Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Ремонт и техническое обслуживание транспортных средств и оборудования и сопутствующие услуги (Грузия - Тендер #70395507)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: Land Transport Agency
Номер конкурса: 70395507
Дата публикации: 31-01-2026


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT) По прейскуранту
Номер заявки NAT260001466
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 30.01.2026 16:17
Начало приема предложения 08.02.2026 00:00
Истекает срок принятия предложений 10.02.2026 15:30
Предполагаемая цена прейскуранта 65`472.75 GEL
Контрактная цена объекта закупки 5`000.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 50100000-Ремонт и техническое обслуживание транспортных средств и оборудования и сопутствующие услуги
Коды классификатора
  • 50112000 - Ремонт и техническое обслуживание автомобилей
Срок подачи ხელშეკრულების გაფორმებიდან 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით
Дополнительная информация
ავტოსატრანსპორტო საშუალების ტექნიკური მომსახურება
ავტომობილის მარკა/მოდელი - Toyota Corolla, გამოშვების წელი - 2019, ძრავის მოცულობა - 1.6 ბენზინი, გადაცემათა კოლოფი - ავტომატი.
Количество и объём закупок სატენდერო დოკუმენტაციის შესაბამისად
Шаг снижения цены 500.00 GEL
Размер гарантии 50 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: lasha papelishvili :: 15.01.2026 09:59
  • Последнее исправление: teona jalabadze :: 30.01.2026 16:17
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=666566&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

სსიპ სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ბალანსზე რიცხული ავტოსატრანსპორტო საშუალების ტექნიკური მომსახურება.
ავტომობილის მარკა/მოდელი - Toyota Corolla, გამოშვების წელი - 2019, ძრავის მოცულობა - 1.6 ბენზინი, გადაცემათა კოლოფი - ავტომატი.

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

1. ტექნიკური მომსახურების ძირითადი მახასიათებლები:
1.1 პროფილაქტიკური და დიაგნოსტიკური სამუშაოების ჩატარება;
1.2 სათადარიგო ნაწილების შეკეთება ან/და შეცვლა;
1.3 საცხებ-საპოხი მასალების შეცვლა.

2. ტენდერში გამარჯვებულ პრეტენდენტთან ხელშეკრულება გაფორმდება 5,000 (ხუთი ათასი) ლარზე, ელექტრონული ვაჭრობა გაიმართება პრეისკურანტში მოცემული საქონლისა და მომსახურების ზღვრული ერთეულის ფასების ჯამურ ღირებულებაზე.
3. ხელშეკრულების დადების შემდეგ, პრეისკურანტში სამუშაოს ან მომსახურების რომელიმე ერთეულის არარსებობისას, აღნიშნულის ერთეულის ფასი დგინდება შემსყიდველი ორგანიზაციისა და მიმწოდებლის შეთანხმებით საბაზრო ფასის გათვალისწინებით. ასეთ შემთხვევაში პრეისკურანტში შესაბამისი სამუშაოს ან მომსახურების ერთეულის არარსებობით გამოწვეული შესყიდვის ხვედრითი წილი არ შეიძლება აღემატებოდეს მიმწოდებლის მიერ ელექტრონული ვაჭრობის შედეგად დაფიქსირებული პრეისკურანტის საბოლოო ჯამური ღირებულების 10%-ს.
4. ავტომანქანის დაზიანებული ნაწილი უნდა შეიცვალოს ახალი სათადარიგო ნაწილით (გარდა შემსყიდველთან შეთანხმებული მეორადი ნაწილებისა).
5. მომსახურების გაწევის პერიოდში, მიმწოდებლის ბრალეულობით ავტოსატრანსპორტო საშუალების დაზიანების შემთხვევაში, მიყენებული ზიანის აღმოფხვრის ხარჯების სრულად ანაზღაურება ეკისრება მიმწოდებელს.
6. მომსახურების გაწევის შემდეგ მიმწოდებელმა შემსყიდველს უნდა წარუდგინოს შესრულებული სამუშაოს აქტი, რომელშიც აღნიშნული იქნება გაწეული ტექნიკური მომსახურების აღწერა, თარიღი და პასუხისმგებელი პირის ხელმოწერა.
7. პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილ პრეისკურანტში მითითებული ერთეულის ფასები არ უნდა აღემატებოდეს შემსყიდველის მიერ პრეისკურანტის შესაბამის გრაფებში მითითებულ საქონლის და მომსახურების ერთეულის ზღვრულ ღირებულებებს.
8. პრეტენდენტის მიერ სისტემის მეშვეობით წარმოდგენილი პრეისკურანტის ჯამურ ღირებულებას და ვაჭრობის შედეგად დაფიქსირებულ ფასებს შორის სხვაობის შემთხვევაში, სხვაობა საჭიროა პროპორციულად გადანაწილდეს პრეისკურანტში მოცემულ ყოველ ცალკეულ პოზიციაზე. ამისათვის, პრეისკურანტის ჯამური ღირებულების დაზუსტებისას, პრეტენდენტმა პროპორციულად უნდა შეამციროს თითოეული საქონლის და მომსახურების ღირებულება.
9. თუ პრეტენდენტი გეგმავს რომელიმე პოზიციაზე საქონელი და მომსახურება მიაწოდოს უფასოდ, ერთეულის ფასის შესაბამის გრაფაში უნდა ჩაიწეროს „0“.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

1. მომსახურების გაწევა უნდა განხორციელდეს ეტაპობრივად, შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად, ხელშეკრულების გაფორმებიდან 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.
2. ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შემსყიდველის მიმართვის შემდეგ მიმწოდებელმა უნდა ჩაატაროს ავტომანქანის დათვალიერება, სერვის ცენტრში გამოცხადებიდან არაუგვიანეს 1 (ერთი) საათის განმავლობაში და შეადგინოს დეფექტური აქტი.
3. მომსახურებისას გაწევა უნდა განხორციელდეს დეფექტური აქტის შედგენიდან შემდეგი პირობებით:
3.1 ძრავის ზეთის, ძრავის ზეთის ფილტრის, გადაცემათა კოლოფის ზეთის, ჰაერის და სალონის ფილტრის შეცვლა - არაუგვიანეს 3 საათში;
3.2 ანთების სანთლების შეცვლა - არაუგვიანეს 2 საათში;
3.3 ანტიფრიზის შეცვლა - არაუგვიანეს 1 საათში;
3.4 ნათურების ან/და მინის საწმენდების შეცვლა - არაუგვიანეს 2 საათში;
3.5 ძრავის ღვედის შეცვლა - არაუგვიანეს 1 კალენდარულ დღეში;
3.6 წინა და უკანა სამუხრუჭე ხუნდების, წინა და უკანა სამუხრუჭე დისკების, სამუხრუჭე სითხის შეცვლა - არაუგვიანეს 1 კალენდარულ დღეში;
3.7 სავალი ნაწილების შეცვლა - არაუგვიანეს 2 კალენდარულ დღეში;
3.8 ელექტრო სამუშაოები - არაუგვიანეს 2 კალენდარულ დღეში;
3.9 ყველა სხვა დანარჩენი მომსახურება, რომელიც არ არის განსაზღვრული ზემოაღნიშნულ ჩამონათვალში - არაუგვიანეს 5 კალენდარულ დღეში;
3.10 სათადარიგო ნაწილის საზღვარგარეთ შეკვეთის შემთხვევაში - არაუმეტეს 30 კალენდარულ დღეში.
4. მიმწოდებელი ვალდებულია სათადარიგო ნაწილის საქართველოს ფარგლებს გარეთ შეკვეთისას, დეფექტური აქტის შედგენიდან 2 (ორი) კალენდარული დღის ვადაში შემსყიდველს წარუდგინოს შეკვეთის დამადასტურებელი დოკუმენტი.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

1. ავტომობილის ტექნიკური მომსახურება უნდა განხორციელდეს ქ. თბილისში, სსიპ სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს შენობიდან (ქ. თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზ. №16) არაუმეტეს 10 კმ. საგზაო მანძილზე.
2. ავტომობილის ტექნიკური მომსახურება უნდა განხორცილდეს პრეისკურანტში მითითებული შესაბამისი საქონლის და მომსახურების შესაბამისად, თითოეულ კონკრეტულ შემთხვევაში დეფექტური აქტის შედგენის შემდეგ, რომელშიც მითითებული უნდა იყოს გასაწევი მომსახურების ან/და ასეთი მომსახურებისათვის საჭირო სათადარიგო ნაწილების, საცხებ-საპოხი მასალის ჩამონათვალი, რაოდენობა/მოცულობა, მათი ღირებულებები, ავტოსატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო ნომერი და გარბენი.

1.7.1 requirement related to guarantee period

1. ტექნიკური მომსახურებისათვის გამოყენებული სათადარიგო ნაწილები უნდა იყოს ახალი, ქარხნული და არ ავლენდეს დეფექტებს.
2. ექსპლუატაციის პირობების დაცვის შემთხვევაში (თუ არ აღინიშნება გარეგანი მექანიკური ზემოქმედებით გამოწვეული დაზიანება) მიმწოდებელმა ახალ, შეკეთებულ და მეორად ნაწილებზე უნდა გაავრცელოს 6 (ექვსი) თვიანი გარანტია გარდა იმ შემთხვევისა, თუ პრეისკურანტში არ არის მითითებული განსხვავებული საგარანტიო პირობა (ვადა/გარბენი).
3. საგარანტიო პერიოდში (მიუხედავად ხელშეკრულების მოქმედების ვადისა), ავტომანქანის სათადარიგო ნაწილზე/გაწეულ მომსახურებაზე ხარვეზის გამოვლენის შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია შეტყობინების მიღებისთანავე გონივრულ ვადებში (მაგრამ არაუგვიანეს სატენდერო დოკუმენტაციის 1.4 პუნქტით განსაზღვრული მომსახურების გაწევის შესაბამისი ვადებისა) აღმოფხვრას ხარვეზი შემსყიდველის მხრიდან დამატებითი დანახარჯების გაწევის გარეშე.
4. მიმწოდებლის მხრიდან საგარანტიო პირობებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, შემსყიდველი უფლებამოსილია მოსთხოვოს მიმწოდებელს შესაბამისი ხარჯების ანაზღაურება.

technical requirements

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

1. პრეტენდენტს 2023 წლიდან აღნიშნული ტენდერის გამოცხადების თარიღამდე პერიოდში ფაქტობრივად უნდა გააჩნდეს ავტოსატრანსპორტო საშუალებების შეკეთების და ტექნიკური მომსახურების გამოცდილება, რომლის ჯამური ღირებულება უნდა შეადგენდეს არანაკლებ 50,000 (ორმოცდაათიათასი) ლარს, მათ შორის, ერთი ხელშეკრულება ფაქტობრივი შესრულებით - არანაკლებ 20,000 (ოციათასი) ლარისა.
2. აღნიშნული გამოცდილების დასადასტურებლად პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ხელშეკრულება/ხელშეკრულებები და მათი შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი (გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტები ან/და დამკვეთის მიერ დადასტურებული ნებისმიერი სახის დოკუმენტი, რომლითაც დადასტურდება პრეტენდენტის მიერ ანალოგიური მომსახურების გაწევის გამოცდილება).
3. პრეტენდენტმა აღნიშნულის შესახებ მონაცემები უნდა ატვირთოს სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ინფორმაციული ცხრილის (დანართი №2) სახით.
4. იმ შემთხვევაში, თუ შემსყიდველი იყო სახელმწიფო ორგანიზაცია, დადებული ხელშეკრულებების და შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტების სისტემაში ატვირთვა აუცილებელი არ არის. საკმარისია დანართი №2-ში მიეთითოს სახელმწიფო შესყიდვის ერთიანი ელექტრონული სისტემის მონაცემები, კერძოდ: SPA /NAT /CMR ან სხვა ნომრები.

2.3.1 requirement related to material and technical support of a tenderer

3. მიმწოდებელს საკუთრებაში ან/და სარგებლობაში უნდა გააჩნდეს არანაკლებ 1 (ერთი) სერვის ცენტრი ქ. თბილისში, სსიპ სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს შენობიდან (ქ. თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზ. №16) არაუმეტეს 10 კმ. საგზაო მანძილზე.
4. პრეტენდენტის მიერ მითითებული სერვისცენტრი სრულად უნდა იყოს აღჭურვილი მომსახურების გაწევისთვის ყველა საჭირო აპარატურითა და დანადგარით, კერძოდ:
4.1. ავტოამწე;
4.2. ვულკანიზაციის, ბალანსირების და დისკების გასწორების აპარატი;
4.3. თვლების შეყრის კომპიუტერული დანადგარი;
4.4. კონდიცირების სისტემის ფრეონით დატენვის აპარატი;
4.5. კომპიუტერული დიაგნოსტიკის მოწყობილობა;
4.6. საყრდენი დისკის სახეხი მოწყობილობა;
4.7. გადაცემათა კოლოფში ზეთის შეცვლის აპარატი;
4.8. ძრავში ზეთის შესაცვლელი აპარატი.
5. სატენდერო დოკუმენტაციით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით, პრეტენდენტი ვალდებულია უზრუნველყოს შემსყიდველის წარმომადგენლების იმ სერვის ცენტრ(ებ)ში დაშვება, რომელიც პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი იქნება სატენდერო წინადადებით.
6. სერვის ცენტრში სამუშაო ფართობი დაფარული უნდა იყოს ბეტონის ან მსგავსი ზედაპირით, დაცული უნდა იყოს ჰიგიენური, სახანძრო და უსაფრთხოების ნორმები.
7. პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს სერვის ცენტრის მისამართი, საკუთრების ან/და სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტები (ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, ხელშეკრულება ან სხვა სახის დოკუმენტი) რითაც დადასტურდება საკუთრების ან/და სარგებლობის უფლება. სარგებლობის უფლებით ფლობის შემთხვევაში წარმოდგენილი დოკუმენტი ძალაში უნდა იყოს არანაკლებ 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.

2.8.1 requirements related to a sub-contractor

1. ქვეკონტრაქტორ(ებ)ის არსებობის შემთხვევაში პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ქვეკონტრაქტორ(ებ)თან სამართლებრივი ურთიერთობის ამსახველი დოკუმენტ(ებ)ი, რომელთა მოქმედების ვადა უნდა იყოს არანაკლებ 2026 წლის 31 დეკემბრისა და შესყიდვის საგანს უნდა წარმოადგენდეს ავტომობილების ტექნიკური მომსახურება.
2. ქვეკონტრაქტორის არსებობის შემთხვევაში, წარმოდგენილ უნდა იქნას ქვეკონტრაქტორის სერვის-ცენტრის საკუთრების და/ან სარგებლობის უფლების დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტაცია, კერძოდ, საკუთრების შემთხვევაში წარმოდგენილი უნდა იქნას ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, ხოლო სარგებლობის (ქირავნობა, იჯარა, ლიზინგი, უზუფრუქტი და/ან სხვა) შემთხვევაში წარმოდგენილი უნდა იქნას გაფორმებული ხელშეკრულებ(ებ)ი, რომელიც ძალაში უნდა იყოს არანაკლებ 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.
3. ქვეკონტრაქტორ(ებ)ი უნდა აკმაყოფილებდეს სატენდერო დოკუმენტაციის 2.2.1 და 2.3.1 პუნქტით განსაზღვრულ მოთხოვნებს.
4. ქვეკონტრაქტორი არ უნდა იყოს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს შავ სიაში რეგისტირებული.

2.9 other additional requirements

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

1. იმ შემთხვევაში, თუ ყველაზე დაბალი წინადადების ფასის მქონე პრეტენდენტის მიერ ელექტრონული ვაჭრობის შედეგად დაფიქსირებული წინადადების საბოლოო ფასი 20%-თ ან მეტით ნაკლებია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, სატენდერო კომისია პრეტენდენტისგან ითხოვს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის წარდგენას.
2. ფასწარმოქმნის ადეკვატურობა, შესაძლებელია დასაბუთდეს საექსპერტო, აუდიტორული ან/და საშემფასებლო დასკვნით, რომელიც ადასტურებს პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებულ ფასად ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობას. (პრეტენდენტის მიერ, დასკვნასთან ერთად, ასევე, წარმოდგენილი უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის შესაბამისი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი).
3. დასკვნის წარმოუდგენლობა ან/და უარყოფითი დასვნის წარმოდგენა გამოიწვევს შესაბამისი პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანების 32-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

მიმწოდებელთან ანგარიშსწორება განხორციელდება ფაქტობრივად გაწული მომსახურების შესაბამისად უნაღდო ანგარიშსწრორების ფორმით ეროვნულ ვალუტაში მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე.

7.3 time limits for step by step and/or final payment

მიმწოდებელთან ანგარიშსწორება განხორციელდება მხარეთა შორის მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

ლაშა პაპელიშვილი, 599888896, lpapelishvili@lta.gov.ge გიორგი ლოქაბიძე 577 77 73 08

additional information/document

10.1 additional information/documents

1. პრეტენდენტის მიერ სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით წარმოსადგენი ინფორმაცია/დოკუმენტაცია:
1.1 დანართი №1 - პრეისკურანტი.
1.2 ინფორმაცია/დოკუმენტაცია პრეტენდენტის გამოცდილების შესახებ, სატენდერო დოკუმენტაციის 2.2.1 პუნქტის შესაბამისად;
1.3 ინფორმაცია პრეტენდენტის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შესახებ, სატენდერო დოკუმენტაციის 2.3.1 პუნქტის შესაბამისად;
1.4 არსებობის შემთხვევაში ქვეკონტრაქტორთან დაკავშირებული დოკუმენტაცია.

2. სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში (შემდგომში - სისტემა) შესყიდვის პროცედურები ხორციელდება საქართველოს კანონის „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ და „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანების შესაბამისად.
3. პრეტენდენტის მიერ პრეისკურანტის (დანართი №1) წარმოუდგენლობა ან არასრულად წარმოდგენა (შეუსაბამობა „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანების 27-ე მუხლის მე-3 პუნქტთან) გამოიწვევს მის დისკვალიფიკაციას დაზუსტების გარეშე.
4. სატენდერო წინადადების წარდგენით, პრეტენდენტი ავტომატურად გამოხატავს თანხმობას სატენდერო დოკუმენტაციის პირობებით განსაზღვრულ მოთხოვნებზე.
5. სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული დოკუმენტი და ინფორმაცია ხელმოწერილი და ბეჭედდასმული უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ. სატენდერო დოკუმენტაციის უცხოურ ენაზე წარმოდგენის შემთხვევაში, მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული თარგმან(ებ)ი ქართულ ენაზე.
6. დავის შემთხვევაში უცხოენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის, პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია.
7. პრეტენდენტი ვალდებულია საქონლის და მომსახურების ერთეულის ფას(ებ)ი დააფიქსიროს (დაამრგვალოს) მეასედის სიზუსტით.
8. სატენდერო წინადადებაში საერთო და ერთეულის ფასი გამოსახული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა გადასახადის და შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ხარჯის გათვალისწინებით.
9. სატენდერო წინადადების საერთო და ერთეულის ფასის წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ ლარში.
10. პრედენდენტს არა აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული წინადადება.
11. სატენდერო კომისიის გადაწყვეტილება ჩაითვლება პრეტენდენტისათვის გაგზავნილ შეტყობინებად, სატენდერო კომისიის სხდომის ოქმის სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის შესაბამის მოდულში ატვირთვით. პრეტენდენტის მიერ შეტყობინება ოფიციალურად მიღებულად ჩაითვლება ოქმის სისტემაში ატვირთვის მომენტიდან.

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2026, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru