თბილისის სალოკომოტივო შენობის სახელწოდებით დეპოს II საფეხური
ძრავა/ვაგონური სამქრო-ეტაპ2-ის დემონტაჟის და ახალი შენობის
მშენებლობის სამუშაოებისათვის საჭირო სამუშაოების
საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადების მომსახურება
გასაწევ მომსახურებაზე განსაკუთრებული მოთხოვნები:
1. მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს სს „საქართველოს რკინიგზა“-ს ფილიალ
„მგზავრთა გადაყვანა“-ს საკუთრებაში არსებული ქ. თბილისში ზესტაფონის
ქ.N22ა-ში მდებარე თბილისის სალოკომოტივო შენობის სახელწოდებით დეპოს II
საფეხური ძრავა/ვაგონური სამქრო-ეტაპ2-ის დემონტაჟის და ახალი შენობის
მშენებლობისათვის საჭირო სამუშაოების მუშა პროექტის და
სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენა.
2. განსახორციელებელი მომსახურება მოიცავს:
2.1. ქ. თბილისში ზესტაფონის ქ.N22ა-ში მდებარე შენობა-ნაგებობის
სახელწოდებით დეპოს II საფეხური ძრავა/ვაგონური სამქრო-ეტაპ2-ის
დემონტაჟის პროექტირებას (სადემონტაჟო შენობის ნახაზი იხილეთ დანართ
N3-ში), უსაფრთხოების ნორმების გათვალისწინებით (სსიპ ლევან სამხარაულის
სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს N005168925 დასკვნის
საფუძველზე (იხ. დანართი N2)), რომელიც უნდა ითვალისწინებდეს;
• ამოღებული მეორადი მასალების დასაწყობებას ადგილზე;
• სამშენებლო ნარჩენების გატანას ნაგავსაყრელზე;
2.2. დემონტირებული შენობის ადგილზე ახალი შენობის მშენებლობის პროექტის
შედგენას, არსებული შენობის ზომებით: დაახლოებით 40 კვ.მ. სიგრძე 8მ; სიგანე
5მ; სიმაღლე 5.2მ. პროექტში გათვალისწინებული უნდა იყოს;
• კედლების შელესვა და შეღებვა;
• იატაკის და ჭერის მოწყობა;
• ელექტროსამონტაჟო სამუშაოები;
• კარ-ფანჯრის მონტაჟი;
2.3. სარეკონსტრუქციო ობიექტზე განსახორციელებელი სამუშაოებისათვის
საჭირო ყველა შესაბამისი კვლევისა (მათ შორის გეოლოგიურ კვლევას,
რომელსაც უნდა დაესწროს შემსყიდველის წარმომადგენელი) და გამოკვლევის
ჩატარება;
2.4. სარეკონსტრუქციო ობიექტების არქიტექტურულ ნაწილს (დიზაინი და
რენდერები (არანაკლებ 2 ალტერნატიული ვარიანტი)), რომელიც შეთანხმებული
უნდა იქნას შემსყიდველთან, აღნიშნული შეთანხმების დროს მომსახურების
განხორციელების ვადის ათვლა არ ჩერდება;
5. მიმწოდებელი ვალდებულია შეათანხმოს მშენებლობა და აიღოს დემონტაჟის
ნებართვა შესაბამის უფლებამოსილ ორგანოებში (საჭიროების
შემთხვევაში);
6. პროექტ(ებ)ი უნდა მოიცავდეს: საინჟინრო-გეოდეზიურ აზომვებს,
საინჟინრო-გეოლოგიურ კვლევებს (საჭიროების შემთხვევაში),
არქიტექტურულ, დიზაინერულ და კონსტრუქციულ ნაწილს, ელექტროტექნიკურ
ნაწილს (განათების სისტემების მოწყობა), შენობა-ნაგებობის
რკინაბეტონის კონსტრუქციების მოწყობას მოქმედი ნორმატიულ-ტექნიკური
დოკუმენტაციით განსაზღვრული პარამეტრებით, შრომის უსაფრთხოების
ნორმებს, სხვა ყველა საჭირო კვლევებს, სამუშაოთა ორგანიზაციის პროექტს,
სამუშაო ადგილზე უზრუნველყოფილი უნდა იქნას შრომის პირობების
შესატყვისობა მოქმედ სანიტარულ-ჰიგიენურ ნორმებთან და წესებთან,
საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ნორმების დაცვას;
7. საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია შედგენილი უნდა იქნეს
საქართველოში მოქმედი სამშენებლო ნორმების, წესების და სხვა მოქმედი
ნორმატიულ-ტექნიკური დოკუმენტაციის სტანდარტ(ებ)ის შესაბამისად;
8. სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია დამუშავებული უნდა იქნეს რესურსული
მეთოდით მიმდინარე ფასებში СНиП IV-2-82 ნორმატიული ბაზის საფუძველზე და
საქართველოს მთავრობის 2014 წლის 14 იანვრის N55 დადგენილების
შესაბამისად;
9. საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია წერილობით უნდა იქნეს
შეთანხმებული შემსყიდველთან;
10. თბილისის სალოკომოტივო შენობის სახელწოდებით დეპოს II საფეხური
ძრავა/ვაგონური სამქრო-ეტაპ2-ის დემონტაჟის და ახალი შენობის
მშენებლობისათვის საჭირო სამუშაოების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო
დოკუმენტაციის ექსპერტიზის და საზედამხედველო ორგანოებთან
შეთანხმების დროს წარმოქმნილი საპროექტო გადაწყვეტილებების
კორექტირებას საპროექტო ორგანიზაცია ასრულებს დამატებითი
ანაზღაურების გარეშე;
11. განხორციელებულ მომსახურებაზე საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის
გაფორმებისათვის მიმწოდებელმა შემსყიდველს უნდა წარუდგინოს:
- საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის დედანი 4 ეგზემპლიარად და CD
დისკზე ჩაწერილი სამუშაო ფაილების ელექტრონული ვერსია PDF, EXСEL და DWG
ფორმატში (აღნიშნულ ფორმატებთან ერთად, დასაშვებია სხვა ფორმატიც);
- თბილისის სალოკომოტივო შენობის სახელწოდებით დეპოს II საფეხური
ძრავა/ვაგონური სამქრო-ეტაპ2-ის დემონტაჟის და ახალი შენობის
მშენებლობისათვის საჭირო სამუშაოების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო
დოკუმენტაციაზე სსიპ “ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო
ექსპერტიზის ეროვნულ ბიურო“-ს ან საქართველოში მოქმედი სხვა
აკრედიტირებული ექსპერტიზის ბიუროს (ასეთ შემთხვევაში, დასკვნასთან
ერთად წარმოდგენილ უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის აკრედიტაციის
დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი) დადებითი დასკვნა 1 ეგზემპლიარი
დედანი ან ნოტარიულად დამოწმებული ასლი;
12. მომსახურების განხორციელების ვადაში საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო
დოკუმენტაციის შედგენის და შემსყიდველისთვის
საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის ოფიციალური წერილობითი
მომართვის საფუძველზე მიწოდების შემდეგ, შემსყიდველსა და მიმწოდებელს
შორის გაფორმდება შუალედური მიღება-ჩაბარების აქტი, რომლის გაფორმების
შემდეგ მიმწოდებელი ვალდებულია საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო
დოკუმენტაციაზე საექსპერტო დასკვნის მოპოვების მიზნით, დაუყოვნებლივ
მიმართოს სსიპ “ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის
ეროვნულ ბიურო“-ს ან საქართველოში მოქმედ სხვა აკრედიტირებულ
ექსპერტიზის ბიუროს (ასეთ შემთხვევაში, წარმოდგენილ უნდა იქნას
აღნიშნული ექსპერტიზის ბიუროს აკრედიტაციის დამადასტურებელი
დოკუმენტის ასლი) და წარუდგინოს შემსყიდველს საექსპერტო
დაწესებულებისთვის მიმართვის დამადასტურებელი დოკუმენტი,
მიმართვიდან არაუგვიანეს 2 სამუშაო დღის ვადაში. როგორც პირველადი,
ასევე, ყოველი შემდგომი ექსპერტიზის ხარჯების ანაზღაურება ეკისრება
მიმწოდებელს.
13. მომსახურების მიღება განხორციელდება საექსპერტო ბიუროს მიერ
გაცემული დადებითი დასკვნის შესაბამისად, რომლის საფუძველზე მხარეთა
შორის გაფორმებულ იქნება მიღება-ჩაბარების აქტი. საექსპერტო ბიუროს
მიერ დადებითი დასკვნის გაცემის შემთხვევაში, განხორციელებული
მომსახურების შესრულების (მიღების) თარიღად ჩაითვლება შუალედური
მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების თარიღი. საექსპერტო ბიუროს მიერ
უარყოფითი დასკვნის გაცემის შემთხვევაში, მიმწოდებელს დაერიცხება
პირგასამტეხლო მომსახურების დასრულების ვადიდან საექსპერტო
დაწესებულების მიერ დადებითი დასკვნის გაცემის დღემდე პერიოდზე,
ექსპერტიზის როგორც პირველ, ისე შემდგომ პერიოდზე, სანამ მხარეთა შორის
არ იქნება გაფორმებული მიღება ჩაბარების აქტი. ამ შემთხვევაში,
მომსახურების შესრულების (მიღების) თარიღად ჩაითვლება
მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების თარიღი.