მიმწოდებლის მიერ დამონტაჟებული სისტემის მეშვეობით
შემსყიდველისათვის შესაძლებელი უნდა იყოს შემდეგი შინაარსის
მომსახურების მიღება:
1. მონიტორინგის სისტემაში წვდომა შესაძლებელი უნდა იყოს ნებისმიერი
კომპიუტერიდან ან სმარტფონიდან, რომელიც ჩართული იქნება გლობალურ
ქსელში. ამავდროულად სისტემაში წვდომის საშუალება უნდა ჰქონდეთ მხოლოდ
შესაბამისი უფლებების მქონე პირებს. სისტემა საშუალებას უნდა იძლეოდეს
ადმინისტრატორის მიერ განისაზღვროს წვდომის სხვა და სხვა დონე
განსახვავებული უფლებების მქონე პირებისათვის.
2. GPS მონიტორინგის განხორციელება ონლაინ ვებ სერვერის საშუალებით.
მონიტორინგის სისტემაში წვდომა ნებისმიერი ინტერნეტში ჩართული
კომპიუტერიდან მხოლოდ შესაბამისი პაროლისა და მომხმარებლის სახელის
გამოყენებით.
3. პროგრამული უზრუნველყოფა უნდა აძლევდეს მომხმარებელს საშუალებას
შაბლონების გამოყენების საშუალებით, მისთვის სასურველი სახით
მოახდინოს სხვადასხვა სახის ანგარიშების გენერირება. ანგარიშები
ხელმისაწვდომი უნდა იყოს თარიღის, ობიექტებისა და ობიექტების სხვა და
სხვა ჯგუფების მიხედვით. ანგარიშებს უნდა ერთოდეს შესაბამისი
გრაფიკები.
4. GPS მოწყობილობას უნდა გააჩნდეს ფუნქცია, რომლის საშუალებითაც ხმოვანი
სიგნალის საშუალებით ე.წ "Buzzer" განხორციელდება მძღოლის გაფრთხილება
სიჩქარის გადაჭარბების შესახებ. შესაძლებელი უნდა იყოს განისაზღვროს
სხვადასხვა დასაშვები სიჩქარის ლიმიტი დასახლებული პუნქტებისათვის
და მაგისტრალებისთვის. გამაფრთხილებელი ხმოვანი სიგნალი უნდა
მოქმედებდეს მანამ სანამ სიჩქარის პარამეტრები არ დაბრუნდება
დასაშვები ნორმის ფარგლებში. ამავდროულად შესაძლებელი უნდა იყოს
სხვადასხვა სახის და ფუნქციის სატრანსპორტო საშუალებებზე
ინდივიდუალურად დაწესდეს დასაშვები სიჩქარის პარამეტრები.
5. შეტყობინებების მიღება შესაძლებელი უნდა იყოს როგორც მონიტორინგის
სისტემაში (pop-up window ) ასევე ელ.ფოსტითა და მოკლე ტექსტური შეტყობინებებით
მობილურ ტელეფონზე.
6. სისტემა მხადაჭერილი უნდა იყოს ანგარიშების ექსპორტით მინიმუმ ხუთ
სხვადასხვა ფორმატში (HTML, PDF, Excel, XML, CSV )
7. სატრანსპორტო საშუალებების დაჯგუფება მარშრუტების ან ნებისმიერი
სხვა თემატიკის მიხედვით. ამავდროულად ერთი და იგივე სატრანსპორტო
საშუალება შეიძლება განთავსდეს ორ ან მეტ თემატურ ჯგუფში.
8. მონიტორინგის სისტემაში სატრანსპორტო საშუალებების მონიტორინგი,
როგორც ჯგუფების ასევე საერთო ჩამონათვალის(ყველა ობიექტის ან
შერჩევით) საშუალებით.
9. ნებისმიერი რაოდენობის ობიექტების დატანა რუკაზე, რომელთა
დასახელებაც აისახება სტატისტიკურ მონაცემებში თუ სატრანსპორტო
საშუალებები გაჩერდებიან ამ ობიექტებთან.
10. ტრანსპორტის სტატისტიკური მონაცემები (გავლილი მანძილი, მოძრაობის
დრო, ძრავის მდგომარეობის პარამეტრები, შესრულებული რეისები და სხვა)
ინახება და ხელმისაწვდომია ერთი წლის განმავლობაში.
11. ავტომობილის ტექნიკური მომსახურების კონტროლი (სხვადასხვა სერვისის
შეცლის პერიოდი,
მაგალითად: ძრავის ზეთის, ხუნდებისა და სხვა პარამეტრების, რაც
დამოკიდებულია დროზე, მოტოსაათსა და გარბენზე);
12. EcoDrive ფუნქცია - მძღოლის მოძრაობის კულტურის მონიტორინგი, რომელი
ავტომობილი მოძრაობს/იმართება ყველაზე ოპტიმალურად (მონიტორინგი
ხდება აჩქარების, შენელების და მოხვევის მიხედვით);
13. მონიტორინგის სისტემაში ხელმისაწვდომი უნდა იყოს ოდომეტრის
მიხედვით დათვლილი გარბენისა და/ან საწვავის (საწვავის
ჩასხმა/ამოსხმა/ნაშთი, მაქსიმუმ 10%-იანი ცდომილებით) შესახებ ინფორმაცია,
იმ შემთხვევაში თუკი ავტომანქანის ბორტ-კომპიუტერი იძლევა აღნიშნული
ფუნქციის გააქტიურების შესაძლებლობას.
14. მხარდაჭერილი უნდა იყოს თავისუფლად ჩამოსატვირთი აპლიკაცია
სმარტფონებისთვის, რომლის საშუალებითაც უფლებამოსილ პირს ეძლევა
საშუალება განახორციელოს მონიტორინგი სმარტფონების გამოყენებით.
აპლიკაცია უნდა წარმოადგენდეს მონიტორინგის განხორციელების
სრულფასოვან საშუალებას და მასში უნდა ჩანდეს შემდეგი ინფორმაცია:
მანქანის მოძრაობა და ინფორმაცია პირდაპირ ეთერში, ისტორია,
სტატისტიკა და შეტყობინებები. აპლიკაცია უნდა მუშაობდეს Android და iOS
ოპერაციულ სისტემებზე;
15. მონიტორინგის სისტემა უნდა გვაძლევდეს სტატისტიკური მონაცემებს,
როგორც ცალკეულ სატრანსპორტო საშუალებებზე, ასევე ჯგუფების
მიხედვით.
16. თუ სატრანსპორტო საშუალებებისათვის დაწესებულია მოძრაობის
სიჩქარის ლიმიტი ან ზონირება, მონიტორინგის სისტემამ უნდა ასახოს
დარღვევები როგორც რეალურ დროში შეტყობინებების საშუალებით, ასევე
სტატისტიკურ მონაცემებში.
17. სტატისტიკური მონაცემები შენახული და შემსყიდველისთვის
ხელმისაწვდომი უნდა იყოს არანაკლებ ერთი წელი, ხოლო შემდგომ მოთხოვნის
შემთხვევაში მოხდება მონაცემთა ბაზის არქივაცია და შემსყიდველისთვის
გადმოცემა;
მონიტორინგის სისტემას უნდა გააჩნდეს შემდეგი დამატებითი
ფუნქციები:
1. მარშრუტის დაგეგმვის ფუნქცია;
2. ავტომობილის ტექნიკური მომსახურების კონტროლი (მაგ. ძრავის ზეთის
შეცვლის პერიოდი, სერვისზე დახარჯული თანხების მითითებით);
3. ფუნქცია, თუ რომელი ავტომობილი მოძრაობს/იმართება ყველაზე
ოპტიმალურად (მონიტორინგი ხდება დაძვრა/გაჩერების სისწრაფეზე,
მოძრაობის საშუალო სიჩქარეზე);
4. დასახლებული პუნქტებში რუკაზე იძებნებოდეს ქუჩები და შენობები
დასახელებისა და ნომრების მიხედვით;
5. ლოგირების სისტემა (მომხმარებლების სისტემაში შესვლის ისტორია,
მომხმარებელის ID, დროის და IP მისამართის მითითებით);
6. ავტომობილის მოძრაობის მონიტორინგის სისტემა გაამრთულად უნდა
ფუნქციონირებდეს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე (გარდა ოკუპირებული
ტერიტორიებისა).
7. მომწოდებელმა უნდა უზრუნველყოს GPS მოწყობილობების შემსყიდველისთვის
დროებით სარგებლობაში უსასყიდლოდ გადაცემა და პროგრამული
უზრუნველყოფა;
8. პრეტენდენტმა უნდა განახორციელოს სადისპეტჩერო პროგრამული
უზრუნველყოფის ინსტალაცია. შემსყიდველმა უნდა მიიღოს მონიტორინგის
სრულფასოვანი მომსახურება მისი დამონტაჟების დღიდან, რაც უნდა
გაგრძელდეს უწყვეტად 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდის
განმავლობაში;
9. მიმწოდებელი ვალდებულია, შემსყიდველის მითითების შესაბამისად,
უსასყიდლოდ მოახდინოს GPS მოწყობილობის გადაადგილება ერთი
სატრანსპორტო საშუალებიდან მეორეზე - ულიმიტოდ;
10. GPS მოწყობილობას უნდა გააჩნდეს შიდა მეხსიერება, რაც საშუალებას
მისცემს, GSM/GPRS სიგნალის დაკარგვის შემთხვევაში, მონაცემები შეინახოს
ლოკალურად კავშირის აღდგენამდე;
11. GPS მოწყობილობას უნდა გააჩნდეს შიდა მეხსიერება, რაც საშუალებას
მისცემს GSM/GPRS სიგნალის დაკარგვის შემთხვევაში მონაცემები შეინახოს
ლოკალურად კავშირის აღდგენამდე;
12. GPS მოწყობილობები უნდა გამოირჩეოდეს ელ. ენერგიის მოხმარების მცირე
პარამეტრებით. უნდა გააჩნდეს ენერგიის დაზოგვის რეჟიმი, რომლიდანაც
უნდა გამოდიოდეს სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის დაწყებისას;
13. GPS მოწყობილობას უნდა გააჩნდეს AGPS სისტემა, რომლის მეშვეობითაც მოხდება
აღნიშნული მოწყობილობის ადგილსამყოფელის უმალვე გადმოგზავნა
ავტომობილის მდებარეობის მაქსიმალური სიზუსტით;
14. მიმწოდებელი ვალდებულია შემსყიდველისგან შეტყობინების
მიღებისთანავე (არაუმეტეს 1 სამუშაო დღის ვადაში) დაიწყოს ხარვეზის
ან/და დაზიანების აღმოფხვრა; მონიტორინგის სისტემაში მუშაობასთან
დაკავშირებით შემსყიდველის თანამშრომლებს უნდა ჩაუტარდეს
ტრენინგი;
15. მიმწოდებელმა კომპანიამ, შემსყიდველს უნდა გამოუყოს პერსონალური
მენეჯერი, რომელიც უზრუნველყოფს, შემდგომში ხელშეკრულების ფარგლებში,
წარმოქმნილ ნებისმიერი ხარვეზის თუ საჭირო სერვისის მიწოდებას.