Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Ремонт и техническое обслуживание транспортных средств и оборудования и сопутствующие услуги (Грузия - Тендер #70484914)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: LEPL - Service Agency of the Autonomous Republic of Abkhazia
Номер конкурса: 70484914
Дата публикации: 03-02-2026


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT) По прейскуранту
Номер заявки NAT260001694
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 03.02.2026 17:20
Начало приема предложения 09.02.2026 00:00
Истекает срок принятия предложений 11.02.2026 18:00
Предполагаемая цена прейскуранта 497`575.60 GEL
Контрактная цена объекта закупки 40`000.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 50100000-Ремонт и техническое обслуживание транспортных средств и оборудования и сопутствующие услуги
Коды классификатора
  • 50110000 - Ремонт и техническое обслуживание автотранспортных средств и сопутствующего оборудования
Срок подачи იხ. სატენდერო დოკუმენტაცია
Дополнительная информация
Количество и объём закупок იხ. სატენდერო დოკუმენტაცია
Шаг снижения цены 2`000.00 GEL
Размер гарантии 400 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: teimuraz gogokhia :: 29.01.2026 14:09
  • Последнее исправление: teimuraz gogokhia :: 03.02.2026 17:20
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=670015&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

სსიპ აფხაზეთის ავტონომიური რერსპუბლიკის მომსახურების სააგენტოს ბალანსზე რიცხული 8 (რვა) ავტომანქანის შეკეთება, ტექნიკური მომსახურება, პროფილაქტიკური და დიაგნოსტიკური სამუშაოების ჩატარება, სათადარიგო ნაწილების და საცხებ-საპოხი მასალების შეცვლა

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

1.2.1. შესყიდვის ობიექტის რაოდენობა - 8 (რვა) ერთეული ავტომანქანის ტექნიკური მომსახურება;
1.2.2. ტექნიკური მომსახურების გაწევის ძირითადი საექსპლუატაციო მახასიათებლები მოიცავს:
ა) პროფილაქტიკური და დიაგნოსტიკური სამუშაოების ჩატარებას;
ბ) მანქანის ოპერატიული შეკეთებას;
გ) სათადარიგო ნაწილების შეკეთებას ან/და შეცვლას;
დ) საცხებ-საპოხი მასალების შეცვლას.
1.2.3. მიმწოდებელმა საჭიროების შემთხვევაში უნდა უზრუნველყოს ავტოსატრანსპორტო საშუალების ევაკუატორის მომსახურება საქართველოს მასშტაბით დღე-ღამის ნებისმიერ დროს 24 საათის განმავლობაში - შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად;
1.2.4. მანქანის დაზიანებული ნაწილი უნდა შეიცვალოს ახალი და ხარისხიანი (საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად) სათადარიგო ნაწილით (გამონაკლის შემთხვევაში შესაძლებელია გამოყენებულ იქნას მეორადი ნაწილი, რომელიც უნდა შეთანხმდეს შემსყიდველთან).

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

პრეტენდენტის მიერ მომსახურების გაწევა უნდა განხორციელდეს საჭიროებისამებრ, ხელშეკრულების დადებიდან 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

1.5.1. აღნიშნული მომსახურება უნდა განხორციელდეს პრეტენდენტის სერვის ცენტრებში შემდეგ ქალაქებში:
• ქ. თბილისში,
• ქ. ქუთაისში,
• ქ. სენაკში და/ან ქ. ზუგდიდში;

1.5.2. ავტომანქანის მომსახურება უნდა განხორციელდეს მიმწოდებლის და შემსყიდველის წარმომადგენლების მიერ თითოეული კონკრეტულ შემთხვევაში ავტოსატრანსპორტო საშუალებების დათვალიერების (დეფექტური) აქტის შედგენის შემდეგ. ავტოსატრანსპორტო საშუალებების მომსახურების შესყიდვისას გასაწევი მომსახურების დეტალური აღწერა უნდა იყოს მოცემული შემყიდველის და მიმწოდებლის მიერ შედგენილი დათვალიერების აქტში;
1.5.3. მანქანის მომსახურება გაწეული უნდა იქნას დაუყოვნებლივ, რიგგარეშედ, მომსახურების გაწევისას ვადა შემსყიდველის მხრიდან დეფექტური აქტის ხელმოწერის თარიღიდან თითოეულ შემთხვევაში არ უნდა აღემატებოდეს:
• სავალი ნაწილებისათვის - 2 კალენდარულ დღეს;
• ელექტროობისათვის - 3 კალენდარულ დღეს;
• სათუნუქე სამღებრო სამუშაოებისათვის - 15 კალენდარულ დღეს;
• ხანგრძლივი მომსახურების (ძრავი, ხიდი, გადაცემათა კოლოფი) გაწევისას - 20 კალენდარულ დღეს;
• ყველა სხვა დანარჩენი მომსახურება, რომელიც არ არის განსაზღვრული ზემოაღნიშნულ ჩამონათვალში - 10 კალენდარულ დღეს;
• სათადარიგო ნაწილის საზღვარგარეთ შეკვეთის შემთხვევაში მომსახურების გაწევის ვადა - არაუმეტეს 45 კალენდარულ დღეს.

შენიშვნა: მიმწოდებელი ვალდებულია ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში, ავტოსათადარიგო ნაწილის საქართველოს ფარგლებს გარეთ შეკვეთისას, ავტომანქანაზე დეფექტური აქტის შედგენიდან 2 (ორი) კალენდარული დღის ვადაში წარუდგინოს შემსყიდველს შეკვეთის დამადასტურებელი დოკუმენტი (ბეჭდვითი ფორმით (არ უნდა იყოს ხელნაწერი); დოკუმენტი უნდა შეიცავდეს ინფორმაციას შეკვეთილი დეტალის/სათადარიგო ნაწილის, შეკვეთის განხორციელების თარიღის და შეკვეთით განსაზღვრული დეტალის ჩამოსვლის თარიღის შესახებ).

1.5.4. სერვის ცენტრის მისამართის ცვლილების შემთხვევაში მიმწოდებელმა შემსყიდველს ინფორმაცია უნდა მიაწოდოს ცვლილებამდე 1 თვით ადრე.

1.7.1 requirement related to guarantee period

1.7.1.1. მიმწოდებლის მიერ შეცვლილ ახალ (არამეორად), შეკეთებულ და მეორად სათადარიგო ნაწილებზე გარანტია უნდა ვრცელდებოდეს არაუმცირეს 6 (ექვსი) თვის განმავლობაში ან მინიმუმ 30000 კმ გარბენზე (რომელი შედეგიც ადრე დადგება), გარდა სწრაფ ცვეთადი დეტალებისა და იმ შემთხვევისა, როდესაც დაზიანება გამოწვეულია არასწორი ექსპლუატაციით, კერძოდ, გარეგანი მექანიკური ზემოქმედებით გამოწვეულ დაზიანებებზე;
1.7.1.2. იმ შემთხვევაში თუ აღმოჩნდება, რომ მიმწოდებლის მიერ არ არის სრულყოფილად გაწეული მომსახურება და/ან შეცვლილი ნაწილი აღმოჩნდა წუნდებული, მიმწოდებელი ვალდებულია აღმოჩენილი ხარვეზები აღმოფხვრას საკუთარი სახსრებით დაუყოვნებლივ.
1.7.1.3. მომსახურების გაწევის პროცესში მიმწოდებლის ბრალეულობით ავტოსანტრანსპორტო
საშუალების დაზიანების შემთხვევაში, ზიანის აღმოფხვრის ხარჯებს სრულად ანაზღაურებს
მიმწოდებელი.

technical requirements

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

2.2.1.პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ინფორმაცია უკანასკნელი 3 (სამი) წლის (2025; 2024; 2023) განმავლობაში ანალოგიურ საქმიანობაში გამოცდილების შესახებ.

2.2.1.1. იმ შემთხვევაში თუ პრეტენდენტთან დადებული ხელშეკრულებები და მისი შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტები ატვირთულია სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში და ხელშეკრულებას მინიჭებული აქვს ნომერი (SPA, NAT, CMR ან სხვა) პრეტენდენტს შეუძლია გამოცდილების დასტურად წარმოადგინოს მხოლოდ აღნიშნული შესყიდვის ნომრები.

2.2.1.2. იმ შემთხვევაში თუ პრეტენდენტთან დადებული ხელშეკრულებები და მათი შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტები არ არის ატვირთული სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში და მათ არ გააჩნია შესყიდვის ნომერი (SPA, NAT, CMR ან სხვა). პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს გამოცდილების დასტურად მითითებული თითოეული ხელშეკრულება შესრულების დამადასტურებელ დოკუმენტაციასთან (მიღება-ჩაბარების აქტი და/ან ანგარიშ-ფაქტურა) ერთად.

2.3.1 requirement related to material and technical support of a tenderer

2.3.1.1. ტენდერში გამარჯვებულმა პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ტექნიკური დოკუმენტაცია, რომ მის საკუთრებაში და/ან სარგებლობაში არსებულ ყველა სერვის ცენტრს ქ. თბილისში, ქ. ქუთაისში და ქ. სენაკში და/ან ქ. ზუგდიდში გააჩნია მომსახურების გაწევისათვის საჭირო ძირითადი მანქანა–დანადგარების საწარმოო სიმძლავრეები, კერძოდ:
ა) ავტომანქანის სრული კომპიუტერული დიაგნოსტიკის აპარატი;
ბ) ავტოამწე მინიმუმ 2 ცალი;
გ) საყრდენი დისკის გასაჩარხი აპარატი;
დ) წყალბადით ძრავის სარეცხი აპარატი (თუნდაც მხოლოდ ქ. თბილისში);
ე) წინა მაშუქების რეგულირების აპარატი;
ვ) ვულკანიზაციის ბალანსირების და დისკების გასწორების აპარატი;
ზ) კონდიცირების სისტემის ფრეონით დატენვის აპარატი (ფრეონის მოხმარებასთან დაკავშირებით ხელოსნის შესაბამისი სერტიფიკატით);
თ) თვლების შეყრის (დახრილობის) კომპიუტერული დიაგნოსტიკის ამწე;
ი) ძირითადი სამუშაოების სერვისული სადგურის ფართი;
კ) სამღებრო სამუშაოებისათვის განკუთვნილი ტერიტორიის ფართი (თუნდაც მხოლოდ ქ. თბილისში);
ლ) სათუნუქე სამუშაოებისათვის განკუთვნილი ტერიტორიის ფართი (თუნდაც მხოლოდ ქ. თბილისში).
2.3.1.2 შემსყიდველი იტოვებს უფლებას, საჭიროების შემთხვევაში, პრეტენდენტის შერჩევა-შეფასების ეტაპზე, ადგილზე შეამოწმოს პრეტენდენტის მატერიალური-ტექნიკური ბაზის შესაბამისობა მოთხოვნებთან, რომელიც მოხდება შემსყიდველის მიერ განსაზღვრული პირის/პირების მიერ.

2.6.1 requirement related to financial capacities of a tenderer

პრეტენდენტის უკანასკნელი 3 (სამი) წლის (2025; 2024; 2023) განმავლობაში ყოველწლიური ბრუნვის მინიმალური თანხა უნდა შეადგენდეს 40 000,00 (ორმოცი ათასი) ლარს.

2.7.1 requirement related to licensing, standards, accreditation, conformity of quality and other documentation

2.7.1.1. პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს 1 სარეკომენდაციო წერილი სახელმწიფო ორგანიზაციებიდან ბოლო სამი წლის განმავლობაში მინიმუმ 40 000,00 (ორმოცი ათასი) ღირებულების გაწეულ მომსახურებაზე;

2.7.1.2. კონდიცირების სისტემის ფრეონით დატენვის აპარატის გამოყენებასტან დაკავშირებული (ფრეონის მოხმარებასთან დაკავშირებით) ხელოსნის შესაბამისი სერტიფიკატი.

2.8.1 requirements related to a sub-contractor

2.8.1.1. პრეტენდენტს შეუძლია ტექნიკური მომსახურება განახორციელოს ქვეკონტრაქტორ სერვისცენტრებში. ქვეკონტრაქტორის მიერ შესრულებულ სამუშაოებზე (საქონელზე) პასუხისმგებელია კონტრაქტორი.
2.8.1.2. ქვეკონტრაქტორების არსებობის შემთხვევაში პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულებები.
2.8.1.3. ქვეკონტრაქტორთან დადებული ხელშეკრულების მოქმედების ვადა უნდა განისაზრვროს 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.

2.9 other additional requirements

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

მოთხოვნა ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის შესახებ
იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის პრეისკურანტის სავარაუდო ღირებულებაზე, მიმწოდებელი ვალდებულია დაასაბუთოს ფასწარმოქმნის ადეკვატურობა. ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასასაბუთებლად პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნას სსიპ "ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს" ან/და სხვა აკრედიტირებული პირის ან/და აუდიტის მიერ გაცემული შესაბამისი დასკვნა (დასკვნასთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის ასლი), რომელშიც უნდა დასტურდებოდეს (ტექსტობრივად მკაფიოდ უნდა იკვეთებოდეს) ტენდერში პრეტენდენტის მიერ ატვირთულ საბოლოო პრეისკურანტში (შესაბამისი ტენდერის უნიკალური ნომრის მითითებით) დაფიქსირებული ერთეულის ფასებით და აგრეთვე ჯამური ღირებულებით ამავე პრეისკურანტით განსაზღვრული შესყიდვის ობიექტის მიწოდების შესაძლებლობა.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

ანგარიშსწორება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების წესით, ლარებში, ეტაპობრივად, გაწეული მომსახურების მიღება–ჩაბარების აქტის და ანგარიშ–ფაქტურის (თუ მიმწოდებელი არის დღგ-ს გადამხდელი) საფუძველზე.

7.3 time limits for step by step and/or final payment

ანგარიშსწორება განხორციელდება გაწეული მომსახურების მიღება–ჩაბარების აქტის და ანგარიშ–ფაქტურის (თუ მიმწოდებელი არის დღგ-ს გადამხდელი) გაფორმებიდან არაუგვიანეს 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

თეიმურაზ გოგოხია, 595504235, idpchancellery@gmail.com დამატებითი ელფოსტა: AbkhaziaService@procurement.gov.ge

additional information/document

10.1 additional information/documents

10.1.1 ელექტრონულ ტენდერთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია წარმოდგენილ უნდა იქნეს ქართულ ენაზე. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი.
10.1.2 ტექნიკური დოკუმენტაციის განხილვისას უცხოენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის, პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია.
10.1.3 სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში (შემდგომში – სისტემა) ატვირთული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია ხელმოწერილი ან/და ბეჭედდასმული (ბეჭდის არსებობის შემთხვევაში) უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების შემთხვევაში ატვირთულ უნდა იქნას მინდობილობა ან რწმუნებულება).
10.1.4 სატენდერო წინადადებაში საერთო და ერთეულის ფასი გამოსახული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა გადასახადის და შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ხარჯის გათვალისწინებით. სატენდერო წინადადების საერთო და ერთეულის ფასის წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ ლარში.
10.1.5 პრეტენდენტს არ აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული სატენდერო წინადადება.
10.1.6. ელექტრონულ ტენდერში ვაჭრობა გაიმართება განფასების ცხრილის ჯამურ სავარაუდო ღირებულებაზე;
10.1.7. პრეტენდენტმა უნდა მიუთითოს ფასები განფასებული ცხრილის (პრეისკურანტის) ჩამონათვალში მოცემულ სათადარიგო ნაწილებისა და მომსახურების ყველა სახეობაზე;
10.1.8. შემსყიდველის მიერ სატენდერო დოკუმენტაციაში წარმოდგენილ პრეისკურანტის ფასსა და ვაჭრობის შედეგად დაფიქსირებულ პრეისკურანტის საბოლოო ფასს შორის სხვაობა პროპორციულად უნდა აისახოს პრეისკურანტის შემადგენელ თითოეული ერთეულის ღირებულებაზე;
10.1.9 პრეტენდენტის მიერ პრეისკურანტში მითითებული ფასები არ უნდა აღემატებოდეს შემსყიდველის მიერ განსაფასებელ ცხრილში (პრეისკურანტებში) თითოეულ პოზიციაზე მითითებულ სავარაუდო მაქსიმალურ ერთეულის ფასებს;
10.1.10. თუ ხელშეკრულების დადების შემდეგ, ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში აღმოჩნდება, რომ პრეისკურანტ(ებ)ში არ არსებობს რომელიმე სახის მომსახურება, აღნიშნული მომსახურების ერთეულის ფასი მისი შესყიდვის აუცილებლობისას, დადგინდება შემსყიდველი ორგანიზაციისა და მიმწოდებლის შეთანხმებით საბაზრო ფასის გათვალისწინებით. ასეთ შემთხვევაში პრეისკურანტ(ებ)ში შესაბამისი მომსახურების ერთეულის არარსებობით გამოწვეული შესყიდვის ხვედრითი წილი არ შეიძლება აღემატებოდეს მიმწოდებლის მიერ ელექტრონული ვაჭრობის შედეგად დაფიქსირებული პრეისკურანტ(ებ)ის საბოლოო ჯამური ღირებულების 10%-ს.
10.1.11. შემოთავაზებული ფასები უნდა მოიცავდეს შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს და კანონმდებლობით გათვალისწინებულ გადასახადებს. ხარჯები, რომლებიც სატენდერო წინადადების ფასში არ იქნება გათვალისწინებული, არ დაექვემდებარება ანაზღაურებას.
10.1.12. პრეტენდენტის მიერ წარმოსადგენი დოკუმენტების ჩამონათვალი:
ა) განფასების ცხრილი (პრეისკურანტი) Excel ფორმატში (ფასების ცხრილის წარმოუდგენლობა ან/და თუ წარდგენილ ხარჯთაღრიცხვაში განუფასებელი პოზიცი(ებ)ის რაოდენობა აღემატება განსაფასებელი პოზიციების 1%-ს, დაზუსტებას არ დაექვემდებარება და გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას);
ბ) ინფორმაცია პრეტენდენტის მატერიალურ-ტექნიკურ ბაზასთან დაკავშირებით (ტექნიკური მოთხოვნის თანახმად);
გ) ინფორმაცია პრეტენდენტის და ქვეკონტრაქტორების (არსებობის შემთხვევაში) ავტოსერვის ცენტრების მისამართების შესახებ;
დ) ინფორმაცია შეცვლილი ან/და შეკეთებული სათადარიგო ნაწილებისა და გაწეული მომსახურების საგარანტიო ვადის შესახებ;
ე) ინფორმაცია პრეტენდენტის უკანასკნელი 3 (სამი) წლის (2025; 2024; 2023) განმავლობაში ანალოგიურ საქმიანობაში გამოცდილების შესახებ;
ვ) ინფორმაცია პრეტენდენტის უკანასკნელი 3 (სამი) წლის (2025; 2024; 2023) განმავლობაში ყოველწლიური ბრუნვის (მინიმალური თანხის 40 000,00 (ორმოცი ათასი) ლარის) შესახებ;
ზ) არსებობის შემთხვევაში ქვეკონტრაქტორებთან დადებული ხელშეკრულებები;
თ) პრეტენდენტისთვის სახელმწიფო ორგანიზაციებიდან გაცემული 1 სარეკომენდაციო წერილი ბოლო სამი წლის განმავლობაში მინიმუმ 40 000,00 (ორმოცი ათასი) ლარის ღირებულების გაწეულ მომსახურებაზე;
ი) კონდიცირების სისტემის ფრეონით დატენვის აპარატის გამოყენებასტან დაკავშირებული (ფრეონის მოხმარებასთან დაკავშირებით) ხელოსნის შესაბამისი სერტიფიკატი.

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2026, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru