Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Ремонт и техническое обслуживание транспортных средств и оборудования и сопутствующие услуги (Грузия - Тендер #69638604)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: JSC "Development Fund of Georgia"
Номер конкурса: 69638604
Дата публикации: 31-12-2025


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT) По прейскуранту
Номер заявки NAT250024853
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 31.12.2025 16:43
Начало приема предложения 11.01.2026 00:00
Истекает срок принятия предложений 13.01.2026 14:30
Предполагаемая цена прейскуранта 750`931.00 GEL
Контрактная цена объекта закупки 45`000.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 50100000-Ремонт и техническое обслуживание транспортных средств и оборудования и сопутствующие услуги
Коды классификатора
  • 50110000 - Ремонт и техническое обслуживание автотранспортных средств и сопутствующего оборудования
Срок подачи ხელშეკრულების გაფორმებიდან 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით
Дополнительная информация
Количество и объём закупок იხ. ტექნიკური დავალება
Шаг снижения цены 10`000.00 GEL
Размер гарантии 450 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: natia odisharia :: 31.12.2025 16:37
  • Последнее исправление: natia odisharia :: 31.12.2025 16:43
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=664742&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

შესყიდვის ობიექტია სს “საქართველოს განვითარების ფონდის“ ბალანსზე რიცხული ავტომანქანების შეკეთება და ტექნიკური მომსახურება სათადარიგო ნაწილებით

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

სს “საქართველოს განვითარების ფონდის“ ბალანსზე რიცხული შემდეგი ავტომანქანების ტექნიკური მომსახურება სათადარიგო ნაწილებით:
1. MERCEDES-BENZ S-500 2010 – 1 (ერთი) ერთეული
2. Toyota Land Cruiser Prado 2012 – 1 (ერთი) ერთეული
3. Hyundai Sonata 2.4 GLS Black 2012 – 1 (ერთი) ერთეული
4. Hyundai Sonata 2.4 GLS White 2011 – 1 (ერთი) ერთეული
5. Hyundai IX35 2012 – 1 (ერთი) ერთეული
6. Kia Optima 2012 – 1 (ერთი) ერთეული
7. Kia Sportage 2012 – 6 (ექვსი) ერთეული

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

1. ძრავის, გადაცემათა კოლოფის და ხიდების ძირეული შეკეთება - ავტომანქანის სერვის ცენტრში მიყვანიდან არაუმეტეს 5 სამუშაო დღე.
2. თუ ავტომობილს დასჭირდა ისეთი დეტალი, რომლებიც არ აღმოაჩნდა მიმწოდებელს და არ არის გაყიდვაში ადგილობრივ ბაზარზე - შეძენა/შეკეთებისთვის არაუმეტეს 40 კალენდარული დღე.
3. სხვა ყველა მომსახურებაზე - ავტომანქანის სერვის ცენტრში მიყვანიდან არაუმეტეს 2 სამუშაო დღე.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

მომსახურების გაწევის ადგილია პრეტენდენტის საკუთრებაში ან/და სარგებლობაში (იჯარის ან კანონმდებლობით გათვალისწინებული უძრავი ქონებით სარგებლობის სხვა ნებისმიერი ფორმით) ან/და ქვეკონტრაქტორი კომპანიის ავტოტექმომსახურების სერვის-ცენტრი, რომლებშიც შესაძლებელი იქნება პრეისკურანტით გათვალისწინებული ყველა სახის მომსახურების მიღება.
პრეტენდენტს სერვის ცენტრები უნდა გააჩნდეს: ქ. თბილისში, იმერეთის, აჭარის, სამცხე-ჯავახეთის, კახეთის და სამეგრელოს რეგიონებში.
პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს:
ა) შემოთავაზებული სერვის-ცენტრ(ებ)ის საკუთრების დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტაცია (განახლებული საჯარო რეესტრის ამონაწერი) - იმ შემთხვევაში, თუ სერვის-ცენტრ(ებ)ი წარმოადგენს პრეტენდენტის საკუთრებას;
ბ) იჯარის ან კანონმდებლობით გათვალისწინებული უძრავი ქონებით სარგებლობის სხვა ნებისმიერი ფორმით ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც სარგებლობის ვადა უნდა იყოს არანაკლებ 2026 წლის 31 დეკემბრისა - იმ შემთხვევაში, თუ სერვის-ცენტრ(ებ)ი პრეტენდენტს აქვს სარგებლობის უფლებით.
ასევე, ყველა ის დოკუმენტი რომლითაც დადასტურდება, მფლობელის უფლებამოსილება ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის თაობაზე (განახლებული საჯარო რეესტრის ამონაწერი და სხვა);

შენიშვნა: საჯარო რეესტრის ამონაწერის წარმოდგენისას პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს წინამდებარე ტენდერის გამოცხადების შემდგომი თარიღით განახლებული დოკუმენტი.

1.7.1 requirement related to guarantee period

• მომსახურების ან/და შეცვლილი ნაწილის წუნდების აღმოჩენის ან/და არასწორი შეცვლის შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია აღმოჩენილი ხარვეზი აღმოფხვრას საკუთარი ხარჯებით;
• სათადარიგო ნაწილები უნდა იყოს ახალი (არამეორადი);
კომპანიამ, ასევე კონტრაქტორებმა (მისი არსებობის შემთხვევაში) შეცვლილ და/ან აღდგენილ დეტალებზე უნდა გასცენ გარანტია:
1. სავალ ნაწილებზე არანაკლებ 6 თვე.
2. ძრავზე, გადაცემათა კოლოფზე და ხიდებზე არანაკლებ 1 წელი ან 25 000 კმ
3. ელექტრულ მოწყობილობებზე (გარდა ელ. მცველებისა და ნათურებისა) არანაკლებ 1 წელი.
4. XENON-ის ტიპის ნათურებზე (ქარხნულად აღჭურვილ ავტომობილებზე) არანაკლებ 6 თვე.
5. სათუნუქე და სამღებრო სამუშაოებზე არანაკლებ 1 წელი.
6. გადაბმულობის კომპლექტზე, სამუხრუჭე ხუნდებზე, დაკიდების დისკზე, მორგვის საკისრებზე და ყუმბარებზე არანაკლებ 2 000 კმ

technical requirements

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

პრეტენდენტს 2024 წლის 1 იანვრიდან გაწეული უნდა ჰქონდეს, ჯამში, არანაკლებ 500 000 ლარის ღირებულების, ავტომობილების შეკეთების და ტექნიკური მომსახურების გამოცდილება. პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ტენდერით გათვალისწინებული ანალოგიური მომსახურების გაწევის შესახებ გაფორმებული ხელშეკრულებების და მათი შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები (მიღება-ჩაბარების აქტი, ანგარიშ-ფაქტურა და სხვა) ან/და მითითება სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის შესაბამისი შესყიდვის NAT/SPA/CMR და ა.შ. ნომრებზე.

2.3.1 requirement related to material and technical support of a tenderer

პრეტენდენტს, ასევე ქვეკონტრაქტორს (არსებობის შემთხვევაში) ქ. თბილისის სერვისცენტრში უნდა გააჩნდეს შემდეგი დანადგარები და მოწყობილობები:
• სერვის ცენტრს უნდა გააჩნდეს არანაკლებ 10 ბოქსი, სადაც შესაძლებელი იქნება პრეისკურანტით გათვალისწინებული ნებისმიერი სახის ავტოტექმომსახურების გაწევა;
• ავტომანქანების ამწევი დანადგარი - არანაკლებ 8 ცალი, არანაკლებ 4 ტონიანი;
• სერვის ცენტრს უნდა გააჩნდეს ორმოთხრილი - არანაკლებ 2 ცალი;
• მაღალი წნევის მფრქვევანების (ფარსუნკების) შესამოწმებელი სტენდი (დიზელი) - 1 ცალი;
• მაღალი წნევის მფრქვევანების (ფარსუნკების) შესამოწმებელი სტენდი (ბენზინი) - 1 ცალი;
• საბურავების ვულკანიზაციისა და ბალანსირების დანადგარი - არანაკლებ 1 ცალი;
• „აპორნი“ დისკების გაჩარხვის აპარატი - არანაკლებ 2 ცალი;
• დისკების გასასწორებელი აპარატი - არანაკლებ 1 ცალი;
• ელ-შედუღების აპარატი - არანაკლებ 1 ცალი;
• ჰიდრავლიკური წნეხი - 1 ცალი;
• ძრავის ამოსაღები ამწე - არანაკლებ 1 ცალი;
• ავტომანქანის კონდიციონერის ფრეონით დატუმბვის აპარატი - არანაკლებ 1 ცალი;
• შეზეთვის მოწყობილობა - არანაკლებ 1 ცალი;
• თვლების განშლისა და შეყრის კუთხის კომპიუტერული გასასწორებელი დანადგარი ( რაზვალი + სხაჟდენია ) – არანაკლებ 1 ცალი;
• წინა მაშუქების რეგულირების აპარატი - არანაკლებ 1 ცალი;
• სერვისცენტრი უნდა იყოს დაცული - დაცვის მომსახურებით ან ვიდეომეთვალყურეობის სისტემით. უნდა გააჩნდეს პარკირების ადგილები;
• შემსყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში, მიმწოდებელი სერვისცენტრ(ებ)ში ერთდროულად უნდა მოემსახუროს შემსყიდველის არანაკლებ 5 ავტომობილს, რისთვისაც სერვის-ცენტრს უნდა გააჩნდეს საჭირო ფართი იმისათვის, რომ უზრუნველყოს ზემოაღნიშნული რაოდენობის ფარგლებში შემსყიდველის ავტომობილების განთავსება ბოქსებში ან/და შესაბამის სადგომზე (დაცულ ტერიტორიაზე);
• სერვის-ცენტრში დაცული უნდა იყოს სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები.

2.8.1 requirements related to a sub-contractor

ქვეკონტრაქტორ(ებ)ის არსებობის შემთხვევაში, პრეტენდენტმა სატენდერო წინადადებასთან ერთად უნდა წარმოადგინოს:
ა) მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებ(ები)ა (წარმოდგენილ ხელშეკრულებაში, ხელშეკრულების საგანში გარკვევით უნდა იკითხებოდეს (ტექსტის შინაარსიდან ირკვეოდეს) ავტომანქანების შეკეთებისა და ტენიკური მომსახურების მიღების შესაძლებლობა.
ამასთანავე, სავალდებულოა რომ ხელშეკრულების მოქმედების (შესრულების) ვადა იყოს არანაკლებ 2026 წლის 31 დეკემბრისა.
ბ) ქვეკონტრაქტორ(ებ)ის სერვის-ცენტრის საკუთრების და/ან სარგებლობის უფლების დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტაცია (განახლებული საჯარო რეესტრის ამონაწერი). ამასთან, თუ სერვის-ცენტრი ქვეკონტრაქტორს აქვს სარგებლობის უფლებით, ვადა შესაბამისი ხელშეკრულებით განსაზღვრული უნდა იყოს არანაკლებ 2026 წლის 31 დეკემბრისა. სერვის-ცენტრის სარგებლობის უფლების შემთხვევაში უნდა იქნას წარმოდგენილი როგორც სარგებლობის უფლების ხელშეკრულება და განახლებული საჯარო რეესტრის ამონაწერი (იმ შემთხვევაში, თუ ქვეკონტრაქტორი კომპანია და შესაბამისი სერვის-ცენტრი ერთი პირის საკუთრებაშია, არ არის სავალდებულო ხელშეკრულების წარმოდგენა).

შენიშვნა: პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს წინამდებარე ტენდერის გამოცხადების შემდგომი თარიღით განახლებული საჯარო რეესტრის ამონაწერი.

2.9 other additional requirements

პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს:
1. არანაკლებ 3 (სამი) სარეკომენდაციო წერილი შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში შემსყიდველად რეგისტრირებული ორგანიზაციებიდან. სარეკომენდაციო წერილები უნდა იყოს გაცემული ბოლო სამი წლის განმავლობაში და უნდა შეიცავდეს:
• იმ შემსყიდველი ორგანიზაციის დასახელებას, ვისთვისაც იქნა გაწეული მომსახურება;
• ხელშეკრულების მონაცემებს (ღირებულებით არანაკლებ 100 000 ლარი);
• ინფორმაციას გაწეული მომსახურების ხარისხის შესახებ (შესრულდა თუ არა პირნათლად მიმწოდებლის ვალდებულებები).

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

ფასწარმოქმნის ადეკვატურობა შესაძლებელია დასაბუთდეს სსიპ ,,ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს” ან სხვა, შესაბამისი აკრედიტაციის მქონე პირის (დოკუმენტაციას უნდა ახლდეს აკრედიტაციის დამადასტურებელი საბუთი) მიერ გაცემული ექსპერტიზის დასკვნით, რომელიც დაადასტურებს პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებულ ფასად ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობას.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

ანგარიშსწორება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორებით ლარში.
ანგარიშსწორება განხორციელდება ეტაპობრივად, მომსახურების გაწევის შემდეგ, მიღება-ჩაბარების აქტისა და ანგარიშ-ფაქტურის საფუძველზე.

7.3 time limits for step by step and/or final payment

ანგარიშსწორება განხორციელდება მომსახურების გაწევის დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარმოდგენიდან 10 სამუშაო დღეში.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

ნათია ოდიშარია, 577429955, nodisharia@fund.ge

additional information/document

10.1 additional information/documents

10.1.1. ტენდერში გამარჯვებულ პრეტენდენტთან ხელშეკრულება გაფორმდება 45 000 (ორმოცდახუთი ათასი) ლარზე, სატენდერო წინადადების ფასი კი წარმოდგენილი უნდა იყოს სატენდერო დოკუმენტაციის ფასთა ცხრილით (დანართი N1) მოცემული საქონლისა და მომსახურების ერთეულის ფასების ჯამურ ღირებულების შესაბამისად, მაგრამ არაუმეტეს ფასების ცხრილებში მითითებული სავარაუდო ღირებულებებისა; სახელშეკრულებო ღირებულება მოიცავს ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში შემსყიდველის საჭიროებისამებრ მიმწოდებლის მიერ გაწეული მომსახურებების ღირებულებათა ჯამს. შესაბამისად, შემსყიდველი იხსნის სახელშეკრულებო თანხის სრულად ათვისების ვალდებულებას;
პრეისკურანტის სავარაუდო ღირებულება შეადგენს 750 931 (შვიდასორმოცდაათი ათას ცხრაასოცდათერთმეტი) ლარს;
10.1.2. ვაჭრობა გაიმართება ფასების ცხრილებში მოცემული საქონლისა და მომსახურების ერთეულის ფასების ჯამურ ღირებულებაზე;
10.1.3. პრეტენდენტის მიერ ელექტრონულ სისტემაში ვაჭრობის შედეგად წარმოდგენილ საბოლოოდ შეთავაზებულ პრეისკურანტის ღირებულებასა და სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრული თავდაპირველი პრეისკურანტის ღირებულებას შორის სხვაობა გამოანგარიშდება პროცენტულად, რომლის მიხედვითაც ევალება პრეტენდენტს წარმოადგინოს კორექტირებული ფასების ცხრილი დანართი N1, რომელიც იქნება ზემოთაღნიშნული პროცენტული მაჩვენებლის პროპორციულად შემცირებული თითოეული საქონლისა და მომსახურებისათვის.
10.1.4. პრეისკურანტში ავტოსატრანსპორტო საშუალების ტექნიკური მომსახურების რომელიმე ერთეულის არარსებობისას, აღნიშნული ერთეულის ფასი მისი შესყიდვის აუცილებლობისას, დადგინდება შემსყიდველი ორგანიზაციისა და მიმწოდებლის შეთანხმებით საბაზრო ფასის გათვალისწინებით. ასეთ შემთხვევაში პრეისკურანტში ავტოსატრანსპორტო საშუალების ტექნიკური მომსახურების ერთეულის არარსებობით გამოწვეული შესყიდვის ხვედრითი წილი არ შეიძლება აღემატებოდეს მიმწოდებლის მიერ ელექტრონული ვაჭრობის შედეგად დაფიქსირებული პრეისკურანტის საბოლოო ჯამური ღირებულების 10%-ს.
10.1.5. პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილ პრეისკურანტში რომელიმე განუფასებელი პოზიციის არსებობის შემთხვევაში ჩაითვლება, რომ აღნიშნული პოზიციით გათვალისწინებულ მომსახურებას, სათადარიგო ნაწილს ან/და საცხებ-საპოხ მასალას პრეტენდენტი შემსყიდველს სთავაზობს უფასოდ.
10.1.6. პრეტენდენტს არ აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული წინადადება.
10.1.7. ტენდერთან დაკავშირებული დოკუმენტი ან/და ინფორმაცია წარმოდენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე.
10.1.8. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარმოდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანი ქართულ ენაზე.
10.1.9. პრეტენდენტი ვალდებულია, „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე, სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთ ელექტრონულ დოკუმენტებზე შეასრულოს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა ან/და ეს დოკუმენტები დაამოწმოს კვალიფიციური ელექტრონული შტამპით.
10.1.10. პრეტენდენტის მიერ სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია ხელმოწერილი უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების შემთხვევაში ატვირთულ უნდა იქნას მინდობილობა ან რწმუნებულება).
10.1.11. პრეტენდენტის მიერ სისტემაში ასატვირთი ინფორმაცია და დოკუმენტები:
ა) მომსახურების გაწევის პირობები - სატენდერო დოკუმენტაციის 1.2, 1.4 და 1.5 პუნქტების შესაბამისად;
ბ) ფასების ცხრილი - სატენდერო დოკუმენტაციის 1.3 პუნქტის შესაბამისად;
გ) ინფორმაცია საგარანტიო ვადების შესახებ - სატენდერო დოკუმენტაციის 1.7.1 პუნქტის შესაბამისად;
დ) ინფორმაცია პრეტენდენტის გამოცდილების შესახებ სატენდერო დოკუმენტაციის 2.2.1 პუნქტის შესაბამისად;
ე) ინფორმაცია პრეტენდენტის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შესახებ სატენდერო დოკუმენტაციის 2.3.1. პუნქტის შესაბამისად;
ვ) ინფორმაცია პრეტენდენტის ქვეკონტრაქტორი კომპანიის შესახებ სატენდერო დოკუმენტაციის 2.8.1. პუნქტის შესაბამისად;
ზ) არანაკლებ 3 (სამი) სარეკომენდაციო წერილი სატენდერო დოკუმენტაციის 2.9.1. პუნქტის შესაბამისად.

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт

Еще тендеры и закупки за эти даты

31-12-2025 Услуги по сопровождению и технической поддержке информационной системы.

31-12-2025 Услуги по аренде виртуального выделенного сервера (VPS).

31-12-2025 Услуги по предоставлению доступа к сети Интернет.

31-12-2025 Вода.

31-12-2025 Объявление и приглашение на приобретение услуги консультанта по компьютерному программному обеспечению в области информационных технологий для нужд ЗАО» Национальный центр инфекционных заболеваний " на 2026 год.

31-12-2025 Автотранспортные услуги.





Copyright © 2008-2026, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru