Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Полные или частичные строительные работы и публичные работы (Грузия - Тендер #70629903)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: LEPL "Batumi boulevard"
Номер конкурса: 70629903
Дата публикации: 09-02-2026
Сумма контракта: 236 460


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT260002100
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 09.02.2026 16:08
Начало приема предложения 17.02.2026 00:00
Истекает срок принятия предложений 20.02.2026 12:30
Предполагаемая цена закупки 236`460.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 45200000-Полные или частичные строительные работы и публичные работы
Коды классификатора
  • 45236290 - Выравнивание зон отдыха
Срок подачи ხელშეკრულების დადებიდან, ეტაპობრივად გეგმა-გარაფიკის შესაბამისად 2026 წლის 10 დეკემბრის ჩათვლით.
Дополнительная информация
ბათუმის ბულვარის ტერიტორიაზე 2026 წლის განმავლობაში სხვადასხვა სახის მიმდინარე სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა.
Количество и объём закупок იხ. სატენდერო დოკუმენტაცია
Шаг снижения цены 3`330.00 GEL
Размер гарантии 2`365 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: aleksandre bolkvadze :: 29.01.2026 15:49
  • Последнее исправление: aleksandre bolkvadze :: 09.02.2026 16:08
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=670093&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

1.1.1 ბათუმის ბულვარის ტერიტორიაზე 2026 წლის განმავლობაში სხვადასხვა სახის მიმდინარე სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა.

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

1.2.1. სამუშაოს შესრულების წესი:
1.2.1.1 შესასრულებელი სამუშაოების ჩამონათვალი და რაოდენობა განსაზღვრულია სატენდერო დოკუმენტაციის დანართი N2-ში;
1.2.1.2 გაუთვალისწინებელი სამუშაოების თანხის გამოყენება მოხდება მხოლოდ შემსყიდველი ორგანიზაციის ნებართვით, მიმწოდებლის მიერ დასაბუთებული და არგუმენტირებული წინადადებების განხილვისა და შეთანხმების საფუძველზე შემსყიდველი ორგანიზაციის სათანადო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.
1.2.1.3 პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი ფასების ცხრილი დანართი N2 შედგენილი უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით სამოქმედოდ დაშვებული დანარიცხების (ზედნადები ხარჯები, გეგმიური მოგება და სხვა) ნორმატიული ხარჯის დაცვით (2014 წლის 14 იანვრის საქ.მთავრობის დადგენილება N55);
1.2.1.4 ხარჯთაღრიცხვის დანართი N2-ის წარმოუდგენლობა, განუფასებლად წარმოდგენა ან თუ წარდგენილ ხარჯთაღრიცხვაში განუფასებელი პოზიცი(ებ)ის რაოდენობა აღემატება განსაფასებელი პოზიციების 5%-ს, აღნიშნული დაზუსტებას არ დაექვემდებარება და გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას;
1.2.1.5 სამუშაოების წარმოების პირობები უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ წესებსა და ნორმებს.
1.2.1.6 სამუშაოების შესრულების დროს აუცილებელია მოქმედი კანონმდებლობით ხელმძღვანელობა, შესრულება და დაცვა მათი მოთხოვნებისა შრომის დაცვასა და უსაფრთხოების ტექნიკაში.
1.2.1.7 ტენდერით გათვალისწინებული სამუშაოს შესრულებისას მომუშავენი უზრუნველყოფილი უნდა იყვნენ ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით.
1.2.1.8 მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს სამუშაოთა უსაფრთხოებისათვის საჭირო ყველა წესისა და ინსტრუქციის შესრულება, რათა შეძლებისდაგვარად აიცილოს უბედური შემთხვევები და მინიმუმამდე დაიყვანოს თავისი მუშაკების და სხვა ადამიანთა დაზიანება.
1.2.1.9 სამუშაო ტერიტორიაზე უნდა იყოს შესაბამისი ნიშნები და გაფრთხილებები.
1.2.1.10 სამშენებლო მასალები უნდა ინახებოდეს დახურული წესით, გარდა იმ მასალებისა, რომელიც ნორმების მიხედვით ინახება ღია ცის ქვეშ.
1.2.1.11 მიმწოდებელი ვალდებულია ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულების დროს, საჭიროების შემთხვევაში შეათანხმოს შესასრულებელი სამუშაოები შესაბამის სამსახურებთან.
1.2.1.12 მიმწოდებელმა უნდა განახორციელოს ყველა საჭირო ღონისძიება სამუშაო ტერიტორიაზე ელექტროენერგიის, სატელეფონო ხაზების და სხვა კომუნალური აღჭურვილობის დასაცავად და მათზე ზემოქმედების თავიდან ასაცილებლად. აღნიშნული კომუნიკაციების მისი ბრალეულობით დაზიანების შემთხვევაში მათი აღდგენის ვალდებულება სრულად ეკისრება მიმწოდებელს;
1.2.1.13 სატენდერო დოკუმენტაციის იმ ნაწილში (ტექნიკური პირობები, ხარჯთაღრიცხვა, დანართი და სხვა) სადაც მოცემული იქნება შესასყიდი მასალებისა და მოწყობილობის სასაქონლო ნიშანი, მოდელი, წარმოშობის წყარო ან მწარმოებელი, იგულისხმება „მსგავსი“ ან „ეკვივალენტური“;

1.2.2 სამუშაოს შესრულების დროს გამოყენებული მასალები:
1.2.2.1 ყველა მასალა, მოწყობილობები, საკომპლექტო ნაწილები, სამარაგო საგნები, მოწოდებული ხელშეკრულების ფარგლებში, უნდა იყოს ახალი, უხმარი, სტანდარტული, ხარისხიანი, საუკეთესო დონეზე დაპროექტებული და დამზადებული.
1.2.2.2 სამუშაოების შესრულების პროცესში გამოყენებული მასალებისა და მოწყობილობების ტიპი და ვიზუალურ-ტექნიკური მახასიათებლები (ხარისხი, ფაქტურა, ფერი და სხვა) თანხმდება შემსყიდველთან. იმ შემთხვევაში, თუ მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი მასალა ან მოწყობილობა ან შესრულებული სამუშაო არ შეესაბამება სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნებს, მიმწოდებელი ვალდებულია თავისი ხარჯებით გამოასწოროს, წარმოადგინოს სხვა, შემსყიდველისათვის მისაღები მასალა, მოწყობილობა ან/და სხვაგვარად შეასრულოს სამუშაოები.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

1.4.1 ბათუმის ბულვარის ტერიტორიაზე 2026 წლის განმავლობაში სხვადასხვა სახის მიმდინარე სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულება უნდა განხორციელდეს ეტაპობრივად, ხელშეკრულების დადებიდან 2026 წლის 10 დეკემბრის ჩათვლით დანართი N2-ში (ფასების ცხრილი) მოცემული შესასრულებელი სამუშაოების ჩამონათვალისა და მითითებული ვადების შესაბამისად;
1.4.2. მიმწოდებელი ვალდებულია შემსყიდველი ორგანიზაციის წარმომადგენლის მიერ (წერილობითი) მოთხოვნიდან არაუგვიანეს 2 (ორი) სამუშაო დღის ვადაში უზრუნველყოს დანართი N2-ში (ფასების ცხრილი) მოცემული შესასრულებელი სამუშაოების დაწყება;
1.4.3 ნებისმიერი სახის სამუშაოები მიმწოდებელმა უნდა დაიწყოს შემსყიდველთან შეთანხმების საფუძველზე;

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

1.5.1 ბათუმის ბულვარის ტერიტორია.

1.6 guarantee period for the works to be performed

1.6.1 მიმწოდებლის მიერ შესრულებული სამუშაო და მოწოდებული შესყიდვის ობიექტები უნდა პასუხობდეს და აკმაყოფილებდეს ხელშეკრულებითა და საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციით გათვალისწინებულ მოთხოვნებს;
1.6.2 შესრულებული სამუშაოების საგარანტიო ვადა ფასების ცხრილის (დანარი N2) მე-14 თავით გათვალისწინებული (ცენტრალური შადრევნების მიმდებარედ დამხმარე, პულტის შენობა) სამუშაოების გარდა სხვა ყველა სახის სამუშაოებზე ვრცელდება შესაბამის მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით;
1.6.3 ფასების ცხრილის (დანარი N2) მე-14 თავით გათვალისწინებული (ცენტრალური შადრევნების მიმდებარედ დამხმარე, პულტის შენობა) სამუშაოებისა და გამოყენებული მასალების საგარანტიო ვადა შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან შეადგენს არანაკლებ 3 (სამი) წელს;
1.6.4 საგარანტიო პერიოდის განმავლობაში, ნებისმიერი ხარვეზის გამოვლენის შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებულია შემსყიდველის მიერ დადგენილ ვადაში მოახდინოს გამოვლენილი ხარვეზის აღმოფხვა (შეკეთება, შეღებვა ან/და შეცვლა ახლით), ისე რომ შესრულებული სამუშაოები სრულ შესაბამისობაში იყოს ხელშეკრულებითა და საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციით გათვალისწინებულ პირობებთან.

technical requirements

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

2.2.1.1. შესყიდვაში მონაწილე პრეტენდენტს 2023 წლის 01 იანვრიდან ტენდერის გამოცხადების თარიღამდე შესრულებული უნდა ჰქონდეს სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები საერთო ღირებულებით არანაკლებ 354690.00 (სამასორმოცდათოთხმეტი ათას ექვსასოთხმოცდაათი) ლარის ოდენობით.
2.2.1.2 ინფორმაცია წარმოდგენილი უნდა იქნეს დანართი N3-ის შესაბამისად.
2.2.1.3. პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები, კერძოდ:
ა) ხელშეკრულების ასლები ხარჯთაღრიცხვით/ფასების ცხრილით;
ბ) მიღება-ჩაბარების აქტები ან/და სამუშაოს შესრულების ფორმა N2-ის ქსეროასლები. წარმოდგენილი დოკუმენტებით უნდა დასტურდებოდეს პრეტენდენტის მიერ შესრულებული სატენდერო დოკუმენტაციის 2.2.1.1 პუნქტით გათვალისწინებული სამუშაოების გამოცდილება (სამუშაოების შინაარსისა და ღირებულებების იდენტიფიცირება).
2.2.1.4 სახელმწიფო შეყიდვის შემთხვევაში თუ პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილ გამოცდილების შესახებ ინფორმაციის დანართი N3-ში მითითებული იქნება NAT/SPA/CMR ან სხვა ნომრები და ხელშეკრულების შესრულების მიმდინარეობის ანგარიშში ატვირთული იქნება "ა" და "ბ" ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ხელშეკრულების ასლები ხარჯთაღრიცხვით/ფასების ცხრილით, სამუშაოს შესრულების ფორმა N2-ის ან/და მიღება-ჩაბარების აქტების ქსეროასლები; ამ შემთხვევაში მათი დამატებით წარმოდგენა საჭიროებას არ წარმოადგენს.
2.2.1.5 იმ შემთხვევაში თუ პრეტენდენტი გამოცდილების სახით წარმოადგენს არასახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულებებსა და მათი შესრულების დოკუმენტაციას, გარდა "ბ " ქვეპუნქტით მოთხოვნილი დოკუმენტაციისა (სამუშაოს შესრულების ფორმა N2-ის ან/და მიღება-ჩაბარების აქტების ქსეროასლები;) პრეტენდენტი ვალდებულია დამატებით წარმოადგინოს შესრულებულ სამუშაოზე დადასტურებული საგადასახადო ზედნადების ან/და ანგარიშ-ფაქტურის ქსეროასლები;
2.2.1.6. იმ შემთხვევაში თუ პრეტენდენტი გამოცდილების სახით წარმოადგენს ქვეკონტრაქტის ფარგლებში შესრულებულ ხელშეკრულებებსა და მათი შესრულების დოკუმენტაციას (სამუშაოს შესრულების ფორმა N2 ან/და მიღება-ჩაბარების აქტები, დადასტურებული საგადასახადო ზედნადების ან/და ანგარიშ-ფაქტურის ქსეროასლები), აღნუშნული დოკუმენტაციის გარდა პრეტენდენტმა ასევე უნდა წარმოადგინოს შემსყიდველ ორგანიზაციასა და ძირათად კონტრაქტორ კომპანიას შორის გაფორმებული წერილობითი შეთანხმება ან/და სხვა რაიმე დამადასტურებელი დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება შემსყიდველისა და ძირათადი კონტრაქტორი კომპანიის შათანხმება ქვეკონტრაქტორი კომპანიის აყვანის შესახებ. თუ შემსყიდველ ორგანიზაციასა და ძირათად კონტრაქტორ კომპანიას შორის არ იქნება გაფორმებული წერილობითი შეთანხმება ქვეკონტრაქტორის კომპანიის აყვანის შესახებ ასეთ შემთხვევაში პრეტენდენტს ქვეკონტრაქტის ფარგლებში შესრულებული სამუშაო გამოცდილებად არ ჩეთვლება.
2.2.1.7 თითოეული დოკუმენტის ასლი წარმოდგენილი უნდა იქნეს სრულყოფილად (ყველა გვერდი და დანართი) გარკვევით და უნდა იყოს წაკითხვადი.

2.5.1 requirement related to the time limits for supplying goods/providing services/performing works (timeline)

იხ. ფასების ცხრილი დანართი N2.

2.8.1 requirements related to a sub-contractor

2.8.1.1 მიმწოდებელმა წერილობით უნდა აცნობოს შემსყიდველს წინამდებარე ხელშეკრულების ფარგლებში ქვეკონტრაქტორის აყვანის შესახებ. მიმწოდებელს არა აქვს უფლება გადასცეს ქვეკონტრაქტორს თავისი უფლებები და მოვალეობები, შემსყიდველის თანხმობის გარეშე.
- ქვეკონტრაქტორი კომპანია არ უნდა იყოს რეგისტრირებული სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე არაკეთილსინდისიერ პირთა რეესტრში – „შავი სია“.
- შემსყიდველის თანხმობის გარეშე ქვეკონტაქტორის აყვანის შემთხვევაში, იგი უფლებამოსილია მიმწოდებელს შეუწყვიტოს ხელშეკრულება.
2.8.1.2. ქვეკონტრაქტორზე წარმოდგენილი იქნას შემდეგი სახის ინფორმაცია:
- ქვეკონტრაქტორის დასახელება და მისამართი;
- ქვეკონტრაქტორი ორანიზაციის გამოცდილება (ქვეკონტრაქტორს უნდა გააჩნდეს იგივე სფეროში გამოცდილება რაც სატენდერო დოკუმენტაციის 2.2.1 პუნქტით (მიუთითეთ პრეტენდენტის გამოცდილებასთან დაკავშირებული მოთხოვნები) არის მოთხოვნილი);
- შესასრულებელი სამუშაოების დასახელება და ღირებულება;
- ქვეკონტრაქტის ასლი.

2.9 other additional requirements

2.9.1 პრეტენდენტი ვალდებულია დანართები წარმოადგინოს იმ ფორმით რა ფორმითაც არის მითითებული სატენდერო დოკუმენტაციაში.

2.9.2 სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული ყველა დოკუმენტები წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე, დოკუმენტების უცხოურ ენაზე წარმოდგენის შემთხვევაში, მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი.

2.9.3 ტენდერში ამხანაგობის მონაწილეობის შემთხვევაში პრეტენდენტი ვალდებულია იმოქმედოს სახელმწიფო შესყდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანებით დამტკიცებული „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ 24-ე მუხლის მოთხოვნათა სრული დაცვით;

2.9.4 ტექნიკური დოკუმენტაციის განხილვისას უცხოენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის, პრიორიტეტი მიენიჭება ქართულ ენოვან დოკუმენტს.

2.9.5 სატენდერო დოკუმენტაციაში განსაზღვრულ შესასყიდ საქონელზე, სადაც მითითებული იქნება კონკრეტული სასაქონლო ნიშანი, მოდელი, წარმოშობის წყარო ან მწარმოებელი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) იგულისხმება „მსგავსი“ ან „ეკვივალენტური“.

2.9.6 სატენდერო წინადადებაში ფასი გამოსახული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა გადასახადის გათვალისწინებით. სატენდერო წინადადების საერთო და ერთეულის ფასის წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ ლარში.

2.9.7 პრეტენდენტს არა აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული სატენდერო წინადადება.

2.9.8 სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადასტურების მიზნით, სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში წარმოგენილ, უცხო ქვეყანაში შედგენილ დოკუმენტზე ხელმოწერები და ხელმომწერი პირების უფლებამოსილება დამოწმებული უნდა იყოს ნოტარიუსის ან შესაბამისი საჯაროსამართლებრივი უფლებამოსილების მქონე პირის მიერ, ხოლო ამ უკანასკნელის ხელმოწერა - ლეგალიზებული ან აპოსტილით დამოწმებული.

2.9.9. 2019 წლის 1 იანვრიდან შესყიდვებში მონაწილეობის მსურველები/პრეტენდენტები ვალდებულები არიან, სახელმწიფო შესყიდვებში ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთ ელექტრონულ დოკუმენტებზე შეასრულონ კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა ან/და ეს დოკუმენტები დაამოწმონ კვალიფიციური ელექტრონული შტამპით.

2.9.10. იმ შემთხვევაში, თუ ხელისმომწერი პირი (იგულისმება კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის შემსრულებელი პირი) არ არის წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილი, პრეტენდენტმა სისტემაში უნდა წარმოადგინოს ხელისმომწერი პირის ხელისმოწერისათვის გაცემული ნოტარიულად დამოწმებული მინდობილობა;

იხილეთ ინსტრუქცია

http://procurement.gov.ge.

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1.1 იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, შემსყიდველი ორგანიზაცია პრეტენდენტისაგან ითხოვს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებას, რაზეც პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნას სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს" ან სხვა აკრედიტირებული პირის მიერ გაცემული შესაბამისი დასკვნა (დასკვნასთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი), რომელშიც ტექსტობრივად მკაფიოდ უნდა იკვეთებოდეს, 2017 წლის 26 სექტემბრის საქართველოს მთავრობის N439 დადგენილებით განსაზღვრული ტექნიკური რეგლამენტის - „სამშენებლო სამუშაოების ხარჯთაღრიცხვის ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დადგენის მეთოდიკის“ მოთხოვნებთან დასკვნის შესაბამისობა. წარმოდგენილი დასკვნით უნდა დასტურდებოდეს პრეტენდენტის მიერ ატვირთულ სატენდერო ხარჯთაღრიცხვაში (სატენდერო წინადადების საბოლოო ფასის შესაბამისი ხარჯთაღრიცხვა (შესაბამისი ტენდერის უნიკალური ნომრის მითითებით) დაფიქსირებული ერთეულის ფასებით (თითოეულ ერთეულთან მიმართებით) და აგრეთვე ჯამური ღირებულებით ამავე ხარჯთაღრიცხვით განსაზღვრული სამუშაოების შესრულების შესაძლებლობა. ექსპერტიზის დასკვნას თან უნდა ერთვოდეს სატენდერო ხარჯთაღრიცხვა და რესურსული მეთოდით შედგენილი ხარჯთაღრიცხვა.

4.1.1.2 ექსპერტიზის დასკვნის წარმოუდგენლობა ან/და უარყოფითი დასვნის წარმოდგენა გამოიწვევს შესაბამისი პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას. ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებაზე ვრცელდება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანების 28-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტებით განსაზღვრული პირობები.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

guarantee for assurance of contract performance

6.1 guarantees for assurance of contract performance are requested

5

6.2 guarantees are requested in case of reduction of final value by 20% or more compared to estimated value

10

6.3 duration of guarantee

6.3.1. ხელშეკრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა 60 (სამოცი) კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს დასრულების ვადას.

6.4 terms and conditions of guarantee

6.4.1. ტენდერში გამოყენებული იქნება ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია, ხელშეკრულების საერთო ღირებულების 5%-ის ოდენობით. გარანტია წარმოდგენილი უნდა იყოს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან, ან ს.ს.ი.პ. „საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის" მიერ ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიიდან. უცხო ქვეყნის საბანკო დაწესებულებიდან წარმოდგენილი საბანკო გარანტია, გადაზღვეული უნდა იყოს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულების მიერ.
6.4.2. ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტია შემსყიდველ ორგანიზაციას უფლებას უნდა აძლევდეს პირველი მოთხოვნისთანავე გარანტიის გამცემი დაწესებულებისგან დაუყოვნებლივ, შემსყიდველის მოთხოვნის მიღებიდან, არაუგვიანეს 5 (ხუთი) სამუშაო დღისა მიიღოს გარანტიით გათვალისწინებული თანხა;
6.4.3. თუ ტენდერში ელექტრონული ვაჭრობის შედეგად გამარჯვებული პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტია, ხელშეკრულების საერთო ღირებულების 10%-ის ოდენობით;
6.4.4. ტენდერში სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თეთრ სიაში დარეგისტრირებული პრეტენდენტის გამარჯვების შემთხვევაში, პრეტენდენტი ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიის წარმოდგენის ვალდებულებისგან არ თავისუფლდება.
6.4.5. ტენდერში სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თეთრ სიაში დარეგისტრირებული პრეტენდენტის გამარჯვების შემთხვევაში, ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიის ოდენობა ნახევრდება;
6.4.6. ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტია გამოიყენება ნებისმიერი ზარალის ანაზღაურების მიზნით, რომელიც მიადგება შემსყიდველს მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის, ან არაჯეროვნად შესრულების, ან ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში, ან შესრულებული სამუშაოების დამთავრების შემდეგ გამოვლენილი დეფექტების, ან ხარისხის გაუარესების აღმოუფხვრელობის გამო, აგრეთვე, შემსყიდველის მიერ პირგასამტეხლოს გამოყენებისა და ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
6.4.7. ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიით განხორციელებული გადახდა არ ათავისუფლებს მიმწოდებელს, ხელშეკრულების შეუსრულებლობით შემსყიდველისთვის მიყენებული და საგარანტიო თანხით აუნაზღაურებელი ზიანის (ზარალის) ანაზღაურების ვალდებულებისაგან.
6.4.8. ხელშეკრულების მოქმედების ვადის გადავადების (გაგრძელების) შემთხვევაში (მიუხედავად იმისა თუ ვისი, ან რა მიზეზით მოხდა აღნიშნული ვადის გადავადება), მიმწოდებელი ვალდებულია შემსყიდველის წერილობით მოთხოვნიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღის განმავლობაში გააგრძელოს საბანკო გარანტია იმგვარად რომ დაცული იყოს 6.3.1. პუნქტში აღნიშნული დროის პერიოდი.

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

7.2.1 მხარეები ანგარიშსწორებას ახორციელებენ ლარებში, უნაღდო ანგარიშსწორებით;
7.2.2 მიმწოდებელი ანგარიშსწორებისას ვალდებულია წარმოადგინოს ფაქტიურად შესრულებული სამუშაოს ღირებულება (დღგ-ს გათვალისწინებით).
7.2.3 ანგარიშსწორება მოხდება ეტაპობრივად, ფაქტიურად შესრულებული სამუშაოს, მიღება-ჩაბარების აქტის, ფორმა N2-ის გაფორმებისა და დღგ-ს გადასახადის ანგარიშფაქტურის წარმოდგენის შემთავევაში;
7.2.4 ხელშეკრულების ფარგლებში ანაზღაურებული იქნება მხოლოდ იმ სამუშაოს ღირებულება, რომლის მოცულობასა და ხარისხზე არსებობს შემსყიდველის მიერ დადასტურებული აქტი.
7.2.5 იმ შემთხვევაში, თუ განსაზღვრული გარემოებების გამო მიმწოდებლის მიერ შესრულებული სამუშაოს ღირებულებამ არ შეადგინა ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა, შემსყიდველი აუნაზღაურებს მიმწოდებელს მის მიერ ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოს ღირებულებას ხელშეკრულებით განსაზღვრული ერთეული ფასების შესაბამისად. აღნიშნულიდან გამომდინარე მიმწოდებელს არ უდნა გააჩნდეს პრეტენზია აუთვისებელ თანხაზე და მის გადახდაზე.

7.3 time limits for step by step and/or final payment

7.3.1 ხელშეკრულების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტის გაფორმებიდან 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

ომარ აბუსელიძე, 599852019, omarabuselidze1972@gmail.com

additional information/document

10.1 additional information/documents

პრეტენდენტმა უნდა უზრუნველყოს სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრული დოკუმენტების ატვირთვა სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში, შემდეგი თანმიმდევრობით:

10.1.1 სატენდერო დოკუმენტაციის 1.3 პუნქტით (ფასების ცხრილი/ხარჯთაღრიცხვა) გათვალისწინებული ფასების ცხრილი დანართი N2;

10.1.2 სატენდერო დოკუმენტაციის 2.2.1 პუნქტის (მოთხოვნა პრეტენდენტის გამოცდილების შესახებ) 2.2.1.2 ქვეპუნქტის მოთხოვნის შესაბამისად პრეტენდენტის გამოცდილებასთან დაკავშირებული ინფორმაცია სატენდერო დოკუმენტაციაში მოცემული დანართი N3-ის მიხედვით და გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტები.

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2026, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru