ქვპროგრამის ფარგლებში განხორციელდება:
უმაღლესი საგანამნათლებლო დაწესებულების საბაკალავრო პროგრამის
მესამე და ზემოთ კურსის სტუდენტებისათვის პრაქტიკული უნარების
განვითარება ძირითადი პროფესიის შესაბამისად.
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტისათვის
დასაქმებისათვის საჭირო უნარების განვითარება შრომის ბაზარზე
მოთხოვნად პოზიციებზე.
ქვეპროგრამის პროფესიული მიმართულებები:
1. პრაქტიკული უნარების განვითარების სავარაუდო სპეციალობებია:
1.1. სამართალმცოდნეობა
1.2. ფსიქოლოგია
1.3. ეკონომიკა
1.4. ბიზნესის ადმინისტრირება
1.5. კომპიუტერული მეცნიერებები
1.6. არქიტექტურა
1.7. მშენებლობა
1.8. ტურიზმი
1.9. აგრარული ტექნოლოგიები
1.10. ეკოლოგია
2. შრომითი უნარების განვითარების სავარაუდო პოზიციებია:
2.1. მიმტანი
2.2. მიღება-განთავსების სპეციალისტი
2.3. ბართენდერი/დამხმარე
2.4. მოლარე
2.5. კონსულტანტი
2.6. გაყიდვების აგენტი
2.7. ქოლცენტრის ოპერატორი
2.8. ონლაინ გაყიდვების სპეციალისტი
2.9. სოციალური ქსელების მართვა
2.10. გრაფიკული ხატვა/მოდელირება
ორივე კომპონენტში ჯგუფები დაკომპლექტდება არანაკლებ 3 და არაუმეტესს 8
მსმენელისაგან. ორივე კომპონენტში ჯგუფში მსმენელთა მინიმალური და
მაქსიმალური რაოდენობა შესაძლოა შეიცვალოს სააგენტოს მოთხოვნის
საფუძველზე.
პრაქტიკული და შრომითი უნარების სავარაუდო პოზიციები შესაძლოა
შეიცვალოს სააგენტოს მოთხოვნის საფუძველზე.
მიმწოდებელი ვალდებულია:
1. მიმწოდებელმა ხელშეკრულების ხელმოწერის დღიდან - 10 კალენდარულ დღეში
შემსყიდველს უნდა წარმოუდგინოს იმ კომპანიების ჩამონათვალი, რომლებიც
გამოხატავენ მზაობას სტუდენტთა სტაჟირების კომპონენტში ჩართულობაზე.
სტაჟირების ობიექტების საბოლოო შერჩევა განხორციელდება ერთობლივად,
სასწავლო პროგრამის შემუშავებამდე.
2. სასწავლო პროცესის ორგანიზებამდე წარმოადგინოს სასწავლო
პროგრამები.
3. შრომითი უნარების განვითარების კომპონენტში საგანმანათლებლო მოდული
მოიცავს თეორიულ და პრაქტიკულ კურსს, და სამუშაოზე დაფუძვნებულ
სწავლებას/პრაქტიკას რეალურ სამუშაოში გარემოში.
3.1. სასწავლო პროგრამა უნდა შემუშავდეს სააგენტოს მიერ მიწოდებული
დამსაქმებელთა მოთხოვნებისა და საჭიროების გათვალისწინებით
(სააგენტოს მოთხოვნის საფუძველზე, შესაძლოა განხორციელდეს
საგანმანათლებლო პროგრმებში ცვლილების შეტანა).
3.2. სასწავლო პროგრამის შემუშავება უნდა განხორციელდეს შესაბამის
მიმართულებაში ჩართვის მსურველი კომპანიის/მენტორის ჩართულობით და
მისი ანაზღაურება განისაზღვრება ერთეული მსმენელის ღირებულების
30%-ით.
* მენტორი არის კომპანიის წარმომადგენელი/თანამშრომელი, ვინც ასწავლის
მოსარგებლეს ობიექტზე
3.3. პრაქტიკის/სტაჟირების პერიოდში, მიმწოდებელი ვალდებულია მსმენელს
სტიპენდიის სახით ჩაურიცხოს ერთეული მსმენელის ღირებულების
არანაკლებ 27%-სა.
3.4. სასწავლო პროგრამა მუშავდება კონკრეტული მიმართულების შესაბამისად
და უნდა მოიცავდეს გასავლელ ტრენინგ მოდულებს, გასავლელ თემატიკას,
ობიექტზე გასავლელ სასწავლო მასალას. პროგრამაში უნდა იყოს გაწერილი
სასწავლო გრაფიკი.
თეორიული და პრაქტიკული კურსი უნდა განხორციელდეს სასწავლო სივრცეში
და მოიცავს ზოგადი უნარების 5 ტრენინგ კურსს (თითოეული არანაკლებ 4 საათი)
და კონკრეტული პროფესიული მიმართულების საფუძვლების შესახებ კურსს
(არანაკლებ 10 საათი). ხოლო პრაქტიკა/სტაჟირება უნდა განხორციელდეს
რეალურ სამუშაო გარემოში/ობიექტზე.
4. პრაქტიკული უნარების განვითარების კომპონენტში სასწავლო მოდული
მოიცავს თეორიულ და პრაქტიკულ სასწავლო კურსს და პრაქტიკა/სტაჟირებას
სამუშაო ადგილზე.
4.4. სასწავლო პროგრამა უნდა შემუშავდეს კონკრეტული პროფესიის
შესაბამისად და უნდა იყოს შესაბამისობაში მოსარგებლის მიერ უმაღლესი
სასწავლებლის მიერ დადგენილი პრაქტიკის სილაბუსთან;
4.5. სასწავლო პროგრამის შემუშავება უნდა განხორციელდეს შესაბამის
მიმართულებაში ჩართვის მსურველი კომპანიის/მენტორის ჩართულობით და
მისი ანაზღაურება განისაზღვრება ერთეული მსმენელის ღირებულების
35%-ით.
4.6. პრაქტიკის/სტაჟირების პერიოდში, მიმწოდებელი ვალდებულია მსმენელს
სტიპენდიის სახით ჩაურიცხოს ერთეული მსმენელის ღირებულების
არანაკლებ 27%-სა.
ობიექტების შერჩევა განხორციელდება სააგენტოსთან ერთობლივად
სასწავლო პროგრამის შემუშავებამდე.
4.7. სასწავლო პროგრამა უნდა მოიცავდეს გასავლელ ტრენინგ მოდულს და
სტაჟირება/პრაქტიკას.
თეორიული და პრაქტიკული სასწავლო კურსი უნდა განხორციელდეს სასწავლო
სივრცეში და მოიცავს ზოგადი უნარების 5 ტრენინგ კურსს (თითოეული
არანაკლებ 4 საათი), ხოლო პრაქტიკა/სტაჟირება უნდა განხორციელდეს რეალურ
სამუშაო გარემოში/ობიექტზე.
5. განახორციელოს სწავლება ქვეპროგრამით გათვალისწინებული
მოთხოვნების შესაბამისად:
5.4. სწავლება შრომითი უნარების განვითარების კომპონენტში უნდა
მოიცავდეს:
5.1.1. სასწავლო თეორიულ და პრაქტიკული უნარების კურსს (მოკლევადიანი 5
ზოგადი უნარების და პროფესიული მიმართულების შესაბამისი ტრენინგ
კურსები), რომელიც მოიცავს 30 საათს.
5.1.2. პრაქტიკული უნარების განვითარების კურსი სამუშაო გარემოში -
რომელიც მოიცავს 60 საათი.
5.2. სწავლება პრაქტიკული უნარების განვითარების კომპონენტში უნდა
მოიცავდეს:
5.2.1.სასწავლო თეორიულ და პრაქტიკული უნარების კურსს (მოკლევადიანი 5
ზოგადი უნარების ტრენინგ კურსი), რომელიც მოიცავს 20 საათს.
5.2.2. პრაქტიკულ კურსს რეალურ სამუშაო გარემოში, რომელიც მოიცავს
არანაკლებ 70 საათს.
ზოგადი უნარების კურსი მოიცავს შემდეგ თემატიკას:
• ეფექტური მომსახურების უნარები
• სერვის მენეჯმენტი
• კლიენტებთან ურთიერთობის მართვა
• ეფექტიანი კომუნიკაციის უნარები
• მომსახურების დროს პრობლემური სიტუაციების მართვა
• ქცევითი სტრატეგიები კონფლიქტურ სიტუაციებში
• კონფლიქტი და კონფლიქტის მართვა
• მოსმენის ხელოვნება და ინფორმაციის გაცემა
• ხარისხის მართვა და მომსახურება
• მარკეტინგის საფუძვლები
• გაყიდვების ტექნიკები
• სტრატეგიული სოციალური მედია მარკეტინგი
• თვითპრეზენტაცია და შთაბეჭდილების მენეჯმენტი
6. მოსარგებლეთა საჭიროების შესაბამისად უზრუნველყოს სასწავლო
გრაფიკის განსაზღვრა დილის ან საღამოს ცვლაში.
7. უზრუნველყოს სწავლების ყველა კომპონენტის მაღალ საგანმანათლებლო
დონეზე ჩატარება.
8. წარმოადგინოს ბრძანება/წერილი: სწავლის დაწყებისა და ჯგუფების
დაკომპლექტების შესახებ, მოსარგებლის ობიექტზე განაწილების,
მოსარგებლის გარიცხვის და სხვა შესახებ; ხელშეკრულებები
მენტორებთან.
9. აცნობოს სააგენტოს მოსარგებლის მიერ პროგრამით განსაზღვრული
სასწავლო საათების 20% და მეტი გაცდენის შესახებ. სასწავლო კურსის 25% და
მეტი გაცდენის შემთხვევაში, ქვეპროგრამით მოსარგებლეს შეუწყდება
მსმენელის სტატუსი.
10. წარმოადგინოს მოსარგებლეთა სწრებადობის ანგარიში სააგენტოს მიერ
მიწოდებული ფორმის შესაბამისად.
11. წარმოადგინოს სრული სასწავლო კურსის დასრულების შემდგომ საბოლოო
შეფასების ანგარიში სააგენტოს მიერ მიწოდებული ფორმის შესაბამისად.
12. იხელმძღვანელოს შემდეგი შეფასების კრიტერიუმით:
12.1. სასწავლო თეორიული კურსი (ტრენინგები) - გაიარა.
12.2. პრაქტიკა/სტაჟირება - ფასდება 100 ქულიანი სისტემით.
სასწავლო თეორიული კურსის შეფასებას ახდენს ტრენერები, ხოლო
პრაქტიკა/სტაჟირების კომპონენტს აფასებს კომპანიის
წარმომადგენელი;
13. ქვეპროგრამით მოსარგებლეს, სწავლების დასრულების შემდგომ,
შეავსებინოს სააგენტოს მიერ შემუშავებული მონაწილეთა კითხვარი.
14. კომპანია/მენტორისაგან სწავლების დასრულების შემდგომ წარმოადგინოს
თითოეული მოსარგებლისთვის შევსებული შეფასებისა და რეკომენდაციის
ფორმები (შესავსები ფორმები მიეწოდება სააგენტოს მიერ).
15. სწავლების დასრულების შემდეგ უზრუნველყოს მოსარგებლისათვის
სერტიფიკატის გადაცემა.
სერტიფიკატი უნდა შეიცავდეს:
● რეგისტრაციის ნომერს;
მოსარგებლის სახელ-გვარს;
● დამკვეთისა და გადამზადების მიმწოდებლის სახელწოდებას;
● პროგრამის დასახელებას, რომლის ფარგლებშიც განხორციელდა სწავლება;
● მოსარგებლის საბოლოო შეფასებას;
● თანდართულ დანართს, რომელშიც უნდა იყოს მითითებული
● სარეგისტრაციო ნომერი;
● მოსარგებლის სახელ-გვარი და პირადი ნომერი;
● სასწავლო კურსის თემატიკა;
● საბოლოო შეფასება;
● სერტიფიკატის დიზაინის შეთანხმება უნდა მოხდეს დასაქმების
სააგენტოსთან;
● სააგენტოს მოთხოვნის საფუძველზე შესაძლებელია სერტიფიკატის
ფორმაში შევიდეს ცვლილება;
მოსარგებლე სერტიფიკატს იღებს ტრენინგების გავლის და პრაქტიკულ
კომპონენტში 51 და მეტი ქულის აღების შემთხვევაში
16. სასწავლო პროცესის დასრულების შემდგომ უზრუნველყოს დაჯილდოების
(სერტიფიკატების გადაცემის) ცერემონიალის ორგანიზება/ჩატარება.
17. შეათანხმოს სწავლის ობიექტთან ქვეპროგრამის მარკეტინგული
მიზნებისათვის ფოტო/ვიდეო გადაღების ორგანიზება.
18. ქვეპროგრამის დასრულების შემდგომ განახორციელოს გამოვლენილი
ძლიერი და სუსტი მხარეების ანალიტიკური შეფასება.
19. ქვეპროგრამაში ჩართული მოსარგებლის დასაქმების შემთხვევაში
სააგენტოს მოთხოვნის საფუძელზე, მოაწოდოს შესაბამისი ცნობა.