Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Инженерные услуги (Грузия - Тендер #70925040)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: Gori MUnicipality City Hall
Номер конкурса: 70925040
Дата публикации: 25-02-2026
Сумма контракта: 210 000


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT260003657
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 25.02.2026 11:56
Начало приема предложения 13.03.2026 00:00
Истекает срок принятия предложений 16.03.2026 12:00
Предполагаемая цена закупки 210`000.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 71300000-Инженерные услуги
Коды классификатора
  • 71320000 - Услуги по техническому проектированию
Срок подачи ხელშეკრულების გაფორმებიდან 120 კალენდარული დღე
Дополнительная информация
ქ. გორში, ანწუხელიძის ქუჩაზე სოციალური სახლის მშენებლობის საპროექტო-სახართაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურება.
Количество и объём закупок მოცემულია სატენდერო დოკუმენტაციაში
Шаг снижения цены 2`100.00 GEL
Размер гарантии 2`100 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: tariel metreveli :: 17.02.2026 15:17
  • Последнее исправление: tariel metreveli :: 25.02.2026 11:56
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=673573&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

ქ. გორში, ანწუხელიძის ქუჩაზე სოციალური სახლის მშენებლობის საპროექტო-სახართაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურება.

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

გასაწევი საპროექტო მომსახურების დასახელება და ზოგადი მიმოხილვა:

გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გზების მოწყობა-რეაბილიტაციის სამუშაოების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო და სატენდერო პროცედურების ჩატარებასთან დაკავშირებული ტექნიკური დოკუმენტების შედგენაზე მომსახურების გაწევა.

წინამდებარე ტექნიკური დავალება აღწერს მიმწოდებლის მიერ განსახორციელებელ მომსახურებას, დავალების მიზნებს, მისი შესრულებისათვის საჭირო სამოქმედო პრინციპებს, საშუალებებსა და ძირითად საბაზისო მონაცემებს.

შენიშვნა: დეტალური ტექნიკური დავალება იხილეთ მიმაგრებულ ფაილში;

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

მომსახურების მიწოდება უნდა განხორციელდეს ხელშეკრულების გაფორმებიდან 120 (ასოცი) კალენდარული დღის ვადაში, (ექსპერტიზის მომსახურების ვადის ჩათვლით);

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

1.5.1. მომსახურების დასრულებისას მიმწოდებელის მიერ საკუთარი ხარჯებით წარმოდგენილი იქნას სრულ საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციაზე სსიპ ,,ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ქსპერტიზის ეროვნული ბიურო“-ს, ან/და სხვა აკრედიტირებული პირის მიერ გაცემული საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის საექსპერტო დასკვნა. იმ შემთხვევაში, თუ დასკვნის გამცემი ორგანო არ იქნება სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო”, მიმწოდებელმა დამატებით უნდა წარმოადგინოს დასკვნის გამცემი პირის აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი.
1.5.2. საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იქნეს მხოლოდ ქართულ ენაზე.
1.5.3. საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის ეგზემპლიარების რაოდენობა:
1.5.3.1 საპროექტო დოკუმენტაცია - 4 ეგზემპლიარი ბეჭდური (A-3 და A-4 ფორმატები);
1.5.3.2 სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია - 4 ეგზემპლიარი ბეჭდური (A-4 ფორმატი);
1.5.3.3 საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის სრული ელექტრო (PDF და Excel ფაილები) ვერსია - 1 CD/DWD დისკი;
1.5.3.4 საჭიროების შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებულია გადასცეს შემსყიდველ ორგანიზაციას საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის სამუშაო ელექტრონული ფაილები (MS Word, Excel, AutoCAD, ArchiCAD და სხვა);
1.5.4. სრული საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია წარდგენილ უნდა იქნას შემდეგ მისამართზე: ქ. გორი, გრ.ფერაძის N5, გორის მუნიციპალიტეტის მერია;

technical requirements

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

2.2.1 მოთხოვნა პრეტენდენტის გამოცდილების შესახებ:

1. პრეტენდენტს 2023 წლის 01 იანვრიდან აღნიშნული ტენდერის გამოცხადების დღემდე დაპროექტებული უნდა ჰქონდეს არანაკლებ 7 000 000 (შვიდი მილიონი) ლარის ჯამური ღირებულების (დაპროექტებული სამშენებლო ობიექტის სამუშაოების ღირებულება), შენობის მშენებლობის ან/და რეაბილიტაციის ან/და რეკონსტრუქციის ან/და მოდერნიზაციის სამუშაოები;

2. ინფორმაცია გამოცდილების შესახებ წარმოდგენილი უნდა იყოს დანართი #3–ის შესაბამისად;

2.1. პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს შენობის მშენებლობის ან/და რეაბილიტაციის ან/და რეკონსტრუქციის ან/და მოდერნიზაციის სამუშაოების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურების გამოცდილების დამადასტურებელი, მხარეთა მიერ ხელმოწერილი დოკუმენტები: ხელშეკრულებები და მათი შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტები: მიღება-ჩაბარების აქტები.
სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებ(ებ)ის არსებობის შემთხვევაში თუ მოცემული დოკუმენტები ატვირთულია სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში საკმარისია შესაბამისი განცხადების ნომრ(ებ)ის (SPA, NAT, DAP, CMR და ა.შ.) წარმოდგენა.

2.2. შემსყიდველი უფლებამოსილია შესყიდვის ობიექტის საჭირო საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურების გამოცდილების იდენტიფიცირების მიზნით მოითხოვოს პრეტენდენტისაგან დამატებითი ინფორმაციის სახით სხვა ნებისმიერი დოკუმენტი, რომლის მიწოდებაც კანონმდებლობით არ არის აკრძალული.

2.4.1 requirement related to the experience of the staff of a tenderer

1. მომსახურების მიწოდებისას მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს ქვემოთ მოთხოვნილი კვალიფიკაციისა და საპროექტო სამუშაოების ჩატარების კუთხით გამოცდილების მქონე, შესაბამისი რაოდენობის ძირითადი სპეციალისტების ჩართვა.
ამ ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში მიმწოდებელს მუდმივად უნდა ჰყავდეს აყვანილი სპეციალისტების შემდეგი მინიმალური რაოდენობა:
• სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის სპეციალისტი - სპეციალობის მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილებით - 1 სპეციალისტი;
• სპეციალისტი - სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტების შედგენის არანაკლებ 5 წლის გამოცდილებით - 1 სპეციალისტი;

2. თითოეულ ძირითად სპეციალისტზე პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს:
ა) პირადობის მოწმობის ასლი;
ბ) უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი;
გ) ინფორმაცია სპეციალისტების შესახებ სატენდერო დოკუმენტაციის დანართით #4 გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად, რომელიც ხელმოწერილი უნდა იყოს შესაბამისი უფლებამოსილი პირის მიერ.
დ) მიმწოდებელსა და სპეციალისტს შორის გაფორმებული შრომითი ხელშეკრულება, (რომელიც დაადასტურებს სპეციალისტის მიმწოდებელთან მუშაობის ფაქტს) რომლის მოქმედების ვადაც განსაზღვრული უნდა იყოს არანაკლებ 2026 წლის 31 დეკემბერის ჩათვლით.

3. საჭიროების შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია მომსახურების დროს უზრუნველყოს იმ სპეციალისტების წარმოდგენა რომელებიც ჩამონათვალში არ არის გათვალისწინებული. დამატებითი სპეციალისტების შესახებ ინფორმაცია, მიმწოდებელმა შესათანხმებლად უნდა წარუდგინოს მუნიციპალიტეტს.

4. საჭიროების შემთხვევაში მომსახურების დროულად დასრულების მიზნით მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს ძირითადი სპეციალისტების რაოდენობის გაზრდა. ასევე, აუცილებლობის შემთხვევაში შემსყიდველი ორგანიზაციის დასაბუთებული არგუმენტაციის საფუძველზე უზრუნველყოს სპეციალისტ(ებ)ის ჩანაცვლება სხვა უფრო მაღალი კვალიფიკაციის სპეციალისტებით.

2.7.1 requirement related to licensing, standards, accreditation, conformity of quality and other documentation

1. საპროექტო ორგანიზაციამ საკუთარი ხარჯებით უნდა წარმოადგინოს სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ ან/და შესაბამის სფეროში საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული აკრედიტაციის მქონე პირის (წარმოდგენილ უნდა იქნეს დასკვნის გამცემი პირის აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი) მიერ მომზადებული საექსპერტო დადებითი დასკვნა პროექტის შემდეგ ნაწილებზე:

დეტალური არქიტექტურული პროექტის ექსპერტიზა - საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 იანვრის ტექნიკური რეგლამენტის „შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესების“ დამტკიცების თაობაზე N 41 დადგენილების შესაბამისად.

* გეოლოგია;
* კონსტრუქცია;
* ხარჯთაღრიცხვა
*საინჟინრო ქსელები

2. შემყიდველი უფლებამოსილია პროექტის განხორციელებისას საპროექტო დოკუმენტაციაში არსებითი ხარვეზის აღმოჩენის შემთვევაში აცნობოს სსიპ აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს - აკრედიტაციის ცენტრს და მოსთხოვოს ექსპერტიზის განმახორციელებელი ორგანოს მიერ გაცემული დასკვნის შესწავლა.

2.9 other additional requirements

2.9.1. ტენდერში ამხანაგობის მონაწილეობა:
2.9.1.1 იმ შემთხვევაში თუ პრეტენდენტი არის ამხანაგობა, მაშინ მისმა მონაწილეებმა ტექნიკურ დოკუმენტაციაში მკაფიოდ უნდა განსაზღვრონ (შინაარსობრივად), თუ თითოეული მონაწილე კონკრეტულად რომელ ვალდებულებას შეასრულებს სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების ფარგლებში. ინფორმაცია წარმოდგენილი უნდა იყოს სატენდერო დოკუმენტაციის დანართი N2-ის შესაბამისად.

2.9.1.2 ამხანაგობის მონაწილეთა ტექნიკური დოკუმენტაციის სატენდერო პირობებთან შესაბამისობა დგინდება მონაწილის მიერ შესასრულებელი ვალდებულებისადმი დადგენილ მოთხოვნასთან მიმართებით, ამ მუხლის 2.9.1.1. პუნქტის მოთხოვნათა გათვალისწინებით. ამასთან, არ დაიშვება გამოცდილების შეკრება.

2.9.1.3 ამხანაგობის არცერთი წევრი არ უნდა იყოს რეგისტრირებული სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე არაკეთილსინდისიერ პირთა რეესტრში – „შავი სია“; წინააღმდეგ შემთხვევაში მოხდება ამხანაგობის დისკვალიფიკაცია წინამდებარე ტენდერიდან დაზუსტების გარეშე;

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.3 substantiation of not considering adequacy of pricing

შესყიდვის თავისებურებიდან (მომსახურების სპეციფიკიდან) გამომდინარე, ვინაიდან აღნიშნული შესყიდვის ობიექტი წარმოადგენს ინტელექტუალურ მომსახურებას, ხოლო ინტელექტუალური მომსახურების დანახარჯებს ძირითადად წარმოადგენს ადამიანური რესურსის შრომითი გასამრჯელო, მიმწოდებელს აქვს შესაძლებლობა აღნიშნული ინტელექტუალური მომსახურება განახორციელოს საბაზრო ღირებულებასთან შედარებით დაბალ ფასად. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პრეტენდენტის მიერ სისტემაში შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებასთან 20%-ით ან მეტით დაბალი საბოლოო ფასის დაფიქსირების შემთხვევაში არ წარმოეშვება ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთების ვალდებულება.

document(s) showing registration/legal data

5.1.2 for a legal entity

(1) განახლებული ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან;
(2) ცნობა მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან რომ არ ხორციელდება იურიდიული პირის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
(3) ცნობა საქართველოს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან, იურიდიული პირის ქონებაზე საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის (ყადაღის) არარსებობის შესახებ;
(4) ცნობა ბიუჯეტის მიმართ დავალიანების არარსებობის შესახებ.

5.1.3 for an individual entrepreneur

(1) პირადობის მოწმობის ან პასპორტის ასლი;
(2) ცნობა საქართველოს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან, ფიზიკური პირის ქონებაზე საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის (ყადაღის) არ არსებობის შესახებ;
(3) ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან;
(4) ცნობა ბიუჯეტის მიმართ დავალიანების არარსებობის შესახებ.

5.1.4 for a physical entit

(1) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
(2) ცნობა შესაბამისი ადმინისტრაციული დაწესებულებიდან მოვალეთა რეესტრში რეგისტრაციის არ არსებობის შესახებ.

5.1.5 for a partnership

უშუალოდ ამხანაგობისთვის:
(1) ამონაწერი გადამხდელთა რეესტრიდან;
(2) ცნობა ბიუჯეტის მიმართ დავალიანების არარსებობის შესახებ.

ამხანაგობის წევრებისთვის:
(1) ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან
(2) ცნობა ბიუჯეტის მიმართ დავალიანების არარსებობის შესახებ.

5.1.6 for a non-resident

(1) არარეზიდენტი იურიდიული პირის შემთხვევაში, პრეტენდენტმა, 5.1.2 პუნქტის (1), (2), (3), (4) ქვეპუნქტების გარდა დამატებით უნდა წარმოადგინოს თავისი ქვეყნის შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოდან გაცემული ცნობა (ცნობები) რომ არ ხორციელდება არარეზიდენტი იურიდიული პირის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია. აღნიშნული დოკუმენტები დამოწმებული უნდა იყოს კანონმდებლობით დადგენილი წესით (ლეგალიზებული ან აპოსტილით დამოწმებული) და მას თან უნდა ერთვოდეს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი.
(2) არარეზიდენტი ფიზიკური პირის შემთხვევაში, პრეტენდენტმა, 5.1.4 პუნქტის (1), (2) ქვეპუნქტებით განსაზღვრული დოკუმენტები (ცნობები) უნდა იყოს დამოწმებული კანონმდებლობით დადგენილი წესით (ლეგალიზებული ან აპოსტილით დამოწმებული) და მას თან უნდა ერთვოდეს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი.

5.1.7 for a representation/branch

იმ შემთხვევაში თუ პრეტენდენტი არის უცხოური საწარმოს წარმომადგენელი ან/და ფილიალი საქართველოში, ვალდებულია ერთობლივად წარმოადგინოს, როგორც თავისი, ასევე სათაო კომპანიის 5.1.2 პუნქტის (1), (2), (3), (4) ქვეპუნქტებით განსაზღვრული დოკუმენტები. აღნიშნული დოკუმენტები დამოწმებული უნდა იყოს კანონმდებლობით დადგენილი წესით (ლეგალიზებული ან აპოსტილით დამოწმებული) და მას თან უნდა ერთვოდეს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი.

guarantee for assurance of contract performance

6.1 guarantees for assurance of contract performance are requested

5 Процентов

6.2 guarantees are requested in case of reduction of final value by 20% or more compared to estimated value

10 Процентов

6.3 duration of guarantee

ხელშეკრულების უზრუნველყოფის გარანტიის მოქმედების ვადა არანაკლებ 60 (სამოცი) კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულებით განსაზღვრულ სამუშაოების მიწოდების ვადას.

6.4 terms and conditions of guarantee

გარანტია წარმოდგენილი უნდა იყოს, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად საბანკო ან სადაზღვევო დაწესებულების მიერ ეროვნულ ვალუტაში - ლარში, (ან უცხო ქვეყნის საბანკო დაწესებულებიდან, რომელიც გადაზღვეული იქნება საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულების მიერ) შემდეგი ფორმის დაცვით: დაბეჭდილი გარანტიის გამცემი დაწესებულების ტიტულიან ფურცელზე (ბლანკი), ხელმოწერილი უფლებამოსილი პირის მიერ და ბეჭედ დასმული, დანართი N2-ში მოცემული პირობების შესაბამისად.

დანართი იხილეთ 2.9 პუნქტში მიმაგრებულ ფაილებში.

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

1. ანგარიშსწორება განხორციელდება გორის მუნიციპალიტეტის მერიისთვის წარდგენილ სრულ საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციაზე სსიპ ,,ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო"-ს ან შესაბამის სფეროში აკრედიტირებული პირის მიერ გაცემული დადებითი დასკვნის შემსყიდველ ორგანიზაციასთან წარდგენის და მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდგომ (იმ შემთხვევაში, თუ დასკვნის გამცემი ორგანო არ იქნება სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო”, მიმწოდებელმა დამატებით უნდა წარმოადგინოს დასკვნის გამცემი პირის აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (აკრედიტაციის სფერო უნდა ფარავდეს მოთხოვნილ მომსახურებას).
დასკვნის მომზადების საფასური ანაზღაურდება მიმწოდებლის მიერ.

2. მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის ხარისხის დაცვის მიზნით, შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ ყოველ კონკრეტულ ობიექტზე დაკავებული იქნება ასანაზღაურებელი თანხის 10%, რომლის დაბრუნებაც განხორციელდება დაპროექტებული ობიექტის სამშენებლო სამუშაოების დასრულების (შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების) შემდგომ 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს 2027 წლის 31 დეკემბრისა.

3. მშენებლობის პროცესში წარმოქმნილი გარემოებებიდან გამომდინარე, საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციაში კორექტირების საჭიროების შემთხვევაში საპროექტო ორგანიზაცია ვალდებულია შემსყიდველის შეტყობინების მიღებიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში შეისწავლოს წარმოქმნილი გარემოება და წარმოადგინოს კორექტირებული საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია ან არგუმენტირებული პასუხი აღნიშნულ პროექტში კორექტირების გარეშე სამუშაოების განხორციელების აუცილებლობის შესახებ. აღნიშნული ვალდებულებ(ებ)ის შეუსრულებლობის შემთხვევაში მიმწოდებელს არ აუნაზღაურდება ამ პუნქტის მე-2 ქვეპუნქტით დაკავებული თანხა.

4. მიმწოდებელი უფლებამოსილია მოითხოვოს ამ პუნქტის მე-2 ქვეპუნქტით გათვალისწინებული ხარისხის დაცვის მიზნით დაკავებული თანხის ანაზღაურება სსიპ - საქართველოს ეროვნული ბანკის ან სსიპ - საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულების ან სადაზღვევო ორგანიზაციის მიერ დაკავებული თანხის იდენტური ოდენობის გარანტიის წარდგენის საფუძველზე. გარანტია უნდა იყოს უპირობო, გამოუხმობადი და შემსყიდველ ორგანიზაციას უნდა აძლევდეს უფლებას გარანტიის გამცემისგან, პირველივე მოთხოვნისთანავე, მიიღოს შესაბამისი თანხა. გარანტია მოქმედი უნდა იყოს 2028 წლის 1 თებერვლის ჩათვლით.

5. იმ შემთხვევაში, თუ განსაზღვრული გარემოებების გამო მიმწოდებლის მიერ გაწეული მომსახურების ღირებულებამ არ შეადგინა ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა, შემსყიდველი ორგანიზაცია აუნაზღაურებს მიმწოდებელს მის მიერ ფაქტობრივად გაწეული მომსახურების ღირებულებას ამ ხელშეკრულებით განსაზღვრული ფასების (პროცენტების) შესაბამისად. აღნიშნულიდან გამომდინარე მიმწოდებელს პრეტენზია არ უნდა გააჩნდეს აუთვისებელ მომსახურების მოცულობათა შესრულებაზე და მის გადახდაზე.

6. საპროექტო დოკუმენტაციაში არსებითი ხარვეზის, კერძოდ ისეთი ხასიათის გარემოების რომლის განსაზღვრა წინასწარ შესაძლებელი იქნებოდა საპროექტო ორგანიზაციის მიერ პროექტზე მუშაობის პროცესში, გამოვლენის შემთხვევაში შემსყიდველი უფლებამოსილია დააკისროს მიმწოდებელს ჯარიმა საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის ხარისხის დაცვის მიზნით დაკავებული თანხის ოდენობით.

7.3 time limits for step by step and/or final payment

ანგარიშსწორება განხორციელდება, მიღება-ჩაბარების აქტისა და დამატებითი ღირებულების გადასახადის ანგარიშფაქტურის წარდგენიდან 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში;

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

ტარიელ მეტრეველი, 551199978, metrevelitariel@gmail.com

additional information/document

10.1 additional information/documents

10.1.1. მიმწოდებლი ვალდებულია საკვლევაძიებო და საველე სამუშაოების განხორციელებამდე, მინიმუმ 1 (ერთი) დღით ადრე აცნობოს შემსყიდველს. საკველევაძიებო სამუშაოების, მათ შორის გეოლოგიური დასკვნის მომზადების მიზნით შესასრულებელ სამუშაოებს, უნდა დაესწროს შემსყიდველის მიერ გასაზღვრული პირი, რაზეც უნდა შედგეს შესაბამისი აქტი
10.1.2. ტენდერთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია წარმოდგენილ უნდა იქნეს ქართულ ენაზე. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი.
10.1.3. ტექნიკური დოკუმენტაციის განხილვისას უცხოენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის, პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია.
10.1.4. სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში (შემდგომში – სისტემა) ატვირთული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია ხელმოწერილი უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების შემთხვევაში წარმოდგენილ უნდა იქნას მინდობილობა ან რწმუნებულება). პრეტენდენტის მიერ სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთულ სატენდერო დოკუმენტაციის დანართი N3 და დანართი N4 წარმოსადგენ ინფორმაციაზე სავალდებულოა კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის შესრულება ან კვალიფიციური ელექტრონული შტამპის დასმა.
10.1.5. სატენდერო წინადადებაში ფასი გამოსახული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა გადასახადის გათვალისწინებით. სატენდერო წინადადების საერთო და ერთეულის ფასის წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ ლარში.
10.1.6. პრეტენდენტი წინადადების ფასში არ ითვალისწინებს დღგ-ს, მიუხედავად იმისა, არის თუ არა იგი დღგ-ს გადამხდელი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. შერჩევა-შეფასება განხორციელდება წარმოდგენილი წინადადების ფასების მიხედვით. შემსყიდველი ორგანიზაცია ხელშეკრულების ღირებულებაში გაითვალისწინებს სატენდერო წინადადების ფასის შესაბამის დღგ-ს ოდენობას, თუ ხელშეკრულების დადების მომენტისთვის პრეტენდენტი არის დღგ-ს გადამხდელი საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად.
10.1.7. პრეტენდენტს არა აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული სატენდერო წინადადება.
10.1.8. სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადასტურების მიზნით, სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში წარმოდგენილ, უცხო ქვეყანაში შედგენილ დოკუმენტზე ხელმოწერები და ხელმომწერი პირების უფლებამოსილება დამოწმებული უნდა იყოს ნოტარიუსის ან შესაბამისი საჯაროსამართლებრივი უფლებამოსილების მქონე პირის მიერ, ხოლო ამ უკანასკნელის ხელმოწერა - ლეგალიზებული ან აპოსტილით დამოწმებული.
10.1.9. 2023 წლის 03 თებერვლის ,,სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს რეკომენდაციის სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ფასების ცხრილის/ ხარჯთაღიცხვის Excel-ის ფორმატის სახით განთავსებასთან დაკავშირებით/თანახმად" - პრეტენდენტმა ფასების ცხრილი/ხარჯთაღრიცხვა ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთონ Excel-ის ფორმატის ცხრილის სახით.
10.1.10. „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანების თანახმად, პრეტენდენტის მიერ Excel-ის ცხრილის სახით წარსადგენი დოკუმენტი არ საჭიროებს ხელმოწერას ან/და ბეჭედს (მათ შორის, ელექტრონულ ხელმოწერას ან/და ელექტრონულ შტამპს).
10.1.11 სატენდერო კომისიის მიერ პრეტენდენტი დისკვალიფიცირებული იქნება ტენდერიდან (დაზუსტების გარეშე), თუ არ იქნება წარმოდგენილი ტექნიკური დოკუმენტაციის 1.3 პუნქტით გათვალისწინებული ფასების ცხრილი - დანართი N1, ან წარდგენილ ფასების ცხრილში განუფასებელი პოზიცი(ებ)ის რაოდენობა აღემატება განსაფასებელი პოზიციების 5%-ს.

პრეტენდენტის მიერ ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთი დოკუმენტები:
1. მომსახურების ხარჯთაღრიცხვა წარმოდგენი

Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2026, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru