1.3 პუნქტით განსაზღვრული პრეისკურანტით წარმოდგენილი, შინაგან საქმეთა
სამინისტროს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის 1.3 პუნქტით
განსაზღვრული პრეისკურანტით წარმოდგენილი, შინაგან საქმეთა
სამინისტროს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის
დეპარტამენტის ბალანსზე რიცხული სხვადასხვა მარკის ავტომანქანების
შეკეთება და ტექნიკური მომსახურება.
ელექტრონულ ტენდერში გამარჯვების შემთხვევაში პრეტენდენტმა უნდა
უზრუნველყოს შემდეგი სახის ტექ-მომსახურების გაწევა:
• ავტოსატრანსპორტო საშუალებების პროფილაქტიკური და დიაგნოსტიკური
მომსახურება, მათ შორის სათადარიგო ნაწილების შეკეთება ან/და შეცვლა;
• საცხებ–საპოხი მასალების შეცვლა;
• საჭიროების შემთხვევაში ევაკუატორით მომსახურება (საქართველოს
ტერიტორია, დღე-ღამის ნებისმიერ დროს 24 საათის განმავლობაში -
შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად).
ტენდერში გამარჯვებული პრეტენდენტის მიერ ტექ-მომსახურების
გასაწევად ტექნიკური დოკუმენტაციით წარმოდგენილი საკუთრებაში და/ან
სარგებლობაში არსებული ყველა სერვის-ცენტრი (ადგილმდებარეობის
მიხედვით) აღჭურვილი უნდა იყოს კომპიუტერული დიაგნოსტიკის
აპარატით, ზეთის შემცვლელი ვაკუუმური ბალონით, განშლადობის
გასასწორებელი დანადგარით, ვულკანიზაციის დანადგარით, ძრავის
ამოსაღები ამწეებით, ავტო-ამწეებით და მომსახურების გაწევისთვის
საჭირო სხვა თანამედროვე აპარატურით და დანადგარებით.
მიმწოდებელმა ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში, თითოეულ
სერვის-ცენტრში (ადგილმდებარეობის მიხედვით) უნდა უზრუნველყოს
შემსყიდველის წარმომადგენელთათვის თავისუფალი საოფისე ფართის
გამოყოფა.
სერვისცენტრებში დაცული უნდა იყოს ჰიგიენური ნორმები.
ავტომანქანის დაზიანებული ნაწილი უნდა შეიცვალოს ახალი/არამეორადი
მაღალი ხარისხის სათადარიგო ნაწილით (გარდა პრეისკურანტით
განსაზღვრული და შემსყიდველის მიერ მოთხოვნილი მეორადი ნაწილებისა).
მომსახურების გაწევის პერიოდში, მიმწოდებლის ბრალეულობით
ავტოსატრანსპორტო საშუალების დაზიანების შემთხვევაში, მიყენებული
ზიანის აღმოფხვრის ხარჯების სრულად ანაზღაურება ეკისრება
მიმწოდებელს.
მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს წინამდებარე ტენდერის სატენდერო
პირობებით განსაზღვრული (პრეისკურანტი) ტექ-მომსახურების გაწევა
როგორც ქ. თბილისში, ასევე ქ. ზუგდიდში არსებულ, მის მიერ ტექნიკური
დოკუმენტაციით წარმოდგენილ სერვის-ცენტრებში (ადგილმდებარეობის
მიხედვით - მითითებულ მისამართზე). მხოლოდ გამონაკლის შემთხვევაში, შსს
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის
საფინანსო-სამეურნეო და საორგანიზაციო უზრუნველყოფის განყოფილების
უფლებამოსილი პირის თანხმობის შემდეგ იქნება შესაძლებელი
ავტომანქანის შესაკეთებლად მისი სხვა სერვის-ცენტრში გადაყვანა
მიმწოდებლის ხარჯებით.
მიმწოდებელმა წინამდებარე ტენდერის ფარგლებში, მისი ტექნიკური
დოკუმენტაციით განსაზღვრულ სერვის-ცენტრებში უნდა უზრუნველყოს
ერთდროულად ტექ-მომსახურების გაწევა შემდეგი რაოდენობის
ავტომანქანებისათვის:
- ქ. თბილისში - მითითებულ თითოეულ მისამართზე არანაკლებ 5 ავტომანქანა;
- ქ. ზუგდიდში - მითითებულ თითოეულ მისამართზე არანაკლებ 2 ავტომანქანა;
სერვის ცენტრებს უნდა გააჩნდეს საჭირო ფართი იმისათვის, რომ
უზრუნველყოს ზემოაღნიშნული რაოდენობების ფარგლებში შემსყიდველის
ავტომობილების განთავსება ბოქსებში ან/და შესაბამის სადგომზე (დაცულ
ტერიტორიაზე).
მიმწოდებელი ვალდებულია ავტომანქანის სერვის-ცენტრში მიყვანიდან
(რაზეც მიმწოდებელმა უნდა მოამზადოს შესაბამისი დოკუმენტი, რომელშიც
მითითებული იქნება თარიღი, ავტომობილის მარკა, სახელმწიფო ნომერი, VIN
კოდი და უფლებამოსილი პირის ხელმოწერა) არაუგვიანეს მომდევნო
კალენდარული დღისა უნდა ჩაატაროს ავტომობილების დათვალიერება და
წარუდგინოს შემსყიდველს დეფექტური აქტი ხელმოსაწერად (დეფექტური
აქტის დაგვიანებით მომზადების შემთხვევაში მიმწოდებელს დაერიცხება
პირგასამტეხლო ყოველ ჯერზე 200 (ორასი) ლარის ოდენობით), რომელშიც
აღნიშნული იქნება გასაწევი მომსახურების ან/და ასეთი
მომსახურებისათვის საჭირო სათადარიგო ნაწილების/საცხებ-საპოხი
მასალის დეტალური აღწერა, ფასი, შეკეთების/მომსახურების გაწევის ვადა
(დეფექტურ აქტში განფასებული უნდა იყოს ისეთი სათადარიგო ნაწილებიც,
რომელიც არ არის პრეისკურანტში და საჭიროებს დამატებით შეთანხმებას),
თარიღი და პასუხისმგებელი პირის
ხელმოწერა. მომსახურების გაწევის შემდეგ მიმწოდებელმა შემსყიდველს
ასევე უნდა წარუდგინოს შესრულებული სამუშაოს აქტი, რომელშიც აღნიშნული
იქნება გაწეული მომსახურების ან/და ასეთი მომსახურებისათვის
გახარჯული სათადარიგო ნაწილების/საცხებ-საპოხი მასალის დეტალური
აღწერა, თარიღი და პასუხისმგებელი პირის ხელმოწერა.
ხელშეკრულების გაფორმებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში მიმწოდებელმა
უნდა უზრუნველყოს ქ. თბილისსა და ქ. ზუგდიდში შემოთავაზებული
სერვის-ცენტრების ვიდეო-კამერებით აღჭურვა, რომლებიც საშუალებას
მისცემს შემსყიდველს რეალურ დროში დააკვირდეს მუშაობის პროცესს
(კამერების ხედვის არეალში მოქცეული უნდა იყოს ყველა "ბოქსი“) და
ამასთან, არანაკლებ 30 დღიანი ჩანაწერის უზრუნველყოფა, რომლის მიწოდება
შემსყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში უნდა განხორცილდეს არაუგვიანეს 2
სამუშაო დღის ვადაში.
თუ ხელშეკრულების დადების შემდეგ, ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში
აღმოჩნდება, რომ პრეისკურანტში არ არსებობს რომელიმე სახის სათადარიგო
ნაწილი/საცხებ-საპოხი მასალა/მომსახურება, აღნიშნული გასაწევი
მომსახურების ერთეულის ფასი დადგინდება შემსყიდველი
ორგანიზაციისა და მიმწოდებლის შეთანხმებით საბაზრო ფასის
გათვალისწინებით. ასეთ შემთხვევაში პრეისკურანტში შესაბამისი
მომსახურების ერთეულის არარსებობით გამოწვეული შესყიდვის ხვედრითი
წილი არ შეიძლება აღემატებოდეს მიმწოდებლის მიერ ელექტრონული
ვაჭრობის შედეგად დაფიქსირებული პრეისკურანტის საბოლოო ჯამური
ღირებულების 10%-ს.
შენიშვნა:
ა) ყველა ზემოაღნიშნული დოკუმენტი, მათ შორის ავტომანქანის სერვის
ცენტრში მიყვანის დამადასტურებლი დოკუმენტი, დეფექტური აქტი,
შესრულებული სამუშაოს აქტი და ა.შ უნდა იყოს ბეჭდვითი ფორმით, არ უნდა
იყოს ხელნაწერი.
ბ) პრეისკურანტში, საცხებ-საპოხი მასალებისთვის განსაზღვრული ერთეული
მომსახურების სავარაუდო ღირებულების შესაბამის გრაფაში მითითებული
ტარიფები გულისხმობს ერთჯერადად გაწეული მომსახურების ღირებულებას
და არ არის დამოკიდებული მომსახურების გაწევისას გამოსაყენებელი
საცხებ-საპოხი მასალის რაოდენობაზე/მოცულობაზე.