Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Автомобили (Грузия - Тендер #70925038)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: Roads Department the Sub-Division of the Ministry of Finance and Economy of the Ajara Autonomous Republic.
Номер конкурса: 70925038
Дата публикации: 25-02-2026
Сумма контракта: 78 545


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT260003659
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 25.02.2026 12:05
Начало приема предложения 14.03.2026 00:00
Истекает срок принятия предложений 16.03.2026 14:00
Предполагаемая цена закупки 78`545.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 34100000-Автомобили
Коды классификатора
  • 34100000 - Автомобили
Срок подачи ხელშეკრულების გაფორმებიდან 120 კალენდარული დღე.
Дополнительная информация
II კლასის მაღალი გამავლობის მსუბუქი ავტომობილი.
Количество и объём закупок 1 ერთეული
Шаг снижения цены 785.00 GEL
Размер гарантии 785 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: irina putkaradze :: 10.02.2026 09:40
  • Последнее исправление: zebur chavleishvili :: 25.02.2026 12:05
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=672209&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

II კლასის მაღალი გამავლობის მსუბუქი ავტომობილი.

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

II კლასის მაღალი გამავლობის მსუბუქი ავტომობილი - 1 ერთეული.

1.2.1. ავტომანქანის მინიმალური ტექნიკური მახასიათებლების/სპეციფიკაციის შესახებ ინფორმაცია იხილეთ თანდართულ ფაილში (დანართი N1). პრეტენდენტი ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით წარმოადგენს დანართ N1-ს. ინფორმაცია დამოწმებული უნდა იყოს ელექტრონული ხელწერით ან/და კვალიფიციური ელექტრონული შტამპით.

1.2.2. შემოთავაზებული ავტომობილი უნდა იყოს ახალი, არაუადრეს 2026 წლის გამოშვების, მარცხენა საჭიანი, ექსპლუატაციაში არმყოფი (გარბენი არაუმეტეს 200კმ), ნივთობრივად და უფლებრივად უნაკლო და განბაჟებული. ამასთან, მიმწოდებელმა საკუთარი ხარჯებით უნდა უზრუნველყოს ავტომანქანების შემსყიდველზე გადაფორმება.

1.2.3. შემოთავაზებული სატრანსპორტო საშუალება უნდა იყოს ნებისმიერი ფერის, გარდა შავისა. (სასურველია რუხი)


1.2.4. პრეტენდენტი ვალდებულია დანართ N2-ში განაფასოს ავტომობილის ზღვრული ფლობის ღირებულება კომპონენტების მიხედვით (ავტომანქანის, ავტომანქანის სერვისის/ნაწილის და საწვავის ხარჯის ჯამი), რომელიც შემდგომში აისახება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებაში. ავტომობილის ფლობის ღირებულების ზღვრული ოდენობა დგინდება 150 ათას კილომეტრზე გარანტიის მოქმედების პერიოდში, შესასყიდი სერვისების/ნაწილების, ავტომობილისა და საწვავის ფასის ერთობლიობით.

1.2.5. სატენდერო წინადადების განფასებისას, პრეტენდენტი ვალდებულია გაითვალისწინოს, როგორც ავტომობილების ღირებულება, ასევე 150 000 კმ-ზე ავტომობილის ფლობის ღირებულებაში შემავალი სხვა კომპონენტების ღირებულებაც. ავტომობილის მიერ 150 000 კილომეტრ გარბენზე მოხმარებული საწვავის ხარჯს (შერეული წვის პირობებში), რომელიც დაანგარიშებულია წარმოდგენილი მწარმოებლის ოფიციალური საპასპორტო წვის მაჩვენებლისა (რომელიც უნდა ემთხვეოდეს მწარმოებლის ოფიციალურ ვებ-გვერდზე შესაბამისი სპეციფიკაციის მონაცემებს, ასეთის არსებობის შემთხვევაში) და ერთი ლიტრი საწვავის პირობითი ფასის - „1“-ის ნამრავლით 150 000 კმ-ზე. (ავტომობილის მიერ მოხმარებული საწვავის დასაანგარიშებელი ფორმულა: თუ ავტოსატრანსპორტო საშუალების საწვავის წვის (შერეული წვის პირობებში) საპასპორტო მაჩვენებელი 150 კმ-ზე წარმოადგენს პირობითად 8 ლიტრს, მისი დაანგარიშება 150 000 კმ-ზე განხორციელდება შემდეგნაირად: - 150 000/100*8*1=12 000). წინამდებარე ტენდერის ფარგლებში, ამ პუნქტით გათვალისწინებული საწვავის ხარჯის გადახდა მიმწოდებლისთვის არ ხორციელდება და მითითებულია მხოლოდ 150 000 კილომეტრ გარბენზე მოხმარებული საწვავის ხარჯის დაანგარიშების მიზნით.

1.2.6. პრეტენდენტმა თანდართული ცხრილის შესაბამისად უნდა წარმოადგინოს განფასება (წვის პარამეტრი, ერთეულის ფასი და ა.შ.) დანართ N2-ში, ავტოსატრანსპორტო საშუალების ფლობის ღირებულების კომპონენტების მიხედვით. პრეტენდენტი უფლებამოსილია დანართ N2-ში დაამატოს (განსაზღვროს) მწარმოებლის მიერ განსაზღვრული გეგმიური ფლობის კომპონენტები, რომლის შესყიდვაც განხორციელდება საგარანტიო პერიოდის განმავლობაში.

1.2.7. მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს სატრანსპორტო საშუალების უკან გაწვევა იმ შემთხვევაში, თუ სატრანსპორტო საშუალების მწარმოებელი ქარხანა საწარმოო დეფექტის აღმოჩენის შემთხვევაში განახორციელებს შესაბამის ღონისძიებებს სატრანსპორტო საშუალების უკან გაწვევის მიზნით.

1.2.8. 150 ათას კილომეტრზე ფლობის ღირებულების ფარგლებში, მიმწოდებელი ვალდებულია შემსყიდველს მიაწოდოს ხუნდები, საჭიროების შემთხვევაში, წინა სულ მცირე შვიდჯერ, ხოლო უკანა სულ მცირე ოთხჯერ.

1.2.9. ამ სატენდერო დოკუმენტაციის 1.2.8 პუნქტით განსაზღვრული ოდენობის ამოწურვის შემდგომ, ხუნდების ყოველი შემდგომი შესყიდვა ანაზღაურებული იქნება შემსყიდველის მიერ არა დადგენილი ფლობის ღირებულების ფარგლებიდან, არამედ ავტოტექმომსახურების დამატებით გაფორმებული ხელშეკრულების გათვალისწინებით.

1.2.10. მიმწოდებელი ვალდებულია უსასყიდლოდ განახორციელოს დადგენილი ფლობის ფარგლებში იმ კომპონენტების შეცვლა ან/და მომსახურება, რომელიც არ იქნება გათვალისწინებული დანართ N2-ით განსაზღვრულ ფლობის ღირებულებაში, თუმცა მწარმოებლის მიერ განსაზღვრულია საგარანტიო პერიოდში გეგმიური ფლობის კომპონენტადებად, გარდა სწრაფცვეთადი ნაწილებისა და მასალებისა (საცხებ-საპოხი მასალა, ფრეონი, საბურავები, ელექტრონათურები, ელექტრომცველები, შუშის საწმენდი ჯაგრისები, გადაცემათა კოლოფის გადაბმულობის ქურო, გადაცემათა კოლოფის მომჭიმი საკისარი, გადაცემათა კოლოფის გადაბმულობის დისკი, სტაბილიზატორის რეზინები და საყრდენი დისკი).



(1.2 პუნქტში ატვირთული დანართი- N1-ის (II კლასის მაღალი გამავლობის მსუბუქი ავტომობილის მახასიათებლები) წარმოდგენა სავალდებულოა)

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

1.4.1. ავტოსატრანსპორტო საშუალებების მიწოდება უნდა განხორციელდეს სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების გაფორმებიდან 120 კალენდარულ დღეში.

1.4.2. საგარანტიო-სერვისული მომსახურების გაწევა უნდა განხორციელდეს საგარანტიო პერიოდის განმავლობაში.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

1.5.1. მიმწოდებელი ვალდებულია სატრანსპორტო საშუალებების მიწოდება განახორციელოს ქ. ბათუმის ივ. ჯავახიშვილის ქ. N72ა, საკუთარი ხარჯებით.

1.5.2. სატენდერო დოკუმენტაციის 1.4.1 პუნქტში განსაზღვრულ ვადაში მიმწოდებელი საქონლის მიწოდებას უზრუნველყოფს საკუთარი ხარჯებით საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ყველა სახის გადასახადის, მოსაკრებლის ჩათვლით, მათ შორის, განბაჟებისა და სახელმწიფო რეგისტრაციის (შემსყიდველზე გადაფორმებისა და სტანდარტული ფასის სახელმწიფო სანომრე ნიშნების ჩათვლით) ხარჯების ჩათვლით.

1.5.3. პრეტენდენტმა თანმდევი საგარანტიო (გეგმიური) მომსახურების (ძრავის ზეთისა და ძრავის ფილტრის, წინა და უკანა ხუნდების, ჰაერის ფილტრის, კონდინციონერის ფილტრის, ძრავის ღვედი, ანთების სანთლები და სხვა.) გაწევა უნდა განახორციელოს ქ. ბათუმის ფარგლებში.

1.5.4. პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს საკონტაქტო ინფორმაცია (მისამართი, სამუშაო საათები და ა.შ.) შემოთავაზებული სერვის ცენტრ(ებ)ის შესახებ.

ინფორმაცია დამოწმებული უნდა იყოს ელექტრონული ხელწერით ან/და კვალიფიციური ელექტრონული შტამპით.

(1.5 პუნქტით მოთხოვნილი ინფორმაციის წარმოდგენა პრეტენდენტის მიერ სავალდებულოა)

1.7.1 requirement related to guarantee period

1.7.1.1. ავტომანქანაზე გარანტია უნდა ვრცელდებოდეს მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 5 წელი ძირითად აგრეგატებზე (ძრავი, ხიდი, გადაცემათა კოლოფი), 3 წელი ან 150000 კილომეტრი (რომელიც ადრე შესრულდება) სრულ ავტომანქანაზე, გარდა სწრაფცვეთადი ნაწილებისა და მასალებისა (ანტიფრიზი, ფრეონი, საბურავები, ელექტრონათურები, ელექტრომცველები, შუშის საწმენდი ჯაგრისები, გადაცემათა კოლოფის გადაბმულობის ქურო, გადაცემათა კოლოფის მომჭიმი საკისარი, გადაცემათა კოლოფის გადაბმულობის დისკი და საყრდენი დისკი).

1.7.1.2. აკუმულატორზე ვრცელდება გარანტია 1 წლის ვადით ან 20 000კმ გარბენზე, რომელი ვადაც ადრე დადგება, ხოლო კატალიზატორზე ვრცელდება 2 წლიანი გარანტია ულიმიტო გარბენით.

1.7.1.3. გარანტია არ ვრცელდება შემდეგ სამუშაოებზე:
ა) სავალი ნაწილისი გეომეტრიის კორექტირება;
ბ) ფარების განათების რეგულირება;
გ) დისკების გასწორება ან/და ბალანსირება;

1.7.1.4 გარანტია არ ვრცელდება შემდეგი მიზეზით გამოწვეულ დაზიანებებზე:
ა) საავტომობილო შემთხვევით;
ბ) გარეგანი მექანიკური ზემოქმედებით;
გ) სტიქიური მოვლენებით;
დ) აფეთქებით;
ე) ხანძრით;
ვ) ექსპლუატაციის ნორმების დარღვევით;

1.7.1.5. საგარანტიო პერიოდის განმავლობაში მიმწოდებელი ვალდებულია, ავტომობილზე გამოვლენილი ნებისმიერი საწარმოო დეფექტის აღმოფხვრა, შეკეთება ან საქონლის ახლით შეცვლა განახორციელოს საკუთარი სახსრებით, შემსყიდველის მიერ წერილობითი მოთხოვნიდან არაუმეტეს 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში. აღნიშნული ვადა, მხარეთა შეთანხმებით შესაძლებელია გაიზარდოს არაუმეტეს 30 (ოცდაათი) კალენდარულ დღემდე. ზემოაღნიშნულ შემთხვევაში მიმწოდებელი უფლებამოსილია სატრანსპორტო საშუალება შეაკეთოს ქ. თბილისში, რა დროსაც რეგიონის სერვის ცენტრიდან თბილისის სერვის-ცენტრამდე ტრანსპორტირების ხარჯებს აანაზღაურებს მიმწოდებელი, ხოლო შემსყიდველი ვალდებულია უზრუნველყოს ავტომობილის მიმწოდებლის უახლოეს სერვის ცენტრამდე ტრანსპორტირება.

1.7.1.6. საგარანტიო პირობებით განსაზღვრული მოთხოვნები, ძალაშია მთელი საგარანტიო ვადის განმავლობაში, მიუხედავად სატრანსპორტო საშუალების შესყიდვის ხელშეკრულების მოქმედების ვადის ამოწურვისა. ამასთან, საგარანტიო პერიოდში ტექ-მომსახურების გაწევისას გამოყენებული სათადარიგო ნაწილები/საცხებ-საპოხი მასალები უნდა იყოს ახალი (ექსპლუატაციაში არმყოფი) და მწარმოებლის მიერ რეკომენდირებული.

1.7.1.7. თანმდევი საგარანტიო პირობების (150 000 კმ გარბენის) ფარგლებში, გეგმიური ფასიანი მომსახურების განხორციელება უნდა მოხდეს დანართი N2-ით წარმოდგენილ ცხრილში დაფიქსირებული ფასების შესაბამისად. მიმწოდებელმა გეგმიური მომსახურების ჩატარება უნდა უზრუნველყოს შემსყიდველის მოთხოვნიდან და სატრანსპორტო საშუალების სერვისში წარდგენიდან არაუგვიანეს 2 (ორი) სამუშაო დღის განმავლობაში.

1.7.1.8. თუ სატრანსპორტო საშუალების მიწოდებიდან 30 კალენდარული დღის ან 1 000 კმ. გარბენის შემთხვევაში (რომელიც უფრო ადრე დადგება), ავტომობილს აღმოაჩნდება საწარმოო დეფექტი ძირითად აგრეგატზე (ძრავა, გადაცემათა კოლოფი, ხიდი), მიმწოდებელი ვალდებულია სატრანსპორტო საშუალება შეცვალოს ახლით, საწარმოო დეფექტის დადგენიდან 90 (ოთხმოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში, თუ აღნიშნულ ავტომობილს არ გააჩნია საწარმოო დეფექტის გარდა სხვა დაზიანება (ბუნებრივი ცვეთის გათვალისწინებით).

1.7.1.9 შემსყიდველი ვალდებულია:
ა) საგარანტიო პერიოდის განმავლობაში ავტომობილებს ნებისმიერი სახის სამუშაო/მომსახურება (მათ შორის სამღებრო სათუნუქე) გაუწიოს მხოლოდ მიმწოდებლის სერვის ცენტრებში.
ბ) საგარანტიო ვადის განმავლობაში დაიცვას მიმწოდებლის მიერ დადგენილი სავალდებულო პერიოდული მომსახურების პირობები და ვადები.
გ) არ მოახდინოს გარბენის მრიცხველის ნებისმიერი მიზეზით გათიშვა ან ცვლილება.
დ) არ დაარღვიოს ქარხნულად დალუქული დეტალების ლუქის მთლიანობა.
ე) არ განახორციელოს მიმწოდებელთან წინასწარი შეთანხმების გარეშე რაიმე მოწყობილობის მონტაჟი, მათ შორის ციმციმა, ხმამაღლა მოლაპარაკე ა.შ.
ვ) დაიცვას ავტომობილის ექსპლუატაციის პირობები.

1.7.1.10 წინამდებარე სატენდერო დოკუმენტაციის 1.7.1.9 პუნქტით განსაზღვრული ვალდებულებების დარღვევის შემთხვევაში, მიმწოდებელი უფლებამოსილია არ გაავრცელოს კონკრეტულ შემთხვევაზე ან სრულიად გაუუქმოს ავტომობილს გარანტია.

technical requirements

2.1.1 requirement regarding the trademark, patent, model, source of origin and/or manufacturer of the object of procurement

2.1.1.1. პრეტენდენტი ვალდებულია დანართი N2-ში მოცემულ შესაბამის გრაფაში მიუთითოს ინფორმაცია შესყიდვის ობიექტის მწარმოებელი ქვეყნისა და ავტომანქანის მარკა/მოდელის შესახებ.

2.1.1.2 იმ შემთხვევაში, თუ სატენდერო წინადადებით წარმოდგენილ დანართი N2-ში არ იქნება მითითებული შემოთავაზებული ავტომანქანის მწარმოებელი ქვეყნისა და მარკა/მოდელის დასახელება, პრეტენდენტი დაექვემდებარება დისკვალიფიკაციას. ავტომანქანის ბრენდის, მოდელის ან მწარმოებელი ქვეყნის შესახებ ინფორმაცია არ ექვემდებარება ცვლილებას და უნდა იყოს საბოლოო, წინააღმდეგ შემთხვევაში პრეტენდენტი ასევე დაექვემდებარება დისკვალიფიკაციას. ამასთან თუ ავტომანქანის ბრენდის, მოდელის ან მწარმოებელი ქვეყნის შესახებ წარდგენილი ინფორმაცია არასრულყოფილია ან შეიცავს უზუსტობებს, თუმცა პრეტენდენტის მიერ სატენდერო წინადადების სახით წარდგენილი დოკუმენტ(ებ)ის/ინფორმაციის ერთობლიობით, მათი შეფასების, ანალიზისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე შესაძლებელია შესყიდვის ობიექტის ბრენდის, მოდელის ან მწარმოებელი ქვეყნის იდენტიფიკაცია, სატენდერო კომისია უფლებამოსილია მიმართოს პრეტენდენტს აღნიშნულის დაზუსტების მოთხოვნით.

(2.1.1.1 პუნქტით მოთხოვნილი ინფორმაციის წარმოდგენა პრეტენდენტის მიერ სატენდერო წინადადების წარდგენის ეტაპზე სავალდებულოა)

2.3.1 requirement related to material and technical support of a tenderer

2.3.1.1. პრეტენდენტს უნდა გააჩნდეს შემოთავაზებული სატრანსპორტო საშუალების მწარმოებელი ქარხნის არანაკლებ 1 (ერთი) ავტორიზებული სერვის ცენტრი ქ. თბილისში, ან/და საქართველოს სხვა რეგიონში.

ზემოაღნიშნულის დადასტურების მიზნით, პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ინფორმაცია ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით.

დოკუმენტის ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი.

(2.3.1 პუნქტით მოთხოვნილი ინფორმაციის წარმოდგენა პრეტენდენტის მიერ სავალდებულოა)

2.7.1 requirement related to licensing, standards, accreditation, conformity of quality and other documentation

2.7.1.1. პრეტენდენტი უნდა იყოს, შემოთავაზებული სატრანსპორტო საშუალების ოფიციალური დილერი საქართველოს ტერიტორიაზე.

ზემოაღნიშნულის დადასტურების მიზნით, პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ინფორმაცია ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით.

2.7.1.2. პრეტენდენტის მიერ დანართი N1-ით განსაზღვრული უსაფრთხოების დამადასტურებელი დოკუმენტის (ქრაშ ტესტის) შესახებ ინფორმაცია უნდა იძებნებოდეს დოკუმენტის გამცემი ორგანიზაციის ვებ-გვერდზე (NCAP (ევრო ქრაშ ტესტი) ან IIHS (ამერიკული ქრაშ ტესტი) ან JNCAP (იაპონური ქრაშტესტი). აღნიშნულის დამადასტურებლად, პრეტენდენტმა ერთიან ელექტრონულ სისტემაში უნდა წარმოადგინოს შესაბამისი ვებ-ბმული ან/და დოკუმენტი.
დოკუმენტაციის უცხოურ ენაზე წარმოდგენის შემთხვევაში მას უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი.

(2.7.1.1 და 2.7.1.2 პუნქტებში მოთხოვნილი ინფორმაციის წარმოდგენა პრეტენდენტის მიერ სავალდებულოა)

2.9 other additional requirements

2.9.1 პრეტენდეტმა უნდა წარმოადგინოს შემოთავაზებული სატრანსპორტო საშუალების ფოტოსურათები (წინახედი, გვერდხედი და უკანა ხედი).

(2.9.1 პუნქტით მოთხოვნილი ინფორმაციის წარმოდგენა პრეტენდენტის მიერ სავალდებულოა)

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, მიმწოდებელმა უნდა დაასაბუთოს ფასწარმოქმნის ადეკვატურობა ან/და ამ ფასად ტენდერით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების შესაძლებლობა, რისთვისაც ვალდებულია უზრუნველყოს შესაბამისი დადებითი დასკვნის წარმოდგენა, რომელიც გაცემული უნდა იყოს სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ ან სხვა აკრედიტებული პირის მიერ ან/და აუდიტორის/აუდიტორული ფირმის მიერ გაცემული შესაბამისი დასკვნა (დასკვნასთან ერთად წარმოდგენილი უნდა იქნას დასკვნის გამცემის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი და დასკვნაზე ხელმომწერი სერტიფიცირებული შემფასებელი პირის სსიპ საქართველოს აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს - აკრედიტაციის ცენტრის მიერ აკრედიტებული სერთიფიკაციის ორგანოს მიერ გაცემული მოძრავი ქონების შემფასებლის მოქმედი სერთიფიკატ(ებ)ის ასლი), რომლითაც უნდა დასტურდებოდეს ტენდერში პრეტენდენტის მიერ ატვირთულ საბოლოო ფასების ცხრილში დაფიქსირებული ერთეულის ფასებით და აგრეთვე ჯამური ღირებულებით ამავე ფასების ცხრილით განსაზღვრული საქონლის მიწოდების შესაძლებლობა.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

terms of payment

7.1.1 amount of the sum to be paid in advance and terms for its payment

1) მიმწოდებელი უფლებამოსილია შემსყიდველს წარუდგინოს წინასწარი წერილობითი თხოვნა ავანსის გაცემასთან დაკავშირებით, სადაც დასაბუთებული უნდა იყოს ავანსის სახით მიღებული თანხის გამოყენების მიზნობრიობა. აღნიშნულ წერილობით მიმართვას თან უნდა ერთვოდეს შემდეგი სახის დოკუმენტაცია:
ა) განახლებული ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან იმის დასადასტურებლად, რომ მიმწოდებელი არ არის რეგისტრირებული მოვალეთა რეესტრში, მის მიმართ არ არის რეგისტრირებული საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება ან/და ყადაღა/აკრძალვა;
ბ) ამონაწერი მოვალეთა რეესტრიდან, გაცემული აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ, იმის დასადასტურებლად, რომ არ იმყოფება მოვალეთა რეესტრში;
გ) ცნობა შემოსავლების სამსახურიდან იმის დასადასტურებლად, რომ კომპანიას არ ერიცხება საგადასახადო დავალიანება.
2) შემსყიდველის მხრიდან ავანსის მოთხოვნის დაკმაყოფილების ან უარის თქმის შესახებ საკითხს განიხილავს დეპარტამენტის უფროსის 2019 წლის 27 თებერვლის N6 ბრძანებით შექმნილი მუდმივმოქმედი კომისია.
3) შემსყიდველის მიერ ავანსის გაცემასთან დაკავშირებით დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებულია წარმოადგინოს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ აკრედიტებული საბანკო დაწესებულების ან საქართველოში ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიის/ დაწესებულების მიერ გაცემული, გასაცემი ავანსის ოდენობის უპირობო საბანკო გარანტია, რომლის მოქმედების ვადა 60 (სამოცი) კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს საქონლის მიწოდების ვადას (მიწოდების ვადის გაზრდის შემთხვევაში, მიმწოდებელმა უნდა წარმოადგინოს შესაბამისი ვადით გაზრდილი ხელახალი საბანკო გარანტია).
4) მიმწოდებელზე გასაცემი საავანსო თანხა განისაზღვრება არაუმეტეს სახელშეკრულებო ღირებულების 100%-სა.
5) შემსყიდველი უფლებამოსილია ხელშეკრულების მოქმედების ნებისმიერ ეტაპზე განახორციელოს მიმწოდებლის მიერ წინასწარი ანგარიშსწორების საფუძველზე მიღებული თანხის ხარჯვის მიზნობრიობის შემოწმება(საავანსო თანხის ხარჯვის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტების წარმოდგენა).
6) .შემსყიდველის მიერ გაცემული ავანსის დაკავება მოხდება საქონლის ყოველი მოწოდების დროს, მოწოდებული საქონლის მთლიანი თანხით, ვიდრე სრულად არ გამოიქვითება მიმწოდებელზე გაცემული ავანსის თანხა.
7)შემსყიდველი უფლებამოსილია, ხელშეკრულების მოქმედების ნებისმიერ დროს აამოქმედოს ავანსის უზრუნველსაყოფად გაცემული საბანკო გარანტია ხელშეკრულების პირობების დარღვევისა და ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში, თუკი შეწყვეტის მომენტისათვის მიმწოდებელს არა აქვს დაქვითული გაცემული ავანსი ან მისი ნაწილი.
8) ავანსით გათვალისწინებული თანხის გადარიცხვა იწარმოებს უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით მიმწოდებლის მიერ უპირობო საბანკო გარანტიის წარმოდგენიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღის ვადაში.

7.2 terms of step by step and/or final payment

შემსყიდველის მიერ მიღებული საქონლის ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების წესით, მიმწოდებლის მიერ საქონლის სრულად ან ნაწილობრივ მოწოდების შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების, სასაქონლო ზედნადების და ანგარიშფაქტურის წარმოდგენის საფუძველზე,

7.3 time limits for step by step and/or final payment

ანგარიშსწორება განხორციელდება საქონლის მიწოდების შემდეგ, შესაბამისი „მიღება-ჩაბარების“ აქტის გაფორმებისა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შესაბამისი დოკუმენტების დადასტურებიდან 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

ზებურ ჩავლეიშვილი, 599158798, ajararoads@procurement.gov.ge სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებული განმარტებების მიღება პრეტენდენტს შეუძლია დეპარტამენტის სახელმწიფო შესყიდვების სამსახურში. ქ. ბათუმი, ჯავახიშვილის ქ. #72ა.

შიდა ტელეფონი (0422) 24-73-88.

additional information/document

10.1 additional information/documents

10.1.1 ტენდერში მონაწილე პრეტენდენტის სატენდერო წინადადება, აგრეთვე ამ წინადადებასთან დაკავშირებული შემსყიდველსა და პრეტენდენტს შორის გაცვლილი მთელი კორესპონდენცია და დოკუმენტაცია შედგენილ უნდა იქნეს ქართულ ენაზე. დოკუმენტის ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი. ამ შემთხვევაში მოცემული სატენდერო წინადადების ინტერპრეტაციის დროს, უცხოენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის უპირატესობის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია.
10.1.2. შესყიდვებში მონაწილეობის მსურველები/პრეტენდენტები/მიმწოდებლები „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების საფუძველზე ვალდებულები არიან, სახელმწიფო შესყიდვებში ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთ ელექტრონულ დოკუმენტებზე შეასრულონ კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა ან/და ეს დოკუმენტები დაამოწმონ კვალიფიციური ელექტრონული შტამპით. (საჭიროების შემთხვევაში ატვირთული უნდა იქნეს მინდობილობა ან რწმუნებულება).
*შენიშვნა- ეს წესი არ ვრცელდება იმ შემთხვევაზე, როდესაც საქართველოს კანონმდებლობა არ მოითხოვს დოკუმენტზე ხელმოწერის შესრულებას ან/და შტამპის დასმას.
10.1.3. პრეტენდენტს უფლება არა აქვს წარმოადგინოს ალტერნატიული სატენდერო წინადადება.
10.1.4. სატენდერო წინადადების წარდგენით პრეტენდენტი ეთანხმება სატენდერო დოკუმენტაციით დადგენილ მოთხოვნებს.
10.1.5. ელექტრონული ტენდერი ჩატარდება სისტემის მეშვეობით და ელექტრონული ვაჭრობა გაიმართება შესყიდვის სავარაუდო ჯამურ ღირებულებაზე;

10.1.5.1. სატენდერო წინადადებაში ფასი გამოსახული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა გადასახადის გათვალისწინებით. ფასის წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ ლარში;

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2026, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru