Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Прочие услуги (Грузия - Тендер #70187665)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: Poti municipality service center
Номер конкурса: 70187665
Дата публикации: 22-01-2026
Сумма контракта: 41 250


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT260000848
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 22.01.2026 17:38
Начало приема предложения 31.01.2026 00:00
Истекает срок принятия предложений 02.02.2026 14:30
Предполагаемая цена закупки 41`250.00 GEL
Заявка должна быть представлена Без НДС
Категория закупки 98300000-Прочие услуги
Коды классификатора
  • 98380000 - Услуги псарен
Срок подачи ხელშეკრულების გაფორმებიდან 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით
Дополнительная информация
მიუსაფარი ძაღლების დაჭერის, თავშესაფარში გადაყვანის და თანმდევი სამედიცინო მომსახურების გაწევის შესყიდვა.
Количество и объём закупок იხილეთ სატენდერო დოკუმენტაცია
Шаг снижения цены 825.00 GEL
Размер гарантии 413 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: natia siradze :: 20.01.2026 14:56
  • Последнее исправление: natia siradze :: 22.01.2026 17:38
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=667507&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

მიუსაფარი ძაღლების დაჭერის, თავშესაფარში გადაყვანის და თანმდევი სამედიცინო მომსახურების გაწევის შესყიდვა.

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკაროდ დარჩენილი ძაღლების დაჭერა საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნების შესაბამისად, მხოლოდ შემსყიდველის მითითებით (ჰუმანური მეთოდებით).
მომსახურების გაწევა მოიცავს შემდეგ ეტაპებს:
1. ცხოველების დაჭერა და სანიშნე საჭდის (ბირკის) გაკეთება, ხოლო ხანდაზმული ძაღლის ან საჭდის გაკეთების შესაძლებლობის არ არსებობის შემთხვევაში (კუპირების) ძაღლის ჩიპირება და აღრიცხვის ჟურნალში რეგისტრაცია მათი შემდგომი იდენტიფიცირებისათვის.
2. დაჭერილი ცხოველების ტრანსპორტირება სპეციალური ავტოტრანსპორტით თავშესაფარში.
3. თავშესაფარში გადაყვანილი ცხოველების შესაბამისი სამედიცინო გამოკვლევების წარმოება, კონკრეტული ძაღლის მიხედვით გამოკვლევის ეტაპზე დადგენილი დაავადებების და სხვა სამედიცინო საჭიროების დადგენა და შეტანა აღრიცხვის ჟურნალში .
4. დეჰელმენტიზაცია (დამუშავება ჭიებზე, პარაზიტებზე), ვაქცინაცია , სტერილიზაცია/კასტრაცია, მკურნალობა დემოდეკოზზე და სხვა ვეტერინალური მომსახურების გაწევა, რომელიც გამოვლინდა ცხოველის გამოკვლევის შედეგად და რეგისტრირებულ იქნა შესაბამის ჟურნალში.
5. ბირკის მოვარდნის შემთხვევაში, გასტერილებული მიუსაფარი ძაღლის იზოლირება, განმეორებითი იდენტიფიკაცია საჭდით, ჭიაზე დამუშავება, კომპლექსური ვაქცინაცია, მათ შორის ცოფის საწინააღმდეგო რევაქცინაცია და დაბრუნება ბუნებრივ არეალში.
6.ვეტერინარის დასკვნის საფუძველზე მძიმედ დაავადებული, ისეთი დაავადების მატარებელი ძაღლები, რომლის ადამიანზე გავრცელების შესაძლებლობა არსებობს, ასევე ისეთი დაავადების მატარებელი ძაღლები, რომელთაც სჭირდებათ სისტემატური კონტროლი და ეტაპობრივი მკურნალობა (რომლის განხორციელებასაც პრეტენდენტი ვერ შეძლებს) და აგრესიული ქცევის მქონე ძაღლების ევთანაზია და ცხოველთა ბიოთერმულ სამარხში (ბეიკერის ორმო) გადაყვანა.
7.რეგისტრირებული ჯანსაღი/განკურნებული ძაღლების ბუნებრივ არეალში დაბრუნება.ვაქცინაცია ჭირზედ და ცოფზე უნდა ჩაუტარდეს როგორც არარეგისტრირებულ ასევე გასულ წლებში უკვე რეგისტრირებულ ძაღლებს (რომელთა ნუსხასაც მას გადასცემს შემსყიდველი).
მიუსაფარი ძაღლების თავშესაფარში გადაყვანა უნდა განხორციელდეს შემდეგი სახით:
- შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად, მიმწოდებელს უნდა შეეძლოს თვეში მინიმუმ 2(ორი) ვიზიტის განხორციელება მოთხოვნიდან არაუგვიანეს ორ სამუშაო დღეში. ვიზიტებისა და თითოეულ ვიზიტზე გასაყვანი ძაღლების რაოდენობა განისაზღვრება შემსყიდველის ფაქტიური საჭიროებიდან გამომდინარე, რაც 2(ორი) სამუშაო დღით ადრე უნდა ეცნობოს მიმწოდებელს სატელეფონო კომუნიკაციის ან/და ელექტრონული ფოსტის მეშვეობით.
- შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად, საჭიროების შემთხვევაში, მიმწოდებელს ერთ ვიზიტზე უნდა შეეძლოს მინიმუმ 20 ძაღლის გაყვანა და შესაბამისი მომსახურების გაწევა, რაზეც 2(ორი) სამუშაო დღით ადრე უნდა ეცნობოს მიმწოდებელს სატელეფონო კომუნიკაციის ან/და ელექტრონული ფოსტის მეშვეობით.
- მიუსაფარი ძაღლების მხრიდან აგრესიული ქცევის გამოვლენის, მოქალაქის დაკბენის თაობაზე მოსახლეობის მომართვის შემთხვევაში, ასეთი ძაღლების შესახებ შეტყობინების მიღებისთანავე დაუყოვნებლივ ანდა გონივრული დაყოვნების ფარგლებში, მიმწოდებლის მიერ შეტყობინების მიღებიდან არაუმეტეს 2 კალენდარულ დღეში უნდა განხორციელდეს ძაღლის გადაყვანა თავშესაფარში და შესაბამისი ღონისძიებების გატარება.
- მიუსაფარი ძაღლების დაჭერა და დაბრუნება უნდა განხორციელდეს შემსყიდველის წარმომადგენლის უშუალო ზედამხედველობით სამუშაო დღეებში (ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით) სამუშაო საათებში (09:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე). შემსყიდველის წარმომადგენელი ასევე განახორციელებს მიუსაფარი ძაღლების დაჭერის ადგილების იდენტიფიცირებას და მითითებას.
- პრეტენდენტმა უნდა აწარმოოს დაჭერილი ძაღლების რეგისტრაციის და მის მიერ გაწეული შესაბამისი მომსახურების აღრიცხვის ჟურნალი, როგორც მატერიალური სახით ,სადაც უნდა იყოს გათვალისწინებული შემსყიდველის წარმომადგენლის ზედამხედველის ხელმოწერა, ასევე მისი ანალოგიური ელექტრონული (Excel) ვერსია, რომელიც ყოველი თვის ბოლოს მიღება ჩაბარების გაფორმებამდე უნდა იქნეს წარმოდგენილი შემსყიდველთან, როგორც მატერიალური სახით, ასევე შემსყიდველის საკონტაქტო ელ. ფოსტის მისამართზე გადმოგზავნით.
- აღრიცხვის ჟურნალში აუცილებლად შესატანი ინფორმაციაა: აყვანის ადგილი (ქუჩების და შენობის N-ის მიახლოვებითი მითითებით), აყვანის თარიღი, საჭდის (ბირკის) ნომერი, ვეტერინარის გამოკვლევით დადგენილი პირველადი დიაგნოზი , ჩატარებული პროცედურები (თარიღების მითითებით), დაბრუნების თარიღი, მიმწოდებლის წარმომადგენლის ხელმოწერა, შემსყიდველის წარმომადგენლის ხელმოწერა.
- მიმწოდებელი მიუსაფარი ძაღლების დაბრუნებისას მინიმუმ 1 სამუშაო დღით ადრე უნდა დაუკავშირდეს შემსყიდველს და აცნობოს(სატელეფონო ანდა ელექტრონული კომუნიკაციის - იმეილის საშუალებით) ცხოველების დაბრუნების დრო, რათა ეს პროცესი განხორციელდეს შემსყიდველის წარმომადგენელის უშუალო კონტროლის ქვეშ. ასევე, ძაღლების დაბრუნებისას უნდა მოხდეს მათი ისტორიის აღრიცხვის ჟურნალის წარმოდგენა, სადაც შესაბამისი გადამოწმებების შემდეგ შემსყიდველის წარმომადგენელი მოაწერს ხელს თითოეული ცხოველის გასწვრივ გრაფაში, რომლის დაბრუნებაც მოხდება აყვანის ადგილზე.
სხვა დოკუმენტაციასთან ერთად შემსყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში, მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს კონკრეტული ძაღლისათვის გამოყენებული პრეპარატების და გაკეთებული აცრების ამპულების ან/და ამპულების შესაბამისი საწები ეტიკეტის წარმოდგენა, რომელთა აღრიცხვასაც დამატებით განახორციელებს შემსყიდველის წარმომადგენელი. აცრების ამპულების ან/და ამპულების შესაბამისი საწები ეტიკეტის წარმოუდგენლობის შემთხვევაში მიმწოდებელს კონკრეტული ძაღლისათვის გაწეული მომსახურების საფასური არ აუნაზღაურდება.
მიმწოდებელი პასუხისმგებელია მომსახურების განხორციელების პერიოდში არსებულ რისკ-ფაქტორებზე, ასევე თავშესაფარის საქართველოს და საერთაშორისო კანონმდებლობასთან შესაბამისობის უზრუნველყოფაზე.
შემსყიდველი აღნიშნული ტენდერის გამოცხადებით არ იღებს ვალდებულებას სრულად აითვისოს ფასების ცხრილში მოცემული ძაღლების რაოდენობა და სახელშეკრულებო თანხა - ვინაიდან წინასწარ შეუძლებელია განისაზღვროს ზუსტად, რომელი სახის მომსახურება რა რაოდენობით დაგვჭირდება წლის ბოლომდე შემსყიდველი იტოვებს უფლებას საჭიროების არსებობის შემთხვევაში მოახდინოს კონკრეტული დასახელების მომსახურების შესასყიდი რაოდენობის გადაჭარბება, თუმცა აღნიშნულმა არ უნდა გამოიწვიოს სახელშეკრულებო თანხის ცვლილება (გაზრდა).
- შემსყიდველი იტოვებს უფლებამოსილებას ხელშეკრულების პროექტის მე-9 მუხლის 9.3 პუნქტის შესაბამისად, ცალმხრივად შეწყვიტოს ხელშეკრულება.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

ტენდერში გამარჯვებულმა მომსახურების გაწევა უნდა უზრუნველყოს ეტაპობრივად, ხელშეკრულების გაფორმებიდან 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

1. მომსახურების გაწევის ადგილია ქ. ფოთის ადმინისტრაციულ საზღვრებში მოქცეული ტერიტორია .
2. შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად, მიმწოდებელს უნდა შეეძლოს თვეში მინიმუმ 2(ორი) ვიზიტის განხორციელება მოთხოვნიდან არაუგვიანეს ორ სამუშაო დღეში. ვიზიტებისა და თითოეულ ვიზიტზე გასაყვანი ძაღლების რაოდენობა განისაზღვრება შემსყიდველის ფაქტიური საჭიროებიდან გამომდინარე, რაც 2(ორი) სამუშაო დღით ადრე უნდა ეცნობოს მიმწოდებელს სატელეფონო კომუნიკაციის ან/და ელექტრონული ფოსტის მეშვეობით.
3. შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად, საჭიროების შემთხვევაში, მიმწოდებელს ერთ ვიზიტზე უნდა შეეძლოს მინიმუმ 20 ძაღლის გაყვანა და შესაბამისი მომსახურების გაწევა, რაზეც 2(ორი) სამუშაო დღით ადრე უნდა ეცნობოს მიმწოდებელს სატელეფონო კომუნიკაციის ან/და ელექტრონული ფოსტის მეშვეობით.
4. მიუსაფარი ძაღლების მხრიდან აგრესიული ქცევის გამოვლენის, მოქალაქის დაკბენის თაობაზე მოსახლეობის მომართვის შემთხვევაში, ასეთი ძაღლების შესახებ შეტყობინების მიღებისთანავე დაუყოვნებლივ ანდა გონივრული დაყოვნების ფარგლებში, მიმწოდებლის მიერ შეტყობინების მიღებიდან არაუმეტეს 2 კალენდარულ დღეში უნდა განხორციელდეს ძაღლის გადაყვანა თავშესაფარში და შესაბამისი ღონისძიებების გატარება.

technical requirements

2.3.1 requirement related to material and technical support of a tenderer

1) შესყიდვაში მონაწილეობის მსურველ პირს, ტენდერით გათვალისწინებული მომსახურების გაწევისათვის, საქართველოსკანონმდებლობით გათვალისწინებული წესით, უნდა გააჩნდეს საკუთარი ან სარგებლობის ნებისმიერი ფორმით (იჯარა, თხოვება, ქირა და სხვა)ცხოველთა თავშესაფარი. ცხოველთა თავშესაფარის საკუთრების შემთხვევაში წარმოდგენილი უნდა იქნეს ამონაწერი საჯარო რეესტრიდან.ხოლო იჯარის, თხოვების, ქირავნობის ან სხვა ფორმით სარგებლობაში არსებობის შემთხვევაში წარმოდგენილი უნდა იქნეს შესაბამისი ხელშეკრულება (მესაკუთრის საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის დართვით), რომლის მოქმედების ვადა არ უნდა იყოს მომსახურების დასრულების ვადაზე ნაკლები(იჯარის უფლება უნდა იყოს რეგისტრირებული საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში). ცხოველთა თავშესაფარი აღჭურვილი უნდა იყოს ცხოველთა პირველადი მისაღები სათავსოებითა (საკარანტინე ზონა, განათება, ვენტილაცია, გათბობა) და საოპერაციო კაბინეტით, შესაბამისი აღჭურვილობით (უნდა დაერთოს აღნიშნულის ამსახველი ფოტომასალა).
2) ტენდერში მონაწილე პრეტენდენტი, მომსახურების შესასრულებლად ვალდებულია ფლობდეს, საკუთარი ან სარგებლობის ნებისმიერი ფორმით (იჯარა, თხოვება, ქირა, ლიზინგი) მინიმუმ 1 (ერთი) ერთეული ცხოველთა იზოლირების სპეციალიზირებული ავტოსატრანსპორტო საშუალებას (სპეციალიზირებულ ავტომობილში ვოლიერები უნდა იყოს ერთმანეთისაგან იზოლირებული და უნდა ხორციელდებოდეს ყოველდღიური დეზინფექცია). საკუთრების შემთხვევაში წარმოდგენილი უნდა იქნეს საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტის (სარეგისტრაციო მოწმობა, აუდიტის დასკვნა, მიღება-ჩაბარების აქტი, დადასტურებული საგადასახადო ანგარიშფაქტურა ან სხვა დოკუმენტაცია) ასლ(ებ)ი; იჯარის, თხოვების, დაქირავების ან ლიზიგის შემთხვევაში წარმოდგენილი უნდა იქნეს შესაბამისი ხელშეკრულება,
ტექნიკური პასპორტების ან/და საკუთრების დამადასტურებელი სხვა დოკუმენტის (სარეგისტრაციო მოწმობა, აუდიტის დასკვნა, მიღება-ჩაბარების აქტი, დადასტურებული საგადასახადო ანგარიშფაქტურა ან სხვა დოკუმენტაცია) ასლ(ებ)თან ერთად (იჯარის, თხოვების ან დაქირავების ხელშეკრულებ(ებ)ის მოქმედების ვადა არ უნდა იყოს მომსახურების დასრულების ვადაზე ნაკლები).

2.4.1 requirement related to the experience of the staff of a tenderer

პრეტედენტის მიერ, წარმოდგენილ უნდა იქნეს შესაბამისი ცნობა საქართველოს ცხოველთა დაცვის ფედერაციიდან მასზედ, რომ პრეტედენტის მიერ დაქირავებულ ცხოველთა დამჭერ(ებ)ს გავლილი აქვს შესაბამისი ტრენინგი საქართველოს ცხოველთა დაცვის ფედერაციაში ცხოველის ჰუმანურად და უმტკივნეულოდ იზოლირების შესახებ-პრეტედენტმა უნდა წარმოადგინოს თავშესაფრის ვეტერინარ(ებ)ის კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი.

2.7.1 requirement related to licensing, standards, accreditation, conformity of quality and other documentation

1. პრეტედენტი უნდა იყოს რეგისტრირებული სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს ცხოველთა ჭერის რეესტრში და უნდა წარმოადგინოს რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია;
2. პრეტედენტის მიერ, წარმოდგენილ უნდა იქნეს დოკუმენტაცია, რომელიც დაადასტურებს რომ ცხოველთა თავშესაფარი და ცხოველთა იზოლირების ავტოსატრანსპორტო საშუალება მოწყობილი არის საერთაშორისო სტანდარტებთან (ცხოველთა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია OIE) შესაბამისად და ითვალისწინებს ევროკავშირს და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებსა და საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებულ ცხოველთა კეთილდღეობის სტანდარტებს;
3. პრეტედენტმა უნდა წარმოადგინოს ცხოველთა დაცვის ფედერაციის ცხოველთა მონიტორინგის სამსახურთან ცხოველთა თავშესაფრის მონიტორინგის მიზნით გაფორმებული ხელშეკრულების ასლი, რომელშიც გაწერილი იქნება ცხოველთა დაცვის ფედერაციის ცხოველთა მონიტორინგის სამსახურის სპეციალისტის განთავსებისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის გეგმა თავშესაფარსა და იზოლირების ავტომობილში;
4. პრეტედენტმა უნდა წარმოადგინოს სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული (გამოიყენება ქირურგიული ოპერაციების დროს საანესთეზიო მიზნით) საშუალებების გამოყენების შესაბამისი ნებართვა სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოდან;
5. პრეტედენტმა უნდა წარმოადგინოს სადეზინფექციო საშუალებების, საანესთეზიო (სანარკოზე) საშუალებების, საჭირო სამედიცინო და ვეტერინარული პრეპარატების შესყიდვის დოკუმენტები;
6. პრეტედენტმა უნდა წარმოადგინოს ცხოველთა დაცვის ფედერაციის ცხოველთა მონიტორინგის სამსახურის სპეციალისტის მიერ შევსებული მონიტორინგის აქტების ასლები, რომლითაც დადასტურდება რომ თავშესაფარში ხორციელდება მონიტორინგი ცხოველთა კეთილდღეობის
პრინციპებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით.

2.8.1 requirements related to a sub-contractor

ქვეკონტრაქტორის არსებობის შემთხვევაში პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ხელშეკრულება ქვეკონტრაქტორთან და ასევე იმ შემთხვევაში თუ ქვეკონტრაქტორის საკუთრებას წარმოადგენს თავშესაფარი მაშინ:
1. ქვეკონტრაქტორი უნდა იყოს რეგისტრირებული სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს ცხოველთა ჭერის რეესტრში და უნდა წარმოადგინოს რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია;
2. ქვეკონტრაქტორის მიერ, წარმოდგენილ უნდა იქნეს დოკუმენტაცია, რომელიც დაადასტურებს რომ ცხოველთა თავშესაფარი და ცხოველთა იზოლირების ავტოსატრანსპორტო საშუალება მოწყობილი არის საერთაშორისო სტანდარტებთან (ცხოველთა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია OIE) შესაბამისად და ითვალისწინებს ევროკავშირს და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებსა და საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებულ ცხოველთა კეთილდღეობის სტანდარტებს;
3. ქვეკონტრაქტორი უნდა წარმოადგინოს ცხოველთა დაცვის ფედერაციის ცხოველთა მონიტორინგის სამსახურთან ცხოველთა თავშესაფრის მონიტორინგის მიზნით გაფორმებული ხელშეკრულების ასლი, რომელშიც გაწერილი იქნება ცხოველთა დაცვის ფედერაციის ცხოველთა მონიტორინგის სამსახურის სპეციალისტის განთავსებისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის გეგმა თავშესაფარსა და იზოლირების ავტომობილში;
4. ქვეკონტრაქტორმა უნდა წარმოადგინოს სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული (გამოიყენება ქირურგიული ოპერაციების დროს საანესთეზიო მიზნით) საშუალებების გამოყენების შესაბამისი ნებართვა სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოდან;
5. ქვეკონტრაქტორმა უნდა წარმოადგინოს სადეზინფექციო საშუალებების, საანესთეზიო (სანარკოზე) საშუალებების, საჭირო სამედიცინო და ვეტერინარული პრეპარატების შესყიდვის დოკუმენტები;
6. ქვეკონტრაქტორმა უნდა წარმოადგინოს ცხოველთა დაცვის ფედერაციის ცხოველთა მონიტორინგის სამსახურის სპეციალისტის მიერ შევსებული მონიტორინგის აქტების ასლები, რომლითაც დადასტურდება რომ თავშესაფარში ხორციელდება მონიტორინგი ცხოველთა კეთილდღეობის პრინციპებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით.

2.9 other additional requirements

სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში სატენდერო წინადადების წარდგენით პრეტენდენტი თანხმობას გამოხატავს ტექნიკური დავალებით განსაზღვრულ მოთხოვნებზე და ასევე ეთანხმება სატენდერო დოკუმენტაციის ყველა იმ მოთხოვნას, რომელთა შესახებ ინფორმაციის წარმოდგენა სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში არ არის სავალდებულო.

შემსყიდველი ორგანიზაცია უფლებამოსილია მოსაწოდებელი ან/და მოწოდებული მომსახურების მოცულობის, ხარისხისა და მოწოდების ვადების ხელშეკრულების მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით, ხელშეკრულების პირობების შესრულების კონტროლი განახორციელოს ხელშეკრულების შესრულების ნებისმიერ ეტაპზე.

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

1) თუ ტენდერში, ელექტრონული ვაჭრობის შედეგად, ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით ნაკლებია შესყიდვის სავარაუდო ღირებულებაზე, პრეტენდენტს, დადგენილ ვადაში, მოეთხოვება ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთება. ფასწარმოქმნის ადეკვატურობა უნდა დასაბუთდეს სსიპ „ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ ან სხვა აკრედიტირებული პირის ან აუდიტორის/აუდიტორული ფირმის დასკვნით (დასკვნასთან ერთად ასევე, წარმოდგენილი უნდა იქნეს დასკვნის გამცემი პირის შესაბამისი უფლებამოსილების/აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია),
რომელიც დაადასტურებს დაფიქსირებულ ფასად სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრული შესყიდვის ობიექტის მიწოდების შესაძლებლობას.
2) ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ით შესყიდვის ობიექტის მიწოდების შესაძლებლობა უნდა დასტურდებოდეს, როგორც, პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებული წინადადების ფასთან (ხარჯთაღრიცხვის მთლიან ღირებულებასთან), ასევე, ხარჯთაღრიცხვის ერთეულის ფასებთან მიმართებაში.
3) ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის დადგენილ ვადაში წარუდგენლობა ან სატენდერო პირობებთან ან/და ტექნიკურ დოკუმენტაციასთან შეუსაბამობა გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანებით დამტკიცებული „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ 32-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე. მოთხოვნიდან 3 სამუშაო დღის ვადაში.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

ანგარიშსწორება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორებით ლარში, ფაქტიური მოწოდების მიხედვით, მიმწოდებლის მიერ შესაბამისი საგადასახადო ანგარიშ–ფაქტურის (კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში) გამოწერისა და გაწეული მომსახურების შესაბამისად გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე. სატენდერო წინადადების ფასი სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში წარმოდგენილი უნდა იქნეს დღგ-ს გარეშე.
პრეტენდენტი არ ითვალისწინებს დღგ-ს, მიუხედავად იმისა, არის თუ არა იგი დღგ-ის გადამხდელი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
ტენდერში შერჩევა-შეფასება ხორციელდება წარმოდგენილი წინადადების ფასების მიხედვით. გამარჯვებულ პრეტენდენტთან ხელშეკრულების დადებისას, ხელშეკრულების ღირებულებაში დამატებით იქნება გათვალისწინებული დღგ-ს ოდენობა.
სატენდერო წინადადების ღირებულება უნდა მოიცავდეს ტენდერით გათვალისწინებული მომსახურების მიწოდებასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯსა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ გადასახადებს (დღგ–ს გარდა). ხარჯი, რომლებიც სატენდერო წინადადების ფასში არ იქნება გათვალისწინებული არ დაექვემდებარება ანაზღაურებას.
იმ შემთხვევაში თუ პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილ მატერიალურ ჟურნალში არ იქნა შემსყიდველის ზედამხედველის ხელმოწერა, რომელიმე ძაღლის ნომერის გასწვრის და ზედამხედველი არ ეთანხმება მოწოდებულ ინფორმაციას აღნშნული ძაღლების გადაყვანის და სხვა პროცედურების ჩატარების თანხები არ ანაზღაურდება.

7.3 time limits for step by step and/or final payment

ეტაპობრივად,ფაქტიურად გაწეული მომსახურების შესაბამისად, შესრულებული სამუშაოს დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენიდან 10 სამუშაო დღის ვადაში.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

ნათია სირაძე, 551004224, nati_siradze@yahoo.com

additional information/document

10.1 additional information/documents

1. სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში შესყიდვის პროცედურები ხორციელდება საქართველოს კანონის „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანებით დამტკიცებული
"ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ შესაბამისად.
2. ტენდერთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია წარმოდგენილ უნდა იქნას ქართულ ენაზე. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარმოდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანები ქართულ ენაზე. იმ შემთხვევაში თუ ტენდერში მონაწილე პირი უცხოეთის მოქალაქეა ან უცხოეთში რეგისტრირებული იურიდიული პირია, აუცილებელია წარმოდგენილ იქნას პირის ადმინისტრაციული ორგანოებიდან წარმოსადგენი სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტები. აღნიშნული დოკუმენტები დამოწმებული უნდა იყოს კანონმდებლობით დადგენილი წესით (ლეგალიზებული ან აპოსტილით დამოწმებული) და მას თან უნდა ერთვოდეს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი.
3. სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული ყველა დოკუმენტი და/ან ინფორმაცია ხელმოწერილი და/ან ბეჭედდასმული (ბეჭდის არსებობის შემთხვევაში) უნდა იქნას უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების შემთხვევაში, ატვირთული უნდა იქნას მინდობილობა ან რწმუნებულება). იმ შემთხვევაში, თუ ხელისმომწერი პირი არ არის წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილი, პრეტენდენტმა სისტემაში უნდა წარმოადგინოს ხელისმომწერი პირის ხელმოწერისათვის გაცემული მინდობილობა. დამატებით პრეტენდენტმა უნდა ატვირთოს ხარჯთაღრიცხვა PDF ფაილის სახით. PDF ფაილი უნდა დაამოწმოს/დაადასტუროს კვალიფიციური ხელმოწერით/კვალიფიციური შტამპით.
4. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების ფორმა და პირობები მოცემულია სატენდერო დოკუმენტაციაში, რომელიც ხელშეკრულების დადების მომენტისათვის დაზუსტდება სატენდერო წინადადების შესაბამისად.
5. პრეტენდენტს არა აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული სატენდერო წინადადება.
6. სატენდერო წინადადებაში საერთო ფასი გამოსახული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა ხარჯისა და გადასახადის გათვალისწინებით.
7. სატენდერო კომისიის მიერ პრეტენდენტი დისკვალიფიცირებული იქნება ტენდერიდან (დაზუსტების გარეშე), თუ არ იქნება წარმოდგენილი ტექნიკური დოკუმენტაციის 1.3 პუნქტით გათვალისწინებული ფასების ცხრილი (ხარჯთაღრიცხვა) ან წარდგენილ ხარჯთაღრიცხვაში განუფასებელი პოზიცი(ებ)ის რაოდენობა აღემატება განსაფასებელი პოზიციების 1%-ს.
8. პრეტენდენტი ვალდებულია, მის მიერ შექმნილი, წინადადების სახით წარსადგენი დოკუმენტები (მაგ., ფასების ცხრილი, ინფორმაცია საკუთარი გამოცდილების შესახებ, საგარანტიო პირობები და ა.შ.). დაამოწმოს/დაადასტუროს კვალიფიციური ხელმოწერით/კვალიფიციური შტამპით.
აღნიშნულისთვის პრეტენდენტს აქვს ორი შესაძლო გზა:
• ყველა PDF დოკუმენტი სათითაოდ დაამოწ

Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт

Еще тендеры и закупки за эти даты

22-01-2026 Спортивные товары и оборудование.

22-01-2026 Машины, оборудование и канцелярские принадлежности, за исключением компьютеров, принтеров и мебели.

22-01-2026 Одежда для профессионального использования, спецодежда и аксессуары.

22-01-2026 Ремонт и техническое обслуживание насосов, вентилей, кранов и металлических емкостей и оборудования.

22-01-2026 Компьютерное оборудование и принадлежности.

22-01-2026 Ремонт и техническое обслуживание транспортных средств и оборудования и сопутствующие услуги .





Copyright © 2008-2026, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru