Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Автотранспортные услуги (Грузия - Тендер #69940251)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: LTD MTA
Номер конкурса: 69940251
Дата публикации: 13-01-2026
Сумма контракта: 177 245


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT260000277
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 13.01.2026 17:52
Начало приема предложения 23.01.2026 00:00
Истекает срок принятия предложений 26.01.2026 12:00
Предполагаемая цена закупки 177`245.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 60100000-Автотранспортные услуги
Коды классификатора
  • 60170000 - Прокат автомобилей для транспортировки пассажиров с водителем
Срок подачи იხილეთ სატენდერო დოკუმენტაცია
Дополнительная информация
იხილეთ სატენდერო დოკუმენტაცია
Количество и объём закупок იხილეთ სატენდერო დოკუმენტაცია
Шаг снижения цены 1`500.00 GEL
Размер гарантии 1`772 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: giorgi apkhaidze :: 09.01.2026 11:42
  • Последнее исправление: giorgi apkhaidze :: 13.01.2026 17:52
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=665476&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

შპს "ემ თი ეი"-ს მიერ 2026 წლის თებერვლის თვეში, მესტიაში, კერძოდ კურორტ თეთნულდზე დაგეგმილი ფრირაიდის მსოფლიო ტურის გამართულად ჩატარებისთვის საჭირო, სამგზავრო ავტოსატრანსპორტო საშუალებების დაქირავების (მძღოლთან ერთად) მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა.

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

2026 წლის თებერვლის თვეში, მესტიაში, კერძოდ კურორტ თეთნულდზე დაგეგმილი ფრირაიდის მსოფლიო ტურის გამართულად ჩატარებისთვის საჭირო სამგზავრო ავტოსატრანსპორტო საშუალებების დაქირავების (მძღოლთან ერთად) მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა:

1. პრეტენდენტმა უნდა უზრუნველყოს მგზავრთა გადაყვანა თბილისი-მესტია ან/და მესტია-თბილისის მიმართულებით შემდეგი სატრანსპორტო საშუალებებით (თბილისის ლოკაცია ასევე გულისხმობს თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან/მდე, თბილისში სასტუმროში ან/და პირდაპირ კურორტზე სასტუმროში ტრანსპორტირებას):
ა. მაღალი გამავლობის მსუბუქი ავტომობილი (SUV) (3 სამგზავრო ადგილი) 4x4-ზე;
ბ. მინივენი 4x4 ზე (MPV) ( 5 სამგზავრო ადგილი);
გ. მიკროავტობუსი (17 - 20 სამგზავრო ადგილი);

2. პრეტენდენტმა უნდა უზრუნველყოს მგზავრთა გადაყვანა მესტია-თეთნულდი ან/და თეთნულდი-მესტია მიმართულებით შემდეგი სატრანსპორტო საშუალებებით(თეთნულდის მიმართულებაში იგულისხმება თეთნულდის პირველ საბაგირომდე მგზავრების მიყვანა):
ა. მაღალი გამავლობის მსუბუქი ავტომობილი (SUV) (3 სამგზავრო ადგილი) 4x4-ზე;
ბ. მინივენი 4x4 ზე (MPV) ( 5 სამგზავრო ადგილი);

3. პრეტენდენტმა უნდა უზრუნველყოს მგზავრთა გადაყვანა მესტია-მულახის საწყობი ან/და მულახის საწყობი-მესტია მიმართულებით შემდეგი სატრანსპორტო საშუალებებით:
ა. მაღალი გამავლობის მსუბუქი ავტომობილი (SUV) (3 სამგზავრო ადგილი) 4x4-ზე;
ბ. მინივენი 4x4 ზე (MPV) ( 5 სამგზავრო ადგილი);

4. პრეტენდენტმა უნდა უზრუნველყოს მგზავრთა გადაყვანა შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად საქართელოს ტერიროტიაზე შემდეგი სატრანსპორტო საშუალებებით:
ა. მაღალი გამავლობის მსუბუქი ავტომობილი (SUV) (3 სამგზავრო ადგილი) 4x4-ზე;
ბ. მინივენი 4x4 ზე (MPV) ( 5 სამგზავრო ადგილი);
გ. მიკროავტობუსი (17 - 20 სამგზავრო ადგილი);

5. ზემოაღნისნული მომსახურების გასაწევად, პრეტენდენტმა უნდა უზრუნველყოს შესაბამისი რაოდენობისა და კატეგორიის ავტომობილების ერთობლივად მობილიზება (სულ მცირე 20 მინივენი 4x4 ზე (MPV), სულ მცირე 3 მიკროავტობუსი და სულ მცირე 5 მაღალი გამავლობის მსუბუქი ავტომობილი (SUV));

6. მომსახურების გაწევისას, ავტოსატრანსპორტო საშუალებები უნდა იყოს საწვავით უზრუნველყოფილი და დაცული უნდა იყოს სატრანსპორტო საშუალებების უსაფრთხოების ყველა ნორმა.

7. სატრანსპორტო საშუალებებს გავლილი უნდა ჰქონდეს ტექ. დათვალიერება;

8. სატრანსპორტო საშუალებები აღჭურვილი უნდა იყოს ზამთრის საბურავებით (ფიფქი მარკირებით ) და საჭიროების შემთხვევაში მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვებით;

9. ავტოსატრანსპორტო საშუალებების პარკირების ხარჯი უნდა უზრუნველყოს პრეტენდენტმა;

10. სატრანსპორტო საშუალებების მძღოლებს უნდა ჰქონდეთ მოქმედი შესაბამისი ტრანსპორტის ტიპის მართვის მოწმობა;

11. სატრანსპორტო საშუალებებში დაცული უნდა იყოს სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები.

12. სატრანსპორტო საშუალებებში თითოეულ მგზავრზე განსაზღვრული უნდა იყოს 1 ბოთლი (0,5 ლ) წყალი;

13. სატრანსპორტო საშუალებების მძღოლები უნდა საუბრობდნენ ქართულ ან/და ინგლისურ ენაზე;

14. მაღალი გამავლობის მსუბუქ ავტომობილს (SUV) უნდა გააჩნდეს სათხილამურო სამაგრი/რეკი სახურავზე;

15. მინივენის შემთხვევაში თეთნულდზე ასასვლელად ავტომობილი უნდა იყოს დელიკა ან მსგავსი ტიპის (მაღალი გამავლობის 4X4-ზე );

16. სატრანსპორტო საშუალება უნდა იყოს ბენზინის ან დიზელის ძრავზე;

17. პრეტენდენტის მხრიდან, გამოყოფილი უნდა იყოს ერთი საკონტაქტო პირი, შემსყიდველისთვის, რომელიც სრულად პასუხისმგებელი იქნება კონტრაქტის პირობების ადმინისტრირებაზე. ასევე, თითოეულ ლოკაციაზე, გარდა მძღოლისა, აუცილებელია იყოს ერთი პირი - დამხვედრი/გამცილებელი, რომელიც კოორდინირებას გაუწევს ტრანსპორტირების პროცესს (აღნიშნული პირი, აუცილებელია საუბრობდეს ინგლისურ ენაზე);

18. კომპანიის მხრიდან გამოყოფილი თითოეული ავტომობილის შემოწმება მოხდება წინასწარ და მხოლოდ შემყიდველის მხრიდან დადასტურების შემდეგ, მოხდება აღნიშნული ავტომობილის გამოყენება;

19. ნებისმიერი მარშრუტის განხორციელებისას პრეტენდენტს უნდა შეეძლოს მგზავრთა ტრანსპორტირება მათი ბარგითა და სათხილამურო აღჭურვილობით;

20. სატრანსპორტო საშუალების დაზიანების შემთხვევაში, გონივრულ ვადაში უნდა მოხდეს გამართული სატრანსპორტო საშუალებით ჩანაცვლება;

21. შემსყიდველი წინასწარ მიაწვდის მიმწოდებელს მგზავრების მოფრენისა და გაფრენის დროებს, რეისის ნომრებს, რაოდენობას, გადაადგილების მარშრუტს, ხოლო პრეტენდენტმა აღნიშნულის შესაბამისად უნდა დაგეგმოს ტრანსპორტირების გრაფიკი და წინასწარ შეუთანხმოს შემსყიდველს.

22. შემსყიდველის მხრიდან შესაძლებელია გაკეთდეს მოთხოვნა დაუყოვნებლივ მომსახურების მიღებაზე, წინასწარი გაფრთხილების გარეშე, მომსახურების მიწოდების დღესა და დროს, რა შემთხვევაშიც, მიმწოდებელი მზად უნდა იყოს მოემსახუროს შემსყიდველს.

23. მოცემული მარშრუტების რაოდენობა არის საორიენტაციო და ათვისება მოხდება საჭიროებისამებრ, რომლის აღრიცხვიანობაც მოხდება მხარეთა შორის წინასწარ შეთანხმებული ფორმით. პრეტენდენტის მიერ შესრულებული ყოველი ცალკეული მომსახურების კილომეტრაჟის დათვლა და შესაბამისი ანაზღაურება განხორციელდება შემსყიდველისა და მიმწოდებლის წარმომადგენლების მიერ დადასტურებული დანართი N3-ის ცხრილის შესაბამისად.

24. ანგარიშსწორება განხორციელდება მგზავრთა ტრანსპორტირების დაწყების ადგილიდან დასრულების ადგილამდე გავლილი შესაბამისი კილომეტრაჟის ან/და რეისების შესაბამისად(მაგ. თუ მგზავრთა ტრანსპორტირების დაწყების ადგილი არის ქ. თბილისი, ხოლო დასრულების ადგილი დაბა მესტია, ანაზღაურდება მხოლოდ ქ.თბილისიდან დაბა მესტიამდე დაფარული კილომეტრაჟი ან/და რეისი).

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

2026 წლის 6 თებერვლიდან 5 მარტის ჩათვლით, შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად 1 კალენდარულ დღეში ან/და წინასწარი შეტყობინების საფუძველზე დაუყოვნებლივ.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

მომსახურების გაწევა უნდა განხორციელდეს შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად, ტექნიკურ დავალებაში მითითებული ლოკაციების მიმართულებებით.

technical requirements

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

2.2.1.1. პრეტენდენტს 2021 წლიდან ტენდერის გამოცხადების დღემდე უნდა ჰქონდეს შესრულებული არანაკლებ 3 (სამი) ხელშეკრულება მგზავრთა ტრანსპორტირების მომსახურების მიწოდებაზე. თითოეული ასეთი ხელშეკრულების ღირებულება უნდა შეადგენდეს მინიმუმ 100,000 ლარს (დღგ-ს ჩათვლით).

2.2.1.2. პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ინფორმაცია გამოცდილების შესახებ და წარმოდგენილი ინფორმაციის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი, კერძოდ, ხელშეკრულებები და მიღება-ჩაბარების აქტები/საგადახდო დავალება (ჩარიცხვის დოკუმენტი).

2.2.1.3. სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებ(ებ)ის არსებობის შემთხვევაში, თუ მოცემული დოკუმენტები ატვირთულია სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში საკმარისია შესაბამისი განცხადების ნომრ(ებ)ის (SPA, NAT, DAP, CMR) წარმოდგენა.

2.3.1 requirement related to material and technical support of a tenderer

1. პრეტენდენტს საკუთრებაში ან/და სარგებლობა უნდა ჰქონდეს შემდეგი ტიპის და რაოდენობის ავტოსატრანსპორტო საშუალებები:

ა. სულ მცირე 20 მინივენი, სულ მცირე 5 სამგზავრო ადგილით (დელიკა ან მსგავსი ტიპის) 4x4-ზე (MPV);
ბ. სულ მცირე 3 მიკროავტობუსი, სულ მცირე 17 - 20 სამგზავრო ადგილით;
გ. სულ მცირე 5 მაღალი გამავლობის მსუბუქი ავტომობილი, სულ მცირე 3 სამგზავრო ადგილით 4X4-ზე (SUV);

2. ავტომობილ(ები)ის პრეტენდენტის საკუთრებაში არსებობის შემთხვევაში წარმოდგენილი უნდა იქნას ავტომობილის რეგისტრაციის დამადასტურებელი მოწმობის ასლები, ხოლო დროებითი სარგებლობის შემთხვევაში ავტომობილის რეგისტრაციის მოწმობასთან ერთად წარმოდგენილი უნდა იქნას შესაბამისად გაფორმებული ხელშეკრულებ(ები)ი;

3. საკუთრებაში ან/და მფლობელობაში არსებული ავტომანქანების რეგისტრაციების მოწმობებთან და ხელშეკრულებებთან ერთად, მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შესახებ ინფორმაცია პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს დანართი N2-ის მიხედვით.

2.8.1 requirements related to a sub-contractor

პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ინფორმაცია ქვეკონტრაქტორ(ებ)ის არსებობის/არარსებობის შესახებ. ქვეკონტრაქტორის არსებობის შემთხვევაში, პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ქვეკონტრაქტორ(ებ)თან არსებული სამართლებრივი ურთიერთობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის ასლები (ხელშეკრულება, შეთანხმება ან სხვა დოკუმენტი მომსახურების პერიოდზე) რომლებიც ძალაში უნდა იყოს სულ მცირე 2026 წლის 31 მარტის ჩათვლით.

2.9 other additional requirements

2.9.1. მოცემული მარშრუტების რაოდენობა არის საორიენტაციო და ათვისება მოხდება საჭიროებისამებრ, რომლის აღრიცხვიანობაც მოხდება მხარეთა შორის წინასწარ შეთანხმებული ფორმით. ასევე, გარდა მოცემული კონკრეტული მიმართულებებისა/რეისებისა, რომელიც განსაზღვრულია ცხრილში, შემსყიდველის მოთხოვნის საფუძველზე საჭირო რეისების დათვლა მოხდება ფაქტობრივი კილომეტრაჟით, დანართი N3-ის ცხრილის შესაბამისად.

2.9.2. პრეტენდენტის მიერ შესრულებული ყოველი ცალკეული მომსახურების კილომეტრაჟის დათვლა და შესაბამისი ანაზღაურება განხორციელდება შემსყიდველისა და მიმწოდებლის წარმომადგენლების მიერ დადასტურებული დანართი N3-ის ცხრილის შესაბამისად.

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, პრეტენდენტი ვალდებულია დაასაბუთოს ფასწარმოქმნის ადეკვატურობა ექსპერტიზის ან აუდიტორის დასკვნით, რომელიც ადასტურებს პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებულ ფასად ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობას როგორც პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებული წინადადების ფასთან (ხარჯთაღრიცხვის ჯამურ ღირებულებასთან), ასევე ხარჯთაღრიცხვის ერთეულებთან მიმართებით.

ექსპერტიზის ან აუდიტორის დასკვნის წარმოდგენის შემთხვევაში, აუდიტორული კომპანია/აუდიტორი უნდა ირიცხებოდეს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგების და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის შესაბამის რეესტრში. ასევე, შესაძლებელია სახელმწიფოს მიერ აღიარებული ორგანიზაციის მიერ გაცემული საექპერტო დასკვნის წარმოდგენა.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

1. სატენდერო წინადადების საერთო ფასი გამოსახული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა გადასახადის გათვალისწინებით.
2. ანგარიშსწორება მოხდება ეტაპობრივად, ფაქტიურად გაწეული მომსახურების შესაბამისად, უნაღდო ანგარიშსწორებით ლარში.
3. ანგარიშსწორება განხორციელდება მგზავრთა ტრანსპორტირების დაწყების ადგილიდან დასრულების ადგილამდე გავლილი შესაბამისი კილომეტრაჟის ან/და რეისების შესაბამისად(მაგ. თუ მგზავრთა ტრანსპორტირების დაწყების ადგილი არის ქ. თბილისი, ხოლო დასრულების ადგილი დაბა მესტია, ანაზღაურდება მხოლოდ ქ.თბილისიდან დაბა მესტიამდე დაფარული კილომეტრაჟი ან/და რეისი).

7.3 time limits for step by step and/or final payment

ანგარიშსწორება მოხდება ეტაპობრივად, მიღება-ჩაბარების აქტისა და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის წარმოდგენიდან (ასეთის არსებობის შემთხვევაში) 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

გიორგი აფხაიძე, 599600433, g.aphkhaidze@mta.ski

additional information/document

10.1 additional information/documents

10.1.1. სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული დოკუმენტები და/ან ინფორმაცია უნდა იქნას ელექტრონულად ხელმოწერილი შესაბამისად უფლებამოსილი პირის მიერ ან დამოწმებული კვალიფიციური ელექტრონული შტამპით, კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად, კერძოდ: პრეტენდენტი, „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების საფუძველზე ვალდებულია, სახელმწიფო შესყიდვებში ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთ ელექტრონულ დოკუმენტებზე შეასრულოს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა ან/და ეს დოკუმენტები დაამოწმოს კვალიფიციური ელექტრონული შტამპით (იხ. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს რეკომენდაციები). იმ შემთხვევაში, თუ ხელისმომწერი პირი არ არის წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილი, პრეტენდენტმა სისტემაში უნდა წარმოადგინოს ხელისმომწერი პირის ხელისმოწერისათვის გაცემული მინდობილობა.

10.1.2. ტენდერთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია წარმოდგენილი უნდა იქნას ქართულ ენაზე. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში, მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი ქართულ ენაზე. დავის შემთხვევაში, უცხოენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია.

10.1.3. ალტერნატიული სატენდერო წინადადება არ განიხილება.

10.1.4. სატენდერო წინადადების ფასი გამოსახული უნდა იყოს ეროვნულ ვალუტაში - ლარში, შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული მიმწოდებლის ყველა ხარჯის (მ.შ კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადები) გათვალისწინებით.

10.1.5. პრეტენდენტმა სატენდერო წინადადების ფასში უნდა გაითვალისწინოს დღგ.

10.1.6. პრეტენდენტი დაექვემდებარება დისკვალიფიკაციას, თუ მის მიერ არ იქნება წარმოდგენილი ფასების ცხრილი (სატენდერო დოკუმენტაციის დანართი №1) ან ფასების ცხრილი წარმოდგენილი იქნება განფასების გარეშე ან წარდგენილ ფასების ცხრილში განუფასებელი პოზიცი(ებ)ის რაოდენობა აღემატება განსაფასებელი პოზიციების 1%-ს. ფასთა ცხრილში ნულით განფასებული მომსახურება შემსყიდველის მიერ არ ანაზღაურდება.

10.1.7. ტენდერში მონაწილეობით პრეტენდენტი ეთანხმება სატენდრო დოკუმენტაციის ყველა იმ მოთხოვნას, რომელთა შესახებ ინფორმაციის წარმოდგენა ან/და სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთვა არ არის სავალდებულო.

10.1.8. სატენდერო დოკუმენტაციის შესახებ დამატებითი ინფორმაციისა და განმარტებების მოთხოვნის საშუალება და პროცედურა განისაზღვრება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანებით დამტკიცებული "ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის" მე-8 მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად.

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2026, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru