Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Архитектурные и сопутствующие услуги (Грузия - Тендер #70030034)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: The Ministry of Education and Sport of Adjara Autonomous Republic
Номер конкурса: 70030034
Дата публикации: 16-01-2026
Сумма контракта: 345 000


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT260000513
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 16.01.2026 16:14
Начало приема предложения 25.01.2026 00:00
Истекает срок принятия предложений 28.01.2026 12:00
Предполагаемая цена закупки 345`000.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 71200000-Архитектурные и сопутствующие услуги
Коды классификатора
  • 71242000 - Подготовка проекта и проектирование, сметы
Срок подачи 6 კალენდარული თვე
Дополнительная информация
13 საჯარო სკოლის მშენებლობის, სრული და ნაწილობრივი რეაბილიტაციის და სამინისტროს შენობის ნაწილობრივი რეაბილიტაციის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის სახელმწიფო შესყიდვა
Количество и объём закупок 14 საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია
Шаг снижения цены 4`000.00 GEL
Размер гарантии 3`450 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: jemal surmanidze :: 16.01.2026 14:11
  • Последнее исправление: tamila dumbadze :: 16.01.2026 16:14
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=667065&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

13 საჯარო სკოლის მშენებლობის, სრული და ნაწილობრივი რეაბილიტაციის და სამინისტროს შენობის ნაწილობრივი რეაბილიტაციის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის სახელმწიფო შესყიდვა

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

ხელშეკრულების საგანია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და სპორტის სამინისტროს 2026 წლის ბიუჯეტით და ქვეპროგრამით - ,,საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება’’, გათვალისწინებული 13 საჯარო სკოლის მშენებლობის, სრული და ნაწილობრივი რეაბილიტაციის და სამინისტროს შენობის ნაწილობრივი რეაბილიტაციის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციების შედგენა-მოწოდება, წინამდებარე ხელშეკრულებით და ტექნიკური დავალებით (დანართი 1) განსაზღვრული პირობების შესაბამისად (CPV 71242000).

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

6 (ექვსი) კალენდარული თვის ვადაში, ხარჯთაღრიცხვაში მითითებული ვადების შესაბამისად.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

დოკუმენტაციის მომზადება სატენდერო დოკუმენტაციის შესაბამისად და მოწოდება ქ. ბათუმში, გუდიაშვილის ქ. N4-ში

technical requirements

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

ა) პრეტენდენტს 2023 წლის 01 იანვრიდან ტენდერის გამოცხადებამდე პერიოდში უნდა გააჩნდეს შენობების/ნაგებობების მშენებლობის/რეაბილიტაციის სამუშაოების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მიწოდების გამოცდილება საერთო ღირებულებით მინიმუმ 345 000 ლარი.

პროექტების ღირებულება გულისხმობს თანხას, რაც მიიღო პრეტენდენტმა საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მიწოდებისთვის და არა საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციით გათვალისწინებული სამუშაოების ღირებულებას.

ბ) ამასთან, გამოცდილებაში ჩაითვლება მხოლოდ დასრულებული მომსახურება, რაზედაც გაფორმებულია საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტები, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტის მიერ სახელმწიფო შესყიდვის ფარგლებში განხორციელებულია მომსახურება, როგორც ქვეკონტრაქტორის მიერ (მიუხედავად იმისა, თუ მერამდენე ქვეკონტრაქტორია), განხორციელებული მომსახურება მხოლოდ იმ შემთხვევაში ჩაითვლება გამოცდილებად, თუ საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტი გაფორმებულია ძირითად კონტრაქტორებს შორისაც, ამასთან, პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს აღნიშნული აქტი, თუ იგი არ არის განთავსებული შესაბამისი შესყიდვის გვერდზე.

გ) გასათვალისწინებელი გარემოება ამხანაგობის, როგორც პრეტენდენტის ტენდერში მონაწილეობის შემთხვევაში:

ამხანაგობის ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის საკითხი რეგულირდება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანებით დამტკიცებული „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესი“-ს 24-ე მუხლის შესაბამისად.

დ) იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტს ცხრილში მითითებული აქვს საქართველოში განხორციელებული არასახელმწიფო შესყიდვაც ან საქართველოს ფარგლებს გარეთ ნებისმიერი მიწოდება, მაშინ მან უნდა წარმოადგინოს ამ შესყიდვებზე ხელშეკრულებები, მიღება-ჩაბარების აქტები (ან მასთან გათანაბრებული დოკუმენტაცია), აღნიშნულ სამუშაოებზე დადასტურებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების ქსეროასლები (სხვა ქვეყნის შემთხვევაში - მსგავსი დოკუმენტი) და ამ ხელშეკრულების ფარგლებში გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტები (საბანკო ან/და სალაროს ქვითრები).

შენიშვნა: სახელმწიფო შესყიდვის ფარგლებში, ქვეკონტრაქტით განხორციელებული მიწოდება განიხილება არასახელმწიფო შესყიდვად.

ე) იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტის მიერ სახელმწიფო შესყიდვის ფარგლებში განხორციელებულია მომსახურება, როგორც ქვეკონტრაქტორის მიერ და ძირითად მხარეთა შორის გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება მიმწოდებლის მიერ ქვეკონტრაქტორის გამოყენებას ითვალისწინებს მხოლოდ შემსყიდველი ორგანიზაციის თანხმობის ან/და ინფორმირების შემთხვევაში, მიმწოდებელმა კი ხელშეკრულების ფარგლებში ნაკისრი ვალდებულებების ნაწილი მესამე პირს შესასრულებლად გადასცა ასეთი თანხმობის/ინფორმირების გარეშე, შესრულებული სამუშაოები არ ჩაითვლება გამოცდილებაში. ამასთან, პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს ასეთი თანხმობის/ინფორმირების დამადასტურებელი დოკუმენტაცია, თუ მსგავსი დოკუმენტაცია არ არის განთავსებული შესაბამისი ტენდერის გვერდზე.

ამასთან, სახელმწიფო შესყიდვის ფარგლებში, როგორც ქვეკონტრაქტორის მიერ განხორციელებულია მომსახურება ითვლება საქართველოში განხორციელებულ არასახელმწიფო შესყიდვად და მასზე ვრცელდება სატენდერო დოკუმენტაციის 2.2.1. პუნქტის ,,დ ქვეპუნქტის მოთხოვნა.

ვ) იმ შემთხვევაში თუ, მომსახურების შესყიდვა განხორციელებული არის სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის გამოყენებით (w.w.w. http://procurement.gov.ge/) და საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტი დამკვეთის (შემსყიდველი) მიერ ატვირთული არის სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში, შესაძლებელია წარმოდგენილი იყოს დოკუმენტაცია/ინფორმაცია სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემის საშუალებით ჩატარებული შესყიდვის საშუალების ნომრის (SPA, DAP; NAT, DEP; MEP; TEP; GEO: CMR ან სხვა არსებობის შემთხვევაში) შესახებ.

ზ) იმ შემთხვევაში თუ დამკვეთი (შემსყიდველი) და შემსრულებელი (პრეტენდენტი ან ამხანაგობის წევრი) არის ერთი და იგივე პირი და არ არსებობს მომსახურების მიწოდებაზე გაფორმებული ხელშეკრულება, შესაძლებელია წარმოდგენილი იქნას აუდიტორული ფირმების ან/და აუდიტორების სახელმწიფო რეესტრში რეგისტრირებული პირის მიერ გაცემული შესაბამისი დასკვნა (დასკვნაში მითითებული უნდა იყოს დასკვნის გამცემი პირის სახელმწიფო რეესტრში რეგისტრაციის ნომერი და აღნიშნული უნდა იძებნებოდეს https://www.saras.gov.ge ვებ-გვერდზე შესაბამის რეესტრში), რომლითაც უნდა დასტურდებოდეს, რომ პრეტენდენტს ზემოაღნიშნული პერიოდის განმავლობაში გააჩნია მოთხოვნილი ღირებულების და შინაარსის მომსახურების შესრულების გამოცდილება.

თ) იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდნეტს გამოცდილება მიღებული აქვს სახელმწიფო საიდუმლეობასთან დაკავშირებული მომსახურების შესრულებით (,,გრიფით საიდუმლო), საკმარისია შესრულებული სამუშაოების შესახებ დამკვეთის მიერ გაცემული ცნობის (წერილის) წარმოდგენა. ამ დოკუმენტის მეშვეობით უნდა დგინდებოდეს 2.2.1.1 პუნქტით განსაზღრულ მოთხოვნასთან შესაბამისობა.

2.4.1 requirement related to the experience of the staff of a tenderer

პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ინფორმაცია პროექტის განხორციელებისათვის არანაკლებ 3 მასთან დასაქმებული პირის შესახებ:

1. არქიტექტორი (უმაღლესი განათლება - არქიტექტორი);

2. ინჟინერ-ელექტრიკოსი (უმაღლესი განათლება საინჟინრო სფეროში);

3. ინჟინერ-მექანიკოსი (უმაღლესი განათლება საინჟინრო სფეროში).

წარმოდგენილი უნდა იქნეს დიპლომის ან კვალიფიკაციის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტის ასლები. წარმოსადგენია, აგრეთვე, წინასწარი განზრახვა (შეთანხმება) აღნიშნულ პროექტში მონაწილეობის შესახებ.

შენიშვნა: პრეტენდენტთან ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში მის მიერ წარმოდგენილ პროექტებზე ხელს უნდა აწერდეს პრეტენდენტის მიერ სატენდერო წინადადების წარმოდგენის დროს ტექნიკურ დოკუმენტაციაში მითითებული დასქმებულები (არქიტექტორი და სხვა პირები).

2.8.1 requirements related to a sub-contractor

1 მიმწოდებელმა წერილობით უნდა აცნობოს შემსყიდველს ხელშეკრულების ფარგლებში ქვეკონტრაქტორის აყვანის შესახებ. მიმწოდებელი ვალდებულია შემსყიდველს ასევე აცნობოს თუ რა მოცულობის მომსახურება გადაეცემა ქვეკონტრაქტორს.
2 მომსახურების პროცესში ქვეკონტრაქტორის შეცვლა, ან დამატებითი ქვეკონტრაქტორის აყვანა ასევე უნდა ეცნობოს შემსყიდველს. მიმწოდებელი ვალდებულია აცნობოს შემსყიდველს მოცულობის რა ნაწილი გადაეცემა ქვეკონტრაქტორს.
3. იმ შემთხვევაში, თუ კონკრეტული ქვეკონტრაქტორისათვის გადასაცემი მომსახურების საერთო ღირებულება (ერთი ან რამდენიმე ხელშეკრულების ფარგლებში) აღემატება წინამდებარე ხელშეკრულების 30%-ს, მაშინ ქვეკონტრაქტორი უნდა აკმაყოფილებდეს სატენდერო დოკუმენტაციით პრეტენენტისათვის წაყენებულ გამოცდილების მოთხოვნებს, რის თაობაზეც პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს შესაბამისი დოკუმენტაცია.
4. ქვეკონტრაქტორი არ უნდა იყოს რეგისტრირებული შესყიდვებში მონაწილე არაკეთილსინდისიერ პირთა რეესტრში – „შავი სია“.
5. სამუშაოების ქვეკონტრაქტორზე გადაცემით მიმწოდებელი არ თავისუფლდება ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებებიდან.
6. წინამდებარე მუხლში მითითებული მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში ხელშეკრულება ცალმხრივად შეწყდება და ამოქმედდება ხელშეკრულების უზრუნველყოფის გარანტია.

2.9 other additional requirements

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

აუდიტის დასკვნა

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

document(s) showing registration/legal data

5.1.2 for a legal entity

პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნას: ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, რომელშიც, პრეტენდენტის მიმართ, არ უნდა იყოს რეგისტრირებული ყადაღა/აკრძალვა ან/და საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება ან/და პრეტენდენტი არ უნდა იყოს რეგისტრირებული მოვალეთა რეესტრში.

იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტის მიერ წარდგენილ სარეგისტრაციო-უფლებრივი მონაცემების ამსახველ დოკუმენტში რეგისტრირებულია ზემოაღნიშნული რომელიმე უფლებრივი შეზღუდვა, პრეტენდენტი ექვემდებარება დისკვალიფიკაციას.

5.1.3 for an individual entrepreneur

პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნას ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, რომელშიც, პრეტენდენტის მიმართ, არ უნდა იყოს რეგისტრირებული ყადაღა/აკრძალვა ან/და საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება ან/და პრეტენდენტი არ უნდა იყოს რეგისტრირებული მოვალეთა რეესტრში.

იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტის მიერ წარდგენილ სარეგისტრაციო-უფლებრივი მონაცემების ამსახველ დოკუმენტში რეგისტრირებულია ზემოაღნიშნული რომელიმე უფლებრივი შეზღუდვა, პრეტენდენტი ექვემდებარება დისკვალიფიკაციას.

5.1.4 for a physical entit

პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნას:

(1) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
(2) ცნობა შესაბამისი ადმინისტრაციული დაწესებულებიდან მოვალეთა რეესტრში პირის რეგისტრაციის არარსებობის შესახებ.
(3) იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტის მიერ წარდგენილ სარეგისტრაციო-უფლებრივი მონაცემების ამსახველ დოკუმენტში რეგისტრირებულია 5.1.4 პუნქტის მე-2 ქვეპუნქტში მითითებული უფლებრივი შეზღუდვა, პრეტენდენტი ექვემდებარება დისკვალიფიკაციას.

5.1.5 for a partnership

(1) სატენდერო დოკუმენტაციის 5.1.5. პუნქტით გათვალისწინებული სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტები შემსყიდველ ორგანიზაციას წარედგინება, როგორც ამხანაგობის, ასევე მისი თითოეული წევრის შესახებ, კერძოდ:

უშუალოდ ამხანაგობისთვის:
ა) შესაბამისად უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოდან გაცემული დოკუმენტ(ებ)ი რომლითაც უნდა დასტურდებოდეს, რომ პრეტენდენტის მიმართ, არ არის რეგისტრირებული ყადაღა/აკრძალვა ან/და საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება ან/და პრეტენდენტი არ არის რეგისტრირებული მოვალეთა რეესტრში.
ბ) ცნობა ბიუჯეტის მიმართ დავალიანების არარსებობის შესახებ, საიდანაც უნდა იკვეთებოდეს, რომ პრეტენდენტს არ გააჩნია აღიარებული დავალიანება ბიუჯეტის მიმართ (გარდა იმ შემთხვევისა, თუ პირს გაფორმებული აქვს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 292-ე მუხლით განსაზღვრული საგადასახადო შეთანხმება, სრულად იმ თანხის გადახდაზე, რომელიც უფიქსირდება აღიარებულ საგადასახადო დავალიანებაში, რაზედაც პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს შესაბამისი საგადასახადო შეთანხმების დამადასტურებელი დოკუმენტი).

ამხანაგობის წევრებისთვის:
ა) ამონაწერები მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან; საიდანაც უნდა იკვეთებოდეს, რომ ამხანაგობის წევრების მიმართ არ არის რეგისტრირებული ყადაღა/აკრძალვა ან/და საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება ან/და აღნიშნული პირები არ არიან რეგისტრირებული მოვალეთა რეესტრში.
ბ) ცნობები ბიუჯეტის მიმართ დავალიანების არარსებობის შესახებ, საიდანაც უნდა იკვეთებოდეს, რომ ამხანაგობის მონაწილეებს არ გააჩნიათ აღიარებული დავალიანება ბიუჯეტის მიმართ (გარდა იმ შემთხვევისა თუ პირს გაფორმებული აქვს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 292-ე მუხლით განსაზღვრული საგადასახადო შეთანხმება, სრულად იმ თანხის გადახდაზე, რომელიც უფიქსირდება აღიარებულ საგადასახადო დავალიანებაში, რაზედაც წარმოდგენილი უნდა იქნას შესაბამისი საგადასახადო შეთანხმების დამადასტურებელი დოკუმენტი).
გ) იმ შემთხვევაში, თუ ამხანაგობის მონაწილე წარმოადგენს არარეზიდენტ პირს, მისი სარეგისტრაციო უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტები წარმოდგენილი უნდა იქნას სატენდერო დოკუმენტაციის 5.1.6 პუნქტისა და მისი ქვეპუნქტების მოთხოვნათა მიხედვით, ხოლო, წარმომადგენლობის/ფილიალის შემთხვევაში - სატენდერო დოკუმენტაციის 5.1.7. პუნქტის მიხედვით.

(2) იმ შემთხვევაში, თუ ამხანაგობის, ან/და მისი რომელიმე წევრ(ებ)ის მიერ წარდგენილ სარეგისტრაციო-უფლებრივი მონაცემების ამსახველ დოკუმენტებში რეგისტრირებულია 5.1.5 პუნქტის შესაბამის ქვეპუნქტებში გათვალისწინებული რომელიმე უფლებრივი შეზღუდვა, პრეტენდენტი ექვემდებარება დისკვალიფიკაციას.

5.1.6 for a non-resident

(1) არარეზიდენტი იურიდიული პირის შემთხვევაში, პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნას:
ა) პრეტენდენტის, როგორც მეწარმე სუბიექტის რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი (მაგ.:ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან).
ბ) დოკუმენტ(ებ)ი, რომლითაც დადასტურდება, რომ პრეტენდენტის მიმართ, არ არის რეგისტრირებული ყადაღა/აკრძალვა ან/და საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება ან/და პრეტენდენტი არ არის რეგისტრირებული მოვალეთა რეესტრში.
გ) ცნობა ბიუჯეტის მიმართ დავალიანების არარსებობის შესახებ, საიდანაც უნდა იკვეთებოდეს, რომ პრეტენდენტს არ გააჩნია აღიარებული საგადასახადო დავალიანება ბიუჯეტის მიმართ.
დ) პრეტენდენტის სარეგისტრაციო-უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტები გაცემული უნდა იყოს თავისი ქვეყნის შესაბამისად უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანო(ები)დან, დამოწმებული უნდა იყოს კანონმდებლობით დადგენილი წესით (ლეგალიზებული ან აპოსტილით დამოწმებული) და მათ თან უნდა ერთვოდეს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი. იმ შემთხვევაში, თუ არარეზიდენტი იურიდიული პირის რეგისტრაციის ქვეყანაში არ ხდება ზემოაღნიშნული რომელიმე მონაცემის/ინფორმაციის ამსახველი დოკუმენტ(ებ)ის გაცემა, აღნიშნულის დასადასტურებლად პრეტენდენტმა, უნდა წარმოადგინოს თავისი ქვეყნის შესაბამისად უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოდან წერილობითი დოკუმენტი, რომელიც დამოწმებული უნდა იყოს კანონმდებლობით დადგენილი წესით (ლეგალიზებული ან აპოსტილით დამოწმებული) და მათ თან უნდა ერთვოდეს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი.

(2) არარეზიდენტი ფიზიკური პირის შემთხვევაში, პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნას:
ა) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
ბ) ცნობა შესაბამისი ადმინისტრაციული დაწესებულებიდან მოვალეთა რეესტრში პირის რეგისტრაციის არარსებობის შესახებ.
გ) პრეტენდენტის სარეგისტრაციო-უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტები გაცემული უნდა იყოს თავისი ქვეყნის შესაბამისად უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანო(ები)დან, დამოწმებული უნდა იყოს კანონმდებლობით დადგენილი წესით (ლეგალიზებული ან აპოსტილით დამოწმებული) და მათ თან უნდა ერთვოდეს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი. იმ შემთხვევაში, თუ არარეზიდენტი იურიდიული პირის რეგისტრაციის ქვეყანაში არ ხდება ზემოაღნიშნული რომელიმე მონაცემის/ინფორმაციის ამსახველი დოკუმენტ(ებ)ის გაცემა, აღნიშნულის დასადასტურებლად, პრეტენდენტმა, უნდა წარმოადგინოს თავისი ქვეყნის შესაბამისად უფლებამოსილი, ადმინისტრაციული ორგანოდან წერილობითი დოკუმენტი, რომელიც დამოწმებული უნდა იყოს კანონმდებლობით დადგენილი წესით (ლეგალიზებული ან აპოსტილით დამოწმებული) და მათ თან უნდა ერთვოდეს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი.

(3) თუ პრეტენდენტის მიერ წარდგენილ სარეგისტრაციო-უფლებრივი მონაცემების ამსახველ დოკუმენტ(ებ)ში რეგისტრირებულია 5.1.6 პუნქტის შესაბამის ქვეპუნქტებში გათვალისწინებული რომელიმე უფლებრივი შეზღუდვა, პრეტენდენტი ექვემდებარება დისკვალიფიკაციას.

5.1.7 for a representation/branch

იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტი არის უცხოური საწარმოს წარმომადგენელი/ფილიალი საქართველოში, იგი ვალდებულია წარმოადგინოს, როგორც თავისი, ასევე სათაო კომპანიის სარეგისტრაციო-უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტები სატენდერო დოკუმენტაციის 5.1.2 პუნქტის და სატენდერო დოკუმენტაციის 5.1.6.პუნქტის 1-ლი პუნქტის მოთხოვნათა შესაბამისად. ამასთან, თუ წარმომადგენლობის/ფილიალის ან/და სათაო კომპანიის სარეგისტრაციო-უფლებრივი მონაცემების ამსახველ დოკუმენტებში რეგისტრირებულია 5.1.2 ან/და 5.1.6 პუნქტების შესაბამის ქვეპუნქტებში გათვალისწინებული რომელიმე უფლებრივი შეზღუდვა, პრეტენდენტი ექვემდებარება დისკვალიფიკაციას.

guarantee for assurance of contract performance

6.1 guarantees for assurance of contract performance are requested

5 Процентов

6.2 guarantees are requested in case of reduction of final value by 20% or more compared to estimated value

10 Процентов

6.3 duration of guarantee

2027 წლის 31 იანვარი

6.4 terms and conditions of guarantee

ხელშეკრულების უზრუნველყოფისათვის გამოიყენება საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული კომერციული ბანკის ან სსიპ „საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის" მიერ ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიის მიერ გაცემული უპირობო გარანტია/კონტრგარანტია.

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

7.2.1. მიმწოდებელთან საბოლოო ან/და შუალედური ანგარიშსწორება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ხელშეკრულებით გათვალისწინებულ საბანკო რეკვიზიტებზე ეროვნულ ვალუტაში.

7.2.2. შემსყიდველი იღებს ვალდებულებას აუნაზღაუროს მიმწოდებელს გაწეული მომსახურების ღირებულება საბოლოო ან/და შუალედური ანგარიშსწორების სახით, ხელშეკრულების მე-4 მუხლით განსაზღვრული წესით შედგენილი მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან და სათანადო წესის შესაბამისად საგადასახადო დოკუმენტის წარმოდგენიდან (საჭიროების შემთხვევაში) 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში.

7.2.3. მიღება-ჩაბარება ახალი მშენებლობის/მიშენების სრულ პროექტზე (ასეთის არსებობის შემთხვევაში) გაფორმდება მისი უფლებამოსილ ორგანოებთან შეთანხმების შემდეგ, გარდა იმ შემთხვევისა, თუ შეთანმხების მიუღწევლობა არ არის გამოწვეული მიმწოდებლის მიზეზით.

7.3 time limits for step by step and/or final payment

მიღება-ჩაბარების აქტის შედგენიდან 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

თამილა დუმბაძე, 577304010, sheskidvebimoecs@gmail.com

additional information/document

10.1 additional information/documents

პრეტენდენტმა უნდა უზრუნველყოს:
ა) სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრული დოკუმენტების ატვირთვა სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში, კერძოდ:
-ფასების ცხრილი;
-ინფორმაცია/დოკუმენტაცია პრეტენდენტის გამოცდილების შესახებ
-ინფორმაცია/დოკუმენტაცია პერსონალის შესახებ და მათი თანხმობები.

ბ) დოკუმენტაციის უცხო ენაზე წარმოდგენის შემთხვევაში თან უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი ქართულ ენაზე.

გ) 2019 წლის 1 იანვრიდან, შემსყიდველი ორგანიზაციები და შესყიდვებში მონაწილეობის მსურველები/პრეტენდენტები/მიმწოდებლები „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების საფუძველზე ვალდებულები არიან, სახელმწიფო შესყიდვებში ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთ ელექტრონულ დოკუმენტებზე შეასრულონ კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა ან/და ეს დოკუმენტები დაამოწმონ კვალიფიციური ელექტრონული შტამპით.
შეგიძლიათ ისარგებლოთ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ელექტრონულ გვერდზე არსებული სახელმძღვანელო ინსტრუქციით http://procurement.gov.ge/getattachment/News/news-(50)/eSignature_25-Dec-18.pdf.aspx

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2026, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru