შესყიდვის ობიექტს წარმოადგენს 2026 წლის 22-28 მარტის პერიოდში,
"საერთაშორისო ბანაკის" განსახორციელებლად, 100 ადამიანისთვის სასტუმროს
მომსახურების შესყიდვა, შემდეგი ტექნიკური მახასიათებლების
შესაბამისად:
1. სასტუმრო უნდა იყოს ერთ სივრცეში/ერთ ლოკაციაზე და შემოსაზღვრული
დაცული ღობით, გამოყოფილი სხვა თავშეყრის სივრცეებისგან.
2. სასტუმრო უნდა იყოს თანამედროვე სტანდარტების და კომფორტული
ინფრასტრუქტურის მქონე, არ უნდა იყოს განთავსებული საცხოვრებელი
სახლის ნაწილში ან მიწისქვეშ, სასტუმრო არ უნდა იყოს საოჯახო ტიპის.
3. სასტუმრო უნდა მდებარეობდეს კახეთის რეგიონში, თბილისის
ადმინისტრაციული საზღვრიდან არაუმეტეს 150 კმ-ში.
4. ყველა ნომერი განთავსებული უნდა იყოს ერთ კომპლექსში. იმ შემთხვევაში,
თუ სასტუმროს აქვს 3 ან მეტი სართული, აუცილებელია ჰქონდეს ლიფტი.
5. სასტუმრომ უნდა უზრუნველყოს, ერთდროულად არანაკლებ 100 ადამიანის
განთავსება და კვება. ბანაკის განხორციელების სავარაუდო თარიღებია 22-28
მარტი და საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელი უნდა იყოს აღნიშნული
თარიღების ცვლილება. ზუსტი თარიღი და სტუმრების ზუსტი რაოდენობა
მომწოდებელს ეცნობება ნაკადის მიღებამდე არანაკლებ 3 კალენდარული დღით
ადრე.
6. ოთახებში განაწილება უნდა მოხდეს ცხრილი 1-ის შესაბამისად, სქესთა
ბალანსის დაცვით. გამომდინარე ოთახის სპეციფიკიდან, აუცილებელია, რომ
საწოლები იყოს ცალ-ცალკე, ინდივიდუალური, არაგასაშლელი.
(იხ. ტექნიკური დავალების ცხრილი 1)
7. სასტუმროს ნომრები უნდა იყოს უზრუნველყოფილი ინდივიდუალური სველი
წერტილებით, უწყვეტი ცივი და ცხელი წყლით, ცენტრალური
გათბობა-გაგრილების სისტემით, 24 საათიანი ელექტრომომარაგებით,
მაცივრით, ინტერნეტით, ტელევიზორით. ნომრებში ასევე დაცული უნდა იყოს
სანიტარული ნორმები. სასტუმროს უნდა გააჩნდეს დენის ალტერნატიული
წყარო.
8. ოთახები შესაბამისად უნდა მარაგდებოდეს ჰიგიენის ინდივიდუალური
ნივთებით ყოველდღე თითო ადამიანზე: 1 დიდი პირსახოცი, 1 პატარა პირსახოცი,
ოთახის ერთჯერადი ჩუსტი, შამპუნი, ტანის გელი, საპონი და თმის საშრობი
ფენი. ჰიგიენის ნივთები უნდა იცვლებოდეს 24 საათში ერთხელ.
9. ოთახის დალაგება უნდა ხორციელდებოდეს ყოველდღიურად სველი/მშრალი
წმენდით, ხოლო თეთრეულის გამოცვლა სასტუმროში არსებული სტანდარტის
შესაბამისად.
10. სასტუმროში უნდა იყოს 1 დიდი საკონფერენციო დარბაზი, არანაკლებ 100
ადამიანზე, სადაც საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელი იქნება
სემინარის, ტრენინგის ან კულტურული ღონისძიების ჩატარება. გარდა ამისა,
სასტუმროს უნდა ჰქონდეს არანაკლებ 3 იზოლირებული სატრენინგო სივრცე,
არანაკლებ 25 ადამიანზე, სადაც შესაძლებელი იქნება მონაწილეების მცირე
ჯგუფების შეკრება და მუშაობა. საკონფერენციო და სატრენინგო სივრცეები
ხელმისაწვდომი უნდა იყოს დღის ნებისმიერ მონაკვეთში, პროგრამული
აქტივობების განხორციელებისთვის (იხ. ტექნიკური დავალების ცხრილი 2)
11. საკონფერენციო დარბაზი და სატრენინგო სივრცეები უნდა იყოს
იზოლირებული და დამოუკიდებელი სხვა ოთახებისგან, მათ შორის
სამზარეულოსგან/კვებისთვის განკუთვნილი სივრცისგან (ფარდით ან სხვა
საშუალებებით გამოყოფა არ მოიაზრება). საკონფერენციო დარბაზი და
სატრენინგო სივრცეები უზრუნველყოფილი უნდა იყოს გათბობა/გაგრილების
სისტემით.
12. საკონფერენციო დარბაზი აღჭურვილი უნდა იყოს პროექტორით, ლეპტოპით,
ეკრანით, თეთრი დაფით, ფლიფჩარტებით და მარკერებით, მონაწილეთა
შესაბამისი რაოდენობის სკამებითა და სამუშაო მაგიდებით
(მოთხოვნისამებრ), არანაკლებ 100 ადამიანისთვის, ასევე ხმის
გამაძლიერებელი სისტემით (მიკროფონი და დინამიკები) და უკაბელო
ინტერნეტით. საკონფერენციო დარბაზში, შესასრულებელი სამუშაოდან
გამომდინარე, შესაძლებელი უნდა იყოს დარბაზში არსებული ინვენტარის
(მაგიდები, სკამები) გადაადგილება (შეერთება ან განცალკევება).
13. სატრენინგო სივრცეები აღჭურვილი უნდა იყოს პროექტორით, ლეპტოპით,
თეთრი დაფით, ფლიფჩარტებით და მარკერებით, მონაწილეთა შესაბამისი
რაოდენობის სკამებითა და სამუშაო მაგიდებით (მოთხოვნისამებრ),
არანაკლებ 25 ადამიანისთვის და უკაბელო ინტერნეტით.
14. საკონფერენციო დარბაზი, სატრენინგო სივრცეები, კვებისთვის
განკუთვნილი ადგილი და სასტუმროს ნომრები უნდა იყოს ერთ კომპლექსში.
15. სასტუმროს არანაკლებ 100 ადამიანისთვის, უნდა გააჩნდეს სარეკრეაციო
სივრცე, სადაც შესაძლებელი იქნება ღონისძიებებისა და სპორტული
აქტივობების ჩატარება.
16. სასტუმროს უნდა ჰქონდეს სავარჯიშო სპორტული დარბაზი, რომელიც
აღჭურვილი იქნება შესაბამისი ინვენტარით (არანაკლებ 2 სარბენი ბილიკით;
არანაკლებ 1 ველოტრენაჟორი; არანაკლებ 1 ელიპტიკური ტრენაჟორი;
არანაკლებ 1 მუცლის პრესის ტრენაჟორი და სხვ.). ასევე, სრულად დახურული
საცურაო აუზი, სპორტული მოედანი და ინვენტარი, როგორიცაა: კალათბურთის,
ფეხბურთის და ჩოგბურთის ბურთები, მაგიდის ჩოგბურთის მაგიდები და
ინვენტარი, ბილიარდის მაგიდა და ინვენტარი, სივრცე კინოჩვენების
გამართვისთვის შესაბამისი აღჭურვილობითა და ინვენტარით.
17. კვებისთვის განკუთვნილი საათების განსაზღვრა უნდა მოხდეს
შემსყიდველთან შეთანხმებით. გათვალისწინებული უნდა იყოს 3-ჯერადი
კვება, გათვალისწინებული უნდა იყოს სამარხვო და ვეგეტარიანული
მოთხოვნები, აუცილებელია ცხელი კერძის ერთ-ერთ რაციონში არ შედიოდეს
ღორის ხორცი. საუზმეზე, სადილსა და ვახშამზე უნდა მოხდეს სტუმრების
ერთდროულად განთავსება, ცხელი ხაზის ან შვედური მაგიდის პრინციპით,
შემსყიდველის მიერ შეთანხმებული მენიუს მიხედვით არანაკლებ 80
ადამიანზე (იხ. ტექნიკური დავალების ცხრილი 3).
18. ბანაკის ფარგლებში დაგეგმილია ორი ექსკურსია. აღნიშნულ დღეებში
მონაწილეთა სადილით უზრუნველყოფა უნდა მოხდეს “ლანჩ ბოქსების”
ფორმატით.
19. კერძები უნდა მომზადდეს ჰიგიენის ნორმების მკაცრი დაცვით.
კერძებისთვის საჭირო ინგრედიენტები უნდა იყოს ახალი, მაღალხარისხიანი.
მომსახურების გაწევის პროცესში, მიმწოდებელმა უნდა დაიცვას
საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული რეგულაციები,
წინააღმდეგ შემთხვევაში შემსყიდველი იძენს უფლებამოსილებას, დასვას
მიმწოდებლის პასუხისმგებლობის საკითხი კანონმდებლობით
გათვალისწინებული სათანადო წესით (იხ. ტექნიკური დავალების ცხრილი 4)
20. კვებითი მომსახურების გაწევის დროს მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს
შესაბამისი რაოდენობის მომსახურე პერსონალის ადგილზე ყოფნა.
21. სასტუმრომ უნდა უზრუნველყოს კულტურული პროგრამის უზრუნველყოფა,
კერძოდ: ქართული სამზარეულოს მასტერკლასი ბანაკის მონაწილეთათვის,
რომელშიც ბანაკის ყველა მონაწილე ჩაერთვება. მასტერკლასი გულისხმობს
მზარეულების დახმარებითა და მითითებებით, სასტუმროში მოწყობილ
ტერიტორიაზე, 92 სტუმრის მიერ, ხინკლის (ხორცის და კარტოფილის)
მომზადებას, თათარის მომზადებას და ჩურჩხელების ამოვლებას. აქტივობა
უნდა იყოს საინტერესო და შემეცნებითი. მომსახურების გასაწევად საჭირო
ტექნიკური აღჭურვილობა, ინვენტარი და ინგრედიენტები სასტუმრომ უნდა
უზრუნველყოს საკუთარი ძალებით, ხელშეკრულების ღირებულების ფარგლებში,
შემსყიდველის მხრიდან დამატებითი ანაზღაურების გარეშე (იხ. ტექნიკური
დავალების ცხრილი 5)
22. პერიმეტრი 24 საათის მანძილზე უნდა კონტროლდებოდეს შესაბამისი დაცვის
სისტემით/პატრულირებით. სასტუმროს პერიმეტრი მუდმივად უნდა იყოს
დაცვის ქვეშ; 24 საათის განმავლობაში ხელმისაწვდომი უნდა იყოს
ადმინისტრაციის სამსახური (ადმინისტრატორი).
23. სასტუმროში ხელმისაწვდომი უნდა იყოს პირველადი გადაუდებელი
დახმარებისთვის საჭირო სამედიცინო ჩანთა.
24. სასტუმროში განთავსებული უნდა იყოს სახანძრო უსაფრთხოების
სისტემები/სისტემა, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს უსაფრთხოების
დადგენილ ნორმებს (ბრძანება - საქართველოში მოქმედი სახანძრო
უსაფრთხოების წესების დამტკიცების შესახებ; ასევე ტექნიკური
რეგლამენტი სახანძრო უსაფრთხოების წესების და პირობების შესახებ).
25. სასტუმროს ოთახებში მინი ბარში არ უნდა იყოს ხელმისაწვდომი
ალკოჰოლური სასმელი და თამბაქო.
26. სასტუმროს შერჩევა-შეფასების ეტაპზე შესაბამისი კომისიის
ნებისმიერი წევრი უფლებამოსილია, ადგილზე დაათვალიეროს პრეტენდენტის
მიერ შემოთავაზებული სასტუმროს შესაბამისობა ტექნიკურ დავალებაში
განსაზღვრულ მოთხოვნებთან.