Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Ремонт и техническое обслуживание транспортных средств и оборудования и сопутствующие услуги (Грузия - Тендер #71144782)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: JSC "Georgian Railway"
Номер конкурса: 71144782
Дата публикации: 07-03-2026


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT) По прейскуранту
Номер заявки NAT260004515
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 06.03.2026 17:42
Начало приема предложения 15.03.2026 00:00
Истекает срок принятия предложений 18.03.2026 12:00
Предполагаемая цена прейскуранта 331`238.98 GEL
Контрактная цена объекта закупки 196`595.00 GEL
Заявка должна быть представлена Без НДС
Категория закупки 50100000-Ремонт и техническое обслуживание транспортных средств и оборудования и сопутствующие услуги
Коды классификатора
  • 50112000 - Ремонт и техническое обслуживание автомобилей
Срок подачи ხელშეკრულების გაფორმებიდან 12 კალენდარული თვის განმავლობაში.
Дополнительная информация
კამაზების და ავტოამწის ტექნიკური მომსახურების შესყიდვა
Количество и объём закупок სატენდერო დოკუმენტაციის შესაბამისად
Шаг снижения цены 3`312.39 GEL
Размер гарантии 1`966 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: elena muradova :: 01.12.2025 16:48
  • Последнее исправление: elena muradova :: 06.03.2026 17:42
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=658147&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

კამაზების და ავტოამწის ტექნიკური მომსახურების შესყიდვა

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

1. ავტოსატრანსპორტო საშუალების კამაზი 65115, კამაზი 55111, კამაზი 43118, კამაზი 5320 (სახელმწიფო ნომერი: DD-735-YY; YM-059-MY; WD-501-WD; WD-510-WD; AA-860-DA) მიმდინარე შეკეთება ----- 5 ცალი;
2. ავტოამწის "მაზ-63170" (სახ. ნომერი: DD-149-KK) მიმდინარე შეკეთება ----- 1 ცალი.

გასაწევ მომსახურებაზე განსაკუთრებული მოთხოვნები:
1. ავტოსატრანსპორტო საშუალების ტექნიკური მომსახურება უნდა განხორციელდეს მიმწოდებელისა და შემსყიდველის წარმომადგენლების მიერ თითოეულ კონკრეტულ შემთხვევაში ავტოსატრანსპორტო საშუალების დათვალიერების აქტის შედგენის შემდგომ, ავტოსატრანსპორტო საშუალების ტექნიკური მომსახურების შესყიდვისას გასაწევი მომსახურების დეტალური აღწერა უნდა იყოს მოცემული შემსყიდველისა და მიმწოდებლის მიერ შედგენილი დათვალიერების აქტში, აგრეთვე მომსახურების დაწყების და დასრულების სავალდებულო ვადები სატენდერო დოკუმენტაციის 1.4.2 პუნქტით განსაზღვრული ვადების დაცვით;
2. ხელშეკრულების დადების შემდეგ, პრეისკურანტში მომსახურების რომელიმე ერთეულის არარსებობისას, აღნიშნული ერთეულის ფასი მისი შესყიდვის აუცილებლობისას, დგინდება შემსყიდველი ორგანიზაციისა და მიმწოდებლის შეთანხმებით საბაზრო ფასის გათვალისწინებით. ასეთ შემთხვევაში, პრეისკურანტში შესაბამისი საქონლის/მომსახურების ერთეულის არარსებობით გამოწვეული შესყიდვის ხვედრითი წილი არ შეიძლება აღემატებოდეს მიმწოდებლის მიერ ელექტრონული ვაჭრობის შედეგად დაფიქსირებული პრეისკურანტის საბოლოო ჯამური ღირებულების 10%-ს;
3. ავტოსატრანსპორტო საშუალების შეცვლილი დაზიანებული სათადარიგო ნაწილები უნდა შეესაბამებოდეს პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილ განფასების ცხრილში მითითებულ შესაბამისი საქონლის დასახელებას/მომსახურებას და ფასს;
4. შეცვლილი დეტალი/ნაწილი უბრუნდება შემსყიდველს, მხარეებს შორის გაფორმებული შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე და რჩება შემსყიდველის საკუთრებაში;
5. ავტოსატრანსპორტო საშუალების მიწოდებას სერვისცენტრში უზრუნველყოფს შემსყიდველი;
6. ავტოსატრანსპორტო საშუალების მიმწოდებლისთვის გადაცემის შემდეგ, შემსყიდველისა და მიმწოდებლის უფლებამოსილ პირებს შორის გაფორმდება ავტოსატრანსპორტო საშუალების ვიზუალური და ტექნიკური დათვალიერების აქტი;
7. შემსყიდველი უფლებამოსილია ნებისმიერ ეტაპზე განახორციელოს კონტროლი და უშუალოდ დაესწროს სარემონტო სამუშაოების პროცესს;
8. მიმწოდებელმა შემსყიდველს მომსახურება უნდა გაუწიოს რიგის გარეშე.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

1.4.1. ხელშეკრულების გაფორმებიდან 12 კალენდარული თვის განმავლობაში.
1.4.2. მიმწოდებელმა ტექნიკური მომსახურების (რემონტი) განხორციელება კვანძებზე (ძრავი, გადაცემათა კოლოფი, გამაძლიერებელი, წამყვანი ხიდი) უნდა უზრუნველყოს, მხარეებს შორის შესაბამისი დათვალიერების აქტის შედგენიდან, არაუმეტეს 20 კალენდარული დღის განმავლობაში, ხოლო სხვა დანარჩენ შემთხვევაში - აღნიშნული აქტის შედგენიდან არაუმეტეს 5 სამუშაო დღის განმავლობაში.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

პრეტენდენტის მიერ მითითებული უნდა იყოს კონკრეტული მისამართები სატენდერო დოკუმენტაციის 2.3.1 პუნქტის გათვალიწინებით.

1.7.1 requirement related to guarantee period

საგარანტიო ვადასთან დაკავშირებული მოთხოვნები:
1. ავტოსატრანსპორტო საშუალების შეკეთებისა და მომსახურებისთვის გამოყენებული სათადარიგო ნაწილები უნდა იყოს ახალი, ექსპლუაციაში არმყოფი (გამონაკლის შემთხვევაში შემსყიდველთან შეთანხმების საფუძველზე შესაძლებელია დაყენდეს მეორადი ან მოხდეს მისი აღდგენა (ამ შემთხვევაში, ფასი დგინდება მხარეთა შორის შეთანხმებით, საბაზრო ფასის გათვალისწინებით)) ქარხნული, არ უნდა ავლენდეს დეფექტებს, რაზედაც მიმწოდებელმა უნდა გაავრცელოს 6 (ექვსი) თვიანი გარანტია.
2. საგარანტიო ვადის განმავლობაში მიმწოდებელი პასუხისმგებელია წუნდებული საქონლის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) გამოცვლაზე და შესაბამისი მომსახურების გაწევის განხორციელებაზე, შემსყიდველის მხრიდან რაიმე დამატებითი ხარჯების გაწევის გარეშე შეტყობინების მიღებიდან არაუგვიანეს 10 (ათი) კალენდარული დღის განმავლობაში.

technical requirements

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

პრეტენდენტს უნდა გააჩნდეს მაღალი გამავლობის არანაკლებ 8000 კგ ტვირთამწეობის სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური მომსახურების გაწევის გამოცდილება, რაზედაც უნდა წარმოადგინოს შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი: ხელშეკრულებ(ებ)ა და ამავე ხელშეკრულებ(ებ)ის სრულად შესრულების მიღება-ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი ან/და აღნიშნული დოკუმენტაციის შესახებ მითითება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ერთიანი ელექტრონული სისტემის შესაბამის შესყიდვის ნომრებზე (მაგ: NAT/CMR/SPA/MEP/DAP).

შენიშვნა: იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტი გამოცდილების სახით წარმოადგენს არასახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულებებსა (კერძო სამართლის სუბიექტთან გაფორმებული) და მათი შესრულების დოკუმენტაციას, პრეტენდენტმა დამატებით უნდა წარმოადგინოს გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი ან დადასტურებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა.

2.3.1 requirement related to material and technical support of a tenderer

1) პრეტენდენტს საკუთრებაში ან/და მფლობელობაში (სარგებლობის უფლებით) უნდა გააჩნდეს სერვის-ცენტრ(ებ)ი არანაკლებ ორ ქალაქში (თბილისი, ხაშური და სამტრედია), რაზედაც მან უნდა წარმოადგინოს საკუთრების (ამონაწერი საჯარო რეესტრიდან) ან/და სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი (ხელშეკრულება, შეთახმება ან სხვა ექვივალენტური დოკუმენტი). საკუთრების ან/და სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტის მოქმედი უნდა იყოს აღნიშნული ტენდერის ფარგლებში გაფორმებული ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში.
2) პრეტენდენტს ყველა სერვისცენტრში უნდა შეეძლოს/გააჩნდეს შემდეგი სახის მოწყობილობების და ტექ-მომსახურების განხორციელება:
* მინიმუმ ორი ბოქსი, განკუთვნილი 8000 კგ და მეტი ტვირთამწეობის სატვირთო ავტომანქანებისთვის;
* მინიმუმ ერთი ამწე მექანიზმი;
* ელექტრო სისტემის კომპიუტერული დიაგნოსტისკა;
* ვულკანიზაციის, ბალანსირების და დისკების გასწორების აპარატი
* თვლების შეყრის კომპიუტერული დიაგნოსტიკის აპარატი (რაზვალის აპარატი)
* ძრავის დიაგნოსტირება და კაპიტალური შეკეთება.
* გადაცემეთა კოლოფის და ხიდების კაპიტალური შეკეთება.
* საწვავის სისტემის დიაგნოსტირება და შეკეთება.
* ძრავის ზეთის შეცვლა და ავტომატური გადაცემათა კოლოფის ზეთის შეცვლა შესაბამისი აპარატით.
* მიმწოდებელს პირველადი მოთხოვნის მარაგი ყველა სერვისცენტრში უნდა გააჩნდეს ადგილზე: ზეთი, ანტიფრიზი, ფილტრები, ხუნდები.
* სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალებების პროფილაქტიკური და დიაგნოსტიკური მომსახურება, მათ შორის სათადარიგო ნაწილების შეკეთება ან/და შეცვლა.
შენიშვნა: შემსყიდველი იტოვებს უფლებას გამარჯვებულად გამოვლენამდე მისთვის ხელსაყრელი მეთოდით/საშუალებით გადაამოწმოს ტენდერში მონაწილე პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის შესაბამისობა წინამდებარე სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრულ მოთხოვნებთან და შეუსაბამობის აღმოჩენის შემთხვევაში, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, განახორციელოს მისი დისკვალიფიკაცია ტექნიკური დოკუმენტაციის დაზუსტების მექანიზმის გამოყენების გარეშე.

2.9 other additional requirements

1. პრეტენდენტის მიერ ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთი მონაცემები:
1.1. ფასების ცხრილი დანართი N1-ის შესაბამისად (პუნქტი 1.3);
1.2. დანართი N2 - პრეისკურანტი (პუნქტი 1.3);
შენიშვნა:
- პრეტენდენტის მიერ, „წინადადების მიღება დასრულებულია“ ეტაპზე, სატენდერო დოკუმენტაციის პრეისკურანტის წარმოუდგენლობა ან განუფასებლად წარმოდგენა ან ისეთი პრეიკურანტის წარმოდგენა, რომელშიც განუფასებელი პოზიცი(ებ)ის რაოდენობა აღემატება განსაფასებელი პოზიციების 5%-ს ან არსებითად შეუსაბამო პრეისკურანტის წარმოდგენა (არსებით შეუსაბამობაში იგულისხმება, თუ პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი ერთეულის ფას(ებ)ი აღემატება შემსყიდველის მიერ პრეისკურანტის შესაბამის გრაფაში მითითებულ ერთეულის სავარაუდო ფას(ებ)ს და ასეთი პოზიციების რაოდენობა აღემატება სრული პრეისკურანტის პოზიციების საერთო რაოდენობის 5%-ს), დაზუსტების მექანიზმის გამოყენების გარეშე გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას;
- სასურველია პრეტენდენტის მიერ განფასება (ფასების ცხრილი დანართი N1 და პრეისკურანტი - დანართი N2) წარმოდგენილ იქნას „MS Excel“ ფორმატით. იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი იქნება დანართი №1 (ფასების ცხრილი) და დანართი №2 (პრეისკურანტი), როგორც „MS Excel“, ასევე „PDF“ ფორმატით, სატენდერო კომისია განიხილავს მხოლოდ „MS Excel“ ფორმატით წარმოდგენილ დოკუმენტს;
1.3. ინფორმაცია საგარანტიო ვადის შესახებ (პუნქტი 1.7.1);
1.4. გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი (პუნქტი 2.2.1);
1.5. ინფორმაცია მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შესახებ (პუნქტი 2.3.1).

შენიშვნა:
1) სატენდერო დოკუმენტაციით მოთხოვნილი,ელექტრონულ სისტემაში ატვირთული პრეტენდენტის მიერ შექმნილი ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია ,,ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, სავალდებულოა დამოწმებული/დადასტურებული იყოს კვალიფიციური ხელმოწერით ან/და კვალიფიციური შტამპით. ამასთანავე, ხელმოწერა უნდა განხორციელდეს შესაბამისი უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების შემთხვევაში ატვირთული უნდა იქნეს მინდობილობა). გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სატენდერო დოკუმენტაციის 2.9 პუნქტის პირველი ქვეპუნქტით მოთხოვნილი ფასების ცხრილი (დანართი N1), პრეტენდენტის მიერ სისტემაში წარმოდგენილი იქნება „MS Excel“-ის ფორმატში.
2) ,,ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნტქით გათვალისწინებული ვალდებულება არ ვრცელდება სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში „მიმწოდებლად“ რეგისტრირებულ არარეზიდენტ მომხმარებლებზე (საქართველოს მთავრობის განკარგულება №24, 15.01.2021წ.)

2. წინადადების ფასი:
2.1 სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში (შემდგომში – „სისტემა“) შესყიდვის პროცედურები ხორციელდება საქართველოს კანონის „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანებით დამტკიცებული "ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ შესაბამისად;
2.2 წინადადების ფასი გამოსახული და დაფიქსირებული უნდა იყოს ეროვნულ ვალუტაში (ელექტრონული ტენდერის შესაბამის ველში) საქართველოს კანონმდებლობით განსაზრვრული ყველა გადასახდელის გათვალისწინებით. წინადადების ფასი შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში (შემდგომში – სისტემა) მითითებული უნდა იქნეს დღგ-ს გარეშე.
2.3 ხარჯები, რომლებიც სატენდერო წინადადების ფასში არ იქნება გათვალისწინებული, არ დაექვემდებარება ანაზღაურებას.
2.4 შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ ხელშეკრულების ღირებულებაში გათვალისწინებული იქნება წინადადების ფასის დღგ-ს შესაბამისი ოდენობა, თუ ხელშეკრულების დადების მომენტისათვის პრეტენდენტი არის დღგ-ს გადამხდელი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად (იმ შემთხვევაში, თუ მიმწოდებელი ხელშეკრულების გაფორმების შემდგომ გახდა დღგ-ს გადამხდელი სუბიექტი, დღგ-ს თანხის დამატებით გათვალისწინება ხელშეკრულების ღირებულებაში არ განხორციელდება);
2.5 გამარჯვებულ პრეტენდენტთან ხელშეკრულება გაფორმდება აშშ დოლარში, შემსყიდველის მიერ სისტემაში ატვირთული წერილობითი მოთხოვნით პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი წინადადების მიღების დასრულების დღეს ეროვნული ბანკის მიერ დაფიქსირებული ოფიციალური გაცვლითი კურსის შესაბამისად დაკორექტირებული ფასების ცხრილის (აშშ დოლარში) მიხედვით, ხოლო ანგარიშწორება განხორციელდება ეროვნულ ვალუტაში (რეზიდენტი პირების შემთხვევაში) მიღება-ჩაბარების დღეს ეროვნული ბანკის მიერ დაფიქსირებული ოფიციალური გაცვლითი კურსის შესაბამისად.
2.6 პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს განფასება პრეისკურანტით განსაზღვრულ სათადარიგო ნაწილებისა და მომსახურების ყველა სახეობაზე. განსაფასებელ დანართი N1 (პრეისკურანტში) მითითებული მომსახურების ფასი უნდა მოიცავდეს კონკრეტული მომსახურების გაწევასთან დაკავშირებულ ყველა თანმდევი მომსახურების ღირებულებას.
2.7 ელექტრონული ვაჭრობა გაიმართება დანართი №1-ით განსაზღვრული პრეისკურანტის ჯამურ სავარაუდო ღირებულებაზე. პრეტენდენტის მიერ ერთიან ელექტრონულ სისტემაში დაფიქსირებული პრეისკურანტის საბოლოო ჯამურ ღირებულებასა და წინამდებარე ტენდერის ფარგლებში შემსყიდველის მიერ განსაზღვრული პრეისკურანტის ჯამურ ღირებულებას შორის სხვაობის შემთხვევაში, პრეტენდენტის მიერ პრეისკურანტში დაფიქსირებული ერთეულის ღირებულებები დაკლებულ უნდა იქნას პროპორციულად პრეისკურანტის თითოეულ პოზიციაზე (იგულისხმება თითოეული განსაფასებელი გრაფა), სატენდერო დოკუმენტაციაში მოცემული პრეისკურანტის ზღვრული ერთეულის ფასებიდან, არანაკლებ ერთიან ელექტრონულ სისტემაში შემსყიდველის მიერ განსაზღვრული პრეისკურანტის ჯამურ ღირებულებასა და პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებულ წინადადების საბოლოო ფასს შორის არსებული სხვაობის შესაბამისი პროცენტული ოდენობით.
2.8 პრეისკურანტში ნულით განფასებული სათადარიგო ნაწილები და მომსახურება შემსყიდველის მიერ არ ანაზღაურდება. თუ პრეტენდენტი გეგმავს რომელიმე პოზიციაზე საქონელი და მომსახურება მიაწოდოს უფასოდ, ერთეულის ფასის შესაბამის გრაფაში უნდა ჩაიწეროს „0“ ან „0.00“. შესაბამისად, დაზუსტებას არ ექვემდებარება ტექნიკური დოკუმენტაცია, თუ სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნ(ებ)ის შესაბამისად, არ არის წარდგენილი პრეისკურანტი ან წარდგენილ პრეისკურანტში განუფასებელი პოზიციების რაოდენობა აღემატება განსაფასებელი პრეისკურანტების პოზიციების 5%-ს.

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1.1 იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, პრეტენდენტი ვალდებულია უზრუნველყოს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთება შემსყიდველის მიერ განსაზღვრულ ვადაში. დასაბუთება შესაძლებელია განხორციელდეს სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ გაცემული საექსპერტო დასკვნით ან/და შესაბამისი უფლებამოსილების მქონე აუდიტის მიერ გაცემული აუდიტორული დასკვნით ან/და აკრედიტაციის მქონე პირის მიერ გაცემული საექსპერტო დასკვნით (იმ შემთხვევაში, თუ დასკვნის გამცემი ორგანო არ იქნება სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო, დასკვნასთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის შესაბამისი უფლებამოსილების/აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტი) ან/და შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებით პრეტენდენტის მიერ გაფორმებული ხელშეკრულებით ან/და ანგარიშ-ფაქტურით ან/და ინვოისით ან/და სასაქონლო ზედნადებით ან/და საბაჟო დეკლარაციით, რომელიც ადასტურებს პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებულ ფასად დასადები ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობას (წარმოდგენილი დოკუმენტით შესაძლებელი უნდა იყოს პრეტენდენტის მიერ შემოთავაზებული საქონლის იდენტიფიცირება მწარმოებლით (ან/და სასაქონლო ნიშნით), წარმოშობის ქვეყნით და მოდელით (ასეთის არსებობის შემთხვევაში)).
4.1.1.2 დასკვნის წარმოუდგენლობა ან/და უარყოფითი დასკვნის წარმოდგენა გამოიწვევს შესაბამისი პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას.
4.1.1.3 ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ით ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობა უნდა დასტურდებოდეს, როგორც პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებული წინადადების ფასთან (პრეისკურანტის ჯამურ ღირებულებასთან), ასევე პრეისკურანტის ერთეულებთან მიმართებით.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

guarantee for assurance of contract performance

6.6.1 substantiation of the necessity of requiring the guarantee for assurance of contract performance

წინამდებარე ტენდერში ხელშეკრულების უზრუნველყოფის გარანტიის მოთხოვნა განხორციელდა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანებით დამტკიცებული „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ N34-ე მუხლი პირველი პუნქტის შესაბამისად.

6.6.2 percentage of guarantees

5 Процентов

6.6.3 amount of guarantee in case of reduction of final value by 20% or more compared to estimated value

10 Процентов

6.6.4 guarantee period

მოქმედების ვადა 10%-იანი გარანტიის შემთხვევაში 100 კალენდარული დღით, ხოლო 5%-იანი გარანტიის შემთხვევაში 50 კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების საბოლოო შესრულების ვადას.

6.6.5 terms and conditions of guarantee

გამარჯვებულად გამოვლენის შემთხვევაში, თუ ხელშეკრულებ(ებ)ის საერთო ღირებულება შეადგენს ან აღემატება 200 000 ლარს ტენდერში გამარჯვებულმა მიმწოდებელმა ხელშეკრულების გაფორმებამდე უნდა წარმოადგინოს ხელშეკრულების უზრუნველყოფის გარანტია საქართველოს რეზიდენტი საბანკო ან/და სადაზღვეო დაწესებულებიდან აშშ დოლარში (არარეზიდენტი პირების მიერ დასაშვებია უცხოური ბანკის მიერ გაცემული საბანკო გარანტია, რომელიც დამოწმებული უნდა იქნას საქართველოში მოქმედი საბანკო დაწესებულების მიერ) ხელშეკრულებ(ებ)ის ღირებულების (დღგ-ს ჩათვლით) 5%-ის ოდენობით (იმ შემთხვევაში თუ ტენდერში ელექტრონული ვაჭრობის შედეგად გამარჯვებული მიმწოდებლის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ზე მეტით დაბალია შესაბამისი ტენდერის შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, მიმწოდებელი ვალდებულია წარმოადგინოს ხელშეკრულების შესრულების გარანტია ხელშეკრულების ღირებულების (დღგ-ს ჩათვლით) 10%-ის ოდენობით), რომლის მოქმედების ვადა 10%-იანი გარანტიის შემთხვევაში 100 კალენდარული დღით, ხოლო 5%-იანი გარანტიის შემთხვევაში 50 კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების საბოლოო შესრულების ვადას.
/
ხელშეკრულების შესრულების საგარანტიო უზრუნველყოფა
(გარანტია)
ნიმუში (ასეთის არსებობის შემთხვევაში)
ვის:
(შემსყიდველის დასახელება)
მხედველობაში ვიღებთ რა, რომ
(მიმწოდებლის დასახელება)
შემდგომში “მიმწოდებელმა” ტენდერში წარდგენილი თავისი
(ტენდერის დასახელება)
სატენდერო წინადადების შესაბამისად იკისრა ვალდებულება წარმოადგინოს გარანტია მასზე დაკისრებული ვალდებულებების შესრულების გარანტიის სახით ხელშეკრულებაში მითითებულ თანხაზე, ჩვენ, გარანტი, თანახმა ვართ გავცეთ პრინციპალის (მიმწოდებლის) სახელზე ზემოთ აღნიშნული გარანტია.
ამასთან დაკავშირებით, ვადასტურებთ, რომ ვართ გარანტები და პასუხისმგებლები თქვენს წინაშე პრინციპალის
(მიმწოდებლის) სახელით საერთო თანხაზე აშშ დოლარი და ვკისრულობთ ზემო
(თანხა ციფრებით) (თანხა სიტყვებით)
აღნიშნული თანხის გადახდას პრინციპალის (მიმწოდებლის) მიერ ხელშეკრულების პირობების დარღვევის საფუძველზე თქვენი პირველივე წერილობითი მოთხოვნისთანავე.
მოთხოვნა საგარანტიო თანხის ანაზღაურებაზე ბენეფიციარის მიერ წარმოდგენილ უნდა იქნეს ხელმოწერილი და ბეჭდით დადასტურებული წერილობითი ფორმით, სადაც მითითებული იქნება მოთხოვნილი თანხა და განმარტებული უნდა იყოს კონკრეტულად პრინციპიალსა და ბენეფიციარს შორის გაფორმებული ხელშეკრულების რა პირობები იქნა დარღვეული პრინციპალის მხრიდან.
აღნიშნულიდან გამომდინარე ნებისმიერი თხოვნა ან პრეტენზია, წარმოდგენულ უნდა იქნეს გარანტიის ვადის გასვლამდე.
(ბანკის/სადაზღვეო კომპანიის დასახელება და მისამართი)
გარანტია ავტომატურად უქმდება
• საბანკო გარანტიის ვადის გასვლით.
• ბენეფიციარის მიერ გარანტიიდან გამომდინარე თავის უფლებებზე წერილობით უარის თქმისა და
გარანტიის ორიგინალის გარანტისათვის დაბრუნებისას.
გარანტების ხელმოწერა და ბეჭედი
*წინამდებარე გარანტიის მოქმედების ვადა 50 დღით უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების საბოლოო შესრულები ვადას.

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

დაიშვება ეტაპობრივი ანგარიშსწორება

7.3 time limits for step by step and/or final payment

ანგარიშსწორება განხორციელდება საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე, მიმწოდებლის მიერ შემსყიდველისთვის ანგარიშ-ფაქტურის წარმოდგენიდან 10 საბანკო დღის ვადაში (იმ შემთხვევაში, თუ მიმწოდებელი არ წარმოადგენს დღგ-ს გადამხდელს, ანგარიშსწორება განხორციელდება მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 10 საბანკო დღის ვადაში).

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

ელენა მურადოვა, 593144721, elena.muradova@railway.ge .
სატენდერო კომისიის აპარატის უფროსი:
მედეა ყანჩაველი ტელ: (995 32) 219-91-04; 558-99-85-66

მთავარი სპეციალისტი: ნინო ასიტაშვილი ტელ: (995 32) 219-98-27; 557-52-60-61
მთავარი სპეციალისტი: კახა ბერძენიშვილი ტელ: (995 32) 219-97-75; 595-99-35-82
მთავარი სპეციალისტი: მარიამ ნადირაძე ტელ: (995 32) 219-91-04; 577-96-70-96

ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით დაუკავშირდით ნიკოლოზ სანაიას, ტელ.: 591-19-06-16

additional information/document

10.1 additional information/documents

1. სხვა მოთხოვნა:
1.1 პრეტენდენტს უფლება აქვს წარმოადგინოს მხოლოდ ერთი სატენდერო წინადადება;
1.2 სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების ფორმა და პირობები მოცემულია სატენდერო დოკუმენტაციაში (პუნქტი 8.1), რომელიცხელშეკრულების დადების მომენტისათვის დაზუსტდება სატენდერო წინადადების შესაბამისად.
1.3 სატენდერო დოკუმენტაციით მოთხოვნილი, ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთი ყველა დოკუმენტ(ებ)ი წარმოდგენილ უნდა იქნესქართულ ენაზე; დოკუმენტების სხვა ენაზე წარდგენის შემთხვევაში, მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი.დოკუმენტთან დაკავშირებული სადავო საკითხ(ებ)ის გადაწყვეტისას უცხოურენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ შესრულებულ თარგმანსშორის პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია;
1.4 ტენდერში მონაწილეობის მიღებით, პრეტენდენტი ადასტურებს მის თანხმობას ამ სატენდერო დოკუმენტაციაში მოცემული პირობებისშესრულებაზე, იმის მიუხედავად, შეიცავს თუ

Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2026, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru