Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Инженерные услуги (Грузия - Тендер #70724258)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: GEORGIAN AMELIORATION LTD
Номер конкурса: 70724258
Дата публикации: 14-02-2026
Сумма контракта: 38 135


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT260002750
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 13.02.2026 19:45
Начало приема предложения 22.02.2026 00:00
Истекает срок принятия предложений 24.02.2026 15:30
Предполагаемая цена закупки 38`135.00 GEL
Заявка должна быть представлена Без НДС
Категория закупки 71300000-Инженерные услуги
Коды классификатора
  • 71320000 - Услуги по техническому проектированию
Срок подачи ხელშეკრულების გაფორმებიდან 90 კალენდარული დღე (ექსპერტიზის ჩათვლით) მძიმე კლიმატური და სავეგეტაციო პირობების გაუთვალისწინებლად.
Дополнительная информация
თერჯოლის მუნიციპალიტეტში „ეწერის სარწყავი სისტემის მაგისტრალური არხის სათავე ნაგებობის რეაბილიტაციის“ დეტალური საინჟინრო პროექტის დამუშავების მომსახურება.
Количество и объём закупок იხ. დოკუმენტაცია
Шаг снижения цены 153.00 GEL
Размер гарантии 381 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: nodar sadunishvili :: 13.02.2026 16:02
  • Последнее исправление: nodar sadunishvili :: 13.02.2026 19:45
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=673124&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

თერჯოლის მუნიციპალიტეტში „ეწერის სარწყავი სისტემის მაგისტრალური არხის სათავე ნაგებობის რეაბილიტაციის“ დეტალური საინჟინრო პროექტის დამუშავების მომსახურება.

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

1.2.1. თერჯოლის მუნიციპალიტეტში „ეწერის სარწყავი სისტემის მაგისტრალური არხის სათავე ნაგებობის რეაბილიტაციის“ დეტალური საინჟინრო პროექტის დამუშავების მომსახურება.

1.2.2 პროექტის დამუშავების მიზანია არსებული სათავე ნაგებობის რეაბილიტაცია, რომელიც მოიცავს:

-სათავე ნაგებობის და მიმდებარე ჰიდროტექნიკური კვანძების ნორმალურად ფუნქციონირების აღდგენას;
-სათავე ნაგებობის რკ. ბეტონის სამუშაოების და მექანიკურიმოწყობილობების მოწყობას.
-სათავე ნაგებობის და მათზე მოსაწყობი მექანიკური და სხვა მოწყობილობების შეუფერხებელი ფუნქციონირება, სიმტკიცე, საიმედოობადა ხანგრძლივი მედეგობა, ექსპლუატაციის წესების ტექნიკური
რეგლამენტით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად.
-განსახორციელებელმა სამუშაოებმა უნდა უზრუნველყოს ნაგებობის გამართული ფუნქციონირება, წყლის საპროექტო ხარჯებისგარანტირებულად (შეუფერხებლად) გატარება და მისი კონსტრუქციული მდგრადობის, სიმტკიცის და საიმედობის უზრუნველყოფა.


ტექნიკური დავალებით წარმოდგენილი საპროექტო ღონისძიებები და სამუშაოთა სახეობები არის სავარაუდო, რომლებიც უნდა დაზუსტდეს დეტალური საინჟინრო პროექტის მომზადების პროცესში რეალურად შესასრულებელი სამუშაოების სახეობების, რეალური მოცულობებისა და ობიექტის რეალური სახარჯთაღრიცხვო (რესურსულ-ლოკალური) ღირებულების წარმოდგენით.

1.2.3. კონტრაქტორი ვალდებულია განახორციელოს სამშენებლო სამუშაოების პროექტის საავტორო ზედამხედველობა. მომზადებული პროექტის განხორციელების (სამშენებლო/სარეაბილიტაციო სამუშაოების) პროცესში, შემსყიდველის მხრიდან დამატებითი ხარჯების გაწევის გარეშე, პროექტის ავტორმა უნდა უზრუნველყოს საპროექტო დოკუმენტაციის მიხედვით კონსულტაციის გაწევა და საჭიროების შემთხვევაში საპროექტო დოკუმენტაციის კორექტირება. ობიექტის სამშენებლო სამუშაოების დასრულების შემდგომ, ობიექტის ექსპლუატაციაში მიღებამდე პროექტის ავტორმა წერილობით უნდა დაადასტუროს შესრულებული სამუშაოების პროექტთან შესაბამისობა. იმ შემთხვევაში, თუ პროექტის შემსყიდველისათვის მიწოდებიდან (მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან) 3 (სამი) წლის განმავლობაში არ დაიწყება პროექტის განხორციელება (სამშენებლო/სარეაბილიტაციო სამუშაოები), მიმწოდებელი თავისუფლდება ზემოაღნიშნული მომსახურების გაწევის ვალდებულებისგან.

1.2.4. მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს მთლიანი დეტალური საინჟინრო პროექტის ექსპერტიზა, ტექნიკური დავალებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად.

1.2.5. დეტალური ინფორმაცია გასაწევი მომსახურების შესახებ მოცემულია წინამდბარე პუნქტში ატვირთულ ტექნიკურ დავალებაში.

1.2.6. დანართი N1 (ფასების ცხრილი) პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს (ატვირთოს სისტემაში) Excel ფორმატში.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

საპროექტო მომსახურების განხორციელების ვადაა ხელშეკრულების გაფორმებიდან 90 კალენდარული დღე (ექსპერტიზის ჩათვლით) მძიმე კლიმატური და სავეგეტაციო პირობების გაუთვალისწინებლად.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

დასაპროექტებელი ობიექტის ადგილმდებარეობა:იმერეთის რეგიონი, თერჯოლის მუნიციპალიტეტი, სოფელი ძევრი. მომზადებული საპროექტოსახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მიწოდება უნდა განხორციელდეს შემდეგ მისამართზე: ქ.თბილისი, ვლადიმერ წითლანაძის I შესახვევი N1.

კონტრაქტორმა დამკვეთს უნდა ჩააბაროს:

დეტალური საინჟინრო პროექტის საბოლოო ვერსიის სრული პაკეტი - დაბეჭდილი ქართულ ენაზე 4 (ოთხი) ეგზემპლარად, ელექტრონული ვერსიით, Autocad-ის (DWG) და PDF ფაილის ფორმით;

საბოლოო (ექსპერტიზირებული) დეტალური საინჟინრო პროექტის ნაბეჭდი ვერსიები წარმოდგენილი უნდა იყოს ხელმოწერილი და დამოწმებული ბეჭდით და ელ. ვერსია, სადაც ნახაზები, განმარტებითი ბარათი და ხარჯთაღრიცხვა წარმოდგენილი იქნება როგორც PDF ფაილებით ხელმოწერილი და დამოწმებული ბეჭდით, ასევე Word-ის და Excel-ის ფორმატში.

1.7.1 requirement related to guarantee period

1.7.1.1. მიმწოდებელი იძლევა გარანტიას, რომ გაწეული მომსახურება არ გამოავლენს ხარვეზს და შეესაბამება მომსახურების გაწევის ტექნიკურ პირობებს.
1.7.1.2. მიმწოდებელი იძლევა გარანტიას, რომ გაწეული მომსახურება შეესაბამება მომსახურების გაწევის ტექნიკურ პირობებს ("ტექნიკური დავალება") და წინამდებარე ელ. ტენდერის დოკუმენტაციით გათვალისწინებულ სტანდარტებს და ნორმებს.
1.7.1.3. მიმწოდებელი ვალდებულია გონივრულ ვადაში (მოთხოვნიდან არაუმეტეს 5 (ხუთი) სამუშაო დღე) განახორციელოს წარმოქმნილი ხარვეზის გამოსწორება შემსყიდველის მხრიდან რაიმე დამატებითი დანახარჯის გაწევის გარეშე.
1.7.1.4. მიმწოდებლის მიერ საგარანტიო ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, შემსყიდველს უფლება აქვს თვითონ მიიღოს ზომები წარმოქმნილი დეფექტების გამოსწორებისათვის და მოსთხოვოს მიმწოდებელს შესაბამისი ხარჯების ანაზღაურება ან გამოქვითოს ეს თანხა ხელშეკრულების მიხედვით მიმწოდებლისათვის გადასახდელი თანხიდან.
1.7.1.5. შემსყიდველთან შეთანხმებულ გონივრულ ვადაში, საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოს წარდგენილ საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციაში არსებული ხარვეზების გამოსწორება (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
1.7.1.6. საჭიროების შემთხვევაში, საპროექტო დოკუმენტაციით გათვალისწინებული სამუშაოების განხორციელების პროცესში, დამატებითი ანაზღაურების გარეშე, გაუწიოს კონსულტაცია შემსყიდველს სამუშაოების განხორციელების დროს წარმოქმნილი დამატებითი სამუშაოების ან/და საპროექტო ცვლილების განხორციელების მიზანშეწონილობის შესახებ.
1.7.1.7. მიმწოდებელი ვალდებულია სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობისას პროექტის ცვლილების შემთხვევაში, უზრუნველყოს საშემსრულებლო ნახაზ(ებ)ის წარდგენა.
1.7.1.8. იმ შემთხვევაში, თუ სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობისას იცვლება პროექტის კონსტრუქციული ნაწილი, მიმწოდებელმა უნდა წარმოადგინოს კონსტრუქციულ ნაწილზე, სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ან პროექტის კონსტრუქციული ნაწილის ინსპექტირების სფეროში აკრედიტებული პირის მიერ გაცემული დასკვნა (შესყიდვის ობიექტის სპეციფიკიდან გამომდინარე, შესაბამისი ნაგებობის სფეროშიც).

technical requirements

2.4.1 requirement related to the experience of the staff of a tenderer

1. ინჟინერ-ჰიდროტექნიკოსი:
გამოცდილება: საანგარიშო პერიოდის განმავლობაში*, სულ მცირე სამი ჰიდროტექნიკური ნაგებობების (ინფრასტრუქტურის) პროექტირებაში მონაწილეობა, აქედან, ერთი - პროექტირების პროცესის წამყვან მონაწილედ (მაგ. მთავარი ინჟინერი, პროექტის მენეჯერი, პროექტის ავტორი და სხვა შესაბამისი ხელმძღვანელი პოზიცია).

წარმოდგენილ უნდა იქნას:
1. „სპეციალისტისა და პრეტენდენტის თანხმობა“ (დანართი N2).
2. სამუშაო გამოცდილების ამსახველი ინფორმაცია (დანართი N3);
3. განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი: ჰიდროტექნიკური მიმართულებით უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი (დიპლომი);

*საანგარიშო პერიოდი მოიცავს 2021 წლის 1-ლი თებერვლიდან ელ. ტენდერის გამოცხადების დღემდე პერიოდს. პროექტის დაწყებისა და დასრულების თარიღი, უნდა თავსდებოდეს შემსყიდველის მიერ განსაზღვრულ საანგარიშო პერიოდში.

2. ინჟინერ-მექანიკოსი:
წარმოდგენილი უნდა იქნას:
1. „სპეციალისტისა და პრეტენდენტის თანხმობა“ (დანართი N2).
2. განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი: ინჟინერ-მექანიკოსის მიმართულებით უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი (დიპლომი).

3. ინჟინერ-ელექტრიკოსი:
წარმოდგენილი უნდა იქნას:
1. „სპეციალისტისა და პრეტენდენტის თანხმობა“ (დანართი N2).
2. განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი: ინჟინერ-ელექტრიკოსის მიმართულებით უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი (დიპლომი).

4. ტოპოგრაფი:
წარმოდგენილი უნდა იქნას:
1. „სპეციალისტისა და პრეტენდენტის თანხმობა“ (დანართი N2).
2. განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი: ტოპოგრაფის ან გეოდეზისტის ან მარკშეიდერის კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი (დიპლომი ან სერთიფიკატი).

2.4.1.3. პრეტენდენტს არა აქვს უფლება, დაზუსტების შედეგად, შეცვალოს თავდაპირველად წარდგენილი სპეციალისტი ახლით.

2.4.1.4. ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, შემსყიდველი ორგანიზაციისათვის მისაღებად მიჩნეული ინჟინერტექნიკური სპეციალისტ(ებ)ის შემადგენლობაში ცვლილების შემთხვევაში, მიმწოდებელმა შემსყიდველს დაუყოვნებლივ უნდა შეატყობინოს და შეუთანხმოს შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე სხვა ინჟინერ-ტექნიკური სპეციალისტ(ებ)ით ჩანაცვლების საკითხი. ახალი სპეციალისტი უნდა აკმაყოფილებდეს შესაბამისი ელ.ტენდერით დადგენილ მოთხოვნებს სპეციალისტის გამოცდილებასთან დაკავშირებით, წინააღმდეგ შემთხვევაში, შემსყიდველი უფლებამოსილია შეწყვიტოს ხელშერულება და მიმწოდებლის წინააღმდეგ გამოიყენოს, ხელშეკრულებითა და კანონმდებლობით გათვალისწინებული სანქციები.

2.9 other additional requirements

წინამდებარე ელ. ტენდერის ფარგლებში, პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

1. შევსებული დანართი N1 EXCEL ფორმატში (წინამდებარე სატენდერო პირობების 1.3 პუნქტი);
2. სპეციალისტის და პრეტენდენტის თანხმობა (დანართი N2) - წინამდებარე სატენდერო პირობების 2.4.1 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და პირობების შესაბამისად, პრეტენდენტმა უნდა შეავსოს და წარმოადგინოს ამავე პუნქტში ატვირთული დანართი;
3. სპეციალისტის (ინჟინერ-ჰიდროტექნიკოსის) სამუშაო გამოცდილების ამსახველი ცხრილი (დანართი N3) - წინამდებარე სატენდერო პირობების 2.4.1 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და პირობების შესაბამისად, პრეტენდენტმა უნდა შეავსოს და წარმოადგინოს ამავე პუნქტში ატვირთული დანართი;
4. სპეციალისტების შესაბამისი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტები - წინამდებარე სატენდერო პირობების 2.4.1 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და პირობების შესაბამისად. (უცხოურენოვანი დოკუმენტის წარმოდგენის შემთხვევაში, მას თან უნდა ერთვოდეს ნოტარიულად დამოწმებული ქართულოენოვანი თარგმანი).

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.3 substantiation of not considering adequacy of pricing

შესყიდვის ობიექტი არის მომსახურება, რომელიც ძირითადად გაიწევა ადამიანური რესურსის გამოყენებით. იგი დამოკიდებულია ბევრ ისეთ ფაქტორებზე (მაგალითად, პერსონალის კვალიფიკაცია, მუშაობის ხანგრძლივობა, ანაზღაურების ოდენობა, შრომის ორგანიზაციის წესი და სხვა), რომლის შეფასება ერთობლიობაში ფასწარმოქმნის ადეკვატურობის მხრივ რთულია. უნდა ვივარაუდოთ, რომ მათი შემოთავაზება იქნება გონივრული (სავარაუდო ღირებულებასთან შედარებით საბოლოო ფასის 20%-ით ან მეტით კლების შემთხვევაშიც).

terms of payment

7.1.1 amount of the sum to be paid in advance and terms for its payment

7.1.1.1. მიმწოდებელი უფლებამოსილია ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ შემსყიდველს წარუდგინოს წერილობითი მოთხოვნა წინასწარი ანგარიშსწორების თანხის (ავანსის) გადახდის თაობაზე, არაუმეტეს ხელშეკრულების ღირებულების 30%-სა.
7.1.1.2. ავანსის გადახდის თაობაზე წერილობით მოთხოვნასთან ერთად, მიმწოდებელმა შემსყიდველს უნდა წარუდგინოს ამონაწერი მოვალეთა რეესტრიდან, იმის დასტურად რომ იგი რეგისტრირებული არ არის მოვალეთა რეესტრში, ასევე, ცნობა შესაბამისი ორგანოდან, რომელიც დაადასტურებს, რომ მას არ ერიცხება სალდირებული დავალიანება სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ. იმ შემთხვევაში, თუ წარმოდგენილი დოკუმენტებით იკვეთება, რომ მიმწოდებელი რეგისტრირებულია მოვალეთა რეესტრში ან სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე მიმწოდებელს ერიცხება სალდირებული დავალიანება, ავანსის გადახდის საკითხს, მიზანშეწონილობის გათვალისწინებით, გადაწყვეტს შემსყიდველი.
7.1.1.3. შემსყიდველის მიერ ავანსის გადახდის თაობაზე დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია წარმოადგინოს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ლიცენზირებულ საბანკო/სადაზღვევო დაწესებულების მიერ გაცემული წინასწარი ანგარისწორების (საავანსო) საბანკო გარანტია, მოთხოვნილი თანხის იდენტურ ოდენობაზე. საავანსო საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა 90 კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს მომსახურების გაწევის ვადას.
7.1.1.4. მომსახურების გაწევის ვადის გაგრძელების შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია წარმოადგინოს ვადაგაგრძელებული ან ახალი საავანსო საბანკო გარანტია, რომელიც 90 დღით უნდა აღემატებოდეს მომსახურების გაგრძელებულ ვადას. მიმწოდებელი ვალდებულია მომსახურების ვადის გადაწევის შემთხვევაში უზრუნველყოს ვადაგაგრძელებული ან ახალი საბანკო გარანტიის წარმოდგენა შესაბამისი შეთანხმების აქტის გაფორმებიდან არაუგვიანეს 30 კალენდარული დღისა. იმ შემთხვევაში, თუ მიმწოდებელი არ ან ვერ უზრუნველყოფს ვადაგაგრძელებული ან ახალი საბანკო გარანტიის წარმოდგენას, შემსყიდველი უფლებამოსილია აღნიშნული განიხილოს ვალდებულების შეუსრულებლობად და მიმართოს საბანკო გარანტიის გამცემ დაწესებულებას საბანკო გარანტიით გათვალისწინებული თანხის სრულად გამოთხოვის თაობაზე.
7.1.1.5. ავანსის გადახდა განხორციელდება ზემოაღნიშნული საავანსო საბანკო გარანტიის შემსყიდველისათვის წარდგენიდან 10 სამუშაო დღის განმავლობაში.
7.1.1.6. საავანსო საბანკო გარანტია უნდა იყოს უპირობო და შემსყიდველს უფლებას აძლევდეს, საავანსო საბანკო გარანტიის გამცემი დაწესებულებისგან პირველივე მოთხოვნისთანავე, შემსყიდველის მხრიდან ყოველგვარი დასაბუთებისა და დოკუმენტაციის წარდგენის გარეშე, მიიღოს საავანსო საბანკო გარანტიით განსაზღვრული შესაბამისი თანხა
7.1.1.7. იმ შემთხვევაში, თუ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად, ხელშეკრულება შეწყდა ვადაზე ადრე ან/და მიმწოდებელი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში ვერ უზრუნველყოფს მომსახურების გაწევას და მხარეები ვერ თანხმდებიან ამ ვადის გაგრძელებაზე, მიმწოდებელი ვალდებულია შესაბამისი შეტყობინების მიღებიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღის ვადაში, დააბრუნოს წინასწარ ავანსის თანხა, წინააღმდეგ შემთხვევაში, შემსყიდველი უფლებამოსილია მიმართოს საავანსო საბანკო გარანტიის გამცემ დაწესებულებას შესაბამისი თანხის დაბრუნების თაობაზე.
7.1.1.8. წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების გაწევის საბოლოო ვადის 30 დღით დარღვევის შემთხვევაში, აღნიშნული ვადის გასვლიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღის ვადაში, მიმწოდებელმა უნდა წარმოადგინოს ვადაგაგრძელებული ან ახალი საბანკო გარანტია, რომელიც არანაკლებ 120 დღით უნდა აღემატებოდეს წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მომსახურების გაწევის ვადას, წინააღმდეგ შემთხვევაში შემსყიდველი ორგანიზაცია უფლებამოსილია აღნიშნული განიხილოს ვალდებულების შეუსრულელობად და გამოითხოვოს 7.1.1.3. პუნქტის შესაბამისად წარმოდგენილი საავანსო საბანკო გარანტია სრულად. ყოველი მომდევნო 30 დღიანი ვადაგადაცილების შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებულია ყოველი 30 დღის გასვლის შემდეგ 10 სამუშაო დღის ვადაში განახორციელოს ვადაგაგრძელებული ან ახალი საბანკო გარანტიის წარმოდგენა, რომლის მოქმედების ვადა კვლავ გაზრდილი იქნება 30 დღით, წინააღმდეგ შემთხვევაში შემსყიდველი ორგანიზაცია უფლებამოსილია აღნიშნული განიხილოს ვალდებულების შეუსრულებლობად და გამოითხოვოს 7.1.1.3. პუნქტის შესაბამისად წარმოდგენილი საავანსო საბანკო გარანტია სრულად.
7.1.1.9. იმ შემთხვევაში, თუ მიმწოდებელი რეგისტრირებულია კეთილსინდისიერ მიმწოდებელთა რეესტრში ე.წ. „თეთრ სიაში“, მიმწოდებელი უფლებამოსილია შემსყიდველს წარუდგინოს საავანსო საბანკო გარანტია „თეთრი სიის წარმოების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ 2016 წლის 26 თებერვლის სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის №2 ბრძანებით განსაზღვრული წესის შესაბამისად. "თეთრ სიაში" რეგისტრაციის ვადის გასვლის ან გაუქმების შემდგომ, მიმწოდებელი ვალდებულია შემსყიდველს წარუდგინოს საავანსო გარანტია გაზრდილ თანხაზე.

7.2 terms of step by step and/or final payment

7.2.1. ანგარიშსწორება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, ლარში, ხელშეკრულებით გათვალისწინებულ რეკვიზიტებზე.
7.2.2. ანგარიშსწორება ხორციელდება, შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე. ანგარიშსწორება განხორციელდება მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის დადასტურებიდან (რომელიც უფრო გვიან დადგება) 10 სამუშაო დღის განმავლობაში.
7.2.3. იმ შემთხვევაში, თუ ანგარიშსწორების მომენტისათვის, მიმწოდებელს შემსყიდველის მიმართ აქვს ამ ხელშეკრულებიდან ან სხვა სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე შეუსრულებელი ფულადი ვალდებულებები (მათ შორის გადაუხდელი პირგასამტეხლო), შემსყიდველი უფლებამოსილია გამოქვითოს აღნიშნული თანხა გადასახდელი ოდენობიდან.
7.2.4. საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა გადასახადის გადახდაზე პასუხისმგებელია მიმწოდებელი.

7.3 time limits for step by step and/or final payment

ანგარიშსწორება ხორციელდება, შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე. ანგარიშსწორება განხორციელდება მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის დადასტურებიდან (რომელიც უფრო გვიან დადგება) 10 სამუშაო დღის განმავლობაში.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

ნოდარ სადუნიშვილი, 595800908, Nodar.Sadunishvili@ag.ge

additional information/document

10.1 additional information/documents

10.1.1. დაზუსტებას არ ექვემდებარება ტექნიკური დოკუმენტაცია, თუ არ არის წარდგენილი ხარჯთაღრიცხვა ან წარდგენილ ხარჯთაღრიცხვაში განუფასებელი პოზიცი(ებ)ის რაოდენობა აღემატება განსაფასებელი პოზიციების 5%-ს. ასეთ შემთხვევაში, სატენდერო კომისია ახდენს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას.

10.1.2. სატენდერო წინადადება და მასთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია წარმოდგენილ უნდა იქნეს ქართულ ენაზე. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი. დოკუმენტთან დაკავშირებული სადავო საკითხ(ებ)ის გადაწყვეტისას უცხოურენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია.

10.1.3. 2019 წლის 1 იანვრიდან, შემსყიდველი ორგანიზაციები და შესყიდვებში მონაწილეობის მსურველები/პრეტენდენტები/მიმწოდებლები „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების საფუძველზე ვალდებულები არიან, სახელმწიფო შესყიდვებში ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთ, მის მიერ შექმნილ, ელექტრონულ დოკუმენტებზე შეასრულონ კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა ან/და ეს დოკუმენტები დაამოწმონ კვალიფიციური ელექტრონული შტამპით, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა (იხილეთ სახელმძღვანელო ინსტრუქცია).

10.1.4. ელ.ტენდერის დღგ-ს გარეშე გამოცხადების შემთხვევაში, თუ ხელშეკრულების გაფორმების მომენტისთვის გამარჯვებული პრეტენდენტი იქნება დარეგისტრირებული დღგ-ს გადამხდელად შესასყიდი მომსახურების ღირებულებას (შემოთავაზებულ მთლიან თანხას) დაემატება დღგ (18 %).

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2026, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru