Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Строительно-монтажные работы (Грузия - Тендер #70395501)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: The national Archives of Georgia
Номер конкурса: 70395501
Дата публикации: 31-01-2026
Сумма контракта: 7 346


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT260001472
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 30.01.2026 16:44
Начало приема предложения 17.02.2026 00:00
Истекает срок принятия предложений 20.02.2026 12:00
Предполагаемая цена закупки 7`346.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 45300000-Строительно-монтажные работы
Коды классификатора
  • 45300000 - Строительно-монтажные работы
  • 45310000 - Электромонтажные работы
Срок подачи ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან არაუმეტეს 30 (ოცდაათი) კალენდარული დღე.
Дополнительная информация
იხილეთ სატენდერო დოკუმენტაცია
Количество и объём закупок იხილეთ სატენდერო დოკუმენტაცია
Шаг снижения цены 50.00 GEL
Размер гарантии 73 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: eliso kharaishvili :: 09.01.2026 14:03
  • Последнее исправление: eliso kharaishvili :: 30.01.2026 16:44
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=665548&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის ტერიტორიული ორგანოს - მესტიის ადგილობრივი არქივის შენობაში (მისამართი: მესტია, თამარ მეფის ქ. N54) ჩასატარებელი ელექტროსამონტაჟო სამუშაოები.

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

შესასრულებელი სამუშაოების ჩამონათვალი და მოცულობები მითითებულია სატენდერო დოკუმენტაციის 1.3 პუნქტით გათვალისწინებულ ხარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციაში – №1 დანართი განსაფასებელი ხარჯთაღრიცხვა.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

1.4.1. სამუშაოების შესრულების ვადად განისაზღვრება ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღე.
1.4.2. აღნიშნულ ვადებში უნდა განხორციელდეს ექსპერტიზის დასრულებაც და შემსყიდველისთვის წარდგენა.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

1.5.1. სამუშაოების შესრულების ადგილია: სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის ტერიტორიული ორგანო - მესტიის ადგილობრივი არქივის შენობა; მისამართი: მესტია, თამარ მეფის ქ. N54.

1.6 guarantee period for the works to be performed

1.6.1. შესრულებულ სამუშაოებზე (მათ შორის გამოყენებული მასალები) საგარანტიო ვადა საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან უნდა შეადგენდეს არანაკლებ 3 წელს.
1.6.2. საგარანტიო პერიოდის განმავლობაში, ექსპლუატაციის დაცვის პირობებში, დეფექტის ან ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებულია გამოვლენილი დეფექტი გამოასწოროს შემსყიდველთან შეთანხმებულ გონივრულ ვადაში, თავისი ხარჯებით, შემსყიდველის მხრიდან რაიმე დანახარჯის გაწევის გარეშე.
1.6.3. მიმწოდებლის მიერ ტექნიკური დავალების 1.6.2. პუნქტში მითითებული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, შემსყიდველ ორგანიზაციას უფლება აქვს საკუთარი ხარჯებით აღმოფხვრას ექსპლუატაციის პროცესში გამოვლენილი დეფექტები და მოსთხოვოს მიმწოდებელს შესაბამისი ხარჯების სრულად ანაზღაურება.

technical requirements

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

✅ 2.2.1.1.პრეტენდენტს, 2023 წლის 1 იანვრიდან ამ ტენდერის გამოცხადების დღემდე, ერთი შესრულებული ხელშეკრულების ფარგლებში ფაქტიურად დასრულებული უნდა ჰქონდეს არანაკლებ 10 000 (ათი ათასი) ლარის ან არაუმეტეს ორი შესრულებული ხელშეკრულების ფარგლებში, ჯამში ფაქტიურად დასრულებული უნდა ჰქონდეს არანაკლებ 15.000 (თხუთმეტი ათასი) ლარის ღირებულების ელექტროსამონტაჟო სამუშაოები.
2.2.1.2. პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს საანგარიშო პერიოდში მოთხოვნილი გამოცდილების დამადასტურებელი, მხარეთა მიერ ხელმოწერილი დოკუმენტები: ხელშეკრულება და მათი შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტები: მიღება-ჩაბარების აქტები ან/და ფორმა N2-ები ან/და დამკვეთის მიერ გაცემული შესრულებული სამუშაოების დამადასტურებელი ცნობა და დადასტურებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, რითაც უნდა დასტურდებოდეს საანგარიშო პერიოდში სამუშაოების დასრულება, დგინდებოდეს შესრულებული სამუშაოების ჯამური ღირებულება და სამუშაოების ჯეროვანი შესრულება.
2.2.1.3. იმ შემთხვევაში თუ ანალოგიური გამოცდილება რეგისტრირებულია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ერთიან ელექტრონულ სისტემაში, პრეტენდენტმა უნდა მიუთითოს სისტემის მიერ მინიჭებული SPA/CMR/NAT/GEO ნომერი. სისტემაში ატვირთული ინფორმაციით უნდა დასტურდებოდეს საანგარიშო პერიოდში სამუშაოების დასრულება, დგინდებოდეს შესრულებული სამუშაოების ჯამური ღირებულება და სამუშაოების ჯეროვანი შესრულება.
2.2.1.4. მოთხოვნილ გამოცდილებაში ჩაითვლება: ადმინისტრაციული ან/და საოფისე ან/და საცხოვრებელი ან/და საგანმანათლებლო დანიშნულების შენობა-ნაგებობის ელექტრო სამონტაჟო სამუშაოები.
✅ 2.2.1.2 დამატებითი პირობები:
2.2.1.2.1. იმ შემთხვევაში თუ წარმოდგენილი დოკუმენტაციით ვერ ხერხდება სამუშაოების შინაარსის ან ღირებულების იდენტიფიცირება, შემსყიდველი უფლებამოსილია წინადადების იდენტიფიცირების მიზნით მოითხოვოს პრეტენდენტისაგან დამატებითი ინფორმაციის სახით სხვა ნებისმიერი დოკუმენტი, რომლის მიწოდებაც კანონმდებლობით არ არის აკრძალული. მაგალითად: ხელშეკრულების სრულყოფილი ვერსიის, ან/და შესრულებული სამუშაოების დამადასტურებელი დოკუმენტის - ფორმა N2-ის (ან სხვა მსგავსი ტიპის დოკუმენტის, საიდანაც შესაძლებელია სამუშაოების შინაარსისა და ღირებულებების იდენტიფიცირება) წარმოდგენა, რომელიც დადასტურებული უნდა იყოს დამკვეთის ან/და მის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილი პირის მიერ.
2.2.1.2.2. იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდნეტს შესრულებული აქვს სამუშაოები, როგორც ქვეკონტრაქტორს სახელმწიფო შესყიდვების ფარგლებში, მაშინ ეს სამუშაოები გამოცდილებად ჩაითვლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ქვეკონტრაქტორის მიერ სამუშაოების შესრულება წინასწარ იყო შეთანხმებული ძირითად შემსყიდველთან (თუ საჭირო იყო შეთანხმება) და ქვეკონტრაქტორისთვის გადაცემული სამუშაოები სრულად არის დასრულებული და მიღებული ძირითადი შემსყიდველის მიერ (მხოლოდ ქვეკონტრაქტის ფარგლებში სამუშაოების სრულად მიწოდება არ არის საკმარისი).

2.9 other additional requirements

2.9.1. სატენდერო დოკუმენტაციით გათვალისწინებული სამუშაოები უნდა შესრულდეს სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესაბამისად, რაც წარმოადგენს სატენდერო დოკუმენტაციის ნაწილს და დანართების სახით თან ერთვიან მას.
2.9.2. ხარჯთაღრიცხვებში გაუთვალიწინებელი ხარჯებისათვის განსაზღვრული პროცენტული მაჩვენებლის შეცვლა დაუშვებელია.
2.9.3. ხარჯთაღრიცხვის მარცხენა მხარეს არსებული ველების (შესასრულებელი სამუშაოს/გასაწევი მომსახურების ჩამონათვალი, რაოდენობა/მოცულობა) რედაქტირება დაუშვებელია.
2.9.4. პრეტენდენტის მიერ ტექნიკური დოკუმენტაციის სახით ხარჯთაღრიცხვები წარმოდგენილი უნდა იყოს Exсel ფორმატში. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანების თანახმად, პრეტენდენტის მიერ Excel-ის ცხრილის სახით წარსადგენი დოკუმენტი არ საჭიროებს ხელმოწერას ან/და ბეჭედს (მათ შორის, ელექტრონულ ხელმოწერას ან/და ელექტრონულ შტამპს).
2.9.5. ფარული სამუშაოების წარმოებისას პრეტენდენტი (შემდგომში მიმწოდებლი) ვალდებულია შეადგინოს ფარული სამუშაოების დამადასტურებელი წერილობითი აქტები, ამასთან ფარული სამუშაოები წარმოებული უნდა იქნას შემსყიდველის მიერ განსაზღვრული ინსპექტირების განმახორციელებელი პირთან ერთად.
2.9.6. შესრულებული სამუშაოების მოცულობები დადგინდება სსიპ -ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ან სხვა შესაბამის სფეროში აკრედიტებული საექსპერტო ორგანიზაციის მიერ მომზადებული ინსპექტირების ანგარიშით (საექსპერტო დასკვნა).
2.9.7. პრეტენდენტი (შემდგომში მიმწოდებლი) ვალდებულია შესრულებული სამუშაოების დამადასტურებელი დოკუმენტები (ფორმა N2) ერთდროულად (ერთი კალენდარული დღე) წარუდგინოს შემსყიდველს და სსიპ-ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს ან სხვა შესაბამის სფეროში აკრედიტებულ საექსპერტო ორგანიზაციას, რაზედაც შესაბამისი დოკუმენტი ცნობისთვის უნდა წარუდგინოს შემსყიდველს იმავე დღეს.
2.9.8. პრეტენდენტი (შემდგომში მიმწოდებლი) ვალდებულია საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოს სამუშაო ფართის დასუფთავება, ნარჩენების, სამშენებლო ნაგვის მოგროვება და ტერიტორიიდან გატანა, როგორც სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში ასევე, დასრულების შემდეგ;
2.9.9 . პრეტენდენტი (შემდგომში მიმწოდებლი) ვალდებულია სამუშაოს მასშტაბის შესაბამისად სამუშაოს შესრულება უზრუნველყოს შესაბამისი რაოდენობის, სანდო, სათანადო უნარ/ჩვევების მქონე პერსონალით.
2.9.10. პრეტენდენტმა(შემდგომში მიმწოდებლი) ელექტროსამონტაჟო სამუშაოების დაწყებამდე ტერიტორიაზე უნდა გადაამოწმოს სამონტაჟო სამუშაოების რეალური საჭიროებები და ნებისმიერი უზუსტობა აცნობოს შემსყიდველს.
2.9.11. პრეტენდენტი (შემდგომში მიმწოდებლი) ვალდებულია სამუშაოს შესრულების პროცესში უზრუნველყოს ხარისხისა და სამუშაოების მიმდინარეობის ზედამხედველობისა და კონტროლის განმახორციელებელ პირთა მიერ გაცემული, როგორც ზეპირი ასევე წერილობითი რეკომენდაციების და მითითებების შესრულება.
2.9.12. სამუშაოს შესრულების პროცესში გამოყენებული ყველა ტექნიკური აღჭურვილობა და ინსტრუმენტი უნდა იყოს მუშა მდგომარეობაში, მათი ექსპლოატაცია უნდა ხდებოდეს მწარმოებლის მიერ განსაზღვრული წესით. ტექნიკური აღჭურვილობის და ინსტრუმენტის ექსპლუატაციისას დაუშვებელია არაქარხნული (კუსტარული) წესით დამზადებული დეტალის ან/და სათადარიგო ნაწილის გამოყენება.
2.9.13. სატენდერო დოკუმენტაციით გათვალისწინებული რომელიმე ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში შედეგად წარმოშობილ ზიანზე სრული პასუხისმგებლობა დაეკისრება პრეტენდენტს (შემდგომში მიმწოდებლი).
2.9.14. შესრულებული სამუშაოს ყოველი ნაწილის მიღება წარმოებს მიღება-ჩაბარების აქტის სახით. მიღება-ჩაბარების აქტი ფორმდება წერილობითი ფორმით, მხარეთა უფლებამოსილი წარმომადგენლის/წარმომადგენლების ხელის მოწერით, პრეტენდენტის (შემდგომში მიმწოდებლი) მიერ წარმოდგენილი ფორმა N2-ისა და სსიპ „ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ ან სხვა შესაბამის სფეროში აკრედიტებული საექსპერტო ორგანიზაციის მიერ მომზადებული საექსპერტო დასკვნის საფუძველზე.
2.9.15. პრეტენდენტი (შემდგომში მიმწოდებლი) ვალდებულია სამუშაოები შეასრულოს იმგვარად, რომ არ შეფერხდეს დაწესებულებების ნორმალური ფუნქციონირება, შესაძლებელია, დღის წესრიგში დადგეს გარკვეული სამუშაობის არასამუშაო საათებსა და დღეებში განხორციელება. სამუშაოები აწარმოოს შრომის უსაფრთხოების მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი ნორმების სრული დაცვით.
2.9.16. პრეტენდენტი (შემდგომში მიმწოდებლი) ვალდებულია იზრუნოს სამუშაოების დასრულების შემდეგ გარემოს საჭირო და სათანადო აღდგენაზე, აგრეთვე შეასრულოს სამუშაო უსაფრთხო და ეკოლოგიურად მისაღები გზით და მინიმუმამდე დაიყვანოს მუშაობით გამოწვეული ხმაურის, ვიბრაციის და მტვრის გავლენა.
2.9.17. სამუშაოების შესრულების პროცესში გამოყენებული მასალების, მოწყობილობების და ა.შ. ხარისხი, ტექნიკური აღწერილობა და სხვა მახასიათებლები სრულად უნდა შეესაბამებოდეს სახარჯთაღრიცხო დოკუმენტაციაში მითითებულ მოთხოვნებს. ასევე, აღნიშნული მასალების, მოწყობილობების და ა.შ. ხარისხი, ტექნიკური აღწერილობა და სხვა მახასიათებლები თანხმდება შემსყიდველთან და შესაბამისი შეთანხმება შეიძლება განხორციელდეს როგორც წერილობით, ისევე მის გარეშე. იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტის (შემდგომში მიმწოდებლი) მიერ წარმოდგენილი მასალების, მოწყობილობების და ა.შ. ხარისხი, ტექნიკური აღწერილობა და სხვა მახასიათებლები ან/და შესრულებული სამუშაო სრულად არ შეესაბამება განსაფასებელი ხარჯთაღრიცხვისა და შემსყიდველთან შეთანხმებულ ხარისხსა და მოთხოვნებს, პრეტენდენტი (შემდგომში მიმწოდებლი) ვალდებულია თავისი ხარჯებით გამოასწოროს წუნდებული მასალა, მოწყობილობა და ა.შ. ან/და სამუშაო.
2.9.18. ობიექტზე, სამუშაოების პროცესში პრეტენდენტის (შემდგომში მიმწოდებლი) მიერ გამოყენებული ყველა მასალა და მოწყობილობა უნდა იყოს ახალი და ქარხნული წარმოების, ნივთობრივად და უფლებრივად უნაკლო. ამასთან, მიმწოდებელი სამუშოების დაწყებამდე მასალებსა და მოწყობილობებს ათანხმებს შემსყიდველთან.
2.9.19. პრეტენდენტმა (შემდგომში მიმწოდებლი) უნდა უზრუნველყოს, სამუშაოს შესრულების პროცესში, პრეტენდენტის (შემდგომში მიმწოდებლი) მიზეზით (მ/შ გაუფრთხილებლობით), შემსყიდველისთვის ან/და მესამე პირისთვის მიყენებული ზიანის სრული ანაზღაურება საკუთარი ხარჯით.
2.9.20. სატენდერო დოკუმენტაციაში ჩამოთვლილ საქონელზე, სადაც მითითებულია კონკრეტული სასაქონლო ნიშანი, მოდელი, წარმოშობის წყარო ან მწარმოებელი იგულისხმება ,,მსგავსი’’ ან ,,ეკვივალენტური.
2.9.21. ხარჯთაღრიცხვაში უნდა შეივსოს შესაბამისი ერთეულის ფასის ყველა უჯრა. თუ პრეტენდენტი გეგმავს რომელიმე პოზიციაზე საქონელი, მომსახურება და სამუშაო მიაწოდოს უფასოდ, ერთეულის ფასის შესაბამის გრაფაში უნდა ჩაიწეროს „0” ან ,,0.00". ცარიელი სიმბოლოს ან სხვა აღნიშვნის ( „-“, „* “ ან მსგავსი) მითითება დაუშვებელია, ასეთ შემთხვევაში იგულისხმება რომ აღნიშნულ პოზიციაზე პრეტენდენტის მიერ საქონელი და/ან მომსახურება განუფასებლადაა წარმოდგენილი, შესაბამისად, დაზუსტებას არ ექვემდებარება ტექნიკური დოკუმენტაცია, თუ სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნ(ებ)ის შესაბამისად, არ არის წარდგენილი ხარჯთაღრიცხვა ან წარდგენილ ხარჯთაღრიცხვაში განუფასებელი პოზიცი(ებ)ის რაოდენობა აღემატება განსაფასებელი პოზიციების 5%-ს.
2.9.22. სატენდერო წინადადებაში საერთო ფასი გამოსახული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა ხარჯისა და გადასახადის გათვალისწინებით. პრეტენდენტი (შემდგომში მიმწოდებლი) ვალდებულია ფასების ცხრილში (ხარჯთაღრიცხვა) მითითებული ერთეული და საერთო ფასები გამოსახოს და შესაბამისად გაიანგარიშოს ლარის მეასედის - თეთრების სიზუსტით (მძიმის შემდეგ ორი ციფრი).
2.9.23. პრეტენდენტი (შემდგომში მიმწოდებლი) ვალდებულია სამუშაოები შეასრულოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი სამშენებლო და გარემოსდაცვითი ნორმებისა და წესების მიხედვით.
2.9.24. პრეტენდენტმა (შემდგომში მიმწოდებლი) სამუშაოები უნდა დაიწყოს ხელშეკრულების დადებიდან და დაასრულოს არაუმეტეს 30 კალენდარულ დღეში.
2.9.25. შემსყიდველი ორგანიზაციის უფლებამოსილმა წარმომადგენელმა/წარმომადგენლებმა და აკრედიტებული საექსპერტო ორგანიზაციამ უნდა განახორციელონ:
ა) შესრულებული სამუშაოების ფორმა №2-ის დადასტურებას, კერძოდ, მოხდება შესრულებული სამუშაოების მოცულობითი შეფასება და საჭიროების შემთხვევაში დაკორექტირდება ფაქტობრივად გაწეული სამუშაოს შესაბამისად;
ბ) შეფასებას, შესრულებული სამუშაოების ფორმა №2 პასუხობს თუ არა „ტექნიკური რეგლამენტის „სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვისას ზედნადები ხარჯების და გეგმური მოგების განსაზღვრის წესის“ დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 14 იანვრის №55 დადგენილების მოთხოვნებს;
გ) ექპერტიზის განმახორციელებელმა პირმა/პირებმა უნდა დაადგინო(ნ)ს შეესაბამება თუ არა შესრულებული სამუშაოები და სამუშაოების შესრულების დროს გამოყენებული მასალები, მოწყობილობები და ა.შ. ხელშეკრულებით გათვალისწინებული სახარჯთაღრიცხვო მონაცემებს.

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1.1. იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, პრეტენდენტმა შემსყიდველი ორგანიზაციის წერილობითი მოთხოვნის შემდეგ, უნდა წარმოადგინოს/ატვირთოს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთება.
4.1.1.2. ფასწარმოქმნის ადეკვატურობა შესაძლებელია დასაბუთებული იქნას სსიპ "ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს" ან/და შესაბამის სფეროში საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილების/აკრედიტაციის მქონე პირის მიერ გაცემული საექსპერტო დასკვნით, რომელიც შედგენილი იქნება საქართველოს მთავრობის 2017 წლის 26 სექტემბრის N439 დადგენილებით დამტკიცებული "ტექნიკური რეგლამენტის - სამშენებლო სამუშაოების ხარჯთაღრიცხვის ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დადგენის მეთოდიკის" შესაბამისად.
4.1.1.3. საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილების/აკრედიტაციის მქონე პირის მიერ გაცემული საექსპერტო დასკვნის წარმოდგენის შემთხვევაში, პრეტენდენტის მიერ, დასკვნასთან ერთად, დამატებით წარმოდგენილი უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის შესაბამისი უფლებამოსილების/აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტი.
4.1.1.4. ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ით ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობა უნდა დადასტურდეს, როგორც პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებული წინადადების ფასთან (ხარჯთაღრიცხვის ჯამურ ღირებულებასთან), ასევე ხარჯთაღრიცხვის ერთეულებთან მიმართებით.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

7.2.1. ანგარიშსწორება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორებით ეროვნულ ვალუტაში – ლარში, ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოს შესაბამისად, მიმწოდებლის მიერ შესაბამისი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის წარმოდგენისა და მიღება-ჩაბარების აქტის (მათ შორის შუალედურის) გაფორმებიდან არაუგვიანეს 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში.
7.2.2. ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების მიღება განხორციელდება მთლიანად ან ეტაპობრივად. შესრულებულ სამუშაოებზე მიღება-ჩაბარების აქტი (მათ შორის შუალედური) ფორმდება მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი ფორმა №2-ის, შემსყიდველის მხრიდან კონტროლის განმახორციელებელი პირის დადებითი ინსპექტირების დასკვნისა და სსიპ -ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ან/და სხვა შესაბამის სფეროში საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილების/აკრედიტაციის მქონე პირის მიერ გაცემული, ფაქტიურად შესრულებული სამუშაოების როგორც მოცულობის, ასევე ფინანსური ნაწილის დამადასტურებელი დოკუმენტის, დადებითი ინსპექტირების ანგარიშის (საექსპერტო დასკვნა) საფუძველზე.

7.3 time limits for step by step and/or final payment

ანგარიშსწორება განხორციელდება ეტაპობრივად, სატენდერო დოკუმენტაციის 7.2 პუნქტით განსაზღვრული პირობის შესაბამისად შედგენილი დოკუმენტაციის წარმოდგენიდან/დადასტურებიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღეში.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

ლევან აკიშბაია, 599855009, lakishbaia@archives.gov.ge

additional information/document

10.1 additional information/documents

10.1.1. სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული ყველა დოკუმენტი და/ან ინფორმაცია უნდა იქნას ელექტრონულად ხელმოწერილი შესაბამისად უფლებამოსილი პირის მიერ ან დამოწმებული კვალიფიციური ელექტრონული შტამპით, კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად, კერძოდ: პრეტენდენტი, „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე ვალდებულია, სახელმწიფო შესყიდვებში ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთ ელექტრონულ დოკუმენტებზე შეასრულოს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა ან/და ეს დოკუმენტები დაამოწმოს კვალიფიციური ელექტრონული შტამპით. იმ შემთხვევაში, თუ ხელისმომწერი პირი არ არის წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილი, პრეტენდენტმა სისტემაში უნდა წარმოადგინოს ხელისმომწერი პირის ხელისმოწერისათვის გაცემული მინდობილობა. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანების თანახმად, პრეტენდენტის მიერ Excel-ის ცხრილის სახით წარსადგენი დოკუმენტი არ საჭიროებს ხელმოწერას ან/და ბეჭედს (მათ შორის, ელექტრონულ ხელმოწერას ან/და ელექტრონულ შტამპს).
10.1.2. სატენდერო წინადადების ან მისი შემადგენელი დოკუმენტის წარდგენა შესაძლებელია როგორც ქართულ, ასევე უცხოურ ენებზე. დოკუმენტის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში, მას უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანი ქართულ ენაზე.
10.1.3. ალტერნატიული სატენდერო წინადადება არ განიხილება.
10.1.4. აღნიშნულ ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობით პრეტენდენტი ადასტურებს, რომ სრულად ეთანხმება ამ კონკრეტული ელექტრონული ტენდერის სატენდერო განცხადებითა და სატენდერო დოკუმენტაციით მოთხოვნილ პირობებს.
10.1.5. სატენდერო დოკუმენტაციის შესახებ დამატებითი ინფორმაციისა და განმარტებების მოთხოვნის საშუალება და პროცედურა განისაზღვრება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანებით დამტკიცებული "ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის" მე-8 მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად. ტენდერში ამხანაგობის მონაწილეობის პირობები განისაზღვრება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანებით დამტკიცებული "ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის" 24-ე მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად.
10.1.6. დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ გაეცნონ სამუშაოების ადგილს.

✅10.1.7 პრეტენდენტის მიერ ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთი ინფორმაცია:
10.1.7.1. იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტს ერთიან ელექტრონულ სისტემაში მითითებული არ აქვს ხელმძღვანელის სახელი, გვარი, ელექტრონული მისამართი, ტელეფონის ნომერი, სრული საბანკო რეკვიზიტები და იურიდიული/ფაქტობრივი მისამართი, პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს აღნიშნული ინფორმაცია თანდართული რეკვიზიტების შესაბამისად (იხილეთ მიმაგრებული ფაილი -რეკვიზიტები).
10.1.7.2. განფასებული ხარჯთაღრიცხვა Exсel-ის ფორმატში (ს.დ.1.3 პუნქტი).
10.1.7.3. გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია (ს.დ. 2.2.1 პუნქტი).

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт

Еще тендеры и закупки за эти даты

31-01-2026 Работы по подготовке строительной площадки.

31-01-2026 Строительные материалы и связанные с ними изделия .

31-01-2026 Ремонт и техническое обслуживание медицинского и высокоточного оборудования.

31-01-2026 Ремонт и техническое обслуживание транспортных средств и оборудования и сопутствующие услуги .

31-01-2026 Ремонт и техническое обслуживание транспортных средств и оборудования и сопутствующие услуги .

31-01-2026 Работы по подготовке строительной площадки.





Copyright © 2008-2026, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru