Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Строительно-монтажные работы (Грузия - Тендер #71144800)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: LTD "Ecoservice Group"
Номер конкурса: 71144800
Дата публикации: 07-03-2026
Сумма контракта: 511 450


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT260004498
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 06.03.2026 17:10
Начало приема предложения 22.03.2026 00:00
Истекает срок принятия предложений 27.03.2026 12:00
Предполагаемая цена закупки 511`450.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 45300000-Строительно-монтажные работы
Коды классификатора
  • 45310000 - Электромонтажные работы
Срок подачи იხილეთ სატენდერო დოკუმენტაცია.
Дополнительная информация
შპს „ეკოსერვის ჯგუფი“-ს მოვლა - პატრონობაში არსებული, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე შადრევნების და წყალსაქაჩების, ელექტრო სამონტაჟო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა.
Количество и объём закупок იხილეთ სატენდერო დოკუმენტაცია.
Шаг снижения цены 5`000.00 GEL
Размер гарантии 5`115 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: malkhazi davadze :: 05.03.2026 15:40
  • Последнее исправление: malkhazi davadze :: 06.03.2026 17:10
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=676138&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

შპს „ეკოსერვის ჯგუფი“-ს მოვლა - პატრონობაში არსებული, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე, დანართ N1-ში ჩამოთვლილი, 52 (ორმოცდათორმეტი) ერთეული შადრევნის და 6 (ექვსი) ერთეული წყალსაქაჩის (შემდგომში - შადრევნები და წყალსაქაჩები), ელექტრო სამონტაჟო სამუშაოები.

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

სამუშაოების აღწერა (ტექნიკური დავალება):

