Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Ремонт и техническое обслуживание транспортных средств и оборудования и сопутствующие услуги (Грузия - Тендер #69638609)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: LTD "Ecoservice Group"
Номер конкурса: 69638609
Дата публикации: 31-12-2025


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT) По прейскуранту
Номер заявки NAT250024848
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 31.12.2025 16:16
Начало приема предложения 09.01.2026 00:00
Истекает срок принятия предложений 12.01.2026 16:30
Предполагаемая цена прейскуранта 311.20 GEL
Контрактная цена объекта закупки 30`000.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 50100000-Ремонт и техническое обслуживание транспортных средств и оборудования и сопутствующие услуги
Коды классификатора
  • 50112300 - Автомойка и аналогичные услуги
Срок подачи ხელშეკრულების გაფორმებიდან 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, ეტაპობრივად, შემსყიდველის საჭიროების და მოთხოვნის შესაბამისად.
Дополнительная информация
შპს „ეკოსერვის ჯგუფი“-ს ბალანსზე რიცხული სედანის, ჰეტჩბეკის და მაღალი გამავლობის ტიპის, სხვადასხვა მარკის ავტოსატრანსპორტო საშუალებების რეცხვის და ქიმწმენდის მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა.
Количество и объём закупок იხილეთ სატენდერო დოკუმენტაცია.
Шаг снижения цены 5.00 GEL
Размер гарантии 300 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: irakli tsitskishvili :: 30.12.2025 15:57
  • Последнее исправление: malkhazi davadze :: 31.12.2025 16:16
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=664221&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

შპს „ეკოსერვის ჯგუფი“-ს ბალანსზე რიცხული სედანის, ჰეტჩბეკის და მაღალი გამავლობის ტიპის, სხვადასხვა მარკის ავტოსატრანსპორტო საშუალებების რეცხვის და ქიმწმენდის მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა.

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

მომსახურების აღწერა (ტექნიკური დავალება):

1. მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს შპს „ეკოსერვის ჯგუფი“-ს ბალანსზე რიცხული სხვადასხვა მარკის 37 ერთეული სედანის და ჰეტჩბეკის ტიპის ავტოსატრანსპორტო საშუალებისთვის და 1 ერთეული მაღალი გამავლობის ტიპის ავტოსატრანსპორტო საშუალებებისთვის, რეცხვის და ქიმწმენდის მომსახურების გაწევა.
2. მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს მომსახურების გაწევა საბარათე ან/და ტალონური სისტემის მეშვეობით.
3. საბარათე (პლასტიკური ბარათი) სისტემით მომსახურების შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებულია თავის ვებ-გვერდზე გაუხსნას შემსყიდველს სპეციალური ანგარიში და უზრუნველყოს შეძენილი რეცხვის მომსახურების ჩარიცხვა აღნიშნულ ანგარიშზე (პლასტიკურ ბარათებზე) მისი შემდგომი განაწილების მიზნით. სპეციალურ ანგარიშზე რეცხვის მომსახურების ჩარიცხვის შემდეგ იგი წარმოადგენს შემსყიდველის საკუთრებას და შემსყიდველს უფლება აქვს ანგარიშზე არსებული ნაშთის ფარგლებში შეუზღუდავად, თავისი შეხედულებისამებრ, გადაანაწილოს მის კუთვნილ პლასტიკურ ბარათებზე ინტერნეტით მიმწოდებლის ვებ-გვერდის საშუალებით, შემსყიდველის სახელისა და საიდენტიფიკაციო პაროლის გამოყენებით. პლასტიკური ბარათის წარდგენის შემთხვევაში მისი მფლობელი უფლებამოსილია მიიღოს ბარათზე ჩარიცხული რეცხვის მომსახურება მიმწოდებლის კუთვნილ თბილისის მასშტაბით არსებულ ნებისმიერ ავტოსამრეცხაო სადგურში.
4. რეცხვის ტალონის საშუალებით მომსახურების შემთხვევაში ტალონი უნდა შეიცავდეს მინიმუმ შემდეგ ინფორმაციას:
4.1. მიმწოდებლის დასახელება;
4.2. ტალონის იდენტიფიცირების ნომერი;
5. მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს ავტოსატრანსპორტო საშუალების როგორც გარედან, ისე შიდა (სალონი, საბარგული) რეცხვა და გასუფთავება (ხელით რეცხვის სემთხვევაში);
6. რეცხვა უნდა მოხდეს ხელით, სპეციალური მოწყობილობების, ინვენტარისა და სარეცხი საშუალებების გამოყენებით. რეცხვის შემდეგ უნდა მოხდეს სატრანსპორტო საშუალების გაშრობა;
7. მომსახურების გაწევის დროს მიმწოდებლის ბრალეულობით შემსყიდველის ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე მიყენებული ნებისმიერი ზარალის აღმოფხვის ხარჯების ანაზღაურება ეკისრება მიმწოდებელს.
8. მიმწოდებელმა ყველა შემოთავაზებულ ობიექტებზე უნდა გამოყოს საკონტაქტო პირი (მენეჯერი), რომელთანაც შესაძლებელი იქნება წინასწარი დაჯავშნა/ჩაწერა;
9. მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს შესაბამისი რაოდენობის პლასტიკური ბარათების ან/და რეცხვის ტალონების დამზადება და შემსყიდველისათვის უსასყიდლოდ მიწოდება მოთხოვნიდან 3 (სამი) სამუშაო დღის განმავლობაში. ასევე შემსყიდველის მიერ პლასტიკური ბარათის ან/და რეცხვის ტალონის დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევაში მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს მისი უსასყიდლოდ დამზადება და შემსყიდველისათვის მიწოდება.
10. შემსყიდველი არ იღებს ვალდებულებას, ტექნიკური დავალებით გათვალისწინებული მომსახურების სრულად შესყიდვის შესახებ.
11. თუ მომსახურების პროცესში აღმოჩნდება რომ საჭიროა ისეთი მომსახურების მიწოდება, რომლის ფასიც განსაზღვრული არ არის დანართი №1-ით, ასეთ შემთხვევაში მხარეები იხელმძღვანელებენ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანებით დამტკიცებული ,,ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ მე-11 მუხლის მე-5 პუნქტით დადგენილი წესის შესაბამისად.
12. ფასები წარმოდგენილი უნდა იქნეს სატენდერო დოკუმენტაციის დანართი №1-ის (ფასების ცხრილი - მომსახურების პრეისკურანტი) შესაბამისად (შემოთავაზებული ერთეულის ფასი არ უნდა აღემატებოდეს ზღვრული ერთეულის ფასს).

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

1.4.1 მომსახურების გაწევა უნდა განხორციელდეს ხელშეკრულების გაფორმების დღიდან 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, ეტაპობრივად, შემსყიდველის საჭიროების და მოთხოვნის შესაბამისად, ამასთან მიმწოდებელს, მომსახურების გაწევა უნდა შეეძლოს ყოველდღიურად, 09:00 საათიდან 19:00 საათამდე პერიოდში;
1.4.2 მიმწოდებელმა რეცხვის მომსახურება უნდა განახორციელოს შემსყიდველის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ პლასტიკური ბარათის ან/და ტალონის წარდგენის შემდეგ, არაუმეტეს 1 საათისა;
1.4.3 მიმწოდებელმა ავტოსატრანსპორტო საშალების ქიმწმენდა უნდა განახორციელოს ავტოსატრანსპორტო საშუალების სამრეცხაო სადგურზე მიყვანიდან 24 საათის განმავლობაში;
1.4.4 მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს შესაბამისი რაოდენობის პლასტიკური ბარათების ან/და რეცხვის ტალონების დამზადება და შემსყიდველისათვის უსასყიდლოდ მიწოდება მოთხოვნიდან 3 (სამი) სამუშაო დღის განმავლობაში. ასევე შემსყიდველის მიერ პლასტიკური ბარათის ან/და რეცხვის ტალონის დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევაში მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს მისი უსასყიდლოდ დამზადება და შემსყიდველისათვის მიწოდება აღნიშნულ ვადაში.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

1.5.1. მომსახურების გაწევის ადგილი: ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე, მიმწოდებლის საკუთრებაში ან/და სარგებლობაში არსებული ავტოსამრეცხაო სადგურ(ებ)ი.
1.5.2. პლასტიკური ბარათების ან/და ტალონების მიწოდების ადგილი: ქ.თბილისი, ორხევის დასახლება, ახვლედიანის ქუჩა, მე-2 შესახვევი, N4;

technical requirements

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

2.2.1.1. პრეტენდენტს, 2023 წლის 01 იანვრიდან ტექნიკური დოკუმეტაციის (მათ შორის დაზუსტებული ტექნიკური დოკუმენტაციის) ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთვის დღემდე ჯამურად უნდა გააჩნდეს არანაკლებ 30000.00 (ოცდაათი ათასი) ლარის ღირებულების ოდენობის, ავტომობილების რეცხვის მომსახურების გაწევის გამოცდილება (გამოცდილების შესახებ ინფორმაცია პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს დანართი N2-ის შესაბამისად ან 2.2.1.3 პუნქტის გათვალისწინებით).
2.2.1.2. დანართი N2-ის ატვირთვა სავალდებულო არ არის;
2.2.1.3. იმ შემთხვევაში თუ დანართი N2 არ იქნება ატვირთული ან დანართ N2-ში არ იქნება ასახული ინფორმაცია CMR/SPA/NAT/MEP ნომრების შესახებ ან ასახული CMR/SPA/NAT/MEP ნომრებში მოცემული ინფორმაცია ვერ უზრუნველყოფს სატენდერო დოკუმენტაციით მოთხოვნილი გამოცდილების პრეტენდნენტის მიერ შესრულების დადასატურებას, პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ამ გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის ასლები (ხელშეკრულება და მიღება-ჩაბარების აქტი ან/და დღგ-ს დეკლარაცია ან/და დამკვეთის მიერ დადასტურებული სხვა სახის რაიმე დოკუმენტი რომლითაც დადასტურდება პრეტენდენტის გამოცდილების სატენდერო პირობებთან შესაბამისობა).

2.3.1 requirement related to material and technical support of a tenderer

2.3.1.1. პრეტენდენტს, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საკუთრებაში ან/და სარგებლობაში ან/და ქვეკონტრაქტით უნდა გააჩნდეს არანაკლებ 3 (სამი) ავტოსამრეცხაო სადგური, კერძოდ, არანაკლებ 1 (ერთი) ავტოსამრეცხაო სადგური (ერთ ლოკაციაზე მდებარე) არანაკლებ 10 (ათი) სამრეცხაო ბოქსით და დამატებით არანაკლებ 2 (ორი) ავტოსამრეცხაო სადგური, თითოეული არანაკლებ 3 (სამი) სამრეცხაო ბოქსით;

2.3.1.2. პრეტენდენტის საკუთრებაში ან/და სარგებლობაში მყოფი ავტოსამრეცხაო სადგურები ან/და ქვეკონტრაქტით არსებული ავტოსამრეცხაო სადგურები აღჭრვილი უნდა იყოს ვიდეომეთვალყურეობის სისტემით და გააჩნდეს მძღოლის მოსაცდელი ოთახ(ებ)ი;

2.3.1.3. პრეტენდენტმა ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით უნდა წარმოადგინოს ავტოსამრეცხაო სადგურების საკუთრების ან/და სარგებლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტები (ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, ხელშეკრულება ან სხვა სახის დოკუმენტი რითაც დადასტურდება სერვის ცენტის საკუთრება ან/და სარგებლობის უფლებით ფლობა), რომელთა მოქმედების ვადა ტოლი უნდა იყოს ან აღემატებოდეს სატენდერო პირობებით გათვალისწინებული მომსახურების გაწევის ვადას. ავტოსამრეცხაო სადგურ(ებ)ის სარგებლობის უფლებით ფლობის შემთხვევაში, ასევე წარმოდგენილი უნდა იქნას, ავტოსამრეცხაო სადგურ(ებ)ის მესაკუთრის საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტაცია.

2.3.1.4. პრეტენდენტმა ასევე უნდა წარმოადგინოს ინფორმაცია მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შესახებ დანართი N3-ს შესაბამისად.

შენიშვანა:
ა) შემსყიდველი უფლებამოსილია მისთვის ხელსაყრელი მეთოდით/საშუალებით გადაამოწმოს მიმწოდებლის მიერ 2.3.1.1 და 2.3.1.2. პუნქტების საფუძველზე წარმოდგენილი ინფორმაციის სისწორე;
ბ) 2.3.1.1 და 2.3.1.2. პუნქტების საფუძველზე მიმწოდებლის მიერ არასწორი ინფორმაციის წარმოდგენა გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას;

2.8.1 requirements related to a sub-contractor

ქვეკონტრაქტორის არსებობის შემთხვევაში, პრეტენდენტმა ერთიან ელექტრონულ სისტემაში უნდა წარმოადგინოს ქვეკონტრაქტორთან გაფორმებული ხელშეკრულება, რომლის მოქმედების ვადა ტოლი უნდა იყოს ან აღემატებოდეს სატენდერო პირობებით გათვალისწინებული მომსახურების გაწევის ვადას, ამასთან, წარმოდგენილი უნდა იქნეს სატენდერო დოკუმენტაციის 2.3.1 პუნქტით გათვალისწინებული მატერიალურ-ტექნიკური ბაზის, ქვეკონტრაქტორის საკუთრების ან/და სარგებლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტები (ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, ხელშეკრულება ან სხვა სახის დოკუმენტი რითაც დადასტურდება სერვის ცენტის საკუთრება ან/და სარგებლობის უფლებით ფლობა), რომელთა მოქმედების ვადა ტოლი უნდა იყოს ან აღემატებოდეს სატენდერო პირობებით გათვალისწინებული მომსახურების გაწევის ვადას. ქვეკონტრაქტორის მიერ ავტოსამრეცხაო სადგურ(ებ)ის სარგებლობის უფლებით ფლობის შემთხვევაში, ასევე წარმოდგენილი უნდა იქნას, ავტოსამრეცხაო სადგურ(ებ)ის მესაკუთრის საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტაცია.

2.9 other additional requirements

პრეტენდენტმა ტექნიკური დოკუმენტაციის სახით უნდა წარმოადგინოს:

2.9.1. ფასების ცხრილი დანართი N1-ის შესაბამისად (დაზუსტებას არ ექვემდებარება სატენდერო წინადადება, თუ არ არის ან განუფასებლადაა წარდგენილი ფასების ცხრილი);

2.9.2. ინფორმაცია მატერიალურ ტექნიკური ბაზის შესახებ დანართი N3-ს შესაბამისად;

2.9.3. ავტოსამრეცხაო სადგურების საკუთრების ან/და სარგებლობის უფლებით ფლობის შემთხვევაში, პრეტენდენტმა ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით უნდა წარმოადგინოს საკუთრების ან/და სარგებლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტები სატენდერო პირობების 2.3.1 პუნქტის 2.3.1.3 ქვეპუნქტის შესაბამისად;

2.9.4. ქვეკონტრაქტორის არსებობის შემთხვევაში, პრეტენდენტმა ერთიან ელექტრონულ სისტემაში უნდა წარმოადგინოს ქვეკონტრაქტორთან გაფორმებული ხელშეკრულება, რომლის მოქმედების ვადა ტოლი უნდა იყოს ან აღემატებოდეს სატენდერო პირობებით გათვალისწინებული მომსახურების გაწევის ვადას, ამასთან, წარმოდგენილი უნდა იქნეს სატენდერო დოკუმენტაციის 2.3.1 პუნქტით გათვალისწინებული მატერიალურ-ტექნიკური ბაზის, ქვეკონტრაქტორის საკუთრების ან/და სარგებლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტები (ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, ხელშეკრულება ან სხვა სახის დოკუმენტი რითაც დადასტურდება სერვის ცენტის საკუთრება ან/და სარგებლობის უფლებით ფლობა), რომელთა მოქმედების ვადა ტოლი უნდა იყოს ან აღემატებოდეს სატენდერო პირობებით გათვალისწინებული მომსახურების გაწევის ვადას. ქვეკონტრაქტორის მიერ ვტოსამრეცხაო სადგურ(ებ)ის სარგებლობის უფლებით ფლობის შემთხვევაში, ასევე წარმოდგენილი უნდა იქნას, ავტოსამრეცხაო სადგურ(ებ)ის მესაკუთრის საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტაცია;

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

იმ შემთხვევაში თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული პრეისკურანტის საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, პრეტენდენტმა შემსყიდველი ორგანიზაციის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე, უნდა წარმოადგინოს (სისტემაში ატვირთოს) ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტი. ფასწარმოქმნის ადეკვატურობა, შესაძლებელია დასაბუთდეს ექსპერტიზის ან/და შესაბამის სფეროში საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილების/ აკრედიტაციის მქონე პირის მიერ გაცემული საექსპერტო ან/და აუდიტორული, ან/და საშემფასებლო დასკვნით (პრეტენდენტის მიერ, დასკვნასთან ერთად, ასევე, წარმოდგენილი უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის შესაბამისი უფლებამოსილების/აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტი). აღნიშნულის წარმოუდგენლობა ან/და უარყოფითი დასკვნის წარმოდგენა გამოიწვევს შესაბამისი პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

7.2.1 სატენდერო წინადადებაში საერთო ფასი გამოსახული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა ხარჯისა და გადასახადის გათვალისწინებით. სატენდერო წინადადების საერთო და ერთეულის ფასის წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ ლარში.
7.2.2 ანგარიშსწორება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორებით ეროვნულ ვალუტაში - ლარში.
7.2.3 დაფინანსების წყარო: შპს ,,ეკოსერვის ჯგუფი“-ს 2026 წლის სახსრები.
7.2.4 ანგარიშსწორება მიმწოდებელთან განორციელდება ეტაპობრივად - ყოველ თვეში გაწეული მომსახურების ღირებულება ანაზღაურდება მომდევნო თვეში (დეკემბრის თვეში გაწეული მომსახურების ღირებულება ანაზღაურდება დეკემბრის თვის ბოლოს), მიმწოდებლის მიერ ანგარიშსწორებისთვის საჭირო დოკუმენტაციის (საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტისა და საგადასახადო ანგარიშფაქტურის - ანგარიშსწორების მომენტში დღგს გადამხდელის შემთხვევაში) წარმოდგენიდან 10 სამუშაო დღის ვადაში.
შენიშვნა: 2025 წლის დეკემბრის თვეში გაწეული მომსახურების ღირებულების ანაზღაურება განხორციელდება, დეკემბრის თვის ბოლოს.

7.3 time limits for step by step and/or final payment

ანგარიშსწორება განხორციელდება ანგარიშსწორებისათვის საჭირო დოკუმენტაციის მიმწოდებლის მიერ შემსყიდველისათვის წარმოდგენიდან 10 სამუშაო დღეში.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

ირაკლი ციცქიშვილი, 599216107, iraklits.ecoservice@gmail.com სატენდერო დოკუმენტაციის შესახებ დამატებითი ინფორმაციისა და განმარტებების მოთხოვნის საშუალება და პროცედურა განისაზღვრება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანებით დამტკიცებული ,,ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ მე-8 მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად.

additional information/document

10.1 additional information/documents

10.1.1 ელექტრონულ ტენდერთან დაკავშირებული ნებისმიერი დოკუმენტ(ებ)ის ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი.
10.1.2 ტექნიკური დოკუმენტაციის განხილვისას უცხოენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის, პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია.
10.1.3 პრეტენდენტი ვალდებულია სახელმწიფო შესყიდვებში ერთიან ელექტრონულ სისტემაში დოკუმენტაციის ატვირთვისას იხელმძღვანელოს „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონისა და 10.1 პუნქტში ატვირთული სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებისას, დოკუმენტებზე კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის შესრულების ან/და დოკუმენტების კვალიფიციური ელექტრონული შტამპით დამოწმების თაობაზე სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს სახელმძღვანელო ინსტრუქციის შესაბამისად.
10.1.4 ყველგან თუკი სადმე მითითებულია კონკრეტული სასაქონლო ნიშანი, პატენტი, მოდელი, წარმოშობის წყარო ან მწარმოებელი იგულისხმება ,,მსგავსი“ ან ,,ექვივალენტური (გარდა ავტოსატრანსპორტო საშულებებისა).
10.1.5 პრეტენდენტს არ აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული სატენდერო წინადადება.

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт

Еще тендеры и закупки за эти даты

31-12-2025 Автотранспортные услуги.

31-12-2025 Ремонт и техническое обслуживание транспортных средств и оборудования и сопутствующие услуги .

31-12-2025 Ремонт и техническое обслуживание транспортных средств и оборудования и сопутствующие услуги .

31-12-2025 Зерновые, картофель, овощи, фрукты и орехи .

31-12-2025 Пакеты программного обеспечения для сетей, интернета и интранета.

31-12-2025 Ремонт и техническое обслуживание транспортных средств и оборудования и сопутствующие услуги .





Copyright © 2008-2026, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru