1. ავტოსადგომის მოწყობის სამუშაოები უნდა განხორციელდეს საქართველოს
გენერალური პროკურატურის ადმინისტრაციული შენობის მიმდებარედ
საქართველოს პროკურატურის სარგებლობაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე,
ტექნიკური დავალების, ხარჯთაღრიცხვის (დანართი N1), საპროექტო
დოკუმენტაციაში მოცემული ტექნიკური მონაცემებისა და მოცულობების
შესაბამისად;
2. სამშენებლო ტერიტორიის საკადასტრო კოდები: 01.18.05.002.131, 01.18.05.002.078;
3. მიმწოდებელი ვალდებულია სამშენებლო სამუშაოების მთელ პერიოდზე
მოხმარებული წყლის, ელექტროენერგიის საფასურის ანაზღაურება
უზრუნველყოს საკუთარი ხარჯებით;
4. მიმწოდებელი ვალდებულია სამუშაოს დასრულებისთანავე გაათავისუფლოს
სამუშაო ადგილი სამშენებლო მოწყობილობა-დანადგარებისგან და სხვა
ნარჩენებისგან;
5. სამშენებლო სამუშაოების დროს არსებული სისტემების დაზიანების
შემთხვევაში ზიანს გამოასწორებს მიმწოდებელი;
6. მიმწოდებელი ვალდებულია სამუშაოები აწარმოოს “ელექტრონული
საკომუნიკაციო ქსელების სახაზო ნაგებობების დაცვის წესისა და მათი
დაცვის ზონების დადგენის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 4
ივლისის N134 დადგენილების შესაბამისად;
7. მიმწოდებელი ვალდებულია სამუშაოები აწარმოოს "ტექნიკური
რეგლამენტის შენობა-ნაგებობების უსაფრთხოების წესების დამტკიცების
თაობაზე" საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 იანვრის N41 დადგენილების
შესაბამისად.
8. მიმწოდებელმა ხარჯთაღრიცხვა უნდა წარმოადგინოს, ლოკალურ-რესურსული
მეთოდით დამუშავებული, ტექნიკური რეგლამენტის - ,,სამშენებლო
სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვისას ზედნადები ხარჯებისა და გეგმური
მოგების განსაზღვრის წესის“ დამტკიცების შესახებ საქართველოს
მთავრობის 2014 წლის 14 იანვარის 55 დადგენილებით, ასევე, „საქართველოს
ტერიტორიაზე სამშენებლო სფეროს მარეგულირებელი ტექნიკური
რეგლამენტების აღიარებისა და სამოქმედოდ დაშვების შესახებ“
საქართველოს მთავრობის 2014 წლის 14 იანვრის 52 დადგენილებით
გათვალისწინებული მოთხოვნების სრული დაცვით;
9. მიმწოდებელი ვალდებულია მინიმუმამდე დაიყვანოს მუშაობით გამოწვეული
ხმაურის, ვიბრაციისა და მტვრის გავლენა;
10. მიმწოდებელი პასუხისმგებელია შეასრულოს სამუშაო უსაფრთხოებისა და
ეკოლოგიური თვალსაზრისით დადგენილი ნორმებისა და სტანდარტების
დაცვით;
11. მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს სამუშაოებში დასაქმებული
პერსონალის შრომის უსაფრთხოება და აწარმოოს სამუშაოები აღნიშნული
სამუშაოებისათვის გათვალისწინებული ნორმებისა და სტანდარტების
დაცვით;
12. ფარული სამუშაოების წარმოებისას მიმწოდებელი ვალდებულია შეადგინოს
ფარული სამუშაოების დამადასტურებელი წერილობითი აქტები. ფარული
სამუშაოები წარმოებულ უნდა იქნეს შემსყიდველის მიერ განსაზღვრულ
ინსპექტირების განმახორციელებელ პირ/პირებ-თან ერთად.
13. მიმწოდებელი ვალდებულია სამუშაოს შესრულება განახორციელოს
ტექნიკური დავალებით დადგენილი პირობებისა და წესების, ასევე მოქმედი
სამშენებლო სტანდარტების დაცვით.
14. მიმწოდებელი ვალდებულია სამუშაოს მასშტაბის შესაბამისად სამუშაოს
შესრულება უზრუნველყოს შესაბამისი რაოდენობის, სანდო, სათანადო
უნარ/ჩვევების მქონე პერსონალით.
15. სამუშაოს შესრულების პროცესში გამოყენებული ყველა ტექნიკური
აღჭურვილობა და ინსტრუმენტი უნდა იყოს მუშა მდგომარეობაში, მათი
ექსპლუატაცია უნდა ხდებოდეს მწარმოებლის მიერ განსაზღვრული წესით.
ტექნიკური აღჭურვილობის და ინსტრუმენტის ექსპლუატაციისას
დაუშვებელია არაქარხნული (კუსტარული) წესით დამზადებული დეტალის ან/და
სათადარიგო ნაწილის გამოყენება.
16. სარემონტო სამუშაოებისას გამოყენებული ნებისმიერი მასალა ან/და
მოწყობილობა უნდა შეესაბამებოდეს არსებულ საერთაშორისო სტანდარტებს.
შემსყიდველი უფლებამოსილია კონკრეტულ შემთხვევებში ნებისმიერ დროს
მოსთხოვოს მიმწოდებელს აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტის
გონივრულ ვადაში წარმოდგენა.
17. მიმწოდებელმა სამუშაოს შესრულების პროცესში უნდა უზრუნველყოს
ხარისხისა და სამუშაოების მიმდინარეობის ზედამხედველობისა და
კონტროლის განმახორციელებელ პირთა მიერ გაცემული, როგორც ზეპირი,
ასევე წერილობითი რეკომენდაციების და მითითებების შესრულება.
18. შესრულებული სამუშაოების მოცულობები დადგინდება სსიპ „ლევან
სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ მიერ
მომზადებული შესაბამისი საექსპერტო დასკვნით. (ექსპერტიზის ჩატარებას
უზრუნველყოფს შემსყიდველი).
19. ტექნიკური დავალებით გათვალისწინებული რომელიმე ვალდებულების
დარღვევის შემთხვევაში, აღნიშნულის შედეგად წარმოშობილ ზიანზე სრული
პასუხისმგებლობა დაეკისრება მიმწოდებელს.
20. მშენებლობის პროცესში გამოყენებული ყველა მასალა-მოწყობილობა უნდა
იყოს მაღალის ხარისხის, რაზეც შემსყიდველს უფლება აქვს
საჭიროებისამებრ მოითხოვოს შესაბამისი სტანდარტის დამადასტურებელი
სერთიფიკატი ანდა სხვა დოკუმენტი (მაგ.: ISO. დოკუმენტი უნდა იყოს მონტაჟის
თარიღისთვის მოქმედი, რომლის მოძიება და გადამოწმება შესაძლებელი
იქნება სერთიფიკატის მიმნიჭებელი ორგანიზაციის ვებ-გვერდზე
(უცხოენოვანი სერტიფიკატის წარმოდგენისას თან უნდა ერთვოდეს
ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი).
21. მიმწოდებელმა დამკვეთთან წინასწარ უნდა წარმოადგინოს და შეათანხმოს
ყველა ძირითადი და მოსაპირკეთებელი გამოსაყენებელი მასალების
ნიმუშები, ასევე შემსყიდველის შესაბამის წარმომადგენელს მიაწოდოს
ინფორმაცია, კონკრეტული სამუშაოს შესრულების ტექნიკური
ხერხის/მეთოდის შესახებ. იმ შემთხვევაში, თუ ზემოაღნიშნული ან
შესრულებული სამუშაო არ იქნება მოწონებული შემსყიდველის მიერ,
მიმწოდებელი ვალდებულია გამოასწოროს, წარმოადგინოს სხვა,
შემსყიდველისათვის მისაღები მასალა, მოწყობილობა და სამუშაო.
22. მიმწოდებელმა უნდა გამოყოს ობიექტზე პასუხისმგებელი პირები და
უზრუნველყოს სამუშაოების წარმოება მათი მუდმივი ზედამხედველობით.
23. მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს მშენებლობის წარმართვა შეფერხების
გარეშე და საამისოდ უნდა უზრუნველყოს სათანადო პერსონალისა და
ტექნიკის არსებობა. დამკვეთი უფლებამოსილია, მისცეს მომწოდებელს
შესასრულებლად სავალდებულო მითითებები ამასთან დაკავშირებით.
II. საქართველოს პროკურატურის ბალანსზე რიცხული ტერიტორიასა და
შენობა-ნაგებობების სარემონტო სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების
ნორმების შესახებ
1.საკანონმდებლო ბაზა
1.2. საქართველოს კონსტიტუცია, მუხლი 26. პუნქტი1.
1.3.საქართველოს ორგანული კანონი შრომის უსაფრთხოების შესახებ.
1.4.საქართველოს ორგანული კანონი საქართველოს შრომის კოდექსი.
1.5. снип lll-4-80, снип lll-A-11-70
2. პერსონალი
2.1. სამშენებლო-სარემონტო ობიექტზე მუშაობის უფლება აქვთ 18 წელზე
არანაკლები ასაკის პირებს (მუშაკებს და ინჟინერ-ტექნიკურ მუშაკებს),
რომლებმაც გაიარეს სამედიცინო გამოკვლევა და აღიარებულნი არიან
ქმედითუნარიანად.
2.2. სამშენებლო ორგანიზაციების მუშები, მენეჯერები, სპეციალისტები და
თანამშრომლები უზრუნველყოფილი უნდა იყვნენ სპეცტანსაცმელით
(მოსასხამი, მუზარადებით, ხელთათმანებით უსაფრთხო ფეხსაცმელით და სხვა
პირადი დამცავი აღჭურვილობით, სამუშაოს ტიპისა და რისკის ხარისხის
გათვალისწინებით. (პირბადე, მექანიკური ნატეხების საწინააღმდეგო
სათვალე, შემდუღებლის ნიღაბი და ა.შ.)
2.3.მაღლივი სამუშაოებისას (5 მეტრზე მაღლა, სახურავი, ფასადი,
ელექტროგაყვანილობა, ტვირთის ატანა და ჩამოტანა და ა.შ.) პერსონალი
უზრუნველყოფილი უნდა იყოს შესაბამისი უსაფრთხოების ქამრებით,
ხარაჩოებსა და სახურავის პერიმეტრებზე უნდა მოეწყოს სამშენებლო
ნორმებით დადგენილი მოაჯირები.
2.4. სამშენებლო ობიექტებზე დასაქმებული მუშების, მენეჯერების,
სპეციალისტებისა და თანამშრომლებისათვის გამოყოფილი უნდა იყოს
პირველადი სანიტარული დახმარების, გასახდელების, ინვენტარის შენახვის,
სველი წერტილების, საკვების მიღების ტერიტორიები.
2.5. სამშენებლო მოედანზე ყველა მუშა უზრუნველყოფილი უნდა იყოს სასმელი
წყლით, რომლის ხარისხი უნდა შეესაბამებოდეს სანიტარიულ მოთხოვნებს.
2.6. სამშენებლო ობიექტზე უნდა ინახებოდეს პირველადი სამედიცინო
დახმარების ნორმებით დადგენილი სამედიცინო საშუალებები. ( ბამბა, ბინტი,
იოდი, წყალბადის ზეჟანგი, და ა.შ.),
3. შრომის უსაფრთხოების მართვა
3.1. ყველა სამშენებლო ობიექტზე შრომის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელია
უსაფრთხოების ოფიცერი, რომელსაც გააჩნია შესაბამისი სერტიფიკატი და
რომელსაც ნიშნავს დამსაქმებელი.
3.2.უსაფრთხოების ოფიცერი აწარმოებს უსაფრთხოების ინსტრუქტაჟის
ჟურნალს. ინსტრუქტაჟი უნდა ხდებოდეს პერსონალის სამუშაოებზე
მიღებისას და ყოველკვირეულად. ინსტრუქტაჟის შესახებ ხელმოწერა
ფიქსირდება უსაფრთხოების ჟურნალში.
3.3. უსაფრთხოების ოფიცერი ყოველდღიურად აწარმოებს სამუშაო ინვენტარის
ინსპექტირებას ჟურნალს. (ელექტროხელსაწყოები, სხვა დამხმარე
საშუალებები). ინსპექტირების შედეგები ყოველდღიურად ფიქსირდება
საინვენტარო ინსპექტირების ჟურნალში.
3.3. სამუშაო პროცესის დროს უსაფრთხოების ოფიცერი აწარმოებს შრომის
უსაფრთხოების მოთხოვნების ზედამხედველობას, გამოავლენს დარღვევებს
და აღმოფხვრის ადგილზე.
4. სამშენებლო მოედანი
4.1. სამშენებლო მოედნის და სამუშაო ადგილების ორგანიზება უნდა
უზრუნველყოფდეს პერსონალის უსაფრთხოებას სამუშაოს ყველა ეტაპზე.
სამშენებლო მოედანი გამოყოფილი უნდა იყოს სპეციალური სანიშნეებით.
საშიში ზონები უნდა იყოს მონიშნული უსაფრთხოების ნიშნებით და
დადგენილი ფორმის წარწერებით.
4.2. სამშენებლო მოედანზე ზედამხედველის ნებართვის გარეშე დაუშვებელია
უცხო პირების ყოფნა. შესაბამის დარღვევებს აღნიშნავს და ადგილზე
აღმოფხვრის უსაფრთხოების ოფიცერი.
4.3. სამშენებლო მოედანზე გამოყოფილი უნდა იყოს სამშენებლო მასალის
დასაწყობების ადგილი, ან მოეწყოს საწყობი.
4.4. სამშენებლო მოედანზე გამოყოფილი უნდა იყოს (ასეთის აუცილებლობის
შემთხვევაში) სამშენებლო ნაგვის ბუნკერის ადგილი.
5. დროებითი კომუნიკაციები
5.1. ელექტროგაყვანილობის, წყალსადენის და სხვა დროებითი კომუნიკაციები
ობიექტზე მიყვანილი უნდა იყოს სამშენებლო ნორმებისა და მოთხოვნების
შესაბამისად.
5.2. დროებითი კომუნიკაციების უსაფრთხო მოწყობისა და ექსპლუატაციის
ზედამხედველობას აწარმოებს უსაფრთხოების ოფიცერი.
6. სამუშაოების გარემყოფთათვის უსაფრთხოება
6.1. იმ შემთხვევაში, თუ სარემონტო ობიექტი განთავსებულია პროკურატურის
თანამშრომელთა სამუშაო ადგილების მიმდებარედ, 80 ჰერცზე მეტი სიხშირის
ხმოვანი ფონის შემთხვევაში, აღნიშნული სარემონტო სამუშაოები უნდა
ჩატარდეს არასამუშაო საათებში.
6.2. იმ შემთხვევაში, თუ სარემონტო ობიექტი განთავსებულია პროკურატურის
თანამშრომელთა სამუშაო ადგილების მიმდებარედ, სარემონტო სამუშაოების
დროს გამოყოფილი სამშენებლო მტვერი მაქსიმალურად უნდა იყოს
იზოლირებული პროკურატურის თანამშრომელთა სამუშაო ადგილებიდან.
7. სპეციალური ნაწილი
7.1. საქართველოს პროკურატურის ბალანსზე რიცხულ ტერიტორიებსა და
შენობა-ნაგებობებში პერსონალის დაშვება ხორციელდება საქართველოს
გენერალური პროკურატურის გენერალური ინპექციის მიერ ვიზირებული
საერთო სიისა და ნებადართული საშვების მეშვეობით.
7.2. შენობა-ნაგებობებისა და ტერიტორიის შიდა პერიმეტრში პერსონალის და
ტვირთების მოძრაობა ხდება ადმინისტრაციასთან შეთანხმებული
მარშრუტების მიხედვით.
8. პასუხისმგებლობა
8.1. შრომის დაცვის უზრუნველსაყოფად ყველა სტრუქტურული ერთეულის
(დანაყოფის ხელმძღვანელების, უსაფრთხოების ოფიცრის, „პრარაბის“ /
საქმეთა მწარმოებლის, მუშების) ზოგად მართვასა და უსაფრთხოების
ზომების დაცვაზე უშუალო პასუხისმგებლობა ეკისრება ორგანიზაციის
ხელმძღვანელს.
8.2. დაცული უნდა იყოს საქართველოს კონსტიტუცია, მუხლი 26. პუნქტი1-ს.
საქართველოს ორგანული კანონის შრომის უსაფრთხოების შესახებ,
.საქართველოს ორგანული კანონის საქართველოს შრომის კოდექსის, снип
lll-4-80-ის, снип lll-A-11-70-ის მოთხოვნები.