1.2.1 შესასრულებელი სამუშაოების ჩამონათვალი და რაოდენობა განსაზღვრულია სატენდერო დოკუმენტაციის დანართი N2-ში (შესასრულებელი სამუშაოების ხარჯთაღრიცხვა).
1.2.2 პირველ ეტაპზე, მიმწოდებელი ვალდებულია, შემსყიდველის წერილობითი დავალების მიცემიდან, სატენდერო პირობების 1.4 პუნქტის 1.4.1.1. ქვეპუნქტით განსაზღვრული ვადების დაცვით, შემსყიდველის უფლებამოსილი წარმომადგენლის/წარმომადგენლების თანდასწრებით უზრუნველყოს, წერილობით დავალებაში მითითებულ შადრევნებზე/წყალსაქაჩებზე, ხარჯთაღრიცხვის პირველი პოზიციით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულება (შადრევნებისა და წყალსაქაჩების ყველა ელ. მოწყობილობის, მათ შორის გაჟონვის რელეების, კონტაქტორების, ელ გამშვებებისა და გადამყვანების შემოწმება სპეციალური ელ. მოწყობილობების მათ შორის ანალიზატორების გამოყენებით, კარადაში არსებული ელ.მოწყობილობების კონტაქტების სპეციალური ხსნარებით დამუშავება/გაწმენდის სამუშაოები).
1.2.3 პირველი ეტაპით გათვალისწინებული სამუშაოების (ხარჯთაღრიცხვის პირველი პოზიციით გათვალისწინებული სამუშაოების) შესრულების პროცესში, თუ რომელიმე შადრევანზე ან/და წყალსაქაჩზე გამოვლინდება ხარვეზი, მიმწოდებელი ვალდებულია, შემსყიდველის უფლებამოსილ წარმომადგენელთან/წარმომადგენლებთან ერთად უზრუნველყოს გამოვლენილი ხარვეზების შესახებ დეფექტური აქტის შედგენა. შემსყიდველის უფლებამოსილი წარმომადგენლის/წარმომადგენლებისა და მიმწოდებლის მიერ ერთობლივად შედგენილი დეფექტური აქტის, ორივე მხარის მიერ ხელმოწერით დამოწმების გარეშე, მიმწოდებლის მიერ სამუშაოების დაწყების შემთხვევაში, შემსყიდველი იტოვებს უფლებას, არ აუნაზღაუროს მიმწოდებელს შესრულებული სამუშაოს ღირებულება; ამ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, დეფექტური აქტით გათვალისწინებული სამუშაოების დასრულება უნდა განხორციელდეს, სატენდერო პირობების 1.4 პუნქტის 1.4.1.3. ქვეპუნქტით განსაზღვრული ვადების დაცვით.
1.2.4 ამ პუნქტის 1.2.2. ქვეპუნქტით და საჭიროების შემთხვევაში 1.2.3 ქვეპუნქტით განსაზღვრული ქმედებების განხორციელების შემდეგ, საჭიროების შემთხვევაში, შემსყიდველი წერილობით განუსაზღვრავს მიმწოდებელს კონკრეტულ შადრევანზე ან/და წყალსაქაჩზე შესასრულებელ, კონკრეტულ ელექტრო სამონტაჟო სამუშაოებს, რომელთა დასრულება უნდა განხორციელდეს სატენდერო პირობების 1.4 პუნქტის 1.4.1.2. ქვეპუნქტით განსაზღვრული ვადების დაცვით.
1.2.5 მიმწოდებელს კონკრეტული ობიექტ(ებ)ის მისამართ(ებ)ი ეცნობება წერილობით.
1.2.6 საჭიროების შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს სამუშაო პერიმეტრის მარეგულირებელი ნიშნებით დაცვა/შემოსაზღვრა საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
1.2.7 სამუშაოს სპეციფიკისა და შემსყიდველის საჭიროებიდან გამომდინარე შემსყიდველი არ იღებს ვალდებულებას ხარჯთაღრიცხვით გათვალისწინებული სამუშაოების მოცულობების სრულად დაკვეთის შესახებ.
1.2.8 მიმწოდებელი ვალდებულია სამუშაოების წარმოებისას ინფრასტრუქტურის დაზიანების შემთხვევაში დაუყოვნებლივ აღადგინოს დაზიანებული ინფრასტრუქტურა.
1.2.9 საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული შრომის უსაფრთხოების წესების დაცვაზე, მომსახურების გაწევის პროცესში მყოფ პირთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვაზე, უსაფრთხო და ჯანსაღი სამუშაო გარემოს შექმნაზე სრულადაა პასუხისმგებელი მიმწოდებელი და ცალსახად და ინდივიდუალურად იღებს პასუხისმგებლობას ზემოაღნიშნულის დარღვევის შედეგად დამდგარ შედეგებზე;
1.2.10 მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს შემსყიდველისთვის მიყენებული ნებისმიერი სახის ზიანის ანაზღაურება.
1.2.11 ხარჯთაღრიცხვის ექსელის ფორმატის ფაილი (დანართი N2) ატვირთულია სატენდერო დოკუმენტაციასთან ერთად.
1.2.12 ხარჯთაღრიცხვის მე-10 და მე-11 პოზიციებზე მითითებულ ტუმბოებს, შემსყიდველი მიაწვდის მიმწოდებელს, შესაბამისად აღნიშნულ პოზიციებზე არ უნდა იქნეს გათვალისწინებული ტუმბოების ფასი.
1.2.13 შადრევნების და წყალსაქაჩების ჩამონათვალი, მისამართები და ელექტრო პროექტები ატვირთულია სატენდერო პირობების 1.2 პუნქტში (იხილეთ დანართები) .
1.2.14 შემსყიდველის წერილობითი შეტყობინება შესაძლებელია განხორციელდეს როგორც ელექტრონული ფოსტის ასევე ოფიციალური წერილის საშუალებით.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

1.4.1 სამუშაოების შესრულების ვადა: ხელშეკრულების გაფორმებიდან 2026 წლის 25 დეკემბრის ჩათვლით, ეტაპობრივად, შემსყიდველის საჭიროების და წერილობითი მოთხოვნის შესაბამისად, შემდეგი პირობების გათვალისწინებით:
1.4.1.1. იმ შემთხვევაში, თუ შემსყიდველის მიერ, სატენდერო პირობების 1.2 პუნქტის 1.2.2 ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულება (შადრევნებისა და წყალსაქაჩების ყველა ელ. მოწყობილობის, მათ შორის გაჟონვის რელეების, კონტაქტორების, ელ გამშვებებისა და გადამყვანების შემოწმება სპეციალური ელ. მოწყობილობების მათ შორის ანალიზატორების გამოყენებით, კარადაში არსებული ელ.მოწყობილობების კონტაქტების სპეციალური ხსნარებით დამუშავება/გაწმენდის სამუშაოები), შემსყიდველის წერილობით დავალებით მოთხოვნილი იქნება, 20-ზე მეტი რაოდენობის შადრევანზე ან/და წყალსაქაჩზე, მიმწოდებელი ვალდებულია, აღნიშნული სამუშაოების დასრულება განახორციელოს წერილობითი დავალების მიცემიდან (ჩაბარებიდან) 20 (ოცი) კალენდარული დღის ვადაში, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ შემსყიდველის მიერ, სატენდერო პირობების 1.2 პუნქტის 1.2.2 ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულება (შადრევნებისა და წყალსაქაჩების ყველა ელ. მოწყობილობის, მათ შორის გაჟონვის რელეების, კონტაქტორების, ელ გამშვებებისა და გადამყვანების შემოწმება სპეციალური ელ. მოწყობილობების მათ შორის ანალიზატორების გამოყენებით, კარადაში არსებული ელ.მოწყობილობების კონტაქტების სპეციალური ხსნარებით დამუშავება/გაწმენდის სამუშაოები), შემსყიდველის წერილობით დავალებით მოთხოვნილი იქნება, 20 ან 20-ზე ნაკლები რაოდენობის შადრევანზე ან/და წყალსაქაჩზე, მიმწოდებელი ვალდებულია, აღნიშნული სამუშაოების დასრულება განახორციელოს წერილობითი დავალების მიცემიდან (ჩაბარებიდან) 10 (ათი) კალენდარული დღის ვადაში.
1.4.1.2. სატენდერო პირობების 1.2 პუნქტის 1.2.4 ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია, შემსყიდველის წერილობითი დავალებით განსაზღვრული სამუშაოების დასრულება განახორციელოს, წერილობითი დავალების მიცემიდან (ჩაბარებიდან) 20 (ოცი) კალენდარული დღის ვადაში.
1.4.1.3. სატენდერო პირობების 1.2 პუნქტის 1.2.3 ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია სამუშაოები დაასრულოს, შემსყიდველისა და მიმწოდებლის უფლებამოსილი წარმომადგენლის/წარმომადგენლების მიერ დეფექტური აქტის ხელმოწერით დამოწმებიდან არაუგვიანეს დეფექტურ აქტში მითითებულ ვადაში, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 10 (ათი) კალენდარულ დღეს (იმ შემთხვევაში, თუ დეფექტურ აქტში სამუშაოს დასრულების ვადა მითითებული არ იქნება, აღნიშნული ვადა ავტომატურად განისაზღვრება 10 (ათი) კალენდარული დღით).

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

მიწოდების ადგილი – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორია (შპს „ეკოსერვის ჯგუფი“-ს მოვლა-პატრონობაში არსებული შადრევნები და წყალსაქაჩები).

1.6 guarantee period for the works to be performed

1.6.1 შესრულებული სამუშაოს საგარანტიო ვადაა მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან არანაკლებ 1 (ერთი) წელი.
1.6.2 სამუშაოების დასრულების შემდეგ საგარანტიო ვადის განმავლობაში რაიმე წუნის (ნაკლოვანებები, დეფექტი) აღმოჩენის შემთხვევაში, თუ დადგინდება რომ აღნიშნული წუნი (ნაკლოვანებები, დეფექტი) გამოწვეულია უხარისხო ან/და არაჯეროვანი შესრულებით, მიმწოდებელი ვალდებულია საკუთარი ხარჯებით აღმოფხვრას უხარისხოდ შესრულებული სამუშაოები შემსყიდველის მიერ განხორციელებული შეტყობინების მიღებიდან 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში.
1.6.3 შემსყიდველის მიერ დაკავებული იქნება თანხა ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების ღირებულების 2,5% ოდენობით, რომელიც წარმოადგენს მიმწოდებლის მხრიდან შესრულებული სამუშაოების გარანტიის ფინანსურ უზრუნველყოფას.
1.6.4 იმ შემთხვევაში, თუ საგარანტიო პერიოდის განმავლობაში ობიექტზე გამოვლენილი წუნის (ნაკლოვანებები, დეფექტი) გამოსწორებას მიმწოდებელი ორგანიზაცია ვერ უზრუნველყოფს ან უარს აცხადებს მათ აღმოფხვრაზე, შემსყიდველი უზრუნველყოფს წუნის (ნაკლოვანებები, დეფექტი) აღმოფხვრას შესრულებული სამუშაოს ღირებულებიდან დაკავებული 2,5%-ით, ხოლო მიმწოდებლის მიერ საბანკო გარანტიის წარმოდგენის შემთხვევაში, შეაფასებს წუნის (ნაკლოვანებები, დეფექტი) აღმოფხვრის ხარჯს და უზრუნველყოფს წარმოდგენილი საბანკო გარანტიიდან თანხის მოთხოვნას მის პროპორციულად. თუ დეფექტების აღმოფხვრის ხარჯისათვის საჭირო თანხა აღემატება საბანკო გარანტიით განსაზღვრულ თანხას, შემსყიდველი დამატებით დააკისრებს მიმწოდებელს ზემოაღნიშნული განსხვავების გადახდას, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით);

შენიშვნა: ინფორმაცია შესრულებულ სამუშაოზე საგარანტიო ვადისა და პირობების შესახებ წარმოდგენილი უნდა იქნას სატენდერო პირობების 2.9 მუხლში ატვირთული დანართი N3-ის შესაბამისად.

technical requirements

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

2.2.1.1. პრეტენდენტს, 2023 წლის 01 იანვრიდან ტექნიკური დოკუმეტაციის (მათ შორის დაზუსტებული ტექნიკური დოკუმენტაციის) ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთვის დღემდე, ჯამურად უნდა გააჩნდეს არანაკლებ შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულების 150%-ს ოდენობის, შადრევნების ან/და წყალსაქაჩების ელექტრო სამონტაჟო სამუშაოების შესრულების გამოცდილება, რომელიც ინფორმაციის სახით მოცემული უნდა იყოს დანართი N4–ით გათვალისწინებულ ცხრილში ან 2.2.1.3 პუნქტის გათვალისწინებით.
2.2.1.2. დანართი N4-ის ატვირთვა სავალდებულო არ არის;
2.2.1.3. იმ შემთხვევაში თუ დანართი N4 არ იქნება ატვირთული ან დანართ N4-ში არ იქნება ასახული ინფორმაცია CMR/SPA/NAT/MEP/DAP ნომრების შესახებ ან ასახული CMR/SPA/NAT/MEP/DAP ნომრებში მოცემული ინფორმაცია ვერ უზრუნველყოფს სატენდერო დოკუმენტაციით მოთხოვნილი გამოცდილების პრეტენდნენტის მიერ შესრულების დადასატურებას, პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ამ გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის ასლები (ხელშეკრულება და მიღება-ჩაბარების აქტი ან/და დამკვეთის მიერ დადასტურებული სხვა სახის რაიმე დოკუმენტი რომლითაც დადასტურდება პრეტენდენტის გამოცდილების სატენდერო პირობებთან შესაბამისობა).

2.9 other additional requirements

პრეტენდენტის მიერ ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთი მონაცემები:

1. ხარჯთაღრიცხვა დანართი N2–ის მიხედვით (ხარჯთაღრიცხვის წარმოუდგენლობა ან ისეთი ხარჯთაღრიცხვის წარმოდგენა, რომელშიც განუფასებელი პოზიცი(ებ)ის რაოდენობა აღემატება განსაფასებელი პოზიციების 5%-ს დაზუსტებას არ დაექვემდებარება და გამოიწვევს პრეტენდეტის დისკვალიფიკაციას).
2. გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია, სატენდერო დოკუმენტაციის 2.2.1 მუხლის შესაბამისად.
3. ინფორმაცია შესრულებულ სამუშაოზე საგარანტიო ვადისა და პირობების შესახებ დანართი N3-ის შესაბამისად.

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1.1 იმ შემთხვევაში თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, პრეტენდენტმა შემსყიდველი ორგანიზაციის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე, უნდა წარმოადგინოს (სისტემაში ატვირთოს) ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტი. ფასწარმოქმნის ადეკვატურობა, შესაძლებელია დასაბუთდეს ექსპერტიზის ან/და შესაბამის სფეროში საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილების/ აკრედიტაციის მქონე პირის მიერ გაცემული საექსპერტო ან/და აუდიტორული, ან/და საშემფასებლო დასკვნით (პრეტენდენტის მიერ, დასკვნასთან ერთად, ასევე, წარმოდგენილი უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის შესაბამისი უფლებამოსილების/აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტი). აღნიშნულის წარმოუდგენლობა ან/და უარყოფითი დასკვნის წარმოდგენა გამოიწვევს შესაბამისი პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას.
4.1.1.2 ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დადგენა უნდა განხორციელდეს ,,ტექნიკური რეგლამენტის – „სამშენებლო სამუშაოების ხარჯთაღრიცხვის ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დადგენის მეთოდიკა“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 26 სექტემბრის N439 დადგენილების შესაბამისდ.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

guarantee for assurance of contract performance

6.1 guarantees for assurance of contract performance are requested

10

6.2 guarantees are requested in case of reduction of final value by 20% or more compared to estimated value

10

6.3 duration of guarantee

ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა არანაკლებ 60 (სამოცი) კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს შესყიდვის ობიექტის მიწოდების საბოლოო ვადას (2026 წლის 25 დეკემბერს).

6.4 terms and conditions of guarantee

6.4.1 ტენდერში გამოყენებულ იქნება ხელშეკრულებების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტია, სატენდერო დოკუმენტაციის 6.1 ან 6.2 პუნქტების შესაბამისად, დანართი N5–ის მიხედვით ან დანართ N5-ში ასახული ინფორმაციის შემცველი (დანართი N5 ატვირთულია სატენდერო დოკუმენტაციის 10.1 პუნქტში).
6.4.2 უპირობო, გამოუთხოვადი ხელშეკრულების შესრულების გარანტია წარმოდგენილი უნდა იქნას საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან ან სსიპ „საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის" მიერ ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიიდან, ეროვნულ ვალუტაში - ლარში.
6.4.3 პრეტენდენტი ვალდებულია შემსყიდველ ორგანიზაციაში წარადგინოს ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტია მატერიალური სახით და სატენდერო პირობების გათვალისწინებით.

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

7.2.1 სატენდერო წინადადების ფასი უნდა მოიცავდეს სამუშაოების შესრულებასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს, მათ შორის კანონმდებლობით გათვალისწინებულ ყველა გადასახადს. ხარჯები, რომლებიც წინადადების ფასში არ იქნება გათვალისწინებული არ დაექვემდებარება ანაზღაურებას.
7.2.2 ანგარიშსწორება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორებით ლარში.
7.2.3 დაფინანსების წყარო: შპს ,,ეკოსერვის ჯგუფი“-ს 2026 წლის საკუთარი სახსრები.
7.2.4 ანგარიშსწორება განხორციელდება შემდეგი ეტაპების მიხედვით:
I ეტაპი - ფაქტიურად შესრულბული სამუშაოების შემდეგ, მიღება–ჩაბარების აქტის, მიმწოდებლისა და შემსყიდველის უფლებამოსილი პირების მიერ შედგენილი და ხელმოწერილი ფაქტიურად შესრულებული სამუშაოების აქტის (ფორმა N2) და საგადასახადო ანგარიშ–ფაქტურის (ანგარიშსწორების მომენტში დღგ-ს გადამხდელის შემთხვევაში), მიმწოდებლის მიერ წარდგენის შემდეგ, შესრულებული სამუშაოს ღირებულების 2,5%-ის დაკავებით (შემსყიდველი უფლებამოსილია არ დაუკაოს მიმწოდებელს აღნიშნული 2,5% იმ შემთხვევაში, თუ მიმწოდებელი ანგარიშსწორების დროს წარმოადგენს დასაკავებელი თანხის ოდენობის უპირობო/გამოუთხოვად საბანკო გარანტიას, რომელიც წარმოდგენილ უნდა იქნას საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან ან სსიპ „საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის" მიერ ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიიდან, ეროვნულ ვალუტაში - ლარში, რომლის მოქმედების ვადა არანაკლებ 30 კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს სამუშაოების საგარანტიო ვადას);
II ეტაპი - შესრულებული სამუშაოების ღირებულების 2,5%-ის დაკავების შემთხვევაში - დანარჩენი ფაქტიურად შესრულებული სამუშაოების ღირებულების 2,5%, საგარანტიო ვადის გასვლის შემდგომ, მიმწოდებლის წერილობითი მოთხოვნიდან 10 (ათი) სამუშაო დღეში (წერილობით მოთხოვნას თან უნდა ახლდეს შემსყიდველის მხრიდან ინსპექტირებაზე პასუხისმგებელი პირის დასტური მასზედ, რომ საგარანტიო პერიოდის განმავლობაში შესრულებულ სამუშაოს არ გამოუვლენია დეფექტი ან და გამოვლენილი დეფექტი სრულად აღმოფხვრილია მიმწოდებლის მიერ).
7.2.5 ხარჯთაღრიცხვით გაუთვალისწინებელი ხარჯების არსებობისას, მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს ასეთი ხარჯების დეტალური გაშიფვრა და დასაბუთება, რომლის საფუძველზეც მიზანშეწონილად მიჩნევის შემთხვევაში შემსყიდველის მხრიდან ინსპექტირებაზე პასუხისმგებელი პირის მიერ განხორციელდება შესასრულებელი სამუშაოების განხორცილების დადასტურება. გაუთვალისწინებლი სამუშაოების გაწევის უფლება მიმწოდებელს ეძლევა შესმყიდველის მხრიდან ინსპექტირებაზე პასუხისმგებელი პირის თანხმობის შემთხვევაში (იმ შემთხვევაში თუ მიმწოდებელი გაწევს ხარჯთაღრიცხვით გაუთვალისწინებელ სამუშაოებს ინსპექტირებაზე პასუხისმგებელი პირის თანხმობის გარეშე, მაშინ შემსყიდველი არ აუნაზღაურებს მიმწოდებელს გაუთვალისწინებელი სამუშაოების ხარჯებს).
შენიშვნა: თანხმობად ჩაითვლება ორივე მხარის მიერ დამოწმებული გაუთვალისწინებელი სამუშაოების აქტი.
7.2.6 იმ შემთხვევაში, თუ ხელშეკრულების ფასის გაზრდა გამოწვეულია სამუშაოთა მოცულობის გაზრდის გამო, გამოყენებული იქნება წინამდებარე ხელშეკრულების დანართით (ხარჯთაღრიცხვა)
გათვალისწინებული ერთეულის ფასები, ხოლო თუ აუცილებელი გახდა ხელშეკრულების დანართით (ხარჯთაღრიცხვა) გაუთვალისწინებელი სამუშაოს დამატების გამო ცვლილების განხორციელება, ასეთ
შემთხვევაში ერთეულის ფასის დაანგარიშება უნდა განხორციელდეს ცვლილების განხორციელების პერიოდისათვის არსებული საბაზრო ფასის მიხედვით (მიმწოდებლის მიერ საბაზრო ფასის დადასტურება უნდა მოხდეს ექსპერტიზის ან/და შესაბამის სფეროში საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილების/ აკრედიტაციის მქონე პირის მიერ გაცემული საექსპერტო ან/და აუდიტორული, ან/და საშემფასებლო დასკვნით).

7.3 time limits for step by step and/or final payment

ანგარიშსწორება განხორციელდება მიმწოდებლის მიერ ანგარიშსწორებისათვის საჭირო ყველა დოკუმენტაციის წარმოდგენიდან 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

გელა იაკობაშვილი, 577095553, gelaiakobashvili7@gmail.com სატენდერო დოკუმენტაციის შესახებ დამატებითი ინფორმაციისა და განმარტებების მოთხოვნის საშუალება და პროცედურა განისაზღვრება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანებით დამტკიცებული ,,ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ მე-8 მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად.

ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით საკონტაქტო პირია დავით სამხარაძე, ტელ: 551-22-88-78;

additional information/document

10.1 additional information/documents

10.1.1 ელექტრონულ ტენდერთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია წარმოდგენილ უნდა იქნეს ქართულ ენაზე. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი.
10.1.2 ტექნიკური დოკუმენტაციის განხილვისას უცხოენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის, პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია.
10.1.3 პრეტენდენტი ვალდებულია სახელმწიფო შესყიდვებში ერთიან ელექტრონულ სისტემაში დოკუმენტაციის ატვირთვისას იხელმძღვანელოს „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონისა და 10.1 პუნქტში ატვირთული სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებისას, დოკუმენტებზე კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის შესრულების ან/და დოკუმენტების კვალიფიციური ელექტრონული შტამპით დამოწმების თაობაზე სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს სახელმძღვანელო ინსტრუქციის შესაბამისად.
10.1.4 ყველგან თუკი სადმე მითითებულია კონკრეტული სასაქონლო ნიშანი, პატენტი, მოდელი, წარმოშობის წყარო ან მწარმოებელი იგულისხმება ,,მსგავსი“ ან ,,ექვივალენტური
10.1.5 პრეტენდენტს არ აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული სატენდერო წინადადება.

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tende


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2026, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru