Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Работы по подготовке строительной площадки (Грузия - Тендер #69970969)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: Tbilisi Gldani District Gamgeoba
Номер конкурса: 69970969
Дата публикации: 14-01-2026
Сумма контракта: 388 571


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT260000358
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 14.01.2026 17:54
Начало приема предложения 30.01.2026 00:00
Истекает срок принятия предложений 04.02.2026 12:00
Предполагаемая цена закупки 388`571.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 45100000-Работы по подготовке строительной площадки
Коды классификатора
  • 45112720 - Ландшафтные работы на спортивных площадках и в зонах отдыха
Срок подачи ეტაპობრივად, სამუშაოს შესრულების კალენდარული გეგმა-გრაფიკის შესაბამისად, ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან არაუგვიანეს 180 კალენდარული დღისა (ექსპერტიზის მომსახურების ვადის ჩათვლით)
Дополнительная информация
1. ქ. თბილისში, გლდანის რაიონის ტერიტორიაზე მუხიანის 4ბ მ/რ, კორპ. 29-ის მიმდებარედ და გლდანის 7 მ/რ, კორპ. 24 - ის მიმდებარედ ახალი სპორტული მოედნის მოწყობის სამუშაოების შესყიდვა.

2. შესრულებული სამუშაოს ხარისხის საგარანტიო ვადად განისაზღვროს საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 2 (ორი) წელი (მათ შორის დეკორატიული სანათის ნათურების).
Количество и объём закупок იხ. სატენდერო დოკუმენტაცია
Шаг снижения цены 1`900.00 GEL
Размер гарантии 3`886 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: salome kiknavelidze :: 13.01.2026 14:01
  • Последнее исправление: salome kiknavelidze :: 14.01.2026 17:54
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=666158&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

ქ. თბილისში, გლდანის რაიონის ტერიტორიაზე მუხიანის 4ბ მ/რ, კორპ. 29-ის მიმდებარედ და გლდანის 7 მ/რ, კორპ. 24 - ის მიმდებარედ ახალი სპორტული მოედნების მოწყობის სამუშაოების შესყიდვა.

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

1.2.1. შესასრულებელი სამუშაოების ჩამონათვალი და რაოდენობა განსაზღვრულია სატენდერო დოკუმენტაციის დანართი N1-ში.
1.2.2. პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი ერთეულის ფასები არ უნდა აღემატებოდეს დანართი N1-ში მითითებული შესაბამისი ერთეულის ზღვრული ფასების ოდენობას.
1.2.3. ხარჯთაღრიცხვა წარმოდგენილ იქნას Excel-ის ფორმატის ფაილის სახით, დანართი N1–ის მიხედვით (ხარჯთაღრიცხვის წარმოუდგენლობა ან/და ხარჯთაღრიცხვის განსაფასებელი პოზიციების რაოდენობის 5%-ზე მეტის განუფასებლად წარმოდგენა დაზუსტებას არ დაექვემდებარება და გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას).
1.2.4. მიმწოდებელმა სამუშაოების შესრულების კალენდარული გეგმა-გრაფიკი უნდა წარმოადგინოს და შემსყიდველთან შეათანხმოს წერილობითი დავალების მიღებიდან 5 (ხუთი) კალენდარული დღის ვადაში.
1.2.5. მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი სამუშაოების წარმოების კალენდარული გეგმა-გრაფიკი შეთანხმებულად ითვლება, თუ წარმოდგენიდან 3 (სამი) კალენდარული დღის ვადაში შემსყიდველმა არ აცნობა მიმწოდებელს ხარვეზის შესახებ.
1.2.6. მიმწოდებელი ვალდებულია სამუშაოები დაიწყოს სამუშაოების შესრულების კალენდარული გეგმა-გრაფიკის წარმოდგენიდან არაუგვიანეს 3 (სამი) კალენდარული დღის ვადაში.
1.2.7. თუ კი სამუშაოების უსაფრთხო წარმოებისთვის საჭიროა შესაბამის სამსახურებთან შეთანხმებული, უსაფრთხოების სქემით სამუშაოების წარმოება, მიმწოდებელი ვალდებულია სრულად დაიცვას შეთანხმებული სქემით განსაზღვრული პერიმეტრი შესაბამისი მარეგულირებელი ნიშნებით;
1.2.8. სამუშაოები შესრულებული უნდა იქნას საპროექტო დოკუმენტაციის შესაბამისად. მიწოდებული საქონელი და სამუშაოები უნდა შეესაბამებოდეს ხელშეკრულების დანართებით და საპროექტო დოკუმენტაციის ესკიზებით მოთხოვნილ პარამეტრებს.
1.2.9. მიმწოდებელმა სამუშაოების დაწყებამდე თითოეულ ობიექტზე თვალსაჩინო ადგილას უნდა განათავსოს ერთი საინფორმაციო დაფა (100სმ/150სმ) შემსყიდველის მიერ გადაცემული ესკიზის შესაბამისად.
1.2.10. მიმწოდებელი ვალდებულია სამუშაოების წარმოებისას დაიცვას უსაფრთხოების ნორმები და საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოს პერსონალი ერთნაირი სპეც. ტანსაცმლით.
1.2.11. შემსყიდველი უფლებამოსილია სამუშაოების მიმდინარეობის ნებისმიერ ეტაპზე განახროციელოს სამუშაო პროცესის ზედამხედველობა.
1.2.12. მიმწოდებელმა სამუშაოების დაწყებამდე უნდა წარმოადგინოს: შემოთავაზებული ხელოვნური ბალახის საფარის ტექნიკური პასპორტი ან/და სერთიფიკატი, ხელოვნური საფარის პარამეტრების მითითებით (ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანით).
1.2.13. მიმწოდებელი ვალდებულია სამუშაოების წარმოებისას დაიცვას უსაფრთხოების ნორმები და პერსონალი უზრუნველყოს ერთნაირი სპეც. ტანსაცმელით. სამშენებლო სამუშაოები მწვანე ნარგავების სიახლოვეს მუდმივი კონტროლის ქვეშ უნდა მიმდინარეობდეს, რათა არ მოხდეს მცენარეების ძირში ნიადაგის ზედმეტად ტკეპნა. ასეთ ადგილებში არ უნდა ხდებოდეს მძიმე მასალების შენახვა, აგრეთვე უნდა რეგულირდებოდეს სამშენებლო ტექნიკის მოძრაობა. თუ რომელიმე ნარგავი დაზიანდება ან მოიჭრება თანხმობის გარეშე, ან გახმება სამშენებლო სამუშაოების გამო, მის მაგივრად დარგული უნდა იქნეს შესაბამისი ზომის ნერგი „შემსყიდველის“ თანხმობით.
1.2.14. მიმწოდებელი ვალდებულია მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებამდე წარმოადგინოს ფაქტიურად მოწყობილი ელ. ქსელის საშემსრულებლო ნახაზი, დამიწების კონტურის გაზომვისა და უსაფრთხოების დამადასტურებელი დოკუმენტაცია (წარმოდგენილი უნდა იქნას დოკუმენტის გამცემი პირის აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი) და მოწყობილი ქსელი შემდგომი ექსპლუატაციის მიზნით გადააბაროს შესაბამის ორგანიზაციას. ელექტრო სამონტაჟო სამუშაოებზე მიღება-ჩაბარების აქტი გაფორმდება გადაბარების შემდეგ.
1.2.15. მიღება-ჩაბარების აქტის (მთლიანი ან ნაწილობრივ შესრულებულ სამუშაოებზე) გაფორმებამდე მიმწოდებელმა უნდა წარმოადგინოს: სსიპ ,,ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო”-ს ან სხვა აკრედიტირებული პირის (დასკვნასთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი) მიერ გაცემული დასკვნა შესრულებული სამუშაოებისა და მიწოდებული პროდუქციის ხელშეკრულების პირობებთან შესაბამისობაზე, როგორც ხილულ, ასევე ფარულ სამუშაოებზე და ექსპერტის მიერ დადასტურებული შესრულებული სამუშაოს ფორმა N2 (ყოველ კონკრეტულ ობიექტზე ნაზარდი ჯამით). მიღება-ჩაბარების აქტი გაფორმდება დადებითი დასკვნის შემთხვევაში.
1.2.16. სამუშაოების დასრულების შემდეგ შემსრულებელი ვალდებულია თავისი ძალებით და სახსრებით დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს სამუშაო ადგილი მანქანა-მექანიზმებისაგან, მოწყობილობა- დანადგარებისაგან, მასალებისაგან, და ა. შ.
1.2.17. მიმწოდებელი ვალდებულია სამუშაოების შესრულებისას წარმოქმნილი ნარჩენები (ინერტული) განათავსოს სპეციალურად საამისოდ გამოყოფილ (ლიცენზირებულ) ადგილზე, თბილისის ტერიტორიაზე განთავსების შემთხვევაში - გლდანის რაიონი, თბილისის შემოვლითი საავტომობილო გზის მე-15 კმ.
1.2.18. თითოეული ობიექტის საპროექტო დოკუმენტაცია. რეკომენდაციები სპორტულ მოედნებზე განათების ელ. ქსელის მოწყობისთვის და ხარჯთაღრიცხვის ექსელის ფორმატის ფაილი ატვირთულია სატენდერო დოკუმენტაციასთან ერთად.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

სამუშაოს შესრულების ვადა – ეტაპობრივად, სამუშაოს შესრულების კალენდარული გეგმა-გრაფიკის შესაბამისად, ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან არაუგვიანეს 180 კალენდარული დღისა (ექსპერტიზის მომსახურების ვადის ჩათვლით).

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

ქ. თბილისის, გლდანის რაიონის ტერიტორია, მუხიანის 4ბ მ/რ, კორპ. 29-ის მიმდებარედ (ს/კ01.11.13.010.053) და გლდანის 7 მ/რ, კორპ. 24-ის მიმდებარედ (ს/კ 01.11.10.004.428);

1.6 guarantee period for the works to be performed

1.6.1. შესრულებული სამუშაოს ხარისხის საგარანტიო ვადად განისაზღვროს საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 2 (ორი) წელი (მათ შორის დეკორატიული სანათის ნათურების).
1.6.2. სამუშაოების დასრულების შემდეგ საგარანტიო ვადის განმავლობაში რაიმე წუნის (ნაკლოვანებები, დეფექტი) აღმოჩენის შემთხვევაში, თუ დადგინდება რომ აღნიშნული წუნი (ნაკლოვანებები, დეფექტი) გამოწვეულია უხარისხო ან/და არაჯეროვანი შესრულებით. მიმწოდებელი ვალდებულია აღმოფხვრას უხარისხოდ შესრულებული სამუშაოები საკუთარი ხარჯებით.
1.6.3. სამუშაოს ხარისხის დაცვის უზრუნველსაყოფად მიწოდებული სამუშაოს ღირებულებიდან დაკავებული იქნება 2,5%, რომლის გადახდა მოხდება შესაბამისი ოდენობის სავალდებულო, უპირობო, გამოუთხოვადი საბანკო გარანტიის წარმოდგენის შემდგომ. აღნიშნული გარანტია წარმოდგენილ უნდა იქნას საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდგომ, საფინანსო წლის დასრულებამდე არაუგვიანეს 10 (ათი) სამუშაო დღისა. ზემოაღნიშნული გარანტია წარმოდგენილ უნდა იქნას საფინანსო წლის დასრულებამდე, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან ან სსიპ „საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის" მიერ ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიიდან, ეროვნულ ვალუტაში - ლარში, რომლის მოქმედების ვადა არანაკლებ 60 კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს სამუშაოების საგარანტიო ვადას.
1.6.4. მიმწოდებელს მისი წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე დაუბრუნდება აღნიშნული საბანკო გარანტია ხარვეზების აღმოფხვრის და საგარანტიო ვადის გასვლის შემდეგ.
1.6.5. თუ მიმწოდებელი არ ასრულებს სატენდერო დოკუმენტაციის 1.6.2 და 1.6.3 პუნქტის მოთხოვნებს, მაშინ 1.6.4 პუნქტით განსაზღვრული გარანტია (ხელშეკრულების ღირებულების 2,5%) დაბრუნებას არ ექვემდებარება.
1.6.6. თუკი ხელშეკრულების საგარანტიო პერიოდის ვადის გასვლამდე გამოვლენილი ხარვეზების შედეგად შემსყიდველს მიადგა ზარალი აღნიშნული გარანტიით განსაზღვრულ ღირებულებაზე მეტი ოდნობით, მიმწოდებელი იღებს ვალდებულებას გადაუხადოს შემსყიდველს შესაბამისი ნარჩენი ღირებულება ან აღმოფხვრას წუნი საკუთარი ხარჯებით.

technical requirements

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

2.2.1.1. პრეტენდენტს 2023 წლის 01 იანვრიდან უნდა გააჩნდეს არანაკლებ შესყიდვის სავარაუდო ღირებულების 150% ღირებულების ხელოვნურ საფარიანი სპორტული მოედნების მოწყობის ან/და ახლის მშენებლობის ან/და აღდგენა-რეაბილიტაცია-შეკეთების სამუშაოების შესრულების გამოცდილება. (წარმოდგენილ იქნას გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია: მხარეთა მიერ ხელმოწერილი ხელშეკრულებ(ები)ა, ამ ხელშეკრულებ(ებ)ის შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი (1. მიღება-ჩაბარების აქტი, 2. ფორმა N2 ან/და სხვა მსგავსი ტიპის დოკუმენტ(ებ)ი, რომლითაც გარკვევით დადასტურდება პრეტენდენტის მიერ შესრულებული სამუშაო, 3. დადასტურებული ანგარიშ-ფაქტურა ან/და გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი)) ან ინფორმაცია გამოცდილების შესახებ სატენდერო განცხადების ნომრების მითითებით.
2.2.1.2. იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტის მიერ შესრულებული ანალოგიური სამუშაოების შესყიდვ(ებ)ა განხორციელებულია სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის გამოყენებით და სისტემაში სრულყოფილად არის ატვირთული შესრულების შესახებ ინფორმაცია/დოკუმენტაცია, პრეტენდენტს არ აქვს 2.2.1.1 პუნქტით მოთხოვნილი გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენის ვალდებულება. ამ შემთხვევაში პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ინფორმაცია 2.2.1.1 პუნქტით მოთხოვნილი სამუშაოების შესრულების გამოცდილების შესახებ სატენდერო დოკუმენტაციის დანართი N2-ის შესაბამისად სატენდერო განცხადებ(ებ)ის SPA/NAT/DAP/CMR.. ნომრების მითითებით.

შენიშვნა:
სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადასტურების მიზნით, სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში წარმოგენილ, უცხო ქვეყანაში შედგენილ დოკუმენტზე ხელმოწერები და ხელმომწერი პირების უფლებამოსილება დამოწმებული უნდა იყოს ნოტარიუსის ან შესაბამისი საჯაროსამართლებრივი უფლებამოსილების მქონე პირის მიერ, ხოლო ამ უკანასკნელის ხელმოწერა - ლეგალიზებული ან აპოსტილით დამოწმებული.

2.5.1 requirement related to the time limits for supplying goods/providing services/performing works (timeline)

2.5.1.1 მიმწოდებელმა სამუშაოების შესრულების კალენდარული გეგმა-გრაფიკი უნდა წარმოადგინოს და შემსყიდველთან შეათანხმოს ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან 5 (ხუთი) კალენდარული დღის ვადაში.
2.5.1.2 მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი სამუშაოების წარმოების კალენდარული გეგმა-გრაფიკი შეთანხმებულად ითვლება, თუ წარმოდგენიდან 3(სამი) კალენდარული დღის ვადაში შემსყიდველმა არ აცნობა მიმწოდებელს ხარვეზის შესახებ.
2.5.1.3 მიმწოდებელი ვალდებულია სამუშაოები დაიწყოს სამუშაოების შესრულების კალენდარული გეგმა-გრაფიკის წარმოდგენიდან არაუგვიანეს 3 (სამი) კალენდარული დღის ვადაში.

2.7.1 requirement related to licensing, standards, accreditation, conformity of quality and other documentation

2.7.1.1 მიმწოდებელმა სამუშაოების დაწყებამდე უნდა წარმოადგინოს: შემოთავაზებული ხელოვნური საფარის ტექნიკური პასპორტი ან/და სერთიფიკატი, ხელოვნური საფარის პარამეტრების მითითებით (ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანით).
2.7.1.2 მიღება-ჩაბარების აქტის (მთლიანი ან ნაწილობრივ შესრულებულ სამუშაოებზე) გაფორმებამდე მიმწოდებელმა უნდა წარმოადგინოს: სსიპ ,,ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო”-ს ან სხვა აკრედიტირებული პირის (დასკვნასთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი) მიერ გაცემული დასკვნა შესრულებული სამუშაოებისა და მიწოდებული პროდუქციის ხელშეკრულების პირობებთან შესაბამისობაზე, როგორც ხილულ, ასევე ფარულ სამუშაოებზე და ექსპერტის მიერ დადასტურებული შესრულებული სამუშაოს ფორმა N2 (ყოველ კონკრეტულ ობიექტზე ნაზარდი ჯამით). მიღება-ჩაბარების აქტი გაფორმდება დადებითი დასკვნის შემთხვევაში.
2.7.1.3 მიმწოდებელი ვალდებულია მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებამდე წარმოადგინოს ფაქტიურად მოწყობილი ელ. ქსელის საშემსრულებლო ნახაზი, დამიწების კონტურის გაზომვისა და უსაფრთხოების დამადასტურებელი დოკუმენტაცია (წარმოდგენილი უნდა იქნას დოკუმენტის გამცემი პირის აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი) და მოწყობილი ქსელი შემდგომი ექსპლუატაციის მიზნით გადააბაროს შესაბამის ორგანიზაციას. ელექტრო სამონტაჟო სამუშაოებზე მიღება-ჩაბარების აქტი გაფორმდება გადაბარების შემდეგ.

2.8.1 requirements related to a sub-contractor

2.8.1.1 მიმწოდებელმა წერილობით უნდა აცნობოს შემსყიდველს მოცემული ხელშეკრულების ფარგლებში, ყველა ქვეკონტრაქტორთან დადებული ხელშეკრულებების შესახებ და მიიღოს მისგან წერილობითი თანხმობა;
2.8.1.2 ქვეკონტრაქტორი კომპანი(ებ)ი არ უნდა იყვნენ რეგისტრირებული სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე არაკეთილსინდისიერ პირთა რეესტრში – „შავი სია“;
2.8.1.3 ქვეკონტრაქტორ(ებ)ზე წარმოდგენილი იქნას შემდეგი სახის ინფორმაცია: შესასრულებელი სამუშაოების დასახელება ღირებულებით და ქვეკონტრაქტის (სადაც მკაფიოდ უნდა იყოს განსაზღვრული ვალდებულების გადაცემა) ასლი;
2.8.1.4 ქვეკონტრაქტორ(ებ)ის მიერ შესასრულებელი სამუშაოების ჯამური მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს შესყიდვის ხელშეკრულების საერთო ღირებულების 40%-ს;
2.8.1.5 სამუშაოების ნაწილის ქვეკონტრაქტორ(ებ)ზე გადაცემით მიმწოდებელი არ თავისუფლდება ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებებიდან.

2.9 other additional requirements

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, შემსყიდველი ორგანიზაცია პრეტენდენტისაგან ითხოვს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებას, რაზეც პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნას სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს" ან სხვა აკრედიტირებული პირის მიერ გაცემული შესაბამისი დასკვნა (დასკვნასთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი), რომელშიც ტექსტობრივად მკაფიოდ უნდა იკვეთებოდეს, 2017 წლის 26 სექტემბრის საქართველოს მთავრობის N439 დადგენილებით განსაზღვრული ტექნიკური რეგლამენტის - „სამშენებლო სამუშაოების ხარჯთაღრიცხვის ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დადგენის მეთოდიკის“ მოთხოვნებთან დასკვნის შესაბამისობა. წარმოდგენილი დასკვნით უნდა დასტურდებოდეს პრეტენდენტის მიერ ატვირთულ სატენდერო ხარჯთაღრიცხვაში (სატენდერო წინადადების საბოლოო ფასის შესაბამისი ხარჯთაღრიცხვა) დაფიქსირებული ერთეულის ფასებით და აგრეთვე ჯამური ღირებულებით ამავე ხარჯთაღრიცხვით განსაზღვრული სამუშაოების შესრულების შესაძლებლობა. ექსპერტიზის დასკვნას თან უნდა ერთვოდეს სატენდერო ხარჯთაღრიცხვა და რესურსული მეთოდით შედგენილი ხარჯთაღრიცხვა.
ექსპერტიზის დასკვნის წარმოუდგენლობა ან/და უარყოფითი დასკვნის წარმოდგენა გამოიწვევს შესაბამისი პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას. ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებაზე ვრცელდება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანების 28-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტებით განსაზღვრული პირობები.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

guarantee for assurance of contract performance

6.1 guarantees for assurance of contract performance are requested

5

6.2 guarantees are requested in case of reduction of final value by 20% or more compared to estimated value

10

6.3 duration of guarantee

ხელშეკრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა 60 კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების დასრულების ვადას.

6.4 terms and conditions of guarantee

6.4.1 ტენდერში გამოყენებულ იქნება ხელშეკრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტია, ხელშეკრულების საერთო ღირებულების 5%/10%–ის ოდენობით, დანართი N3–ის მიხედვით.
6.4.2 უპირობო, გამოუთხოვადი ხელშეკრულების შესრულების გარანტია წარმოდგენილი უნდა იქნას საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან ან სსიპ „საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის" მიერ ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიიდან, ეროვნულ ვალუტაში - ლარში.

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

ანგარიშსწორება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორებით ლარში.

7.3 time limits for step by step and/or final payment

ანგარიშსწორება მოხდება 2026 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის სახსრებით, ეტაპობრივად, მიღება–ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

სალომე კიკნაველიძე, 577361417, s.kiknavelidze@tbilisi.gov.ge

additional information/document

10.1 additional information/documents

10.1.1 ტენდერთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია წარმოდგენილ უნდა იქნეს ქართულ ენაზე. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი.
10.1.2 ტექნიკური დოკუმენტაციის განხილვისას უცხოენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის, პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია.
10.1.3 სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული დოკუმენტები უნდა აკმაყოფილებდეს ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ საქართველოს კანონის მოთხოვნებს. საჭიროების შემთხვევაში წარმოდგენილ იქნას მინდობილობა.
10.1.4 სატენდერო დოკუმენტაციაში განსაზღვრულ შესასყიდ საქონელზე, სადაც მითითებული იქნება კონკრეტული სასაქონლო ნიშანი, მოდელი, წარმოშობის წყარო ან მწარმოებელი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) იგულისხმება „მსგავსი“ ან „ეკვივალენტური“.
10.1.5 სატენდერო წინადადებაში ფასი გამოსახული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა გადასახადის გათვალისწინებით. სატენდერო წინადადების საერთო და ერთეულის ფასის წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ ლარში.
10.1.6 პრეტენდენტს არა აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული სატენდერო წინადადება.
10.1.7 სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადასტურების მიზნით, სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში წარმოგენილ, უცხო ქვეყანაში შედგენილ დოკუმენტზე ხელმოწერები და ხელმომწერი პირების უფლებამოსილება დამოწმებული უნდა იყოს ნოტარიუსის ან შესაბამისი საჯაროსამართლებრივი უფლებამოსილების მქონე პირის მიერ, ხოლო ამ უკანასკნელის ხელმოწერა - ლეგალიზებული ან აპოსტილით დამოწმებული.
10.1.8 სამუშაოების წარმოების პროცესში, სამუშაოს ახალი პოზიცი(ებ)ის წარმოქმნის შემთხვევაში, შემსყიდევლის მხრიდან ანაზღაურება განხორციელდება სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ან სხვა აკრედიტებული პირის მიერ გაცემული დასკვნით განსაზღვრული ახალი პოზიციის ერთეულის ფასის ფარგლებში, ექსპერტიზის დასკვნით დადგენილი ფაქტობრივი დანახარჯების მიხედვით.
10.1.9 სამუშაოების წარმოების პროცესში, სამუშაოს ახალი პოზიცი(ებ)ის ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის გლდანის რაიონის გამგეობის ინიცირების შემთხვევაში, ექსპერტიზის მომსახურების ღირებულებას აანაზღაურებს შემსყიდველი, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მომსახურების ტარიფების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 16 იანვრის N14 დადგენილებით განსაზღვრული ტარიფების ფარგლებში.
10.1.10. სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადასტურების მიზნით, სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში წარმოგენილ, უცხო ქვეყანაში შედგენილ დოკუმენტზე ხელმოწერები და ხელმომწერი პირების უფლებამოსილება დამოწმებული უნდა იყოს ნოტარიუსის ან შესაბამისი საჯაროსამართლებრივი უფლებამოსილების მქონე პირის მიერ, ხოლო ამ უკანასკნელის ხელმოწერა - ლეგალიზებული ან აპოსტილით დამოწმებული.
10.2 პრეტენდენტის მიერ ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთი მონაცემები:
1. . ხარჯთაღრიცხვა დანართი N1–ის მიხედვით Excel-ის ფორმატის ფაილის სახით (ხარჯთაღრიცხვის წარმოუდგენლობა ან/და ხარჯთაღრიცხვის განსაფასებელი პოზიციების რაოდენობის 5%-ზე მეტის განუფასებლად წარმოდგენა დაზუსტებას არ დაექვემდებარება და გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას).
2. ინფორმაცია/დოკუმენტაცია გამოცდილების შესახებ დანართი N2–ის და სატენდერო დოკუმენტაციის 2.2.1 პუნქტის მ

Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2026, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru