შესყიდვის ობიექტს წარმოადგენს პროექტის „ახალგაზრდული საქმიანობის
დელეგატები“ მონაწილეთათვის (დელეგატებისათვის), 2026 წლის მარტი-აპრილის
პერიოდში, სასტუმროს მომსახურების შესყიდვა შემდეგი ტექნიკური
მახასიათებლების შესაბამისად:
1. სასტუმრო შესაძლებელია იყოს კომპლექსის ტიპის, შესაძლოა იყოს
რამდენიმე შენობით წარმოდგენილი ერთ სივრცეში/ერთ ლოკაციაზე.
2. სასტუმრო უნდა იყოს თანამედროვე სტანდარტების და კომფორტული
ინფრასტრუქტურის მქონე, არ უნდა იყოს განთავსებული საცხოვრებელი
სახლის ნაწილში ან მიწისქვეშ, სასტუმრო არ უნდა იყოს საოჯახო ტიპის
(თანამედროვე სტანდარტების კომპლექსი, არა საოჯახო ტიპის ან
საცხოვრებელი სახლის ნაწილი).
3. სასტუმრო უნდა მდებარეობდეს ქ. თბილისის მუნიციპალურ საზღვრებში
(გარდა: წავკისი, შინდისი, ტაბახმელა, წყნეთი, ფონიჭალა, კიკეთი, კოჯორი,
ორხევი, აეროპორტი, ლილო)
4. სასტუმრომ უნდა უზრუნველყოს ერთდროულად არაუმეტეს 67 ადამიანის
განთავსება 1 ადგილიან და 2 ადგილიან ნომრებში (ოთახების რაოდენობა
დაზუსტდება ჯგუფის ფორმირების შემდეგ სქესთა ბალანსის დაცვით) (იხ.
ტექნიკური დავალების ცხრილი N1).
5. მომწოდებელმა უნდა უზრუნველყოს მონაწილეები სამჯერადი კვებით
(საუზმე, სადილი, ვახშამი) და ყავის შესვენებებით.
6. ყველა ნომერი განთავსებული უნდა იყოს ერთ კომპლექსში/ერთ
ლოკაციაზე.
7. ოთახის სპეციფიკიდან გამომდინარე, აუცილებელია, რომ საწოლები იყოს
ცალ-ცალკე, ინდივიდუალური, არაგასაშლელი.
8. სასტუმროში განთავსების სავარაუდო თარიღებია 25 მარტი - 10 აპრილის
პერიოდი. თუმცა, თარიღები შესაძლოა დაზუსტდეს ღონისძიების
განხორციელებამდე 5 კალენდარული დღით ადრე.
9. სასტუმროს ნომრები უნდა იყოს უზრუნველყოფილი ინდივიდუალური სველი
წერტილებით, უწყვეტი ცივი და ცხელი წყლით, ცენტრალური
გათბობა-გაგრილების სისტემით, 24 საათიანი ელექტრომომარაგებით,
ინტერნეტით და ტელევიზორით. ნომრებში ასევე დაცული უნდა იყოს
სანიტარული ნორმები. სასტუმროს ასევე უნდა გააჩნდეს დენის
ალტერნატიული წყარო.
10. ოთახები უნდა მარაგდებოდეს ჰიგიენის ინდივიდუალური ნივთებით
ყოველდღე თითო ადამიანზე- 1 დიდი პირსახოცი, 1 პატარა პირსახოცი, ოთახის
ერთჯერადი ჩუსტი და ხალათი, შამპუნი, ტანის გელი, საპონი, ოთახში ასევე
უნდა იყოს თმის საშრობი ფენი.
11. ოთახის დალაგება და თეთრეულის გამოცვლა უნდა ხორციელდებოდეს
სასტუმროში არსებული სტანდარტის მიხედვით, სველი/მშრალი წმენდით.
12. სასტუმროში უნდა იყოს 1 საკონფერენციო სივრცე არანაკლებ 70 ადამიანზე
გათვლილი, სადაც, საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელი იქნება დახურულ
სივრცეში ღონისძიების/ტრენინგის განხორციელება ერთდროულად 70
ადამიანის მონაწილეობით (იხ. ტექნიკური დავალების დანართი N2).
შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად, შესაძლებელი უნდა იყოს სივრცის
გადაწყობა თეატრალური წყობისა (მხოლოდ სკამების განთავსება) ან
მაგიდების გარშემო სხდომა (U-shape). სივრცე აღჭურვილი უნდა იყოს გამართული
საპროექციო ეკრანით, პროექტორით, ფლიპჩარტის დაფით, გახმოვანების
სისტემითა და 3 (სამი) ერთეული უსადენო მიკროფონით. მომწოდებელი
ვალდებულია უზრუნველყოს მაღალი სიჩქარის უკაბელო ინტერნეტი და
თითოეული მონაწილისათვის სასმელი წყალი 0.5-ლიტრიანი ინდივიდუალური
ბოთლებით.
13. გარდა ამისა, სასტუმროს უნდა ჰქონდეს არანაკლებ 2 იზოლირებული
სატრენინგო სივრცე, სადაც შესაძლებელი იქნება მონაწილეების ჯგუფების
(არანაკლებ 35 პირი) შეკრება და მუშაობა (იხ. ტექნიკური დავალების დანართი
N2). სატრენინგო სივრცე უზრუნველყოფილი უნდა იყოს შესაბამისი
ინვენტარითა და აღჭურვილობით, რაც გულისხმობს 35 ადამიანზე გათვლილ
სკამებს, სამუშაო მაგიდას, გამართულ პროექტორს საპროექციო ეკრანითა და
ფლიპჩარტის დაფას. ასევე, აუცილებელია მონაწილეთათვის
გათვალისწინებული იყოს სასმელი წყალი (35 ერთეული, 0.5-ლიტრიან ბოთლებში).
14. საკონფერენციო სივრცე ხელმისაწვდომი უნდა იყოს სასტუმროში
განთავსების 1-ელ, მე-2 და მე-3 დღეს, ხოლო სატრენინგო სივრცეები მე-2 და მე-3
დღეს, დღის ნებისმიერ მონაკვეთში, პროგრამული აქტივობების
განხორციელებისთვის. მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს ყოველივე
ზემოთაღნიშნულის შესაბამისი ტექნიკური პერსონალით მომსახურება.
15. საკონფერენციო სივრცე და სატრენინგო სივრცეები უნდა იყოს
იზოლირებული და დამოუკიდებელი სხვა ოთახებისგან, მათ შორის
სამზარეულოსგან/კვებისთვის განკუთვნილი სივრცისგან (ფარდით ან სხვა
საშუალებებით გამოყოფა არ მოიაზრება), ასევე, უზრუნველყოფილი უნდა იყოს
გათბობა/კონდიცირების სისტემით და ცენტრალური ვენტილაციით.
საკონფერენციო დარბაზი უნდა მდებარეობდეს შენობის მიწისზედა
სართულზე და უზრუნველყოფილი უნდა იყოს ბუნებრივი განათებით (ფანჯრების
ან ვიტრაჟული კონსტრუქციების სახით). სივრცეები აღჭურვილი უნდა იყოს
პროექტორით, ლეპტოპით, პროექტორის ეკრანით, თეთრი დაფით და მარკერებით,
მონაწილეთა შესაბამისი რაოდენობის სკამებით, სამუშაო მაგიდებით, ხმის
გამაძლიერებელი სისტემით (მიკროფონი და დინამიკები), უკაბელო
ინტერნეტით, მონაწილეებისათვის სასმელი წყლით (0.5 მლ ბოთლებით).
16. კვებისთვის განკუთვნილი საათების განსაზღვრა უნდა მოხდეს
შემსყიდველთან შეთანხმებით. სასადილო სივრცე უნდა იძლეოდეს
ერთდროულად 70 მონაწილის განთავსების შესაძლებლობას. მომწოდებელმა
ყოველდღიურად უნდა უზრუნველყოს 70 ადამიანის 3-ჯერადი კვება შვედური
მაგიდის პრინციპით, შემსყიდველის მიერ შეთანხმებული მენიუს მიხედვით
(იხ. ტექნიკური დავალების ცხრილი N3, N4). გათვალისწინებული უნდა იყოს
ვეგეტარიანული მოთხოვნები, აუცილებელია ცხელი კერძის ერთ-ერთ რაციონში
არ შედიოდეს ღორის ხორცი. ასევე, პროექტის მიმდინარეობის დროს,
სასტუმრომ შემსყიდველთან შეთანხმებით, 70 პერსონაზე უნდა უზრუნველყოს
4-ჯერ ყავის შესვენება.
17. კვებითი მომსახურების გაწევის დროს მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს
შესაბამისი რაოდენობის მომსახურე პერსონალის ადგილზე ყოფნა. კერძები
უნდა მომზადდეს ჰიგიენის ნორმების მკაცრი დაცვით. კერძებისთვის საჭირო
ინგრედიენტები უნდა იყოს ახალი, მაღალხარისხიანი. მომსახურების
გაწევის პროცესში, მიმწოდებელმა უნდა დაიცვას საქართველოს
კანონმდებლობით დადგენილი რეგულაციები, წინააღმდეგ შემთხვევაში,
შემსყიდველი იძენს უფლებამოსილებას, დასვას მიმწოდებლის
პასუხისმგებლობის საკითხი კანონმდებლობით გათვალისწინებული
სათანადო წესით.
18. პერიმეტრი 24 საათის მანძილზე უნდა კონტროლდებოდეს შესაბამისი დაცვის
სისტემით. სასტუმროს პერიმეტრი მუდმივად უნდა იყოს დაცვის ქვეშ. 24
საათის განმავლობაში ხელმისაწვდომი უნდა იყოს ადმინისტრაციის
სამსახური (ადმინისტრატორი).
19. სასტუმროში განთავსებული უნდა იყოს სახანძრო უსაფრთხოების
სისტემები/სისტემა, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს უსაფრთხოების
დადგენილ ნორმებს (ბრძანება - საქართველოში მოქმედი სახანძრო
უსაფრთხოების წესების დამტკიცების შესახებ; ასევე ტექნიკური
რეგლამენტი სახანძრო უსაფრთხოების წესების და პირობების შესახებ).
სასტუმროში ხელმისაწვდომი უნდა იყოს პირველადი გადაუდებელი
დახმარებისთვის საჭირო სამედიცინო ჩანთა.
20. სპეციფიკაციები შესაძლოა შეიცვალოს, სერვისის გაწევის დროისთვის,
ქვეყანაში არსებული რეგულაციების შესაბამისად.
21. სასტუმროს შერჩევა-შეფასების ეტაპზე შესაბამის კომისიის ნებისმიერი
წევრი უფლებამოსილია, ადგილზე დაათვალიეროს პრეტენდენტის მიერ
შემოთავაზებული სასტუმრო და შეაფასოს მისი შესაბამისობა ტექნიკურ
დავალებაში განსაზღვრულ მოთხოვნებთან.