1.2.1 ტენდერში გამარჯვებულ პრეტენდენტთან ხელშეკრულება გაფორმდება 6000000.00
(ექვსი მილიონი) ლარზე, ელექტრონული ვაჭრობა გაიმართება ქალაქ თბილისის
მასშტაბით კაბელ-არხების მოწყობის სამუშაოების პრეისკურანტში
მოცემული სამუშაოების ზღვრული ერთეული ფასების ჯამურ ღირებულებაზე.
1.2.2 შესასრულებელი სამუშაოების ჩამონათვალი განსაზღვრულია სატენდერო
დოკუმენტაციის დანართი N1-ში (პრეისკურანტი).
1.2.3 პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი ერთეულის ფასები არ უნდა
აღემატებოდეს დანართი N1-ში (პრეისკურანტი) მითითებული შესაბამისი
ერთეულის ზღვრული ფასების ოდენობას, თუ რომელიმე პოზიციაზე
პრეტენდენტი სამუშაოს გვთავაზობს უფასოდ, ერთეულის ფასის შესაბამის
გრაფაში უნდა ჩაიწეროს „0“.
1.2.4 მიმწოდებელთან ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, პრეისკურანტში
ქალაქ თბილისის მასშტაბით კაბელ-არხების მოწყობის სამუშაოების
რომელიმე პოზიციის არარსებობისას (მისი შესყიდვის აუცილებლობისას),
ახალი პოზიციის ერთეულის ფასი დადგინდება სსიპ - ლევან სამხარაულის
სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ან სხვა
აკრედიტებული პირის მიერ გაცემული დასკვნის საფუძველზე. ასეთ
შემთხვევაში, პრეისკურანტში ქალაქ თბილისის მასშტაბით კაბელ-არხების
მოწყობის სამუშაოების ერთეულის არარსებობით გამოწვეული შესყიდვის
ხვედრითი წილი არ შეიძლება აღემატებოდეს მიმწოდებლის მიერ
ელექტრონული ვაჭრობის შედეგად დაფიქსირებული პრეისკურანტის საბოლოო
ჯამური ღირებულების 10%-ს
1.2.5 ვაჭრობის შედეგად სატენდერო წინადადების ფასის კლების შემთხვევაში,
პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილ პრეისკურანტში, თითოეული პოზიციის
ერთეული ფასის კლება უნდა განხორციელდეს ზღვრული ერთეულის ფასებიდან,
არანაკლებ, შესყიდვის სავარაუდო ღირებულებასა და პრეტენდენტის მიერ
სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასს შორის არსებული პროცენტული
შემცირებით, ერთეულის ფასი შესაძლებელია დამრგვალებული იქნას ზრდის
პრინციპით, ერთი მეასედის (1 თეთრი) სიზუსტით, აგრეთვე, შესაბამისობად
ჩაითვლება ზრდის პრინციპით დამრგვალებამდე ცდომილების დაშვება.
1.2.6 პრედენდენტმა სატენდერო წინადადებაში ზედნადები ხარჯების და
მოგების განსაზღვრისას უნდა იხელმძღვანელოს 2014 წლის 14 იანვრის
საქართველოს მთავრობის N55 დადგენილებით გათვალისწინებული საწყისი
სავარაუდო ღირებულების დასადგენად, საერთო სამშენებლო, სამონტაჟო და
სპეციალური სამშენებლო სამუშაოების ზედნადები ხარჯებისთვის და ყველა
სახის სამუშაოზე გეგმიური მოგებისთვის დადგენილი არაუმეტეს ზღვრული
ნორმის ოდენობის შესაბამისად.
1.2.7 სავალდებულოა, პრეტენდენტის მიერ დანართი N1-ში (პრეისკურანტი)
ატვირთულ იქნას MS Excel-ის ფორმატის ფაილის სახით, დანართი №1–ის
(პრეისკურანტი) მიხედვით, (პრეისკურანტის განსაფასებელი პოზიციების
რაოდენობის 5%-ზე მეტის განუფასებლად წარმოდგენა ან/და პრეისკურანტის
წარმოუდგენლობა დაზუსტებას არ დაექვემდებარება და გამოიწვევს
პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას).
1.2.8 მიმწოდებელი ვალდებულია შემსყიდველის მიერ წერილობითი დავალების
შემთხვევაში სამშენებლო სამუშაოებს ერთდროულად აწარმოებდეს
არანაკლებ 6 (ექვსი) მისამართზე;
1.2.9 მიმწოდებელს სამშენებლო ობიექტის კონკრეტული მისამართი,
შესასრულებელი სამუშაოების დასახელება ან/და დეფექტური აქტი და
სამუშაოებისთვის განსაზღვრული ვადები გადაეცემა წერილობით;
1.2.10 მიმწოდებელი ვალდებულია, საჭიროების შემთხვევაში, ობიექტზე
სამუშაოები აწარმოოს 24 საათიან რეჟიმში.
1.2.11 სამუშაოს სპეციფიკიდან გამომდინარე შემსყიდველი არ იღებს
ვალდებულებას ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების
შესრულების ვადაში, შესყიდვის ობიექტის სახელშეკრულებო ღირებულების
სრულად ათვისების შესახებ.
1.2.12 თუ კი სამუშაოების უსაფრთხო წარმოებისთვის საჭიროა შესაბამის
სამსახურებთან შეთანხმებული, უსაფრთხოების სქემით სამუშაოების
წარმოება, მიმწოდებელი ვალდებულია სრულად დაიცვას შეთანხმებული
სქემით განსაზღვრული პერიმეტრი შესაბამისი მარეგულირებელი
ნიშნებით;
1.2.13 მიმწოდებელი ვალდებულია წერილობით ობიექტის მისამართის მიღებიდან
(დეფექტური აქტის და/ან სქემატური ნახაზების და/ან პროექტის და
მოცულობათა უწყისის შემსყიდველის მიერ გადაუცემლობის შემთხვევაში)
შემსყიდველის მიერ წერილობით განსაზღვრულ ვადაში წარმოადგინოს და
შეათანხმოს შემსყიდველთან შესასრულებელ სამუშაოთა დეფექტური აქტი
ან/და სქემატური ნახაზები ან/და სრული საპროექტო დოკუმენტაცია
ექსპერტიზის დასკვნასთან ერთად.
1.2.14 შემსყიდველი ვალდებულია აცნობოს მიმწოდებელს დეფექტურ აქტში ან/და
სქემატურ ნახაზებში ან/და პროექტში და მოცულობათა უწყისში რაიმე წუნის
(ხარვეზის) აღმოჩენის შესახებ, ხოლო მიმწოდებელი ვალდებულია
შენიშვნების გაცნობიდან არაუგვიანეს 3 (სამი) სამუშაო დღის ვადაში
საკუთარი ხარჯებით აღმოფხვრას აღმოჩენილი წუნი.
1.2.15 წერილობით მიწოდებული ობიექტის დეფექტური აქტის ან/და სქემატური
ნახაზების ან/და პროექტის და მოცულობათა უწყისის შეთანხმების შემდგომ,
მიმწოდებელს სამშენებლო ობიექტის კონკრეტული მისამართი, დეფექტური
აქტი ან/და სქემატური ნახაზები ან/და პროექტი, მოცულობათა უწყისი და
სამუშაოებისთვის განსაზღვრული ვადები გადაეცემა წერილობით.
1.2.16 საპროექტო დოკუმენტაციის წარმოდგენის შემთხვევაში სრულ საპროექტო
დოკუმენტაციას უნდა ახლდეს სსიპ ,,ლევან სამხარაულის სახელობის
ექსპერტიზის ეროვნული ბიურო“-ს ან სხვა აკრედიტირებული პირის მიერ
გაცემული სრული საპროექტო დოკუმენტაციის ექსპერტიზის დადებითი
დასკვნა, ამასთან საპროექტო ხარჯები ანაზღაურდება სრული საპროექტო
დოკუმენტაციის შესაბამისი საექსპერტო დასკვნის წარმოდგენის
შემთხვევაში.
1.2.17 საპროექტო დოკუმენტაციის წარმოდგენის შემთხვევაში (მათ შორის
საექსპერტო მომსახურების) ხარჯი განისაზღვრება და ანაზღაურდება
შესრულებული სამუშაოების არაუმეტეს ხელშეკრულებით განსაზღვრული
თანხის ოდენობით.
1.2.18 შემსყიდველი უფლებამოსილია წარმოდგენილი დეფექტური აქტი ან/და
სქემატური ნახაზები ან/და პროექტი და მოცულობათა უწყისი
ექსპერტიზისათვის წარუდგინოს მის მიერ შერჩეულ საექსპერტო
ორგანიზაციას, რომლის მომსახურების ღირებულების ანაზღაურებას
უზრუნველყოფს შემსყიდველი;
1.2.19 მიმწოდებელი ვალდებულია შეთანხმებული სამუშაოების წარმოების
გეგმა-გრაფიკის შესაბამისად, სამუშაო დაიწყოს წერილობითი დავალებით
განსაზღვრულ ვადაში.
1.2.20 მიმწოდებელი ვალდებულია შესრულების დამადასტურებელ
დოკუმენტაციასთან ერთად შემსყიდველთან წარმოადგინოს საბოლოო
საშემსრულებლო ნახაზები - („PDF” და „DWG”, ფორმატში).
1.2.21 მიმწოდებელი ვალდებულია თითოეულ ობიექტზე სამუშაოების დაწყების
შესახებ წერილობითი დავალების მიცემიდან არაუგვიანეს 5 (ხუთი)
კალენდარული დღის ვადაში, შემსყიდველთან შეთანხმებული ფორმით
წარმოადგინოს სამუშაოების წარმოების კალენდარული გეგმა-გრაფიკი;
ასევე, მიმწოდებელი ვალდებულია სამუშაოების მიწოდების ვადის გაზრდის
შემთხვევაში, შემსყიდველის წერილობითი შეტყობინებიდან არაუგვიანეს 5
(ხუთი) კალენდარულ დღეში წარმოადგინოს კორექტირებული კალენდარული
გეგმა-გრაფიკი.
1.2.22 შემსყიდველი უფლებამოსილია სამუშაოების მიმდინარეობის ნებისმიერ
ეტაპზე განახროციელოს სამუშაო პროცესის ზედამხედველობა.
1.2.23 საჭიროების შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებულია წერილობითი
დავალების შესრულების დაწყებამდე შესაბამის სამსახურებთან
შეათანხმოს სატრანსპორტო უსაფრთხოების სქემა.
1.2.24 მიმწოდებელმა წერილობითი დავალებით მიცემულ ობიექტზე თვალსაჩინო
ადგილას, მყარ კონსტრუქციაზე (დგარი) უნდა განათავსოს მინიმუმ 1 ცალი
საინფორმაციო დაფა ზომით 200სმ X 150სმ, (BPG- ფორმატში, შრიფტი-მრგვლოვანი-2009/2010)
შემსყიდველის მიერ წარმოდგენილი თანდართული ესკიზის შესაბამისად,
დამკვეთთან შეთანხმებით.
1.2.25 საჭიროების შემთხვევაში მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს ქალაქ
თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტის განვითარების სააგენტოსთან
შეთანხმებული მოძრაობის რეგულირების სქემის ბანერის ბეჭდვა ზომით 200სმ
X 150სმ, ხოლო დიზაინი მასზე განთავსებული ინფორმაციით და მისი
კონსტრუქციის განთავსება შესაბამის ლოკაციაზე შეათანხმოს
დამკვეთთან.
1.2.26 სამუშაოებით გამოწვეული ხმაურის, ვიბრაციის და მტვრის გავლენის
მინიმუმამდე დაყვანის მიზნით, მიმწოდებელი ვალდებულია კონკრეტულ
ობიექტზე ქვით მოსაპირკეთებელი და სამონტაჟო სამუშაოების
წარმოებისას უზრუნველყოს ქვის სველი წესით დამუშავება. შესაბამისი
დანადგარი აღჭურვილი უნდა იყოს წყლის ასარინებელი, წყალშემკრები
ავზით.
1.2.27 მიმწოდებელი ვალდებულია სამუშაოების შესრულებისას წარმოქმნილი
ნარჩენები (ინერტული) განათავსოს მუნიციპალიტეტის მიერ სპეციალურად
საამისოდ გამოყოფილ ადგილზე, თბილისის ტერიტორიაზე განთავსების
შემთხვევაში - გლდანის რაიონი, თბილისის შემოვლითი საავტომობილო გზის
მე-15 კმ.
1.2.28 სამუშაოთა დასრულების შემდეგ, მიმწოდებელი ვალდებულია თავისი
ძალებით და სახსრებით დაუყონებლივ გაათავისუფლოს სამუშაო ადგილი
მანქანა-მექანიზმებისაგან, მოწყობილობა-დანადგარებისაგან,
მასალებისაგან და ა.შ.
1.2.29 მიმწოდებელი ვალდებულია სამუშაოები განახორციელოს საქართველოში
მოქმედი სამშენებლო ნორმებისა და წესების მოთხოვნათა სრული დაცვით.
მათ შორის: აწარმოოს სამუშაოების ხარისხის კონტროლი, გამოსაყენებელი
მასალების ლაბორატორიული გამოცდები და შემსყიდველის მოთხოვნის
შემთხვევაში წარუდგინოს ტექნიკური ზედამხედველობის
განმახორციელებელ პირს გამოყენებული მასალა-ნაკეთობების ხარისხის
დამადასტურებელი დოკუმენტაცია (ლაბორატორიული დასკვნები,
სერტიფიკატები და სხვა). მასალები უნდა ინახებოდეს დახურული წესით,
გარდა იმ მასალებისა, რომელიც ნორმების მიხედვით ინახება ღია ცის
ქვეშ.
1.2.30 მიმწოდებელი ვალდებულია სამუშაოთა წარმოებისას უზრუნველყოს
საქართველოში მოქმედი სამშენებლო ნორმებით და წესებით, აგრეთვე
პროექტით გათვალისწინებული უსაფრთხოების წესების დაცვა. სამუშაო
ადგილის ფარგლებში მინიმუმამდე დაიყვანოს გარემოზე ეკოლოგიური
ზემოქმედება, მუშაობით გამოწვეული ხმაურის, ვიბრაციის და მტვრის
გავლენა.
1.2.31 ტექნიკური დავალება, სქემატური ნახაზები, ბანერის შაბლონი, ბანერის
კონსტრუქცია და პრეისკურანტის MS Excel-ის ფორმატის ფაილი (დანართი N1)
ატვირთულია სატენდერო დოკუმენტაციასთან ერთად.