• კვალიფიკაციის სერტიფიკატი - P ბლანკი
1. კვალიფიკაციის სერტიფიკატი წარმოადგენს პლასტიკური ზედაპირის მქონე
ორმხრივი ბეჭდვით შესრულებულ მოწმობას. კვალიფიკაციის
სერტიფიკატისათვის ISO/IEC 7810-ის მიხედვით განისაზღვრება შემდეგი
ნომინალური ზომები: სიგანე: 85,60 მმ (85,47მმ – 85,72მმ, ISO/lEC 7810), სიგრძე: 54,00მმ (53,92მმ –
54,03მმ, ISO/IEC 7810), სისქე: 0,80მმ (0,76მმ – 0,84მმ, ISO/IEC 7810), კუთხე: 3,18მმ (2,88მმ – 3,48მმ, ISO/IEC 7810).
მოწმობის კიდის ამობურცვები არ უნდა აღემატებოდეს 0,08მმ მოწმობის
ძირითადი ზედაპირიდან.
2. კვალიფიკაციის სერტიფიკატის ფონი ცისფერი ფერისაა და მზადდება
პლასტიკური მასალისაგან, გააჩნია გაყალბებისაგან დაცვის არანაკლებ
სამი ნიშანი:
ა) მიკროტექსტი – სურათის მარჯვენა მხარეს სურათის სიგრძის გასწვრივ
ვერტიკალური ბეჭდვითი ფრაზა 2 (ორი) სვეტად. პირველი სვეტი ქართულად –
„საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო“, მეორე სვეტი ინგლისურად - „Maritime Transport
Agency“;ბ) ულტრაისფერი ნიშანი – გემის ღუზის ოთხი გამოსახულება, რომლებიც
განთავსდება სერტიფიკატის ზედაპირზე;
გ) კვალიფიკაციის სერტიფიკატის ფორმის რიგითი ანუ მწარმოებლის მიერ
მისთვის მინიჭებული ნომერი, რომელიც შედგება ერთი ლათინური ასოს "P" და 6
ციფრისგან (სადაც ლათინური ასო არის სერიის აღმნიშვნელი), დაიტანება
დამცავი მელნით, რომელიც ფლუორესცენციას განიცდის ულტრაიისფერი
სხივების ზემოქმედების შედეგად.
3. კვალიფიკაციის სერტიფიკატის ორივე მხარე დაფარულია ლამინირებით,
რომელიც დაიტანება პერსონალიზაციის დროს
4. კვალიფიკაციის სერტიფიკატზე ფოტოსურათი და მონაცემები დაიტანება
ელექტრონული ფორმით.
5. კვალიფიკაციის სერტიფიკატზე დაიტანება შემდეგი ინფორმაცია:
ა) მითითება სათაური „კვალიფიკაციის სერტიფიკატი" / Certificate of Proficiency"";
ბ) კვალიფიკაციის სერტიფიკატის მფლობელის სახელი და გვარი;
გ) კვალიფიკაციის სერტიფიკატის მფლობელის პირადი ნომერი;
დ) კვალიფიკაციის სერტიფიკატის მფლობელისათვის სააგენტოს მიერ
მინიჭებული მეზღვაურის ნომერი;
ე) კვალიფიკაციის სერტიფიკატის გაცემის თარიღი და მოქმედების ვადა;
კვალიფიკაციის სერტიფიკატის გაცემის საფუძველი კონვენციის
შესაბამისი მუხლის ან/და პუნქტის მითითებით;
ვ) სააგენტოს დასახელება;
ზ) საქართველოს მცირე სახელმწიფო გერბი და სააგენტოს ლოგო.
თ) შემდეგი შინაარსის ტექსტი „თუ სერტიფიკატის ნამდვილობა ბადებს ეჭვს,
დაუკავშირდით სააგენტოს“ / "In case of certificate authenticity doubts contact to MTA";
ე) სააგენტოს ვებგვერდისა და ელექტრონული ფოსტის მისამართი;
6. კვალიფიკაციის სერტიფიკატზე ყველა მონაცემი/ტექსტი დაიტანება
ქართულ და ინგლისურ ენებზე.
7. ბარათების ტიპი: ლამინაციისთვის რეკომენდებულია კომპოზიტური
ბარათები (PVC/PET) პრიალა ზედაპირით (Polished PVC finish).
ბარათების ხარისხი მისაღები უნდა იყოს შემდგომი პერსონალიზაციისთვის
და ლამინაციისთვის სუბლიმაციურ პრინტერზე; არ უნდა იწვევდეს საბეჭდი
თავაკის / პრინტერის მექანიზმის დაზიანებას.
ბარათების ზედაპირი უნდა იყოს სუფთა, ნაკაწრების და მტვრის გარეშე,
პრიალა ზედაპირით;
უნდა უძლებდეს ლამინირებისას მაღალი ტემპერატურის ზემოქმედებას;
(ლამინაციისას ბარათი შესაძლებელია გაცხელდეს 160+ გრადუს ტემპერატურაზე
და ამ დროს არ უნდა მოხდეს დეფორმაცია/დნობა)
შეფუთვა: შეფუთვა უნდა უზრუნველყოფდეს ბარათების მტვრისგან და
ჭუჭყისგან დაცვას.
• სხვა სერტიფიკატი N ბლანკი
1. სააგენტოს მიერ გასაცემი სხვა სერტიფიკატი წარმოადგენს პლასტიკური
ზედაპირის მქონე ორმხრივი ბეჭდვით შესრულებულ მოწმობას, სხვა
სერტიფიკატის ზომები ISO/IEC 7810-ის მიხედვით განისაზღვრება შემდეგნაირად:
სიგანე: 85,60 მმ (85,47მმ – 85,72მმ, ISO/lEC 7810), სიგრძე: 54,00მმ (53,92მმ – 54,03მმ, ISO/IEC 7810), სისქე: 0,80მმ
(0,76მმ – 0,84მმ, ISO/IEC 7810), კუთხე: 3,18მმ (2,88მმ – 3,48მმ, ISO/IEC 7810). მოწმობის კიდის
ამობურცვები არ უნდა აღემატებოდეს 0,08მმ-ს მოწმობის ძირითადი
ზედაპირიდან.
2. სხვა სერტიფიკატის ფონი ღია ნაცრისფერი ფერისაა და მზადდება
პლასტიკური მასალისაგან. სხვა სერტიფიკატს გააჩნია გაყალბებისაგან
დაცვის შემდეგი სამი ნიშანი:
ა) მიკროტექსტი – სურათის მარჯვენა მხარეს სურათის სიგრძის გასწვრივ
ვერტიკალური ბეჭდვითი ფრაზა 2 სვეტად. პირველი სვეტი ქართულად სიტყვები
- „საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო“, მეორე სვეტი ინგლისურად სიტყვები –
„Maritime Transport Agency“.
ბ) ულტრაიისფერი ნიშანი – გემის ღუზის ოთხი გამოსახულება, რომლებიც
განთავსდება სერტიფიკატის ზედაპირზე, გარდა ფოტოსურათისა და
შტრიხკოდისათვის განკუთვნილი ადგილებისა.
გ) სხვა სერტიფიკატის ფორმის რიგითი ნომერი, ანუ მწარმოებლის მიერ
მისთვის მინიჭებული ნომერი, რომელიც შედგება ერთი ლათინური ასო "N" და 6
ციფრისგან (სადაც ლათინური ასო არის რიგითი ნომრის სერიის აღმნიშვნელი),
დაიტანება დამცავი მელნით, რომელიც ფლუორესცენციას განიცდის
ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედების შედეგად.
3. სხვა სერტიფიკატის ორივე მხარე დაფარულია ლამინირებით, რომელიც
დაიტანება პერსონალიზაციის დროს
4. სხვა სერტიფიკატზე ფოტოსურათი და მონაცემები დაიტანება ელექტრონული
ფორმით.
5. სხვა სერტიფიკატზე დაიტანება შემდეგი ინფორმაცია:
ა) სახელწოდება „სერტიფიკატი"/"Certificate";
ბ) სერტიფიკატის მფლობელის სახელი და გვარი;
გ) სერტიფიკატის მფლობელის პირადი ნომერი;
დ) სერტიფიკატის მფლობელისათვის სააგენტოს მიერ მინიჭებული
მეზღვაურის ნომერი;
ე) სერტიფიკატის ნომერი;
ვ) სერტიფიკატის გაცემის თარიღი და მოქმედების ვადა;
თ) სერტიფიკატის გამცემი ორგანოს დასახელება;
ი) სერტიფიკატის მფლობელის ფოტოსურათი;
კ) შტრიხკოდი;
ლ) შემდეგი შინაარსის ტექსტი „თუ სერტიფიკატის ნამდვილობა ბადებს ეჭვს,
დაუკავშირდით სააგენტოს“ / "In case of certificate uthenticity doubts contact to MTA".;
მ) სააგენტოს ვებ-გვერდისა და ელექტრონული ფოსტის მისამართი;
ნ) უფლებამოსილი პირის ხელმოწერა;
ო) მითითება, რომ სააგენტო ადასტურებს, რომ სერტიფიკატის მფლობელს
გავლილი აქვს წვრთნისა და მომზადების შესაბამისი კურსი ან შესაბამისი
წვრთნისა და მომზადების კურსის გავლის შემდეგ უფლებამოსილია
შეასრულოს ამ სერტიფიკატით გათვალისწინებული ფუნქცია;
პ) საქართველოს მცირე სახელმწიფო გერბი და სააგენტოს ლოგო;
ჟ) სხვა სერტიფიკატის მიღებისათვის განვლილი წვრთნისა და/ან
მომზადების დასახელება ან მიეთითება შესაბამისი თანამდებობა, რაზეც
გაიცემა სერტიფიკატი.
6. სხვა სერტიფიკატზე ყველა ტექსტი დაიტანება ქართულ და ინგლისურ
ენებზე.
7. ბარათების ტიპი: ლამინაციისთვის რეკომენდებულია კომპოზიტური
ბარათები (PVC/PET) პრიალა ზედაპირით (Polished PVC finish).
ბარათების ხარისხი მისაღები უნდა იყოს შემდგომი პერსონალიზაციისთვის
და ლამინაციისთვის სუბლიმაციურ პრინტერზე; არ უნდა იწვევდეს საბეჭდი
თავაკის / პრინტერის მექანიზმის დაზიანებას.
ბარათების ზედაპირი უნდა იყოს სუფთა, ნაკაწრების და მტვრის გარეშე,
პრიალა ზედაპირით;
უნდა უძლებდეს ლამინირებისას მაღალი ტემპერატურის ზემოქმედებას;
(ლამინაციისას ბარათი შესაძლებელია გაცხელდეს 160+ გრადუს ტემპერატურაზე
და ამ დროს არ უნდა მოხდეს დეფორმაცია/დნობა)
შეფუთვა: შეფუთვა უნდა უზრუნველყოფდეს ბარათების მტვრისგან და
ჭუჭყისგან დაცვას.
• კომპეტენციის სერტიფიკატის დადასრურების A სტიკერი
სტიკერზე დაიტანება შემდეგი მონაცემები ქართულ და ინგლისურ ენებზე:
ა) კომპეტენციის სერტიფიკატის მფლობელისათვის გათვალისწინებული
ფუნქციები, მეზღვაურთა თანამდებობრივი დონისადმი მისი კუთვნილება და
დაწესებული შეზღუდვები;
ბ) მითითებას კომპეტენციის სერტიფიკატის მფლობელის თანამდებობისა და
მისი თანამდებობრივი შეზღუდვების თაობაზე;
გ) მითითებას „მეზღვაურების მომზადების, დიპლომირებისა და ვახტის
გაწევის შესახებ“ 1978 წლის საერთაშორისო კონვენციის, ცვლილებებითა და
დამატებებით იმ პუნქტებზე, რომლის შესაბამისად, კომპეტენციის
სერტიფიკატის მფლობელი პირი ფლობს შესაბამის კომპეტენციას და შეუძლია
მითითებული დონისა და შეზღუდვების გათვალისწინებით შეასრულოს
დაკისრებული ფუნქციები’’;
დ) მითითებას, რომ სერტიფიკატის ორიგინალი „მეზღვაურების მომზადების,
დიპლომირებისა და ვახტის გაწევის შესახებ“ 1978 წლის საერთაშორისო
კონვენცის, ცვლილებებითა და დამატებებით, 1/2 წესების მე-9 მუხლის
შესაბამისად აუცილებელია ინახებოდეს გემზე, სადაც მსახურობს
სერტიფიკატის კანონიერი მფლობელი;
ე) სერტიფიკატის ნომერი;
ვ) სააგენტოს მიერ მინიჭებული მეზღვაურის ნომერი;
ზ) სტიკერის რიგითი ნომერი, რომელიც შედგება ერთი ლათინური ასოსა და 6
ციფრისგან, სადაც ლათინური ასო არის სტიკერის რიგითი ნომრის სერია.
სტიკერისათვის სერიის აღმნიშვნელი ლათინური ასო არის "A";
თ) კომპეტენციის სერტიფიკატის გაცემის (განახლების) თარიღი და
მოქმედების ვადა;
ი) კომპეტენციის სერტიფიკატის მფლობელი პირის ხელმოწერა;
კ) კომპეტენციის სერტიფიკატის გამცემი ორგანოს უფლებამოსილი პირის
სახელი, გვარი და ხელმოწერა;
ლ) სტიკერში მითითება, რომ ეს სტიკერი წარმოადგენს შესაბამისი
კომპეტენციის სერტიფიკატის დადასტურებას;
3. სტიკერზე დაისმება სააგენტოს სველი ან/და რელიეფური ბეჭედი.
4. სტიკერები უნდა დამზადდეს და შეიცავდეს შემდეგ დამცავ მექანიზმებს:
ა) 1 დონის დაცვის შემდეგ დეტალებს:
ა.ა) ქაღალდი:
ა.ა.ა) ოპტიკური მათეთრებლების გარეშე, რაც იძლევა საშუალებას
გამოყენებულ იქნეს დამცავი ბოჭკოები (ხილული და უხილავი) და საღებავები,
რომლებიც განიცდიან ფლუორესცენციას ულტრაიისფერი სხივების
ზემოქმედების შედეგად;
ა.ა.ბ) უნდა შეიცავდეს შესაბამის ქიმიურ სენსიბილიზატორს;
ა.ბ.) ბოჭკოები: უნდა გააჩნდეს ხილული და უხილავი ბოჭკოები;
ა.გ) უნდა შეიცავდეს წებოვნების ისეთ მახასიათებელს, რომლებიც
შეუძლებელს გახდის სტიკერის დაუზიანებლად ან შეუმჩნევლად
მოცილებას;
ა.დ) ბეჭდვა:
ა.დ.ა) დამცავი ფონის ილუსტრირება შესრულებული უნდა იყოს ორფეროვანი
გილიოშური სახით;
ა.დ.ბ) დატანილი უნდა იყოს მიკროტექსტური წარწერა (საზღვაო ტრანსპორტის
სააგენტო, ქართულ და ინგლისურ ენებზე), რომელიც შეუიარაღებელი თვალით
გამოიყურება როგორც უწყვეტი ხაზი;
ა.ე) სტიკერზე დაიტანება სააგენტოს ლოგო უხილავი მელნით;
ბ) მე-2 დონის დაცვის შემდეგ დეტალებს:
ბ.ა) სტიკერის რიგით ნომერი, ანუ მწარმოებლის მიერ მისთვის მინიჭებული
ნომერი, რომელიც დაიტანება დამცავი მელნით, რომელიც განიცდის
ფლუორესცენცირებას ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედების შედეგად;
ბ.ბ) ბეჭდვა: ელემენტები დატანილი მეტამეტრული საღებავით, რომლის
გამოსახულება განიცდის სახეცვლილებას ინფრაწითელ სპექტრში;
გ) მელანს: ქაღალდის ფურცლებზე ინფორმაცია დაიტანება ულტრაიისფერი
ფლუორესცენციური ან რეაქტიული მელნით.
• კომპეტენციის სერტიფიკატის დადასრურების B სტიკერის
სტიკერზე დაიტანება შემდეგი მონაცემები ქართულ და ინგლისურ ენებზე:
ა) კომპეტენციის სერტიფიკატის მფლობელისათვის გათვალისწინებული
ფუნქციები, მეზღვაურთა თანამდებობრივი დონისადმი მისი კუთვნილება და
დაწესებული შეზღუდვები;
ბ) მითითებას კომპეტენციის სერტიფიკატის მფლობელის თანამდებობისა და
მისი თანამდებობრივი შეზღუდვების თაობაზე;
გ) მითითებას, რომ სერტიფიკატის ორიგინალი „მეზღვაურების მომზადების,
დიპლომირებისა და ვახტის გაწევის შესახებ“ 1978 წლის საერთაშორისო
კონვენცის, ცვლილებებითა და დამატებებით, 1/2 წესების მე-9 მუხლის
შესაბამისად აუცილებელია ინახებოდეს გემზე, სადაც მსახურობს
სერტიფიკატის კანონიერი მფლობელი;
დ) გაცემის თარიღი;
ე) მფლობელის ხელმოწერა;
ვ) უფლებამოსილი პირის ხელმოწერა;
ზ) უფლებამოსილი პირის სახელი და გვარი
თ) ბ.ა.
სტიკერები უნდა დამზადდეს და შეიცავდეს შემდეგ დამცავ მექანიზმებს:
ა) 1 დონის დაცვის შემდეგ დეტალებს:
ა.ა) ქაღალდი:
ა.ა.ა) ოპტიკური მათეთრებლების გარეშე, რაც იძლევა საშუალებას
გამოყენებულ იქნეს დამცავი ბოჭკოები (ხილული და უხილავი) და საღებავები,
რომლებიც განიცდიან ფლუორესცენციას ულტრაიისფერი სხივების
ზემოქმედების შედეგად;
ა.ა.ბ) უნდა შეიცავდეს შესაბამის ქიმიურ სენსიბილიზატორს;
ა.ბ.) ბოჭკოები: უნდა გააჩნდეს ხილული და უხილავი ბოჭკოები;
ა.გ) უნდა შეიცავდეს წებოვნების ისეთ მახასიათებელს, რომლებიც
შეუძლებელს გახდის სტიკერის დაუზიანებლად ან შეუმჩნევლად
მოცილებას;
ა.დ) ბეჭდვა:
ა.დ.ა) დამცავი ფონის ილუსტრირება შესრულებული უნდა იყოს ორფეროვანი
გილიოშური სახით;
ა.დ.ბ) დატანილი უნდა იყოს მიკროტექსტური წარწერა (საზღვაო ტრანსპორტის
სააგენტო, ქართულ და ინგლისურ ენებზე), რომელიც შეუიარაღებელი თვალით
გამოიყურება როგორც უწყვეტი ხაზი;
ა.ე) სტიკერზე დაიტანება სააგენტოს ლოგო უხილავი მელნით;
ბ) მე-2 დონის დაცვის შემდეგ დეტალებს:
ბ.ა) სტიკერის რიგით ნომერი, ანუ მწარმოებლის მიერ მისთვის მინიჭებული
ნომერი, რომელიც დაიტანება დამცავი მელნით, რომელიც განიცდის
ფლუორესცენცირებას ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედების შედეგად;
ბ.ბ) ბეჭდვა: ელემენტები დატანილი მეტამეტრული საღებავით, რომლის
გამოსახულება განიცდის სახეცვლილებას ინფრაწითელ სპექტრში;
გ) მელანს: ქაღალდის ფურცლებზე ინფორმაცია დაიტანება ულტრაიისფერი
ფლუორესცენციური ან რეაქტიული მელნით.
• მეზღვაურთა ტესტური გამოცდის ბლანკი
1. სერტიფიკატი წარმოადგენს A4 ფორმატის ბეჭდვით მოწმობას.
2.სერტიფიკატი იბეჭდება 100% ბამბის 110 გრ/მ 2 +/-5% გრ/მ 2 მასის ქაღალდზე.
3. სერტიფიკატის ბლანკი იბეჭდება გაყალბებისგან სულ მცირე ორი
სპეციალური დამცავი ნიშნით აღჭურვილ ბლანკზე.
4.სერტიფიკატის ნუმერაცია არის უწყვეტი და იწყება MTA–CES0000001_დან.
5.სერტიფიკატი შეიცავს შემდეგ დამცავ ნიშნებს:
ა) მომწოდებლის ექსკლუზიურ წყლის ნიშანს;
ბ) ფერადად (სტამბური წესით) დაბეჭდილ სააგენტოს ლოგოს.
• მეზღვაურის სამედიცინო მოწმობა
ა) ბლანკი წარმოადგენს გაყალბებისაგან სულ მცირე ორი სპეციალური
დამცავი ნიშნით აღჭურვილ დოკუმენტს;
ბ) ბლანკი წარმოადგენს A4 ფორმატის ორმხრივი ბეჭდვით დოკუმენტს;
გ) ბლანკი სრულდება 100% ბამბის 110 გრ/მ2 + /-5 %გრ/მ2 მასის ქაღალდზე;
დ) მოწმობის ნუმერაცია არის ექვსი (6) ნიშნა ციფრი, რომელიც მწარმოებლის
მიერ დაიტანება ბლანკზე;
ე) ბლანკი შეიცავს შემდეგ დამცავ ნიშნებს:
ე.ა) მომწოდებლის ექსკლუზიურ წყლის ნიშანს;
ე.ბ) ფერადად (სტამბური წესით) დაბეჭდილ სააგენტოს ლოგოს;
ე.გ) დამცავ ნუმერაციას, რომელიც ულტრაიისფერი სხივის ქვეშ გამოსცემს
ლუმინესცენსიას.
• პროქსიმით ბარათი (უკონტაქტო ჩიპით);
შენიშვნა: ნუმერაცია შეთანხმდება დაბეჭდვის წინ.