Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Услуги офисного обеспечения (Грузия - Тендер #69970970)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: LEPL State Care Agency for Assistance of Victims of Human Trafficking
Номер конкурса: 69970970
Дата публикации: 14-01-2026


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT) По прейскуранту
Номер заявки NAT260000357
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 14.01.2026 17:49
Начало приема предложения 24.01.2026 00:00
Истекает срок принятия предложений 26.01.2026 12:00
Предполагаемая цена прейскуранта 4`115.00 GEL
Контрактная цена объекта закупки 30`000.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 79500000-Услуги офисного обеспечения
Коды классификатора
  • 79530000 - Переводческие услуги
  • 79540000 - Услуги устного перевода
Срок подачи ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, ეტაპობრივად, შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად.
Дополнительная информация
სსიპ „სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს“ ცენტრალური აპარატისთვის, ტერიტორიული და სტრუქტურული ერთეულებისთვის და ფილიალებისთვის თარგმნის (მთარგმნელობითი და სათარჯიმნო) და სააგენტოში ფუნქციონირებულ ცხელი ხაზებისთვის კონფერენც რეჟიმში თანმიმდევრული თარგმნის მომსახურების პრეისკურანტით სახელმწიფო შესყიდვა.
Количество и объём закупок იხ. სატენდერო დოკუმენტაციაში
Шаг снижения цены 17.00 GEL
Размер гарантии 300 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: joto pataraia :: 14.01.2026 16:32
  • Последнее исправление: joto pataraia :: 14.01.2026 17:49
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=666488&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

სსიპ „სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს“ ცენტრალური აპარატისთვის, ტერიტორიული და სტრუქტურული ერთეულებისთვის და ფილიალებისთვის თარგმნის (მთარგმნელობითი და სათარჯიმნო) და სააგენტოში ფუნქციონირებულ ცხელი ხაზებისთვის კონფერენც რეჟიმში თანმიმდევრული თარგმნის მომსახურების პრეისკურანტით სახელმწიფო შესყიდვა.

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

1.2.1 შესყიდვის ობიექტს წარმოადგენს დოკუმენტის თარგმნის, ზეპირი (თანმიმდევრული) თარგმნისა და ცხელი ხაზის ზარების თანმიმდევრული თარგმნი მომსახურება.
1.2.2 დოკუმენტის თარგმნის მომსახურება უნდა განხორციელდეს პრეისკურანტში მითითებულ უცხოურ ენიდან ქართულ ენაზე და პირიქით;
1.2.3 დოკუმენტის თარგმნის მომსახურების გაწევის დროს:
1.2.3.1 ერთ სტანდარტულ გვერდად ჩაითვლება ნათარგმნი ტექსტის 1 სრული ნაბეჭდი A4 ზომის გვერდი, რომელიც შეიცავს 2 000 ნაბეჭდ სიმბოლოს (ინტერვალის გარეშე/no spaces), შრიფტი 12;
1.2.3.2 ფაქტობრივად თარგმნილი ტექსტის გვერდების რაოდენობა გამოითვლება შემდეგნაირად: დაჯამდება ნათარგმნი დოკუმენტის სიმბოლოების რაოდენობა (ინტერვალის გარეშე/no spaces) და მოხდება მათი გაყოფა 2000-ზე. მიღებული ციფრი ჩაითვლება ფაქტობრივად შესრულებული გვერდების რაოდენობად;
1.2.3.3 Excel-სა და PowerPoint-ში შესრულებული თარგმანების გვერდების დათვლის მიზნით, მოხდება ამ ფორმატში აკრეფილი ტექსტების გადმოტანა Word-ში, დაითვლება სიმბოლოების ჯამური რაოდენობა და მოხდება მათი გაყოფა 2000-ზე. მიღებული რიცხვი ჩაითვლება ფაქტობრივად თარგმნილი ტექსტის გვერდების რაოდენობად (მიღებული რიცხვი საჭიროების შემთხვევაში, დამრგვალდება ასეულებამდე არითმეტიკული წესით).
1.2.4 შემსყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს 1 (ერთი) დღეში (24 საათში) არანაკლებ 20 გვერდის თარგმნის მომსახურების გაწევა, ხოლო დიდი მოცულობის მასალის შემთხვევაში შესრულების ვადის განსაზღვრა მოხდება შემსყიდველთან შეთანხმებით.
1.2.5 სათარგმნ მასალას შემსყიდველი მიმწოდებელს გადასცემს მატერიალურად ან ელექტრონული ფოსტის საშუალებით, ხოლო მიმწოდებელი შესრულებულ დოკუმენტაციას შემსყიდველს გადასცემს მატერიალურად ან ელექტრონულად ელექტრონული ფოსტის მეშვეობით. მატერიალურად გადასაცემ დოკუმენტაციაზე შესრულებული უნდა იყოს მომსახურების გამწევი პირის ხელმოწერა და დამოწმებული ორგანიზაციის ბეჭდით (არსებობის შემთხვევაში), ხოლო ელექტრონული ფოსტით გასაგზავნ ნათარგმნ დოკუმენტზე მომსახურების გამწევმა პირმა ელექტრონულად უნდა მოაწეროს ხელი ან მატერიალურად ხელმოწერილი დოკუმენტის სკანირებული ვარიანტი ელექტრონულ ვარიანტთან ერთად გადაუგზავნოს შემსყიდველს.
1.2.6 შემსყიდველის მიერ ნათარგმნი მასალის მატერიალურად მიწოდების მოთხოვნის შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია თვითონ აანაზღაუროს მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა ხარჯი.
1.2.7 შემსყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს ნათარგმნი დოკუმენტების ნოტარიული დამოწმება საკუთარი სახსრებით (სახელშეკრულებო პერიოდში ნოტარიულად დასამოწმებელი გვერდების რაოდენობა - არაუმეტეს 50 გვ.),
1.2.8 როგორც კონფერენც რეჟიმში, ასევე ფიზიკურად დასწრებით ზეპირი (თანმიმდევრული) თარგმნის მომსახურება უნდა განხორციელდეს მომსახურების პრესიკურანტში (დანართი N1) მითითებულ უცხოური ენიდან ქართულ ენაზე და პირიქით.
1.2.9 თარჯიმნის მიერ ფიზიკურად დასწრებით ზეპირი თანმიმდევრული თარგმნის შემთხვევაში, კალენდარული დღის 24 საათიანი დროის ინტერვალში, კონკრეტული ენის უწყვეტი (ერთიდაიგივე თარიღში, ერთიდაიგივე თარჯიმნის საშუალებით ერთიდაიგივე მისამართზე) თარგმნის მომსახურების გაწევის ხანგრძლივობა, საერთო ჯამში თუ აღემატება 7 საათს, მომსახურების ღირებულება განისაზღვრება კონკრეტული ენის თარგმნის 7 საათის ღირებულებით. აღნიშნული 7 საათიანი პერიოდის გასვლის შემდეგ მიმწოდებელი უფლებამოსილია თარგმნის მომსახურების უწყვეტობის შენარჩუნების პირობებში უზრუნველყოს თარჯიმნის გამოცვლა, რა შემთხვევაშიც, ვადის ათვლა დაიწყება თავიდან.
1.2.10 თარჯიმნის მიერ ფიზიკურად დასწრებით ზეპირი - თანმიმდევრული თარგმნის შემთხვევაში, ყოველ კონკრეტულ ფაქტზე, მომსახურების გაწევის ვადის ათვლა დაიწყება თარგმნის მომსახურების დაწყებიდან და დასრულდება შესაბამისი პროცედურების დასრულებისთანავე, არაუმეტეს სატენდერო დოკუმენტაციის 1.2.9 პუნქტში გაწერილი ვადებისა.
1.2.11 თარჯიმნის მიერ ფიზიკურად დასწრებით ზეპირი - თანმიმდევრული თარგმნის მომსახურების გაწევის დაწყების ვადის ათვლა დაიწყება შემსყიდველის მიერ თარჯიმნის მოთხოვნის შესახებ მიმწოდებლისთვის გაგზავნილ შეტყობინებაში მითითებული დროიდან, თუ თარჯიმანი გამოცხადდა დროულად, ხოლო თარჯიმნის დაგვიანებით, გამოცხადების შემთხვევაში, მომსახურების გაწევის დაწყების ვადის ათვლა დაიწყება უშუალოდ თარგმნის დაწყების მომენტიდან.

1.2.12 „კონფერენც რეჟიმში“ ზეპირი - თანმიმდევრული თარგმნის მომსახურების გაწევის დაწყების ვადის ათვლა დაიწყება ცხელი ხაზის თანამშრომლის მიერ ზარის განხორციელებისა და „კონფერენც რეჟიმში“ უშუალოდ თარგმნის დაწყების მომენტიდან.
1.2.13 მიმწოდებელი და მიმწოდებელთან დასაქმებული პირები ვალდებულნი არიან დაიცვას ინფორმაციის კონფიდენციალურობა, რომლებიც მისთვის/მათთვის ცნობილი გახდა „კონფერენც რეჟიმში“ ზეპირი - თანმიმდევრული თარგმნის მომსახურების გაწევის პროცესში.
1.2.14 „კონფერენც რეჟიმში“ ზეპირი - თანმიმდევრული თარგმნა უნდა განხორციელდეს მაქსიმალურად ზედმიწევნით და სრულად, დაუშვებელია ცალკეული წინადადებებისა თუ სიტყვების ამა თუ იმ ნაწილის გამოტოვება ან საკუთარი ინტერპრეტაციით თარგმნა.
1.2.15 თუ მიმწოდებელის მიერ გამოყოფილი თარჯიმანი ვერ უზრუნველყოფს „კონფერენც რეჟიმში“ ზეპირი - თანმიმდევრული თარგმნის მომსახურების გაწევის ჯეროვნად შესრულებას, შემსყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ უნდა უზრუნველყოს თარჯიმნის ახალი თარჯიმნით ჩანაცვლება. აღნიშნულ შემთხვევაში არაჯეროვნად გაწეული მომსახურება შემსყიდველის მიერ არ ანაზღაურდება.
1.2.16 მიმწოდებელი და მიმწოდებლის მიერ გამოყოფილი თარჯიმანი ვალდებულია გაითვალისწინოს „კონფერენც რეჟიმში“ ზეპირი - თანმიმდევრული თარგმნის მომსახურების გაწევის დროს შემსყიდველის შენიშვნები და კომენტარები როგორც მიმდინარე, ასევე ყოველი შემდგომი თარგმანის განხორციელებისას.
1.2.17 ცხელი ხაზის ზარების თანმიმდევრული თარგმნის ანაზღაურება მოხდება მომსახურების წუთობრივი დამრგვალების პრინციპით, კერძოდ, ზარის ხანგრძლივობა, რომელიც არ აღემატება 15 წუთს დამრგვალდება 15 წუთზე, ხოლო 15 წუთზე მეტი ზარის ხანგრძლივობის შემთხვევაში ანაზღაურება მოხდება ფაქტობრივად გაწეული მომსახურების შესაბამისად.

1.2.18 მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს იურიდიული, ფინანსური, ეკონომიკური, სამშენებლო, სამედიცინო და სხვა თემატიკის სფეროებთან დაკავშირებული სხვადასხვა პროფესიული და ტექნიკური სპეციფიკაციის მქონე ტექსტების, მათ შორის საერთაშორისო კანონმდებლობისა და ტერმინოლოგიის ადექვატური, გრამატიკულად და სტილისტურად გამართული თარგმნა, შინაარსი და სტილი შესაბამისობაში უნდა იყოს ორიგინალთან.
1.2.19 საჭიროების შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია იხელმძღვანელოს შემსყიდველის მიერ მიწოდებული მომსახურების გაწევის პროცესში გამოსაყენებელი ტერმინოლოგიით.
1.2.20 მიმწოდებელი და მიმწოდებელთან დასაქმებული პირები ვალდებულნი არიან დაიცვას მთელი იმ ცნობებისა და ინფორმაციის კონფიდენციალურობა, რომლებსაც შეიცავს შემსყიდველისგან მიღებული მასალები ან მისთვის/მათთვის ცნობილი გახდა თარჯიმნის მიერ ფიზიკურად დასწრებით ზეპირი თანმიმდევრული თარგმნის გაწევის პროცესში.
1.2.21 თარგმნა უნდა განხორციელდეს მაქსიმალურად ზედმიწევნით და სრულად, დაუშვებელია ცალკეული წინადადებებისა თუ ტექსტის ამა თუ იმ ნაწილის გამოტოვება. ნათარგმნი მასალა უნდა იყოს შინაარსობრივად და გრამატიკულად გამართული.
1.2.22 მიმწოდებელი და მიმწოდებლის მხრიდან მომსახურების გამწევი თარჯიმანი სრულად არის პასუხისმგებელი ნათარგმნი მასალის სისწორეზე (აღნიშნულის დარღვევის შემთხვევაში, მიმწოდებელი და მიმწოდებლის მხრიდან მომსახურების გამწევი თარჯიმანი პასუხს აგებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით).
1.2.23 მომსახურების ხარისხი უნდა შეესაბამებოდეს შესაბამის სტანდარტებს და აკმაყოფილებდეს კონკრეტულ მოთხოვნებს (იურიდიული, ტექნიკური, ეკონომიკური მასალების თარგმნა უნდა განახორციელოს კონკრეტული მიმართულების სპეციალისტმა, რომელიც კარგად იცნობს და ფლობს შესაბამის ტერმინოლოგიას). მიმწოდებელი და მიმწოდებლის მხრიდან მომსახურების გამწევი თარჯიმანი პასუხისმგებელია შესრულებული თარგმანის სისწორეზე, რაც უნდა დადასტურდეს მის მიერ ხელმოწერით.
1.2.24 თუ მიმწოდებელის მიერ გამოყოფილი თარჯიმანი ვერ უზრუნველყოფს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების ჯეროვნად შესრულებას, შემსყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში, სატენდერო დოკუმენტაციის 1.4.6 პუნქტით განსაზღვრულ ვადებში უნდა უზრუნველყოს თარჯიმნის ახალი თარჯიმნით ჩანაცვლება. აღნიშნულ შემთხვევაში არაჯეროვნად გაწეული მომსახურება შემსყიდველის მიერ არ ანაზღაურდება.
1.2.25 მიმწოდებელი და მიმწოდებლის მიერ გამოყოფილი თარჯიმანი ვალდებულია გაითვალისწინოს მომსახურების გაწევის დროს შემსყიდველის შენიშვნები და კომენტარები როგორც მიმდინარე, ასევე ყოველი შემდგომი თარგმანის განხორციელებისას.
1.2.26 მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს ნათარგმნი ტექსტის სრული შესწავლა, შეიტანოს შესაბამისი ცვლილებები მის მიერ მომზადებულ მასალაში და შემსყიდველთან წარმოადგინოს შესწორებული ვარიანტი შეტყობინების დაფიქსირებიდან არაუგვიანეს მომდევნო დღის 18:00 საათისა.
1.2.27 შემსყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში, მიმწოდებელს უნდა შეეძლოს თითოეულ ენაზე - აზერბაიჯანული, სომხური, თურქული, არაბული, სპარსული და ინგლისური ენის მცოდნე და შესაბამისი კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტაციის მქონე არანაკლებ ორ-ორი თარჯიმნით ფიზიკურად დასწრებით ზეპირი თანმიმდევრული თარგმნის მომსახურების გაწევა. აღნიშნულ შემთხვევაში მომსახურების გაწევის დაწყებამდე თარჯიმანი ვალდებულია შემსყიდველს წარმოუდგინოს კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია.
1.2.28 მიმწოდებელმა ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან არაუგვიანეს 3 კალენდარული დღის ვადაში შემსყიდველს წარმოუდგინოს ტელეფონის ნომრები (როგორც ქალაქის (არსებობის შემთხვევაში), ასევე მობილური), რომლებზეც 24 საათის განმავლობაში შესაძლებელი იქნება შემსყიდველის მხრიდან შეტყობინების განხორციელება. შემდგომში გაფორმებული ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში აკრძალულია აღნიშნული ნომრების გათიშვა. მათი დაზიანების ან შეცვლის შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებულია დაუყონებლივ აცნობოს ამის შესახებ შემსყიდველს და მიაწოდოს ინფორმაცია ალტერნატიული ნომრების შესახებ.

1.2.29 შესყიდვის ობიექტის სახელშეკრულებო ღირებულება - 30 0000 (ოცდაათი ათასი) ლარი, ელექტრონული ვაჭრობა გაიმართება მომსახურების პრეისკურანტში მოცემული მომსახურების ერთეულის ფასების ჯამურ ღირებულებაზე.
1.2.30 მიმწოდებელთან ხელშეკრულების ძალაში შესვლის შემდეგ, პრეისკურანტში მომსახურების რომელიმე პოზიციის არარსებობისას (მისი შესყიდვის აუცილებლობისას), ერთეულის ფასი დადგინდება შემსყიდველი ორგანიზაციის და მიმწოდებლის ერთობლივი შეთანხმებით, საბაზრო ფასის გათვალისწინებით. ასეთ შემთხვევაში, პრეისკურანტში მომსახურების ერთეულის არარსებობით გამოწვეული შესყიდვის ხვედრითი წილი არ შეიძლება აღემატებოდეს მიმწოდებლის მიერ ელექტრონული ვაჭრობის შედეგად დაფიქსირებული პრეისკურანტის საბოლოო ჯამური ღირებულების 10%-ს.
1.2.31 პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილ მომსახურების პრეისკურანტში მოცემული მომსახურების ერთეულის ფასების კლება უნდა განხორციელდეს სატენდერო დოკუმენტაციაში მოცემული პრეისკურანტის ზღვრული ერთეულის ფასებიდან, არანაკლებ სატენდერო დოკუმენტაციასა და სატენდერო განცხადებაში მოცემული პრეისკურანტის ჯამურ სავარაუდო ღირებულებასა და პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებულ საბოლოო ფასს შორის არსებული პროცენტული სხვაობით, რომელიც დამრგვალებული უნდა იყოს მეასედის სიზუსტით.
1.2.32 პრედენტენტის მიერ წარმოდგენილ პრეისკურანტში, შემოთავაზებული ღირებულებები არ უნდა აღემატებოდეს მომსახურების პრეისკურანტში შესაბამის პოზიციებზე დაფიქსირებულ ზღვრული ერთეულის ღირებულებებს.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

1.4.1 შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადა: ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, ეტაპობრივად, შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად.
1.4.2 სატენდერო დოკუმენტაციის 1.4.1 პუნქტით გათვალისწინებული თანმიმდევრული თარგმნის მომსახურება მიმწოდებლის მიერ გაწეულ უნდა იქნეს დღე-ღამის ნებისმიერ მონაკვეთში (სამუშაო და არა სამუშაო საათებში) და უქმე დღეებში.
1.4.3 სატენდერო დოკუმენტაციის 1.4.1 პუნქტით გათვალისიწინებულ შემსყიდველის მოთხოვნაში მითითებული იქნება ინფორმაცია გასაწევი მომსახურების სახეობის, მოცულობის, მომსახურების გაწევის დროისა და ადგილის შესახებ.
1.4.4 სატენდერო დოკუმენტაციის 1.4.1 პუნქტით გათვალისწინებულ შემსყიდველის მოთხოვნას განახორციელებს სსიპ „სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს“ დირექტორის ბრძანებით განსაზღვრული საბოლოო ინსპექტირების განმახორციელებელი პირ(ებ)ი.
1.4.5 სატენდერო დოკუმენტაციის 1.4.1 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნად ჩაითვლება მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილ თარჯიმანთან ცხელი ხაზის თანამშრომლის მიერ განხორციელებული ზარი კონფერენც რეჟიმში თანმიმდევრული თარგმნის მომსახურების გაწევასთან დაკავშირებით, რომელიც უნდა შესრულდეს, დაუყოვნებლივ, 24/7-ზე, დღე-ღამის ნებისმიერ მონაკვეთში (სამუშაო და არა სამუშაო საათებში) და უქმე დღეებში.
1.4.6 მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს ზეპირი თარგმნის მომსახურების გაწევა შემსყიდველის მიერ განსაზღვრულ დროს, რომლის თაობაზეც შემსყიდველის მიერ წინასწარ ეცნობება შემდეგ ვადებში: არანაკლებ 2 სთ-ით ადრე - ქ. თბილისში და მის შემოგარენში (არაუმეტეს 30 კმ.-ის რადიუსი), ქ. გორში, ქ. ქუთაისში, ქ. ზუგდიდში, ქ. ახალციხეში, ქ. თელავში, ქ. რუსთავში, ქ. ოზურგეთში, ქ. ბათუმში, ქ. ონში, ქ. მცხეთაში, ხოლო აღმოსავლეთ ან/და დასავლეთ რეგიონის სხვა ქალაქებში არანაკლებ 6 სთ-ით ადრე.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

1.5.1 მომსახურების გაწევის ადგილი:
1.5.1.1 დოკუმენტის თარგმნის მომსახურების გაწევის ადგილი: ქ. თბილისის მუნიციპალიტეტი, მიმწოდებლის ოფისი;
1.5.1.2 ნათარგმნი დოკუმენტის მიწოდების ადგილი: შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად, საქართველოს მასშტაბით, შემსყიდველის მიერ განსაზღვრული ადგილ(ებ)ი ან/და ელექტრონული ფოსტის საშუალებით;
1.5.1.3 თანმიმდევრული თარგმნის მომსახურების ადგილი: საქართველოს მასშტაბით, შემსყიდველის მოთხოვნით განსაზღვრული ადგილ(ებ)ი;
1.5.1.4 ცხელ ხაზზე თანმიმდევრული თარგმნის მომსახურების ადგილი: „კონფერენც რეჟიმში“, თარჯიმნის ადგილსამყოფელიდან.

technical requirements

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

2.2.1.1 პრეტენდენტს, 2022 წლის 1 იანვრიდან წინამდებარე ტენდერისთვის „წინადადებების მიღება დასრულებულია“ პერიოდამდე მონაკვეთში, უნდა გააჩნდეს არანაკლებ 20 000.00 ლარის ღირებულების დოკუმენტაციის თარგმნისა და თანმიმდევრული ან/და სინქრონული სათარჯიმნო მომსახურების გაწევის გამოცდილება. აღნიშნულის დასადასტურებლად პრეტენდენტის მიერ ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული უნდა იქნას ხელშეკრულებ(ები)ა და ამ ხელშეკრულებ(ებ)ის შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტაცია (მიღება-ჩაბარების აქტ(ებ)ი ან შესრულების დამადასტურებელი სხვა დოკუმენტაცია).
2.2.1.2 იმ შემთხვევაში თუ შესყიდვის ხელშეკრულება და შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტაცია (მიღება-ჩაბარების აქტი და ა.შ) არ იძებნება შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში და მათზე არ არის შესრულებული კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა ან დასმული კვალიფიციური შტამპი პრეტენდენტმა ხელშეკრულებასთან და ხელშეკრულების შესრულების დამადასტურებელ დოკუმენტაციასთან (მიღება-ჩაბარების აქტი და ა.შ) ერთად უნდა წარმოადგინოს ინფორმაცია ანალოგიური გამოცდილების შესახებ, რომელიც მიმწოდებლისა და შემსყიდველის მიერ უნდა იყოს ელექტრონულად ხელმოწერილი ან/და დამოწმებული კვალიფიციური შტამპით.
2.2.1.3 იმ შემთხვევაში, თუ სატენდერო დოკუმენტაციის 2.2.1 მუხლით მოთხოვნილი დოკუმენტაცია ატვირთულია შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში, პრეტენდენტს შეუძლია გამოცდილების შესახებ დანართში N2-ში („ინფორმაცია გამოცდილების შესახებ“) მიუთითოს შესაბამისი CMR ან/და SPA ან/და NAT ან/და სხვა შესყიდვის საშუალების ნომრები და არ წარმოადგინოს მოთხოვნილი დოკუმენტაცია.

2.4.1 requirement related to the experience of the staff of a tenderer

2.4.1.1 პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს არანაკლებ თითო აზერბაიჯანული, სომხური, თურქული, სპარსული და ინგლისური ენების თარჯიმნები (თითოეულ ენაზე წარმოდგენილი უნდა იყოს სხვადასხვა თარჯიმანი), რომლებსაც უნდა გააჩნდეთ სათარჯიმნო ან/და მთარგმნელობითი მომსახურების კუთხით, არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება და უცხო ენის ცოდნის კვალიფიკაციის/დონის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი (სერტიფიკატი (სერტიფიცირების შემთხვევაში წარმოდგენილ სერტიფიკატში მითითებული უნდა იყოს ენის ცოდნის არანაკლებ C1 დონე) ან/და დიპლომი).
2.4.1.2 „ძალადობის საკითხებზე საკონსულტაციო ცხელი ხაზზე - „116 006“ და „ბავშვთა დახმარების ცხელი ხაზზე - „111“ განხორციელებული ზარების კონფერენც რეჟიმში თანმიმდევრული თარგმნის მომსახურების განსახორციელებლად პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს არანაკლებ 4 (ოთხი) ინგლისური, არანაკლებ 4 (ოთხი) რუსული, არანაკლებ 1 (ერთი) უკრაინული, არანაკლებ 2 (ორი) თურქული, არანაკლებ 2 (ორი) აზერბაიჯანული, არანაკლებ 2 (ორი) სომხური, არანაკლებ 1 (ერთი) სპარსული და არანაკლებ 1 (ერთი) არაბული ენების თარჯიმნები (თითოეულ ენაზე წარმოდგენილი უნდა იყოს სხვადასხვა თარჯიმანი), რომლებსაც უნდა გააჩნდეთ სათარჯიმნო ან/და მთარგმნელობითი მომსახურების კუთხით, არანაკლებ 2 წლიანი (მათ შორის სასურველია სატელეფონო კომუნიკაციის ფარგლებში კონფერენც რეჟიმში თანმიმდევრული თარგმნის) გამოცდილება და უცხო ენის ცოდნის კვალიფიკაციის/დონის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი (სერტიფიკატი (სერტიფიცირების შემთხვევაში წარმოდგენილ სერტიფიკატში მითითებული უნდა იყოს ენის ცოდნის არანაკლებ C1 დონე) ან/და დიპლომი და ა.შ).

2.4.1.3 სატენდერო დოკუმენტაციის 2.4.1.1 და 2.4.1.2 პუნქტებით გათვალისწინებული მოთხოვნის დასადასტურებლად წარმოდგენილი უნდა იქნეს:
2.4.1.3.1 პორტფოლიო/CV/რეზიუმე, რომელიც შედგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე და თარჯიმნად შემოთავაზებული პირის მიერ უნდა იყოს ხელმოწერილი;
2.4.1.3.2 კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია (სერთიფიკატი (სერტიფიცირების შემთხვევაში წარმოდგენილ სერტიფიკატში მითითებული უნდა იყოს ენის ცოდნის არანაკლებ C1 დონე) ან/და დიპლომი და ა.შ.);
2.4.1.3.3 არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილების დასადასტურებლად დამკვეთის/შემსყიდველის ბრძანება ან/და შრომის წიგნაკი ან/და ცნობა ან/და დამკვეთთან/შემსყიდველთან გაფორმებული ხელშეკრულება და მიღება-ჩაბარების აქტი ან/და შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც დადასტურებული იქნება დამკვეთის/შემსყიდველის მიერ და მითითებული იქნება დასაქმების/მომსახურების გაწევის პერიოდი;
2.4.1.3.4 თარჯიმნის დამოწმებული წერილობითი თანხმობა/დასტური, რომელშიც მითითებული იქნება ტენდერის ფარგლებში გაფორმებული ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში უშუალოდ განახორციელებს თარგმნის (მთარგმნელობითი და სათარჯიმნო) მომსახურებას.

2.4.1.4 სატენდერო დოკუმენტაციის 2.4.1.1 და 2.4.1.2 პუნქტებით გათვალისწინებული მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად შეიძლება ერთიდაიგივე თარჯიმნის კანდიდატურა იქნეს წარმოდგენილი.

2.4.1.5 პრეტენდენტის მიერ შემოთავაზებულ თარჯიმანს თავისუფლად უნდა შეეძლოს ერთდროულად მინიმუმ ორ ენაზე - ქართული ენიდან უცხოურ ენაზე თარგნმა და პირიქით. გამონაკლის შემთხვევაში, თუკი პრეისკურანტით განსაზღვრულ უცხო ენებზე, მიმწოდებლის თარჯიმანმა არ იცის სათანადო დონეზე ქართული ენა და მოთხოვნილი სათარგმნი უცხო ენის გარდა კვალიფიციურად ფლობს სხვა უცხო ენას (მაგ. რუსულს ან ინგლისურს ან ფრანგულს და სხვა), მაშინ გამოყენებული შუალედური უცხო ენიდან ქართულ ენაზე თარგმნის ხარჯები ანაზღაურდება მიმწოდებლის სახსრებით.

2.9 other additional requirements

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.3 substantiation of not considering adequacy of pricing

შესყიდვის თავისებურებიდან (მომსახურების სპეციფიკიდან) გამომდინარე, ვინაიდან აღნიშნული შესყიდვის ობიექტის ძირითადი ნაწილი წარმოადგენს ინტელექტუალურ მომსახურებას, ხოლო ინტელექტუალური მომსახურების დანახარჯებს ძირითადად წარმოადგენს ადამიანური რესურსის შრომითი გასამრჯელო, მიმწოდებელს აქვს შესაძლებლობა აღნიშნული ინტელექტუალური მომსახურება განახორციელოს საბაზრო ღირებულებასთან შედარებით დაბალ ფასად. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პრეტენდენტის მიერ სისტემაში შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებასთან 20%-ით ან მეტით დაბალი საბოლოო ფასის დაფიქსირების შემთხვევაში არ წარმოეშვება ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთების ვალდებულება.

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

7.2.1 ანგარიშსწორება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორებით ლარში, 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებით (ბიუჯეტის კოდი: 270105).
7.2.2 ანგარიშსწორება განხორციელდება ეტაპობრივად, ყოველთვიურად, მიმწოდებლის მიერ ფაქტიურად გაწეული მომსახურების შესახებ ინსპექტირების დასკვნის, მიღება-ჩაბარების აქტის და მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი საგადასახადო დოკუმენტაციის „შემსყიდველისათვის“ წარმოდგენის შემდეგ.

7.3 time limits for step by step and/or final payment

ეტაპობრივად, ყოველთვიურად, ფაქტობრივად მიწოდებული შესყიდვის ობიექტის შემდეგ, მიღება–ჩაბარების აქტის გაფორმებიდან და მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული საგადასახადო დოკუმენტაციის „შემსყიდველისათვის“ წარმოდგენის შემდეგ 10 სამუშაო დღის განმავლობაში.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

ჯოტო პატარაია, 595659365, jpataraia@moh.gov.ge

additional information/document

10.1 additional information/documents

10.1.1 ელექტრონულ ტენდერთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია წარმოდგენილ უნდა იქნეს ქართულ ენაზე. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი.
10.1.2 ტექნიკური დოკუმენტაციის განხილვისას უცხოენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის, პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია.
10.1.3 სახელმწიფო შესყიდვების ერთი

Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2026, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru