1. წინამდებარე კონსოლიდირებული ტენდერით გათვალისწინებული შესასყიდი
საქონლის ტექნიკური პარამეტრები, მოთხოვნები ექსპერტიზის დასკვნის
შესახებ და სხვა დეტალური ინფორმაცია, ასევე, შესასყიდი საქონლის
რაოდენობა მოცემულია სატენდერო დოკუმენტაციის 1.2 პუნქტის N1 დანართში.
2. წინამდებარე კონსოლიდირებული ტენდერით გათვალისწინებული
შემსყიდველი ორგანიზაცია და მის მიერ მოთხოვნილი შესასყიდი საქონლის
რაოდენობა (ზომების მიხედვით), ასევე მიწოდების ადგილის შესახებ
დეტალური ინფორმაცია, მოცემულია სატენდერო დოკუმენტაციის 1.2 პუნქტის N2
დანართში.
3. გამარჯვებულმა მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს საქონლის
შეუფერხებელი მიწოდება, ასევე, ტრანსპორტირებისა და მასთან
დაკავშირებული ორგანიზაციულ-ტექნიკური საკითხების უზრუნველყოფა
თავისივე ხარჯით.
4. სატენდერო დოკუმენტაციის 1.2 პუნქტის N1 დანართში მოცემულია საქონლის
ესკიზები, თუმცა გამარჯვებული მიმწოდებელი ვალდებულია ხელშეკრულების
გაფორმების შემდეგ შემსყიდველ ორგანიზაციასთან დამატებით დააზუსტოს
სპეც. ტანსაცმლის (შესაბამისი აქსესუარებით) და ფეხსაცმლის თარგი, ფერი,
ასევე ბრენდირება (მათ შორის ლოგო, ფერი, ზომები და ა.შ.). ასევე ყველა
შესყიდვის ობიექტის შესაბამისი დეტალები და მხოლოდ შემსყიდველი
ორგანიზაციის თანხმობის საფუძველზე დაიწყოს საქონლის
წარმოება/შეკერვა, სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნების
გათვალისწინებით.
5. სატენდერო დოკუმენტციის 1.2. პუნქტის N4 დანართში მითითებული RAL-ისა და
PANTONE-ის ფერის კოდები დამხმარე ინფორმაციაა და საორიენტაციო ხასიათისაა,
პრეტენდენტის მიერ შესაბამისი ფერების იდენტიფიცირების მიზნით.
6. სპეც. ტანსაცმელს უნდა გააჩნდეს შესაბამისი იარლიყი, სადაც გარკვევით
იქნება მითითებული შესაბამისი ზომის აღმნიშვნელი. ასევე, ფეხსაცმელს
ძირზე მითითებული უნდა ჰქონდეს ზომის აღმნიშვნელი ინფორმაცია.
7. თითოეული სახეობის შესყიდვის ობიექტი უნდა იყოს ინდივიდუალურად
შეფუთული (პოლიეთლენის პარკში), (ქურთუკი და შარვალი შესაძლებელია
შეფუთული იყოს ერთად როგორც კომპლექტი), ხოლო მეორეული შეფუთვა უნდა
იყოს რაოდენობრივად დაფასოებული არაუმეტეს 200 ერთეული შეფუთვაში.
8. სპეც. ტანსაცმელი უნდა ინარჩუნებდეს თავდაპირველ ზომასა და ფორმას
შესაბამისი ტემპერატურული მშრალი ან/და სველი რეცხვის შემდეგ.
9. სპეც. ტანსაცმელზე გამოყენებული გვირისტი შესრულებული უნდა იყოს
სამკერვალო ძაფით, რომელიც ხელის ძლიერი ზემოქმედებით არ უნდა
წყდებოდეს, ამასთანავე, გვირისტის შესრულება უნდა იყოს სწორი და
პროპორციული.
10. შესყიდვის ობიექტის ზომები უნდა შეესაბამებოდეს შემდეგი სტანდარტის
მოთხოვნებს, კერძოდ:
10.1. სპეც. ტანსაცმლის შემთხვევაში: EN ISO 13688;
10.2. ხელთათმანის შემთხვევაში: EN ISO 21420;
10.3. ჩაფხუტის შემთხვევაში: EN 960.
11. შემსყიდველი უფლებამოსილია, ნებისმიერ დროს განახორციელოს
მიმწოდებლის მიერ სატენდერო მოთხოვნებისა და შესაბამისი
ხელშეკრულების პირობებისა, აგრეთვე სატენდერო დოკუმენტაციის (მათ
შორის, საქონლის ტექნიკურ სპეციფიკაციებთან მიმართებით) მოთხოვნების
შესრულების კონტროლი. კონტროლის განხორციელებისას შემსყიდველი
უფლებამოსილია, შესყიდვის ობიექტის ჩაბარებისას ან/და ჩაბარების
შემდეგ, შერჩევითობის პრინციპით, ნიმუშად აიღოს ნებისმიერი საქონელი
შემდგომი ექსპერტიზის ჩასატარებლად, მისი სატენდერო პირობებთან ან/და
პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილ სატენდერო წინადადებასთან ან/და
შესაბამის ხელშეკრულებასთან შესაბამისობის დასადგენად. ამასთან,
შემსყიდველი უფლებამოსილია შერჩევითობის პრინციპით ნიმუშად ამოიღოს
იმავე სახეობისა და რაოდენობის საქონელი, რაც საჭირო იქნება
პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილ სატენდერო წინადადებასა (მათ შორის,
შერჩევა-შეფასების ეტაპზე წარმოდგენილ ექსპერტიზის დასკვნასა და
შესაბამის ქსოვილებთან) და მოწოდებულ საქონელს შორის შესაბამისობის
დასადგენად.
11.1. ექსპერტიზა შესაძლოა ჩატარდეს პრეტენდენტის მიერ
შერჩევა-შეფასების ეტაპზე წარმოდგენილ სატენდერო წინადადებაში
დაფიქსირებულ იმავე ლაბორატორიაში ან/და სსიპ “ლევან სამხარაულის
სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში” ან/და SGS ან/და INTERTEK
ან/და EKOTEKS ან/და სხვა აკრედიტირებულ ორგანოში (ასეთ შემთხვევაში,
დასკვნასთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნას დასკვნის გამცემი ორგანოს
აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი).
11.2. ზემოაღნიშნული ექსპერტიზისა და საკონტროლო შესყიდვის შედეგად
აღებული სპეციალური სამუშაო ტანსაცმლისა (შესაბამისი აქსესუარებითა)
და ფეხსაცმლის ხარჯებს არაუმეტეს ორჯერ სრულად აანაზღაურებს
გამარჯვებული მიმწოდებელი, ხოლო, ყოველი შემდგომი, განმეორებითად
ჩატარებული ექსპერტიზის ხარჯებს აანაზღაურებს ექსპერტიზის მომთხოვნი
მხარე. ამასთან, იმ შემთხვევაში თუ რომელიმე ექსპერტიზის შედეგად
დადგინდა მიწოდებული საქონლის სატენდერო პირობებთან, პრეტენდენტის
მიერ წარმოდგენილ სატენდერო წინადადებასა და შესაბამის
ხელშეკრულებასთან შეუსაბამობა, ექსპერტიზისა და საკონტროლო
შესყიდვის შედეგად აღებული საქონლის ხარჯებს სრულად აანაზღაურებს
მიმწოდებელი.
12. შემსყიდველი უფლებამოსილია, საქონლის მიწოდებასთან დაკავშირებული
შესაბამისი საქმიანობის (მათ შორის ქსოვილის და აქსესუარების შესყიდვა
ან/და კერვის პროცედურა), შეთანხმებული გეგმა-გრაფიკის მიხედვით
განხორციელებაზე, მონიტორინგი უზრუნველყოს ინსპექტირების ჯგუფის
საშუალებით. ინსპექტირების ჯგუფი, უფლებამოსილია გამარჯვებული
მიმწოდებლისგან გამოითხოვოს შესაბამისი ინფორმაცია ან/და
დოკუმენტაცია მისაწოდებელი საქონლის ან/და მისი შემადგენელი
ნაწილ(ებ)ის დამზადებასთან/მიწოდებასთან დაკავშირებით, ასევე,
უფლებამოსილია განახორციელოს ინსპექტირება საქონლის მწარმოებელ
კომპანიაში/საწარმოში, სატენდერო დოკუმენტაციის პირობების
შესაბამისად.
13. პრეტენდენტის მიერ ფასების ცხრილი წარმოდგენილი უნდა იყოს EXCEL-ის
ფორმატში.
14. ფასების ცხრილის წარმოუდგენლობის ან განუფასებლად წარმოდგენის
შემთხვევაში პრეტენდენტი, დაზუსტების გარეშე, დაექვემდებარება
დისკვალიფიკაციას.
15. წინამდებარე კონსოლიდირებული ტენდერის სავარაუდო ჯამური
ღირებულების კლება დაუშვებელია სატენდერო დოკუმენტაციის 1.2. პუნქტის N1
დანართში მოცემული რომელიმე პოზიციაზე მითითებული შესასყიდი
საქონლის ერთეულის ღირებულების ზრდის ხარჯზე (პრეტენდენტის მიერ
ფასების ცხრილში დაფიქსირებული შესასყიდი საქონლის ერთეულის
ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს სატენდერო დოკუმენტაციის 1.2. პუნქტის N1
დანართში მოცემულ იმავე პოზიციაზე განსაზღვრულ საქონლის ზღვრულ
ერთეულის ღირებულებას).