Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Автотранспортные услуги (Грузия - Тендер #70811784)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: LEPL Youth Agency
Номер конкурса: 70811784
Дата публикации: 18-02-2026
Сумма контракта: 37 100


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT260003042
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 18.02.2026 13:59
Начало приема предложения 24.02.2026 00:00
Истекает срок принятия предложений 26.02.2026 15:00
Предполагаемая цена закупки 37`100.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 60100000-Автотранспортные услуги
Коды классификатора
  • 60170000 - Прокат автомобилей для транспортировки пассажиров с водителем
  • 60171000 - Аренда отдельных автомобилей с водителем
  • 60172000 - Аренда автобусов и автокаров с водителем
Срок подачи მომსახურების გაწევის თარიღია 2026 წლის მარტი - ივნსის პერიოდი.
Дополнительная информация
Количество и объём закупок იხილეთ სატენდერო დოკუმენტაციაში
Шаг снижения цены 200.00 GEL
Размер гарантии 371 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: ketevan gelashvili :: 16.02.2026 11:16
  • Последнее исправление: ketevan gelashvili :: 18.02.2026 13:59
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=673239&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

სსიპ „ახალგაზრდობის სააგენტო“, 2026 წლის “ახალგაზრდული ღონისძიებების ხელშეწყობის” პროგრამის“მუნიციპალიტეტების შესალებლობების გაძლიერება“ ქვეპროგრამის ფარგლებში, გეგმავს პროექტის - „ახალგაზრდული საქმიანობის დელეგატები“ განხორციელებას. პროექტის მიზანია საქართველოს რეგიონებში მცხოვრები ახალაგაზრდების სამოქალაქო გაძლიერება და მათი ჩართულობის გაზრდა ქვეყნის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში. პროექტი ხელს უწყობს ახალგაზრდებში სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებასა და ლიდერული უნარ-ჩვევების გაძლიერებას.

შესყიდვის ობიექტს წარმოადგენს პროექტის „ახალგაზრდული საქმიანობის დელეგატები“ მონაწილეთა(დელეგატები) ტრანსპორტირების მიზნით სამგზავრო სატრანსპორტო საშუალებების დაქირავების (მძღოლთან ერთად) მომსახურების შესყიდვა.

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

შესყიდვის ობიექტი მოიცავს ახალგაზრდული საქმიანობის დელეგატების ტრანსპორტირებით უზრუნველყოფას და სხვა საორგანიზაციო საკითხების განხორციელებისთვის საჭირო სატრანსპორტო მომსახურების შესყიდვას (მძღოლთან და გამცილებელთან ერთად), შემდეგი ტექნიკური მახასიათებლების შესაბამისად:

1. მიმწოდებლის მიერ მგზავრთა გადაადგილებისთვის საჭირო სატრანსპორტო საშუალება, ავტობუსი (არანაკლებ 55-ადგილიანი), მიკროავტობუსი (არანაკლებ 20-ადგილიანი) და მინივენი 8-ადგილიანი, უნდა იყოს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, საქალაქთაშორისო ან ტურისტული სალონით აღჭურვილი, ტექნიკურად გამართულ (მუშა) მდგომარეობაში.
2. მგზავრთა გადაადგილებისათვის საჭირო სატრანსპორტო საშუალება აღჭურვილი უნდა იყოს გათბობა/გაგრილებისა და ვენტილიაციისათვის საჭირო სისტემით. ასევე, სატრანსპორტო საშუალება უნდა იძლეოდეს სამგზავრო სალონის განიავების შესაძლებლობას. მომსახურების გაწევისათვის გამოყენებული სატრანსპორტო საშუალება უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ყველა ნორმასა და მოთხოვნას.
3. მიმწოდებელი ვალდებულია, უზრუნველყოს მგზავრთა უსაფრთხო გადაყვანა.
4. მიმწოდებელი ვალდებულია, განახორციელოს ყველა სატრანსპორტო ოპერაცია და პროცედურა (სათანადო დოკუმენტაციის მომზადება, სატრანსპორტო საშუალების გამართულ მდგომარეობაში ყოფნა და ა.შ.) მგზავრთა დროულად და უსაფრთხოდ გადაყვანისათვის.
5. მიკროავტობუსით/ავტობუსით/მინივენით გაწეული მომსახურების ანაზღაურება მოხდება გავლილი კილომეტრების შესაბამისად (1 კმ-ის ღირებულება განისაზღვრება შესაბამისი ღირებულებით (ლარში), მომსახურების გაწევის ადგილიდან-დანიშნულების ადგილამდე). კილომეტრების აღრიცხვა განხორციელდება google map-ის ან/და გავლილი მანძილის გასაზომი მოწყობილობის ("ოდომეტრი") საშუალებით.
6. მიმწოდებელი ვალდებულია, უზრუნველყოს მომსახურების გაწევის პროცესში ჩართული ყველა სატრანსპორტო საშუალების გავლილი მანძილის გასაზომი მოწყობილობის ("ოდომეტრი") გამართულ მდგომარეობაში ყოფნა მომსახურების გაწევის მთელ პერიოდში.
7. მიმწოდებელმა, შემსყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში, უნდა უზრუნველყოს ერთჯერადად არანაკლებ ერთი 55-ადგილიანი ავტობუსის (მძღოლთან ერთად), ერთჯერადად არანაკლებ რვა მიკროავტობუსის (მძღოლთან და გამცილებელთან ერთად) და ერთი არანაკლებ 8-ადგილიანი მინივენის (მძღოლთან და გამცილებელთან ერთად ) გამოყოფა სხვადასხვა მიმართულებით.
8. სატრანსპორტო საშუალების დაზიანების შემთხვევაში დაუყოვნებლივ უზრუნველყოს ალტერნატიული ავტოსატრანსპორტო საშუალებით ჩანაცვლება მოთხოვნიდან გონივრულ ვადაში (არაუმეტეს 2 საათი).
9. მომსახურების მიწოდების პროცესში ჩართულ ყველა მძღოლს უნდა ჰქონდეს ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების დამადასტურებელი მოწმობა, შესაბამისი კატეგორიით. მძღოლები უნდა იყვნენ ორგანიზებულნი, მოწესრიგებულნი, პუნქტუალურები.
10. მომსახურების მიწოდების პროცესში ჩართული ყველა მძღოლის და გამცილებლის მაქსიმალური ასაკი არ უნდა აღემატებოდეს 65 (სამოცდახუთი) წელს.
11. მიმწოდებელი ვალდებულია შემსყიდველის მიერ მოთხოვნილ მიკროავტობუსებსა და მინივენში, რომლებითაც მგზავრობენ მოზარდები, უზრუნველყოს მძღოლის გარდა ერთი გამცილებელი პირი (ასაკი 20-65 წელი), რომელიც ბენეფიციარებს დააბინავებს სატრანსპორტო საშუალებაში, გააკონტროლებს სიის მიხედვით მოზარდების დამატებას სხვადასხვა ლოკაციებზე, ტრანსპორტის გაჩერების შემთხვევაში გააკონტროლებს მონაწილეთა რაოდენობას სიის შესაბამისად, უზრუნველყოფს საჭიროებისთვის ავტოსატრანსპორტო საშუალებიდან ჩასული მოზარდის დროულად დაბრუნებას უკან იმავე ავტოსატრანსპორტო საშუალებაში და მთელი მარშრუტის განმავლობაში პასუხისმგებელი იქნება მათ უსაფრთხო გადაადგილებაზე (მოზარდების მეთვალყურეობა). გამცილებელი პირი ვალდებულია, მოზარდის შეუძლოდ გახდომის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ აცნობოს შემსყიდველ ორგანიზაციას და შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს(112).
13.გამცილებელი პირი ვალდებულია, მთელი მარშრუტის განმავლობაში იქონიოს კონტაქტი შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ გამოყოფილ პირთან, მიაწოდოს ყველა ინფორმაცია მგზავრობის დეტალებზე და რაიმე ინციდენტის შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობოს მას.
14. გადაადგილების არეალი: საქართველოს სხვადასხვა ქალაქებიდან თბილისში და უკან;
15. მომსახურების მიწოდების პროცესში ჩართული ავტობუსის გამოშვების წელი არ უნდა იყოს 2006 წელზე ნაკლები, ხოლო, მიკროავტობუსის და მინივენის - 2013 წელზე ნაკლები.
16. მიმწოდებელი ვალდებულია, შემსყიდველი ორგანიზაციის მოთხოვნისა და საჭიროების შემთხვევაში, უზრუნველყოს შესაბამისი რაოდენობის ავტოსატრანსპორტო საშუალების მობილიზება და მომსახურების გაწევის დაწყება შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად.
17. ავტოტრანსპორტს საწვავით უზრუნველყოფს მიმწოდებელი.
18. მომსახურების გაწევა უნდა განხორციელდეს 2026 წლის მარტი-ივნისის პერიოდში, შემსყიდველი ორგანიზაციის მოთხოვნისამებრ, ხელშეკრულების გაფორმებიდან და მისი ძალაში შესვლიდან არაუგვიანეს 2026 წლის 1 ივლისისა.
19. მომსახურების გაწევის დროის (სთ), თარიღისა და ტრანსპორტის რაოდენობის შესახებ ინფორმაცია მიმწოდებელ ორგანიზაციას ეცნობება ელექტრონული ფოსტის საშუალებით, მომსახურების გაწევამდე არანაკლებ 2 (ორი) კალენდარული დღით ადრე.
20. სამგზავრო ტრანპორტის მომსახურების გაწევა უნდა განხორციელდეს შემსყიდველის მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, მარშუტების შესაბამისად, მხარეთა მიერ წინასწარ შეთანხმებული შესაბამისი განრიგის მიხედვით.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

მომსახურების გაწევა უნდა განხორციელდეს პერიოდულად, შემსყიდველი ორგანიზაციის მოთხოვნისამებრ 2026 წლის მარტი - ივნისის პერიოდში.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

1.5.1. სამგზავრო ტრანპორტის მომსახურების გაწევა უნდა განხორციელდეს შემსყიდველის მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე მარშუტების შესაბამისად, მხარეთა მიერ წინასწარ შეთანხმებული შესაბამისი განრიგის მიხედვით.
1.5.2. სამგზავრო ტრანპორტის გადაადგილების არეალია: სხვადსხვა რეგიონებიდან ქ. თბილისის მიმართულებით და უკან.
1.5.3 მომსახურების გაწევის დროის (სთ), თარიღისა და ტრანსპორტის რაოდენობის შესახებ ინფორმაცია მიმწოდებელ ორგანიზაციას ეცნობება ელექტრონული ფოსტის საშუალებით, მომსახურების გაწევამდე არანაკლებ 2 (ორი) კალენდარული დღით ადრე.

technical requirements

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

2.2.1.1. პრეტენდენტს 2023 წლის 01 იანვრიდან ტენდერის გამოცხადების დღემდე უნდა ჰქონდეს არანაკლებ ჯამში 55600.00 (ორმოცდათხუთმეტი ათას ექვსასი) ლარის ღირებულების ანალოგიური მომსახურების გაწევის გამოცდილება;
2.2.1.2 პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ანალოგიური მომსახურების გაწევის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები (ხელშეკრულება შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტითა (არსებობის შემთხვევაში) და გადარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტაციით, ან/და შემსყიდველის/დამკვეთის მიერ დადასტურებული მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტ(ებ)ი რითაც დადასტურდება პრეტენდენტის გამოცდილება).
სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებ(ებ)ის არსებობის შემთხვევაში საკმარისია შესაბამისი SPA, NAT, CMR, MEP, DAP ნომრების წარმოდგენა.
ზემოაღნიშნულის დასადასტურებლად პრეტენდენტმა უნდა უზრუნველყოს ინფორმაციის წარმოდგენა გამოცდილების შესახებ (სატენდერო დოკუმენტაციის 2.2.1 პუნქტში არსებული დანართი N2-ის შესაბამისად).

2.2.1.3 სატენდერო დოკუმენტაციის დანართი N2-ში, პრეტენდენტის მიერ ფაქტობრივად გაწეული ანალოგიური მომსახურების ღირებულების შესახებ ინფორმაცია მითითებულ უნდა იქნას ლარში. უცხოურ ვალუტაში გაწეული მომსახურების შემთხვევაში, აღნიშნული ინფორმაცია მითითებული უნდა იყოს მომსახურების გაწევის დამადასტურებელი დოკუმენტების გაფორმების თარიღისთვის, შესაბამისი ვალუტის მიმართ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის მიხედვით.

2.3.1 requirement related to material and technical support of a tenderer

2.3.1.1. პრეტენდენტი ვალდებულია სატენდერო დოკუმენტაციის 2.3.1 პუნქტში ატვირთული დანართი N3-ში მოცემული ცხრილის შესაბამისად წარმოადგინოს ინფორმაცია ყველა სატრანსპორტო საშუალების შესახებ, რომელიც უნდა იქნეს გამოყენებული მომსახურების გაწევისას.

2.3.1.2. პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ინფორმაცია მომსახურების გაწევისათვის საჭირო ავტოსატრანსპორტო საშუალებების: 1 (ერთი) არანაკლებ 55 ადგილიანი ავტობუსის, არანაკლებ 8 (რვა) არანაკლებ 20 ადგილიანი მიკრო ავტობუსის და 1 (ერთი) არანაკლებ 8 ადგილიანი მინივენის ტექნიკური პასპორტების ასლები.

2.3.1.3. პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს გასაწევი მომსახურებისთვის საჭირო ავტოსატრანსპორტო საშუალებების: 1 (ერთი) არანაკლებ 55 ადგილიანი ავტობუსის, არანაკლებ 8 (რვა) არანაკლებ 20 ადგილიანი მიკრო ავტობუსის და 1(ერთი) არანაკლებ 8 ადგილიანი მინივენის პრეტენდენტის საკუთრებაში ან დროებით სარგებლობაში ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი (ავტოსატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო მოწმობა, დროებითი სარგებლობის შემთხვევაში ავტოსატრანსპორტო საშუალებების სარეგისტრაციო მოწმობა, ქირავნობის ხელშეკრულება ან სხვა ექვივალენტური დოკუმენტი, რომლის მოქმედების ვადა ტოლი უნდა იყოს ან უნდა აღემატებოდეს შესყიდვის ობიექტით განსაზღვრული მომსახურების გაწევის პერიოდით განსაზღვრულ ვადას).

2.9 other additional requirements

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

1.იმ შემთხვევაში თუ ტენდერში პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალი იქნება შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, მიმწოდებელმა უნდა დაასაბუთოს (სისტემაში ატვირთოს) ფასწარმოქმნის ადეკვატურობა (ამ ფასად ტენდერით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების შესაძლებლობა).
2.ფასწარმოქმნის ადეკვატურობა, შესაძლებელია დასაბუთდეს ექსპერტიზის ან/და შესაბამის სფეროში საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილების/აკრედიტაციის მქონე პირის მიერ გაცემული საექსპერტო ან/და საშემფასებლო დასკვნით (პრეტენდენტის მიერ, დასკვნასთან ერთად, ასევე, წარმოდგენილი უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის შესაბამისი უფლებამოსილების/აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტი). აღნიშნულის წარმოუდგენლობა ან/და უარყოფითი დასკვნის წარმოდგენა გამოიწვევს შესაბამისი პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას.
3. ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ით ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობა უნდა დასტურდებოდეს როგორც პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებული წინადადების ფასთან (ხარჯთაღრიცხვის ჯამურ ღირებულებასთან), ასევე ხარჯთაღრიცხვის ერთეულებთან მიმართებით.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

ანგარიშსწორება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორებით ლარში, ფაქტობრივად გაწეული მომსახურების შესაბამისად, მხარეებს შორის გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტისა და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის (დღგ-ს გადამხდელის შემთხვევაში) საფუძველზე.

7.3 time limits for step by step and/or final payment

მხარეებს შორის მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის წარმოდგენიდან (დღგ-ს გადამხდელის შემთხვევაში) 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

ქეთევან გელაშვილი, 551215857, kgelashvili43@gmail.com

additional information/document

10.1 additional information/documents

1. სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში (შემდგომში – „სისტემა“) შესყიდვის პროცედურები ხორციელდება საქართველოს კანონის „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანებით დამტკიცებული "ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ შესაბამისად;
2. პრეტენდენტს არ აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული სატენდერო წინადადება;
3. პრეტენდენტი ვალდებულია ნებისმიერი უცხოურენოვანი დოკუმენტაციის ატვირთვის შემთხვევაში წარმოადგინოს იგი ქართულ ენაზე ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული;
4. სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული პრეტენდენტის მიერ შექმნილი დოკუმენტები და/ან ინფორმაცია (გარდა ხარჯთაღრიცხვისა) უნდა იქნას ელექტრონულად ხელმოწერილი შესაბამისი უფლებამოსილი პირის მიერ ან დამოწმებული კვალიფიციური ელექტრონული შტამპით, კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად, კერძოდ: პრეტენდენტი, „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების საფუძველზე ვალდებულია, სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთ მის მიერ შექმნილ ელექტრონულ დოკუმენტებზე შეასრულოს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა ან/და ეს დოკუმენტები დაამოწმოს კვალიფიციური ელექტრონული შტამპით (იხ. „სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებისას, დოკუმენტებზე კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის შესრულების ან/და დოკუმენტების კვალიფიციური ელექტრონული შტამპით დამოწმების თაობაზე“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიერ დადგენილი სახელმძღვანელო ინსტრუქცია). იმ შემთხვევაში, თუ ხელისმომწერი პირი არ არის წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილი, პრეტენდენტმა სისტემაში უნდა წარმოადგინოს ხელისმომწერი პირის ხელისმოწერისათვის გაცემული მინდობილობა;
სხვა დამატებითი დოკუმენტაცია/ინფორმაცია, რომელიც არ არის პრეტენდენტის მიერ შექმნილი, მათ შორის, გეგმები და პროექტის ნახაზები, დასკვნები, MAF, უცხოური დოკუმენტების თარგმანი, ექსპერტიზის დასკვნები, აკრედიტაცია/ნებართვა, ხელშეკრულება, მიღება-ჩაბარების აქტები, დიპლომი/სიგელი/სერთიფიკატი, ტექპასპორტი, ფოტოსურათი, ესკიზი და სხვა, მათ დამატებით აღარ ესაჭიროება კვალიფიციური ხელმოწერა ან/და კვალიფიციური შტამპი, რადგან კანონმდებლობა არ მოითხოვს სისტემაში დოკუმენტის დამოწმებული ასლების ატვირთვას.
სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში პრეტენდენტის მიერ შექმნილი ყველა დოკუმენტი (წინადადების სახით) ან/და ინფორმაცია ხელმოწერილი უნდა იყოს ,,ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა გათვალისწინებით. გარდა, სატენდერო დოკუმენტაციის კითხვარის 1.3 პუნქტით გათვალისწინებული დანართისა (ფასების ცხრილი/ხარჯთაღრიცხვა) რომელიც წარმოდგენილი უნდა იქნას Excel-ის ფორმატის სახით.
5. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების ფორმა და პირობები მოცემულია სატენდერო დოკუმენტაციაში, რომელიც ხელშეკრულების დადების მომენტისათვის დაზუსტდება სატენდერო წინადადების შესაბამისად;
6. სატენდერო კომისიის მიერ პრეტენდენტი დისკვალიფიცირებული იქნება ტენდერიდან (დაზუსტების გარეშე), თუ არ იქნება წარმოდგენილი სატენდერო დოკუმენტაციის 1.3 პუნქტით გათვალისწინებული ფასების ცხრილი (პრეისკურანტი) ან ის წარმოდგენილი იქნება განუფასებლად (გარდა იმ შემთხვევისა, თუ წარდგენილ პრეისკურანტში განუფასებელი პოზიცი(ებ)ის რაოდენობა არ აღემატება განსაფასებელი პოზიციების 5%-ს).
7. ტენდერში მონაწილეობით პრეტენდენტი ეთანხმება სატენდერო დოკუმენტაციის ყველა იმ მოთხოვნას, რომელთა შესახებ ინფორმაციის წარმოდგენა ან/და სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთვა არ არის სავალდებულო. ამასთან, პრეტენდენტის მიერ ხელშეკრულების დადებისას რომელიმე პირობაზე უარის თქმის შემთხვევაში, მისი ქმედება განიხილება როგორც უარი ხელშეკრულების დადებაზე.

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт

Еще тендеры и закупки за эти даты

18-02-2026 Текстильные материалы и другие аналогичные изделия .

18-02-2026 Строительные материалы и связанные с ними изделия .

18-02-2026 Машины, оборудование и канцелярские принадлежности, за исключением компьютеров, принтеров и мебели.

18-02-2026 Ремонт и техническое обслуживание транспортных средств и оборудования и сопутствующие услуги .

18-02-2026 Ремонт и техническое обслуживание транспортных средств и оборудования и сопутствующие услуги .

18-02-2026 Ресторан и подача блюд.





Copyright © 2008-2026, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru