Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Медицинские услуги (Грузия - Тендер #70834960)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: LEPL National Health Agency
Номер конкурса: 70834960
Дата публикации: 20-02-2026
Сумма контракта: 75 000


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT260003285
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 20.02.2026 12:45
Начало приема предложения 02.03.2026 00:00
Истекает срок принятия предложений 04.03.2026 12:00
Предполагаемая цена закупки 75`000.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 85100000-Медицинские услуги
Коды классификатора
  • 85100000 - Медицинские услуги
  • 85140000 - Различные медицинские услуги
  • 85148000 - Услуги в области медицинских анализов
Срок подачи სამედიცინო მომსახურების გაწევა უნდა განხორციელდეს ხელშეკრულების გაფორმებიდან, მაგრამ არაუადრეს 2026 წლის 1 აპრილიდან 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით
Дополнительная информация
საქართველოს მთავრობის 2025 წლის 31 დეკემბრის N655 დადგენილებით დამტკიცებული,,იშვიათი დაავადებების მქონე და მუდმივ ჩანაცვლებით მკურნალობას დაქვემდებარებულ პაციენტთა მკურნალობის“ 2026 წლის სახელმწიფო პროგრამის, „იშვიათი დაავადებების მქონე 18 წლამდე ასაკის ბავშვთა ამბულატორიული მომსახურების“ კომპონენტით გათვალისწინებული მომსახურება
Количество и объём закупок იხილეთ სატენდერო დოკუმენტაცია
Шаг снижения цены 500.00 GEL
Размер гарантии 750 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: ketevan kharadze :: 09.02.2026 11:13
  • Последнее исправление: ketevan kharadze :: 20.02.2026 12:45
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=671973&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

საქართველოს მთავრობის 2025 წლის 31 დეკემბრის N655 დადგენილებით დამტკიცებული,,იშვიათი დაავადებების მქონე და მუდმივ ჩანაცვლებით მკურნალობას დაქვემდებარებულ პაციენტთა მკურნალობის“ 2026 წლის სახელმწიფო პროგრამის, „იშვიათი დაავადებების მქონე 18 წლამდე ასაკის ბავშვთა ამბულატორიული მომსახურების“ კომპონენტით გათვალისწინებული მომსახურება.

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

1. შესყიდვის მიზანს წარმოადგენს იშვიათი დაავადებების მქონე 18 წლამდე ასაკის ბავშვთა ამბულატორიული მომსახურება მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ნოზოლოგიების ფარგლებში.
2. ტენდერში გამარჯვებულმა პრეტენდენტმა უნდა უზრუნველყოს დანართი N1–ში განსაზღვრული ნოზოლოგიების შესაბამისად, იშვიათი დაავადებების მქონე 18 წლამდე ასაკის ბავშვთა ამბულატორიული მომსახურება: ექიმის (მ.შ. სპეციალისტების) კონსულტაცია, იშვიათი დაავადების ამბულატორიული ზედამხედველობისთვის აუცილებელი კლინიკო-ლაბორატორიული და ინსტრუმენტული გამოკვლევების, რეცეპტებისა და სამედიცინო ცნობების გაცემა.
3.იშვიათი დაავადებების ამბულატორიული მეთვალყურეობა:
№ დასახელება კოდი (ICD-10)
1. მწვავე ინტერმიტირებადი პორფირია E80.2
2. ადისონის დაავადება E27.1
3. ბარტერის სინდრომი E26.8
4. ბეხჩეტის სინდრომი M35.2
5. გლუკოზა-6-ფოსფატდეჰიდროგენაზას დეფიციტი D55.0
6. ჰემოქრომატოზი E83.1
7. ინსულინომა E16.8
8. ჰომოცისტინურია E72.1
9. ფეოქრომოციტომა C74
10. ვულგარული იქთიოზი Q80.0
11. ჰიპოფიზარული ნანიზმი E23.0
12. ცისტურიფიბროზი (მუკოვისციდოზი) E84
13. ბარძაყის ძვლის თავის იუვენილური ოსტეოქონდროზი (ლეგ-კალკვე-პერტესის დაავადება) M91.1
14. მემკვიდრული ჰიპოგამაგლობულინემია (ბრუტონის დაავადება) D80.0
15. ტერნერის სინდრომი Q96
16. ბულოზური ეპიდერმოლიზი Q81.9
17. გლუტენის ავადმყოფობა (ცელიაკია) K90.0
18. გენერალიზებული ეპილეფსიისა და ეპილეფსიური სინდრომების სხვა ფორმები – დრავეს, ლენოს-გასტოს, ვესტის, დუსის, ოტაჰარას და სხვა სინდრომები, ეპილეფსიური ენცეფალოპათია CDKL 5, SCN2A გენის მუტაცია G40.4
19. მუკოპოლისაქარიდოზი I და II ტიპი, სხვა მუკოპოლისაქარიდოზები (MPS III, MPS IVA, MPS VI) E76.0 E76.1. E76.2
20. იდიოპათიური თრომბოციტოპენიური პურპურა D69.3
21. ჰიპერიმუნოგლობულინ E სინდრომი D82.4
22. თანდაყოლილი ანომალიების სინდრომები დაკავშირებული უპირატესად ქონდარა ზრდასთან – პრადერ-ვილის სინდრომი, სილვერ-რასელის სინდრომი, ნუნანის სინდრომი Q87.1
23. ფოსფორის მეტაბოლიზმის დარღვევები E83.3
24. განშტოებულჯაჭვიანი ამინომჟავების მეტაბოლიზმის სხვა დარღვევები E71.1
25. გლიკოპროტეინების მეტაბოლიზმის სხვა დარღვევები E77.8
26. რეტის სინდრომი F84.2
27. ქრონიკული (ბავშვთა) გრანულომატოზური ავადმყოფობა D71
28. პირველადი ცილიარული დისკინეზია Q34.8 (J98.0)
29. აქონდროპლაზია/ჰიპოქონდროპლაზია Q77.4
30. ნეიროფიბრომატოზი (I, II, III და IV ტიპის) Q85.0
31. გალაქტოზის მეტაბოლიზმის დარღვევები E74.2
32. ფერმენტების დეფიციტთან დაკავშირებული თანდაყოლილი ადრენოგენიტალიური დარღვევები (ადრენოგენიტალური სინდრომი - კლასიკური, მარილდამკარგავი) E25.0
33. აუტოსომების სხვა დელეციები (ვილიამსის სინდრომი) Q93.8
34. გენერალიზებული ლიპოდისტროფია E88.1.
4. სამედიცინო მომსახურების ზედამხედველობა ხორციელდება გეგმური ამბულატორიული შემთხვევების ზედამხედველობის წესის შესაბამისად.
5. მიმწოდებელს უნდა ჰქონდეს თვეში არანაკლებ 230 პაციენტის მომსახურების შესაძლებლობა.
6. პრეტენდენტი გამარჯვების შემთხვევაში იღებს ვალდებულებას, ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში მომსახურება გაუწიოს ყველა პაციენტს (თვეში 230 პაციენტზე მეტის მიმართვის შემთხვევაშიც) და არ მოითხოვოს დამატებითი ანაზღაურება წარმოდგენილი სატენდერო წინადადების (ჯამური) ფასის ზემოთ.
7. პრეტენდენტი გამარჯვების შემთხვევაში იღებს ყველა პაციენტის (თვეში 230 პაციენტზე მეტის მიმართვის შემთხვევაშიც) სრულყოფილად მომსახურების ვალდებულებას, ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში ერთი და იგივე პაციენტის რამდენჯერმემიმართვის შემთხვევაშიც.
8. გასაწევი მომსახურება უნდა მოიცავდეს ,,2026 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2025 წლის 31 დეკემბრის №655 დადგენილებით დამტკიცებული „იშვიათი დაავადებების მქონე და მუდმივ ჩანაცვლებით მკურნალობას დაქვემდებარებულ პაციენტთა მკურნალობის“ სახელმწიფო პროგრამის „იშვიათი დაავადებების მქონე პირთა ამბულატორიული მომსახურების“ კომპონენტის „იშვიათი დაავადებების მქონე 18 წლამდე ასაკის ბავშვთა ამბულატორიული მომსახურების“ ქვეკომპონენტით გათვალისწინებულ ყველა შესაბამის ღონისძიებას 2024 წლის 3 თებერვლის MOH 92400000030 შესაბამისად.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

1.4.1.სამედიცინო მომსახურების გაწევა უნდა განხორციელდეს ხელშეკრულების გაფორმებიდან, მაგრამ არაუადრეს 2026 წლის 1 აპრილიდან 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

1.5.1. ტენდერში გამარჯვებული სამედიცინო დაწესებულების მისამართზე.
1.5.2. პრეტენდენტმა სატენდერო წინადადებასთან ერთად უნდა წარმოადგინოს ინფორმაცია მომსახურების გაწევის მისამართ(ებ)ის შესახებ. ასევე, ინფორმაცია მომსახურების სხვა რეგიონებში გაწევის შესაძლებლობისა და მისამართების შესახებ.

technical requirements

2.3.1 requirement related to material and technical support of a tenderer

2.3.1. შშმ პირთა მიმწოდებლის შენობაში დაუბრკოლებლად შესვლის უზრუნველსაყოფად, შენობა აღჭურვილი უნდა იყოს პანდუს(ებ)ით. აღნიშნულის დასტურად, პრეტენდენტმა სატენდერო წინადადებასთან ერთად უნდა წარმოადგინოს/ატვირთოს სათანადო ფოტომასალა.

2.4.1 requirement related to the experience of the staff of a tenderer

2.4.1. ინფორმაცია მომსახურების განხორციელებაში ჩართული სამდიცინო პერსონალის გამოცდილების შესახებ-აღნიშნულის დამადასტურებლად პრეტენდენტმა სისტემაში უნდა ატვირთოს პერსონალის კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი. „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დაცვით. CV-ის წარმოდგენის შემთხვევაში, უნდა დაიშტრიხოს პერსონალური მონაცემების შემცველი ინფორმაცია (პირადი ნომერი), ასევე CV ხელმოწერილი უნდა იყოს სუბიექტის მიერ და თან უნდა ახლდეს მონაცემთა სუბიექტის თანხმობა დოკუმენტის ერთიან ელექტრონულ სისტემაში განთავსებასთან დაკავშირებით.

2.7.1 requirement related to licensing, standards, accreditation, conformity of quality and other documentation

2.7.1.1. მიმწოდებლის (სამედიცინო დაწესებულების) სალიცენზიო/სანებართვომოწმობა (იმ შემთხვევაში, თუ გასაწევი მომსახურება საჭიროებს ლიცენზიის/ნებართვის არსებობას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად);
2.7.1.2. შეტყობინება/შეტყობინებები იმის თაობაზე, რომ იგი აკმაყოფილებს პროგრამის განხორციელებისთვი საუცილებელი საქმიანობის წარმოებაზე ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს;
* წინამდებარე მეორე ქვეპუნქტით განსაზღვრული „შეტყობინებაში“ დაფიქსირებული უნდა იყოს იგივე მისამართი, რომელზეც სატენდერო წინადადების წარმოდგენის მომენტისთვის ფუნქციონირებს პრეტენდენტი.
2.7.1.3. სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის წერილობითი ვალდებულება იმის შესახებ, რომ მომსახურების განხორციელებაში ჩართული სამედიცინო პერსონალი სერთიფიცირებულია კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.

2.8.1 requirements related to a sub-contractor

წინამდებარე სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრული მომსახურება, პრეტენდენტს შეუძლია განახორციელოს როგორც უშუალოდ, ისე ქვეკონტრაქტორ(ებ)ის მეშვეობით.
ქვეკონტრაქტორის არსებობის შემთხვევაში, პრეტენდენტმა სატენდერო წინადადებასთან ერთად, ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით უნდა წარმოადგინოს:
1. ინფორმაცია ქვეკონტრაქტორ(ებ)ის შესახებ;
2. ქვეკონტრაქტორ(ებ)თან დადებული ხელშეკრულებ(ებ)ის/მემორანდუმ(ებ)ის ასლები, რომელიც მოქმედი უნდა იყოს არაუგვიანეს 2027 წლის 31 მარტის ჩათვლით.
3. ქვეკონტრაქტორ(ებ)ის მიერ, წინამდებარე სატენდერო დოკუმენტაციის კითხვარის 2.3.1, 2.4.1. და 2.7.1. ქვეპუნტებით განსაზღვრული მოთხოვნების დამადასტურებელი ინფორმაცია/დოკუმენტაცია;
4. ამ ხელშეკრულების ფარგლებში დადებული არცერთი ქვეკონტრაქტი არ ათავისუფლებს მიმწოდებელს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებებისაგან. მიმწოდებელი ქვეკონტრაქტორ(ებ)ის მიერ გაწეულ მომსახურებაზე ისევე აგებს პასუხს, როგორც საკუთარი ძალებით გაწეულზე. მომსახურების მიღება-ჩაბარებისას გაწეული მომსახურების ვადებზე, ხარისხზე, წინამდებარე ხელშეკრულებით განსაზღვრულ პირობებთან და დადგენილ ტექნიკურ პირობებთან შესაბამისაობაზე, შემსყიდველის წინაშე პასუხისმგებელია მხოლოდ მიმწოდებელი, მიუხედავად იმ გარემოებისა მომსახურება გასწია საკუთარი ძალებით, თუ მესამე პირ(ებ)ის-ქვეკონტრაქტორ(ებ)ის მეშვეობით. საბოლოო ურთიერთობა შემსყიდველსა და მიმწოდებელს შორის
ხორციელდება ამ კონტრაქტით განსაზღვრული პირობებით.

2.9 other additional requirements

2.9.1. მომსახურების გაწევისას გათვალისწინებული უნდა იქნას აღნიშნულ სფეროში საქართველოში მოქმედი კანონმდებლობა და საერთაშორისო შეთანხმებები.

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

ფასწარმოქმნის ადეკვატურობა, შესაძლებელია დასაბუთდეს ექსპერტიზის დასკვნით, ან/და შესაბამის სფეროში საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილების/აკრედიტაციის მქონე პირის მიერ გაცემული საექსპერტო ან/და აუდიტორული, ან/და საშემფასებლო დასკვნით (პრეტენდენტის მიერ, დასკვნასთან ერთად, ასევე, წარმოდგენილი უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის შესაბამისი უფლებამოსილების/აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტი), რომელიც ადასტურებს პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებულ ფასად ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობას, როგორც მის მიერ დაფიქსირებულ წინადადების ფასთან (ჯამურ ღირებულებასთან), ასევე ფასების ცხრილის ერთეულებთან მიმართებაში.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

7.2.1. კომპონენტით გათვალისწინებული მომსახურების დაფინანსება განხორციელდება გლობალური ბიუჯეტის პრინციპით ყოველთვიურად, ფაქტობრივი ხარჯის მიხედვით, მაგრამ არაუმეტეს წლიური ასანაზღაურებელი თანხის 1/12-ისა.
7.2.2. ანგარიშსწორება მოხდება უნაღდო ანგარისწორებით ლარში, დადგენილების შესაბამისად.

7.3 time limits for step by step and/or final payment

7.3.1. ანგარიშსწორება მოხდება საანგარიშგებო დოკუმენტაციის ინსპექტირების დასრულებიდან 20 (ოცი) სამუშაო დღის განმავლობაში.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

ქეთევან ხარაძე, 591919090, kkharadze@moh.gov.ge თათია ლოლაძე, 577224522, taloladze@moh.gov.ge

additional information/document

10.1 additional information/documents

10.1.1. მიმწოდებელსა და შემსყიდველს შორის ურთიერთობისას გამოყენებული იქნება „2026 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2025 წლის 31 დეკემბრის №655 დადგენილებითა და მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნები;
10.1.2. ალტერნატიული სატენდერო წინადადება არ მიიღება;
10.1.3. სატენდერო წინადადების წარდგენით, პრეტენდენტი ავტომატურად გამოხატავს თანხმობას სატენდერო დოკუმენტაციის პირობებით განსაზღვრულ მოთხოვნებზე;
10.1.4. სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული ყველა დოკუმენტი წარმოდგენილი უნდა იქნას მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;
10.1.5. სატენდერო წინადადების საერთო და ერთეულის ფასის წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში - ლარში;
10.1.6. სატენდერო წინადადებაში საერთო და ერთეულის ფასი გამოსახული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა გადასახადის და შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ხარჯის გათვალისწინებით, რომელთა გადახდა ეკისრება მიმწოდებელს. ხარჯები, რომლებიც სატენდერო წინადადების ფასში არ იქნება გათვალისწინებული, არ დაექვემდებარება ანაზღაურებას;
10.1.7. პრეტენდენტების მიერ სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული ელექტრონული დოკუმენტები უნდა შეესაბამებოდეს ,,ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ" საქართველოს კანონით მე-3 მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილ მოთხოვნებს;
10.1.8. სატენდერო წინადადება, ასევე ამ წინადადებასთან დაკავშირებული შემსყიდველსა და პრეტენდენტს შორის გაცვლილი მთელი კორესპონდენცია, დოკუმენტაცია ან/და ინფორმაცია, წარმოდგენილი უნდა იქნეს ქართულ ენაზე. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ თან უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანი ქართულ ენაზე. უცხოენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის, პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია;
10.1.9. სატენდერო კომისიის გადაწყვეტილება ჩაითვლება პრეტენდენტისათვის გაგზავნილ შეტყობინებად, სატენდერო კომისიის სხდომის ოქმის სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის შესაბამის მოდულში ატვირთვით. პრეტენდენტის მიერ შეტყობინება ოფიციალურად მიღებულად ჩაითვლება ოქმის სისტემაში ატვირთვის მომენტიდან.

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2026, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru