Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Земляное оборудование, землеройные машины и их запасные части (Грузия - Тендер #71144777)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: Self-city Kutaisi City Hall
Номер конкурса: 71144777
Дата публикации: 07-03-2026
Сумма контракта: 450 238


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT260004520
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 06.03.2026 17:48
Начало приема предложения 02.04.2026 00:00
Истекает срок принятия предложений 07.04.2026 12:00
Предполагаемая цена закупки 450`238.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 43200000-Земляное оборудование, землеройные машины и их запасные части
Коды классификатора
  • 43221000 - Дорожные грейдеры
Срок подачи იხილეთ სატენდერო დოკუმენტაცია
Дополнительная информация
წინამდებარე სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრულ შესყიდვის ობიექტს წარმოადგენს ამავე სატენდერო დოკუმენტაციის დანართი №1-ით განსაზღვრული ტექნიკური მახასიათებლების მქონე ერთი ერთეული ავტოგრეიდერი, საგარანტიო პერიოდის განმავლობაში გეგმიური ფლობის კომპონენტების გათვალისწინებით

Procurement type Electronic Tender Without Reverse Auction(NAT)
Procuring entities Kutaisi City Hall
Procurement announcement date: 06.03.2026 17:48
Bids accepted from 02.04.2026 00:00
Deadline for bid submission 07.04.2026 12:00
Financing 2026 Funds (year)
Estimated value of procurement 450`238.00 GEL
Bid must be submitted Including VAT
Classifier (CPV) code
• 43200000 - Earthmoving and excavating machinery, and associated parts
Classifier (CPV) code and specific procurement object
• 43221000 - Road graders
Subject: State Procurement of Vehicles for refuse

Amount or Volume of Procurement: As per bidding documents
Supply Period: As per bidding documents

Supply Period 2026 Year
Bid reduction step 9`000.00 GEL
Guarantee amount 4`502 GEL
Guarantee validity period 160 Day
Количество и объём закупок იხილეთ სატენდერო დოკუმენტაცია
Шаг снижения цены 9`000.00 GEL
Размер гарантии 4`502 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: irakli adeishvili :: 06.03.2026 10:47
  • Последнее исправление: tsismardi maghlaperidze :: 06.03.2026 17:56
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=676253&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

წინამდებარე სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრულ შესყიდვის ობიექტს წარმოადგენს ამავე სატენდერო დოკუმენტაციის დანართი №1-ით განსაზღვრული ტექნიკური მახასიათებლების მქონე ერთი ერთეული ავტოგრეიდერი, საგარანტიო პერიოდის განმავლობაში გეგმიური ფლობის კომპონენტების გათვალისწინებით.

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

1.2.1 შესასყიდი საქონლის რაოდენობაა 1 ერთეული.

1.2.2 შემოთავაზებული ავტოგრეიდერი უნდა იყოს:
ა) ახალი
ბ) არანაკლებ 2025 წლის გამოშვების
გ) ექსპლუატაციაში არმყოფი
დ) ნივთობრივად და უფლებრივად უნაკლო
ე) განბაჟებული.

პრეტენდენტმა სისტემაში უნდა ატვირთოს მის მიერ შემოთავაზებული საქონლის ტექნიკური მახასიათებლები წინამდებარე სატენდერო დოკუმენტაციის დანართი №1-ის შესაბამისად, ასევე შემოთავაზებული საქონლის ვიზუალი, ფოტოს ან ვებ-ბმულის (ლინკის) სახით.

1.2.3 ერთი ერთეული ავტოგრეიდერის ჯამური ღირებულება ითვალისწინებს ერთი ერთეული ავტოგრეიდერის შესყიდვის ღირებულების და 2 წელი ან 3000 მოტო საათი, რომელიც ადრე შესრულდება, მაგრამ არაუგვიანეს საგარანტიო პერიოდის განმავლობაში, მისი გეგმიური ფლობის ღირებულების (წარმოდგენილს გეგმიური ფლობის კომპონენტების მიხედვით) ჯამს.

1.2.4 პრეტენდენტმა სატენდერო წინადადების ფასი უნდა წარმოადგინოს დანართი N2-ის შესაბამისად, რომელშიც წარმოდგენილი 1 (ერთი) ერთეული ავტოგრეიდერის გეგმიური ფლობის ღირებულება ითვალისწინებს მისი ფლობის ღირებულებას 2 წელზე ან 3000 მოტო საათზე, რომელიც ადრე შესრულდება, მაგრამ არაუგვიანეს 1.7.1. პუნქტით გათვალისწინებული საგარანტიო პერიოდის ამოწურვისა.

1.2.5 პრეტენდენტი უფლებამოსილია დანართი N2-ში დაამატოს/განსაზღვროს და განაფასოს მწარმოებლის მიერ განსაზღვრული გეგმიური ფლობის კომპონენტები, რომლის შესყიდვაც განხორციელდება წინამდებარე სატენდერო დოკუმენტაციის 1.7.1 პუნტქტით განსაზღვრული სრული საგარანტიო პერიოდის განმავლობაში.

1.2.6 გამარჯვებული პრეტენდენტის წარმოდგენილი დანართი N2-ით გათვალისწინებული გეგმიური ფლობის კომპონენტების განფასება ძალაში იქნება წინამდებარე სატენდერო დოკუმენტაციის 1.7.1 პუნქტით გათვალისწინებული საგარანტიო პერიოდის ამოწურვამდე ფლობის განმავლობაში - არანაკლებ 2 წელი ან 3000 მოტო საათი, (რომელიც უფრო ადრე დადგება).

1.2.7 იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტს დანართი N2-ში არ აქვს გათვალისწინებული (განფასებული) გეგმიური ფლობის რომელიმე კომპონენტი, რომელიც მწარმოებლის მიერ განსაზღვრულია გეგმიური ფლობის კომპონენტად, გამარჯვებული პრეტენდენტი ვალდებულია, ასეთი კომპონენტების შეცვლა ან/და მომსახურება განახორციელოს უსასყიდლოდ, წინამდებარე სატენდერო დოკუმენტაციის 1.7.1 პუნქტით განსაზღვრული საგარანტიო პერიოდის ამოწურვამდე.

1.2.8. მიმწოდებლის მიერ საქონლის მიწოდება უნდა განხორციელდეს საკუთარი ხარჯებით, შემსყიდველის მიერ მითითებულ შემდეგ მისამართზე: ქ. ქუთაისი, ავტომშენებლის ქ.#55.
1.2.9. სსიპ შსს მომსახურების სააგენტოში გადაფორმება და მასთან დაკავშირებული ყველა სხვა ხარჯის ანაზღაურება მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს საკუთარი სახსრებით.
1.2.10. ავტოგრეიდერს სავალდებულოა მოყვეს მათი გამოყენების (ექსპლოატაციის) სახელმძღვანელო.
1.2.11. მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს ავტოგრეიდერის უკან გაწვევა იმ შემთხვევაში, თუ ექსკავატორ-დამტვირთელის მწარმოებელი ქარხანა საწარმოო დეფექტის აღმოჩენის შემთხვევაში, შესაბამისი ხარვეზ(ებ)ის აღმოფხვრის მიზნით განახორციელებს ავტოგრეიდერი უკან გაწვევას.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

1.4.1 ავტოგრეიდერის მიწოდება უნდა განხორციელდეს ხელშეკრულების გაფორმებიდან 150 კალენდარული დღის განმავლობაში.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

1.5.1. მიმწოდებელი ვალდებულია ავტოგრეიდერის მიწოდება განახორციელოს შემდეგ მისამართზე: ქ. ქუთაისი, ავტომშენებლის ქ. №55.

1.5.2. სატენდერო დოკუმენტაციის 1.4 პუნქტში განსაზღვრულ ვადაში მიმწოდებელმა ავტოგრეიდერის მიწოდება უნდა უზრუნველყოფს საკუთარი ხარჯებით საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ყველა სახის გადასახადის, მოსაკრებლის ჩათვლით, მათ შორის, განბაჟებისა და სახელმწიფო რეგისტრაციის (შემსყიდველზე გადაფორმებისა და სტანდარტული ფასის სახელმწიფო სანომრე ნიშნების ჩათვლით) ხარჯების ჩათვლით.

1.5.3. პრეტენდენტს საკუთრებაში ან სარგებლობაში უნდა გააჩნდეს, მწარმოებლის მიერ ავტორიზებული/ლიცენზირებული, სერვის ცენტრი საქართველოს ტერიტორიაზე (მათ შორის ქუთაისის საზღვრებში ან/და საზღვებიდან 5 კმ.-ის რადიუსში) სადაც საჭიროების შემთხვევაში ავტოგრეიდერის სერვისი განხორციელდება მწარმოებლის მიერ დადგენილი (რეკომენდირებული) ექსპლუატაციის, როგორც მიმდინარე, ასევე ყოველდღიური/რეგულარული მომსახურება და რემონტი და ასევე, შესაძლებელია ყავდეს მობილური სერვის ჯგუფი, რომელიც საგარანტიო პერიოდის განმავლობაში, რეგლამენტირებული და საგარანტიო მომსახურება უნდა გაწიოს საკუთარი სახსრებით, შემსყიდველის მიმართვიდან არაუმეტეს 10 კალენდარული დღის ვადაში.

პრეტენდენტმა ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით უნდა წარმოადგინოს მწარმოებლ(ებ)ის ოფიციალური წერილობითი ინფორმაცია, სადაც მითითებული იქნება ინფორმაცია სერვისცენტრ(ებ)ის მისამართ(ებ)ის შესახებ. შემსყიდველი უფლებამოსილია ნებისმიერ ეტაპზე ადგილზე შეამოწმოს პრეტენდენტის სერვისცენტრი სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრულ პირობებთან მისი შესაბამისობის დადგენის მიზნით.

1.5.4. იმ შემთხვევაში, თუ რეგლამენტირებულ და საგარანტიო მომსახურებას ვერ განახორციელებს მობილური სერვის ჯგუფი, სერვის-ცენტრამდე და უკან ტრანსპორტირების ხარჯები უნდა ანაზღაურდეს მიმწოდებელის მიერ.

1.5.5. პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს საკონტაქტო ინფორმაცია (მისამართი, სამუშაო საათები და ა.შ.) შემოთავაზებული სერვის ცენტრ(ებ)ის შესახებ.

1.7.1 requirement related to guarantee period

1.7.1.1 მიმწოდებელი ვალდებულია, გაავრცელოს გარანტია მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან არანაკლებ 2 წელი ან 3000 მოტო საათი, რომელიც ადრე შესრულდება.

გარანტია არ ვრცელდება ცვეთად ნაწილებზე (მაგალითად: ზეთი, ფილტრები, ხუნდები, შუშის საწმენდი ჯაგრისები, ელექტრომცველები).

1.7.1.2 ავტოგრეიდერის სრული საგარანტიო პერიოდის განმავლობაში გამოვლენილი ყველანაირი დეფექტი ან/და დაზიანება უნდა გამოსწორდეს ავტორიზებულ/ლიცენზირებულ სერვისცენტრში ან მობილური სერვის ჯგუფის მიერ, გონივრულ ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს 30 (ოცდაათი) კალენდარული დღისა.

1.7.1.3 იმ შემთხვევაში, თუ საგარანტიო პერიოდის განმავლობაში, მიმწოდებელი ვერ განახორციელებს რეგლამენტირებული და საგარანტიო მომსახურების გაწევას მისი მობილური სერვის ჯგუფით, მიმწოდებელმა უნდა განახორციელოს ავტოგრეიდერს ტრანსპორტირება ავტორიზებულ/ლიცენზირებულ სერვისცენტრამდე საკუთარი სახსრებით, შემსყიდველის მიმართვიდან არაუმეტეს 10 კალენდარული დღის ვადაში.

1.7.1.4 წინამდებარე სატენდერო დოკუმენტაციის 1.7.1.1 პუნქტით გათვალისწინებული ავტოგრეიდერის სრული საგარანტიო პერიოდის განმავლობაში, მიმწოდებელი პასუხისმგებელია ავტოგრეიდერს ნებისმიერი სახის ტექნიკურ დეფექტზე/ზიანზე, რომელიც გამოწვეულია ავტოგრეიდერის შემადგენელი კომპონენტების წუნის გამო.

1.7.1.5 წინამდებარე სატენდერო დოკუმენტაციის 1.7.1.1 პუნქტით გათვალისწინებული სრული საგარანტიო პერიოდის განმავლობაში ავტოგრეიდერის შეკეთება უნდა განხორციელდეს პრეტენდენტის მიერ ტენდერში მითითებულ ავტორიზებულ/ლიცენზირებულ სერვისცენტრე(ებ)ში ან მისი სერვის ჯგუფის მიერ, რათა არ მოხდეს ავტოგრეიდერის გარანტიის პირობების ცვლილება ან გარანტიიდან მოხსნა.

1.7.1.6 მიღების დროს ავტოგრეიდერის გამოვლენილი ნებისმიერი წუნის/დეფექტის/ხარვეზის შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია სატენდერო დოკუმენტაციის 1.4.1. პუნქტით განსაზღვრული ვადის ამოწურვიდან არაუმეტეს 90 კალენდარული დღის განმავლობაში შეაკეთოს/შეცვალოს ახლით წუნის/დეფექტის/ხარვეზის მქონე ავტოგრეიდერი. ამასთან, მიწოდების ვადის გადაცილებისთვის შემსყიდველი უფლებამოსილია მიმწოდებელს დააკისროს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სანქცია.

1.7.1.7 საგარანტიო პირობებით განსაზღვრული მოთხოვნები ძალაშია მთელი საგარანტიო ვადის განმავლობაში, მიუხედავად ავტოგრეიდერის შესყიდვის ხელშეკრულების მოქმედების ვადის ამოწურვისა. ამასთან, საგარანტიო პერიოდში ტექ-მომსახურების გაწევისას გამოყენებული სათადარიგო ნაწილები და საცხებ-საპოხი მასალები უნდა იყოს ახალი (ექსპლუატაციაში არმყოფი) და მწარმოებლის მიერ რეკომენდირებული.

technical requirements

2.1.1 requirement regarding the trademark, patent, model, source of origin and/or manufacturer of the object of procurement

2.1.1.1. პრეტენდენტმა შემოთავაზებული ავტოგრეიდერის ინფორმაცია წარმოების ქვეყნის, მწარმოებლის ან/და ბრენდისა და მარკა ან/და მოდელის შესახებ უნდა მიუთითოს დანართი N2-ში.

2.1.1.2 იმ შემთხვევაში, თუ სატენდერო წინადადებით წარმოდგენილ დანართი N2-ში არ იქნება მითითებული შემოთავაზებული ავტოგრეიდერის ინფორმაცია წარმოების ქვეყნის, მწარმოებლის ან/და ბრენდის და მარკა ან/და მოდელის დასახელება, პრეტენდენტი დაექვემდებარება დისკვალიფიკაციას. ავტოგრეიდერის წარმოების ქვეყნის, მწარმოებლის ან/და ბრენდის და მარკა ან/და მოდელის შესახებ ინფორმაცია არ ექვემდებარება ცვლილებას და უნდა იყოს საბოლოო, წინააღმდეგ შემთხვევაში პრეტენდენტი ასევე დაექვემდებარება დისკვალიფიკაციას.

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

2.2.1.1 პრეტენდენტს 2022 წლის პირველი იანვრიდან, ტენდერის გამოცხადების დღემდე უნდა ჰქონდეს მიწოდებული ახალი, ექსპლოატაციაში არმყოფი მძიმე სპეცტექნიკა ევროკავშირის ან/და ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) წევრ ქვეყანაში ან/და საქართველოს ტერიტორიაზე.
2.2.1.2 სატენდერო დოკუმენტაციის 2.2.1.1 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნის დასადასტურებლად, ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით წარმოდგენილ უნდა იქნას შესაბამისი დამადასტურებილი ხელშეკრულებ(ები)ა, ხელშეკრულებ(ებ)ის შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტ(ებ)ი და დადასტურებული ანგარიშ-ფაქტურ(ები)ა. სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებ(ებ)ის არსებობის შემთხვევაში, თუ მოცემული დოკუმენტები ატვირთულია სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში, საკმარისია შესაბამისი განცხადების ნომრ(ებ)ის (SPA, NAT, DAP, CMR) წარმოდგენა.

2.3.1 requirement related to material and technical support of a tenderer

2.3.1.1. პრეტენდენტს საკუთრებაში ან სარგებლობაში უნდა გააჩნდეს, მწარმოებლის მიერ ავტორიზებული/ლიცენზირებული, სერვის ცენტრი საქართველოს ტერიტორიაზე (მათ შორის ქუთაისის საზღვრებში ან/და საზღვებიდან 5 კმ.-ის რადიუსში) სადაც საჭიროების შემთხვევაში ავტოგრეიდერის სერვისი განხორციელდება მწარმოებლის მიერ დადგენილი (რეკომენდირებული) ექსპლუატაციის, როგორც მიმდინარე, ასევე ყოველდღიური/რეგულარული მომსახურება და რემონტი და ასევე, შესაძლებელია ყავდეს მობილური სერვის ჯგუფი, რომელიც საგარანტიო პერიოდის განმავლობაში, რეგლამენტირებული და საგარანტიო მომსახურება უნდა გაწიოს საკუთარი სახსრებით, შემსყიდველის მიმართვიდან არაუმეტეს 10 კალენდარული დღის ვადაში.

პრეტენდენტმა ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით უნდა წარმოადგინოს მწარმოებლ(ებ)ის ოფიციალური წერილობითი ინფორმაცია, სადაც მითითებული იქნება ინფორმაცია სერვისცენტრ(ებ)ის მისამართ(ებ)ის შესახებ. შემსყიდველი უფლებამოსილია ნებისმიერ ეტაპზე ადგილზე შეამოწმოს პრეტენდენტის სერვისცენტრი სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრულ პირობებთან მისი შესაბამისობის დადგენის მიზნით.

2.7.1 requirement related to licensing, standards, accreditation, conformity of quality and other documentation

2.7.1.1 პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს მოსაწოდებელი საქონლის (ავტოგრეიდერი) ოფიციალური (ქარხნული) ტექნიკური მახასიათებლები;

2.9 other additional requirements

2.9.1 მიმწოდებელი ვალდებულია ქართულ ან ინგლისურ ენაზე ავტოგრეიდერის ექსპლუატაციის სახელმძღვანელო წარუდგინოს შემსყიდველს მიწოდების დროს.

2.9.2 იმ შემთხვევაში, თუ შემსყიდველი ორგანიზაცია გადაწყვეტს, რომ შესყიდულ ავტოგრეიდერზე დაამონტაჟოს ნებისმიერი დამატებითი მოწყობილობა/აღჭურვილობა, იგი ვალდებულია მიმართოს მიმწოდებელს აღნიშნულის თაობაზე წერილობითი ფორმით, ხოლო მიმწოდებელი ვალდებულია მიმართვიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღის განმავლობაში მიაწოდოს შემსყიდველ ორგანიზაციას სრული და ამომწურავი წერილობითი ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ რა სტანდარტების შესაბამისად და ნორმების დაცვით უნდა განხორციელდეს შესაბამისი დამატებითი მოწყობილობის/აღჭურვილობის მონტაჟი, რათა არ დაირღვეს საგარანტიო პირობები და ძალაში დარჩეს საგარანტიო მომსახურება. იმ შემთხვევაში თუ მიმწოდებელი უარს განაცხადებს შემსყიდველის მიერ მოთხოვნილი დამატებითი მოწყობილობის/აღჭურვილობის მონტაჟის თაობაზე, აღნიშნული უნდა განახორციელოს შესაბამისი დასაბუთებული წერილობითი ფორმით, შემსყიდველის მიმართვიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღის განმავლობაში.

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

1. იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, შემსყიდველი ორგანიზაცია პრეტენდენტისაგან ითხოვს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებას, რაზეც პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნას ექსპერტიზის დასკვნა. ექსპერტიზის დასკვნას თან უნდა ერთვოდეს სატენდერო ფასების ცხრილი (ხარჯთაღრიცხვა).

2. ფასწარმოქმნის ადეკვატურობა შესაძლებელია დასაბუთდეს ექსპერტიზის/აუდიტორული/საშემფასებლო დასკვნით.

3. ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტით ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობა უნდა დასტურდებოდეს, როგორც პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებული წინადადების ფასთან (ფასების ცხრილის ჯამურ ღირებულებასთან), ასევე ფასების ცხრილში მითითებულ ერთეულებთან მიმართებაში.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

document(s) showing registration/legal data

5.1.2 for a legal entity

(1) ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან;
(2) ცნობა მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან რომ არ ხორციელდება იურიდიული პირის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
(3) ცნობა საქართველოს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან, იურიდიული პირის ქონებაზე საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის (ყადაღის) არარსებობის შესახებ;
(4) ცნობა ბიუჯეტის მიმართ დავალიანების არარსებობის შესახებ საიდანაც უნდა იკვეთებოდეს რომ პრეტენდენტს არ გააჩნია დავალიანება ბიუჯეტის მიმართ, გარდა იმ შემთხვევებისა: 1. თუ პრეტენდენტს გაფორმებული აქვს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 292-ე მუხლით განსაზღვრული საგადასახადო შეთანხმება, სრულად იმ თანხის გადახდაზე, რომელიც უფიქსირდება აღიარებულ საგადასახადო დავალიანებაში (პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს შესაბამისის საგადასახადო შეთანხმების დამადასტურებელი დოკუმენტი) და ასევე 2. თუ პრეტენდნეტს აქვს არაღიარებული დავალიანება, მაგრამ ერიცხება სალდირებული ზედმეტობა არანაკლებ არაღიარებული დავალიანების ოდენობით (უნდა ფიქსირდებოდეს ბიუჯეტის მიმართ დავალიანების არასრებობის შესახებ წარმოდსადგენ ცნობაში).

5.1.3 for an individual entrepreneur

(1) პირადობის მოწმობის ან პასპორტის ასლი;
(2) ცნობა საქართველოს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან, ფიზიკური პირის ქონებაზე საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის (ყადაღის) არარსებობის შესახებ;
(3) ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან;
(4) ცნობა ბიუჯეტის მიმართ დავალიანების არარსებობის შესახებ საიდანაც უნდა იკვეთებოდეს რომ პრეტენდენტს არ გააჩნია დავალიანება ბიუჯეტის მიმართ, გარდა იმ შემთხვევებისა: 1. თუ პრეტენდენტს გაფორმებული აქვს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 292-ე მუხლით განსაზღვრული საგადასახადო შეთანხმება, სრულად იმ თანხის გადახდაზე, რომელიც უფიქსირდება აღიარებულ საგადასახადო დავალიანებაში (პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს შესაბამისის საგადასახადო შეთანხმების დამადასტურებელი დოკუმენტი) და ასევე 2. თუ პრეტენდნეტს აქვს არაღიარებული დავალიანება, მაგრამ ერიცხება სალდირებული ზედმეტობა არანაკლებ არაღიარებული დავალიანების ოდენობით (უნდა ფიქსირდებოდეს ბიუჯეტის მიმართ დავალიანების არასრებობის შესახებ წარმოდსადგენ ცნობაში).

5.1.4 for a physical entit

(1) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
(2) ცნობა შესაბამისი ადმინისტრაციული დაწესებულებიდან მოვალეთა რეესტრში რეგისტრაციის არარსებობის შესახებ.

5.1.5 for a partnership

უშუალოდ ამხანაგობისთვის:

(1) ამონაწერი გადამხდელთა რეესტრიდან;
(2) ცნობა ბიუჯეტის მიმართ დავალიანების არარსებობის შესახებ საიდანაც უნდა იკვეთებოდეს რომ პრეტენდენტს არ გააჩნია დავალიანება ბიუჯეტის მიმართ, გარდა იმ შემთხვევებისა: 1. თუ პრეტენდენტს გაფორმებული აქვს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 292-ე მუხლით განსაზღვრული საგადასახადო შეთანხმება, სრულად იმ თანხის გადახდაზე, რომელიც უფიქსირდება აღიარებულ საგადასახადო დავალიანებაში (პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს შესაბამისის საგადასახადო შეთანხმების დამადასტურებელი დოკუმენტი) და ასევე 2. თუ პრეტენდნეტს აქვს არაღიარებული დავალიანება, მაგრამ ერიცხება სალდირებული ზედმეტობა არანაკლებ არაღიარებული დავალიანების ოდენობით (უნდა ფიქსირდებოდეს ბიუჯეტის მიმართ დავალიანების არასრებობის შესახებ წარმოდსადგენ ცნობაში).

ამხანაგობის წევრებისთვის:

(1) ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან
(2) ცნობა ბიუჯეტის მიმართ დავალიანების არარსებობის შესახებ საიდანაც უნდა იკვეთებოდეს რომ პრეტენდენტს არ გააჩნია დავალიანება ბიუჯეტის მიმართ, გარდა იმ შემთხვევებისა: 1. თუ პრეტენდენტს გაფორმებული აქვს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 292-ე მუხლით განსაზღვრული საგადასახადო შეთანხმება, სრულად იმ თანხის გადახდაზე, რომელიც უფიქსირდება აღიარებულ საგადასახადო დავალიანებაში (პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს შესაბამისის საგადასახადო შეთანხმების დამადასტურებელი დოკუმენტი) და ასევე 2. თუ პრეტენდნეტს აქვს არაღიარებული დავალიანება, მაგრამ ერიცხება სალდირებული ზედმეტობა არანაკლებ არაღიარებული დავალიანების ოდენობით (უნდა ფიქსირდებოდეს ბიუჯეტის მიმართ დავალიანების არასრებობის შესახებ წარმოდსადგენ ცნობაში).

შენიშვნა: სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტები შემსყიდველ ორგანიზაციას წარედგინება, როგორც ამხანაგობის, ასევე მისი წევრების შესახებ.

5.1.6 for a non-resident

(1) არარეზიდენტი იურიდიული პირის შემთხვევაში, პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს5.1.2 პუნქტის (1),(2),(3),(4) ქვეპუნქტებით განსაზღვრული დოკუმენტები (ცნობები), რომლებიც დამოწმებული უნდა იყოს კანონმდებლობით დადგენილი წესით (ლეგალიზებული ან აპოსტილით დამოწმებული) და მას თან უნდა ერთვოდეს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი.
(2) არარეზიდენტი ფიზიკური პირის შემთხვევაში, პრეტენდენტმა უნდა წარმოადგნოს5.1.4 პუნქტის (1),(2) ქვეპუნქტებით განსაზღვრული დოკუმენტები, რომლებიც (ცნობები) უნდა იყოს დამოწმებული კანონმდებლობით დადგენილი წესით (ლეგალიზებული ან აპოსტილით დამოწმებული) და მას თან უნდა ერთვოდეს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი.

5.1.7 for a representation/branch

იმ შემთხვევაში თუ პრეტენდენტი არის უცხოური საწარმოს წარმომადგენელი ან/და ფილიალი საქართველოში, ვალდებულია ერთობლივად წარმოადგინოს, როგორც თავისი, ასევე სათაო კომპანიის 5.1.2 პუნქტის (1),(2),(3),(4) ქვეპუნქტებით განსაზღვრული დოკუმენტები. აღნიშნული დოკუმენტები დამოწმებული უნდა იყოს კანონმდებლობით დადგენილი წესით (ლეგალიზებული ან აპოსტილით დამოწმებული) და მას თან უნდა ერთვოდეს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი.

guarantee for assurance of contract performance

6.1 guarantees for assurance of contract performance are requested

5 Процентов

6.2 guarantees are requested in case of reduction of final value by 20% or more compared to estimated value

10 Процентов

6.3 duration of guarantee

ხელშეკრულების უზრუნველყოფის გარანტიის მოქმედების ვადა არანაკლებ 60 კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს საქონლის მიწოდების დასრულების ვადას.

6.4 terms and conditions of guarantee

(1) გარანტია წარმოდგენილი უნდა იყოს, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად საბანკო ან სადაზღვევო დაწესებულების მიერ ეროვნულ ვალუტაში - ლარში, (ან უცხო ქვეყნის საბანკო დაწესებულებიდან, რომელიც გადაზღვეული იქნება საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულების მიერ) შემდეგი ფორმის დაცვით: დაბეჭდილი გარანტიის გამცემი დაწესებულების ტიტულიან ფურცელზე (ბლანკი), ხელმოწერილი უფლებამოსილი პირის მიერ და ბეჭედდასმული, დანართი N3-ში მოცემული პირობების შესაბამისად.

terms of payment

7.1.1 amount of the sum to be paid in advance and terms for its payment

1) მოთხოვნის შემთხვევაში შესაძლებელია განხორციელდეს წინასწარი (საავანსო) ანგარიშსწორება, ხელშეკრულების ღირებულების არაუმეტეს 50%-ის ოდენობით, რაზეც წარმოდგენილი უნდა იქნეს სსიპ - საქართველოს ეროვნული ბანკის ან სსიპ - საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულების ან სადაზღვევო ორგანიზაციის მიერ გაცემული წინასწარ გადასახდელი თანხის იდენტური ოდენობის გარანტია;
2) წარმოდგენილი გარანტიის მოქმედების ვადა 60 (სამოცი) კალენდარული დღით უნდა აღემატ

Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2026, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru