Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Отделочные строительные работы (Грузия - Тендер #70030035)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: Ilia State University
Номер конкурса: 70030035
Дата публикации: 16-01-2026
Сумма контракта: 646 276


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT260000512
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 16.01.2026 16:10
Начало приема предложения 01.02.2026 00:00
Истекает срок принятия предложений 06.02.2026 12:00
Предполагаемая цена закупки 646`276.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 45400000-Отделочные строительные работы
Коды классификатора
  • 45400000 - Отделочные строительные работы
  • 45443000 - Фасадные работы
Срок подачи შემსყიდველის მხრიდან წერილობითი დავალების მიცემიდან 90 (ოთხმოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში.
Дополнительная информация
სსიპ – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G კორპუსის ფასადის რეაბილიტაციის სამუშაოები.
Количество и объём закупок დეტალური ინფორმაცია იხილეთ სატენდერო დოკუმენტაციაში.
Шаг снижения цены 5`000.00 GEL
Размер гарантии 6`463 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: vasil gagnidze :: 14.01.2026 14:07
  • Последнее исправление: vasil gagnidze :: 16.01.2026 16:10
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=666419&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

სსიპ – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G კორპუსის ფასადის რეაბილიტაციის სამუშაოები.

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

(1) ამ ტენდერით მოთხოვნილი სსიპ – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G კორპუსის ფასადის რეაბილიტაციის სამუშაოები უნდა შესრულდეს სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრული დეფექტური აქტის და საპროექტო დოკუმენტაციის საფუძველზე;
იმ შემთხვევაში, თუ დეფექტური აქტით სამუშაოების შესრულებისას გამოსაყენებელ საქონელზე (მასალებზე) მითითებულია კონკრეტული სასაქონლო ნიშანი, მოდელი, წარმოშობის წყარო ან მწარმოებელი იგულისხმება „მსგავსი“, ან ექვივალენტური“;

(2) სამუშაოების შესრულების პროცესში მიმწოდებელმა უნდა შეასრულოს ზედამხედველობის განმახორციელებელი პირ(ებ)ის მიერ გაცემული როგორც ზეპირი, ისე წერილობითი რეკომენდაციები;

(3) სამუშაოები უნდა შეასრულდეს მოქმედი სამშენებლო ნორმების მიხედვით;

(4) სამუშაოების ახალი პოზიციის წარმოქმნის შემთხვევაში, შემსყიდველის მხრიდან შესრულებული სამუშაოების ანაზღაურება განხორციელდება სსიპ – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს, ან სხვა აკრედიტებული პირის მიერ გაცემული დასკვნით განსაზღვრული სამუშაოების ახალი პოზიციის ერთეულის ფასის მიხედვით, ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების გათვალისწინებით;

(5) სამუშაოების წარმოების პროცესში დაცული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შრომის უსაფრთხოების პირობები და სსიპ – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ დამტკიცემული „სსიპ – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში შრომის უსაფრთხოების თანამიმდევრული პრევენციული ღონისძიებების პოლიტიკის განხორციელების წესი“.

(6) სამუშაოების შესრულების პროცესში მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს სამშენებლო ადგილის შემოსაზღვრა და დამცავი გამაფრთხილებელი ნიშნების დაყენება, ასევე სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა;

(7) შესრულებული სამუშაოების მაღალი ხარისხის უზრუნველსაყოფად, სამუშაოების პროცესში გამოყენებული ყველა მასალა და მოწყობილობა უნდა შეესაბამებოდეს ამ სფეროში აღიარებულ სტანდარტებს. საჭიროების შემთხვევაში შემსყიდველი ორგანიზაცია მოითხოვს შესაბამის სერტიფიკატებს მშენებლობის პროცესში გამოყენებულ მასალებსა და მოწყობილობებზე;

(8) სამუშაოების შესრულების პროცესში გამოყენებული მასალების და მოწყობილობების ტიპი და ვიზუალურ-ტექნიკური მახასიათებლები (ფაქტურა, ფერი და სხვა) უნდა შეთანხმდეს შემსყიდველთან. იმ შემთხვევაში, თუ მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი მასალა, ან/და მოწყობილობა არ შეესაბამება აღიარებულ სტანდარტებს ან/და შემსყიდველის მოთხოვნებს, მიმწოდებელი ვალდებულია, წარმოადგინოს სხვა, შემსყიდველისთვის მისაღები მასალა ან/და მოწყობილობა;

(9) მიმწოდებელმა სამუშაოების წარმოების პარალელურად საკუთარი ხარჯებით უნდა უზრუნველყოს ტერიტორიიდან სამშენებლო ნარჩენების და ნაგვის მოგროვება და გატანა, ხოლო სამუშაოების დასრულებისთანავე სრულად გაათავისუფლოს სამუშაო ადგილი სხვადასხვა სამშენებლო ნარჩენებისა და მოწყობილობა-დანადგარებისგან;

(10) მიმწოდებელი ვალდებულია მინიმუმამდე დაიყვანოს მუშაობით გამოწვეული ხმაურის, ვიბრაციის და მტვერის გავლენა;

(11) მიმწოდებელი ვალდებულია სამუშაოების მიმდინარეობის პროცესი უზრუნველყოს შესაბამისი რესურსით (მათ შორის: ადამიანური რესურსით, მოწყობილობებით და მასალით);

(12) მიმწოდებელი ვალდებულია აღადგინოს სამუშაოების წარმოების პროცესში მისი მიზეზით დაზიანებული ინფრასტრუქტურა.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

სატენდერო დოკუმენტაციით გათვალისწინებული სამუშაოები უნდა შესრულდეს შემსყიდველის მხრიდან წერილობითი დავალების მიცემიდან 90 (ოთხმოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში..

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

სატენდერო დოკუმენტაციით გათვალისწინებული სამუშაოები უნდა შესრულდეს შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, გ. წერეთლის ქუჩა (გასასვლელი) №1-3, სსიპ – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G კორპუსი.

1.6 guarantee period for the works to be performed

მიმწოდებლის მიერ შესრულებულ სამუშაოებზე (სამუშაოების ყველა ტიპი, მათ შორის მოწყობილობები) უნდა გავრცელდეს დეფექტებზე პასუხისმგებლობის პერიოდი (გარანტია) 2 წლის ვადით.

დეფექტებზე პასუხისმგებლობის პერიოდის (გარანტიის) განმავლობაში შემსყიდველის მიერ გამოვლენილი ნებისმიერი ნაკლი, ან/და უხარისხობა (გარდა ისეთი ნაკლისა, რაც გამოწვეულია მექანიკური დაზიანებებით) აღმოფხვრილი უნდა იყოს მიმწოდებლის მიერ საკუთარი ხარჯებით.

technical requirements

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

პრეტენდენტს 01.01.2023-დან ამ ტენდერში წინადადების წარდგენის დღემდე პერიოდში ​საქართველოს ტერიტორიაზე, ხოლო არარეზიდენტი პირების მიერ დაფუძნებული სუბიექტის (მათ შორის: წარმომადგენლობა/ფილიალი) შემთხვევაში – ასევე რეგისტრაციის ქვეყნის ფარგლებს გარეთ სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე შესრულებული უნდა ჰქონდეს ანალოგიური ხასიათის, სირთულისა და შინაარსის (შენობის მშენებლობა, შენობის რეაბილიტაცია, შენობის ფასადის რეაბილიტაცია) არანაკლებ 1 200 000,00 (ერთი მილიონ ორასი ათასი) ლარის ღირებულების სამუშაო, რისი დადასტურების მიზნით სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით წარმოდგენილი უნდა იქნეს:

(1) ინფორმაცია ანალოგიური სამუშაოების შესრულების შესახებ (თანდართული დოკუმენტის მიხედვით);
(2) ანალოგიური სამუშაოების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტაცია (ხელშეკრულება (შესასრულებელი სამუშაოების უწყისთან (ხარჯთაღრიცხვა) ერთად) და საბოლოო/შუალედური მიღება-ჩაბარების აქტები (შესრულებული სამუშაოების უწყისებთან (ე.წ. ფორმა №2) ერთად).

შენიშვნა:
(1) იმ შემთხვევაში თუ ანალოგიური სამუშაოების დადასტურების მიზნით წარმოდგენილი იქნა შესყიდვის რეკვიზიტები (SPA/NAT/MEP/DAP/CMR/GEO ნომერი), შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტაციის (ხელშეკრულება და საბოლოო/შუალედური მიღება-ჩაბარების აქტები) წარმოდგენა არ არის სავალდებულო;
(2) იმ შემთხვევაში თუ სამუშაოები შესრულებულია კერძო ორგანიზაციის (არა შესყიდველი ორგანიზაცია) დაკვეთით, ანალოგიური სამუშაოების შესრულების დამადასტურებელ დოკუმენტაციასთან (ხელშეკრულება და საბოლოო/შუალედური მიღება-ჩაბარების აქტები) ერთად წარმოდგენილი უნდა იქნეს დადასტურებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები (ასეთის არსებობის შემთხვევაში), რომელიც უნდა ედრებოდეს შესაბამის საბოლოო/შუალედურ მიღება-ჩაბარების აქტებში დაფიქსირებულ შესრულებული სამუშაოების ღირებულებას;
(3) იმ შემთხვევაში თუ ანალოგიური სამუშაოების დადასტურების მიზნით წარმოდგენილი იქნა უცხო ქვეყანაში შედგენილი დოკუმენტები (ხელშეკრულება და საბოლოო/შუალედური მიღება-ჩაბარების აქტები, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა (ასეთის არსებობის შემთხვევაში), სავალდებულოა, დოკუმენტებზე ხელმოწერები და ხელმომწერი პირების უფლებამოსილება დამოწმებული იყოს ნოტარიუსის, ან შესაბამისი საჯაროსამართლებრივი უფლებამოსილების მქონე პირის მიერ, ხოლო ამ უკანასკნელის ხელმოწერა – ლეგალიზებული ან აპოსტილით დამოწმებული.

2.4.1 requirement related to the experience of the staff of a tenderer

ამ ტენდერით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულების მიზნით, პრეტენდენტმა უნდა გამოყოს გამოცდილი პირი (პროექტის ხელმძღვანელი), რომელსაც წარმატებით აქვს განხორციელებული სულ მცირე 1 (ერთი) ანალოგიური პროექტი (შენობის მშენებლობა, შენობის რეაბილიტაცია, შენობის ფასადის რეაბილიტაცია), ღირებულებით 100 000,00 (ასი ათასი) ლარი. პროექტის ხელმძღვანელი პასუხისმგებელი იქნება სამუშაოების წარმოების ხარისხისა და ვადების დაცვაზე.

ყოველივე ზემოაღნიშნულის დადასტურების მიზნით, სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით წარმოდგენილი უნდა იქნეს:

(1) პროექტის ხელმძღვანელის წერილობითი თანხმობა;
(2) პროექტის ხელმძღვანელის შრომითი ბიოგრაფია (CV), სადაც მითითებული უნდა იყოს მის მიერ განხორციელებული პროექტები, ღირებულებისა და დამკვეთის მითითებით.

2.5.1 requirement related to the time limits for supplying goods/providing services/performing works (timeline)

პრეტენდენტი ვალდებულია, ტენდერის სტატუსის: „შერჩევა-შეფასება“ ეტაპზე უზრუნველყოს შემსყიდველისთვის, მასთან შეთანხმებული შინაარსითა და ფორმით შედგენილი სამუშაოების შესრულების კალენდარული გეგმა-გრაფიკის წარდგენა. კალენდარული გეგმა-გრაფიკი უნდა იყოს მაქსიმალურად დეტალური, კვირის და დღის ჭრილში და მასში ნათლად უნდა იყოს ნაჩვენები სამუშაოს წარმოების პროცესის თანმიმდევრულობა. შემსყიდველისათვის წარდგენილი გეგმა-გრაფიკით განსაზღვრული ვადები უნდა შეესაბამებოდეს სატენდერო დოკუმენტაციის კითხვარის 1.4 პუნქტით განსაზღვრულ სამუშაოს შესრულების ვადას.

2.9 other additional requirements

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

იმ შემთხვევაში, თუ ყველაზე დაბალი ფასის მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით, ან მეტით დაბალი იქნება შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, პრეტენდენტმა უნდა დაასაბუთოს ფასწარმოქმნის ადეკვატურობა და ამ ფასად სამუშაოების განხორციელების შესაძლებლობა. ფასწარმოქმნის ადეკვატურობა უნდა დასაბუთდეს სსიპ – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს, ან საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით აკრედიტებული პირის მიერ გაცემული დასკვნით.

ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტი შედგენილი უნდა იყოს საქართველოს მთავრობის 2017 წლის 26 სექტემბრის №439 დადენილებით დამტკიცებული „ტექნიკური რეგლამენტის – სამშენებლო სამუშაოების ხარჯთაღრიცხვის ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დადგენის მეთოდიკა" მოთხოვნების გათვალისწინებით.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

guarantee for assurance of contract performance

6.1 guarantees for assurance of contract performance are requested

3

6.2 guarantees are requested in case of reduction of final value by 20% or more compared to estimated value

6

6.3 duration of guarantee

ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიის მოქმედების ვადა სულ მცირე 30 კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულების მოქმედების ვადას.

6.4 terms and conditions of guarantee

(1) ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით გამოყენებული იქნება ხელშეკრულების უზრუნველყოფის უპირობო საბანკო გარანტია, რომელიც გაცემული უნდა იყოს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულების, ან სსიპ – საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის მიერ ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიის მიერ. დასაშვებულია საბანკო გარანტია გაცემული იყოს უცხო ქვეყნის საბანკო დაწესებულების მიერ. ასეთ შემთხვევაში საბანკო გარატიის ვალიდურობა დადასტურებული უნდა იყოს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ, ან/და წარმოდგენილი იყოს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულების ავიზირება;

(2) ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია წარმოდგენილი უნდა იქნეს ხელშეკრულების გაფორმებამდე;

(3) თეთრ სიაში რეგისტრირებული მიმწოდებლებისთვის ნახევრდება ამ ტენდერით გათვალისწინებული ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიის ოდენობა.

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

(1) ანგარიშსწორება განხორციელდება ეტაპობრივად (სულ მცირე 100 000,00 ლარის ღირებულების სამუშაოების შესრულებისას, მაგრამ არაუმეტეს თვეში ორჯერ) ფაქტიურად შესრულებული სამუშაოების მიხედვით, მხარეებს შორის გაფორმებული შუალედური მიღება-ჩაბარების აქტისა (ფორმა №2, ფორმა №3) და მიმწოდებლის მხრიდან წარმოდგენილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის საფუძველზე. ფაქტიურად შესრულებული სამუშაოები განისაზღვრება იმ მოცულობით, რაც დადასტურებული იქნება შემსყიდველის მიერ;

(2) საბოლოო ანგარიშსწორება განხორციელდება ფაქტიურად შესრულებული სამუშაოების მოცულობის დამადასტურებელი დოკუმენტის (ექსპერტიზის დასკვნა/ინსტექტირების ანგარიში) საფუძველზე მხარეებს შორის გაფორმებული საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტისა და მიმწოდებლის მხრიდან წარმოდგენილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის საფუძველზე;

(3) ამ პუნქტის მე-2 ქვეპუნქტით გათვალისწინებული დასკვნის (ექსპერტიზის დასკვნა/ინსტექტირების ანგარიში) წარდგენის ვალდებულება ეკისრება მიმწოდებელს საკუთარი ხარჯით და ის გაცემული უნდა იყოს სსიპ – ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს, ან სხვა აკრედიტებული პირის მიერ;

(4) შესრულებული სამუშაოების ხარისხის დაცვის მიზნით, შემსყიდველის მიერ დაკავებული იქნება ყოველ ჯერზე მიმწოდებლისთვის გადასახდელი თანხის 6%, რომლის ნახევრის (3%) დაბრუნება მოხდება სამუშაოების დასრულების შესახებ მხარეებს შორის საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ (არაუმეტეს 10 სამუშაო დღე), ხოლო მეორე ნახევრის – საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 1 (ერთი) წლის გასვლის შემდეგ (არაუმეტეს 10 სამუშაო დღე);

(5) მიმწოდებლის მხრიდან შესაბამისი უპირობო საბანკო გარანტიის (შესრულებული სამუშაოების ​ხარისხის უზრუნველყოფის საბანკო გარანტია) წარმოდგენის შემთხვევაში, ანაზღაურებული იქნება შესრულებული სამუშაოების ხარისხის დაცვის მიზნით შემსყიდველის მიერ დაკავებული თანხის მეორე ნახევარი (3%), საბანკო გარანტიის წარმოდგენიდან 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში. აღნიშნული საბანკო გარანტია გაცემული უნდა იყოს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულების, ან სსიპ – საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის მიერ ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიის მიერ და მისი მოქმედების ვადა სულ მცირე 30 კალენდარული დღით უნდა აღემატებოდ საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების თარიღიდან 1 (ერთი) წლის გასვლის თარიღს. შესრულებული სამუშაოების ​ხარისხის უზრუნველყოფის საბანკო გარანტია შემსყიდველისათვის წარდგენილი უნდა იქნეს საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ.

(6) იმ შემთხვევაში, თუ საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების თარიღიდან 1 (ერთი) წლის განმავლობაში შემსყიდველის მიერ დაფიქსირებული იქნა რაიმე ნაკლი, ან უხარისხობა, თანხა მიმწოდებელს არ დაუბრუნდება დეფექტების გამოსწორებამდე;

(7) იმ შემთხვევაში, თუ მიმწოდებელი ვერ უზრუნველყოფს (ან უარს აცხადებს) საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების თარიღიდან 1 (ერთი) წლის განმავლობაში დაფიქსირებული ნაკლოვანებების აღმოფხვრას, შემსყიდველი დამოუკიდებელი ექსპერტის მეშვეობით შეაფასებს დეფექტების აღმოფხვრისათვის ჩასატარებელი სამუშაოების ღირებულებას და მიმწოდებელს არ აუნაზღაურებს აღნიშნულ თანხას ხარისხის დაცვის მიზნით დაკავებული თანხიდან. თუ დეფექტების აღმოფხვრისთვის ჩასატარებელი სამუშაოების ღირებულება აღემატება ხარისხის დაცვის მიზნით დაკავებულ თანხას, შემსყიდველი მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად დააკისრებს მიმწოდებელს დარჩენილი სხვაობის გადახდას.

7.3 time limits for step by step and/or final payment

ანგარიშსწორება განხორციელდება მხარეებს შორის შუალედური/საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან და მიმწოდებლის მხრიდან შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენიდან 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

თამარი მოხევიშვილი, 577189758, tamar.mokhevishvili.1@iliauni.edu.ge ;
ტექნიკურ (სამშენებლო) საკითხებთან დაკავშირებით: გიორგი მამუჩაშვილი: ტელ: 577 55 33 10, ელ-ფოსტა: giorgi_mamuchashvili@iliauni.edu.ge.

additional information/document

10.1 additional information/documents

(1) შესასრულებელი სამუშაოების ხარჯთაღრიცხვა (განფასება) წარმოდგენილი უნდა იქნეს სატენდერო დოკუმენტაციაში მოცემული შესასრულებელი სამუშაოების დეფექტური აქტის მიხედვით;

(2) დაუშვებელია შესასრულებელი სამუშაოების ხარჯთაღრიცხვით განსაზღვრული სამუშაოების დასახელების, განზომილებისა და რაოდენობის ცვლილება;

(3) იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი ხარჯთაღრიცხვით (განფასებით) სამუშაოების ღირებულება (ერთეულის ფასი) როგორც ხელფასის, ისე მასალის მიხედვით შეუსაბამოდ მაღალი იქნება სამშენებლო ნორმების და წესების შესაბამისად დათვლილ ღირებულებასთან შედარებით, შემსყიდველი (სატენდერო კომისია) უფლებამოსილია, მოითხოვოს ასეთი ფასების დაზუსტება;

(4) იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტის მიერ არ იქნება წარმოდგენილი ხარჯთაღრიცხვა (განფასება) სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნების შესაბამისად, ან წარმოდგენილი იქნება განუფასებლად (თუ განუფასებელი პოზიცი(ებ)ის რაოდენობა მეტი იქნება/აღემატება განსაფასებელი პოზიციების (მონიშნულია ყვითლად) 5%-ს) მოხდება მისი დისკვალიფიკაციას (დაზუსტების გარეშე).

(5) სატენდერო დოკუმენტაციის შესახებ დამატებითი ინფორმაციისა და განმარტებების მოთხოვნის საშუალება და პროცედურა განისაზღვრება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანებით დამტკიცებული „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ მე-8 მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად;

(6) „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე, სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული ყველა დოკუმენტი (Pdf ფაილი) უნდა იყოს ხელმოწერილი კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით, ან/და დამოწმებული კვალიფიციური ელექტრონული შტამპით. იმ შემთხვევაში, თუ ხელისმომწერი პირი არ არის წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილი, წარმოდგენილი უნდა იქნეს ასევე შესაბამისი მინდობილობა.

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2026, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru