდეს ევროპულ ქსელურ სტანდარტებს და უნდა გააჩნდეს შემდეგი სერტიფიკატები:
 EN/IEC 62109-1, EN/IEC 62109-2.
მუდმივი დენის კაბელი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ სტანდარტებს: EN 50618, IEC 62930;
მუდმივი დენის კაბელის შეერთება უნდა განხორციელდეს შესაბამისი კონექტორებით, რომლებიც უნდა აკმაყოფილებდეს IEC 62852 სტანდარტს და უნდა იყოს IP68 დაცვის კლასის;
გოფრირებული მილი უნდა აკმაყოფილებდეს სტანდარტს IEC 61386-24.

2.8.1 requirements related to a sub-contractor

მიმწოდებელმა სამუშაოების შესრულება უნდა განახორციელოს თავად. თუ სამუშაო სპეციფიკიდან გამომდინარე საჭირო გახდა ქვეკონტრაქტორის დაქირავება, ამის შესახებ უნდა აცნობოს შემსყიდველს. მოცემულ ეტაპზე ქვეკონტრაქტორის შესახებ ინფორმაციის წარმოდგენა არ მოითხოვება, თუმცა შემსყიდველთან შეთანხმების გარეშე, პრეტენდენტს უფლება არ აქვს სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები ან მისი ნაწილი გადასცეს ქვეკონტრაქტორს. ქვეკონტრტაქტორის შესაძლო არსებობის მიუხედავად მხოლოდ მიმწოდებელი იქნება ანგარიშვალდებული შემსყიდველის წინაშე.

2.9 other additional requirements

სამშენებლო-სამონტაჟო პროცესის მიმდინარეობას ზედამხედველობას ასევე გაუწევს შემსყიდველის ხარჯით დაქირავებული ექსპერტი.

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, შემსყიდველი ორგანიზაცია პრეტენდენტისაგან ითხოვს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებას, რაზეც პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნას სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს" ან სხვა აკრედიტირებული პირის მიერ გაცემული შესაბამისი დასკვნა (დასკვნასთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი), რომელშიც ტექსტობრივად მკაფიოდ უნდა იკვეთებოდეს, 2017 წლის 26 სექტემბრის საქართველოს მთავრობის N439 დადგენილებით განსაზღვრული ტექნიკური რეგლამენტის - „სამშენებლო სამუშაოების ხარჯთაღრიცხვის ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დადგენის მეთოდიკის“ მოთხოვნებთან დასკვნის შესაბამისობა. წარმოდგენილი დასკვნით უნდა დასტურდებოდეს პრეტენდენტის მიერ ატვირთულ სატენდერო ხარჯთაღრიცხვაში (სატენდერო წინადადების საბოლოო ფასის შესაბამისი ხარჯთაღრიცხვა (შესაბამისი ტენდერის უნიკალური ნომრის მითითებით)) დაფიქსირებული ერთეულის ფასებით (თითოეულ ერთეულთან მიმართებით) და აგრეთვე ჯამური ღირებულებით ამავე ხარჯთაღრიცხვით განსაზღვრული სამუშაოების შესრულების შესაძლებლობა. ექსპერტიზის დასკვნას თან უნდა ერთვოდეს სატენდერო ხარჯთაღრიცხვა.
ექსპერტიზის დასკვნის წარმოუდგენლობა ან/და უარყოფითი დასკვნის წარმოდგენა გამოიწვევს შესაბამისი პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას. ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებაზე ვრცელდება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანების 28-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტებით განსაზღვრული პირობები.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

document(s) showing registration/legal data

5.1.2 for a legal entity

1. პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ცნობა მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან რომ არ ხორციელდება იურიდიული პირის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
2. ცნობა საქართველოს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან, იურიდიული პირის ქონებაზე საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის (ყადაღის)არარსებობის შესახებ;
3. შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული ცნობა, საგადასახადო დავალიანების არქონის შესახებ, საიდანაც უნდა იკვეთებოდეს, რომ პრეტენდენტს არ გააჩნია აღიარებული დავალიანება ბიუჯეტის მიმართ (გარდა იმ შემთხვევისა თუ პირს გაფორმებული აქვს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 292-ე მუხლით განსაზღვრული საგადასახადო შეთანხმება, სრულად იმ თანხის გადახდაზე, რომელიც უფიქსირდება აღიარებულ საგადასახადო დავალიანებაში, რაზედაც პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს შესაბამისი საგადასახადო შეთანხმებისდამადასტურებელი დოკუმენტი).
4.ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან;
დოკუმენტაცია წარმოდგენლი უნდა იყოს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანება №12 2017 წლის 14 ივნისი ქ. თბილისი ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ 30-ე მუხლის მე-2 პუნქტის ბ ქვეპუნქტის შესაბამისად (გაცემული უნდა იყოს სტატუსის - წინადადების მიღება დაწყებულიას შემდეგ).

5.1.3 for an individual entrepreneur

1) პირადობის მოწმობის ან პასპორტის ასლი;
(2) ცნობა საქართველოს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან, ფიზიკური პირის ქონებაზე საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის (ყადაღის)არარსებობის შესახებ;
(3) ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან;
(4) შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული ცნობა, საგადასახადო დავალიანების არქონის შესახებ, საიდანაც უნდა იკვეთებოდეს, რომპრეტენდენტს არ გააჩნია აღიარებული დავალიანება ბიუჯეტის მიმართ (გარდა იმ შემთხვევისა თუ პირს გაფორმებული აქვს საქართველოსსაგადასახადო კოდექსის 292-ე მუხლით განსაზღვრული საგადასახადო შეთანხმება, სრულად იმ თანხის გადახდაზე, რომელიც უფიქსირდებააღიარებულ საგადასახადო დავალიანებაში, რაზედაც პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს შესაბამისი საგადასახადო შეთანხმებისდამადასტურებელი დოკუმენტი).
დოკუმენტაცია წარმოდგენლი უნდა იყოს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანება №12 2017 წლის 14 ივნისი ქ. თბილისი ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ 30-ე მუხლის მე-2 პუნქტის ბ ქვეპუნქტის შესაბამისად. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანება №12 2017 წლის 14 ივნისი ქ. თბილისი ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ 30-ე მუხლის მე-2 პუნქტის ბ ქვეპუნქტის შესაბამისად (გაცემული უნდა იყოს სტატუსის - წინადადების მიღება დაწყებულიას შემდეგ).

5.1.4 for a physical entit

1. ცნობა მოვალეთა რეესტრში რეგისტრაციის არარსებობის თაობაზე
2. პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი
დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანება №12 2017 წლის 14 ივნისი ქ. თბილისი ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ 30-ე მუხლის მე-2 პუნქტის ბ ქვეპუნქტის შესაბამისად.

5.1.5 for a partnership

1) ამონაწერი გადამხდელთა რეესტრიდან;
(2) შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული ცნობა, საგადასახადო დავალიანების არ ქონის შესახებ, საიდანაც უნდა იკვეთებოდეს, რომ პირს გაფორმებული აქვს საქართველოსსაგადასახადო კოდექსის 292-ე მუხლით განსაზღვრული საგადასახადო შეთანხმება, სრულად იმ თანხის გადახდაზე, რომელიც უფიქსირდებააღიარებულ საგადასახადო დავალიანებაში, რაზედაც პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს შესაბამისი საგადასახადო შეთანხმებისდამადასტურებელი დოკუმენტი).
დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანება №12 2017 წლის 14 ივნისი ქ. თბილისი ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ 30-ე მუხლის მე-2 პუნქტის ბ ქვეპუნქტის შესაბამისად.

5.1.6 for a non-resident

პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს 5.1.2 პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტები (ცნობები), რომლებიც დამოწმებული უნდა იყოს კანონმდებლობით დადგენილი წესით (ლეგალიზებული ან აპოსტილითდამოწმებული) და მას თან უნდა ერთვოდეს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი.
არარეზიდენტი ფიზიკური პირის შემთხვევაში, პრეტენდენტმა უნდა წარმოადგნოს 5.1.4 პუნქტის განსაზღვრულიდოკუმენტები, რომლებიც (ცნობები) უნდა იყოს დამოწმებული კანონმდებლობით დადგენილი წესით (ლეგალიზებული ან აპოსტილითდამოწმებული) და მას თან უნდა ერთვოდეს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი.

5.1.7 for a representation/branch

იმ შემთხვევაში თუ პრეტენდენტი არის უცხოური საწარმოს წარმომადგენელი ან/და ფილიალი საქართველოში, ვალდებულია ერთობლივადწარმოადგინოს, როგორც თავისი, ასევე სათაო კომპანიის 5.1.2 პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტები. აღნიშნულიდოკუმენტები დამოწმებული უნდა იყოს კანონმდებლობით დადგენილი წესით (ლეგალიზებული ან აპოსტილით დამოწმებული) და მას თან უნდაერთვოდეს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი.
დოკუმენტაცია წარმომდგენილი უნდა იყოს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანება №12 2017 წლის 14 ივნისი ქ. თბილისი ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ 30-ე მუხლის მე-2 პუნქტის ბ ქვეპუნქტის შესაბამისად.

guarantee for assurance of contract performance

6.1 guarantees for assurance of contract performance are requested

5

6.2 guarantees are requested in case of reduction of final value by 20% or more compared to estimated value

10

6.3 duration of guarantee

ხელშეკრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა 60 (სამოცი) კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულების ვადას.

6.4 terms and conditions of guarantee

უპირობო, გამოუთხოვადი ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია წარმოდგენილი უნდა იქნას საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან ან სსიპ „საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის“ მიერ ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიიდან, ეროვნულ ვალუტაში - ლარში.
გარანტია უნდა იყოს უპირობო, გამოუხმობადი და შემსყიდველ ორგანიზაციას უნდა აძლევდეს უფლებას გარანტიის გამცემისგან, პირველივე მოთხოვნისთანავე, მიიღოს შესაბამისი თანხა.
გარანტია წარმოდგენილი უნდა იყოს გამარჯვებულად გამოვლენიდან არაუგვიანეს 7 სამუშაო დღისა.

terms of payment

7.1.1 amount of the sum to be paid in advance and terms for its payment

წინასწარ გადასახდელი თანხა წარმოადგენს საბანკო გარანტიის ოდენობის ტოლფას თანხას, რომელიც საბანკო გარანტიის წარდგენისა და პრეტენდეტის მოთხოვნის შესაბამისად გაიცემა მისთვის წინასწარ შექმნილ საბანკო ანგარიშზე, არაუმეტეს ხელშეკრულების ღირებულების 30%-ისა. საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა 60 (სამოცი) კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულების ვადას.
გარანტია უნდა იყოს უპირობო, გამოუხმობადი და შემსყიდველ ორგანიზაციას უნდა აძლევდეს უფლებას გარანტიის გამცემისგან, პირველივე მოთხოვნისთანავე, დასაბუთების გარეშე მიი

Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2026, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru