Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Ремонт и техническое обслуживание транспортных средств и оборудования и сопутствующие услуги (Грузия - Тендер #70213486)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: National Agency of Public Registry
Номер конкурса: 70213486
Дата публикации: 23-01-2026


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT) По прейскуранту
Номер заявки NAT260000919
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 23.01.2026 15:26
Начало приема предложения 31.01.2026 00:00
Истекает срок принятия предложений 02.02.2026 16:30
Предполагаемая цена прейскуранта 1`729`017.75 GEL
Контрактная цена объекта закупки 81`590.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 50100000-Ремонт и техническое обслуживание транспортных средств и оборудования и сопутствующие услуги
Коды классификатора
  • 50100000 - Ремонт и техническое обслуживание транспортных средств и оборудования и сопутствующие услуги
  • 50110000 - Ремонт и техническое обслуживание автотранспортных средств и сопутствующего оборудования
  • 50112000 - Ремонт и техническое обслуживание автомобилей
  • 50113000 - Ремонт и техническое обслуживание автобусов
  • 50114000 - Ремонт и техническое обслуживание грузовых автомобилей
  • 50116000 - Ремонт и техническое обслуживание определенных частей транспортных средств
  • 50118000 - Помощь на дороге
Срок подачи ხელშეკრულების გაფორმებიდან 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.
Дополнительная информация
სააგენტოს ბალანსზე რიცხული ავტომობილების და მათთან დაკავშირებული მოწყობილობების შეკეთება და ტექნიკური მომსახურება შემსყიდველის საჭიროებისდა მიხედვით, მისი მოთხოვნის შესაბამისად.
Количество и объём закупок იხილეთ სატენდერო დოკუმენტაციაში
Шаг снижения цены 17`290.18 GEL
Размер гарантии 816 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: tengizi jugheli :: 15.01.2026 17:04
  • Последнее исправление: tengizi jugheli :: 23.01.2026 15:26
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=666883&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

ხელშეკრულების გაფორმებიდან 2026 წლის მთელი პერიოდის განმავლობაში, ეტაპობრივად - საჭიროების შესაბამისად, შემსყიდველი ორგანიზაციის ბალანსზე რიცხულ, 45 ერთეულ, სხვა და სხვა ტიპისა და მარკის ავტომობილზე, შეკეთებისა და ტექნიკური მომსახურების გაწევა.

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

შესასყიდ მომსახურებას ექვემდებარება შემდეგი ტიპის, მარკისა და რაოდენობის ავტომობილები:
1.შკოდა ოქტავია - 3 ერთეული;
2. შკოდა სუპერ ბ- 1 ერთეული;
3. კია რიო - 7 ერთეული;
4. ნისან იქსტრაილი - 2 ერთეული;
5. რენო დასტერი - 4 ერთეული;
6. ფოტონი, მიკროავტობუსი - 1 ერთეული;
7.ფოტონი სატვირთო -1 ერთეული;
8. ფორდ ტრანზიტი მიკროავტობუსი -1ერთეული;
9. რენო ლოგანი -1 ერთეული;
10. ფიატ ფულბეკი - 3 ერთეული;
11. ფორდ რეინჯერი - 1 ერთეული;
12. ფიატ დუკატო, მიკროავტობუსი-2 ერთეული;
13. მიცუბიში ელ-200 - 18 ერთეული.

ტექნიკური მომსახურებების და სათადარიგო ნაწილების/საცხებ-საპოხი მასალების ჩამონათვალი/აღწერილობა წარმოდგენილია "ავტომობილების ტექ. მომსახურების სავარაუდო პრეისკურანტში - დანართი №2-ში".


1. მომსახურების ფარგლებში ავტომანქანის დაზიანებული ნაწილი, გარდა წინა სავალი ნაწილებისა, უნდა შეიცვალოს ქარხნული, ახალი ან მეორადი (შენიშვნა: მეორადი ნაწილი გულისხმობს შეუკეთებელ, დაუზიანებელ, ახალთან მიახლოებული რესურსის მქონე ნაწილს) სათადარიგო ნაწილებით. წინა სავალი ნაწილების გამოცვლა დასაშვებია მხოლოდ ახალი - არა მეორადი სათადარიგო ნაწილებით.
2. მიმწოდებელი ვალდებულია, შემსყიდველის მიმართვის შემთხვევაში, ჩაატაროს ავტომანქანის დათვალიერება, რის შემდგომაც მხარეები ადგენენ დეფექტურ აქტს, რომელშიც მითითებული უნდა იყოს გასაწევი მომსახურების ან/და სათადარიგო ნაწილების დეტალური აღწერა, მათი ღირებულებები, აგრეთვე მომსახურების დაწყებისა და დასრულების ვადები; იმ შემთხვევაში, თუ აღმოჩნდება, რომ მიმწოდებლის მიერ არ არის სრულყოფილად შესრულებული მომსახურება და/ან შეცვლილი ნაწილი აღმოჩნდა წუნდებული, მიმწოდებელი ვალდებულია აღმოჩენილი ხარვეზი აღმოფხვრას საკუთარი ხარჯებით;
3. მომსახურების გაწევის პროცესში მიმწოდებლის ბრალეულობით ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე მიყენებული ნებისმიერი ზიანის აღმოფხვრის ხარჯები უნდა ანაზღაურდეს მიმწოდებლის მიერ;
4. თუ გამოცვლილი ან/და შეკეთებული ნაწილის გამო, ავტომანქანა გამოვიდა მწყობრიდან გამოცვლილ ან შეკეთებულ ნაწილზე განსაზღვრულ საგარანტიო ვადაში, პრეტენდენტი ვალდებულია, მოახდინოს აღნიშნული ხარვეზის აღმოფხვრა შემსყიდველისათვის უფასოდ, ხოლო ევაკუირების საჭიროების შემთხვევაში, ევაკუატორის მომსახურებაც უნდა განხორციელდეს უფასოდ.
5. მიმწოდებელს პრეისკურანტით გათვალისწინებულ ევაკუატორის მომსახურების ნაცვლად, პრეისკურანტის შესაბამის გრაფაში გათვალისწინებულ ევაკუატორის მომსახურების ფასად, შეუძლია უზრუნველყოს მოთხოვნიდან გონივრულ ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს მოთხოვნიდან 10 საათისა, საქართველოს ნებისმიერ ნაწილში, გაგზავნოს შესაბამისად აღჭურვილი მობილური ჯგუფი, რომელიც შეძლებს მწყობრიდან გამოსული ავტომობილის შეკეთებას მისი მწყობრიდან გამოსვლის ადგილზე.
6. პრეტენდენტს სერვის ცენტრში უნდა შეეძლოს არანაკლებ 5 (ხუთი) ავტოსატრანსპორტო საშუალების ერთდროულად მომსახურება.
7. მომსახურება გაწეული უნდა იქნას რიგგარეშე.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

1. მომსახურება უნდა განხორციელდეს ეტაპობრივად, შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად ხელშეკრულების გაფორმებიდან, მომსახურების ამოწურვამდე, მაგრამ არაუგვიანეს 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, უქმე დღეების გათვალისწინებით.
2. მიმწოდებელი ვალდებულია შემსყიდველის მიმართვისას (არაუგვიანეს მომდევნო დღისა) ჩაატაროს ავტოსატრანსპორტო საშუალების დათვალიერება, რის შემდეგადაც მხარეები ადგენენ დეფექტურ აქტს, რომელშიც მითითებული უნდა იყოს გასაწევი მომსახურების ან/და სათადარიგო ნაწილების დეტალური აღწერა, მათი ღირებულებები.
3. მიმწოდებელმა, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, უნდა უზრუნველყოს მომსახურების გაწევა გონივრულ ვადაში, სამუშაოს სირთულიდან გამომდინარე, მაგრამ დეფექტური აქტის შედგენიდან არაუმეტეს:
• ძრავის, გადაცემათა კოლოფის და ხიდის კაპიტალური შეკეთება - მოთხოვნიდან 10 კალენდარული დღე;
• ყველა ტიპის ელექტრო საშემკეთებლო სამუშაოები - მოთხოვნიდან 3 კალენდარული დღე;
• ყველა ტიპის სავალი ნაწილების გამოცვლა/შეკეთება - მოთხოვნიდან 3 კალენდარული დღე;
• წინა და უკანა ხუნდების შეცვლა - არაუმეტეს 1 კალენდარული დღე;
• ძრავის ზეთის, ძრავის ზეთის ფილტრის, ჰაერის ფილტრის შეცვლა - მოთხოვნიდან 1 კალენდარული დღე;
• თუ ტექნიკური სირთულის გამო ვერ ხერხდება მომსახურების დასრულება ან/და სათადარიგო ნაწილი შესაკვეთია/არ მოიპოვება ადგილობრივ ბაზარზე - მხარეთა მიერ შეთანხმებულ გონივრულ ვადაში, მაგრამ არაუმეტეს 20 კალენდარული დღე.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

მომსახურების გაწევის ადგილია ქ. თბილისში მდებარე, პრეტენდენტის ან მისი ქვეკონტრაქტორი სუბიექტის საკუთრებაში ან მართლზომიერ სარგებლობაში (ქირავნობის, იჯარის ან სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული/დაშვებული უძრავის ქონებით სარგებლობის სხვა ნებისმიერი ფორმით) არსებული უძრავი ქონების - ავტოტექმომსახურების სერვის-ცენტრი (ერთიანი სივრცე), რომელიც აღჭურვილი იქნება წინამდებარე სატენდერო დოკუმენტაციის 2.3.1. პუნქტში ჩამოთვლილი ყველა აღჭურვილობითა და მოწყობილობა-დანადგარით.

1.7.1 requirement related to guarantee period

1. ექსპლუატაციის პირობების დაცვის შემთხვევაში (თუ არ აღინიშნება გარეგანი მექანიკური ზემოქმედებით გამოწვეული დაზიანება) მიმწოდებლის მიერ გაწეულ ტექ-მომსახურებზე, ახალ, შეკეთებულ და მეორად ნაწილებზე (შენიშვნა: მეორადი ნაწილი გულისხმობს შეუკეთებელ, დაუზიანებელ, ახალთან მიახლოებული რესურსის მქონე ნაწილს) გარანტია უნდა ვრცელდებოდეს (შენიშვნა: წინა სავალი ნაწილების შეცვლა დასაშვებია მხოლოდ ახალი, არა მეორადი ნაწილებით):
• ძრავის რემონტზე ან სხვა ძრავით შეცვლის შემთხვევაში - არანაკლებ 1 წელი ან 50 000 კმ. გარბენი, (რომელიც უფრო ადრე შესრულდება) იმ შემთხვევაშიც თუ ძრავის ზეთის და ზეთის ფილტრის შეცვლა განხორციელდება სხვა სერვისცენტრში;
• გადაცემათა კოლოფის რემონტზე ან სხვა გადაცემათა კოლოფით შეცვლის შემთხვევაში - არანაკლებ 1 წელი ან 40 000 კმ. გარბენი, (რომელიც უფრო ადრე შესრულდება);
• გამანაწილებელი კოლოფის რემონტზე ან სხვა გამანაწილებელი კოლოფით შეცვლის შემთხვევაში - არანაკლებ 1 წელი ან 40 000 კმ. გარბენი (რომელიც უფრო ადრე შესრულდება);
• ხიდის რემონტზე ან სხვა ხიდით შეცვლის შემთხვევაში - არანაკლებ 1 წელი ან 30 000 კმ. გარბენი (რომელიც უფრო ადრე შესრულდება);
• სავალი ნაწილები - 6 თვე ან 30 000 კმ. გარბენი (რომელიც უფრო ადრე შესრულდება);
• გადაბმულობის სისტემა - 6 თვე ან 20 000 კმ. გარბენი, (რომელიც უფრო ადრე შესრულდება);
• სათუნუქე - სამღებრო სამუშაოები არანაკლებ 1 წელი;
• მექანიზმები - არანაკლებ 1 წელი ან 30 000 კმ. გარბენი (რომელიც უფრო ადრე შესრულდება);
• ელექტრო სამუშაოები - არანაკლებ 6 თვე ან 30 000 კმ. გარბენი, (რომელიც უფრო ადრე შესრულდება);
• ელექტრო დეტალები - არანაკლებ 1 წელი ან 50 000 კმ. გარბენი (რომელიც უფრო ადრე შესრულდება);
• დანარჩენი აღდგენითი და სხვა მომსახურება - არანაკლებ 6 თვე ან 30 000 კმ. გარბენი (რომელიც უფრო ადრე შესრულდება);
• სხვა დანარჩენი ა/სათადარიგო ნაწილები - არანაკლებ 1 წელი ან 60 000 კმ. გარბენი, (რომელიც უფრო ადრე შესრულდება);
2. საგარანტიო პერიოდის განმავლობაში, ექსპლუატაციის ნორმების დაცვის პირობებში (თუ არ აღინიშნება გარეგანი მექანიკური ზემოქმედებით გამოწვეული დაზიანება), თუ შეკეთებული ან გამოცვლილი ნაწილი დაზიანდა, მიმწოდებელი ვალდებულია საკუთარი ხარჯებით, შემსყიდველის მხრიდან რაიმე ხარჯის გაწევის გარეშე, უზრუნველყოს დაზიანების სრულად აღმოფხვრა ნაწილის შეცვლით ან შეკეთებით, რომელსაც კვლავ უწესდება საგარანტიო ვადა ზემოაღნიშნული პირობების შესაბამისად. თუ გარანტიის მქონე გამოცვლილი ან შეკეთებული ნაწილი ისე დაზიანდა, რომ საჭიროა ევაკუატორის მომსახურება, ევაკუატორის მომსახურების გაწევაც შემსყიდველისათვის უნდა მოხდეს უფასოდ.

technical requirements

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

1. პრეტენდენტს (ქვეკონტრაქტორის გამოყენების შემთხვევაში, როგორც პრეტენდენტს, ისევე, ქვეკონტრაქტორსაც) 2023 წლის 01 იანვრიდან, მოცემული ტენდერის გამოცხადების დღემდე, გაწეული უნდა ჰქონდეს, ჯამში, არანაკლებ 100 000 (ასი ათასი) ლარის ღირებულების, ავტომობილების შეკეთების და ტექნიკური მომსახურება, რომელიც უნდა დადასტურდეს ხელშეკრულებ(ებ)ითა და აღნიშნული ხელშეკრულებ(ებ)ის შესრულების მიღება-ჩაბარების აქტებით.
2. იმ შემთხვევაში, თუ მომსახურება გაწეულია კერძო სამართლის იურიდიული პირის ან ფიზიკური პირის დაკვეთით (არა სახელმწიფო შემსყიდველი ორგანიზაცია), პრეტენდენტმა ზემოაღნიშნული დოკუმენტებთან ერთად უნდა წარმოადგინოს ამ მომსახურების შესრულების ამსახველი ფინანსური დოკუმენტაცია: საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები და გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტები.
3. იმ შემთხვევაში, თუ სატენდერო დოკუმენტაციის 2.2.1 პუნქტით მოთხოვნილი გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია ატვირთულია შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში, პრეტენდენტს შეუძლია, გამოცდილების შესახებ ინფორმაცია წარმოადგინოს CMR, SPA, NAT და ა.შ ნომრების სახით და არ ატვირთოს ზემოაღნიშნული დოკუმენტაცია. თუ პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილ 2.2.1 პუნქტში მითითებულ დოკუმენტაციასა და სისტემაში (CMR, SPA, NAT და ა.შ ნომრების შესაბამისად) ატვირთულ დოკუმენტებს შორის აღმოჩნდება უზუსტობა, უპირატესობის მინიჭების საკითხს გადაწყვეტს სატენდერო კომისია.

2.3.1 requirement related to material and technical support of a tenderer

1. მომსახურების გაწევა უნდა განხორციელდეს ქ. თბილისში მდებარე, მიმწოდებლის ან ქვეკონტრაქტორის საკუთრებაში ან მართლზომიერ სარგებლობაში (ქირავნობით, იჯარით, ან სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული/დაშვებული, უძრავი ქონებით სარგებლობის სხვა ნებისმიერი ფორმით) არსებულ ერთ სერვის-ცენტრში (ერთიან სივრცეში).
2. ტენდერში შემოთავაზებულ, პრეტენდენტის ან ქვეკონტრაქტორის მფლობელობაში (მართვაში) მყოფ, ავტომობილების ტექნიკური მომსახურების სერვის-ცენტრს უნდა გააჩნდეს შემდეგი დანადგარები და მოწყობილობები:
• ავტომანქანების ამწევი დანადგარი - არანაკლებ 5 ცალი, არანაკლებ 2 ტონიანი;
• სერვის ცენტრს უნდა გააჩნდეს ორმოთხრილი - არანაკლებ 2 ცალი;
• სერვის ცენტრს უნდა გააჩნდეს არანაკლებ 7 ბოქსი, აქედან მინიმუმ ორ ბოქსი იმ სივრცის უნდა იყოს, რომ მათში შესაძლებელი იყოს შემსყიდველის (იხილეთ ავტომობილების ჩამონათვალი) სატვირთო ავტომობილებსა და მიკროავტობუსებზე პრეისკურანტით გათვალისწინებული ნებისმიერი სახის ავტოტექმომსახურების გაწევა;
• საბურავების ვულკანიზაციისა და ბალანსირების დანადგარი - არანაკლებ 1 ცალი;
• „აპორნი“ დისკების გაჩარხვის აპარატი - არანაკლებ 1 ცალი;
• დისკების გასასწორებელი აპარატი - არანაკლებ 1 ცალი;
• ელ-შედუღების აპარატი - არანაკლებ 1 ცალი;
• ჰიდრავლიკური წნეხი - 1 ცალი;
• ძრავის ამოსაღები ამწე - არანაკლებ 1 ცალი;
• ავტომანქანის კონდიციონერის ფრეონით დატუმბვის აპარატი - არანაკლებ 1 ცალი;
• შეზეთვის მოწყობილობა - არანაკლებ 1 ცალი;
• თვლების განშლისა და შეყრის კუთხის კომპიუტერული გასასწორებელი დანადგარი (რაზვალი + სხაჟდენია) – არანაკლებ 1 ცალი;
• წინა მაშუქების რეგულირების აპარატი - არანაკლებ 1 ცალი;
• სერვისცენტრი უნდა იყოს დაცული - დაცვის მომსახურებით ან ვიდეომეთვალყურეობის სისტემით. უნდა გააჩნდეს პარკირების ადგილები;
• შემსყიდველი მოთხოვნის შემთხვევაში, მიმწოდებელი სერვისცენტრ(ებ)ში ერთდროულად უნდა მოემსახუროს შემსყიდველის არანაკლებ 5 ავტომობილს, რისთვისაც სერვის-ცენტრს უნდა გააჩნდეს საჭირო ფართი იმისათვის, რომ უზრუნველყოს ზემოაღნიშნული რაოდენობის ფარგლებში შემსყიდველის ავტომობილების განთავსება ბოქსებში ან/და შესაბამის სადგომზე (დაცულ ტერიტორიაზე);
• სერვის-ცენტრში დაცული უნდა იყოს სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები.

თუ პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი სერვის-ცენტრი არ აკმაყოფილებს ზემოჩამოთვლილი მოთხოვნათაგან ერთ-ერთს, მოხდება პრეტენდენტის დისკვალიფიკაცია.

3. პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:
• წინამდებარე ტენდრში პრეტენდენტის მიერ შემოთავაზებული, თბილისის ტერიტორიაზე მდებარე, ავტომობილების ტექნიკური მომსახურების სერვის-ცენტრის მისამართი და სერვის ცენტრის აღწერილობა და აღჭურვილობის ჩამონათვალი ზემოაღნიშნული მოთხოვნების მიხედვით;
(პრეტენდენტს შეუძლია წარმოადგინოს ერთზე მეტი სერვის-ცენტრი, მაგრამ თითოეული სერვის-ცენტრის აღჭურვილობა უნდა აკმაყოფილებდეს ზემოთ მითითებულ ყველა მოთხოვნას;
• პრეტენდენტის მიერ დოკუმენტურად წარმოდგენილი სევრის ცენტრის არსებობა, მისი აღწერილობისა და აღჭურვილობის ჩამონათვალის სინამდვილე დადგინდება შემსყიდველი ორგანიზაციის თანამშრომლების მიერ სერვის ცენტრის ადგილზე დათვალიერებით და შემოწმებით.
• იმ შემთხვევაში, თუ სერვის-ცენტრი წარმოადგენს პრეტენდენტის (ან, ქვეკონტრაქტორის გამოყენების შემთვევაში, ქვეკონტრაქტორის) საკუთრებას, ან მას (პრეტენდენტი ან ქვეკონტრაქტორი) სხვა სანივთო-სამართლებრივი უფლებით ფლობს, უნდა წარმოადგინოს, ამის დამადასტურებელი, ტენდერის გამოცხადების დღის შემდეგ განახლებული ამონაწერი საჯარო რეესტრიდან;
• იმ შემთხვევაში, თუ სერვის-ცენტრს, როგორც უძრავ ქონებას, პრეტენდენტი (ან, ქვეკონტრაქტორის გამოყენების შემთვევაში, ქვეკონტრაქტორი) ფლობს ვალდებულებით-სამართლებრივი სარგებლობის უფლებით, მან უნდა წარმოადგინოს იჯარის, ქირავნობის ან სხვა ვალდებულებით სამართლებრივი ხელშეკრულება (თუ ხელშეკრულება 1 წელზე მეტი ვადითაა დადებული ან ხელშეკრულებების საერთო ვადა 1 წელს აღემატება ხელშეკრულებასთან ერთად წარმოდგენილი უნდა იყოს ამონაწერი საჯარო რეესტრი, სადაც მითითებული იქნება იჯარის, ქირავნობის ან სხვა ვალდებულებით სამართლებრივი უფლება), რომლის პირობები შესაძლებლობას აძლევს პრეტენდენტს გასწიოს სატენდერო პირობებით გათვალისწინებული ავტოტექმომსახურება და, ასევე, უნდა წარმოდგენილ იქნას იმ პირის საკუთრების ან სხვა უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაცია, რომელიც გადასცემს ზემოაღნიშნული ხელშეკრულებით პრეტენდენტს მიწის ნაკვეთზე/უძრავ ქონებაზე სარგებლობის უფლებას (საკუთრების უფლება ან სხვა სანივთო სამართლებრივი უფლება უნდა დადასტურდეს ტენდერის გამოცხადების დღის შემდეგ განახლებული ამონაწერით საჯარო რეესტრიდან, ხოლო ვალდებულებით-სამართლებრივი უფლებები უნდა დადასტურდეს ხელშეკრულებით).

2.8.1 requirements related to a sub-contractor

ა) ქვეკონტრაქტორი არის კომპანია, რომელიც არ არის პრეტენდენტი, თუმცა პრეტენდენტთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, მის (ქვეკონტრაქტორის) საკუთრებაში ან მართლზომიერ სარგებლობაში არსებულ უძრავ ქონებაზე - სერვის-ცენტრში გაუწევს მომსახურებას სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ავტომობილებს წინამდებარე ტენდერის სატენდერო პირობების სრული დაცვით.
ბ) ქვეკონტრაქტორი კომპანიის გამოყენების შემთხვევაში, პრეტენდენტმა ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით უნდა წარმოადგინოს განზრახვა ქვეკონტრაქტორის მეშვეობით შემსყიდველთან დასადები ხელშეკრულების შესრულების შესახებ. ასევე, უნდა წარმოადგინოს ქვეკონტრაქტორის დასახელება, იურიდიული/ფაქტობრივი მისამართი, საიდენტიფიკაციო კოდი.
გ) ქვეკონტრაქტორი არ უნდა იმყოფებოდეს შავ სიაში;
დ) პრეტენდენტს ქვეკონტრაქტორ კომპანიასთან, ტენდერის გამოცხადების დღემდე, უნდა დადებული ჰქონდეს ხელშეკრულება, რომელშიც ქვეკონტრაქტორი ვალდებულებას იღებს პრეტენდენტის წინაშე, რომ ის გაუწევს შემსყიდველ ორგანიზაციას (სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს) ავტომობილების ტექნიკურ მომსახურებას წინამდებარე ტენდერის (მითითებული უნდა იყოს ხელშეკრულებაში წინამდებარე ტენდერის ნომერი) სატენდერო პირობების შესაბამისად.

2.9 other additional requirements

1 პრეტენდენტი ვალდებულია სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში წარმოადგინოს (ატვირთოს) შემდეგი დოკუმენტაცია:
1.1 სატენდერო დოკუმენტაციის 1.3 პუნქტით მოთხოვნილი პრეისკურანტი "Excel" ფორმატით (პრეისკურანტი სასურველია წარმოდგენილ იქნას ასევე "PDF" ფორმატითაც);
1.2 სატენდერო დოკუმენტაციის 2.2.1 პუნქტით მოთხოვნილი დოკუმენტაცია პრეტენდენტის გამოცდილების შესახებ; თუ პრეტენდენტი იყენებს ქვეკონტრაქტორს, 2.2.1 პუნქტით დადგენილი მოთხოვნები უნდა დააკმაყოფილოს როგორც პრეტენდენტმა,ასევე, ქვეკონტრაქტორმა და შესაბამისად, უნდა წარმოდგენილ იქნას როგორც პრეტენდენტის ასევე ქვეკონტრაქტორის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია 2.2.1 პუნქტის შესაბამისად.
1.3 დოკუმენტაცია სატენდერო დოკუმენტაციის 2.3.1 მოთხოვნების შესაბამისად;
თუ პრეტენდენტი იყენებს ქვეკონტრაქტორს, უნდა წარმოდგენილ იქნას ქვეკონტრაქტორის და მისი სერვის-ცენტრის 2.3.1 პუნქტით დადგენილ პირობებთან შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია 2.3.1 პუნქტის შესაბამისად;
1.4 ქვექონტრაქტორის გამოყენების შემთხვევაში, უნდა წარმოდგენილ იქნას 2.8.1 პუნქტის ბ) და დ) ქვეპუნქტებით განსაზღვრული დოკუმენტაცია;
1.5 პრეტენდენტი კომპანიის ხელმძღვანელის სახელი, გვარი და სრული საბანკო რეკვიზიტები,იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტს ერთიან ელექტრონულ სისტემაში მიმწოდებლის მოდულში მითითებული არ აქვს აღნიშნული ინფორმაცია.

შენიშვნა: პრეტენდენტის მიერ, შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით, წარმოდგენილ პრეისკურანტში მითითებული ერთეულის ფას(ებ)ი არ უნდა აღემატებოდეს შემსყიდველის მიერ პრეისკურანტის შესაბამის გრაფაში მითითებულ ერთეულის სავარაუდო ფას(ებ)ს.
პრეტედენტის მიერ, სისტემაში ატვირთული პრეისკურანტის ჯამურ ღირებულებას და ელექტრონული ვაჭრობის შედაგად, ელექტრონულ ველში დაფიქსირებულ სატენდერო წინადადების ფასს შორის სხვაობის შემთხვევაში, სხვაობა პროპორციულად უნდა გადანაწილდეს პრეისკურანტში მოცემულ ყოველ ცალკეულ პოზიციაზე. ამისათვის, პრეისკურანტის ჯამური ღირებულების დაზუსტებისას, პრეტენდენტმა პროპორციულად უნდა შეამციროს თითოეული საქონლის და მომსახურების ღირებულება (გარდა ნულოვანი ღირებულებისა). ამასთან, პროპორციული პროცენტული ფასდაკლების შემდგომ, თუ პრეისკურანტში საბოლოო ერთეულის ფასი მიღებულია არამთელი, მრავალნიშნა ციფრი, მაშინ ის პრეტენდენტის მიერ უნდა შემცირდეს და დამრგვალდეს მეასედამდე (თეთრების სიზუსტით). შესაბამისად უნდა შემცირდეს პრეისკურანტის საბოლოო ჯამური ღირებულებაც.
პრეტენდენტის მიერ პრეისკურანტის წარმოუდგენლობა ან არსებითად შეუსაბამო პრეისკურანტის წარმოდგენა (ერთეულის ფას(ებ)ი აღემატება შემსყიდველის მიერ პრეისკურანტის შესაბამის გრაფაში მითითებულ ერთეულის სავარაუდო ფას(ებ)ს) გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას აღნიშნული ტენდერიდან, ასევე, იმ შემთხვევაში თუ არ არის წარდგენილი ხარჯთაღრიცხვა ან წარდგენილ ხარჯთაღრიცხვაში განუფასებელი პოზიცი(ებ)ის რაოდენობა აღემატება განსაფასებელი პოზიციების 5%-ს, პრეტენდენტი ექვემდებარება დისკვალიფიკაციას.

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

ფასწარმოქმნის ადეკვატურობა შესაძლებელია დასაბუთდეს სსიპ ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ან/და შესაბამის სფეროში საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილების/აკრედიტაციის მქონე პირის მიერ გაცემული საექსპერტო ან/და აუდიტორული, ან/და საშემფასებლო დასკვნით (პრეტენდენტის მიერ, დასკვნასთან ერთად, ასევე წარმოდგენილი უნდა იქნას დასკვნის მომამზადებელი პირის -თანამშრომლის შესაბამისი უფლებამოსილების/აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტი), რომელიც ადასტურებს პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებულ ფასად ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობას. წარმოდგენილი დოკუმენტაციით უნდა დასაბუთდეს პრეტენდენტის მიერ შეთავაზებული როგორც პრეისკურანტის ჯამური ღირებულების, ასევე, ერთეული მომსახურების ფასების წარმოქმნის ადეკვატურობა.
აუდიტორული დასკვნის წარმოდგენის შემთხვევაში, უნდა წარმოდგენილ იქნას დასკვნის გამცემი, როგორც აუდიტორული კომპანიის, ისე ფიზიკური პირის სახელმწიფო რეგისტრაციების შესახებ სათანადო ბრძანებები.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

1 ანგარიშსწორება იწარმოებს ეტაპობრივად-ყოველთვიურად, ყოველი კალენდარული თვის განმავლობაში მომსახურების გაწევის შემდეგ, მიმწოდებლის მიერ შესაბამისი საგადასახადო ანგარიშ–ფაქტურის გამოწერისა და შესაბამისი მიღება–ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ.
2 ხელშეკრულების ნებისმიერი პირობის დარღვევისათვის დაკისრებული პირგასამტეხლოს შემთხვევაში, ანგარიშსწორება განხორციელდება, შემსრულებლის მიერ პირგასამტეხლოს შესაბამისი რაოდენობის თანხის გადახდის შემდეგ.

7.3 time limits for step by step and/or final payment

ყოველი კალენდარული თვის განმავლობაში გაწეული მომსახურების ღირებულება ანაზღაურდება მხარეთა მიერ, შესაბამისი მიღება–ჩაბარების აქტისა და საგადასახადო ანგარიშ–ფაქტურის გამოწერის შემდეგ 10 სამუშაო დღეში.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

თენგიზი ჯუღელი, 577620353, tjugheli@napr.gov.ge სატენდერო დოკუმენტაციის შესახებ დამატებითი ინფორმაციისა და განმარტებების მოთხოვნის საშუალება და პროცედურა განისაზღვრება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანებით დამტკიცებული ,,ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ მე-8 მუხლის შესაბამისად.

additional information/document

10.1 additional information/documents

1. პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი სატენდერო წინადადების ფასი (პრეისკურანტის ჯამური ღირებულება) უნდა შეადგენდეს მის მიერ ატვირთულ პრეისკურანტში მოცემული ყველა დასახელების მომსახურებებისა და სათადარიგო ნაწილების ერთეულების ღირებულებების ჯამს, რაც არ უნდ

Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт

Еще тендеры и закупки за эти даты

24-01-2026 2025/032 P2 - Accord-cadre relatif à des missions d"assistance à maîtrise d"ouvrage pour l"accompagnement de SNA à l"optimisation de la gestion des déchets ménagers et assimilés et à l"exercice des compétences eau, assainissement et eaux pluviales urbaines.

24-01-2026 RELANCE DU LOT 5 « PLATRERIE - PEINTURES - AMENAGEMENTS INTERIEURS - REVETEMENTS DE SOLS - FAÏENCES » DU MARCHE DE TRAVAUX DE REHABILITATION DE LA RESIDENCE PAESE NOVU.

23-01-2026 Услуги в области бухгалтерского учета, аудита и налогообложения.

23-01-2026 Ремонт и техническое обслуживание транспортных средств и оборудования и сопутствующие услуги .

23-01-2026 Услуги по программированию и консультационные услуги в области программного обеспечения.

23-01-2026 Полные или частичные строительные работы и публичные работы.





Copyright © 2008-2026, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru