Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Полные или частичные строительные работы и публичные работы (Грузия - Тендер #70845506)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: NCLE MIA FORCE
Номер конкурса: 70845506
Дата публикации: 20-02-2026
Сумма контракта: 219 592


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT260003350
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 20.02.2026 17:41
Начало приема предложения 13.03.2026 00:00
Истекает срок принятия предложений 16.03.2026 15:30
Предполагаемая цена закупки 219`592.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 45200000-Полные или частичные строительные работы и публичные работы
Коды классификатора
  • 45233200 - Различные работы по покрытию
  • 45233270 - Работы по маркировке парковочных зон
Срок подачи ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 90 (ოთხმოცდაათი) კალენდარული დღე, გეგმა-გრაფიკის შესაბამისად.
Дополнительная информация
ქ. რუსთავში, მომსახურების სააგენტოს ადმინისტრაციული შენობის მიმდებარედ არსებული ავტოსადგომის ტერიტორიაზე შესასრულებელი სარემონტო სამუშაოების შესყიდვა
Количество и объём закупок იხილეთ სატენდერო დოკუმენტაცია
Шаг снижения цены 3`500.00 GEL
Размер гарантии 2`196 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: pavle jugheli :: 20.02.2026 10:50
  • Последнее исправление: pavle jugheli :: 20.02.2026 17:41
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=674103&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

ქ. რუსთავი, მომსახურების სააგენტოს ადმინისტრაციული შენობის მიმდებარედ არსებული ავტოსადგომის ტერიტორიაზე შესასრულებელი სარემონტო სამუშაოების შესყიდვა.

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

1.2.1. შესასრულებელი სამუშაოების ჩამონათვალი და მოცულობები განსაზღვრულია სატენდერო დოკუმენტაციის ფასების ცხრილში - ხარჯთაღრიცხვაში და თანდართულ პროექტებში.

1.2.2. პარკინგზე ლითონის კონსტრუქციების დამუშავება-შეღებვის სამუშაოები მოიცავს არსებული, პარკინგის შემომსაზღვრელი ლითონის ჯებირების ზედაპირების დამუშავებას, დაგრუნტვას, მომზადებას და მაღალი ხარისხის ღებვას ანტიკოროზიული საღებავით. (ფერები შემსყიდველთან შეთანხმებით)

1.2.3. ზედა პარკინგზე ბეტონის საფარის წერტილოვანი აღდგენის სამუშაოები მოიცავს პარკინგის დაზიანებული, რკინა-ბეტონის საშუალოდ 20სმ სისქის მქონე ფილის წერტილოვნად დემონტაჟს და შეკეთებას. სამუშაოების წარმოებისას უნდა მოხდეს ბეტონის ზედაპირის ჩახერხვა, ზედაპირების გასუფთავება, შეხვრეტა. არმატურის შეშვება ნახვრეტებში და ბეტონირება.

1.2.4. ქვვედა პარკინგზე ბეტონის საფარის წერტილოვანი აღდგენის სამუშაოები მოიცავს პარკინგის დაზიანებული, რკინა-ბეტონის საშუალოდ 20სმ სისქის მქონე ფილის წერტილოვნად დემონტაჟს და შეკეთებას. სამუშაოების წარმოებისას უნდა მოხდეს ბეტონის ზედაპირის ჩახერხვა, ზედაპირების გასუფთავება, შეხვრეტა. არმატურის შეშვება ნახვრეტებში და ბეტონირება, ნაკერების შესაბამისი დამუშავებით.

1.2.5. ლითონის ცხაურების დამზადება მონტაჟის სამუშაოები მოიცავს 50*50 მილკვადრატისგან არსებული არხისთვის ცხაურის დამზადებასა მონტაჟს. დამზადება და დამონტაჟება უნდა მოხდეს არხის არსებული კონტურის შესაბამისად, რომელიც არ არის ერთხაზოვანი, შესაბამისად საჭიროა კონტურის გამოყვანა. ასევე, ცხურს უნდა შეეძლოს ავტომობილის გადავლის შემთხვევაში ნორმალურ რეჟიმში ექსპლუატაცია, ხოლო, მილკვადრატებს უნდა ჰქონდეს თავები დახშული, რათა არ მოხდეს მათში წყლის მოხვედრა და კოროზია. კოროზიისგან დასაცავად გათვალისწინებულია ზემოაღნიშნული ლითონის კონსტრუქციების დამუშავება, დაგრუნტვა მომზადება და მაღალი ხარისხის ღებვა ანტიკოროზიული საღებავით. (ფერები შემსყიდველთან შეთანხმებით).

1.2.6. ზედა პარკინგზე ბორდიურების შეკეთების სამუშაოები მოიცავს არსებული, დაზიანებული, განშრევებული ბორდიურების დამუშავებას ქვიშა-ცემენტის ხსნარით, (ექსპლუატაციის პირობებიდან გამომდინარე საჭირო დანამატების გათვალისწინებით) ხოლო შეღებვას მაღალი ხარისხის გარე გამოყენების საღებავით. (ფერები შემსყიდველთან შეთანხმებით).

1.2.7. ქვედა პარკინგზე საყრდენი კედლის შეკეთების სამუშაოები მოიცავს არსებული კედლის შელესვას (დეკორატიული, ტექსტურული ლესვა), დამუშავებას, მომზადებას და შეღებვას მაღალი ხარისხის, გარე გამოყენების საღებავით. (შენიშვნა: საჭიროების შემთხვევაში, სამუშაოების წარმოების პროცესში შესაძლოა გახდეს ნალესის ზოგიერთი ფენის დემონტაჟი, რაც უნდა იქნას გათვალისიწნებული განფასებაში).

1.2.8. ქვედა პარკინგზე ახალი შემომსაზღვრელი ძელების მოწყობის - ღებვის სამუშაოები მოიცავს ზედა პარკინგის არსებული შემომსაზღვრელი ჯებირების ანალოგიური კონსტრუქციის აწყობას და მონტაჟს სრული კომპლექტაციით. ჯებირები ეწყობა მილკვადრატისგან ზომით 80*80, რომელიც არის დამაგრებული ოთხი ნახვრეტის მქონე ლითონის სამონტაჯი ფურცელზე, შესაბამისი ანკერებით, ასევე გათვალისწინებულია ზემოაღნიშნული კონსტრუქციების შეღებვა მაღალი ხარისხის ანტიკოროზიული საღებავით.

1.2.9. საგზაო ნიშნების სამონტაჟო სამუშაოები მოიცავს ახალი საგზაო ნიშნების მონტაჟს სრული კომპლექტაციით. ნიშნები არის სდანდარტული ზომის, დამონტაჟებული გალვანიზებული ლითონის დგარებზე, სიმაღლით 3.5მ, ხოლო ნიშნების შინაარსი უნდა შეთანხმდეს შემსყიდველთან.

1.2.10. არსებული სანიაღვრე არხის გაწმენდითი სამუშაოები მოიცავს არსებული სანიაღვრე არხების გაწმენას, ნაგვისგან გასუფთავებას, ნაგვის მოცილების გათვალისწინებით.

1.2.11. არსებული სანიაღვრე არხის სარეაბილიტაციო სამუშაოები მოიცავს არსებული სანიაღვრე არხების შეკეთებას ამომწმენდის შემდეგ, მათი გამტარუნარიანობის და წყალგაუმტარობის აღდგენას. ლესვისას შესაძლოა გამოყენებულ იქნას შესაძლო დანამატები, რომელიც აუცილებელი იქნება სანიაღვრე არხის რეაბლილიტაციის შემდეგ მისი ფუნქციონების უზრუნველსაყოფად.

1.2.12. ჯიხურების მოწყობის სამუშაოები მოიცავს 2 ერთეული ჯიხურის მოწყობას ლითონის კარკასისგან და ფასადს დამზადებულ ალუმინის ვიტრაჟებისგან, ღიობების და სახურავის ჩახურვა უნდა განხორციელდეს მაღალი ხარისხის 5სმ სისქის სენდვიჩპანელებით, შემინვა უნდა განხორციელდეს მაღალი ხარისხის შესაბამისი მინებით, ხოლო საჭიროების შემთხვევაში (დამკვეთის მოთხოვნა) უნდა მოხდეს მათი ჩაბურვაც. ჯიხურებს უნდა ჰქონდეს ალუმინის მაღალი ხარისხის, რეზინით იზოლირებული კარი და გადმოსახსნელი ღიობი. სამუშაოები უნდა შესრულდეს წარმოდგენილი ნახაზის შესაბამისად, ჯიხურების ფერი შავი.

1.2.13. ჯიხურების ელექტროობის სამუშაოები მოიცავს ახლადმოწყობილ ჯიხურებში ელექტოსამონტაჟო სამუშაოებს.

1.2.14. ზედა პარკინგის დახაზვის სამუშაოები მოიცავს პარკინგის დახაზვის სამუშაოებს, რომელიც უნდა შესრულდეს საგზაო სამუშაოების დახაზვის შესაბამისი ტექნოლოგიური ციკლის დაცვით.

1.2.15. ქვედა პარკინგის დახაზვის სამუშაოები მოიცავს პარკინგის დახაზვის სამუშაოებს, რომელიც უნდა შესრულდეს საგზაო სამუშაოების დახაზვის შესაბამისი ტექნოლოგიური ციკლის დაცვით.

1.2.16. მიმწოდებელმა სამუშაოების განხორციელების განმავლობაში საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის და არსებული ნორმების შესაბამისად, უნდა მიიღოს აუცილებელი ზომები ტექნიკური უსაფრთხოების და გარემოს დაცვის უზრუნველსაყოფად.

1.2.17. მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს სამუშაო ადგილის ფარგლებში გარემოზე ეკოლოგიური ზემოქმედების, მუშაოებით გამოწვეულიხმაურის, ვიბრაციის და მტვრის გავლენის მინიმუმადე დაყვანა.

1.2.18. მიმწოდებელი საქართველოში ტექნიკური უსაფრთხოების და გარემოს დაცვასთან დაკავშირებით მოქმედი კანონების და ნორმების შესაბამისად ვალდებულია მიიღოს უსაფრთხოების აუცილებელი ზომები სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების განხორციელების ზონაში ხანძრის გაჩენის და აფეთქების თავიდან ასაცილებლად.

1.2.19. მიმწოდებელი ვალდებულია სამუშაოები შეასრულოს საქართველოში მოქმედი სამშენებლო ნორმებით და უსაფრთხოების წესების დაცვით. აღნიშნულ ნორმათა დარღვევის შემთხვევაში, მიმწოდებელს ყოველ კონკრეტულდარღვევაზე დაეკისრება შესაბამისი კანონმდებლობით გათვალისწინებული ჯარიმა. ჯარიმის გადახდა მიმწოდებელს არ ათავისუფლებსდარღვევის აღმოფხვრისაგან.

1.2.20. სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების წარმოების და/ან დასაწყობების დროს სააგენტოს საკუთრებაში არსებული ტექნიკის/ავეჯის/დანადგარების დაზიანების შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია მოახდინოს საკუთარი ხარჯებით ზიანის აღმოფხვრა/ანაზღაურება.

1.2.21. სამშენებლო სარემონტო სამუშაოების წარმოების დაწყებამდე მიმწოდებელი ვალდებულია საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოსსააგენტოს საკუთრებაში არსებული ტექნიკის/ავეჯის/დანადგარების განათავსება/დასაწყობება შემსყიდველის მიერ მითითებულ ადგილზე.

1.2.22. გამარჯვებული პრეტენდენტი ვალდებულია სამუშაოები აწარმოოს იმგვარად, რომ არ შეფეხდეს სააგენტოს გამართული ფუნქციონირება.ისეთი სამუშაოები, რომელმაც შესაძლოა გამოიწვიოს სააგენტოს გამართული ფუნქციონირების შეფერხება, შემსყიდველთან შეთანხმებით, უნდაგანხორციელდეს შემდეგ პერიოდებში:

ა) ორშაბათი-პარასკევი 17.00 საათიდან მომდევნო დღის დილის 09.00 საათამდე;

ბ) შაბათის 16.00 საათიდან ორშაბათის დილის 09.00 საათამდე.

შენიშვნა: ყველა სამუშაო ხარჯთაღრიცხვაში უნდა განფასდეს იმგვარად, რომ მოხდეს სამუშაოების შესრულება ჯეროვნად და სრულად. ტექნოლოგიური ციკლის სრული დაცვით. ერთეული ფასი უნდა მოიცავდეს ყველა საჭირო დანახარჯს, რომელიც შესაძლოა დასჭირდეს სამუშაოს შესრულებას, მათ შორის ნებისმიერი მასალა, ხელფასი, მატერიალურ-ტექნიკური, დამხმარე რესურსი, შრომის უსაფრთხოების დაცვისთვის აუცილებელი ღონისძიებები თუ სხვა.

ვინაიდან სამუშაოები მოიცავს წერტილოვან რეაბილიტაციას, სამუშოების შესრულების ლოკაციის შესახებ, შემსრულებელი მითითებას მიიღებს შემსყიდველის უფლებამოსილი წარმომადგენლისგან.

სამუშაოების სპეციფიკურობიდან გამომდინარე, აუცილებელია შემსრულებელი დეტალურად გაეცნოს სამუშაოების ამსახველ მოცულობათა უწყისს, საპროექტო დოკუმენტაციას (არსებობის შემთხვევაში) სამუშაოების მიწოდების ადგილს და ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მოახდინოს შესასრულებელი სამუშაოების შეფასება.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 90 (ოთხმოცდაათი) კალენდარული დღე, გეგმა-გრაფიკის შესაბამისად.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

ქ. რუსთავი, მომსახურების სააგენტოს ადმინისტრაციული შენობის მიმდებარედ არსებული ავტოსადგომის ტერიტორია

1.6 guarantee period for the works to be performed

გარანტია შესრულებულ სამუშაოებზე უნდა შეადგენდეს არანაკლებ 2 (ორი) წელს, შესაბამისი სამუშაოების საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის შედგენის დღიდან.

საგარანტიო პერიოდში რაიმე სახის ხარვეზის/დეფექტის აღმოჩენის შემთხვევაში, მომწოდებელი ვალდებულია გამოასწოროს აღნიშნული ხარვეზი/დეფექტი საკუთარი სახსრებით, შემსყიდველის მოთხოვნიდან არაუმეტეს 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში.

საგარანტიო ვადის განმავლობაში, რაიმე წუნის (ნაკლოვანების, დეფექტი) აღმოჩენის შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებულიაა ღმოფხვრას უხარისხოდ შესრულებული სამუშაოები საკუთარი ხარჯებით, შემსყიდველის მიერ გაგზავნილი წერილის ჩაბარებიდან ან/და ელექტრონულ ფოსტაზე შეტყობინების გადაგზავნიდან არაუგვიანეს 15 (თხუთმეტი) კალენდალური დღის ვადაში.

საგარანტიო ვადის განმავლობაში, კონდენციონერების და ელექტროობის ფუნქციონირებაში აღმოჩენილი რაიმე წუნის (ნაკლოვანების,დეფექტის) აღმოჩენის შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია აღმოფხვრას წუნი (ნაკლოვანება, დეფექტი) საკუთარი ხარჯებით,შემსყიდველის მიერ გაგზავნილი წერილის ჩაბარებიდან ან/და ელექტრონულ ფოსტაზე შეტყობინების გადაგზავნიდან არაუგვიანეს 5 (ხუთი)კალენდალური დღის ვადაში

technical requirements

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

2.2.1.1. პრეტენდენტს უნდა გააჩნდეს ანალოგიური სამუშაოების, კერძოდ, ტერიტორიის კეთილმოწყობისა ან/და გარე პარკინგის მოწყობისა სამშენებელო სამუშაოების გამოცდილება, რომლის ჯამური ღირებულებაც 2023 - 2026 წლებში (წინამდებარე ტენდერი გამოცხადებამდე) არ უნდაიყოს 400 000 ლარზე ნაკლები, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ყველა გადასახადის ჩათვლით. აღნიშნულის დასტურად,პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილ უნდა იქნეს შესაბამისი ხელშეკრულებები და შესრულებულ სამუშაოებზე გაფორმებული მიღება-ჩაბარებისაქტები ან/და ფორმა N2 ან/და ექსპერტიზის დასკვნები ან/და ნებისმიერი სხვა სახის დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებს აღნიშნულისამუშაოების შესრულების ფაქტს.

2.2.1.2. პრეტენდენტს 2023 - 2026 წლებში (წინამდებარე ტენდერი გამოცხადებამდე) ერთი ხელშეკრულების ფარგლებში დაწყებული დადასრულებული უნდა ჰქონდეს ანალოგიური ხასიათის სამუშაოები - ტერიტორიის კეთილმოწყობისა ან/და გარე პარკინგის მოწყობისა სამშენებელო სამუშაოები, არანაკლებ 150 000 ლარის ღირებულების ოდენობით. აღნიშნულის დასტურად პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნესშესაბამისი ხელშეკრულება და შესრულებულ სამუშაოებზე გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტები ან/და ფორმა N2 ან/და ექსპერტიზის დასკვნები ან/და ნებისმიერი სხვა სახის დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებს აღნიშნული სამუშაოების შესრულების ფაქტს. ასევე, აღნიშნულ სამუშაოებზე წარმოდგენილი უნდა იქნეს ამგვარი ობიექტის დამკვეთი ორგანიზაციის მიერ გაცემული დადებითი რეკომენდაცია, რომელიც გაცემული უნდა იქნას ტენდერის გამოცხადების შემდგომ პერიოდში.

2.2.1.3. იმ შემთხვევაში, თუ სამუშაოები შესრულებულია კერძო სამართლის იურიდიული პირის ან ფიზიკური პირის დაკვეთით, (არასახელმწიფო შემსყიდველი ორგანიზაცია), პრეტენდენტმა ზემოაღნიშნული დოკუმენტებთან ერთად უნდა წარმოადგინოს ამ სამუშაოებისშესრულების ამსახველი ფინანსური დოკუმენტაცია - დადასტურებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები.

2.2.1.4. იმ შემთხვევაში, თუ სატენდერო დოკუმენტაციის 2.2.1 პუნქტით მოთხოვნილი გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია ატვირთულია შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში, პრეტენდენტს შეუძლია, გამოცდილების შესახებ ინფორმაცია წარმოადგინოს CMR, SPA, NAT ნომრების სახით და არ ატვირთოს ზემოაღნიშნული დოკუმენტაცია.

2.5.1 requirement related to the time limits for supplying goods/providing services/performing works (timeline)

2.5.1.1. პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს სამუშაოების შესრულების კალენდარული გეგმა-გრაფიკი 90 კალენდარულ დღეზე.

2.5.1.2. სამუშაოების დასრულება უნდა განხორციელდეს წარმოდგენილი გეგმა-გრაფიკის შესაბამისად.

2.5.1.3. მიმწოდებელს უფლება აქვს ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, წარუდგინოს შემსყიდველს ხელშეკრულებით განსაზღვრული გეგმა-გრაფიკისგან განსხვავებული გეგმა-გრაფიკი, თითოეული ეტაპის ცვლილებების მიზეზის მითითებით. შემსყიდველი ვალდებულია,განიხილოს წარმოდგენილი დოკუმენტები და მიაწოდოს მიმწოდებელს გეგმა-გრაფიკის ცვლილებაზე თანხმობა ან დასაბუთებული უარი.

2.8.1 requirements related to a sub-contractor

2.8.1.1. პრეტენდენტის მიერ სამუშაოებში ქვეკონტრაქტორების გამოყენების შემთხვევაში წარმოდგენილი უნდა იქნას: მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულების ასლი (ქვეკონტრაქტორ(ებ)თან გაფორმებული ხელშეკრულებების მოქმედების ვადა არ უნდა იყოს წინამდებარე ტენდერით გათვალისწინებული შესასრულებელი სამუშაოების შესრულების ვადაზე ნაკლები) ან ქვეკონტრაქტორის წერილობითი დასტური პრეტენდენტის გამარჯვების შემთხვევაში მასთან ხელშეკრულების გაფორმების მზადყოფნაზე (რომელშიც ასახული იქნება ქვეკონტრაქტორის მზადყოფნა ტენდერით გათვალისწინებული შესასრულებელი სამუშაოების განხორციელების ვადებთან დაკავშირებით), ამასთან ქვეკონტრაქტორი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

1) ქვეკონტრაქტორი სატენდერო წინადადების მიღების დამთავრების დღისთვის არ უნდა იყოს შეყვანილი სახლმწიფო შესყიდვების სააგენტოსმიერ შავ სიაში.

2) ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ ქვეკონტრაქტორის შეცვლის ან/და ახალი ქვეკონტრაქტორის დამატების შემთხვევაში მიმწოდებლემა უნდა წარმოადგინოს წინამდებარე ტენდერით განსაზღვრული ყველა დოკუმენტაცია ქვეკონტრაქტორის შესახებ.

2.9 other additional requirements

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, შემსყიდველი ორგანიზაცია პრეტენდენტისაგან ითხოვს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებას, რაზეც პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნას სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს" ან სხვა აკრედიტირებული პირის მიერ გაცემული შესაბამისი დასკვნა (დასკვნასთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი), რომელშიც ტექსტობრივად მკაფიოდ უნდა იკვეთებოდეს, 2017 წლის 26 სექტემბრის საქართველოს მთავრობის N439 დადგენილებით განსაზღვრული ტექნიკური რეგლამენტის - „სამშენებლო სამუშაოების ხარჯთაღრიცხვის ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დადგენის მეთოდიკის“ მოთხოვნებთან დასკვნის შესაბამისობა. წარმოდგენილი დასკვნით უნდა დასტურდებოდეს პრეტენდენტის მიერ ატვირთულ სატენდერო ხარჯთაღრიცხვაში (სატენდერო წინადადების საბოლოო ფასის შესაბამისი ხარჯთაღრიცხვა (შესაბამისი ტენდერის უნიკალური ნომრის მითითებით)) დაფიქსირებული ერთეულის ფასებით (თითოეულ ერთეულთან მიმართებით) და აგრეთვე ჯამური ღირებულებით ამავე ხარჯთაღრიცხვით განსაზღვრული სამუშაოების შესრულების შესაძლებლობა. ექსპერტიზის დასკვნას თან უნდა ერთვოდეს სატენდერო ხარჯთაღრიცხვა და რესურსული მეთოდით შედგენილი ხარჯთაღრიცხვა.

ექსპერტიზის დასკვნის წარმოუდგენლობა ან/და უარყოფითი დასკვნის წარმოდგენა გამოიწვევს შესაბამისი პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას. ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებაზე ვრცელდება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანების 28-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტებით განსაზღვრული პირობები.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

guarantee for assurance of contract performance

6.1 guarantees for assurance of contract performance are requested

5

6.2 guarantees are requested in case of reduction of final value by 20% or more compared to estimated value

10

6.3 duration of guarantee

ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიის ვადა არანაკლებ 1 (ერთი) თვით უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულების მოქმედებას ვადას.

6.4 terms and conditions of guarantee

6.5.1.მიმწოდებელი ვალდებულია სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელი კანონმდებლობის მოთხოვნათა გათვალისწინებით, ხელშეკრულების გაფორმებამდე წარმოადგინოს ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტია. საბანკო გარანტია წარმოდგენილი უნდა იქნას საქართველოში მოქმედი საბანკო დაწესებულების ან სსიპ „საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის" მიერ ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიიდან.

6.5.2. თეთრ სიაში რეგისტრირებული მიმწოდებელი შემსყიდველ ორგანიზაციას წარუდგენს „თეთრი სიის წარმოების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2016 წლის 26 თებერვლის №2 ბრძანების შესაბამისად.

6.5.3. მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის, აგრეთვე ნაწილობრივი ან არაჯეროვანი შესრულების მიზეზით ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში, შემსყიდველი უფლებამოსილია განახორციელოს საბანკო გარანტიის სრული ოდენობით გამოყენება.

6.4.4.იმ შემთხვევაში, თუ მიმწოდებელი უზრუნველყოფს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების სრულად შესრულებას ან ხელშეკრულების მოქმედება შეწყდება მიმწოდებლისაგან დამოუკიდებელი მიზეზებით, შემსყიდველი ვალდებულია მიმწოდებლის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე უზრუნველყოს ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიის დაუყოვნებლივ დაბრუნება.

6.5.5. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანებით დამტკიცებული „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ 34-ე უხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე, იმ შემთხვევაში თუ გამარჯვებული პრეტენდენტის მიერ ელექტრონული ვაჭრობის შედეგად დაფიქსირებული წინადადების საბოლოო ფასი ნაკლები იქნება 200 000 ლარზე, მოთხოვნილი იქნება ხელშეკრულების უზრუნველყოფის გარანტია, ვინაიდან აღნიშნული შესყიდვა შემსყიდველისათვის წარმოადგენს განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტს, ასევე, ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია ამაღლებს მიმწოდებლის პასუხისმგებობას.

terms of payment

7.1.1 amount of the sum to be paid in advance and terms for its payment

7.1.1.1. წინასწარი ანგარიშწორების (ავანსი) გამოყენება შესაძლებელია ხელშეკრულების საერთო ღირებულების არაუმეტეს 50%-ის ოდენობით,საავანსო თანხის იდენტური ოდენობის უპირობო გამოუთხოვადი გარანტიის წარმოდგენის საფუძველზე, (რომლის მოქმედების ვადა 30(ოცდაათი) კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულების მოქმედების ვადას) რაც გულისხმობს, გარანტი იღებს ვალდებულებას,ყოველგვარი უარყოფისა და გასაჩივრების უფლების გარეშე, წერილობითი მოთხოვნის წარდგენიდან მომდევნო 5 (ხუთი) სამუშაო დღისვადაში, გადაუხადოს ბენეფიციარს თანხა თუ პრინციპალმა არ შეასრულა ბენეფიციართან გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები. ავანსად გადახდილი თანხის გამოქვითვა განხორციელდეს სატენდერო დოკუმენტაციის 7.1.1.2.პუნქტით გათვალისწინებული პირობის შესაბამისად.

7.1.1.2. სატენდერო დოკუმენტაციის 7.1.1.1. პუნქტით გათვალისწინებული ავანსად მიღებული თანხის გამოქვითვა მოხდება მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი შესრულებული სამუშაოს (ფორმა N3) დამადასტურებელი დოკუმენტაციის საფუზველზე პროპორციით 50%/50%, საიდანაც 50%დაკავდება ჩარიცხული ავანსის გამოსაქვითად, ხოლო დარჩენილი 50%-ის ანაზღაურება მოხდება მიმწოდებლის სასარგებლოდ.

7.1.1.3. შემსყიდველი უფლებამოსილია 7.1.1.1. პუნქტით ავანსად მიღებული თანხის დაუმოწმებელი (გამოუქვითავი) ნაწილი (7.1.1.2. პუნქტშიმითითებული პროპორციული გამოქვითვის გათვალისწინებით) სრულად დაფაროს საბოლოოდ წარმოდგენილი შესრულებული სამუშაოსფორმა N3-დან.

7.1.1.4. იმ შემთხვევაში თუ მიმწოდებელი თეთრ სიაში ყოფნის გამო, წინასწარი ანგარიშსწორების დროს, შემსყიდველ ორგანიზაციას წარუდგენს წინასწარ გადასახდელი თანხის შემცირებული ოდენობის საავანსო გარანტიას, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად, შემსყიდველი უფლებამოსილია წინასწარი ანგარიშსწორებისას გადახდილი თანხა გამოქვითოს შემდეგი პირობის დაცვით:თავდაპირველად, შემსყიდველის მიერ, დაიფარება მიმწოდებლისთვის ავანსად გადარიცხული თანხის ის ნაწილი, რომლისუზრუნველსაყოფადაც, მიმწოდებელს თეთრ სიაში ყოფნის გამო, შემსყიდველ ორგანიზაციაში, არ ექნება წარმოდგენილი შესაბამისი საავანსო საბანკო გარანტია.

7.1.1.5. მომწოდებლის წერილობითი მოთხოვნის შემთხვევაში შესაძლებელია მოხდეს სატენდერო დოკუმენტაციის 7.1.1.1. პუნქტით ჩაწერა გათვალისწინებული ავანსად მიღებული თანხის სრულად გამოქვითვა.

7.1.1.6. სატენდერო დოკუმენტაციის 7.1.1.1. პუნქტის მიზნისთვის წარმოდგენილი წინასწარი ანგარიშსწორების (საავანსო) გარანტია წარმოდგენილი უნდა იქნას საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან ან სსიპ „საქართველოსდაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური“-ს მიერ ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიიდან, ეროვნულ ვალუტაში - ლარში.

7.2 terms of step by step and/or final payment

ანგარიშსწორება განხორციელდება ეტაპობრივად, უნაღდო ანგარიშსწორებით ლარში.

7.3 time limits for step by step and/or final payment

7.3.1. შესრულებულ სამუშაოზე საბოლოო ანგარიშსწორება განხორციელდება ფაქტიურად შესრულებული სამუშაოების მოცულობის დამად

Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2026, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru