Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Следственные услуги и услуги по обеспечению безопасности (Грузия - Тендер #70562181)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: Batumi Ilia Tchavtchavadze State Drama Theatre
Номер конкурса: 70562181
Дата публикации: 06-02-2026
Сумма контракта: 81 858


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT260002011
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 06.02.2026 17:22
Начало приема предложения 14.02.2026 00:00
Истекает срок принятия предложений 16.02.2026 18:00
Предполагаемая цена закупки 81`858.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 79700000-Следственные услуги и услуги по обеспечению безопасности
Коды классификатора
  • 79713000 - Охранные услуги
Срок подачи ხელშეკრულების გაფორმებიდან 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით
Дополнительная информация
Количество и объём закупок იხილეთ სატენდერო დოკუმენტაცია
Шаг снижения цены 810.00 GEL
Размер гарантии 819 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: sopio dolidze :: 02.02.2026 22:03
  • Последнее исправление: sopio dolidze :: 06.02.2026 17:22
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=670856&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

სსიპ ,,ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის შენობის დაცვის მომსახურების შესყიდვა.

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

1.2.1. შესყიდვის ობიექტი: სსიპ „ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის“ დაცვის მომსახურება, რომელიც უნდა განხორციელდეს 2026 წლის 15 მარტიდან 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, 24 საათის განმავლობაში.

1.2.2. დაცვის ობიექტი: დაცვის ობიექტს წარმოადგენს სსიპ „ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის“ შენობები და მიმდებარე ტერიტორიები, კერძოდ: მისამართზე: 1. ქ. ბათუმი, რუსთაველის ქ. N1 7000 მ2 და მისი მიმდებარე ტერიტორია; 2. ქ. ბათუმი, მელაშვილის ქ. N34 შენობა ნაგებობა შიდა ფართი 130 მ2 და მისი მიმდებარე ტერიტორია;

1.2.3. დაცვის ობიექტის აღწერილობა: შენობას გააჩნია მთავარი და სამსახურებრივი შესასვლელები. ტერიტორია უზრუნველყოფილია განათებით და დაცვაში დასაქმებული თანამშრომლებისთვის გათვალისწინებული სამუშაო ოთახით, სადაც განთავსებულია ვიდეო თვალთვალის მონიტორი;

1.2.4. დაცვის მომსახურების ძირითადი აღწერა და მოცულობა:
1.2.4.1. შესვლა გასვლის კონტროლი ობიექტზე ადამიანების შესვლა გასვლის და მატერიალური ფასეულობების შეტანა/გატანის კონტროლი, რაზედაც უნდა განხორციელდეს შესაბამის ჟურნალებში და ყოველთვიური ანგარიშის წარდგენა თეატრის კანცელარიაში.
1.2.4.2. ობიექტის უსაფრთხოება თეატრის შენობის და მიმდებარე ტერიტორიის, ასევე მასში არსებული მატერიალური ფასეულობების დაცვა დაზიანებისგან და დანაშაულებრივი ქმედებებისგან, აღნიშნულთან დაკავშირებით, დაცვის თანამშრომელი ვალდებულია ყოველ 30 წუთში შეამოწმოს ობიექტის შიდა და გარე პერიმეტრი, რომელიც ჩაიწეროს შესაბამის სპეციალურ ჟურნალში და ყოველთვიურად წარედგინება კანცელარიას.
1.2.4.3. საზოგადოებრივი წესრიგი ობიექტზე საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა, მათ შორის ადამიანების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ხელყოფისა და სხვა სამართალდარღვევების პრევენცია.
1.2.4.4. მიმწოდებელი ვალდებულია დაცვითი საქმიანობა აწარმოოს „კერძო დაცვითი საქმიანობის შესახებ“ და ასევე საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის სრული დაცვით.
1.2.4.5. მიმწოდებელი ვალდებულია ყველა სხვა ღონისძიების გატარება, მიუხედავად იმისა, არის თუ არა, წინამდებარე ტექნიკურ დავალებაში, რომელიც დაკავშირებული იქნება მომსახურების სრულფასოვანი გაწევის მიზნით.

1.2.5. ცოცხალი ძალის მორიგეობა: ცოცხალი ძალით სადღეღამისო მორიგეობა განურჩევლად სამუშაო და არასამუშაო დღეებისა თითოეული მორიგეობის 3 გუშაგის შესრულებით (სპეციალური ფორმითა და აღჭურვილობით) 24 საათის განმავლობაში, მომსახურება უნდა განხორციელდეს დაცვაში მომუშავე 9 (ცხრა) დაცვის თანამშრომლის მეშვეობით, რომლებმაც მკაცრად უნდა დაიცვან თეატრის შინაგანაწესი, მიმწოდებლის მიერ შერჩეულმა ცვლის უფროსმა უნდა უზრუნველყოს დაცვის თანამშრომელთა საქმიანობის საერთო კოორდინაცია და დაცვის მომსახურების განხორციელება, სმენაში უნდა იყოს 3 დაცვის თანამშრომელი, რომლებსაც შესვენება ექნებათ მორიგეობით დღეში 4 საათი შემსყიდველის მიერ შერჩეული დროით.

1.2.6. სწრაფი რეაგირების ჯგუფი - მიმწოდებელს უნდა ჰყავდეს სწრაფი რეაგირების ჯგუფი სპეციალური შეფერილობის ავტომობილებით. ჯგუფი ვალდებულია ოპერატიულად გამოცხადდეს ობიექტზე ნებისმიერი კანონსაწინააღმდეგო ქმედების, ხანძრის, უბედური შემთხვევის ან სხვა არასტანდარტული სიტუაციის დროს. მობილური ჯგუფი უნდა იყოს აღჭურვილი შესაბამისი ტექნიკური საშუალებებით (რაციები, ხელჯოხები და სხვა);

1.2.7. პერსონალის კვალიფიკაცია და სტანდარტები - მომსახურების გაწევისას დასაქმებული პერსონალი უნდა იყოს მაღალკვალიფიციური კადრებით დაკომპლექტებული (აღნიშნულთან დაკავშირეით, პასუხისმგებლობა ეკისრება მიმწოდებელს). დაცვის თანამშრომლები უნდა მოქმედებდნენ მშვიდად, მათთვის დამახასიათებელი უნდა იყოს ქცევის ზრდილობიანი მანერა. დაცვის თანამშრომელთა ჩაცმულობის სტილი უნდა იყოს საერთო სტანდარტის და შეთანხმებული შემსყიდველთან. დაცვის თანამშრომლები ვალდებული არიან მორიგეობაზე გამოცხადდნენ მოწესრიგებულად სპეციალური ჩაცმულობით, რომელთაც ამავე დროს ევალებათ დაიცვან პირადი ჰიგიენა. დაცვის თანამშრომლები უნდა იყვენ ათლეტური აღნაგობის, ასაკი არანაკლებ 25 წელი და არაუმეტეს 55 წელი. აღნიშნული პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში, შემსყიდველს უფლება აქვს მოსთხოვოს მიმწოდებელს დაცვის თანამშრომლის შეცვლა, რომელიც თავის მხრივ ვალდებულია შეცვალოს დაცვის თანამშრომელი 5 (ხუთი) სამუშაო დღის განმავლობაში, წინააღმდეგ შემთხვევაში, აღნიშნული ჩაითვლება ხელშეკრულების დარღვევად და შემსყიდველს უფლება ექნება ამ და სხვა ნაკლოვანებების შემთხვევაში შეწყვიტოს მოქმედი ხელშეკრულება.
(შენიშვნა: პრეტენდენტის/მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილ დაცვის თანამშრომელტა სიას თან უნდა ახლდეს პირადობის დამადასტურებელი მოწმობების ასლები, რათა მოხდეს თანამშრომელთა ასაკის იდენტიფიკაცია)

1.2.8. აღჭურვილობა - დაცვის თანამშრომელი უნდა იყოს აღჭურვილი: უნიფორმით; ხელბორკილებით; რეზინის ხელკეტით; ელექტრონული ფანრით; მობილური ტელეფონით (სამორიგეო ნომერი); სხვა საჭირო ინვენტარით, რომელიც უზრუნველყოფს საერთაშორისო სტანდარტების დაცვას.

1.2.9. მორიგეობის გრაფიკი მიმწოდებელი ვალდებულია შეადგინოს დაცვის ყოველთვიური გრაფიკი, სადაც ეყოლება მითითებული ყოველი თანამშრომლის სახელი, გვარი და მობილური ნომერი, გრაფიკი წინასწარ თანხმდება შემსყიდველთან.

1.2.10. ტერიტორიის გაკონტროლება სამუშაო დღის დასრულების შემდეგ სამსახურის დასრულების შემდეგ, მიმწოდებელი ვალდებულია შეამოწმოს ობიექტის ყველა სივრცე და საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოს ელექტრო და სხვა მოწყობილობების გამორთვა, დაუდევრობიდან წარმოშობილ ზიანზე პასუხისმგებელია მიმწოდებელი.

1.2.11. ანგარიშგება-მიმწოდებელი ყოველთვიურად წარადგენს შესრულებული სამუშაოს ანგარიშს თეატრის დირექციაში, წინასწარ შეთანხმებით სამეურნეო სამსახურის უფროსთან.

1.2.12. ინციდენტების შემთხვევაში რეაგირება წესრიგის ან შინაგანაწესის დარღვევის დაფიქსირების შემთხვევაში, დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს როგორც შემსყიდველის, ისე მიმწოდებლის ინფორმირება, საჭიროების შემთხვევაში უნდა გამოიძახოს ოპერატიული ჯგუფი ან/და პოლიცია. შესაბამისი ორგანოების მოსვლამდე დაცვის წარმომადგენლები უზრუნველყოფენ შემთხვევის ადგილის ხელშეუხებლობას, რაზედაც უნდა შედგეს ოფიციალური ოქმი, სადაც აღიწერება დაკარგული, დაზიანებული ან განადგურებული ქონება და სხვა გარემოებები. ასევე არასტანდარტული სიტუაციების წარმოქმნისას (ხანძარი,უბედური შემთხვევა და სხვა) გამოძახებული და ინფორმირებული უნდა იქნას შესაბამისი სამსახურები (სახანძრო,სასწრაფი დახმარება და სხვა).
აღნიშნული ზიანის ანაზღაურება სრულად ეკისრება მიმწოდებელს.

1.2.13. დამატებითი მოთხოვნები მომსახურება უნდა განხორციელდეს საერთაშორისო სტანდარტების დაცვით. მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს სამორიგეო ოთახებში ჰიგიენური პირობების დაცვა, ასევე ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით აანაზღაუროს მის მიერ გამოწვეული ნებისმიერი ზიანი.

1.2.14. პერსონალის ჩანაცვლება დაცვის თანამშრომლის შეცვლის შესახებ ინფორმაცია შემსყიდველს უნდა მიეცეს მინიმუმ 2 (ორი) კვირით ადრე და განხორციელდეს მისი ნებართვით. თანამშრომელთა გეგმური ჩანაცვლება შესაძლებელია 3 თვეში ერთხელ, წინასწარი შეთანხმებით. ხოლო, გადაუდებელი შემთხვევებისას (ავადმყოფობა, განცხადება და სხვა), შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენის შემდეგ, პერსონალის ცვლილება ხდება დაუყოვნებლივ.

დამატებითი მოთხოვნები:
პრეტენდენტს უნდა გააჩნდეს "კერძო დაცვითი საქმიანობის შესახებ" საქართველოს კანონით განსაზღვრული შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული კერძო დაცვითი საქმიანობის მოქმედი ლიცენზია.
პრეტენდენტს 2023 წლიდან დღემდე უწყვეტად, უნდა გააჩნდეს ანალოგიური მომსახურების გაწევის (ცოცხალი ძალით დაცვა) გამოცდილება, რაზედაც უნდა წარმოადგინოს შესაბამისი ინფორმაცია

პრეტენდენტმა წინამდებარე პუნქტში მიმაგრებული ტექნიკური დავალება-დანართი 1, უნდა დაამოწმოს ელექტრონული ხელმოწერით და წარმოადგინოს სატენდერო წინადადების წარმოდგენის ეტაპზე

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

მომსახურების გაწევის შესრულების ვადა არის 2026 წლის 15 მარტიდან 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით,

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

მომსახურების გაწევის ადგილი გახლავთ ქალაქი ბათუმი, რუსთაველის ქუჩა N1, სსიპ ,,ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი და ქ. ბათუმი, მელაშვილის ქ. N34 სსიპ ,,ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი -მცირე სცენა.

technical requirements

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

2.1.1.1 ტენდერში მონაწილე პრეტენდენტს 2023 წლის 01 იანვრიდან წინამდებარე ტენდერის სატენდერო წინადადების მიღების დაწყების თარიღამდე პერიოდში გაწეული უნდა ჰქონდეს ტენდერით გათვალისწინებული ანალოგიური ხასიათის, სირთულისა და შინაარსის მომსახურება (ცოცხალი ძალით დაცვა) არანაკლებ 150 000 ლარის ღირებულების, ინფორმაციის სახით წარმოდგენილი უნდა იქნას წინამდებარე პუნქტში მიმაგრებული ფაილის სახით;

2.2.1.2 პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს სატენდერო დოკუმენტაციის 2.1.1.1. პუნქტში განსაზღვრული მომსახურების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები (ხელშეკრულების ასლებიფასების ცხრილით ან/და ტექნიკური დავალებით - რითაც განხორციელდება იდენთიფიცირება, შესაბამისი შესაბამისი შესრულების დამადასტურებელი მიღება-ჩაბარების აქტების ასლებისა და საგადასახადო ანგარიშფაქტურებით).

2.2.1.3 იმ შემთხვევაში თუ პრეტენდენტის მიერ შესაბამისი მომსახურების დამადასტურებელი დოკუმენტაცია განთავსებულია შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში (https://tenders.procurement.gov.ge/) მაშინ პრეტენდენტის მიერ შესაძლებელია წარმოდგენილი იქნას შესაბამისი SPA, NAT და/ან CMR ნომრები (ამ შემთხევაში დოკუმენტების წარმოდგენა სავალდებულო არ არის).

2.4.1 requirement related to the experience of the staff of a tenderer

2.4.1.1 პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს იმ დაცვის თანამშრომელთა შესახებ ინფორმაცია, რომლებიც დასაქმდებიან შემსყიდველის დასაცავ ობიექტზე და ეს ინფორმაცია უნდა იყოს შემდეგი:
2.4.1.1.1. მინიმუმ სამ წლიანი სამუშაო გამოცდილება, რაზედაც წარმოდგენილი უნდა იქნას სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის ასლ(ებ)ი, კონკრეტულად: ცნობა სამსახურ(ებ)იდან. (უცხოურ ენაზე გაცემული ცნობის არსებობის შემთხვევაში, ასევე, ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი). აღნიშნულ დოკუმენტში მოცემული ინფორმაცია უნდა შეესაბამებოდეს მოთხოვნილი სამუშაო გამოცდილების ხანგრძლივობას.
- დაცვის თანამშრომელთა ასაკი უნდა იყოს არანაკლებ 25 წელი და არაუმეტეს 55 წელი, რაზედაც პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილ დაცვის თანამშრომელთა სიას თან უნდა ახლდეს პირადობის დამადასტურებელი მოწმობების ასლები, რათა მოხდეს თანამშრომელთა ასაკის იდენტიფიკაცია.
- შერჩევა შეფასების ეტაპზე პრეტენდენტი ვალდებულია მიმწოდებელს წარუდგინოს და გააცნოს დაცვის თანამშრომლები, რომლებიც დასაქმდებიან შემსყიდველის დასაცავ ობიექტზე.

2.7.1 requirement related to licensing, standards, accreditation, conformity of quality and other documentation

2.7.1 პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული დაცვითი საქმიანობის გაწევის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტის (ლიცენზია) ნოტარიულად დამოწმებული ასლი, რომლის მოქმედების ვადა უნდა იყოს მინიმუმ 2026 წლის 31 დეკემბრამდე ან უვადო.

2.9 other additional requirements

2.9.1 პრეტენდენტმა სატენდერო წინადადების წარდგენის ეტაპზე, სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის საშუალებით უნდა წარმოადგინოს:

1. სატენდერო დოკუმენტაციის 1.2. პუნქტში მიმაგრებული ტექნიკური დავალება დანართი 1 - პრეტენდენტის მიერ ელექტრონულად დამოწმებული;
2. ფასების ცხრილი -სატენდერო დოკუმენტაციის 1.3. პუნქტში მიმაგრებული ფაილის შესაბამისად, (Excel -ფორმატში);
3. ინფორმაცია/დოკუმენტაცია გამოცდილების შესახებ სატენდერო დოკუმენტაციის 2.2.1 პუნქტის შესაბამისად;
4. ინფორმაცია/დოკუმენტაცია პერსონალის გამოცდილების შესახებ-სატენდერო დოკუმენტაციის 2.4.1. პუნქტის შესაბამისად;
5. ლიცენზია დაცვითი საქმიანობის სფეროში - სატენდერო დოკუმენტაციის 2.7.1. პუნქტის შესაბამისად;

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, შემსყიდველი ორგანიზაცია პრეტენდენტისაგან ითხოვს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებას, რაზეც პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნას სსიპ "ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს" ან/და სხვა აკრედიტირებული პირის ან/და აუდიტის მიერ გაცემული შესაბამისი დასკვნა (დასკვნასთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის ასლი), რომელშიც უნდა დასტურდებოდეს (ტექსტობრივად მკაფიოდ უნდა იკვეთებოდეს) ტენდერში პრეტენდენტის მიერ ატვირთული, საბოლოო ფასების ცხრილში (შესაბამისი ტენდერის უნიკალური ნომრის მითითებით) დაფიქსირებული ერთეულის ფასებით და აგრეთვე ჯამური ღირებულებით ამავე ფასების ცხრილით განსაზღვრული მომსახურების გაწევის შესაძლებლობა.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

ანგარიშსწორება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორებით ლარში.
ანგარიშსწორება განხორციელდება ყოველთვიურად, მომსახურების დასრულების შემდეგ, მხარეთა შორის გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტის და მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი საგადასახადო ანგარიშფაქტურის საფუძველზე

7.3 time limits for step by step and/or final payment

ანგარიშსწორება განხორციელდება მომსახურების გაწევის შემდეგ, შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენიდან 10 სამუშაო დღეში.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

სოფიო დოლიძე, 577270227, dolidzesofio6@gmail.com

additional information/document

10.1 additional information/documents

10.1.1. ტენდერში მონაწილეობის მიღებით, პრეტენდენტი ადასტურებს მის თანხმობას ამ სატენდერო დოკუმენტაციაში მოცემული პირობების შესრულებაზე, იმის მიუხედავად, შეიცავს თუ არა მისი სატენდერო წინადადება ასეთ თანხმობას/დადასტურებას. ამის საწინააღმდეგო ნებისმიერი დათქმა თუ ჩანაწერი პრეტენდენტის სატენდერო წინადადებაში ბათილია;
10.1.2. სატენდერო წინადადებაში ფასი გამოსახული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა დანახარჯების, გადასახდელებისა და გადასახადების გათვალისწინებით. სატენდერო წინადადების საერთო და ერთეულის ფასის წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ ლარებში;
10.1.3. საავანსო ანგარიშსწორება არ გამოიყენება;
10.1.4. პრეტენდენტს უფლება არ აქვს წარმოადგინოს ალტერნატიული წინადადება;
10.1.5. საქონლის შესყიდვა ხორციელდება 2026 წლის სახსრებით;
10.1.6. სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული დოკუმენტი ან/და ინფორმაცია ხელმოწერილი უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ.
10.1.6.1. შესყიდვებში მონაწილეობის მსურველები/პრეტენდენტები/მიმწოდებლები „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ვალდებულები არიან, სახელმწიფო შესყიდვებში ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთ ელექტრონულ დოკუმენტებზე შეასრულონ კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა ან/და ეს დოკუმენტები დაამოწმონ კვალიფიციური ელექტრონული შტამპით.
10.1.7. ელექტრონულ ტენდერთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია წარმოდგენილი უნდა იქნას ქართულ ენაზე. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარმოდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი. დავის შემთხვევაში უცხოენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის, პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია.
10.1.8. ტენდერში მონაწილეობით პრეტენდენტი ეთანხმება სატენდერო დოკუმენტაციის ყველა იმ მოთხოვნას, რომელთა შესახებ ინფორმაციის წარმოდგენა ან/და სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთვა არ არის სავალდებულო.
10.1.9. პრეტენდენტი ვალდებულია სატენდერო დოკუმენტაციის/კითხვარის პუნქტში მიმაგრებული დანართი წარმოადგინოს იმ ფორმით, რა ფორმითაც არის მითითებული სატენდერო დოკუმენტაციაში.

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2026, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru