Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Ремонт и техническое обслуживание транспортных средств и оборудования и сопутствующие услуги (Грузия - Тендер #70395458)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: LTD "The Joint Water Supply Company of Georgia"
Номер конкурса: 70395458
Дата публикации: 31-01-2026


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT) По прейскуранту
Номер заявки NAT260001511
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 30.01.2026 19:10
Начало приема предложения 10.02.2026 00:00
Истекает срок принятия предложений 12.02.2026 12:00
Предполагаемая цена прейскуранта 88`525.50 GEL
Контрактная цена объекта закупки 8`000.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 50100000-Ремонт и техническое обслуживание транспортных средств и оборудования и сопутствующие услуги
Коды классификатора
  • 50100000 - Ремонт и техническое обслуживание транспортных средств и оборудования и сопутствующие услуги
Срок подачи იხილეთ სატენდერო დოკუმენტაცია
Дополнительная информация
შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ საკუთრებაში არსებული სატრანსპორტო საშუალების (მარკა/მოდელი: VOLKSWAGEN CRAFTER, გამოშვების წელი - 2020) ტექნიკური მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა
Количество и объём закупок იხილეთ სატენდერო დოკუმენტაცია
Шаг снижения цены 885.00 GEL
Размер гарантии 80 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: irakli chezhia :: 28.01.2026 15:11
  • Последнее исправление: irakli chezhia :: 30.01.2026 19:10
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=669756&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ საკუთრებაში არსებული სატრანსპორტო საშუალების (მარკა/მოდელი: VOLKSWAGEN CRAFTER, გამოშვების წელი - 2020) ტექნიკური მომსახურების შესყიდვა

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

დანართის სახით იხილეთ ავტოსატრანსპორტო საშუალების მონაცემები, რომელზეც უნდა განხორციელდეს მომსახურების გაწევა.

შენიშვნა:

1. პრეტენდენტმა ელექტრონული ვაჭრობა უნდა განახორციელოს პრეისკურანტის სავარაუდო ჯამურ ღირებულებაზე 88 525.50 ლარზე;
2. პრეტენდენტის მიერ, სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში წარმოდგენილ პრეისკურანტში გასაწევი მომსახურების და დეტალის ერთეულის ფასები (დეტალის/მომსახურების ერთეულის შემოთავაზებული ფასი) არ უნდა აღემატებოდეს შემსყიდველის მიერ, პრეისკურანტის შესაბამის გრაფაში მითითებული დეტალის და გასაწევის მომსახურების ერთეულის ზედა ზღვრულ ფასებს (დეტალის/მომსახურების ერთეულის ზედა ზღვრული ფასი).
3. სატენდერო დოკუმენტაციის 1.3 მუხლის გათვალისწინებული პრეისკურანტი (დანართი N1) წარმოდგენილი უნდა იქნას Excel-ის ფორმატით.
4. პრეტენდენტმა, საბოლოო პრეისკურანტის წარმოდგენისას, პრეისკურანტის თითოეულ პოზიციაზე ფასის კლება უნდა განახორციელოს, მინიმუმ, პრეისკურანტის სავარაუდო ღირებულებასა და პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული პრეისკურანტის საბოლოო ღირებულებას შორის არსებული %-ლი სხვაობის მიხედვით, შემსყიდველის მიერ სისტემაში ატვირთულ პრეისკურანტში განსაზღვრულ ფასებთან მიმართებაში.
5. მიმწოდებელმა დათვალიერების შედეგად დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს მიმართვიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში, უნდა უზრუნველყოს დეფექტური აქტის მომზადება და თავის მხრივ დამოწმებული (ხელმოწერილი) სრულყოფილად შევსებული აქტის მიწოდება შემსყიდველისათვის, რის შემდგომაც, თანხმობის შემთხვევაში, შემსყიდველი დაამოწმებს (ხელმოწერით) დეფექტურ აქტს“.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

1. მომსახურება უნდა განხორციელდეს ქ. თბილისში, დაუყონებლივ/რიგგარეშე, ხელშეკრულების გაფორმებიდან 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად.
2. მიმწოდებელი ვალდებულია შემსყიდველის მიმართვიდან არაუგვიანეს 1 (ერთი) სამუშაო დღის ვადაში ჩაატაროს სატრანსპორტო საშუალებების დათვალიერება/დიაგნოსტიკა და უზრუნველყოს შესაბამისი დეფექტური აქტების შემსყიდველის ელექტრონულ მისამართზე - i.dolidze@water.gov.ge, გაგზავნა. შემსყიდველის თანხმობის გარეშე, ავტოსატრანსპორტო საშუალებების შეკეთების შემთხვევაში, კომპანია იტოვებს უფლებას, არ აუნაზღაუროს მიმწოდებელს გაწეული მომსახურების ღირებულება.
3. მომსახურების გაწევის ვადები თითოეულ შემთხვევაზე არ უნდა აღემატებოდეს სავალი ნაწილებისთვის - 3 დღეს (გარდა ავტოსატრანსპორტო საშუალებების თითოეული მოდელისათვის საჭირო სავალი ნაწილის სწრაფცვეთადი დეტალებისა (მათ შორის წინა და უკანა სამუხრუჭე ხუნდები), ასევე ჰაერის, საწვავისა და კონდიციონერის ფილტრები, მინის მწმენდები, მინის მწმენდის რეზინები და ნათურები, რომელთა შეცვლა/ტექნიკური მომსახურების გაწევა უნდა განხორციელდეს არაუგვიანეს 1 (ერთი) სამუშაო დღისა), ელექტროობისთვის - 3 დღეს, ძირითადი აგრეგატებისთვის - 5 დღეს. თუ ტექმომსახურება ეხება ძრავის კაპიტალურ რემონტს ან დეფიციტური სათადარიგო ნაწილით უზრუნველყოფას, შესაძლებელია მომსახურების გაწევის დრო განისაზღვროს მხარეთა შეთანხმებით, მაგრამ არაუმეტეს 30 (ოცდაათი) კალენდარული დღისა. სათადარიგო ნაწილი არ ჩაითვლება დეფიციტურად თუ საქართველოს ბაზარზე მოიძებნება თუნდაც ერთი მიმწოდებელი, რომელიც ახორციელებს აღნიშნული სათადარიგო ნაწილის რეალიზაციას. მოცემული ვადების ათვლა დაიწყება შემსყიდველის მიერ ელექტრონულად გაცემული თანხმობის მომენტიდან.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

1. მომსახურება უნდა განხორციელდეს დაუყოვნებლივ და რიგგარეშე, პრეტენდენტის სერვისცენტრში (ქ. თბილისი).
2. მიმწოდებელი ვალდებულია: მომსახურება გაწიოს ამ სფეროში საერთაშორისოდ აღიარებული ნორმებისა და სტანდარტების შესაბამისად; დაიცვას უსაფრთხოების ზომები მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესების სრული დაცვით; გათვალოს მომსახურების განხორციელების პროცესში შესაძლო რისკები და უზრუნველყოს მოსალოდნელი საფრთხეების თავიდან არიდება; სრულად უზრუნველყოს მისი ქმედების/უმოქმედობის შედეგად და გარემოზე ან/და სხვა სახის ქონებაზე მიყინებული ზიანის ანაზრაურება; აუნაზღაუროს შემსყიდველს მისი ბრალეულობით გამოწვეული ნებისმიერი სახის მატერიალური და არამატერიალური ზარალი.
3. მომსახურების გაწევის დროს მიმწოდებლის ბრალეულობით შემსყიდველის ავტომობილზე მიყენებული ნებისმიერი ზარალის აღმოფხვრის ხარჯების ანაზღაურება ეკისრება მიმწოდებელს.
4. პრეტენდენტმა, ხელშეკრულების დადებიდან არაუმეტეს 15 კალენდარული დღის ვადაში უნდა უზრუნველყოს ტექნიკური მომსახურების გამწევი სერვისცენტრების ვიდეო-კამერებით აღჭურვა, რომლებიც საშუალებას მისცემს შემსყიდველს რეალურ დროში დააკვირდეს ტექმომსახურების პროცესს (კამერების ხედვის არეალში მოქცეულ უნდა იყოს ყველა „ბოქსი“). ამასთან, შემსყიდველის მოთხოვნის საფუძველზე, პრეტენდენტმა უნდა უზრუნველყოს არანაკლებ 30 დღიანი ჩანაწერის წარმოდგენა (შემსყიდველის მოთხოვნის საფუძველზე, აღნიშნულის მიწოდება უნდა განხორციელდეს არაუგვიანეს 2 სამუშაო დღის ვადაში).

1.7.1 requirement related to guarantee period

1. განხორციელებულ მომსახურებაზე და თანმდევ სათადარიგო ნაწილებზე უნდა ვრცელდებოდეს გარანტია (გარდა სწრაფცვეთადი დეტალებისა (ნათურები (მათ შორის გახურების ნათურები), ანთების სანთლები, გახურების სანთლები, დამცველები, გადაბმულობის ამყოლი და მიმყოლი რგოლები (ფრიქციონები), კონდიციონერის, ჰაერისა და საწვავის ფილტრები, მინის მწმენდები, ანთების საკონტაქტო ერთეულები და მტვერდამცავები (პილნიკები), ასევე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც დაზიანება გამოწვეულია არასწორი ექსპლუატაციითა და გარეგანი ზემოქმედების შედეგად) არანაკლებ 200 (ორასი) კალენდარული დღე; ძრავზე, გადაცემათა კოლოფზე და ხიდებზე არანაკლებ 1 წელი ან 40 000 კმ, რომელიც უფრო ადრე დადგება; ელექტრონულ მოწყობილობებზე არანაკლებ 1 წელი; გადაბმულობის კომპლექტზე (დაკიდების დისკი, ქურო და საკისარი), მორგვის საკისრებზე და ყუმბარებზე არანაკლებ 6 თვე ან 20000 კმ; ძრავის ზეთი სინთეთიკური - 8 000 კმ; ძრავის ზეთი ნახევრად სინთეთიკური - 7 000 კმ; ძრავის ზეთი მინერალური - 7 000 კმ; ზეთის ფილტრი - 7 000 კმ; ძრავის ღვედი დამჭიმებით - 40 000 კმ; გენერატორის ღვედი - 30 000 კმ; კონდენციონერის ღვედი - 30 000 კმ; საჭის გამაძლიერებლის ღვედი - 30 000 კმ. ამასთან, შეცვლილი (ახალი) წინა და უკანა სამუხრუჭე ხუნდები ექსპლუატაციისას (საგარანტიო პერიოდში) არ უნდა გამოსცემდნენ ახალი (ხარისხიანი) ხუნდებისათვის უჩვეულო და არადამახასიათებელ ხმებს.

საგარანტიო ვადის განმავლობაში შეცვლილი სათადარიგო ნაწილის დაზიანების ან წუნდების შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებულია სავალი ნაწილების შემთხვევაში - 3 დღეში, ელექტროობის შემთხვევაში - 3 დღეში, ხოლო ძირითადი აგრეგატების შემთხვევაში - 5 დღეში საკუთარი ხარჯებით აღმოფხვრას აღმოჩენილი წუნი/დაზიანება;


შენიშვნა: პრეტენდენტი ვალდებულია სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთოს გასაწევი მომსახურების საგარანტიო პირობები.

technical requirements

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

1. პრეტენდენტს 2022 წლის 01 იანვრიდან ტენდერის გამოცხადების დღემდე ფაქტობრივად შესრულებული უნდა ჰქონდეს არანაკლებ 8 000.00 (რვა ათასი) ლარის ანალოგიური შეკეთება/ტექნიკური მომსახურების განხორციელების გამოცდილება.
2. პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს მხარეთა მიერ ხელმოწერილი ხელშეკრულებების და დამკვეთის ან/და მის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილი პირის მიერ დადასტურებული შესაბამისი მომსახურების გაწევის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები, საიდანაც უნდა იკვეთებოდეს გაწეული მომსახურების დასახელება და ღირებულება (გაწეული მომსახურების მიღება-ჩაბარების აქტი, ან/და დამკვეთის მიერ გაცემული, მომსახურების გაწევის დამადასტურებელი ნებისმიერი წერილობითი დოკუმენტი).
3. სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებ(ებ)ის არსებობის შემთხვევაში საკმარისია შესაბამისი განცხადების ნომრ(ებ)ის (SPA, NAT, CMR, MEP, DAP და სხვა ნომრები) წარმოდგენა. აღნიშნულის დასადასტურებლად პრეტენდენტმა უნდა უზრუნველყოს ინფორმაციის წარმოდგენა სატენდერო დოკუმენტაციის 2.2.1 მუხლში არსებული დანართი N3-ის შესაბამისად.
ამასთან:

ა) დანართი N3-ის ატვირთვა სავალდებულო არ არის;
ბ) იმ შემთხვევაში, თუ დანართ N3-ში არ იქნება ასახული ინფორმაცია განცხადების ნომრ(ებ)ის (SPA, NAT, CMR, MEP, DAP და სხვა ნომრები) ან/და ელექტრონული ტენდერის შესაბამის მოდულში მოცემული ინფორმაცია ვერ უზრუნველყოფს სატენდერო დოკუმენტაციით მოთხოვნილი გამოცდილების დადასატურებას, პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს მხარეთა შორის ხელმოწერილი ხელშეკრულებების ასლები და მომსახურების გაწევის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები (მიღება-ჩაბარების აქტი, ან/და დამკვეთის მიერ გაცემული, მომსახურების გაწევის დამადასტურებელი ნებისმიერი წერილობითი დოკუმენტი), რითაც დადასტურდება მოთხოვნილი გამოცდილება.
გ) მომსახურებაზე, რომელიც გაწეულია საქართველოს ტერიტორიაზე და დამკვეთს წარმოადგენს კერძო სამართლის სუბიექტი (არა შესყიდველი ორგანიზაციები), პრეტენდენტმა დამატებით უნდა წარმოადგინოს შესაბამისი დადასტურებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა;

2.3.1 requirement related to material and technical support of a tenderer

1. პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს, მისი ან/და ქვეკონტრაქტორ(ებ)ის, ტექნიკური მომსახურების გამწევი სერვისცენტრის საკუთრების ან/და სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტები, რითაც დადასტურდება სერვისცენტრის საკუთრება ან/და სარგებლობის უფლებით ფლობა. სარგებლობის უფლებით ფლობის შემთხვევაში წარმოდგენილი დოკუმენტი ძალაში უნდა იყოს არანაკლებ 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, ხოლო,თუ აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტი 1 წელზე მეტი ვადით არის დადებული, პრეტენდენტმა დამატებით უნდა წარმოადგინოს ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, ვინაიდან, საჯარო რეესტრის შესახებ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის (უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში რეგისტრაციისადმი დაქვემდებარებული უფლებები და ვალდებულებები) პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში რეგისტრირდება იჯარა. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, მე-11 მუხლის პირველი პუნქტის „ა“–„ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული უფლებების, ხოლო კერძო სამართლის იურიდიული პირის მონაწილეობით 1 წელზე მეტი ვადით დადებული გარიგების (მათ შორის, გარიგებებისა, რომელთა საერთო ვადა აღემატება 1 წელს) საფუძველზე - აგრეთვე ამ მუხლის პირველი პუნქტის „ვ“–„ი“ და „ლ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული უფლებების წარმოშობისათვის აუცილებელია მათი საჯარო რეესტრში რეგისტრაცია).

2. პრეტენდენტს ან/და მის ქვეკონტრაქტორს ტექმომსახურების გაწევის მიზნით, სერვის-ცენტრის ერთ სივრცეში უნდა გააჩნდეს შემდეგი მანქანა-დანადგარები და შესაბამისი აღჭურვილობა, ძირითადი საშუალებები (მატერიალურ-ტექნიკური ბაზა):

სატრანსპორტო საშუალების ამწევი მექანიზმი - არანაკლებ 1 ერთეული, ელექტრო სისტემის კომპიუტერული დიაგნოსტიკის აპარატი - არანაკლებ 1 ერთეული; საყრდენი დისკის გასაჩარხი აპარატი - არანაკლებ 1 ერთეული; ძრავის CO2-ზე შემოწმების აპარატი - არანაკლებ 1 ერთეული; ძრავის ბოლით შემოწმების აპარატი - არანაკლებ 1 ერთეული; წინა მაშუქების რეგულირების აპარატი - არანაკლებ 1 ერთეული; ვულკანიზაციის/ბალანსირების აპარატი - არანაკლებ 1 ერთეული; დისკების გასწორების აპარატი - არანაკლებ 1 ერთეული; კონდიცირების სისტემის ტესტირების და ფრეონით დამუხტვის აპარატი - არანაკლებ 1 ერთეული; თვლების შეყრის გასწორების აპარატი - არანაკლებ 1 ერთეული; საწვავის (ბენზინის) სისტემის დიაგნოსტირების აპარატი - არანაკლებ 1 ერთეული; დიზელის სისტემის დიაგნოსტირების აპარატი - არანაკლებ 1 ერთეული; ძრავში ზეთის შეცვლის აპარატი (ბალონი) - არანაკლებ 1 ერთეული; ძრავის ამოსაღები ამწე - არანაკლებ 1 ერთეული; ელექტრო მომარაგების ალტერნატიული წყარო (გენერატორი).

პრეტენდენტს ან/და მის ქვექონტარქორს სერვისცენტრებს უნდა გააჩნდეს დაცული ავტოსადგომი, სადაც შესაძლებელი იქნება დღე-ღამის ნებისმიერ მონაკვეთში მწყობრიდან გამოსული სანტრანსპორტო საშუალებ/ებ/ის მიყვანა და გონივრული ვადით (შეკეთებამდე) განთავსება; სერვისცენტრებში დაცული უნდა იყოს ჰიგიენური ნორმები. სერვისცენტრები აღჭურვილ უნდა იყოს პირველადი და აუცილებელი მოხმარების ხანძარსაწინააღმდეგო ინვენტარით.

შენიშვნა: პრეტენდენტი ვალდებულია სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთოს მატერიალურ-ტექნიკურ ბაზასთან დაკავშირებული ინფორმაცია.

2.8.1 requirements related to a sub-contractor

ქვეკონტრაქტორ(ებ)ის გამოყენების შემთხვევაში, პრედენდენტი ვალდებულია, წარმოადგინოს მხარეთა (პრეტენდენტი და მისი ქვეკონტრაქტორი) შორის გაფორმებული ხელშეკრულება, რომლის მოქმედების ვადა განისაზღვრება არაუგვიანეს 2026 წლის 31 დეკემბრისა

2.9 other additional requirements

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

1. იმ შემთხვევაში თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული პრეისკურანტის საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია პრეისკურანტის სავარაუდო ზღვრულ ღირებულებაზე, პრეტენდენტმა შემსყიდველი ორგანიზაციის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე, უნდა წარმოადგინოს (სისტემაში ატვირთოს) ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტი. ფასწარმოქმნის ადეკვატურობა, შესაძლებელია დასაბუთდეს ექსპერტიზის ან/და შესაბამის სფეროში საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილების/ აკრედიტაციის მქონე პირის მიერ გაცემული საექსპერტო ან/და საშემფასებლო დასკვნით (პრეტენდენტის მიერ, დასკვნასთან ერთად, ასევე, წარმოდგენილი უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის შესაბამისი უფლებამოსილების/აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტი). აღნიშნულის წარმოუდგენლობა ან/და უარყოფითი დასკვნის წარმოდგენა გამოიწვევს შესაბამისი
2. ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ით ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობა უნდა დასტურდებოდეს როგორც პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებული წინადადების ფასთან (პრეისკურანტის ჯამურ ღირებულებასთან), ასევე პრეისკურანტის ერთეულებთან მიმართებით.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

ანგარიშსწორება განხორციელდება ეტაპობრივად, ფაქტობრივად გაწეული მომსახურების მიხედვით, მიმწოდებლის მიერ ანგარიშსწორებისთვის საჭირო დოკუმენტაციის წარმოდგენიდან 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში.

7.3 time limits for step by step and/or final payment

ანგარიშსწორება განხორციელდება მიმწოდებლის მიერ ანგარიშსწორებისთვის საჭირო დოკუმენტაციის წარმოდგენიდან 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

ირაკლი ჭეჟია, 593636888, irakli05@yahoo.com

additional information/document

10.1 additional information/documents

1. სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში (შემდგომში – „სისტემა“) შესყიდვის პროცედურები ხორციელდება საქართველოს კანონის „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანებით დამტკიცებული "ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ შესაბამისად;
2. პრეტენდენტს არ აქვს უფლება წარმოადგიმოს ალტერნატიული სატენდერო წინადადება;
3. ტენდერთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია წარმოდგენილ უნდა იქნას ქართულ ენაზე. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარმოდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანები ქართულ ენაზე, რომელშიც, თარგმანის სისწორე ან/და მთარგმნელის ხელმოწერის ნამდვილობა დამოწმებული უნდა იყოს ნოტარიული წესით;
4. სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული, პრეტენდენტის მიერ შექმნილი,დოკუმენტები ან/და ინფორმაცია უნდა იქნას ელექტრონულად ხელმოწერილი შესაბამისად უფლებამოსილი პირის მიერ ან დამოწმებული კვალიფიციური ელექტრონული შტამპით, კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად, კერძოდ: პრეტენდენტი, „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების საფუძველზე ვალდებულია, სახელმწიფო შესყიდვებში ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთ ელექტრონულ დოკუმენტებზე შეასრულოს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა ან/და ეს დოკუმენტები დაამოწმოს კვალიფიციური ელექტრონული შტამპით (იხ. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს რეკომენდაციები). იმ შემთხვევაში, თუ ხელისმომწერი პირი არ არის წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილი, პრეტენდენტმა სისტემაში უნდა წარმოადგინოს ხელისმომწერი პირის ხელისმოწერისათვის გაცემული მინდობილობა;
5. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების ფორმა და პირობები მოცემულია სატენდერო დოკუმენტაციაში, რომელიც ხელშეკრულების დადების მომენტისათვის დაზუსტდება სატენდერო წინადადების შესაბამისად;
.6.სატენდერო კომისიის მიერ პრეტენდენტი დისკვალიფიცირებული იქნება ტენდერიდან (დაზუსტების გარეშე), თუ არ იქნება წარმოდგენილი სატენდერო დოკუმენტაციის 1.3 პუნქტით გათვალისწინებული პრეისკურანტს (სავალდებულოა Excel-ის ფორმატი) ან ის წარმოდგენილი იქნება განუფასებლად (გარდა იმ შემთხვევისა, თუ წარდგენილ პრეისკურანტში განუფასებელი პოზიცი(ებ)ის რაოდენობა არ აღემატება განსაფასებელი პოზიციების 5%-ს).

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт

Еще тендеры и закупки за эти даты

31-01-2026 Типографские услуги и связанные с ними услуги.

31-01-2026 Консультирование по вопросам делопроизводства и управления и связанные с ними услуги.

31-01-2026 Ремонт и техническое обслуживание транспортных средств и оборудования и сопутствующие услуги .

31-01-2026 Мебель .

31-01-2026 Ремонт и техническое обслуживание насосов, вентилей, кранов и металлических емкостей и оборудования.

31-01-2026 Архитектурные и сопутствующие услуги .





Copyright © 2008-2026, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru