1.2.1. შესყიდვის ობიექტი: სსიპ „ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის
პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის“ დაცვის მომსახურება,
რომელიც უნდა განხორციელდეს 2026 წლის 15 მარტიდან 2026 წლის 31 დეკემბრის
ჩათვლით, 24 საათის განმავლობაში.
1.2.2. დაცვის ობიექტი: დაცვის ობიექტს წარმოადგენს სსიპ „ბათუმის ილია
ჭავჭავაძის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის“
შენობები და მიმდებარე ტერიტორიები, კერძოდ: მისამართზე: 1. ქ. ბათუმი,
რუსთაველის ქ. N1 7000 მ2 და მისი მიმდებარე ტერიტორია; 2. ქ. ბათუმი, მელაშვილის
ქ. N34 შენობა ნაგებობა შიდა ფართი 130 მ2 და მისი მიმდებარე ტერიტორია;
1.2.3. დაცვის ობიექტის აღწერილობა: შენობას გააჩნია მთავარი და
სამსახურებრივი შესასვლელები. ტერიტორია უზრუნველყოფილია განათებით
და დაცვაში დასაქმებული თანამშრომლებისთვის გათვალისწინებული
სამუშაო ოთახით, სადაც განთავსებულია ვიდეო თვალთვალის მონიტორი;
1.2.4. დაცვის მომსახურების ძირითადი აღწერა და მოცულობა:
1.2.4.1. შესვლა გასვლის კონტროლი ობიექტზე ადამიანების შესვლა გასვლის და
მატერიალური ფასეულობების შეტანა/გატანის კონტროლი, რაზედაც უნდა
განხორციელდეს შესაბამის ჟურნალებში და ყოველთვიური ანგარიშის
წარდგენა თეატრის კანცელარიაში.
1.2.4.2. ობიექტის უსაფრთხოება თეატრის შენობის და მიმდებარე ტერიტორიის,
ასევე მასში არსებული მატერიალური ფასეულობების დაცვა დაზიანებისგან
და დანაშაულებრივი ქმედებებისგან, აღნიშნულთან დაკავშირებით, დაცვის
თანამშრომელი ვალდებულია ყოველ 30 წუთში შეამოწმოს ობიექტის შიდა და
გარე პერიმეტრი, რომელიც ჩაიწეროს შესაბამის სპეციალურ ჟურნალში და
ყოველთვიურად წარედგინება კანცელარიას.
1.2.4.3. საზოგადოებრივი წესრიგი ობიექტზე საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა,
მათ შორის ადამიანების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ხელყოფისა და სხვა
სამართალდარღვევების პრევენცია.
1.2.4.4. მიმწოდებელი ვალდებულია დაცვითი საქმიანობა აწარმოოს „კერძო
დაცვითი საქმიანობის შესახებ“ და ასევე საქართველოს მოქმედი
კანონმდებლობის სრული დაცვით.
1.2.4.5. მიმწოდებელი ვალდებულია ყველა სხვა ღონისძიების გატარება,
მიუხედავად იმისა, არის თუ არა, წინამდებარე ტექნიკურ დავალებაში,
რომელიც დაკავშირებული იქნება მომსახურების სრულფასოვანი გაწევის
მიზნით.
1.2.5. ცოცხალი ძალის მორიგეობა: ცოცხალი ძალით სადღეღამისო მორიგეობა
განურჩევლად სამუშაო და არასამუშაო დღეებისა თითოეული მორიგეობის 3
გუშაგის შესრულებით (სპეციალური ფორმითა და აღჭურვილობით) 24 საათის
განმავლობაში, მომსახურება უნდა განხორციელდეს დაცვაში მომუშავე 9
(ცხრა) დაცვის თანამშრომლის მეშვეობით, რომლებმაც მკაცრად უნდა დაიცვან
თეატრის შინაგანაწესი, მიმწოდებლის მიერ შერჩეულმა ცვლის უფროსმა უნდა
უზრუნველყოს დაცვის თანამშრომელთა საქმიანობის საერთო კოორდინაცია
და დაცვის მომსახურების განხორციელება, სმენაში უნდა იყოს 3 დაცვის
თანამშრომელი, რომლებსაც შესვენება ექნებათ მორიგეობით დღეში 4 საათი
შემსყიდველის მიერ შერჩეული დროით.
1.2.6. სწრაფი რეაგირების ჯგუფი - მიმწოდებელს უნდა ჰყავდეს სწრაფი
რეაგირების ჯგუფი სპეციალური შეფერილობის ავტომობილებით. ჯგუფი
ვალდებულია ოპერატიულად გამოცხადდეს ობიექტზე ნებისმიერი
კანონსაწინააღმდეგო ქმედების, ხანძრის, უბედური შემთხვევის ან სხვა
არასტანდარტული სიტუაციის დროს. მობილური ჯგუფი უნდა იყოს აღჭურვილი
შესაბამისი ტექნიკური საშუალებებით (რაციები, ხელჯოხები და სხვა);
1.2.7. პერსონალის კვალიფიკაცია და სტანდარტები - მომსახურების გაწევისას
დასაქმებული პერსონალი უნდა იყოს მაღალკვალიფიციური კადრებით
დაკომპლექტებული (აღნიშნულთან დაკავშირეით, პასუხისმგებლობა
ეკისრება მიმწოდებელს). დაცვის თანამშრომლები უნდა მოქმედებდნენ
მშვიდად, მათთვის დამახასიათებელი უნდა იყოს ქცევის ზრდილობიანი
მანერა. დაცვის თანამშრომელთა ჩაცმულობის სტილი უნდა იყოს საერთო
სტანდარტის და შეთანხმებული შემსყიდველთან. დაცვის თანამშრომლები
ვალდებული არიან მორიგეობაზე გამოცხადდნენ მოწესრიგებულად
სპეციალური ჩაცმულობით, რომელთაც ამავე დროს ევალებათ დაიცვან პირადი
ჰიგიენა. დაცვის თანამშრომლები უნდა იყვენ ათლეტური აღნაგობის, ასაკი
არანაკლებ 25 წელი და არაუმეტეს 55 წელი. აღნიშნული პირობების
შეუსრულებლობის შემთხვევაში, შემსყიდველს უფლება აქვს მოსთხოვოს
მიმწოდებელს დაცვის თანამშრომლის შეცვლა, რომელიც თავის მხრივ
ვალდებულია შეცვალოს დაცვის თანამშრომელი 5 (ხუთი) სამუშაო დღის
განმავლობაში, წინააღმდეგ შემთხვევაში, აღნიშნული ჩაითვლება
ხელშეკრულების დარღვევად და შემსყიდველს უფლება ექნება ამ და სხვა
ნაკლოვანებების შემთხვევაში შეწყვიტოს მოქმედი ხელშეკრულება.
(შენიშვნა: პრეტენდენტის/მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილ დაცვის
თანამშრომელტა სიას თან უნდა ახლდეს პირადობის დამადასტურებელი
მოწმობების ასლები, რათა მოხდეს თანამშრომელთა ასაკის
იდენტიფიკაცია)
1.2.8. აღჭურვილობა - დაცვის თანამშრომელი უნდა იყოს აღჭურვილი: უნიფორმით;
ხელბორკილებით; რეზინის ხელკეტით; ელექტრონული ფანრით; მობილური
ტელეფონით (სამორიგეო ნომერი); სხვა საჭირო ინვენტარით, რომელიც
უზრუნველყოფს საერთაშორისო სტანდარტების დაცვას.
1.2.9. მორიგეობის გრაფიკი მიმწოდებელი ვალდებულია შეადგინოს დაცვის
ყოველთვიური გრაფიკი, სადაც ეყოლება მითითებული ყოველი თანამშრომლის
სახელი, გვარი და მობილური ნომერი, გრაფიკი წინასწარ თანხმდება
შემსყიდველთან.
1.2.10. ტერიტორიის გაკონტროლება სამუშაო დღის დასრულების შემდეგ
სამსახურის დასრულების შემდეგ, მიმწოდებელი ვალდებულია შეამოწმოს
ობიექტის ყველა სივრცე და საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოს
ელექტრო და სხვა მოწყობილობების გამორთვა, დაუდევრობიდან წარმოშობილ
ზიანზე პასუხისმგებელია მიმწოდებელი.
1.2.11. ანგარიშგება-მიმწოდებელი ყოველთვიურად წარადგენს შესრულებული
სამუშაოს ანგარიშს თეატრის დირექციაში, წინასწარ შეთანხმებით
სამეურნეო სამსახურის უფროსთან.
1.2.12. ინციდენტების შემთხვევაში რეაგირება წესრიგის ან შინაგანაწესის
დარღვევის დაფიქსირების შემთხვევაში, დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს
როგორც შემსყიდველის, ისე მიმწოდებლის ინფორმირება, საჭიროების
შემთხვევაში უნდა გამოიძახოს ოპერატიული ჯგუფი ან/და პოლიცია.
შესაბამისი ორგანოების მოსვლამდე დაცვის წარმომადგენლები
უზრუნველყოფენ შემთხვევის ადგილის ხელშეუხებლობას, რაზედაც უნდა
შედგეს ოფიციალური ოქმი, სადაც აღიწერება დაკარგული, დაზიანებული ან
განადგურებული ქონება და სხვა გარემოებები. ასევე არასტანდარტული
სიტუაციების წარმოქმნისას (ხანძარი,უბედური შემთხვევა და სხვა)
გამოძახებული და ინფორმირებული უნდა იქნას შესაბამისი სამსახურები
(სახანძრო,სასწრაფი დახმარება და სხვა).
აღნიშნული ზიანის ანაზღაურება სრულად ეკისრება მიმწოდებელს.
1.2.13. დამატებითი მოთხოვნები მომსახურება უნდა განხორციელდეს
საერთაშორისო სტანდარტების დაცვით. მიმწოდებელი ვალდებულია
უზრუნველყოს სამორიგეო ოთახებში ჰიგიენური პირობების დაცვა, ასევე
ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით
აანაზღაუროს მის მიერ გამოწვეული ნებისმიერი ზიანი.
1.2.14. პერსონალის ჩანაცვლება დაცვის თანამშრომლის შეცვლის შესახებ
ინფორმაცია შემსყიდველს უნდა მიეცეს მინიმუმ 2 (ორი) კვირით ადრე და
განხორციელდეს მისი ნებართვით. თანამშრომელთა გეგმური ჩანაცვლება
შესაძლებელია 3 თვეში ერთხელ, წინასწარი შეთანხმებით. ხოლო, გადაუდებელი
შემთხვევებისას (ავადმყოფობა, განცხადება და სხვა), შესაბამისი
დოკუმენტაციის წარდგენის შემდეგ, პერსონალის ცვლილება ხდება
დაუყოვნებლივ.
დამატებითი მოთხოვნები:
პრეტენდენტს უნდა გააჩნდეს "კერძო დაცვითი საქმიანობის შესახებ"
საქართველოს კანონით განსაზღვრული შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს
მიერ გაცემული კერძო დაცვითი საქმიანობის მოქმედი ლიცენზია.
პრეტენდენტს 2023 წლიდან დღემდე უწყვეტად, უნდა გააჩნდეს ანალოგიური
მომსახურების გაწევის (ცოცხალი ძალით დაცვა) გამოცდილება, რაზედაც უნდა
წარმოადგინოს შესაბამისი ინფორმაცია
პრეტენდენტმა წინამდებარე პუნქტში მიმაგრებული ტექნიკური
დავალება-დანართი 1, უნდა დაამოწმოს ელექტრონული ხელმოწერით და
წარმოადგინოს სატენდერო წინადადების წარმოდგენის ეტაპზე