სავარაუდო მიმართულებები და პოზიციები, განისაზღვრა აჭარის
ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე ოპერირებად დამსაქმებელთა
გამოკითხვის შედეგად.
საორიენტაციო მიმართულებები:
1. სასტუმრო მომსახურება: დასუფთავების დეპარტამენტი, მიღება
განთავსების დეპარტამენტი, სპა დეპარტამენტი და სხვა.
2. სარესტორნო მომსახურება: სამზარეულო, ბარი, დარბაზი და სხვა.
3. საფინანსო სერვისი: ვაჭრობა, დისტრიბუცია და სხვა.
4. საოფისე საქმე: ინფორმაციული ტექნოლოგია, რეკლამა და მარკეტინგი და
სხვა.
საორიენტაციო მიმართულებიდან გამომდინარე, პოზიციები შეირჩევა
მოსარგებლეთა სურვილისამებრ.
ჯგუფი შეიქმნება არანაკლებ 2 (ორი) და არაუმეტეს 7 (შვიდი) მოსარგებლის
არსებობისას.
მიმწოდებელი ვალდებულია:
1. სააგენტოსთან ერთად შეარჩიოს ქვეპროგრამაში ჩართვის მსურველები
რეგიონში მოქმედი კომპანიები და წარმოადგინოს შესაბამისი სია.
2. მიმწოდებელმა შემსყიდველს უნდა წარმოუდგინოს ქვეპროგრამაში ჩართული
კომპანიის მზაობა, ქვეპროგრამით მოსარგებლის დასაქმებაზე, თითოეული
ჯგუფიდან 50%-ი ან მეტი.
3. უზრუნველყოს ქვეპროგრამაში მოსარგებლეთა ინფორმირებულობა და
ჩართულობის მიზნის მოსარგებლეთა შერჩევა შემსყიდველთან
შეთანხმებით:
3.1. მსურველთა მოძიების მიზნით განახორციელოს საინფორმაციო კამპანია;
3.2. უზრუნველყოს დაინტერესებული პირების მიერ განაცხადების შევსება;
3.3. განახორციელოს განაცხადების პირველი გადარჩევა;
3.4. უზრუნველყოს გასაუბრების ეტაპის ორგანიზება. (გასაუბრების ეტაპის
ორგანიზებამდე უნდა განახორციელოს პირველადი შედეგების გადამოწმება
სააგენტოს მიერ ადმინისტრირებად შრომის ბაზრის მართვის ერთიან
ელექტრონულ სისტემაში რეგისტრაციის თაობაზე და საჭიროებისას
რეგისტრაციის პროცესიის ორგანიზება. გასაუბრების შედეგების შესახებ
წერილობით აცნობოს სააგენტოს).
4. უზრუნველყოს სააგენტოს მიერ განაცხადების პირველადი გადარჩევის
გზით შერჩეულ პრეტენდენტთათვის დამსაქმებელთან გასაუბრების ეტაპის
ორგანიზება. აღნიშნული გასაუბრების შედეგი წერილობით აცნობოს
სააგენტოს.
5. სასწავლო პროცესის ორგანიზებამდე წარმოადგინოს ქვეპროგრამით
დადგენილი მიმართულებებისა და პოზიციის შესაბამისი სასწავლო
პროგრამები:
ა) შეიმუშაოს საგანმანათლებლო პროგრამები პროგრამაში ჩართულ
კომპანიებთან ერთად;
ბ) საგანმანათლებლო პროგრამა უნდა მოიცავდეს - თემატიკას, საათობრივ
განწერას, სწავლის ადგილს, და განსაზღვრულ მისაღწევ შედეგს;
ინფორმაციას სასწავლო ხელძღვანელის შესახებ (სასწავლო ხელმძღვანელი
არის კომპანიის წარმომადგენელი/თანამშრომელი, ვინც უწევს ორგანიზებას
მოსარგებლეს ობიექტზე სწავლებას, და აფასებს მას სწავლების დასრულების
შემდგომ და მისი ანაზღაურება განისაზღვრება პოზიციის შესაბამისი
საგანმანათლელო პროგრამის მიხედვით);
გ) შემუშავებული საგანმნათლებლო პროგრამები მიმწოდებელმა უნდა
წარმოადგინოს სასწავლო პროცესის ორგანიზებამდე არანაკლებ 3 დღით
ადრე.
დ) შეათანხმოს სწავლის ობიექტთან ქვეპროგრამის მარკეტინგული
მიზნებისათვის ფოტო/ვიდეო გადაღების ორგანიზება.
5. წარმოადგინოს ბრძანებები/წერილები: სწავლის დაწყებისა და ჯგუფების
დაკომპლექტების შესახებ, მსმენელის გარიცხვის შესახებ, სწავლის
დასრულების შესახებ და სხვა.
6. უზრუნველყოს სასწავლო პროცესის ორგანიზება მაღალსაგანმანათლებლო
დონეზე, მატერიალურ-ტექნიკური ბაზით და უსაფრთხოების სრული დაცვით.
საჭიროებისამებრ მსმენელები უზრუნველყოს სწავლებისათვის აუცილებელი
ინვენტარითა (მაგ.: შრომითი ინსტრუმენტები, მასალები, სიმულატორები და
ა.შ.) და სპეციალური ტანსაცმელით. სასწავლო კურსის ხანგრძლივობა -
არანაკლებ 80 საათისა.
7. უზრუნველყოს ქვეპროგრამის მოსარგებლეთათვის მოკლევადიანი ტრენინგ
კურსის (რეზიუმესა და სამოტივაციო წერილის შედგენა, გასაუბრებაძე
მოქცევის წესები) ორგანიზება/ჩატარება.
8. აცნობოს „შემსყიდველს“ მოსარგებლის 30%-ი და მეტის გაცდენის
შემთხვევაში (სასწავლო საათების 30% და მეტის გაცდენის შემთხვევაში პირს
უწყდება მოსარგებლის სტატუსი);
9. უზრუნველყოს სწავლების დასრულების შემდგომ მოსარგებლეთა შეფასება
სწავლების განმახორციელებელ კომპანიასთან ერთად (შეფასება
განხორციელდეს ჩათვლის სისტემით (გაიარა, არ გაიარა).
10. წარმოადგინოს სასწავლო კურსის დასრულების შემდგომ საბოლოო
ანგარიში;
11. სააგენტოს მოთხოვნის საფუძველზე შუალედურ ან/და საბოლოო შეფასების
გამოცდაზე უზრუნველყოს სააგენტოს მონიტორინგის ჯგუფის ან/და მოწვეული
პირების დასწრება;
12. უზურნველყოს სასწავლო კურსის დასრულების შემდგომ,
განმახორციელებელი კომპანიის მიერ თითოეული მონაწილისათვის
სარეკომენდაციო ფორმის შევსება;
13. კურსის დასრულების შემდგომ უზრუნველყოს ქვეპროგრამის მოსარგებლეთა
მიერ კმაყოფილების კითხვარის შევსება (მიეწოდება შემსყიდველის
მიერ);
14. სრული სასწავლო კურსის დასრულების შემდგომ უზრუნველყოს დადებითი
შეფასების მქონე მოსარგებლეებისათვის კვალიფიკაციის
დამადასტურებელი სერთიფიკატის გადაცემა:
სერთიფიკატი უნდა შეიცავდეს:
- სარეგისტრაციო ნომერს
- მოსარგებლის სახელ-გვარს
- დამკვეთისა და მიმწოდებლის დასახელებას
- პროგრამის დასახელებას, რომლის ფარგლებშიც მოხდა
მომზადება/გადამზადება
- საბოლოო შეფასებას/ჩათვლას
- თანდართულ დანართს, რომელშიც უნდა იყოს მითითებული: სარეგისტრაციო
ნომერი, მოსარგებლის სახელ-გვარი და პირადი ნომერი, პოზიციის
შესაბამისად განვლილი სასწავლო მასალა/თემატიკა.
სერთიფიკატს ძალა აქვს მხოლოდ თანდართულ დანართთან ერთად;
სერთიფიკატის დიზაინის შეთანხმება უნდა მოხდეს დასაქმების
სააგენტოსთან; სააგენტოს მოთხოვნის საფუძველზე შესაძლებელია
სერთიფიკატის ფორმაში შევიდეს ცვლილება.
15. სასწავლო პროცესის დასრულების შემდგომ სააგენტოს მოთხოვნის
საფუძველზე უზრუნველყოს დაჯილდოების (სერტიფიკატების გადაცემის)
ცერემონიალის ორგანიზება/განხორციელება. დაჯილდოების ცერემონიალი
შესაძლოა ორგანიზებულ იქნას, ცალკეული ან რამოდენიმე ჯგუფის სასწავლო
პროცესის დასრულების შემდგომ.
16. სააგენტოს მოთხოვნის საფუძველზე უზრუნველყოს ქვეპროგრამის
შედეგების შემაჯამებელი ღონისძიება.
17. სასწავლო პროცესის დასრულების შემდგომ, ერთი თვის ვადაში
უზრუნველყოს კომპონენტის ძლიერი და სუსტი მხარეების გამოვლენა და
ანალიტიკური შეფასების წარმოდგენა სააგენტოსთვის.
ანგარიშის ფორმა, სარეკომენდაციო ფორმა და კმაყოფილების კითხვარი
მიეწოდება „მიმწოდებელს“ „შემსყიდველის“ მიერ.