Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Ремонт и техническое обслуживание транспортных средств и оборудования и сопутствующие услуги (Грузия - Тендер #71124055)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: LTD tchiatura transport company
Номер конкурса: 71124055
Дата публикации: 05-03-2026


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер(SPA) По прейскуранту
Номер заявки SPA260000226
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 05.03.2026 16:06
Начало приема предложения 11.03.2026 00:00
Истекает срок принятия предложений 13.03.2026 13:00
Предполагаемая цена прейскуранта 880`465.00 GEL
Контрактная цена объекта закупки 30`000.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 50100000-Ремонт и техническое обслуживание транспортных средств и оборудования и сопутствующие услуги
Коды классификатора
  • 50113000 - Ремонт и техническое обслуживание автобусов
Срок подачи 2026 წლის 31 დეკემბრის ჩთვლით
Дополнительная информация
Количество и объём закупок იხილეთ სატენდერო დოკუმენტაციაში
Шаг снижения цены 7`500.00 GEL
Размер гарантии 300 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: zurab tsartsidze :: 02.03.2026 08:55
  • Последнее исправление: zurab tsartsidze :: 05.03.2026 16:06
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=675545&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

“ISUZU”-ს მარკის „NOVOCITI LIFE”-ის მოდელის M3 კატეგორიის ავტობუსების ტექნიკური მომსახურება ( 2026 წლის სახსრები).
1. ISUZU NOVOCITI - 2023წ - TF712TF - NNAM0BVLN02005135
2. ISUZU NOVOCITI - 2023წ - TF713TF - NNAM0BVLN02005145
3. ISUZU NOVOCITI - 2023წ - TF714TF - NNAM0BVLN02005137
4. ISUZU NOVOCITI - 2023წ - TF715TF - NNAM0BVLN02005132

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

1.2.1 პრეტენდენტმა უნდა უზრუნველყოს:

ა)ISUZU”-ს მარკის „NOVOCITI LIFE”-ის მოდელის M3 კატეგორიის ავტობუსების ტექნიკური მომსახურება სათადარიგო ნაწილების შეკეთება და გეგმიური სერვისის განხორციელება.

1.2.2. ავტობუსების უწყვეტი და უსაფრთხო ექსპლუატაცია (იმ პირობის გათვალისწინებით, საშუალოდ თითოეული ავტობუსი გადის 5000 კმ თვეში).

1.2.3. ავტობუსების ტექნიკური მდგომარეობის დროული (იხ. „მომსახურების მოცულობა“) პროფილაქტიკა,შპს,,ჭიათურის სატრანსპორტო კომპანია"-ს (შემდგომში სააგენტო) მიერ წარდგენილი მოთხოვნების შესაბამისად.

1.2.4. სახელმწიფო ტექნიკური დათვალიერების ყველა ვადის წინ, დეტალური ტექნიკური შემოწმების ჩატარება კომპანიის თანამშრომლებთან ერთად, რაც ნიშნავს სახელმწიფო ტექნიკური დათვალიერების უზრუნველყოფას და უპრობლემოდ გავლას.

სათადარიგო ნაწილები

•მისაწოდებელი ავტონაწილები უნდა იყოს ქარხნული წარმოების, ახალი, თავსებადი უნდა იყოს ISUZU NOVOCITI - საქალაქო ავტობუსთან.

ტენდერში გამარჯვებული პრეტენდენტი მომსახურებას განახორციელებს შემსყიდველის კუთვნილ ბოქსებში მაგრამ თავად უნდა გააჩნდეს კომპიუტერული დიაგნოსტიკის აპარატი (ლიცენზირებული პროგრამული უზრუნვეყოფით), განშლადობის გასასწორებელი დანადგარი, კონდიციონერის დასატუმბი აპარატი, ძრავის ამოსაღები ამწე, ავტო-ამწეები, შემსყიდველს გააჩნია ბაზა, მაგრამ პრეტენდენტს უნდა გააჩნდეს მომსახურების გაწევისთვის ყველა საჭირო თანამედროვე აპარატურა და დანადგარები, რომლებიც აუცილებელია აღნიშნულ ტენდერში მონაწილეობისა და მის ფარგლებში გასაზღვრული სამუშაოების/სერვისების სრულყოფილად შესასრულებლად.
დაზიანების ხარისხიდან გამომდინარე პრეტენდენსტს აქვს უფლება დაზიანებული აგრეგატი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე (ძრავი, ტრანსმისია და ხიდები) შეაკეთოს შემსყიდველის კუთვნილი ბოქსების გარეთ.


პრეტენდენტმა უნდა მიუთითოს ფასი განსაფასებელი პრეისკურანტის_დანართი 1 ჩამონათვალში მოცემულ სათადარიგო ნაწილების და მომსახურების ყველა სახეობაზე, რომლებიც არ უნდა აღემატებოდეს შემსყიდველის მიერ განსაფასებელ პრეისკურანტში_დანართი 1 მითითებულ თითოეულ პოზიციაზე სავარაუდო მაქსიმალურ ღირებულებებს. პრეისკურანტში ნულით განფასებული სათადარიგო ნაწილები და მომსახურება შემსყიდველის მიერ არ ანაზღაურდება და ჩაითვლება, რომ ამ სათადარიგო ნაწილებისა და მომსახურების ღირებულება დაიფარება სხვა სათადარიგო ნაწილებისა და მომსახურების ხარჯზე.

ავტობუსების მომსახურება უნდა განხორციელდეს მიმწოდებელსა და შემსყიდველს შორის თითოეულ კონკრეტულ შემთხვევაში დეფექტური აქტის შედგენის შემდეგ, რომელშიც მითითებული უნდა იყოს გასაწევი მომსახურების ან/და ასეთი მომსახურებისათვის საჭირო საქონლის (სათადარიგო ნაწილების) დეტალური აღწერა, აგრეთვე, მომსახურების დაწყებისა და დასრულების ვადები.
თუ ხელშეკრულების დადების შემდეგ, ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში აღმოჩნდება, რომ პრეისკურანტში_დანართი 1 არ არსებობს რომელიმე სახის მომსახურება, აღნიშნული მომსახურების ერთეულის ფასი მისი შესყიდვის აუცილებლობისას, დადგინდება შემსყიდველი ორგანიზაციისა და მიმწოდებლის შეთანხმებით საბაზრო ფასის გათვალისწინებით. ასეთ შემთხვევაში პრეისკურანტში შესაბამისი მომსახურების ერთეულის არარსებობით გამოწვეული შესყიდვის ხვედრითი წილი არ შეიძლება აღემატებოდეს მიმწოდებლის მიერ ელექტრონული ვაჭრობის შედეგად დაფიქსირებული პრეისკურანტის საბოლოო ჯამური ღირებულების 10%-ს.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

1.4 მომსახურება უნდა განხორციელდეს ეტაპობრივად, ხელშეკრულების ძალაში შესვლის დღიდან
- 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.

მომსახურების გაწევა უნდა მოხდეს დაუყოვნებლად, შემსყიდველი მიერ ავტობუსის დაზიანების შესახებ დეფექტური აქტის წარდგენის მომენტიდან, მომწოდებელი ვალდებულია 48 საათის განმავლობაში
შეისწავლოს დაზიანების ხარისხი, მოცულობა და დაადასტუროს აღნიშნული დეფექტური აქტი.

მნიშვნელოვანი დაზიანების შემთხვევაში ეს დრო შეიძლება გაიზარდოს 120 საათამდე.
ტერმინი „ავტობუსის მნიშვნელოვანი დაზიანება“ ნიშნავს ისეთ მექანიკურ, სტრუქტურულ ან ტექნიკურ დაზიანებას, რომელიც გავლენას ახდენს ავტობუსის უსაფრთხოებაზე, გამართულ მუშაობასა და ექსპლუატაციაზე. ძარის (კორპუსის) მთავარი კონსტრუქციული ელემენტების დეფორმაცია — ჩარჩო, საყრდენი ბოძები, ჭერის ან იატაკის ბზარები; სამუხრუჭე სისტემის სერიოზული დაზიანება; საჭის მექანიზმის გაუმართაობა; ძრავის ან გადაცემათა კოლოფის მნიშვნელოვანი მწყობრიდან გამოსვლა, რაც აფერხებს გადაადგილებას; საწვავის, ჰაერის ან ჰიდრავლიკური სისტემის გაჟონვა, რაც ქმნის ხანძრის ან ავარიის საფრთხეს; მგზავრთა კარის ან ფანჯრების დაზიანება, რაც ზღუდავს ევაკუაციის უსაფრთხოებას; ვტობუსის ჩარჩოს კოროზია ან ბზარი, რომელიც არღვევს სიმტკიცეს.

დეფექტური აქტის გამოცემიდან დაზიანებული ნაწილების მოწოდება და დაზიანების აღმოფხვრა უნდა მოხდეს 10 კალენდარული დღის განმავლობაში, ხოლო თუ დაზიანება ეხება (ძრავს, ტრანსმისიას და საკიდარს) დაზიანების აღმოფხვრის ვადა შეიძლება გაიზარდოს 15 კალენდარულ დღემდე.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური მომსახურების გაწევა უნდა განხორციელდეს შემსყიდველის ბოქსში, ჭიათურა, 26 მაისის ქN3.

1.7.1 requirement related to guarantee period

1.7.1.1. ექსპლუატაციის პირობების დაცვის შემთხვევაში (თუ არ აღინიშნება გარეგანი მექანიკური ზემოქმედებით გამოწვეული დაზიანება) მიმწოდებლის მიერ გაწეულ ტექ-მომსახურებზე, ახალ (არამეორად), ნაწილებზე გარანტია უნდა ვრცელდებოდეს არანაკლებ 3 თვე.

1.7.1.2. დეფექტის გამოვლენის შემთხვევაში მიმწოდებელი უზრუნველყოფს წუნდებული (უხარისხო) საქონლის შეცვლას შეტყობინების მიღებიდან არაუგვიანეს 10 (ათი) კალენდარული დღის ვადაში.

1.7.1.3 საგარანტიო პერიოდში, ავტომანქანის სათადარიგო ნაწილზე/გაწეულ მომსახურებაზე დეფექტის/ნაკლის/წუნის/ხარვეზის გამოვლენის შემთხვევაში, ხელშეკრულების მოქმედების ნებისმიერ ეტაპზე და ასევე, მისი მოქმედების დასრულების შემდგომ მიმწოდებელი ვალდებულია შეტყობინების მიღებიდან არაუგვიანეს სატენდერო დოკუმენტაციის 1.4 პუნქტით განსაზღვრული მომსახურების გაწევის შესაბამისი ვადებისა ნაკლის/წუნის გამოსწორების მიზნით შეცვალოს იგი ახალი სათადარიგო ნაწილით, - შემსყიდველის მხრიდან დამატებითი დანახარჯების გაწევის გარეშე. ხოლო, საგარანტიო პირობებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე მიმწოდებლის მხრიდან უარის თქმის შემთხვევაში, შემსყიდველი უფლებამოსილია მიმწოდებელს ჩაატარებინოს ავტოტექნიკური ექსპერტიზა აკრედიტებულ საექსპერტო დაწესებულებაში-სათადარიგო ნაწილის/გაწეული მომსახურების ხარისხის/ვარგისიანობის/დაზიანების გამომწვევი მიზეზის დასადგენად, - შემსყიდველის მხრიდან დამატებითი დანახარჯების გაწევის გარეშე. აღნიშნულ შემთხვევაში ექსპერტიზის ჩატარების ვადად განისაზღვრება დეფექტური აქტის შედგენიდან/გახსნიდან 15 (თხუთმეტი) სამუშაო დღე. მიმწოდებლის მხრიდან საგარანტიო პირობებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, შემსყიდველი უფლებამოსილია მოსთხოვოს მიმწოდებელს შესაბამისი ხარჯების ანაზღაურება.
(1.7.1 პუნქტით მოთხოვნილი ინფორმაციის წარმოდგენა სავალდებულოა).

technical requirements

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

პრეტენდენტს 2023 წლიდან ელექტრონული ტენდერის (აუქციონის გარეშე) სტატუსის - „წინადადებების მიღება მთავრდება“ თარიღის ჩათვლით უნდა გააჩნდეს M3 კატეგორიის ავტობუსების ტექნიკური მომსახურების გამოცდილება, ჯამური თანხით არანაკლებ 500000 (ხუთასი ათასი) ლარის ოდენობით, რომლის დამადასტურებელი დოკუმენტები - შესრულებული ხელშეკრულებ(ებ)ა და ამავე ხელშეკრულებ(ებ)ის მიღება-ჩაბარების აქტ(ებ)ი და დადასტურებული საგადასახადო ანგარიშფაქტურები/საგადახდო დავალებები ან/და ინფორმაცია შესაბამისი სატენდერო განცხადების ნომრების მითითებით უნდა ატვირთოს ერთიან ელექტრონულ სისტემაში.

2.3.1 requirement related to material and technical support of a tenderer

უნდა გააჩნდეს კომპიუტერული დიაგნოსტიკის აპარატი (ლიცენზირებული პროგრამული უზრუნვეყოფით), განშლადობის გასასწორებელი დანადგარი, კონდიციონერის დასატუმბი აპარატი, ძრავის ამოსაღები ამწე, ავტო-ამწეები, შემსყიდველს გააჩნია ბაზა, მაგრამ პრეტენდენტს უნდა გააჩნდეს მომსახურების გაწევისთვის ყველა საჭირო თანამედროვე აპარატურა და დანადგარები, რომლებიც აუცილებელია აღნიშნულ ტენდერში მონაწილეობისა და მის ფარგლებში გასაზღვრული სამუშაოების/სერვისების სრულყოფილად შესასრულებლად.

2.5.1 requirement related to the time limits for supplying goods/providing services/performing works (timeline)

მომსახურების მიწოდება უნდა განხორციელდეს შემსყიდველის მხრიდან მისი მოთხოვნიდან არაუმეტეს 48 საათში. იმ შემთხვევაში, თუ მიმწოდებელი მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო(მაგალითად თუ სათადარიგო ნაწილი საქართველოს ტერიტორიაზე არ არის, ელოდება განბაჟებას ან მწარმოებლის ოფიციალურ ჩართულობას) ვერ ახორციელებს მომსახურების აღნიშნულ ვადაში მიწოდებას, ვალდებულია წერილობითი ფორმით დეტალურად განუმარტოს შემყიდველს წარმოქმნილი შეფერხების ხასიათი და შინაარსი.

2.8.1 requirements related to a sub-contractor

პრეტენდენტმა წერილობით უნდა აცნობოს შემსყიდველს მოცემული ხელშეკრულების ფარგლებში, ყველა ქვეკონტრაქტორთან დადებული ხელშეკრულებების შესახებ და მიიღოს მისგან წერილობითი თანხმობა;
2. ხელშეკრულების ფარგლებში ყველა ქვეკონტრაქტორთან დადებული ხელშეკრულების ასლი უნდა წარედგინოს შემსყიდველს.
3. ქვეკონტრაქორ(ებ)ის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობით ან არაჯეროვანი შესრულებით დამდგარ შედეგზე შემსყიდველის წინაშე პასუხისმგებელია მხოლოდ მიმწოდებელი.
4. ქვეკონტრაქტორ(ებ)ი (ფიზიკური ან/და იურიდიული პირ(ებ)ი) არ უნდა იყოს რეგისტრირებული სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე არაკეთილსინდისიერ პირთა რეესტრში – „შავი სია“
5. ხელშეკრულებით განსაზღვრული მომსახურების ქვეკონტრაქტორ(ებ)ზე გადაცემით მიმწოდებელი არ თავისუფლდება ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებ(ებ)ისგან და აღნიშნული მომსახურების შესრულებაზე შემყიდველთან პასუხისმგებელია მიმწოდებელი.

2.9 other additional requirements

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, შემსყიდველი ორგანიზაცია პრეტენდენტისაგან ითხოვს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებას, რაზეც პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნას ექსპერტიზის ან/და აუდიტის დასკვნა (დასკვნასთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი) ან/და შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებით პრეტენდენტის მიერ გაფორმებული ხელშეკრულება ან/და ანგარიშფაქტურა ან/და ინვოისი, რომლებშიც უნდა დასტურდებოდეს ტენდერში პრეტენდენტის მიერ ატვირთულ საბოლოო ფასების ცხრილში დაფიქსირებული ერთეულის ფასის და ჯამური ღირებულების ადეკვატურობა. ექსპერტიზის ან/და აუდიტის დასკვნის წარმოდგენის შემთხვევაში უნდა დასტურდებოდეს (ტექსტობრივად მკაფიოდ უნდა იკვეთებოდეს) ტენდერში პრეტენდენტის მიერ ატვირთულ საბოლოო ფასების ცხრილში (შესაბამისი ტენდერის უნიკალური ნომრის მითითებით) დაფიქსირებული ერთეულის ფასით და აგრეთვე ჯამური ღირებულებით ამავე ფასების ცხრილით განსაზღვრული საქონლის მიწოდების შესაძლებლობა. ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებაზე ვრცელდება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანების მე-18 მუხლის მე-6, მე-7 პუნქტებისა და 28-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტებით განსაზღვრული წესები.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

ანგარიშსწორება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების წესით, ლარში, ფაქტიურად გაწეული მომსახურების შესაბამისად.

7.3 time limits for step by step and/or final payment

ანგარიშსწორება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების წესით, ფაქტიურად გაწეული მომსახურების შესაბამისად გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტის და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი საგადასახადო დოკუმენტაციის წარდგენიდან 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

ზურაბ ცარციძე, 551444144, tchiaturatranscompani@gmail.com საკონტაქტო პირი: მამუკა კენჭოშვილი 593282233

additional information/document

10.1 additional information/documents

1. სატენდერო წინადადების საერთო და ერთეულის ფასი წარმოდგენილ უნდა იყოს მხოლოდ ლარებში;

2.სატენდერო წინადადების ფასი ( პრეისკურანტი) წარმოდგენილი უნდა იქნას მომსახურების გაწევასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯსა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ გადასახადებს (დღგ-ს ჩათვლით).

3. პრეტენდენტს უფლება აქვს წარმოადგინოს მხოლოდ ერთი სატენდერო წინადადება.

4. თუ მომსახურების პროცესში აღმოჩნდება, რომ საჭიროა ისეთი მომსახურების ან/და სათადარიგო ნაწილის მიწოდება, რომლის ფასიც განსაზღვრული არ არის დანართი №2-ით, ასეთ შემთხვევაში მხარეები იხელმძღვანელებენ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანებით დამტკიცებული ,,ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ მე-11 მუხლის მე-5 პუნქტით დადგენილი წესის შესაბამისად

6 სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების ფორმა და პირობები მოცემულია სატენდერო დოკუმენტაციაში, რომელიც ხელშეკრულების დადების მომენტისათვის დაზუსტდება სატენდერო წინადადების შესაბამისად.

7.სატენდერო კომისიის მიერ პრეტენდენტი დისკვალიფიცირებული იქნება ტენდერიდან (დაზუსტების გარეშე), თუ არ იქნება წარმოდგენილი ტექნიკური დოკუმენტაციის 1.3 პუნქტით გათვალისწინებული პრეისკურანტები.

8.პრეტენდენტი ვალდებულია, მის მიერ შექმნილი, წინადადების სახით წარსადგენი დოკუმენტაცია დაამოწმოს/დაადასტუროს კვალიფიციური ხელმოწერით/კვალიფიციური შტამპით.

9. სატენდერო წინადადება, აგრეთვე ამ წინადადებასთან დაკავშირებული შემსყიდველსა და პრეტენდენტს შორის გაცვლილი მთელი კორესპონდენცია და დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იქნას ქართულ ენაზე.

10. დოკუმენტების უცხოურ ენაზე წარმოდგენის შემთხვევაში, მათ უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანები ქართულ ენაზე. დოკუმენტაციასთან დაკავშირებული სადავო საკითხების გადაწყვეტისას უცხოენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის პრიორიტეტის მინიჭების საკითხს გადაწყვეტს სატენდერო კომისია.

11.პრეტენდენტი ვალდებულია დანართი #2 და პრეისკურანტები ერთიან ელექტრონულ სისტემაში დამატებით წარმოადგინოს აგრეთვე Excel ფაილის სახით.

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2026, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru