Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Медицинские услуги (Грузия - Тендер #70834959)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: LEPL National Health Agency
Номер конкурса: 70834959
Дата публикации: 20-02-2026
Сумма контракта: 270 000


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT260003286
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 20.02.2026 12:49
Начало приема предложения 01.03.2026 00:00
Истекает срок принятия предложений 04.03.2026 12:30
Предполагаемая цена закупки 270`000.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 85100000-Медицинские услуги
Коды классификатора
  • 85100000 - Медицинские услуги
  • 85140000 - Различные медицинские услуги
Срок подачи სამედიცინო მომსახურების გაწევა უნდა განხორციელდეს ხელშეკრულების გაფორმებიდან, მაგრამ არაუადრეს 2026 წლის 1 აპრილიდან 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით
Дополнительная информация
საქართველოს მთავრობის 2025 წლის 31 დეკემბრის N655 დადგენილებით დამტკიცებული „დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის“ 2026 წლის სახელმწიფო პროგრამის „გენეტიკური პათოლოგიების ადრეული გამოვლენის“ კომპონენტის ფარგლებში, სამედიცინო მომსახურების შესყიდვა

Количество и объём закупок იხილეთ სატენდერო დოკუმენტაცია
Шаг снижения цены 1`500.00 GEL
Размер гарантии 2`700 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: ketevan kharadze :: 09.02.2026 10:31
  • Последнее исправление: ketevan kharadze :: 20.02.2026 12:49
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=671949&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

საქართველოს მთავრობის 2025 წლის 31 დეკემბრის N655 დადგენილებით დამტკიცებული „დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის“ 2026 წლის სახელმწიფო პროგრამის „გენეტიკური პათოლოგიების ადრეული გამოვლენის“ კომპონენტის ფარგლებში, სამედიცინო მომსახურების შესყიდვა.

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

1.2.1. შესყიდვის მიზანს წარმოადგენს გენეტიკური პათოლოგიების ადრეული გამოვლენა:
ა) გენეტიკურ პათოლოგიებზე სკრინინგული გამოკვლევა სამმაგი ტესტსისტემით;
ბ) სკრინინგით ვერიფიცირებული ორსულების ინვაზიური კვლევა (ამნიოცენტეზი) კარიოტიპირების მეთოდით.
1.2.2. კომპონენტით გათვალისწინებული მომსახურების მიმწოდებლისათვის სავალდებულოა პროგრამის მე-9 მუხლის (დამატებითი პირობები) მე-7 პუნქტით გათვალისწინებული მომსახურებების არსებობა/ მოთხოვნების დაკმაყოფილება;
1.2.3. მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს ქ. თბილისის მასშტაბით არსებული ქალთა კონსულტაციებიდან (ან შესაბამისი ანტენატალური მომსახურების მიმწოდებელთან) საანალიზო მასალის რეგულარული შეგროვება და მოსარგებლეთა დროული ინფორმირება. ამ პუნქტით განსაზღვრული ინფორმაციის/დოკუმენტების წარმოდგენისას, მიმწოდებელმა უნდა მიუთითოს ქ. თბილისის მასშტაბით არსებული ქალთა კონსულტაციების ან შესაბამისი ანტენატალური მომსახურების მიმწოდებლის სახელწოდება, მისამართი და საიდენტიფიკაციო კოდი;
1.2.4. მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს ხელმისაწვდომობა სისხლის ბანკთან (სავალდებულოა სკრინინგით ვერიფიცირებული ორსულების ინვაზიური კვლევისას (ამნიოცენტეზი) კარიოტიპირების მეთოდით). იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტს უშუალოდ არ აქვს შესაძლებლობა, უზრუნველყოს ხელმისაწვდომობა სისხლის ბანკთან, მან უნდა წარმოადგინოს ქვეკონტრაქტ(ებ)ი აღნიშნული საწარმოო ტრანსფუზიოლოგიური საქმიანობის ლიცენზიის მქონე ორგანიზაციასთან/ორგანიზაციებთან;
1.2.5. კომპონენტით გათვალისწინებული მომსახურების ზედამხედველობა ხორციელდება გეგმურ ამბულატორიულ შემთხვევათა ზედამხედველობის წესის შესაბამისად;
1.2.6. კომპონენტით გათვალისწინებული მომსახურების გაწევა გათვალისწინებულია მაღალი რისკის ორსულთა შემდეგი ჯგუფებისათვის ქ. თბილისის მასშტაბით:
ა) ქრომოსომული/გენური პათოლოგიის არსებობა ერთ-ერთ მშობელთან და/ან ოჯახის წევრთან;
ბ) ნაადრევი ბავშვის დაბადება თანდაყოლილი განვითარების მანკით;
გ) ანამნეზში მკვდრადშობადობა ან ჩვეული აბორტები (3-ზე მეტი); დ) ქალის ასაკი 35 და მეტი წლის;
ე) ნაყოფის ულტრაბგერითი გამოკვლევით განვითარების მანკის ნიშნების აღმოჩენა;
ვ) ერთ-ერთი მშობლის ნარკომანია და ალკოჰოლიზმი;
ზ) ხელოვნური განაყოფიერება;
თ) ორსულს აქვს ინსულინდამოკიდებული შაქრიანი დიაბეტი;
ი) ორსულობის პერიოდში მავნე ფაქტორების ზემოქმედება:
ი.ა) ტერატოგენური მოქმედების მედიკამენტები (ანტიკონვულსანტები, იზოტრეტინოინი, ვარფარინი, ციტოსტატიკები);
ი.ბ) ინფექციების მწვავე ფორმები: ციტომეგალოვირუსის და ტოქსოპლაზმას მწვავე ფორმები, სიფილისი, წითურა; ი.გ) ტერატოგენური მოქმედების ქიმიური აგენტები;
ი.დ) მაიონიზირებელი რადიაცია.
1.2.7. მომსახურების შესრულებისას გათვალისწინებული უნდა იქნას აღნიშნულ სფეროში საქართველოში მოქმედი კანონმდებლობა და საერთაშორისო შეთანხმებები.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

1.4.1. სამედიცინო მომსახურების გაწევა უნდა განხორციელდეს ხელშეკრულების გაფორმებიდან, მაგრამ არაუადრეს 2026 წლის 1 აპრილიდან 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

1.5.1. მომსახურების გაწევა უნდა განხორციელდეს ქ. თბილისის მასშტაბით. პრეტენდენტმა სატენდერო წინადადებასთან ერთად უნდა წარმოადგინოს ინფორმაცია მომსახურების გაწევის მისამართ(ებ)ის შესახებ.

technical requirements

2.3.1 requirement related to material and technical support of a tenderer

2.3.1 მოთხოვნა პრეტენდენტის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შესახებ მიმწოდებელმა ტენდერით გათვალისწინებული მომსახურება უნდა განახორციელოს მაღალტექნოლოგიური სამედიცინო ლაბორატორიის მეშვეობით, რისთვისაც, საკუთრებაში/სარგებლობაში უნდა ჰქონეს სულ მცირე ქვემოთ ჩამოთვლილი მატერიალურ-ტექნიკური საშუალებები. აღნიშნული მოთხოვნები განსაზვრულია
კომპონენტით გათვალისწინებული მომსახურების მიმწოდებლისათვის სავალდებულოა პროგრამის მე-9 მუხლის (დამატებითი პირობები) მე-7 პუნქტით:
ა) მაღალტექნოლოგიური სამედიცინო ლაბორატორია, რომელიც აღჭურვილია:
ა.ა) ავტომატური იმუნოლოგიური რიდერითა და ვოშორით;
ა.ბ) სინათლის მიკროსკოპით;
ა.გ) ინვერსიული მიკროსკოპით;
ა.დ) ავტომატური პროგრამული უზრუნველყოფით კარიოტირების სისტემის დასალაგებლად, რომლის მგრძნობელობაც არის 98% და მეტი;
ა.ე) ლამინირებული ბოქსებით;
ა.ვ) ინკუბატორებით;
ა.ზ) ცენტრიფუგით;
ა.თ) პრეციზიული გამაცხელებლით.
ბ) გენეტიკური პათოლოგიების მონაცემთა რეგიონალური პარამეტრების ბაზა, რომელშიც ასახულია მინიმუმ 3000 სკრინინგული კვლევისა და 300 კარიოტიპირების მონაცემი;
გ) საოპერაციო (სკრინინგით ვერიფიცირებული ორსულების ინვაზიური კვლევისას (ამნიოცენტეზი) კარიოტიპირების მეთოდით); ზემოაღნიშნულის დასტურად, პრეტენდენტმა სატენდერო წინადადებასთან ერთად, სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით უნდა წარმოადგინოს საკუთრების ან/და სარგებლობის (მაგ: იჯარით აღებული) დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტაცია/ ინფორმაცია (ჩამონათვალი) მის მფლობელობაში არსებული მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შესახებ. აგრეთვე, ფოტომასალა. ფოტომასალას თან უნდა ახლდეს პრეტენდენტის განმარტება იმის თაობაზე, თუ კონკრეტულად რომელი ფოტოსურათი შეესაბამება „ა.გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ თითოეულ მოთხოვნას.

2.7.1 requirement related to licensing, standards, accreditation, conformity of quality and other documentation

2.7.1 მოთხოვნა ლიცენზიასთან, აკრედიტაციასთან, სტანდარტებთან, ხარისხის შესაბამისობასთან და სხვ. დოკუმენტების შესახებ:
2.7.1.1. შეტყობინება იმის თაობაზე, რომ პრეტენდენტი აკმაყოფილებს გინეკოლოგიურ ამბულატორიული საქმიანობის წარმოებაზე ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს;
2.7.1.2. შეტყობინება იმის თაობაზე, რომ პრეტენდენტი აკმაყოფილებს ლაბორატორიული საქმიანობის წარმოებაზე ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს;
2.7.1.3. სკრინინგით ვერიფიცირებული ორსულების ინვაზიური კვლევისათვის (ამნიოცენტეზი) კარიოტიპირების მეთოდით - სანებართვო მოწმობა გინეკოლოგიური პროფილის საქმიანობაში;
2.7.1.4. სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის წერილობითი ვალდებულება იმის შესახებ, რომ მომსახურების განხორციელებაში ჩართული სამედიცინო პერსონალი სერთიფიცირებულია კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად;
2.7.1.5. სამედიცინო დაწესებულებულებაში დასაქმებული უნდა იყოს, სულ მცირე, შემდეგი სერთიფიკატის მქონე ექიმები: ექიმ-გენეტიკოსი, რადიოლოგი, მეანგინეკოლოგი, ლაბორანტი. ამ პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნების დასადასტურებლად, მიმწოდებელმა სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით უნდა წარმოადგინოს შესაბამისი სამედიცინო პერსონალის სერთიფიკატ(ებ)ი;
2.7.1.6. მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს ხელმისაწვდომობა სისხლის ბანკთან - სკრინინგით ვერიფიცირებული ორსულების ინვაზიურიკვლევისთვის (ამნიოცენტეზი) კარიოტიპირების მეთოდით. ამ პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნების დასადასტურებლად, მიმწოდებელმა სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით უნდა წარმოადგინოს საწარმოო ტრანსფუზიოლოგიური საქმიანობის ლიცენზია;
2.7.1.7. წინამდებარე სატენდერო დოკუმენტაციის 1.2.3. ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირობის დასადასტურებლად, სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით, მიმწოდებელმა უნდა წარმოადგინოს სათანადო ინფორმაცია (ცხრილის სახით).

2.8.1 requirements related to a sub-contractor

2.8.1.1.წინამდებარე სატენდერო დოკუმენტაციის მხოლოდ კითხვარის 1.2.4. ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურება, პრეტენდენტს შეუძლია დააკმაყოფილოს როგორც უშუალოდ, ისე ქვეკონტრაქტორ(ებ)ის მეშვეობით. ქვეკონტრაქტორის არსებობის შემთხვევაში, პრეტენდენტმა სატენდერო წინადადებასთან ერთად, ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით უნდა წარმოადგინოს:
1. ინფორმაცია ქვეკონტრაქტორ(ებ)ის შესახებ;
2. ქვეკონტრაქტორ(ებ)ის ლიცენზია/ნებართვა, ასეთის არსებობის/საჭიროების შემთხვევაში;
3. ქვეკონტრაქტორ(ებ)თან დადებული ხელშეკრულებ(ებ)ის/მემორანდუმ(ებ)ის ასლები, რომელიც მოქმედი უნდა იყოს არაუგვიანეს 2027 წლის 31 მარტის ჩათვლით.
4. ამ ხელშეკრულების ფარგლებში დადებული არც ერთი ქვეკონტრაქტი არ ათავისუფლებს მიმწოდებელს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებებისაგან. მიმწოდებელი ქვეკონტრაქტორ(ებ)ის მიერ გაწეულ მომსახურებაზე ისევე აგებს პასუხს, როგორც საკუთარი ძალებით გაწეულზე. მომსახურების მიღება-ჩაბარებისას გაწეული მომსახურების ვადებზე, ხარისხზე, წინამდებარე ხელშეკრულებით განსაზღვრულ პირობებთან და დადგენილ ტექნიკურ პირობებთან შესაბამისაობაზე, შემსყიდველის წინაშე პასუხისმგებელია მხოლოდ მიმწოდებელი, მიუხედავად იმ გარემოებისა მომსახურება გასწია საკუთარი ძალებით, თუ მესამე პირ(ებ)ის - ქვეკონტრაქტორ(ებ)ის მეშვეობით. საბოლოო ურთიერთობა შემსყიდველსა და მიმწოდებელს შორის ხორციელდება ამ კონტრაქტით განსაზღვრული პირობებით.

2.9 other additional requirements

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

ფასწარმოქმნის ადეკვატურობა, შესაძლებელია დასაბუთდეს ექსპერტიზის დასკვნით, ან/და შესაბამის სფეროში საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილების/აკრედიტაციის მქონე პირის მიერ გაცემული საექსპერტო ან/და აუდიტორული, ან/და საშემფასებლო დასკვნით (პრეტენდენტის მიერ, დასკვნასთან ერთად, ასევე, წარმოდგენილი უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის შესაბამისი უფლებამოსილების/აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტი), რომელიც ადასტურებს პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებულ ფასად ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობას, როგორც მის მიერ დაფიქსირებულ წინადადების ფასთან (ჯამურ ღირებულებასთან), ასევე ფასების ცხრილის ერთეულებთან მიმართებაში.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

guarantee for assurance of contract performance

6.1 guarantees for assurance of contract performance are requested

2 Процентов

6.2 guarantees are requested in case of reduction of final value by 20% or more compared to estimated value

5 Процентов

6.3 duration of guarantee

6.3.1 ხელშეკრულების უზრუნველყოფის უპირობო და გამოუთხოვადი საბანკო ან სადაზღვევო გარანტიის მოქმედების ვადა მინიმუმ 30 კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულების მოქმედების ვადას (ხელშეკრულების მოქმედების ვადა 2027 წლის 31 იანვრის ჩათვლით).
6.3.2 იმ შემთხვევაში თუ გამარჯვებულმა პრეტენდენტმა შეასრულა სატენდერო პირობებითა და შესაბამისი ხელშეკრულებით ნაკისრი ყველა ვალდებულება, შემსყიდველი ორგანიზაცია უფლებამოსილია დაუბრუნოს მას ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია.

6.4 terms and conditions of guarantee

6.4.1 იმისათვის, რომ თავიდან იქნას აცილებული რისკი, წარმოქმნილი მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, წინამდებარე ტენდერში მოითხოვება ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია.
6.4.2 ხელშეკრულების უზრუნველყოფის გარანტია წარმოდგენილი უნდა იყოს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან ან სსიპ „საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური“-ს მიერ ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიიდან, ასევე შესაძლებელია აღნიშნული გარანტია წარმოდგენილი იქნეს „არარეზიდენტი“ საბანკო ან სადაზღვევო კომპანიიდან, რომელიც დამოწმებული უნდა იყოს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებებიდან, სახელშეკრულებო ვალუტის შესაბამისად.
6.4.3 გარანტია უნდა იყოს უპირობო და გამოუთხოვადი რაც გულისხმობს, გარანტი იღებს ვალდებულებას, ყოველგვარი უარყოფისა და გასაჩივრების უფლების გარეშე, წერილობითი მოთხოვნის წარდგენიდან მომდევნო 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში, გადაუხადოს ბენეფიციარს თანხა თუ პრინციპალმა დაარღვია ბენეფიციართან გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, ასევე, გარანტიის თანხა არ უნდა მცირდებოდეს შესრულებული სამუშაოების პროპორციულად.
6.4.4 ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით წარმოდგენილი საბანკო ან სადაზღვეო დაწესებულების მიერ გაცემული გარანტია გამოიყენება მიმწოდებლის მიერ ვალდებულების დარღვევის გამო შესაბამისი პირგასამტეხლოს, საჯარიმო სანქციების ან/და ზიანის ანაზღაურების მიზნით;
6.4.5 ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო ან სადაზღვეო დაწესებულების მიერ გაცემული გარანტიაში მითითებული უნდა იყოს, აღნიშნულ შესყიდვასთან დაკავშირებით ერთიან ელექტრონულ სისტემაში განთავსებული განცხადების ნომერი და პრეტენდენტის საიდენტიფიკაციო კოდი;
6.4.6 ხელშეკრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტია წარდგენილ უნდა იქნეს შემსყიდველ ორგანიზაციაში ხელშეკრულების გაფორმებამდე.

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

7.2.1. კომპონენტით გათვალისწინებული მომსახურების დაფინანსება განხორციელდება გლობალური ბიუჯეტის პრინციპით, ყოველთვიურად, წლიური ასანაზღაურებელი თანხის არაუმეტეს 1/12-ისა.
7.2.2. ანგარიშსწორება მოხდება უნაღდო ანგარისწორებით ლარში, დადგენილების შესაბამისად.

7.3 time limits for step by step and/or final payment

7.3.1. ანგარიშსწორება მოხდება საანგარიშგებო დოკუმენტაციის ინსპექტირების დასრულებიდან 20 (ოცი) სამუშაო დღის განმავლობაში.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

ქეთევან ხარაძე, 591919090, kkharadze@moh.gov.ge თათია ლოლაძე, 577224522, taloladze@moh.gov.ge

additional information/document

10.1 additional information/documents

10.1.1. მიმწოდებელსა და შემსყიდველს შორის ურთიერთობისას გამოყენებული იქნება „2026 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2025 წლის 31 დეკემბრის №655 დადგენილებითა და მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნები;
10.1.2. ალტერნატიული სატენდერო წინადადება არ მიიღება;
10.1.3. სატენდერო წინადადების წარდგენით, პრეტენდენტი ავტომატურად გამოხატავს თანხმობას სატენდერო დოკუმენტაციის პირობებით განსაზღვრულ მოთხოვნებზე;
10.1.4. სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული ყველა დოკუმენტი წარმოდგენილი უნდა იქნას მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;
10.1.5. სატენდერო წინადადების საერთო და ერთეულის ფასის წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში - ლარში;
10.1.6. სატენდერო წინადადებაში საერთო და ერთეულის ფასი გამოსახული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა გადასახადის და შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ხარჯის გათვალისწინებით, რომელთა გადახდა ეკისრება მიმწოდებელს. ხარჯები, რომლებიც სატენდერო წინადადების ფასში არ იქნება გათვალისწინებული, არ დაექვემდებარება ანაზღაურებას;
10.1.7. პრეტენდენტების მიერ სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული ელექტრონული დოკუმენტები უნდა შეესაბამებოდეს ,,ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ" საქართველოს კანონით მე-3 მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილ მოთხოვნებს;
10.1.8. სატენდერო წინადადება, ასევე ამ წინადადებასთან დაკავშირებული შემსყიდველსა და პრეტენდენტს შორის გაცვლილი მთელი კორესპონდენცია, დოკუმენტაცია ან/და ინფორმაცია, წარმოდგენილი უნდა იქნეს ქართულ ენაზე. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ თან უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანი ქართულ ენაზე. უცხოენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის, პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია;
10.1.9. სატენდერო კომისიის გადაწყვეტილება ჩაითვლება პრეტენდენტისათვის გაგზავნილ შეტყობინებად, სატენდერო კომისიის სხდომის ოქმის სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის შესაბამის მოდულში ატვირთვით. პრეტენდენტის მიერ შეტყობინება ოფიციალურად მიღებულად ჩაითვლება ოქმის სისტემაში ატვირთვის მომენტიდან.

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2026, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru