Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Ремонт и техническое обслуживание транспортных средств и оборудования и сопутствующие услуги (Грузия - Тендер #69940263)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: Police department of the Autonomous Republic of Abkhazia
Номер конкурса: 69940263
Дата публикации: 13-01-2026


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT) По прейскуранту
Номер заявки NAT260000286
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 13.01.2026 18:46
Начало приема предложения 30.01.2026 00:00
Истекает срок принятия предложений 02.02.2026 13:00
Предполагаемая цена прейскуранта 1`111`175.48 GEL
Контрактная цена объекта закупки 180`000.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 50100000-Ремонт и техническое обслуживание транспортных средств и оборудования и сопутствующие услуги
Коды классификатора
  • 50100000 - Ремонт и техническое обслуживание транспортных средств и оборудования и сопутствующие услуги
Срок подачи 2026 წლის 1 თებერვლიდან 2027 წლის 31 მარტის ჩათვლით.
Дополнительная информация
Количество и объём закупок იხილეთ სატენდერო დოკუმენტაცი
Шаг снижения цены 4`445.00 GEL
Размер гарантии 1`800 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: nino zandarashvili :: 12.01.2026 16:06
  • Последнее исправление: nino zandarashvili :: 13.01.2026 18:46
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=665936&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

შსს აფხაზეთის ა/რ პოლიციის დეპარტამენტის ბალანსზე რიცხული სხვადასხვა მარკის ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური მომსახურება (სათადარიგო ნაწილების/საცხებ-საპოხი მასალის გათვალისწინებით).

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

1.3 პუნქტით განსაზღვრული პრეისკურანტით წარმოდგენილი, შინაგან საქმეთა სამინისტროს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის 1.3 პუნქტით განსაზღვრული პრეისკურანტით წარმოდგენილი, შინაგან საქმეთა სამინისტროს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის ბალანსზე რიცხული სხვადასხვა მარკის ავტომანქანების შეკეთება და ტექნიკური მომსახურება.
ელექტრონულ ტენდერში გამარჯვების შემთხვევაში პრეტენდენტმა უნდა უზრუნველყოს შემდეგი სახის ტექ-მომსახურების გაწევა:
• ავტოსატრანსპორტო საშუალებების პროფილაქტიკური და დიაგნოსტიკური მომსახურება, მათ შორის სათადარიგო ნაწილების შეკეთება ან/და შეცვლა;
• საცხებ–საპოხი მასალების შეცვლა;
• საჭიროების შემთხვევაში ევაკუატორით მომსახურება (საქართველოს ტერიტორია, დღე-ღამის ნებისმიერ დროს 24 საათის განმავლობაში - შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად).

ტენდერში გამარჯვებული პრეტენდენტის მიერ ტექ-მომსახურების გასაწევად ტექნიკური დოკუმენტაციით წარმოდგენილი საკუთრებაში და/ან სარგებლობაში არსებული ყველა სერვის-ცენტრი (ადგილმდებარეობის მიხედვით) აღჭურვილი უნდა იყოს კომპიუტერული დიაგნოსტიკის
აპარატით, ზეთის შემცვლელი ვაკუუმური ბალონით, განშლადობის გასასწორებელი დანადგარით, ვულკანიზაციის დანადგარით, ძრავის ამოსაღები ამწეებით, ავტო-ამწეებით და მომსახურების გაწევისთვის საჭირო სხვა თანამედროვე აპარატურით და დანადგარებით.
მიმწოდებელმა ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში, თითოეულ სერვის-ცენტრში (ადგილმდებარეობის მიხედვით) უნდა უზრუნველყოს შემსყიდველის წარმომადგენელთათვის თავისუფალი საოფისე ფართის გამოყოფა.
სერვისცენტრებში დაცული უნდა იყოს ჰიგიენური ნორმები.
ავტომანქანის დაზიანებული ნაწილი უნდა შეიცვალოს ახალი/არამეორადი მაღალი ხარისხის სათადარიგო ნაწილით (გარდა პრეისკურანტით განსაზღვრული და შემსყიდველის მიერ მოთხოვნილი მეორადი ნაწილებისა).
მომსახურების გაწევის პერიოდში, მიმწოდებლის ბრალეულობით ავტოსატრანსპორტო საშუალების დაზიანების შემთხვევაში, მიყენებული ზიანის აღმოფხვრის ხარჯების სრულად ანაზღაურება ეკისრება მიმწოდებელს.
მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს წინამდებარე ტენდერის სატენდერო პირობებით განსაზღვრული (პრეისკურანტი) ტექ-მომსახურების გაწევა როგორც ქ. თბილისში, ასევე ქ. ზუგდიდში არსებულ, მის მიერ ტექნიკური დოკუმენტაციით წარმოდგენილ სერვის-ცენტრებში (ადგილმდებარეობის მიხედვით - მითითებულ მისამართზე). მხოლოდ გამონაკლის შემთხვევაში, შსს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის საფინანსო-სამეურნეო და საორგანიზაციო უზრუნველყოფის განყოფილების უფლებამოსილი პირის თანხმობის შემდეგ იქნება შესაძლებელი ავტომანქანის შესაკეთებლად მისი სხვა სერვის-ცენტრში გადაყვანა მიმწოდებლის ხარჯებით.
მიმწოდებელმა წინამდებარე ტენდერის ფარგლებში, მისი ტექნიკური დოკუმენტაციით განსაზღვრულ სერვის-ცენტრებში უნდა უზრუნველყოს ერთდროულად ტექ-მომსახურების გაწევა შემდეგი რაოდენობის ავტომანქანებისათვის:
- ქ. თბილისში - მითითებულ თითოეულ მისამართზე არანაკლებ 5 ავტომანქანა;
- ქ. ზუგდიდში - მითითებულ თითოეულ მისამართზე არანაკლებ 2 ავტომანქანა;
სერვის ცენტრებს უნდა გააჩნდეს საჭირო ფართი იმისათვის, რომ უზრუნველყოს ზემოაღნიშნული რაოდენობების ფარგლებში შემსყიდველის ავტომობილების განთავსება ბოქსებში ან/და შესაბამის სადგომზე (დაცულ ტერიტორიაზე).
მიმწოდებელი ვალდებულია ავტომანქანის სერვის-ცენტრში მიყვანიდან (რაზეც მიმწოდებელმა უნდა მოამზადოს შესაბამისი დოკუმენტი, რომელშიც მითითებული იქნება თარიღი, ავტომობილის მარკა, სახელმწიფო ნომერი, VIN კოდი და უფლებამოსილი პირის ხელმოწერა) არაუგვიანეს მომდევნო კალენდარული დღისა უნდა ჩაატაროს ავტომობილების დათვალიერება და წარუდგინოს შემსყიდველს დეფექტური აქტი ხელმოსაწერად (დეფექტური აქტის დაგვიანებით მომზადების შემთხვევაში მიმწოდებელს დაერიცხება პირგასამტეხლო ყოველ ჯერზე 200 (ორასი) ლარის ოდენობით), რომელშიც აღნიშნული იქნება გასაწევი მომსახურების ან/და ასეთი მომსახურებისათვის საჭირო სათადარიგო ნაწილების/საცხებ-საპოხი მასალის დეტალური აღწერა, ფასი, შეკეთების/მომსახურების გაწევის ვადა (დეფექტურ აქტში განფასებული უნდა იყოს ისეთი სათადარიგო ნაწილებიც, რომელიც არ არის პრეისკურანტში და საჭიროებს დამატებით შეთანხმებას), თარიღი და პასუხისმგებელი პირის
ხელმოწერა. მომსახურების გაწევის შემდეგ მიმწოდებელმა შემსყიდველს ასევე უნდა წარუდგინოს შესრულებული სამუშაოს აქტი, რომელშიც აღნიშნული იქნება გაწეული მომსახურების ან/და ასეთი მომსახურებისათვის გახარჯული სათადარიგო ნაწილების/საცხებ-საპოხი მასალის დეტალური აღწერა, თარიღი და პასუხისმგებელი პირის ხელმოწერა.
ხელშეკრულების გაფორმებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს ქ. თბილისსა და ქ. ზუგდიდში შემოთავაზებული სერვის-ცენტრების ვიდეო-კამერებით აღჭურვა, რომლებიც საშუალებას მისცემს შემსყიდველს რეალურ დროში დააკვირდეს მუშაობის პროცესს (კამერების ხედვის არეალში მოქცეული უნდა იყოს ყველა "ბოქსი“) და ამასთან, არანაკლებ 30 დღიანი ჩანაწერის უზრუნველყოფა, რომლის მიწოდება შემსყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში უნდა განხორცილდეს არაუგვიანეს 2 სამუშაო დღის ვადაში.
თუ ხელშეკრულების დადების შემდეგ, ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში აღმოჩნდება, რომ პრეისკურანტში არ არსებობს რომელიმე სახის სათადარიგო ნაწილი/საცხებ-საპოხი მასალა/მომსახურება, აღნიშნული გასაწევი მომსახურების ერთეულის ფასი დადგინდება შემსყიდველი
ორგანიზაციისა და მიმწოდებლის შეთანხმებით საბაზრო ფასის გათვალისწინებით. ასეთ შემთხვევაში პრეისკურანტში შესაბამისი მომსახურების ერთეულის არარსებობით გამოწვეული შესყიდვის ხვედრითი წილი არ შეიძლება აღემატებოდეს მიმწოდებლის მიერ ელექტრონული ვაჭრობის შედეგად დაფიქსირებული პრეისკურანტის საბოლოო ჯამური ღირებულების 10%-ს.

შენიშვნა:
ა) ყველა ზემოაღნიშნული დოკუმენტი, მათ შორის ავტომანქანის სერვის ცენტრში მიყვანის დამადასტურებლი დოკუმენტი, დეფექტური აქტი, შესრულებული სამუშაოს აქტი და ა.შ უნდა იყოს ბეჭდვითი ფორმით, არ უნდა იყოს ხელნაწერი.
ბ) პრეისკურანტში, საცხებ-საპოხი მასალებისთვის განსაზღვრული ერთეული მომსახურების სავარაუდო ღირებულების შესაბამის გრაფაში მითითებული ტარიფები გულისხმობს ერთჯერადად გაწეული მომსახურების ღირებულებას და არ არის დამოკიდებული მომსახურების გაწევისას გამოსაყენებელი საცხებ-საპოხი მასალის რაოდენობაზე/მოცულობაზე.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

მომსახურება უნდა განხორციელდეს ს 2026/2027 წლის პერიოდში - ეტაპობრივად, შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად - 2026 წლის 1თებერვლიდან 2027 წლის 31 მარტის ჩათვლით შემდეგი პირობების გათვალისწინებით:ავტომობილების ტექნიკური მომსახურება გაწეული უნდა იქნას დაუყოვნებლივ, რიგგარეშედ. მომსახურებისას გაწევის ვადა შემსყიდველის მხრიდან დეფექტური აქტის ხელმოწერის თარიღიდან თითოეულ შემთხვევაში არ უნდა აღემატებოდეს:
• სავალი ნაწილებისათვის - 2 კალენდარულ დღეს;
• ელექტროობისათვის - 3 კალენდარულ დღეს;
• სათუნუქე სამღებრო სამუშაოებისათვის - 15 კალენდარულ დღეს;
• ხანგრძლივი მომსახურების (ძრავი, ხიდი, სიჩქარეთა კოლოფი) გაწევისას - 20 კალენდარულ დღეს;
. ყველა სხვა დანარჩენი მომსახურება, რომელიც არ არის განსაზღვრული ზემოაღნიშნულ ჩამონათვალში - 10 კალენდარულ დღეს.
• სათადარიგო ნაწილის საზღვარგარეთ შეკვეთის შემთხვევაში მომსახურების გაწევის ვადა არაუმეტეს 45 კალენდარულ დღეს;
შენიშვნა: მიმწოდებელი ვალდებულია ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში, ავტოსათადარიგო ნაწილის საქართველოს ფარგლებს გარეთ შეკვეთისას, ავტომანქანაზე დეფექტური აქტის შედგენიდან 2 (ორი) კალენდარული დღის ვადაში წარუდგინოს შემსყიდველს შეკვეთის დამადასტურებელი დოკუმენტი (ბეჭდვითი ფორმით (არ უნდა იყოს ხელნაწერი). დოკუმენტი უნდა შეიცავდეს ინფორმაციას შეკვეთილი დეტალის/სათადარიგო ნაწილის, შეკვეთის განხორციელების თარიღის და შეკვეთით განსაზღვრული დეტალის ჩამოსვლის თარიღის შესახებ).

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური მომსახურების გაწევა უნდა განხორციელდეს შემდეგ ქალაქებში ან მათ მიმდებარე ტერიტორიაზე არაუმეტეს 15 კმ-ის რადიუსში (გარდა ქ. თბილისისა):
- ქ. თბილისი;
- ქ. ზუგდიდი;

1.7.1 requirement related to guarantee period

1.7.1.1 ექსპლუატაციის პირობების დაცვის შემთხვევაში (თუ არ აღინიშნება გარეგანი მექანიკური ზემოქმედებით გამოწვეული დაზიანება) მიმწოდებლის მიერ გაწეულ ტექ-მომსახურებზე, ახალ (არამეორად), შეკეთებულ და მეორად ნაწილებზე გარანტია უნდა ვრცელდებოდეს არანაკლებ 1 წელი (თუ პრეისკურანტში არ არის მითითებული განსხვავებული საგარანტიო პირობა (ვადა/გარბენი);
(შენიშვნა: საგარანტიო ვადის შესახებ ინფორმაციის წარდგენისას პრეტენდენტი ვალდებულია დააკონკრეტოს საგარანტიო პერიოდი)
1.7.1.2 საგარანტიო პერიოდში, ავტომანქანის სათადარიგო ნაწილზე/გაწეულ მომსახურებაზე დეფექტის/ნაკლის/წუნის/ხარვეზის გამოვლენის შემთხვევაში, ხელშეკრულების მოქმედების ნებისმიერ ეტაპზე და ასევე, მისი მოქმედების დასრულების შემდგომ მიმწოდებელი ვალდებულია
შეტყობინების მიღებისთანავე გონივრულ ვადებში (მაგრამ არაუგვიანეს სატენდერო დოკუმენტაციის 1.4 პუნქტით განსაზღვრული მომსახურების გაწევის შესაბამისი ვადებისა) ნაკლის/წუნის გამოსწორების მიზნით შეცვალოს იგი ახალი სათადარიგო ნაწილით, - შემსყიდველის მხრიდან დამატებითი დანახარჯების გაწევის გარეშე. ხოლო, საგარანტიო პირობებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე მიმწოდებლის მხრიდან უარის თქმის შემთხვევაში, შემსყიდველი უფლებამოსილია მიმწოდებელს ჩაატარებინოს ავტოტექნიკური ექსპერტიზა აკრედიტებულ საექსპერტო
დაწესებულებაში-სათადარიგო ნაწილის/გაწეული მომსახურების ხარისხის/ვარგისიანობის/დაზიანების გამომწვევი მიზეზის დასადგენად, - შემსყიდველის მხრიდან დამატებითი დანახარჯების გაწევის გარეშე. აღნიშნულ შემთხვევაში ექსპერტიზის ჩატარების ვადად განისაზღვრება დეფექტური აქტის შედგენიდან/გახსნიდან 15 (თხუთმეტი) სამუშაო დღე. მიმწოდებლის მხრიდან საგარანტიო პირობებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, შემსყიდველი უფლებამოსილია მოსთხოვოს მიმწოდებელს შესაბამისი ხარჯების ანაზღაურება.
1.7.1.3 მიმწოდებელი ვალდებულია, საჭიროების შემთხვევაში, წინამდებარე ტენდერით გათვალისწინებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების ელექტრო (კომპიუტერული) სისტემების დიაგნოსტიკა და სავალი ნაწილების შემოწმების მომსახურება შემსყიდველს გაუწიოს უსასყიდლოდ -
როგორც ხელშეკრულების მოქმედების ნებისმიერ ეტაპზე, ასევე საგარანტიო პერიოდის განმავლობაში.

technical requirements

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

ტენდერში მონაწილე პრეტენდენტს 2023 წლის 01 იანვრიდან უნდა გააჩნდეს არანაკლებ 180 000 (ას ოთხმოცი ათასი) ლარის ღირებულების ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური მომსახურების გაწევის გამოცდილება, რომლის დამადასტურებლად პრეტენდენტმა ელექტრონულ სისტემაში უნდა ატვირთოს ტექ-მომსახურების გაწევის დამადასტურებელი შემდეგი დოკუმენტები: ხელშეკრულებ(ები)ა და ამ ხელშეკრულების საფუძველზე გაფორმებული გაწეული ტექ-მომსახურების ამსახველი მიღება-ჩაბარების აქტ(ებ)ი ან/და შესრულების დამადასტურებელი სხვა დოკუმენტაცია. რომელთა ჯამური ღირებულება უნდა შეადგენდეს არანაკლებ 180 000 (ას ოთხმოცი ათასი) ლარს.

2.3.1 requirement related to material and technical support of a tenderer

პრეტენდენტის მიერ ტექ-მომსახურების გასაწევად სატენდერო წინადადებით/ტექნიკური დოკუმენტაციით წარმოდგენილი საკუთრებაში და/ან სარგებლობაში არსებული ყველა სერვის-ცენტრი აღჭურვილი უნდა იყოს კომპიუტერული დიაგნოსტიკის აპარატით, ზეთის შემცვლელი ვაკუუმური ბალონით, განშლადობის გასასწორებელი დანადგარით, ვულკანიზაციის დანადგარით, ძრავის ამოსაღები ამწეებით, ავტო-ამწეებით (მათ შორის ქ. თბილისში მითითებულ თითოეულ მისამართზე არანაკლებ 5 ერთეული ავტო-ამწე, ხოლო ქ. ზუგდიდში არანაკლებ 2 ერთეული ავტო-ამწე) და მომსახურების გაწევისთვის საჭირო სხვა თანამედროვე აპარატურით და დანადგარებით, რომლის დამადასტურებლად პრეტენდენტი ვალდებულია სისტემის საშუალებით წარმოადგინოს შემდეგი ინფორმაცია/დოკუმენტაცია:
ა) ქ. თბილისსა და ქ. ზუგდიდში საკუთრებაში და/ან სარგებლობაში არსებული სერვის-ცენტრების (მისამართების მითითებით) და მათი მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შესახებ (სერვის-ცენტრების მიხედვით და კონკრეტულ პოზიციაზე ზუსტი რაოდენობის მითითებით):
ბ) იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტს ,,წინადადებების მიღება დასრულებულია" ეტაპზე არ ექნება, შემსყიდველის მიერ განსაზღვრული მინიმალური მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, ,,შერჩევა-შეფასების ეტაპზე" უნდა წარმოადგინოს ინფორმაცია ხელშეკრულების გაფორმებიდან რა ვადაში მოხდება სერვის-ცენტრების აღჭურვა სატენდერო პირობებით გათვალისწინებული აპარატურით (აღნიშნული ვადა არ უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულების გაფორმებიდან 15 სამუშაო დღეს).

2.8.1 requirements related to a sub-contractor

ქვეკონტრაქტორ(ებ)ის არსებობის შემთხვევაში, პრეტენდენტმა სატენდერო წინადადებასთან ერთად უნდა წარმოადგინოს:
ა) მხარეთა შორის გაფორმებული მოქმედი ხელშეკრულებ(ებ)ი (წარმოდგენილ ხელშეკრულებებში გარკვევით უნდა იკითხებოდეს (ტექსტის შინაარსიდან ირკვეოდეს) შესყიდვის ობიექტის ტიპები:
• ავტოსატრანსპორტო საშუალებების პროფილაქტიკური და დიაგნოსტიკური მომსახურება, მათ შორის სათადარიგო ნაწილების შეკეთება ან/და
შეცვლა;
• საცხებ–საპოხი მასალების შეცვლა;
• საჭიროების შემთხვევაში ევაკუატორით მომსახურება.
ამასთანავე სავალდებულოა რომ ხელშეკრულების მოქმედების (შესრულების) ვადა იყოს არანაკლებ 2027 წლის 31 მარტისა.

ბ) ქვეკონტრაქტორ(ებ)ის სერვის-ცენტრის საკუთრების და/ან სარგებლობის უფლების დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტაცია (განახლებული საჯარო რეესტრის ამონაწერი). ამასთან, თუ სერვის-ცენტრი მეიჯარეს აქვს იჯარით, იჯარის ვადა შესაბამისი ხელშეკრულებით განსაზღვრული უნდა იყოს არაუადრეს 2027 წლის 31 მარტისა.. ამასთან, სერვის-ცენტრის იჯარის შემთხვევაში უნდა იქნას წარმოდგინილი როგორც იჯარის ხელშეკრულება და განახლებული საჯარო რეესტრის ამონაწერი, ასევე ყველა ის დოკუმენტი, რომლითაც დადასტურდება მეიჯარის უფლებამოსილება ქონების იჯარით გადაცემის თაობაზე.
შენიშვნა: მიმწოდებელმა უნდა წარმოადგინოს წინამდებარე ტენდერის გამოცხადების შემდგომი თარიღით განახლებული საჯარო რეესტრის ამონაწერი."

2.9 other additional requirements

2.9.1. პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) ინფორმაცია სერვის-ცენტრების შესახებ (მისამართების მითითებით)
ბ) შემოთავაზებული სერვის-ცენტრის საკუთრების დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტაცია (განახლებული საჯარო რეესტრის ამონაწერი) - იმ შემთხვევაში, თუ სერვის-ცენტრი წარმოადგენს პრეტენდენტის საკუთრებას;
გ) იჯარის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც იჯარის ვადა უნდა იყოს არაუადრეს 2027 წლის 31 მარტისა - იმ შემთხვევაში, თუ სერვის-ცენტრი პრეტენდენტს აქვს სარგებლობის უფლებით. ასევე, ყველა ის დოკუმენტი რომლითაც დადასტურდება, მეიჯარის უფლებამოსილება ქონების იჯარით გადაცემის თაობაზე (განახლებული საჯარო რეესტრის ამონაწერი და ა.შ.);

შენიშვნა: საჯარო რეესტრის ამონაწერის წარმოდგენისას პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს წინამდებარე ტენდერის გამოცხადების შემდგომი თარიღით განახლებული დოკუმენტი.

2.9.2. სატენდერო წინადადების ფასი:
ა) პრეისკურანტის ღირებულება წარმოდგენილი უნდა იყოს 1.3 პუნქტში მოცემული პრეისკურანტის ჯამური ღირებულების მიხედვით, მაგრამ არაუმეტეს განცხადებაში მითითებული პრეისკურანტის სავარაუდო ღირებულებისა და პრეისკურანტ(ებ)ის თითოეულ პოზიციაზე მითითებული სავარაუდო მაქსიმალური ერთეულის ფასისა. სატენდერო წინადადებაში საერთო და ერთეულის ფასი გამოსახული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა გადასახადის გათვალისწინებით.
ბ) სატენდერო წინადადების საერთო და ერთეულის ფასის წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ ლარში.
გ) ტენდერში ვაჭრობა გაიმართება სატენდერო განცხადებით განსაზღვრული პრეისკურანტის სავარაუდო ღირებულებასთან მიმართებით;
დ) პრეტენდენტის მიერ ელექტრონული ვაჭრობის შედეგად პრეისკურანტის საერთო ფასის შემცირების/კლების შემთხვევაში, ფასთა კლება პროცენტულად და პროპორციულად (უცვლელი პროცენტული მნიშვნელობით) უნდა აისახოს პრეისკურანტით განსაზღვრულ ყოველ კონკრეტულ
პოზიციაზე. საბოლოოდ დაფიქსირებული ერთეულის ფასები უნდა დამრგვალდეს მეასედის სიზუსტით.
2.9.3. პრეტენდენტის მიერ შერჩევა-შეფასების ეტაპზე წარმოდგენილ დაზუსტებულ პრეისკურანტში რომელიმე პოზიციის ერთეულის ფასების გაზრდა აღნიშნულ პოზიციაზე სატენდერო პირობებით განსაზღვრულ ერთეულის სავარაუდო ფასთან მიმართებაში გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას.

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალი იქნება შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, პრეტენდენტს მოეთხოვება ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთება, რისთვისაც შემსყიდველის მიერ განესაზღვრება არაუმეტეს 3 (სამი) სამუშაო დღე. ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასასაბუთებლად პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნას სსიპ "ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს" ან/და სხვა აკრედიტირებული პირის ან/და აუდიტის მიერ გაცემული შესაბამისი დასკვნა (დასკვნასთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის ასლი), რომელშიც უნდა დასტურდებოდეს (ტექსტობრივად მკაფიოდ უნდა იკვეთებოდეს) ტენდერში პრეტენდენტის მიერ ატვირთულ საბოლოო პრეისკურანტში (შესაბამისი ტენდერის უნიკალური ნომრის მითითებით) დაფიქსირებული ერთეულის ფასებით და აგრეთვე ჯამური ღირებულებით ამავე პრეისკურანტით განსაზღვრული შესყიდვის ობიექტის მიწოდების შესაძლებლობა.
დასკვნის წარმოუდგენლობა ან/და უარყოფითი დასკვნის წარმოდგენა გამოიწვევს შესაბამისი პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას.

ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებაზე ვრცელდება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანების მე-18 მუხლის მე-6, მე-7 პუნქტებისა და 28-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტებით განსაზღვრული წესები.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

document(s) showing registration/legal data

5.1.2 for a legal entity

ტენდერის შედეგად გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში მიმწოდებლის პასუხისმგებლობის ფინანსური უზრუნველყოფის მიზნით მოითხოვება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გაცემული ცნობა ბიუჯეტიდან საგადასახადო დავალიანების არქონის შესახებ.
5.1.2 იურიდიული პირისათვის - პრეტენდენტი ვალდებულია შემსყიდველის მოთხოვნიდან არაუგვიანეს 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში სისტემის საშუალებით წარმოადგინოს შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გაცემული ცნობა ბიუჯეტთან საგადასახადო დავალიანების არქონის შესახებ.
შენიშვნა: ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გაცემული ცნობა უნდა თარიღდებოდეს წინამდებარე ტენდერის გამოცხადების შემდგომი თარიღით. ამასთან, წარმოდგენილ დოკუმენტში საგადასახადო დავალიანების არსებობის შემთხვევაში მისი ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 5000 (ხუთი ათასი) ლარს (მათ შორის არაღიარებული დავალიანება)- წინააღმდეგ შემთხვევაში პრეტენდენტი დაექვემდებარება დისკვალიფიკაციას.

5.1.2.2 ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან.
5.1.2.3 ცნობა შესაბამისი უწყებიდან შესყიდვაში მონაწილეობის მსურველი პირის საჯარო სამართლებრივი შეზღუდვის არარსებობის შესახებ.
5.1.2.4 ცნობა საქალაქო სასამართლოდან რომ არ მიმდინარეობს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება.

5.1.3 for an individual entrepreneur

5.1.3.1 პრეტენდენტი ვალდებულია შემსყიდველის მოთხოვნიდან არაუგვიანეს 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში სისტემის საშუალებით წარმოადგინოს შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გაცემული ცნობა ,,ბიუჯეტთან საგადასახადო დავალიანების შესახებ".
შენიშვნა: წარმოდგენილ დოკუმენტში აღიარებული საგადასახადო დავალიანების არსებობის შემთხვევაში მისი ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 5000 (ხუთი ათასი) ლარს, - წინააღმდეგ შემთხვევაში პრეტენდენტი დაექვემდებარება დისკვალიფიკაციას. არაღიარებული დავალიანების არსებობის შემთხვევაში, პრეტენდენტს უნდა ერიცხებოდეს სალდირებული ზედმეტობა არანაკლებ არაღიარებული დავალიანების ოდენობით - წინააღმდეგ შემთხვევაში პრეტენდენტი დაექვემდებარება დისკვალიფიკაციას.
5.1.3.2 ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან.
5.1.3.3 ცნობა შესაბამისი უწყებიდან შესყიდვაში მონაწილეობის მსურველი პირის საჯარო სამართლებრივი შეზღუდვის არარსებობის შესახებ.
5.1.3.4 ცნობა საქალაქო სასამართლოდან რომ არ მიმდინარეობს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება.

5.1.4 for a physical entit

5.1.4.1 პრეტენდენტი ვალდებულია შემსყიდველის მოთხოვნიდან არაუგვიანეს 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში სისტემის საშუალებით წარმოადგინოს შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გაცემული ცნობა ,,ბიუჯეტთან საგადასახადო დავალიანების შესახებ".
შენიშვნა: წარმოდგენილ დოკუმენტში აღიარებული საგადასახადო დავალიანების არსებობის შემთხვევაში მისი ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 5 000 (ხუთი ათასი) ლარს, - წინააღმდეგ შემთხვევაში პრეტენდენტი დაექვემდებარება დისკვალიფიკაციას. არაღიარებული დავალიანების არსებობის შემთხვევაში, პრეტენდენტს უნდა ერიცხებოდეს სალდირებული ზედმეტობა არანაკლებ არაღიარებული დავალიანების ოდენობით - წინააღმდეგ შემთხვევაში პრეტენდენტი დაექვემდებარება დისკვალიფიკაციას.
5.1.4.2 ამონაწერი გადამხდელთა რეესტრიდან.
5.1.4.3 ცნობა შესაბამისი უწყებიდან შესყიდვაში მონაწილეობის მსურველი პირის საჯარო სამართლებრივი შეზღუდვის არარსებობის შესახებ.

5.1.5 for a partnership

5.1.5.1 როგორც ამხანაგობის, ასევე მისი მონაწილეების შესახებ შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გაცემული ცნობა „ბიუჯეტთან საგადასახადო დავალიანების შესახებ". შენიშვნა: წარმოდგენილ დოკუმენტში აღიარებული საგადასახადო დავალიანების არსებობის შემთხვევაში
მისი ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 5 000 (ხუთი ათასი) ლარს, - წინააღმდეგ შემთხვევაში პრეტენდენტი დაექვემდებარება დისკვალიფიკაციას. არაღიარებული დავალიანების არსებობის შემთხვევაში, უნდა ერიცხებოდეს სალდირებული ზედმეტობა არანაკლებ არაღიარებული დავალიანების ოდენობით - წინააღმდეგ შემთხვევაში პრეტენდენტი დაექვემდებარება დისკვალიფიკაციას.
5.1.5.2 ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტ

Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2026, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru