ქვეპროგრამის ფარგლებში, ქობულეთის მუნიციპალიტეტში 25 პირის გაივლის
პროფესიული მომზადებას შემდეგ საორიენტაციო მიმართულებებში:
1. კულინარია
2. ლითონების შედუღება
3. ბარის ორგანიზება
4. ელექტროობა
საბოლოო პროფესიული მიმართულებები და პოზიციები დაზუსტდება
კონკურსის შედეგების ანალიზის საფუძველზე. ჯგუფი შეიქმნება არანაკლებ
7 მოსარგებლის არსებობისას. ჯგუფში მოსარგებლეთა მაქსიმალური
რაოდენობა 15. შემსყიდველის მოთხოვნის საფუძველზე, შესაძლოა კონკრეტული
ჯგუფის შემთხვევაში შეიცვალოს მოსარგებლეთა დასაშვები მინიმალური
ან/და მაქსიმალური რაოდენობა.
მიმწოდებელი ვალდებულია:
1. უზრუნველყოს მოსარგებლეთა შერჩევის მიზნით ორგანიზებულ კონკურსში
ჩართულობა სააგენტოს მოთხოვნის საფუძველზე.
2. სასწავლო პროცესის ორგანიზებამდე წარმოადგინოს ქვეპროგრამით
დადგენილი მიმართულებების შესაბამისი საგანმნათლებლო პროგრამები:
2.1. საგანმანათლებლო პროგრამა უნდა მოიცავდეს სრულ სასწავლო კურსს:
2.1.1. სასწავლო თეორიულ და პრაქტიკულ კურსის პროფესიული მიმართულებით;
2.1.2. საწარმო პრაქტიკა/სტაჟირება - თემატიკას, საათობრივ განწერას,
სწავლის ადგილს და განსაზღვრულ მისაღწევ შედეგს.
იმ შემთხვევაში, თუ სასწავლო პროცესის ორგანიზება დაგეგმილია რეალურ
გარემოში (ობიექტზე), საგანმანათლებლო პროგრამასთან ერთად
წარმოადგენლი უნდა იყოს ინფორმაცია მენტორ(ებ)ის შესახებ, ასევე
მენტორთან გაფორმებული ხელშეკრულება ან სხვა დამადასტურებელი
დოკუმენტი (მაგ.: ბრძანება). (მენტორი - კომპანიის
წარმომადგენელი/თანამშრომელი, ვინც ასწავლის მოსარგებლეს ობიექტზე და
მისი ანაზღაურება განისაზღვრება ერთეული ბენეფიციარის ღირებულების
არანაკლებ 7 პროცენტისა. მენტორის ცვლილების შემთხვევაში,
მიმწოდებელმა აღნიშნულის შესახებ უნდა აცნობოს შემსყიდველს და, ასევე,
წარმოადგინოს ახალი მენტორის დოკუმენტაცია).
შემუშავებული საგანმანათლებლო პროგრამები მიმწოდებელმა უნდა
წარმოადგინოს სასწავლო პროცესის ორგანიზებამდე არანაკლებ 7 (შვიდი)
დღით ადრე.
3. განახორციელოს საგანმანათლებლო პროგრამებში ცვლილების შეტანა,
სააგენტოს მოთხოვნის შემთხვევაში.
4. წარმოადგინოს ბრძანებები: ჯგუფების დაკომპლექტების; სწავლის
დაწყების; მსმენელის გარიცხვის; სწავლის დასრულების შესახებ.
5. განახორციელოს სწავლების ყველა კომპონენტის ჩატარება, ქვეპროგრამით
გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად:
4.1. ლითონის შედუღება, კულინარიის ხელოვნება, ელექტროობა - პროფესიული
მიმართულებით სასწავლო თეორიული და პრაქტიკული კურსი, რომლის
ხანგრძლივობა უნდა განისაზღვროს არანაკლებ არანაკლებ 400 საათით;
საწარმოო პრაქტიკა/სტაჟირება, რომლის ხანგრძლივობა უნდა განისაზღვროს
არანაკლკებ 100 საათით.
4.2. ბარის ორგანიზება - პროფესიული მიმართულებით სასწავლო თეორიული და
პრაქტიკული კურსი, რომლის ხანგრძლივობა უნდა განისაზღვროს არანაკლებ
არანაკლებ 300 საათით; ინგლისური ენის კურსი, რომლის ხანგრძლივობა უნდა
განისაზღვროს არანაკლებ 100 საათით, საწარმოო პრაქტიკა/სტაჟირება,
რომლის ხანგრძლივობა უნდა განისაზღვროს არანაკლკებ 100 საათით.
სწავლება:
პროფესიული მიმართულებით სწავლება შესაძლოა განხორციელდეს სასწავლო
სივრცესა და იმიტირებულ სამუშაო გარემოში, ან სასწავლო სივრცესა და
რეალურ სამუშაო გარემოში (ობიექტზე). თითოეული პროფესიული
მიმართულებით სწავლება, შესაძლოა, განხორციელდეს ერთზე მეტ
ობიექტზე.
5. უზრუნველყოს სასწავლო პროცესის ორგანიზება მაღალსაგანმანათლებლო
დონეზე, მატერიალურ-ტექნიკური ბაზით და უსაფრთხოების სრული დაცვით.
საჭიროებისამებრ, მოსარგებლე უზრუნველყოს სწავლებისათვის აუცილებელი
ინვენტარითა (მაგ.: შრომითი ინსტრუმენტები, მასალები, სიმულატორები და
ა.შ.) და სპეციალური ტანსაცმელით.
6. უზრუნველყოს მოსარგებლე პირისათვის საწარმოო პრაქტიკა/სტაჟირების
ორგანიზება:
6.1. გამოყოს მინიმუმ ერთი თანამშრომელი, ვინც საწარმოო პრაქტიკის დროს
ზედამხედველობას გაუწევს მოსარგებლეებს და იქნება ანგარიშვალდებული
სააგენტოს წინაშე;
6.2. აჭარის დასაქმების სააგენტოსთან ერთად, შეარჩიოს საწარმოო
პრაქტიკის ობიექტი აჭარის ტერიტორიაზე მოქმედი ორგანიზაციებიდან;
იმ შემთხვევაში, თუ სწავლის პროცესში მოსარგებლეს აქვს დასაქმების
შეთავაზება, მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს აღნიშნულ ობიექტთან
მოლაპარაკება, საწარმოო პრაქტიკის ორგანიზების შესახებ. დამსაქმებელს,
ექნება იგივე პირობები და ვალდებულებები, რაც საწარმოო პრაქტიკის სხვა
ობიექტებს.
8. საწარმოო პრაქტიკა/სტაჟირების ორგანიზებამდე, შერჩეული ობიექტები
უნდა შეთანხმდეს სააგენტოსთან არანაკლებ 7 დღით ადრე.
9. უზრუნველყოს საწარმოო პრაქტიკის დაწყებისა და დასრულების შესახებ
ბრძანების წარმოდგენა.
10. საწარმოო პრაქტიკის განმახორციელებელ კომპანიასთან ერთად,
შეუმუშაოს საწარმოო პრაქტიკის ორგანიზების გეგმა/გრაფიკი და
შეატანხმოს სააგენტოსთან.
11. შეიმუშავოს და სააგენტოსთან შეათანხმოს საწარმოო პრაქტიკის
დღიური.
12. წარმოადგინოს საწარმოო პრაქტიკის ობიექტიების მიხედვით კურატორები
(კურატორი - პირი, ვინც ზედამხედველობას გაუწევს მოსარგებელთა საწარმოო
პრაქტიკის/სტაჟირების პროცესს და მის დასრულების შემდგომ შეაფასებს
მათ. კურატორის ანაზღაურება განისაზღვრება პროფესიული მიმართულების
შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამის მიხედვით. კურატორი შესაძლოა
იყოს პრაქტიკის განმახორციელებლი კომპანიის წარმომადგენელი, ან, თუ
კომპანიას არ ყავს შესაბამისი კომპეტენციის თანამშრომელი, აღნიშნულ
ფუნქციას შეასრულებს მიმწოდებელი ორგანიზაციის წარმომადგენელი).
მიმწოდებელმა უნდა წარმოადგინოს კურატორთა სია პროფესიების მიხედვით
და მათთან გაფორმებული ხელშეკრულება ან სხვა დამადასტურებელი
დოკუმენტი (მაგ.: ბრძანება).
13. შეათანხმოს პრაქტიკის ობიექტთან პროგრამის მარკეტინგული
მიზნებისათვის ფოტო/ვიდეო გადაღების ორგანიზება.
14. საწარმოო პრაქტიკის დასრულების შემდეგ, დამსაქმებელს მოსთხოვოს
საწარმოო პრაქტიკის განმახორციელებელი დაწესებულების - მენტორის მიერ,
საწარმოო პრაქტიკის მონაწილის (მოსარგებლის) მომზადების დონის
კმაყოფილების შეფასების კითხვარის და სარეკომენდაციო წერილის ფორმის
შევსება. შევსებული დოკუმენტაცია უნდა წარედგინოს სააგენტოს.
რეკომენდაცია მომავალ დამსაქმებელთან ივსება მოსარგებლის საწარმოო
პრაქტიკის კომპონენტის 35 და მეტი ქულით შეფასების შემთხვევაში.
15. შეიმუშავოს და სააგენტოსთან შეათანხმოს მექანიზმი თითოეულ ჯგუფში
საუკეთესო მსმენელის გამოსავლენად.
16. უზრუნველყოს სააგენტოს ინფორმირებულობა მოსარგებლის მიერ სასწავლო
საათების 20% და მეტი გაცდენის შესახებ. 30%-ი და მეტის გაცდენის
შემთხვევაში კი, სააგენტოსთან შეთანხმებით, შეუწყვიტოს მოსარგებლეს
სტატუსი. მოსარგებლეთა ჩანაცვლება ხდება მოსარგებლისათვის მსმენელის
სტატუსის შეწყვეტისას საწყისი ორი კვირის განმავლობაში. ჩანაცვლების
შემთხვევაში, საბოლოო (ჩანაცვლებულ) მოსარგებლეს, ეთვლება
ქვეპროგრამით გათვალისწინებული სრული საათები.
17. უზრუნველყოს მოსარგებლეთა შეფასება შემდეგი სისტემით:
17.1. სწავლება პროფესიული მიმართულებით - 40 ქულა; უცხო ენა - 10 ქულა; საწარმოო
პრაქტიკა - 50 ქულა.
17.2. სწავლება პროფესიული მიმართულებით 50 ქულა; საწარმოო პრაქტიკა 50
ქულა.
18. სააგენტოს მოთხოვნის საფუძველზე, ნებისმიერ ეტაპზე წარმოადგინოს
სწავლების მოსარგებლეთა შეფასების ანგარიში.
19. ყოველთვიურად წარმოადგინოს მოსარგებლეთა სწრებადობის ანგარიში.
20. კურსის დასრულებისას წარმოადგინოს საბოლოო ანგარიში და სააგენტოს
მოთხოვნის საფუძველზე, შუალედურ ან/და საბოლოო შეფასების გამოცდაზე,
უზრუნველყოს სააგენტოს მონიტორინგის ჯგუფის ან/და მოწვეული პირების
დასწრება.
21. სასწავლო თეორიული და პრაქტიკული კურსის დასრულების შემდგომ,
უზრუნველყოს ქვეპროგრამის მოსარგებლეთათვის სააგენტოს მიერ
შემუშავებული კმაყოფილების კითხვარის შევსება.
22. სრული სასწავლო კურსის დასრულების შემდგომ გასცეს კვალიფიკაციის
დამადასტურებელი სერთიფიკატი:
სერთიფიკატი უნდა შეიცავდეს:
სარეგისტრაციო ნომერს
მოსარგებლის სახელ-გვარს
დამკვეთისა და მიმწოდებლის დასახელებას
პროგრამის დასახელებას, რომლის ფარგლებშიც მოხდა მომზადება
საბოლოო შეფასებას
თანდართულ დანართს, რომელშიც უნდა იყოს მითითებული:
სარეგისტრაციო ნომერი, მოსარგებლის სახელ-გვარი და პირადი ნომერი,
სასწავლო პროგრამის კომპონენტიბი და ჯამური შეფასება, რა იცის და რა
შეუძლია კურსდამთავრებულს.
სერთიფიკატს ძალა აქვს მხოლოდ თანდართულ დანართთან ერთად.
სერთიფიკატის დიზაინის შეთანხმება უნდა მოხდეს დასაქმების
სააგენტოსთან. სააგენტოს მოთხოვნის საფუძველზე შესაძლებელია
სერთიფიკატის ფორმაში შევიდეს ცვლილება.
ფორმალური სწავლების შემთხვევაში, დამატებით, მოსარგებლეს გადაეცემა
სახელმწიფოს მიერ აღიარებული დოკუმენტი. სერტიფიკატების დამზადებისა
და ხელმოწერის შემდგომ, მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს pdf ფორმატში
დასკანერებული სერტიფიკატების მიწოდება შემსყიდველისათვის
ელექტრონული ფოსტის მეშვეობით. ფორმალური პროფესიული სწავლების
შემთხვევაში სერტიფიკატთან ერთად გადმოგზავნილი უნდა იყოს
დამადასტურებელი დოკუმენტი.
ქვეპროგრამის მოსარგებლე შესაბამის სერტიფიკატს აიღებს სწავლების
სრული კურსის გავლისა და საბოლოო გამოცდის ჩაბარების შემდგომ (100
ქულიდან არაუმცირეს 51 და მეტი ქულის დაგროვების შემთხვევაში).
23. მიმწოდებელმა ყველა მოსარგებლეს უნდა გადასცეს ფასიანი საჩუქარი
პროფესიული განვიტარებისათვის, ხოლო თითოეულ ჯგუფში გამოვლენილ
წარჩინებულ მოსარგებლეს, გარდა ძირითადი ფასიანი საჩუქრისა, გადასცეს
დამატებითი საჩუქარი.
თითოეული ჯგუფიდან ერთი წარჩინებული მსმენელისათვის გადასაცემი
საჩუქრის ღირებულებად განისაზღვროს ქვეპროგრამით განსაზღვრული
ერთეული მოსარგებლის ღირებულების არანაკლებ 25% და არაუმეტეს 35%, ხოლო
პროფესიული მომზადების დანარჩენ მოსარგებლეებს გადასაცემი საჩუქრის
ღირებულებად განისაზღვროს ქვეპროგრამით განსაზღვრული ერთეული
მოსარგებლის ღირებულების არანაკლებ 5% და არაუმეტეს 7%.
24. უზრუნველყოს მოსარგებლეთათვის მოკლევადიანი ტრენინგ კურსის -
რეზიუმესა და სამოტივაციო წერილის შედგენა, გასაუბრებაზე მოქცევის
წესი - ორგანიზება/ჩატარება. აღნიშნული სახის ტრენინგები უნდა ჩატარდეს
საწარმოო პრაქტიკის ორგანიზებამდე.
25. სასწავლო პროცესის დასრულების შემდგომ უზრუნველყოს დაჯილდოების
(სერტიფიკატების გადაცემის) ცერემონიალის
ორგანიზება/განხორციელება.
26. სასწავლო პროცესის დასრულების შემდგომ, ერთი თვის ვადაში
უზრუნველყოს კომპონენტის ძლიერი და სუსტი მხარეების გამოვლენა და
ანალიტიკური შეფასების წარმოდგენა სააგენტოსთვის.
ანგარიშის ფორმები და კითხვარები მიმწოდებელს მიეწოდება
შემსყიდველის მიერ.
ქვეპროგრამის ხანგრძლივობის ვადაა ხელშეკრულების ხელმოწერის დღიდან
2026 წლის 18 დეკემბრის ჩათვლით.
ძირითადი სპეციალისტ(ებ)ის შეცვლის შემთხვევაში მიმწოდებელმა
აღნიშნულის შესახებ უნდა აცნობოს შემსყიდველს და წარუდგინოს
კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია.
ძირითადი სპეციალისტ(ებ)ის შეცვლა დასაშვებია არანაკლებ იმავე
კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტით.