Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Медицинские услуги (Грузия - Тендер #70562192)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: LEPL "L. Sakvarelidze Desease Control and Public Health Service Centre"
Номер конкурса: 70562192
Дата публикации: 06-02-2026
Сумма контракта: 263 000


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT260002000
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 06.02.2026 17:01
Начало приема предложения 14.02.2026 00:00
Истекает срок принятия предложений 17.02.2026 12:00
Предполагаемая цена закупки 263`000.00 GEL
Заявка должна быть представлена Без НДС
Категория закупки 85100000-Медицинские услуги
Коды классификатора
  • 85140000 - Различные медицинские услуги
Срок подачи მომსახურების მიწოდების საორიენტაციო ვადა: ხელშეკრულების გაფორმებიდან 12 თვე, სავარაუდოდ 2026 წლის 01 მარტიდან 2027 წლის 28 თებერვლის ჩათვლით.
Дополнительная информация
„საქართველოში აივ/შიდსისა და ტუბერკულოზის პრევენციის, მკურნალობის, მოვლისა და მხარდაჭერის ეროვნული სისტემების გაძლიერება“ (GEO-С-NCDC) პროგრამის „აივ ინფექცია/შიდსით დაავადებულთა მკურნალობისა და მოვლის მომსახურების ხარისხის უზრუნველყოფის მხარდაჭერა“ პროექტის ფარგლებში სამედიცინო მომსახურების შესყიდვა.
Количество и объём закупок იხ. ტექნიკური დოკუმენტაცია
Шаг снижения цены 1`055.00 GEL
Размер гарантии 2`630 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: khatuna kapanadze :: 08.12.2025 12:45
  • Последнее исправление: khatuna kapanadze :: 06.02.2026 17:01
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=659483&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

„აივ ინფექცია/შიდსით დაავადებულთა მკურნალობისა და მოვლის მომსახურების ხარისხის უზრუნველყოფის მხარდაჭერა“ სამედიცინო მომსახურების შესყიდვა.

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

ტექნიკური დავალება

შესყიდვის ობიექტს წარმოადგენს „საქართველოში აივ/შიდსისა და ტუბერკულოზის პრევენციის, მკურნალობის, მოვლისა და მხარდაჭერის ეროვნული სისტემების გაძლიერება“ (GEO-С-NCDC) პროგრამის „აივ ინფექცია/შიდსით დაავადებულთა მკურნალობისა და მოვლის მომსახურების ხარისხის უზრუნველყოფის მხარდაჭერა“ პროექტის ფარგლებში სამედიცინო მომსახურება (CPV 85100000 - ჯანდაცვის სფეროს მომსახურებები; CPV85140000 - სხვადასხვა მომსახურება ჯანდაცვის სფეროში) .

ტერმინთა განმარტებები

• აივ ინფექცია - ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსით ინფექცია
• არვ მკურნალობა - ანტირეტროვირუსული მკურნალობა
• შიდსი - შეძენილი იმუნოდეფიციტის სიდრომი
• ჯანმო - ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია

„მომსახურების“ გაწევის პერიოდი: 12 თვე ხელშეკრულების გაფორმებიდან, სავარაუდოდ 2026 წლის 1 მარტიდან 2027 წლის 28 თებერვლის ჩათვლით.

პროექტის მიზანი

პროექტის ძირითადი მიზანია აივ/შიდსით ავადმყოფების სიცოცხლის ხანგრძლივობისა და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესების ხელშეწყობა აივ ინფექცია/შიდსის მკურნალობის პროგრამის მხარდაჭერის ფარგლებში.

პროექტის ამოცანები

• აივ ინფექცია/შიდსით ავადმყოფთათვის ანტირეტროვირუსულ (არვ) მედიკამენტებზე უნივერსალური ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა,
• აივ ინფექცია/შიდსით დაავადებულთა მკურნალობის ხარისხის უზრუნველყოფა და დამყოლობის გაუმჯობესება
• აივ ინფექცია/შიდსით დაავადებულთა მკურნალობის ბაზის ფუნქციონირების მდგრადობის უზრუნველყოფა;

მეთოდური რეკომენდაციები

პროექტი გულისხმობს აივ ინფექცია/შიდსით ავადმყოფებისათვის არვ მკურნალობასთან დაკავშირებული ხარისხიანი სერვისების მიწოდებას 2023 წლის „აივ ინფექცია/შიდსის მკურნალობის განახლებული გაიდლაინების მიხედვით „აივ/ შიდსის მკურნალობისა და პროფილაქტიკისათვის ანტირეტროვირუსული მედიკამენტების გამოყენების კონსოლიდირებული გაიდლაინი“-ს შესაბამისად, რომლებიც მკურნალობის ადრეულ ეტაპზე დაწყების რეკომენდაციას ეფუძნება. 2015 წლიდან საქართველოში დაიწყო ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის უახლესი რეკომენდაციების განხორციელება, რომელიც გულისმობს არვ მკურნალობის დაწყებას ყველა პაციენტში იმუნური სტატუსის (CD4 მაჩვენებლის) მიუხედავად.

ინფორმაციისთვის: 2025 წლის 1 დეკემბრის მდგომარეობით საქართველოში სულ არვ მკურნალობაზე იმყოფებოდა 7090 (მათ შორის აფხაზეთში - 732) პაციენტი.

შემოთავაზებული აივ/შიდსის მკურნალობისა და მოვლის სერვისების მიწოდების მოდელი უნდა უზრუნველყოფდეს პაციენტების მაღალ ჩართულობას კლინიკურ სერვისებში და შესაბამისად არვ მკურნალობაზე მაღალ ხელმისაწვდომობას. ასევე, ხარისხის უზრუნველყოფის მოდელი უნდა მოიცავდეს სპეციალურ ალგორითმს, რომელიც უნდა ითვალისწინებდეს თითოეული პაციენტის რეგულარულ გამოკვლევას ძირითად კლინიკურ და ლაბორატორიულ პარამეტრებზე.

2024 წელს განხორციელებული დიაგნოსტიკისა და მკურნალობის დეცეტრალიზაციის პროგრამის ფარგლებში აივ ინფექცია/შიდსის დიაგნოსტიკისა და მკურნალობის სერვისების მიმწოდებლად დარეგისტრირდა დამატებით 4 სამედიცინო დაწესებულება ქვეყნის რეგიონებში (ფოთი, ხაშური, ახალციხე, თელავი), რამაც სულ მსგავსი დაწესებულებების რაოდენობა რეგიონებში გაზარდა 7-მდე.

პროგრამით განსაზღვრული მომსახურებები უნდა ითვალისწინებდეს 7-ვე ცენტრის ბაზაზე აივ/შიდსის მკურნალობის მომსახურების მიწოდების ხარისხისა და პაციენტების მკურნალობის რეჟიმებზე დამყოლობის მონაცემების შეფასებას, ასევე მონაცემთა ბაზაში მონაცემების შეტანის კონტროლსა და მხარდაჭერას.

ასევე, 2024 წელს აივ ინფექცია/შიდსის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დაწყებული იქნა აივ დიაგნოსტიკის გამარტივებული პროტოკოლის პილოტური დანერგვა ქვეყნის მასშტაბით. გლობალური ფონდის პროგრამის ფარგლებში 2026 წელს გათვალისწინებულია პროცესის ტექნიკური მხარდაჭერა პილოტში ჩართული სამედიცინო დაწესებულებების ექიმი-ლაბორანტების აივ დიაგნოსტიკის საკითხებზე ტრენინგის საშუალებით.

ინტერვენცია 1: აივ ინფექცია შიდსით დაავადებულთა დიფერენცირებული მკურნალობა და მოვლა

ამოცანა 1.1 მოვლისა და მკურნალობის ხარისხისა და დამყოლობის უზრუნველყოფა

არვ მკურნალობის ხარისხის უზრუნველყოფის კომპონენტი, რომელიც გულისხმობს კლინიკურ საექსპერტო მომსახურებას. ამ მიზნით უნდა იქნას ჩამოყალიბებული არვ მონიტორინგის და ლაბორატორიული ხარისხის კონტროლის ჯგუფი, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უზრუნველყოფს სერვისების მიწოდების ხარისხის შესაბამისობას ეროვნულ და ჯანმოს უახლეს რეკომენდაციებთან. ამოცანის ფარგლებში ასევე გათვალისწინებულია ღონისძიებები პაციენტების არვ მკურნალობაზე დამყოლობის გაუმჯობესებისათვის.

ღონისძიება 1.1.1. კლინიკური აუდიტის მომსახურება
ღონისძიებით გათვალისწინებულია შერჩევითი შემოწმება პაციენტებისთვის გაწეული მომსახურებების სისწორის ეროვნულ გაიდლაინებთან მიმართებაში რანდომულად ამორჩეული პაციენტების სამედიცინო ჩანაწერების (ავადმყოფობის ისტორიების) მიხედვით, სულ მცირე ორ თვეში ერთხელ 30 პაციენტის ისტორიის გადამოწმება, ასევე უნდა შემოწმდეს არვ მკურნალობის მონაცემთა ელექტრონული ბაზაში შეტანილი ინფორმაციის სიზუსტე და თანხვედრა წყარო დოკუმენტებთან, მონაცემების შეტანის დროულობა. გადამოწმების საფუძველზე უნდა მოხდეს რეკომენდაციების შემუშავება მკურნალობის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით. ამავე შემოწმების პერიოდში უნდა იყოს განსაზღვრული დიაგნოსტირებიდან მკურნალობაში ჩართვამდე დროის მაჩვენებელი შერჩეული პაციენტებისთვის. სულ გათვალისწინებულია 6 აუდიტის ჩატარება წლის განმავლობაში.
ღონისძიება 1.1.2. მკურნალობის დამყოლობის ჯგუფის ფუნქციონირება

ღონისძიებით გათვალისწინებულია დამყოლობის გუნდის ფორმირება, რომელიც უნდა შედგებოდეს ხელმძღვანელისაგან და კონსულტანტებისაგან, რომლებიც განახორციელებენ დამყოლობის გაუმჯობესებისათვის საჭირო აქტივობებს, როგორიც არის: პაციენტების მოძიება, სატელეფონო და პირისპირ კომუნიკაცია და მკურნალობის პროგრამაში მათი დაბრუნება.
ღონისძიება 1.1.3. მკურნალობის გაიდლაინებისა და პროტოკოლების განახლება

ღონისძიება მოიცავს მკურნალობის გაიდლაინების და პროტოკოლების გადახედვას, მათ შორის ასაკოვანი (50+) და ქალი აივ ინფიცირებული პირების საჭიროებების გათვალისწინების მიზნით ჯანმოს უახლესი რეკომენდაციების საფუძველზე. აღნიშნული ითვალისწინებს ადგილობრივი ექსპერტის/ექსპერტების ტექნიკურ დახმარებას ჯანმოს უახლესი რეკომენდაციების საფუძველზე ეროვნული გაიდლაინისა და პროტოკოლის განახლებას ასაკოვანი (50+) და ქალი პაციენტების საჭიროებების გათვალისწინებით. ღონისძიების განხორციელება დაგეგმილია 2026 წლის პირველ ექვს თვეში. გათვალისწინებულია 13 დღე ადგილობრივი ექსპერტის/ების მომსახურების.

ღონისძიება 1.1.4. არვ მედიკამენტების მარაგებისა და ხარჯვის მონიტორინგი/კონტროლი/შეკვეთა

მიმწოდებლის მიერ უნდა იყოს უზრუნველყოფილი ქვეყნის მასშტაბით არვ მედიკამენტების მარაგებისა და ხარჯვის კონტროლი, ასევე უნდა მოხდეს რეგიონებიდან შემოსული არვ მედიკამენტების მოთხოვნის ვალიდაცია, როგორც მეორე რიგის, ისე პირველი რიგის მედიკამენტების და გლობალური ფონდის პროგრამის ფარგლებში შესყიდული მედიკამენტების გაცემა რეგიონულ ცენტრებზე .

წლიური სამიზნე შეადგენს 7600 პაციენტს. მედიკამენტების შეკვეთა და ასევე შეკვეთილი მედიკამენტების იმპორტის ნებართვის მიღების ფარგლებში საჭირო მედიკამენტების ხარჯვისა და მარაგების ინფორმაცია უნდა იყოს შეთანხმებული ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის დაცვის სამინისტროსა და შემსყიდველთან, სამინისტროს მიერ განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად). ღონისძიება ითვალისწინებს აღნიშნულზე პასუხისმგებელ ადამიანურ რესურსს - 1 სპეციალისტი.

შენიშვნა: მეორე რიგის არვ მედიკამენტების არანაკლებ 10%-ის შესყიდვასა და მიწოდებას უზრუნველყოფს შემსყიდველი გლობალური ფონდის პროგრამის ფარგლებში.

ამოცანა 1.2. აივ ინფექცია/შიდსით დაავადებულთა მკურნალობის ბაზის გაუმჯობესება და ფუნქციონირების მდგრადობის უზრუნველყოფა

ღონისძიება 1.2.1. აივ ინფექცია/შიდსით დაავადებულთა მკურნალობის ბაზის ტექნიკური გამართულობის, მონაცემების შეტანა/ვალიდაცია,/ანალიზის უზრუნველყოფა

აღნიშნული ღონისძიების ფარგლებში მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს აივ ინფექცია/შიდსის მკურნალობის ბაზის ფუნქციონირების მდგრადობა, გაძლიერება და ტექნიკური გამართულობა, როგორც ცენტრალურ, ისე რეგიონულ დონეზე, მასში მკურნალობისა და მედიკამენტების ხარჯვის მონაცემების რეგულარული შეტანა და ყოველთვიური ანგარიშის წარმოდგენა დანართი 1ბ-ს შესაბამისად. ღონისძიების ფარგლებში გათვალისწინებულია მხოლოდ ადამიანური რესურსის ხარჯი.

ღონისძიება 1.2.2. პაციენტთა დამყოლობის გაძლიერების მიზნით მობილურზე ტექსტური შეტყობინების სისტემის მხარდაჭერა

აღნიშნული ღონისძიება მოიცავს პაციენტებისთვის გაგზავნილი ვიზიტების შეხსენების/ინფორმირების შეტყობინებების ხარჯების ანაზღაურებას.

ამოცანა 1.3 პროექტის მართვა და ადმინისტრირება
აღნიშნული ითვალისწინებს პროექტის ადმინისტრირებისთვის საჭირო ადამიანურ რესურს.
ამოცანა 1.4 ტრენინგები
ამოცანის ფარგლებში გათვალისწინებულია კლინიკური აუდიტის ფარგლებში გამოვლენილი უზუსტობების, პრობლემების აღმოფხვრის მიზნით შემუშავებული რეკომენდაციებისა და განახლებული გაიდლაინების/პროტოკოლების დანერგვის მიზნით სამედიცინო პერსონალის ტრენინგი, როგორც ცენტრალურ, ისე რეგიონულ ცენტრებში.

ღონისძიება 1.4.1. თბილისის ცენტრის პერსონალის ტრენინგი
ღონისძიების ფარგლებში გათვალისწინებულია თბილისის ცენტრის პერსონალის ტრენინგი განახლებული გაიდლაინებისა და პროტოკოლების დანერგვისა და კლინიკური აუდიტის შენიშვნებზე უკუკავშირის მიზნით. ღონისძიების ფარგლებში გათვალისწინებულია ადგილზე ტრენინგი (4 ტრენინგი წლის განმავლობაში).

ღონისძიება 1.4.2. რეგიონული ცენტრების პერსონალის ადგილზე ტრენინგი
ღონისძიების ფარგლებში გათვალისწინებულია რეგიონული ცენტრების პერსონალის ტრენინგი განახლებული გაიდლაინებისა და პროტოკოლების დანერგვისა და კლინიკური აუდიტის შენიშვნებზე უკუკავშირის მიზნით. ღონისძიების ფარგლებში გათვალისწინებულია სამივლინებო ვიზიტი და ტრენინგი თითოეულ რაიონულ/რეგიონულ ცენტრში (სულ 7 მონიტორინგის ვიზიტი/ტრენინგი რეგიონებში).
ღონისძიება 1.4.3. რეგიონული ცენტრების პერსონალის თბილისში ტრენინგი აივ დიაგნოსტიკის საკითხებზე ტესტირების გამარტივებული ალგორითმის დანერგვის ხელშეწყობის მიზნით

ღონისძიების ფარგლებში რეგიონული შიდსის სამკურნალო დაწესებულებების ლაბორანტები გაივლიან 2 დღიან ტრენინგს აივ დიაგნოსტიკის გამარტივებული ალგორითმის დანერგვის საკითხებზე. ღონისძიება ითვალისწინებს 10 პირის თბილისში მოწვევას და 2 დღიან სწავლებას.

არვ მკურნალობის მონიტორინგის ინდიკატორი და სამიზნეები

საანგარიშო პერიოდის განმავლობაში ანტირეტროვირუსულ მკურნალობაზე მყოფი მოზრდილებისა და ბავშვების (რომლებიც აკმაყოფლებელ მკურნალობაში ჩართვის კრიტერიუმებს) რაოდენობა და პროცენტი ინფიცირებულთა სავარაუდო რაოდენობასთან (9500) მიმართებით.

მუდმივი მხარდაჭერის ართ მკურნალობაზე მყოფი პაციენტების სამიზნის კვარტალური მაჩვენებლები შემდეგია:

I კვარტალი II კვარტალი III კვარტალი VI კვარტალი

7360 7485 7600 7700

o ინდიკატორების ანგარიშგება უნდა მოხდეს, როგორც მთლიანი ასევე ჩაშლილი სახით. კერძოდ: სქესი (ქალი/კაცი), ასაკი (0-14, 15-19, 20-24, 15+).

ასაკი 15+
ასაკი U15
სქესი ქალი
სქესი კაცი
სქესი/ასაკი ქალი 15-19
სქესი/ასაკი კაცი 15-19
სქესი/ასაკი ქალი 20-24
სქესი/ასაკი კაცი 20-24

არვ მკურნალობის ინდიკატორებს გამოსაანგარიშებლად უნდა იქნას გამოყენებული ვალიდური მონაცემები შიდსის ეროვნულ ელექტრონულ საინფორმაციო სისტემაზე დაყრდნობით.

ინტერვენცია 2. სტიგმისა და დისკრიმინაციის შემცირება

ღონისძიება 2.1. სამედიცინო პერსონალის სენსიტიზაცია/ტრენინგი აივ შემთხვევების ადრეული დიაგნოსტიკისა და არვ მკურნალობის საკითხებზე

ღონისძიების ფარგლებში გათვალისწინებულია აივ ინფიცირებულთათვის სერვისების მიმწოდებელი სამედიცინო დაწესებულებების წარმომადგენლების 2 დღიანი ტრენინგი, სავარაუდო რაოდენობა 50, მათ შორის 20 პირი რეგიონებიდან. ღონისძიების ღირებულება ითვალისწინებს ტრენინგის მასალების მომზადებას ტრენინგის ჩატარებისთვის და ღონისძიების ორგანიზების ხარჯს.

განმახორციელებელი გუნდის კომპოზიცია:

პროექტის განხორციელებისათვის საჭირო პერსონალი ფუნქციურად უნდა იყოს განაწილებული 4 ძირითადი მიმართულებით

– პროექტის ადმინისტრირება
– მონაცემთა ელექტრონული ბაზის მართვა
– კლინიკური და ლაბორატორიული ხარისხის კონტროლის ჯგუფის საქმიანობა
- მკურნალობაზე დამყოლობის ჯგუფის საქმიანობა
- გაიდლაინისა და პროტოკოლის განახლებისთვის ადგილობრივი ექსპერტი/ები

შენიშვნა:

არვ მედიკამენტების შესყიდვა მოხდება გლობალური ფონდისა და აივ ინფექცია/შიდსის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში. წარმოდგენილი მედიკამენტების მოთხოვნა უნდა იყოს ჯამური, გადანაწილება მოხდება შემსყიდველის მიერ. შემსყიდველი მომწოდებელს უზრუნველყოფს არვ მკურნალობისთვის საჭირო ტესტ-სისტემებით პროგრამის შესყიდვების გეგმის შესაბამისად.

ასევე გათვალისწინებულია ღონისძიებების განხორციელებისთვის შემსყიდველის მიერ საწვავის მიწოდება (არაუმეტეს 24,940 ლიტრისა).

იხ. ტექნიკური დავალება

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

„მომსახურების“ გაწევის პერიოდი: 12 თვე ხელშეკრულების გაფორმებიდან, სავარაუდოდ 2026 წლის 1 მარტიდან 2027 წლის 28 თებერვლის ჩათვლით.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

მომსახურების განხორციელების არეალია ქვეყნის მასშტაბით.
პროგრამით განსაზღვრული მომსახურებები უნდა ითვალისწინებდეს 7-ვე ცენტრის ბაზაზე აივ/შიდსის მკურნალობის მომსახურების მიწოდების ხარისხისა და პაციენტების მკურნალობის რეჟიმებზე დამყოლობის მონაცემების შეფასებას, ასევე მონაცემთა ბაზაში მონაცემების შეტანის კონტროლსა და მხარდაჭერას.

technical requirements

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

ტენდერში მონაწილე პრეტენდენტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
1.მონაწილე ორგანიზაციას უნდა გააჩნდეს მსგავსი (ანალოგიური) მომსახურების, (მაგალითად აივ ინფექცია/შიდსის დიაგნოსტიკისა და მკურნალობის, ასევე მკურნალობის ხარისხის მონიტორინგის) 3 წლიანი გამოცდილება.(დაწყებული 2022 წლის იანვრიდან ტენდერის გამოცხადების დღემდე პერიოდის განმავლობაში), როგორც ცენტრალურ ისე რეგიონულ დონეებზე;
2. შესაბამისი სამედიცინო მომსახურების გაწევის სამედიცინო ლიცენზია/ნებართვა (მათ შორის კლინიკური/ლაბორატორიული);
3. აივ ინფექცია/შიდსის მკურნალობის ბაზის ადმინისტრირების გამოცდილება (დაწყებული 2022 წლის იანვრიდან ტენდერის გამოცხადების დღემდე პერიოდის განმავლობაში);

ზემოაღნიშნული კრიტერიუმის დადასტურების მიზნით პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს გამოცდილების შესახებ ინფორმაცია, შევსებული თანდართული ცხრილის შესაბამისად, რომელიც უნდა დაამოწმოს/დაადასტუროს კვალიფიციური ხელმოწერით ან კვალიფიციური შტამპით.

- იმ შემთხვევაში თუ პრეტენდენტის მიერ გაწეული მსგავსი/ანალოგიური მომსახურების შესახებ ინფორმაცია იძებნება სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტორნულ სისტემაში, პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ინფორმაცია CON, SPA, NAT ან CMR ნომრების მითითებით (ცხრილი "ინფორმაცია გამოცდილების შესახებ").

- იმ შემთხვევაში თუ მსგავსი/ანალოგიური მომსახურების შესახებ ინფორმაცია არ იძებნება სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში, გამოცდილების დადასტურების მიზნით, პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს დოკუმენტი, მიმწოდებლისა და შემსყიდველის მიერ ორმხრივად ხელმოწერილი, რომელიც უნდა იყოს დამოწმებული კვალიფიციური ხელმოწერით ან კვალიფიციური შტამპით. თუ ასეთი ელექტრონული დოკუმენტი ვერ მოწმდება შესაბამისი პირის კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით ან/და შტამპით, ამ შემთხვევაში, პრეტენდენტმა სისტემაში უნდა ატვირთოს მატერიალური დოკუმენტის სანოტარო წესით დამოწმებული ელექტრონული ასლი.

2.4.1 requirement related to the experience of the staff of a tenderer

1. პროექტის ფაგლებში დაგეგმილი ხარისხის უზრუნველყოფის ჯგუფის წევრებს უნდა გააჩნდეს შესაბამისი სამედიცინო საქმიანობის სერტიფიკატი/ნებართვა და გამოცდილება;
2. აივ ინფექცია/შიდსის სფეროში მტკიცებულებებზე დაფუძნებული თანამედროვე მიდგომების (გაიდლაინები და პროტოკოლები) შემუშავების და დანერგვის გამოცდილება;
3. პროექტში დასაქმებულ ძირითად პერსონალს (დამყოლობის ჯგუფის ხელმძღვანელი, დამყოლობის ჯგუფის კონსულტანტი, მონაცემთა ბაზის მენეჯერი, მონაცემთა ბაზის ოპერატორი, ინფორმაციული ტექნოლოგიების ოფიცერი, PSM სპეციალისტი). უნდა ჰქონდეს პროექტების განხორციელების 3 წლიანი გამოცდილება (დაწყებული 2022 წლის იანვრიდან ტენდერის გამოცხადების დღემდე პერიოდის განმავლობაში); ექსპერტი გაიდლაინისა და პროტოკოლის მოსამზადება/ტრენინგისთვის უნდა ჰქონდეს გაიდლაინების შემუშავებისა და ტრენინგები გამოცდილება:
4. ძირითადი პერსონალის კომპოზიაცია და ფუნქციები:

ზემოაღნიშულ კრიტერიუმთან შესაბამისობის დადასტურების მიზნით პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს პერსონალური ბიოგრაფია - CV, სამედიცინო საქმიანობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაცია - დიპლომი, სერთიფიკატი/ ნებართვა).

პრეტენდენტის მიერ პერსონალის შესახებ ინფორმაციის წარმოდენა უნდა მოხდეს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების დაცვით. CV-ის წარმოდგენის შემთხვევაში, უნდა დაიშტრიხოს პერსონალური მონაცემების შემცველი ინფორმაცია (პირადი ნომერი), ასევე CV ხელმოწერილი უნდა იყოს სუბიექტის მიერ და თან უნდა ახლდეს მონაცემთა სუბიექტის თანხმობა დოკუმენტის ერთიან ელექტრონულ სისტემაში განთავსებასთან დაკავშირებით.

2.5.1 requirement related to the time limits for supplying goods/providing services/performing works (timeline)

პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს მომსახურების განხორციელების გეგმა-გრაფიკი, თანდართული ცხრილის შესაბამისად:

2.7.1 requirement related to licensing, standards, accreditation, conformity of quality and other documentation

სამედიცინო საქმიანობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაცია - დიპლომი, სერთიფიკატი/ ნებართვა).

2.8.1 requirements related to a sub-contractor

* ძირითადი პერსონალი გამოცდილების შესახებ ინფორმაცია სატენდერო დოკუმენტაციის 2.4.1 პუნქტისის შესაბამისად;
** ქვეკონტრაქტორის გამოცდილების შესახებ ინფორმაცია 2.2.1 პუნქტების მოთხოვნის შესაბამისად;
*** პრეტენდენტსა და პოტენციურ ქვეკონტრაქტორს შორის შეთანხმება ურთიერთთანამშრომლობის შესახებ.

ყველა ზემოაღნიშნული კრიტერიუმების შესაბამისობის დადგენის მიზნით, წარმოდგენილ უნდა იქნეს შესაბამისი დამადასტურებული დოკუმენტები.

2.9 other additional requirements

1.პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს მომსახურების განხორციელების ტექნიკური აღწერა (მომსახურების განხორციელების მიდგომა და მეთოდოლოგია, დანართი 6) 1.2 პუნქტში ატვირთული ტექნიკური დავალების შესაბამისად.

2. პრეტენდენტმა მიერ შექმნილი, წინადადების სახით წარსადგენი დოკუმენტები (მაგ., სატენდერო წინადადება - ფასების ცხრილი, გეგმა გრაფიკი, ინფორმაცია პრეტენდენტის გამოცდილების შესახებ და ა.შ). დაამოწმოს/დაადასტუროს კვალიფიციური ხელმოწერით ან კვალიფიციური შტამპით. „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

3.პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს დანართი N4-ის (ინფორმაცია მომსახურების გასაწევად შესაძენი აქტივების შესახებ, რაოდენობის, ტექნიკური მახასიათებლების, მიწოდების და ვარგისიანობის ვადის მითითებით, რომლებიც შემდგომში შესაძლებელია დაკორექტირდეს რეალური ხარჯვის, ტექნიკური მახასიათებლების, მიწოდებისა და ვარგისიანობის ვადების შესაბამისად) შევსებული ფორმა.

ასევე, შემსყიდველი მიმწოდებელს უზრუნველყოფს საწვავით არაუმეტეს 24,940 ლიტრის მოცულობით წლის განმავლობაში.რისთვისაც პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს შევსებული დანართი N8 (პროექტის განხორციელებაში ჩართული სატრანსპორტო საშუალებების ნუსხა და ინფორმაცია საწვავის საშუალო თვიური ლიმიტის შესახებ).

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.3 substantiation of not considering adequacy of pricing

რამდენადაც მომსახურება წარმოადგენს ინტელექტუალური მომსახურების ხასიათის შესყიდვას, ტენდერში პრეტენდენტს არ მოეთხოვება ფასწარმოქმნის ადექვატურობის დასაბუთება, იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალი იქნება შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე.

document(s) showing registration/legal data

5.1.2 for a legal entity

ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან (საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან) ან სარეგისტრაციო დოკუმენტი საჯაროს სამართლის იურიდიული პირის შემთხვევაში.

იმ შემთხვევაში თუ პრეტენდენტი არ წარადგენს სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველ დოკუმენტ(ებ)ს დადგენილ ვადაში ან/და სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემები ან/და სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტ(ებ)ი არ შეესაბამება სატენდერო პირობებს, შემსყიდველი მოახდენს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას, "ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ" სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის #12 ბრძანებით დამტკიცებული ,,ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესი"-ს 32-ე მუხლის პირველი ნაწილის "ე" ქვეპუნქტის საფუძველზე.

5.1.3 for an individual entrepreneur

ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან (საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან) ან სარეგისტრაციო დოკუმენტი საჯაროს სამართლის იურიდიული პირის შემთხვევაში.

იმ შემთხვევაში თუ პრეტენდენტი არ წარადგენს სარეგისტრაციო/უფლ

Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2026, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru